შაბათი, აპრილი 25, 2026
- Advertisement -
Google search engine

გაიცანით თურქი მსახიობი რომელმაც მსოფლიო აღიარება მოიპოვა

0
#image_title

სილამაზის კონკურსი, მილიონერი შეყვარებული და მსოფლიო აღიარება – თურქი მსახიობი  ჰანდე ერჩელი

თურქი მსახიობი მილიონობით ქალი მაყურებლის ყურადღებას იპყრობს და გავლენა სილამაზის ზოგად სტანდარტებზეც მოახდინა. ჰანდე ერჩელი  ყველაზე ლამაზ ქალად ითვლება არა მხოლოდ თავის ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში. მან ეს ტიტული რამდენიმე წლის წინ მიიღო.

ჰანდე ერჩელი დაიბადა 1993 წლის 24 ნოემებრს თურქეთში, ქალაქ ბანდირმაში.

მონაწილეობდა სასკოლო თეატრის თითქმის ყველა დადგმაში. 19 წლის ასაკში მონაწილეობა მიიღო აზერბაიჯანში გამართულ სილამაზის კონკურსში, სადაც მეორე ადგილი დაიკავა. პირველად მცირე როლით გამოჩნდა სერიალში „ნარჩიტა“. სერიალმა „სიყვარულს სიტყვები არ ესმის“ და „გიუნეშის ქალიშვილებმა” მსახიობს წარმატება მოუტანა.

2017 წელს სერიალ „შავი მარგალიტის“ ჰაზალის როლის შესრულებისთვის ჰანდეს გადასცეს წლის საუკეთესო მსახიობი ქალის ტიტული.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე  #pitskhelauri #აქხარისხია

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

 

როგორ მოვუაროთ მშრალ კანს სახლის პირობებში

0
#image_title

ნებისმიერ ადამიანს შესაძლებელია ჰქონდეს მშრალი კანი. მთავარი კითხვაა როგორ მოვუაროთ მშრალ კანს? 

მშრალ კანს დახმარება სჭირდება, გამომშრალი ხდება მაშინ როდესაც ის კარგავს წყალს. კანის სიმშრალის გამომწვევი მიზეზია: ასაკი: ასაკთან ერთად კანი ხდება თხელი და უფრო მშრალი. 40 წლის ასაკისთვის კი ბევრ ადამიანს სჭირდება ყოველდღიურად კანის დამატენიანებელი კრემის გამოყენება.

ერთერთი მიზეზია კანის დაავადებები: ნებისმიერი ასაკის ადამიანები, რომელთაც აქვთ  ატოპიური დერმატიტი. ფსორიაზი ასევე იწვევს მშრალი კანის განვითარებას.

როგორ მოვუაროთ მშრალ კანს სახლის პირობებში? 

რეგულარულად ცხელი შხაპის მიღება აცლის თქვენს სხეულს ბუნებრივ ბარიერს, ეს ბარიერი კი ეხმარება კანს წყლის შეკავებაში, უზრუნველყოფს კანის სიგლუვესა და ტენიანობას. ასე რომ შეამცირეთ ტემპერატურა და არ გაჩერდეთ დიდი ხნის განმავლობაში შხაპის ქვეშ. ასევე მნიშვნელოვანია აბაზანის მიღების ხანგრძლივობის გათვალისწინებაც. ისინი ვინც მიდრეკილნი არიან კანის სიმშრალისკენ დაბანის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებობდეს 5-10 წთ-ს, იმისთვის რომ კანი ზედმეტად არ დალბეს.

კანის მოვლა იწყება კანის დაბანით. თუ გაქვთ მშრალი კანი მოერიდეთ ჩვეულებრივ საპნებსა და უხეშ საწმენდ საშუალებებს. საპნის საშუალო pH დონე არის 9-დან 10-მდე. კანის ნორმალური pH დონე კი 4-დან 5-მდე მერყეობს. ამ განსხვავებების გამო საპონს შეუძლია თქვენი კანის pH დონე გაზარდოს არასასურველ ზღვრამდე და გამოიწვიოს ან გააღმაოს კანის სიმშრალე.

გაპარსვამ შესაძლოა გააღიზიანოს მშრალი კანი, ასევე გაპარსვის დროს არასასურველ თმასთან ერთად კანს აცლით ბუნებრივ ზეთს. გაპარსვისთვის საუკეთესო დროა შხაპის შემდგომი პერიოდი. თმა უფრო რბილი და დამყოლია. ყოველთვის გამოიყენეთ საპარსი კრემი ან გელი, გაიპარსეთ თმის ზრდის მიმართულებით, რათა თავიდან აიცილოთ კანის დაზიანება. საპარსის პირი შეცვალეთ 5 ან 7 გაპარსვის შემდეგ. დაბლაგვებულ საპარსის პირს შეუძლია გამოიწვიოს დამატებითი კანის გაღიზიანება.

რეკომენდებულია დამატენიანებელი კრემის შერჩევისას მის შემადგენლობაში შედიოდეს ცერამიდები, შის კარაქი, სტეარინის მჟავა, გლიცერინი.

• დაიბანეთ ჰიპოალერგიული უსაპნო თხევადი გამწმენდით

• შეიმშრალეთ პირსახოცით და დაელოდეთ კანს შეშრეს არაუმეტეს 20 წამისა.

• დამატენინებელი დაიტანეთ ოდნავ სველ კანზე, აბაზანის შემდგომ რათა შეინარჩუნოს ტენიანობა.

• დაიტენიანეთ ხელები ყოველი დაბანის შემდეგ,რათა აორთქლებულმა წყალმა კიდევ უფრო მეტი ტენიანობის დაკარგვა არ გამოიწვიოს.

#drpkhakadze #pitskhelauri

https://shenipositive.ge/  https://shenisilamaze.ge/

#აქხარისხია

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

მელანია ტრამპის ლუქი ტრამპის ინაუგურაციაზე

0
#image_title

2025 წლის 20 იანვარს,  დონალდ ტრამპის, 47-ე პრეზიდენტის, ინაუგურაციაზე მთელი მსოფლიოს მოდის სახლების ყურადღება მიპყრობილი იყო მელანია ტრამპის ლუქზე

მელანია ტრამპის არჩევანი ელეგანტური და მკაცრად მოწესრიგებული ლუქი გახლდათ, ღრმა მუქი ლურჯი ფერით, რომელიც ამერიკელმა დიზაინერებმა შექმნეს.

New Look-ის კლასიკურ სილუეტში შესრულებული ქურთუკი ბრენდ Adam Lippes-ის ნამუშევარია, ხოლო ქუდი დიზაინერმა Eric Javits-მა დაამზადა.

#drpkhakadze #pitskhelauri

https://shenipositive.ge/  https://shenisilamaze.ge/

#აქხარისხია

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

კლეოპატრა -ისტორიული პერსონაჟი ეკრანზე

0
#image_title

კლეოპატრა: მსახიობები, რომლებმაც ისტორიული პერსონაჟი ეკრანებზე გააცოცხლეს

კლეოპატრა ანტიკური ხანის ყველაზე ცნობილი ქალია. მისი ცხოვრება და დრამატული სიყვარულის ისტორია რომაელ მხედარმთავართან მარკ ანტონიოსთან მრავალი წიგნის თუ ფილმის შექმნის საფუძველი გახდა.თანამედროვე ავტორებმა ბევრჯერ გააცოცხლეს კლეოპატრას სახე ეკრანზე.გთავაზობთ კლეოპატრას როლის შემსრულებელთა სიას:

ელიზაბეტ ტეილორი -კლეოპატრა

ტეილორი ორჯერ დაჯილდოვდა ამერიკის კინოაკადემიის ოსკარით ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის. ის იყო პირველი მსახიობი ქალი, რომლის ჰონორარი მილიონობით დოლარს აჭარბებდა.

უმშვენიერესი ვივიენ ლი -კლეოპატრას როლში

ვივიენ ლი ინგლისელი თეატრისა და კინოს მსახიობი იყო. მიუხედავად იმისა, რომ კინოეკრანებზე ბევრჯერ არ გამოჩენილა, მას ამერიკის კინოაკადემიის ორი ოსკარი აქვს მიღებული.

მონიკა ბელუჩი -კლეოპატრა

 

ბელუჩის დებიუტი იტალიურ კინოში შედგა 1990-იან წლებში. კარიერის პირველ ეტაპზე ეპიზოდურ როლებს იღებდა, თუმცა სიტუაცია შეიცვლა მას შემდეგ, რაც ბელუჩი მიიწვიეს ფრენსის ფორდ კოპოლას ფილმში — „დრაკულა“, სადაც დრაკულას პატარძლის როლი შეასრულა. მომდევნო წლებში ფილმში სათამაშოდ მას სხვა კინორეჟისორებიც იწვედნენ. განსაკუთრებულ წარმატებას ბელუჩიმ მიაღწია 1996 წელს,

2002 წელს შეასრულა კლეოპატრას როლი ფრანგულ საოჯახო კომედიაში “ასტერიქსი და ობელიქსი:კლეოპატრას მისია”.

#drpkhakadze #pitskhelauri

https://shenipositive.ge/  https://shenisilamaze.ge/

#აქხარისხია

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

ხილი რომელიც წვავს ცხიმს

0
#image_title

ხილი, რომელიც ნებისმიერ სპორტდარბაზზე უკეთ წვავს ცხიმს:

ხილი ხელს უწყობს ნაყროვანებას და ამცირებს კალორიების მიღებას. დიეტოლოგები გირჩევენ, რომ მიირთვათ ხილი წონის დასაკლებად და არ დაუჯეროთ მათ, ვინც ამბობს, რომ ხილი ასუქებს.

მიუხედავად იმისა, რომ ხილი შეიცავს ნახშირწყლებსა და ბუნებრივ შაქრებს, კვლევები ყოველთვის აჩვენებს, რომ ხილი შეიძლება სასარგებლო იყოს ჯანმრთელი წონის შენარჩუნებისთვის. პირველ რიგში, ხილში არსებული ბოჭკო და წყალი ახანგრძლივებს ნაყროვანების შეგრძნებას, რის გამოც ხილის მიღების შემდეგ შეიძლება თავი დანაყრებულად იგრძნოთ უფრო ხანგრძლივად.

თუ ეს დაგეხმარებათ ნაკლების ჭამაში და კალორიების შემცირებაში, წონის დაკლებასაც შეუწყობს ხელს. ხილი დაბალკალორიულია, თუ მას იყენებთ მაღალკალორიული საჭმლის ნაცვლად, ეს შეიძლება დაეხმაროს კალორიების დეფიციტის შექმნას, რაც წონის შემცირებას შეუწყობს ხელს.

რომელია საუკეთესო ხილი წონის დასაკლებად?

ვაშლი პირველ ადგილს იკავებს წონის დაკლებისთვის საუკეთესო ხილს შორის რამდენიმე მიზეზის გამო. ერთი დიდი ვაშლი შეიცავს 5 გრამ ბოჭკოს, რომელიც წარმოადგენს ხსნადი და უხსნადი ბოჭკოს ნარევს. ორივე ტიპი მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის, მაგრამ ხსნადი ბოჭკო ეხმარება მადის რეგულირებაში და ზრდის ნაყროვანების შეგრძნებას.

ხილის ჭარბი მოხმარება უმეტესად არ იწვევს წონის მატებას. საკვებით მიღებული კალორიების გადაჭარბებაა ის, რაც წონის მატებას იწვევს.

#drpkhakadze #pitskhelauri

https://shenipositive.ge/  https://shenisilamaze.ge/

#აქხარისხია

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

სამოსის ფერი რომელიც ვიზუალურად გაგაახალგაზრდავებთ

0
#image_title

სამოსის  ფერი, ეს მეტად მნიშვნელოვანი დეტალია, რაც თქვენს გარეგნობას პირდაპირ ავლენს. 

ფერი რომ სწორად შეარჩიოთ ეს კიდევ ცალკე ხელოვნებაა.თუ გსურთ რამდენიმე წლით ახალგაზრდად გამოიყურებოდეთ ძვირადღირებული პროცედურებისა და ბოტოქსის გარეშე, სწორად შერჩეული ფერები შესანიშნავი გამოსავალია.

ასევე მნიშვნელოვანია ფერების სწორი კომბინაცია ტანსაცმლის ტექსტურასა და აქსესუარებთან ერთად, რათა მიიღოთ სრულყოფილი და გამაახალგაზრდავებელი ეფექტი.

პასტელური ტონები ქმნიან სიმსუბუქის განცდას. ისინი გამოკვეთენ კანის ფერს და მალავენ კანის მცირე ნაკლოვანებებს.

ცისფერი ტონი განსაკუთრებით უხდება სახის კანს, რადგან მას ანიჭებს ნაზ ბზინვარებას და აახალგაზრდავებს საერთო ვიზუალს. ასევე, ეს ფერი წარმატებით მალავს თვალების ქვეშ სიმუქეს და გადაღლილობის ნიშნებს.

ატმისფერი სახის კანს ანიჭებს სინათლესა და ბზინვარებას, რაც უფრო ახალგაზრდულ იერს მატებს.

საბაზისო ყვითელი ტონი ანიჭებს სახის კანს ბუნებრივ ბზინვარებას და ოპტიმიზმის განცდას. ასევე, იგი ეფექტურად მალავს მცირე ნაოჭებს.

#drpkhakadze #pitskhelauri

https://shenipositive.ge/  https://shenisilamaze.ge/

#აქხარისხია

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

 

ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ დაემშვიდობა. გამოსამშვიდობებელი ვიდეო ქართველი ფეხბურთელის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

0
#image_title

ხვიჩა კვარაცხელიას დამშვიდობება ნაპოლისთან 

ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლს დაემშვიდობა ის „პარი სენ-ჟერმენს“ შეუერთდება.

მიჭირს და რთულია, მაგრამ დამშვიდობების დრო მოვიდა. აქ საოცარი დრო გავატარე, ერთად უამრავი მოგონება დავაგროვეთ. ბევრი საოცარი ემოცია განვიცადეთ. „ნაპოლი“ ჩემი სახლი იყო, სადაც თითოეული თქვენგანის დამსახურებით თავს საუკეთესოდ ვგრძნობდი. ის გზა, რაც ერთად გავიარეთ, ახლა თავში მიტრიალებს და ძალიან ემოციურია. -აცხადებს ახალგაზრდა წარმატებული ფეხბურთელი.

ხვიჩა კვარაცხელია მადლობას უხდის მწვრთნელებს, სტაფის თითოეულ წევრს, თანაგუნდელებს და, რაც მთავარია, გულშემატკივრებს. ემშვიდობება და ამბობს რომ  სამუდამოდ დარჩებიან მის გულში.

აღსანიშნავია რომ ხვიჩა ნაპოლში მარტო ჩავიდა. ახლა კი უკვე სამნი არიან. ის მისი მშვენიერი მეუღლე ნიცა თავაძე და პატარა დამიანე.

#drpkhakadze #pitskhelauri

https://shenipositive.ge/  https://shenisilamaze.ge/

#აქხარისხია

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

დავით კომახიძის პირველი კოლექცია Blumarine-ის შემოქმედებითი დირექტორის ამპლუაში

0
#image_title

ჟურნალმა ვოგმა ახლახან გაავრცელა ინფორმაცია დავით კომახიძის მიერ შექმნილი 2025 წლის წინასაშემოდგომო კოლექციის შესახებ,

დავით კომახიძისთვის ეს პირველი ნამუშევარია Blumarine-ის შემოქმედებითი დირექტორის რანგში. ეს კოლექცია ახალ ეტაპს აღნიშნავს ქართველი დიზაინერისთვის იტალიურ მოდის სახლთან თანამშრომლობით პროცესში.

დავით კომახიძე, ლონდონში დაფუძნებული ცნობილი ქართველი დიზაინერია, ის  Blumarine-ის შემოქმედებით დირექტორად გასულ წელს დაინიშნა. მანამდე, 2013-2017 წლებში, იგი ხელმძღვანელობდა Mugler-ის მოდის სახლს.  აღსანიშვნია, რომ კომახიძე პირველი ქართველი დიზაინერია, რომელიც საერთაშორისო ისტორიულ მოდის სახლს ჩაუდგა სათავეში.

Blumarine-ში კომახიძის სადებიუტო ჩვენება მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში გაიმართება, რომელიც თებერვალშია დაგეგმილი. ეს შოუ, უდავოდ, დიდი მოლოდინით არის სავსე, რადგან დიზაინერი იტალიური ბრენდისთვის ახალ ხედვას ჩაუყრის სათავეს.

#drpkhakadze #pitskhelauri

https://shenipositive.ge/  https://shenisilamaze.ge/

#აქხარისხია

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

 

 

“ყველაზე მეტად მენატრება ჩემი სვანეთი…” – ექსკლუზიური ინტერვიუ “პატარა გოგოს დიდი ამბების” შემქმნელ მარიამ ჩოფლიანთან

0
#image_title

მედიაჰოლდინგ “შენის” მორიგი რესპონდენტი ცნობილი ბლოგერი მარიამ ჩოფლიანია ✨️

მარიამი  საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ბლოგის “პატარა გოგოს დიდი ამბების” -შემქმნელია. თავისი ბლოგიდან გულახდილად გვიზიარებს ყოველდღიურობას. ემიგრანტის ცხოვრების სირთულეებზე და სამომავლო გეგმებზე ვრცლად წაიკითხეთ ინტერვიუში:

_მარიამ, გაეცანით ჩვენს მკითხველს

_მოგესალმებით მე ვარ მარიამ ჩოფლიანი, 26 წლის, ამ ეტაპზე ცხოვრობ ესპანეთში და ვსწავლობ საერთაშორისო ვაჭრობის ადმინისტრაციულ და ფინანსურ მენეჯმენტს.

_რამდენი წელია, რაც ესპანეთში ცხოვრობთ და რას საქმიანობთ მანდ? 

_ჩემი ემიგრაცია იწყება 2018 წლიდან, როდესაც მამას რთული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო წავედით საფრანგეთში სამკურნალოდ. შემდეგ მე საქართველოში დავბრუნდი გარკვეული დროით, ჩემი ცხრა თვის გოგონასთან ერთად, რომელიც საფრანგეთში დაიბადა. საქართველოდან ჩამოვედი ესპანეთში და აქ ვცხოვრობთ უკვე ექვსი წელია.

ამ ეტაპზე არ ვმუშაობ, ვსწავლობ და ვზრდი ჩემს სამ პატარას. 6, 4 და 3 წლის სალომეს, გაბრიელს და ელაიას. თავისუფალ დროს დაკავებული ვარ ვარჯიშით, დღის გარკვეულ მონაკვეთში ვსწავლობ და ოთხი საათიდან ვარ ბავშვებთან.

_რამდენად რთულია ემიგრაციაში ცხოვრება… რა სირთულეების გადალახვა დაგჭირდათ?

_ ყველა ემიგრანტი, მგონი, ერთი და იმავე შეგრძნებით ვცხოვრობთ, ყველა თუ არა უმეტესობა მაინც. პირველად რომ საქართველოდან წამოვედი, თითქოს მიხაროდა უცხო ქვეყნის ნახვა, სხვაგან ცხოვრება, მაგრამ ეს სიხარული მხოლოდ ერთთვიანი აღმოჩნდა. შემდეგ უკვე იწყება მონატრება. გენატრება შენი ძველი ცხოვრება, ნათესავები, მეგობრები. საქართველოდან რომ შემომნატროდნენ, ნეტავ შენ, მანდ ცხოვრობო და ამ დროს მე აქედან სურვილი მკლავდა – ნეტავ, ახლა მანდ დამსვა, მაჭამა ქართული კერძები და მასუნთქა ეგ ჰაერი-მეთქი. ემიგრაცია ჩემთვის, უბრალოდ, ცხოვრებაა… სიცოცხლე კი იქ არის ჩემთვის.

_ ყველაზე მეტად რა გაკლიათ და რა გენატრებათ მშობლიური ქვეყნიდან?

_ყველაზე მეტად მენატრება ჩემი სვანეთი და ახლობელი ადამიანები, საყვარელი ადგილები, კერძები (იცინის) დიდი მჭამელი არ ვარ, მაგრამ ქართული კერძები ისე მენატრება… დედას მეურნეობა ჰქონდა, ყველაფერს სახლში ამზადებდა, ყველს, მაწონს, ხაჭოს, ნადუღს… ყველაფერი სახლის გვქონდა და მაშინ არ ვეკარებოდით, ახლა რომ გამომიგზავნიან შებოლილ სულგუნს, იჭმევა თუ არა, ყველაფერს ვაყოლებ. (იცინის)

_ მარიამ, გვიამბეთ თქვენი ერთი ჩვეულებრივი დღის შესახებ…

_ ჩემი დილა, თუ გამიმართლა, რვის ნახევარზე იწყება, თუ არ გამიმართლა –  ექვსზე, შვიდის ნახევარზე ფეხზე ვართ. კვირის დღეებში დილას ვდგებით, ვიცვამთ, ვსაუზმობთ, ვულაგებ ჩანთებს, სკოლა ახლოს გვაქვს, საბედნიეროდ. წინა წელს გვიჭირდა, საკმაოდ შორს იყო სახლიდან და განსაკუთრებით ზამთარში, ყინვაში სამი პატარა ბავშვით იმხელა გზაზე წასვლა  – გახსენებაც არ მინდა.

მიმყავს დილას, ვტოვებ და მე ან ბოქსზე მივდივარ, ან სახლში ვბრუნდები, ვაწესრიგებ სახლს და შემდეგ სასწავლებელში ვარ 12-დან 4 საათამდე. ვბრუნდები, გამომყავს პატარები, ზოგჯერ ხატვა აქვს უფროს გოგოს იქ მივდივართ, თუ კარგი ამინდია პარკში ვჩერდებით ცოტა ხანს… თუ – არა სახლში ავდივართ და მივყვებით რუტინას. ჭამა, მოწესრიგება, თამაში, სახლის დალაგება და ასე ცხრა საათამდე, სანამ ძილის დრო მოვა. კვირაში რამდენიმე დღე სალომეს საღამოს ონლაინ გაკვეთილები აქვს, ქართულს სწავლობს. არაჩვეულებრივი მასწავლებელი ჰყავს, ქალბატონი ნინო. შაბათ-კვირას ცეკვა აქვს სალომეს. საბედნიეროდ, ძალიან კარგი ადამიანების დამსახურებით ქართული ცეკვის ანსამბლიც გვაქვს ბილბაოში. მე შვიდი წელი ვცეკვავდი, ჩემს შვილებსაც მინდა უყვარდეთ ქართული ცეკვა… თუ არ გაჰყვებიან, ცოტა მაინც იცოდნენ და შეიგრძნონ, რა ბედნიერება და სიამოვნებაა. ეს არის ძირითადი ჩვენი ჩვეულებრივი დღე, კვირის განრიგით.

-თავს ძლიერ ადამიანად მიიჩნევთ?

_საკუთარ თავზე საუბარი არ მიყვარს. მირჩევნია ყოველთვის სხვამ ისაუბროს ჩემზე, მაგრამ ბევრი მეუბნება, რომ ვარ ძლიერი. ალბათ ვარ, თუმცა ჩემზე ბევრად ძლიერი ქალებიც არიან. ცხოვრებაში უფრო მეტ შვილს ზრდიან, უფრო მეტ გაჭირვებას და ტკივილს უძლებენ. სიძლიერე სჭირდება აუცილებლად ყველაფერს ამ ცხოვრებაში. დედობას – საერთოდ… ეს იმხელა პასუხისმგებლობაა, თან მე 20 წლის გავხდი დედა.

_მიუხედავად დატვირთული განრიგისა და მრავალშვილიანი დედობისა, მუდამ ფორმაში ხართ. როგორია თქვენი თავის მოვლის რუტინა? 

_დღის რუტინას და თავის მოვლას რაც შეეხება, განსაკუთრებული რუტინა არ მაქვს.სახის მოვლა ჩვეულებრივ, დასაბანი გელით, დამატენიანებელი და სპეციალური სამკურნალო მაზი, რომელიც დამჭირდა, რადგან როგორც ჩანს, სტრესის ფონზე, სახეზე გამონაყარი გამიჩნდა. კარგ ფორმაში ყოფნას რაც შეეხება, გენეტიკას უფრო დავაბრალებდი, რადგან დედის და მამის მხრიდან წონის მხრივ საკმაოდ გამხდრები ვართ, ამის გამო ზოგჯერ დისკომფორტიც შემქმნია, მიღებული კომენტარებით. ბავშვობიდან დღემდე. ზოგადად არ მგონია სწორი წონაზე და ადამიანის ფორმებზე ზედმეტი კომენტარების გაკეთება. სხვა განსაკუთრებული რუტინა არ მაქვს, მაკიაჟს ხშირად არ ვიყენებ, მხოლოდ მსუბუქად, თუ სადმე განსაკუთრებულ ადგილას არ მივდივარ, ან დაქალები არ ვიკრიბებით.

_ თუ არის თქვენს სამომავლო გეგმაში საქართველოში დაბრუნება? 

_რა თქმა უნდა. ნეტავ, როდემდე უნდა ვიცხოვროთ სულ ასე გაფანტულებმა…?რომ დავუფიქრდები ხოლმე, ერთი ცხოვრება გვაქვს იმისთვის, რომ საყვარელი ადამიანებით დავტკბეთ და იმასაც წლები მონატრებაში ვატარებთ. ვერ ვეხუტებით, ვერ ვიცინით, გაჭირვების დროს ვერ ვანუგეშებთ ახლოდან ადამიანებს…სოციალური სივრცით გამოვხატავთ ემოციებს. ბევრ რამეზე მწყდება გული, მაგრამ ასე ვერ დგები და ვერ იღებ ამ გადაწყვეტილებას, რომ მორჩა დღეს მივდივარ.

ოდესღაც აუცილებლად მინდა, დავბრუნდე, ოღონდ ეს ოდესღაც როდის იქნება, არ ვიცი…

ავტორი – თაკო ფიცხელაური

#drpkhakadze #pitskhelauri

https://shenipositive.ge/  https://shenisilamaze.ge/

#აქხარისხია

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

 

ტრენდული შილაკი -დარიჩინის ტონებით

0
#image_title

როგორ გაიკეთოთ ტრენდული შილაკი – დარიჩინის ტონები ზამთრის ჰიტია

შილაკი დარიჩინის ფერებში ზამთარის სეზონის მთავარი გამოძახილია. დარიჩინის ფერი, თავისი მყუდრო და თბილი ოქროსფერი-ნარინჯისფერი ტონებით, განსაკუთრებით შესაფერისია ზამთრისთვის. ამ მანიკიურის ყველაზე მოდური ვერსია მოიცავს გლუვ და ბზინვარე ფაქტურებს, რომლებიც ჰარმონიულად ერწყმის შუშის, “კატის თვალის” ან მბრწყინავი ეფექტების დიზაინებს.

დარიჩინის ფრენჩი – ელეგანტური და მინიმალისტური არჩევანი.

ოქრო და დარიჩინი – სადღესასწაულო შთაბეჭდილებისთვის.

შოკოლადი დარიჩინით – მყუდრო და თბილი ეფექტისთვის.

#drpkhakadze #pitskhelauri

https://shenipositive.ge/  https://shenisilamaze.ge/

#აქხარისხია

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

 

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.