ღვიძლის გაწმენდის ბუნებრივი სასმელი ჭარხლითა და ქიშმიშით

გაიწმინდეთ ღვიძლი და აღიდგინეთ ფუნქციები უძველესი და მრავალჯერ ნაცადი რეცეპტით! გახსოვდეთ-“ჯანმრთელი ღვიძლი ჯანმრთელი სხეულის გარანტია!”

მარიამ ლომიძე
მარიამ ლომიძე - ჟურნალისტი
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

ღვიძლი არის ჩვენი ჯანმრთელობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი და ალბათ, ერთადერთი ორგანო, რომელიც შეიძლება აღდგეს. თუმცა, თუ ყურადღებას არ მიაქცევთ, სხვა ორგანოები განიცდიან დაზიანებას, რომელთა მუშაობა ღვიძლზეა დამოკიდებული და ეს ყველაფერი ბუმერანგივით დატრიალდება მთელ სხეულში.  ავიცენა ამბობდა:”ჯანმრთელი ღვიძლი – ნიშნავს ჯანმრთელ სხეულს”.

чистка печени

ადამიანების უმრავლესობა ამბობს, რომ “მე არ მაწუხებს ღვიძლი”, მაშინაც კი, როცა ღვიძლი სერიოზულად აქვთ დაზიანებული, ეს იმიტომ, რომ მას არ აქვს ნერვული დაბოლოებები და ამიტომ ტკივილიც არ იგრძნობა, ჩვენ შეგვიძლია ვიგრძნოთ მხოლოდ სიმძიმე და დისკომფორტი, როდესაც გაფართოებული ღვიძლი აწვება  მიმდებარე ორგანოებს.

გთავაზობთ ბუნებრივი საშუალებებით ღვიძლის გაწმენდის უძველეს რეცეპტს, რომელიც შეიძლება სწრაფად და მარტივად მომზადდეს სახლში. სცადეთ და თქვენი სხეული აუცილებლად გეტყვით მადლობას.

თუ გრძნობთ ჭამის შემდეგ სიმძიმის შეგრძნებას, მხრის ტკივილს, სისუსტეს, სუნთქვის დარღვევას, დროა მიხედოთ ღვიძლს.

შემადგენლობა

1 ჭიქა დაჭრილი ჭარხალი

1/2ჭიქა ქიშმიშით

ერთი ლიმონის წვენი

2 ჭიქა წყალი

 

მომზადება:

 

გაასუფთავეთ და კუბიკებად დაჭერით წითელი ჭარხალი.

чистка печени свеклой и изюмом

აადუღეთ წყალი და ჩაუშვით შიგ ჭარხალი და ქიშმიში. გადმოდგით ცეცხლიდან და გააჩერეთ 1 საათით. შემდეგ დააბლენდერეთ და დაამატეთ ლიმონის წვენი.

чистка печени дома

მიღებული მასა გაწურეთ დოლბანდში.

чистка печени дома отзывы

ღვიძლის ბუნებრივი ელიქსი მზად არის!

чистка печени свеклой и изюмом дома

მიიღეთ დღეში ორჯერ 200-200 მლ. დილით, უზმოზე და სადილის წინ. დეტოქსიკაციის დროს შეგიძლიათ მიირთვათ ფაფები მარილისა და ცხიმის გარეშე, სასურველია დასვენების დღეებში ჩაიტაროთ ეს მკურნალობა, რადგან ჭარხალი გამოირჩევა შარდმდენი თვისებებით.

ეს რეცეპტი უკუნაჩვენებია მათთვის, ვისაც აქვს თირკმლის დაავადება და ართრიტი, დაბალი წნევა, ამაღლებული შაქარის დონე სისხლში.

ღვიძლის გაწმენდა ხალხური საშუალებებით არ არის პანაცეა.  მარტო ის არ შეიძლება იყოს საკმარისი. ღვიძლის დაავადების თავიდან ასაცილებლად, თქვენ უნდა შეიცვალოს ცხოვრების წესი, დაიკლოთ წონაში, შეამციროთ ცხიმის რაოდენობა საკვებში და რაც მთავარია – იმოძრაოთ მეტი!

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). გაიწმინდეთ ღვიძლი და აღიდგინეთ ფუნქციები უძველესი და მრავალჯერ ნაცადი რეცეპტით! გახსოვდეთ-“ჯანმრთელი ღვიძლი ჯანმრთელი სხეულის გარანტია!”. 21 აგვისტო, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%92%e1%83%90%e1%83%98%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%94%e1%83%97-%e1%83%a6%e1%83%95%e1%83%98%e1%83%ab%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%90%e1%83%a6%e1%83%98/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  თაფლის 10 უპირატესობა, რომლის შესახებ ამ დრომდე არ იცოდით!
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
ჟურნალისტი — ბუნებრივი საშუალებები და დღის რუტინა. წერს ნიღბებზე, ზეთებსა და მცენარეულ რეცეპტებზე, დილისა და საღამოს მოვლის რუტინაზე და სეზონურ რჩევებზე.
კომენტარები ჯერ არ არის