კბილების გახეხვა საავადმყოფოში პნევმონიის პრევენციისთვის

ვლინდება როგორც ხელოვნურ სუნთქვაზე დამოკიდებულ, ასევე არავენტილაციურ პაციენტებში – შეძენილი პნევმონია

ირინა დათაშვილი
ირინა დათაშვილი - მთავარი რედაქტორი
2 წუთიანი წაკითხვა
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

შეძენილი პნევმონია (hashtag#pneumonia) (HAP), არის ყველაზე გავრცელებული ინფექცია (hashtag#nosocomial hashtag#infection), რომელიც გვხვდება საავადმყოფოს პაციენტების დაახლოებით 1%-ში. HAP ვლინდება როგორც ხელოვნურ სუნთქვაზე (ვენტილაციაზე) დამოკიდებულ, ასევე არავენტილაციურ პაციენტებში. HAP გამოწვეულია პირის ღრუს მიკრობების მიკროასპირაციით ან მაკროასპირაციით, მაგრამ პირის ღრუში მიკრობების შესამცირებლად ორალური ქლორჰექსიდინით (hashtag#chlorhexidine) პირის გამორეცხვა (hashtag#mouthwash)  საკამათო გახდა. კბილების გახეხვა (hashtag#toothbrushing) შეიძლება იყოს ორალური ანტისეპტიკის უფრო უსაფრთხო და ეფექტური ალტერნატივა. თუმცა პრევენციის გაიდლაინები, ტრადიციულად, ყურადღებას არ ამახვილებს კბილის გახეხვაზე და, შესაბამისად, პრაქტიკა მნიშვნელოვნად განსხვავდება საავადმყოფოებში. https://lnkd.in/eeHZJiZa

ჰარვარდის სამედიცინო სკოლის (Harvard Medical School, Brigham and Women’s Hospital), ბრიგჰემისა და ქალთა ჰოსპიტლის,  და ბაზელის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის (University Hospital Basel) წარმომადგენლებმა  hashtag#clinicaltrials განიხილეს 15 რანდომიზებული კლინიკური კვლევა (hashtag#clinicaltrials), რომელიც ჩატარდა 2,786 პაციენტზე. კვლევებმა შეადარა შედეგები ჰოსპიტალიზებულ პაციენტებს შორის  საავადმყოფოში ყოფნისას მოვლის ჩვევების მიხედვით. ერთის გარდა ყველა კვლევა ფოკუსირებული იყო პაციენტებზე, რომლებიც მკურნალობდნენ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში (ICU). კბილების გახეხვა დაკავშირებული იყო HAP-ის მნიშვნელოვნად დაბალ რისკთან (რისკის თანაფარდობა [RR] 0,67; [95% ნდობის ინტერვალი [CI], 0,56-დან 0,81-მდე]) და ICU სიკვდილთან (RR, 0,81; 95% CI, 0,69-დან 0,95-მდე). კბილების გახეხვა ასოცირებული იყო ვენტილატორთან (hashtag#ventilator) ასოცირებული პნევმონიის მნიშვნელოვნად დაბალ სიხშირესთან (RR, 0.68; [95% CI, 0.57-დან 0.82-მდე], ასევე ექსტუბაციამდე უფრო მოკლე დროსთან  (საშუალო განსხვავება, 1.24 დღე; 95% CI, -2.42-დან – 0.06 დღე) და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში (ICU) ყოფნის უფრო ხანმოკლე დროსთან (საშუალო განსხვავება, -1.78 დღე; 95% CI, -2.85-დან -0.70 დღემდე).

შედეგები მსგავსი იყო, როდესაც კბილის გახეხვა ხდებოდა ორჯერ, სამჯერ ან ოთხჯერ დღეში. კბილის გახეხვას მნიშვნელოვანი განსხვავება არ მოჰყოლია ანტიბიოტიკების გამოყენებასთან დაკავშირებით და არც იყო კავშირი საავადმყოფოში ყოფნის ხანგრძლივობის შემცირებასთან. კვლევის შედეგებით –  კბილების რუტინული გახეხვა უნდა ჩაითვალოს სტანდარტული მოვლის აუცილებელ კომპონენტად ჰოსპიტალიზირებულ პაციენტებში, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებიც ინვაზიურ მექანიკურ ვენტილაციას (hashtag#mechanicalventilation) საჭიროებენ, რათა თავიდან აიცილონ პნევმონია და შემცირდეს სიკვდილიანობა.

READ  რამ შეიძლება გამოიწვიოს სახეზე გამონაყარი

https://lnkd.in/eeHZJiZa

- Advertisement -
Ad imageAd image

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2023). ვლინდება როგორც ხელოვნურ სუნთქვაზე დამოკიდებულ, ასევე არავენტილაციურ პაციენტებში – შეძენილი პნევმონია. 20 დეკემბერი, 2023. https://shenisilamaze.ge/%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%aa-%e1%83%ae%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%9c%e1%83%a3%e1%83%a0/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2023 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
გაუზიარეთ ეს სტატია
მთავარი რედაქტორი
მთავარი რედაქტორი — ქალის ჯანმრთელობა და სიახლეები. აშუქებს ჰორმონულ ჯანმრთელობას, ორსულობასა და პროფილაქტიკას, ინტერვიუებს ექიმებთან და ინდუსტრიის სიახლეებს.
კომენტარები ჯერ არ არის