3D შპალერი ბუნების პეიზაჟით კედელზე, ოთახის ინტერიერის დიზაინი

კედლის მიღმა აღმოჩენილი ულამაზესი სამყარო

მარიამ ლომიძე
მარიამ ლომიძე - ჟურნალისტი
1 წუთიანი წაკითხვა
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

როგორც წესი, რემონტის დროს ყველაზე მეტ დროს ადამიანები შპალერის შერჩევასა და ინტერიერზე ფიქრს ანდომებენ, რომელსაც ძალიან დიდი ენერგია მიაქვს. რთულია არჩევანის გაკეთება ხარისხის, ფერის და სხვა დეტალების მიხედვით. სწორედ ამიტომ, არსებობენ ადამიანები, რომლებიც, რა თქმა უნდა, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ ისე გააკეთებენ ამ ყველაფერს, რომ თქვენ გაფიქრებასაც კი ვერ მოასწრებთ. ამ ადამიანებს ინტერიერის დიზაინერები ჰქვიათ…..

კედლის მიღმა აღმოჩენილი ულამაზესი სამყარო
ინტერიერის დიზაინი 21-ე საუკუნის მსოფლიოში ერთ-ერთი პროგრესირებადი და საჭირო პროფესიაა. ამ საქმეში წამყვანი ელემენტი კი კრეატივია.
ერთ-ერთმა ამერიკულმა კომპანიამ გადაწყვიტა, სრულიად ახალი, განსხვავებული და ულამაზესი შპალერების კოლექცია შეექმნა, რომელზეც ბუნების შედევრები და მსოფლიოს ულამაზესი ადგილები არის ასახული. კედელზე გაკვრის შემდეგ ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს კედლის მიღმა მთელი სამყარო . იყოს. მსგავს ოთახში ყოფნისას თავი ბუნებაში წარმოგიდგენია და დადებითი ემოციებით ივსები. მსგავსი ტიპის შპალერებს, როგორც წესი, საძინებლებისთვის იყენებენ. თუმცა, ის ნებისმიერ ოთახში წარმოუდგენელ ეფექტს ქმნის.

#drpkhakadze  #shenisilamaze  #gochadze 

- Advertisement -
Ad imageAd image

წყარო:https://intermedia.ge/

 

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). კედლის მიღმა აღმოჩენილი ულამაზესი სამყარო. 10 მარტი, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%99%e1%83%94%e1%83%93%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%a6%e1%83%9b%e1%83%90-%e1%83%90%e1%83%a6%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%a9%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  მსოფლიოში მეორე ადამიანი, რომელსაც ღორის გული გადაუნერგეს, გარდაიცვალა
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
ჟურნალისტი — ბუნებრივი საშუალებები და დღის რუტინა. წერს ნიღბებზე, ზეთებსა და მცენარეულ რეცეპტებზე, დილისა და საღამოს მოვლის რუტინაზე და სეზონურ რჩევებზე.
კომენტარები ჯერ არ არის