”ჩემო ნიკა! ერთსა გთხოვ მამა-შვილურად…” – ნახეთ რა სულისშემძვრელი ლექსი მიუძღვნა ტარიელ ხარხელაურმა ნიკოლოზ წულუკიძეს | შენი სილამაზე

”ჩემო ნიკა! ერთსა გთხოვ მამა-შვილურად…” – ნახეთ რა სულისშემძვრელი ლექსი მიუძღვნა ტარიელ ხარხელაურმა ნიკოლოზ წულუკიძეს

admin
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title

პოეტი ტარიელ ხარხელაური სოციალურ ქსელში ნიკოლოზ წულუკიძეს მიმართავს და ლექსს უძღვნის. ცნობილი ქართველი პოეტის ლექსს უცვლელად გთავაზობთ:

“ჩემო ნიკა!

ვიცი, შვილო, ეჭვი არ გეპარება, თუ როგორ განვიცდი შენი და შენი ოჯახის მძაფრსა და შემზარავ ტკივილს. ეს ლექსი შენს გასამხნევებლად არ დამიწერია, რადგან კარგად ვიცი – ყველანაირი გვერდში დგომა და გამხნევება უძლურია, უსუსურია იმ განცდებთან შედარებით, რასაც ამჟამად შენ და შენი ოჯახი გრძნობთ. ამ ლექსის დაწერაც იმიტომ გავბედე, რომ თუ ვინმეს ამ ტკივილის რაიმე გაეგება, ერთ-ერთი მე ვარ და ჩემი ოჯახი…

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

არ გკადრებ, არ გაგამხნევებ,

არც სიმშვიდეს გთხოვ სულისას,

შენს თავს შენ უნდა უწამლო – წამალს სხვას ნუ სთხოვ წყლულისას,

ბინდისფერობამ სოფლისამ

დღე მრავალს გადაუნისლა,

მეც ამ ტკივილმა დამიდნო

თხელი კედლები გულისა,

დამლია წუთისოფელმა,

ამღვრევამ სიყვარულისამ…

მოვთქვამ, ასეთმა ამინდმა

ლამის ჭკუიდან შემშალოს,

გადმოდი, მოვთქვამ ძილშიაც –

ცრემლო! თვალებთან შემშრალო,

ერთსა გთხოვ მამა-შვილურად –

მზე მაგ გულში არ შეცვალო

მტერს ლაღი უნდა ეგონო –

ტკივილით მიწის მკბეჩავო…

დრო სიმღერას გთხოვს? იმღერე!

ჯავრმა არ გაგაბეჩავოს.

შვილო! ჭრელია საწუთრო,

ზნეს არ დაიგდებს თავისას,

ბევრჯერ აგიშლის გონებას

ჩქამი სულეთის კარისა,

ბევრჯერ ცრემლებით დაჰხვდები

ცაზე გადმოსვლას მთვარისას,

ბევრჯერ აჰხედავ ეჭვითა

ზნეს უფლის სამართალისას…

უნდა იბრძოლო! სიკვდილთან

შეკვრა არ გმართებს ზავისა,

არცა გთხოვ გვერდის აქცევას

მთიდან მომსკდარი ზვავისას,

ცრემლისთვის ღამე დაზოგე –

დღე რომ აბჯარი აისხა!..

ტარიელ ხარხელაური, რომელსაც შვილივით უყვარხარ და ცრემლიანი თვალებით შემოგყურებს.

როცა ძალიან გამიჭირდა, საშველი სხვა რომ ვერა ვნახე რა, სიკვდილის გარდაცვალება წარმოვიდგინე და თუ როგორ, ამაზეც ლექსად მინდა გაგესაუბრო:

ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცვლება,

ცვარი ეღვრება ციდან იელებს,

ვეღარც მზის მოსვლით ვერ შეივსება

ეს შემზარავი სიცარიელე…

კლდეებს ნაწყლულევთ ნისლით ვუხვევდი,

READ  მხოლოდ ამ საშუალებებით გადავარჩინე შარშან მოსავალი. კიტრის უამრავი მოსავალი მივიღე.

ცაო! როგორ მღლი შენი უფლობით,

წუხელ სიკვდილი მეწვა მუხლებზე და, მე და მთვარე ვჭირისუფლობდით.” – წერს ტარიელ ხარხელაური.

სტატიის ციტირება
”ჩემო ნიკა! ერთსა გთხოვ მამა-შვილურად…” – ნახეთ რა სულისშემძვრელი ლექსი მიუძღვნა ტარიელ ხარხელაურმა ნიკოლოზ წულუკიძეს [Internet]. თბილისი: Shenisilamaze.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 7]. ხელმისაწვდომია: https://shenisilamaze.ge/%e1%83%a9%e1%83%94%e1%83%9b%e1%83%9d-%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%99%e1%83%90-%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%a1%e1%83%90-%e1%83%92%e1%83%97%e1%83%ae%e1%83%9d%e1%83%95-%e1%83%9b%e1%83%90/
shenisilamaze.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სილამაზე · PHIG · Sheni Network
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.