ქალი ასრულებს ძალისმიერ ვარჯიშს ჯანმრთელი დაბერებისთვის

რა უნდა გააკეთოთ, რომ ჯანმრთელად დაბერდეთ – „აძლიერებენ ძვლებს და ახანგრძლივებენ სიცოცხლეს“

ირინა დათაშვილი
ირინა დათაშვილი - მთავარი რედაქტორი
1 წუთიანი წაკითხვა
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
თუ გსურთ, რომ ჯანმრთელად დაბერდეთ, ივარჯიშეთ რეგულარულად.
ყველასთვის ცნობილი ფაქტია, რომ რეგულარულ ფიზიკურ აქტივობას ასაკთან დაკავშირებული ქრონიკული დაავადებების განვითარების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს; ისეთი დაავადებების, როგორიცაა, მაგალითად, ოსტეოპოროზი, სარკოპენია ანუ კუნთების განლევა, კუნთების სიძლიერის დაკარგვა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და დიაბეტი.
უამრავი კვლევა აჩვენებს, რომ ძალისმიერი და წინააღმდეგობის ვარჯიშები (მაგალითად წონის აწევა და დაჭიმვა), რომლებიც კუნთოვანი მასის განვითარებას უწყობენ ხელს, აუმჯობესებენ ჰორმონულ, გულ-სისხლძარღვთა და მეტაბოლურ ჯანმრთელობას, ამცირებენ დემენციისა და კოგნიტური დარღვევების რისკს, აძლიერებენ ჩვენს ძვლებს და ახანგრძლივებენ სიცოცხლეს.
კვლევები აჩვენებს, რომ ქალები, რომლებსაც აქვთ კუნთოვანი მასის დამაკმაყოფილებელი დონე, ნაკლებად იღუპებიან გულის დაავადებებისგან, ნაკლებად აწუხებთ ან არ აწუხებთ მენოპაუზის სიმპტომები, ადვილად აკონტროლებენ წონას.
ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, წინააღმდეგობის ვარჯიშს და ძალისმიერ აქტივობას დაბერების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს, რაც მეცნიერულად დასტურდება.
ერთ-ერთი მორიგი კვლევა ეფუძნება უკვე არსებულ კვლევებს ამ საკითხზე და ადგენს, რომ წინააღმდეგობის ვარჯიში ამცირებს ანთებას და ოქსიდაციურ სტრესს ხანდაზმულებში; იწვევს ცვლილებებს უჯრედულ დონეზე, რაც ამცირებს ქრონიკული დაავადებისა და ადრეული სიკვდილის რისკს. (კვლევის ბმულს კომენტარებში ნახავთ).
კვლევის შესახებ წერს აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი, ქეთი შავლიაშვილი.
სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). რა უნდა გააკეთოთ, რომ ჯანმრთელად დაბერდეთ – „აძლიერებენ ძვლებს და ახანგრძლივებენ სიცოცხლეს“. 5 თებერვალი, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%a0%e1%83%90-%e1%83%a3%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%90%e1%83%99%e1%83%94%e1%83%97%e1%83%9d%e1%83%97-%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9b-%e1%83%af%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%9b/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  რა მნიშვნელობა აქვს ცურვას ჩვენი ჯანმრთელობისთვის
გაუზიარეთ ეს სტატია
მთავარი რედაქტორი
მთავარი რედაქტორი — ქალის ჯანმრთელობა და სიახლეები. აშუქებს ჰორმონულ ჯანმრთელობას, ორსულობასა და პროფილაქტიკას, ინტერვიუებს ექიმებთან და ინდუსტრიის სიახლეებს.
კომენტარები ჯერ არ არის