ვიტამინების ნაკლებობა ყველაზე ხშირად გადაღლილობის სახით ვლინდება, თუმცა ეს შეიძლება სტრესსა და გრაფიკს დააბრალოთ და მხედველობაში არც მიიღოთ. გარდა ამისა, არსებობს სხვა სიმპტომებიც, რომელთა დაკავშირება ვიტამინების ნაკლებობასთან არც ისე ადვილია.
კუნთების ტკივილი
თუ კუნთები ხშირად გტკივათ ყოველგვარი ფიზიკური დატვირთვის გარეშე, ეს შეიძლება იმის ნიშანი იყოს, რომ თქვენს სხეულს ვიტამინი D აკლია. ამ ვიტამინის ნაკლებობა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დიაგნოზია. გარდა კუნთების ტკივილისა, ეს ვიტამინი ძვლებსა და კბილებზეც არის პასუხისმგებელი.
ორგანიზმში ვიტამინი D დეფიციტის შესავსებად აუცილებელია მიირთვათ რძე და რძის პროდუქტები – ხაჭო, არაჟანი, მაწონი. პრობლემის გადაჭრაში თქვენს რაციონში თევზის ჩამატებაც დაგეხმარებათ, ასევე – მზეზე სეირნობა.
ფეხების დაბუჟება
სიარულისას ფეხების დაბუჟების შეგრძნება, წონასწორობის დაკარგვა, ბალანსის დაცვის სირთულე B12-ის ნაკლებობის ნიშნებია. სწორედ მისი დეფიციტი იწვევს ტვინსა და ნერვულ სისტემას შორის ნორმალური კომუნიკაციის დაქვეითებას, რაც ზემოაღნიშნული სიმპტომების სახით ვლინდება.იმისათვის, რომ საჭირო რაოდენობის B12 მიიღოთ, უნდა იკვებოთ მრავალფეროვანი ცხოველური საკვებით: თევზით, ქათმის ხორცით და რძის პროდუქტებით.
ცუდი მხედველობა ღამით
თუ ღამით გადაადგილებას ერიდებთ, რადგან საგნების გარჩევა გიჭირთ, უნდა იცოდეთ, რომ მხედველობის პრობლემა ხშირად A ვიტამინის არასაკმარისი რაოდენობით არის გამოწვეული.ვიტამინ A-ს დიდი რაოდენობით შეიცავს მწვანე ბოსტნეული: ისპანახი, კომბოსტო, კიტრი, სალათის ფურცელი და მწვანილი. ასევე შეგიძლიათ მენიუში ხშირად შეიტანოთ სტაფილო, ტკბილი კარტოფილი და კვერცხი.
შენელებული რეფლექსები
თუ ატყობთ, რომ თქვენი რეფლექსები შენელდა, მაგალითად, გიჭირთ გადმოგდებული ბურთის დაჭერა, მანქანის დამუხრუჭება საჭირო დროს და სწრაფი რეაგირება იმპულსებზე, აუცილებლად უნდა მიიღოთ საკვები, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს ვიტამინ E-ს. ისევე როგორც B12, E ვიტამინიც აუცილებელია ნერვული სისტემის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის.ვიტამინ E-ს ყველაზე დიდი რაოდენობით შეიცავს ხორბალი და მასზე დამზადებული საკვები პროდუქტები, ასევე კვერცხი, მაიონეზი, ხორცი, თხილი და ავოკადო.
ჭრილობების ხანგრძლივი შეხორცება
თუ ჭრილობები დიდხანს და რთულად გიხორცდებათ, ვიტამინი C გაკლიათ. ამ ვიტამინის გარეშე თქვენს ორგანიზმს უჭირს დაზიანებული ქსოვილების აღდგენა, რაც თავის მხრივ ზრდის რისკს, რომ ხელმეორედ დაინფიცირდეთ.ყველამ იცის, რომ ვიტამინ C-ს ციტრუსები შეიცავს. გარდა ამისა, ხშირად მიირთვით მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული: ისპანახი, სალათის ფურცლები და მწვანილი.
დეპრესიულობა
ვიტამინების ნაკლებობა არცთუ იშვიათად ხასიათზეც აისახება. თუ განწყობა ხშირად გეცვლებათ, შეიძლება ვიტამინმა B1 გადაჭრას თქვენი პრობლემა. ეს ვიტამინი ასევე უზრუნველყოფს ნერვული სისტემისა და ტვინის უჯრედების ფუნქციონირებას, მისი ნაკლებობა კი იწვევს ფსიქოლოგიურ პრობლემებს. ყველაზე ხშირად ამ ვიტამინის დეფიციტს განიცდიან ადამიანები, რომლებიც დამოკიდებულები არიან ალკოჰოლზე, ან ანორექსია სჭირთ.
წყარო: https://on.ge/story/
#drpkhakadze #shenisilamaze #gochadze
მასალის გამოყენების პირობები