გრამატიკული შეცდომების გამო სტრესში მყოფი ქალი

გრამატიკულად გაუმართავი საუბარი ფიზიკურ სტრესს იწვევს – კვლევა

თაკო ფხაკაძე
თაკო ფხაკაძე - სილამაზის რედაქტორი
1 წუთიანი წაკითხვა
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

უახლესი კვლევის თანახმად, ზოგიერთ ადამიანში გრამატიკულად გაუმართავი წინადადებების მოსმენა ფიზიოლოგიურ სტრესს იწვევს. ალბათ, თავადაც არაერთხელ მოგშლიათ ნერვები დამახინჯებულ საუბარზე, მაგრამ მეცნიერები უბრალო გაღიზიანებას ცდებიან და რეალურ სტრესზე საუბრობენ…

კერძოდ, ბირმინგემის უნივერსიტეტის მკვლევრებმა 41 ცდის პირზე ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომლის ფარგლებშიც საუბრის 40 ნიმუში გამოიყენეს. მათი ნახევარი გრამატიკული შეცდომებით იყო გაჟღენთილი, რათა მონაწილეებში დამოკიდებულების ცვლილება ზუსტად გაეზომათ. ამასთან, ცდის პირები სპეციალურ მონიტორთან იყვნენ დაკავშირებულნი, რომელიც გულისცემის ცვალებადობას (HRV) აკონტროლებდა.

როდესაც ადამიანი მოდუნებულია, მისი HRV ცვალებადია. ხოლო სტრესის დროს ის რეგულარულია, სტაბილური ინტერვალები ახასიათებს. ამის გათვალისწინებით დადგინდა, რომ სუბიექტები ფიზიკურ სტრესს განიცდიდნენ გრამატიკული დარღვევების მოსმენისას – ეს მათ არა მხოლოდ ინტერპერსონალურად, არამედ ფიზიოლოგიურადაც აწუხებდათ.

წაიკითხეთ სრულად

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2023). გრამატიკულად გაუმართავი საუბარი ფიზიკურ სტრესს იწვევს – კვლევა. 9 ნოემბერი, 2023. https://shenisilamaze.ge/gramatikulad-gaumarthavi-saubari-phizikur-stress-itsvevs-kvleva/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2023 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  ტრენდული მაკიაჟი-„ოსკარი2024“-ის დაჯილდოებიდან
გაუზიარეთ ეს სტატია
სილამაზის რედაქტორი
სილამაზის რედაქტორი — კანის მოვლა და ესთეტიკური მედიცინა. წერს კანის ტიპებზე, აკნესა და პიგმენტაციაზე, კოსმეტიკურ პროცედურებსა და ანტი-ეიჯინგზე დერმატოლოგების რჩევებით.
კომენტარები ჯერ არ არის