კონსილიუმ მედულას ონკოლოგები ESMO-ს კონგრესზე მადრიდში ონკოლოგიის უახლესი მიღწევების განხილვისას

„კონსილიუმ მედულას“ კლინიკური ონკოლოგები მადრიდში ESMO-ს ყოველწლიურ კონგრესში მონაწილეობდნენ

თაკო ფხაკაძე
თაკო ფხაკაძე - სილამაზის რედაქტორი
1 წუთიანი წაკითხვა
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

მადრიდში გამართულ ESMO-ს (ევროპის ონკოლოგთა საზოგადოების) ყოველწლიურ კონგრესში 2023 წლის 20-24 ოქტომბერს მონაწილეობდნენ კლინიკა „კონსილიუმ მედულას“ კლინიკური ონკოლოგები: თამთა მახარაძე, ცირა ქორთუა ელენე დოლმაზაშვილი, სალომე კორძაია; რეზიდენტი ლაშა ხმალაძე; ექთნები: ნინო ყრინტაშვილი, სალომე ფაცაცია და ეკატერინე ყიფიანი.  

ESMO-ს (ევროპის ონკოლოგთა ასოციაციის) კონგრესი კლინიკური მკვლევრების, ექიმების, ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებისათვის უმნიშვნელოვანესი გლობალური ფორუმი და პროფესიული გამოცდილების გაცვლის პლატფორმაა.

ESMO-ს 2023 წლის კონგრესზე  განიხილეს  ონკოლოგიურ  პაციენტთა მკურნალობაში უახლესი სამედიცინო მიღწევები; ახალი აღმოჩენები კიბოს კლინიკური კვლევების, ტრანსლაციური მედიცინისა და ფუნდამენტალური მეცნიერების დარგში; პრაქტიკული გამოწვევები კიბოს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სფეროში, ასევე,  შესაძლებლობები ონკოლოგიური პაციენტების სიცოცხლის ხარისხის გასაუმჯობესებლად. 

კონგრესის ფარგლებში კლინიკა „კონსილიუმ მედულას“ კლინიკურმა ონკოლოგმა თამთა მახარაძემ ქართველ და უცხოელ მკვლევართა ჯგუფთან ერთად წარადგინა ფილტვის ბრტყელუჯრედული კიბოს სემიპლიმაბით მკურნალობის კლინიკური კვლევის საანგარიშო პოსტერი ეფექტიანობის, უსაფრთხოების და პაციენტების  შეგრძნებების ანალიზის შესახებ. 

- Advertisement -
Ad imageAd image

„კონსილიუმ მედულას“ კლინიკური ონკოლოგები ESMO-ს 2023 წლის კონგრესზე მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას კლინიკის შიდა კონფერენციებზე გაუზიარებენ კოლეგებს და აქტიურად გამოიყენებენ პრაქტიკულ საქმიანობაში.

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2023). „კონსილიუმ მედულას“ კლინიკური ონკოლოგები მადრიდში ESMO-ს ყოველწლიურ კონგრესში მონაწილეობდნენ. 31 ოქტომბერი, 2023. https://shenisilamaze.ge/konsilium-medulas-klinikuri-onkologebi-madridshi-esmo-s-qhoveltsliur-kongresshi-monatsileobdnen/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2023 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  სტილის შერჩევის 6 რჩევა თქვენი სილამაზისთვის ✨️
გაუზიარეთ ეს სტატია
სილამაზის რედაქტორი
სილამაზის რედაქტორი — კანის მოვლა და ესთეტიკური მედიცინა. წერს კანის ტიპებზე, აკნესა და პიგმენტაციაზე, კოსმეტიკურ პროცედურებსა და ანტი-ეიჯინგზე დერმატოლოგების რჩევებით.
კომენტარები ჯერ არ არის