სამშაბათი, აგვისტო 18, 2026
- Advertisement -
Google search engine

ბებოს ეს მეთოდი ყოველთვის მუშაობს

0
#image_title

კომბოსტოს შემადგენლობაში გასაოცარი ვიტამინებია. სწორედ ისინი ეხმარებიან ორგანიზმს გარკვეულ დაავადებებსა და აშლილობებს ებრძოლოს. მათ შორის იმ შემთხვევებს, როცა მალამო უუნაროა.

სახსრებში ტკივილი თავს მუდამ გახსენებთ, არ გაძლევთ საშუალებას ნორმალურად იმუშაოთ, იძინოთ ან იცხოვროთ? აბები და კრემები კი ამ დროს ეფექტური არაა? კომბოსტოს მიმართეთ!

რატომ მაინცდამაინც კომბოსტო?

ეს ჩვეულებრივი ბოსტნეული ფოსფორისა და ფოლიუმის წყაროა, რაც ნიშნავს, რომ ანთებას ებრძვის. სახალხო მედიცინის რჩევით, კომბოსტოს ფურცელი ანთების მოსარჩენად საუკეთესო გადაწყვეტილებაა. საკმარისია მხოლოდ ერთხელ მოიხმაროთ, რომ დაავადების სიმპტომები შესამჩნევად გაქრება. თვეში ყოველდღიური გამოყენებისას კი მას ბოლომდე განკურნავთ.

კომბოსტოს ფურცელი აცხრობს ანთებას, ამაგრებს სახსრებს, დაზიანებულ ადგილებს და ახდენს დეზინფექციას. არ დაგავიწყდეთ, რომ გარეგნული მოხმარების გარდა, კომბოსტო კვების რაციონშიც უნდა შეიტანოთ. ასე ავადმყოფობას თავიდან აიცილებთ ან გამოჯანმრთელებას დააჩქარებთ.

სარგებელი არამხოლოდ მის შემადგენლობასა და სწრაფ ეფექტშია, არამედ პროდუქტის ხელმისაწვდომობაში. კომბოსტოს ყიდვა ნებისმიერ სეზონზე იმაზე იაფად შეგიძლიათ ვიდრე აბებისა და კრემის.

4 ხერხი სახსრების ანთების სამკურნალოდ

ყველაფერი მარტივი და გასაგებია. საჭიროა რაიმეს შეცვლა ნამდვილად გსურდეთ და იმოქმედეთ!

  1. გარეცხეთ ფოთოლი. გაათბეთ მიკროტალღურ ღუმელში. წაუსვით თაფლი. კომპრესი დაავადებულ ადგილას დაიდეთ. შეფუთეთ პოლიეთილენით, ზევიდან ბინტით და ბოლოს შარფით. გაიმეორეთ პროცედურა ყოველ საღამოს, კომპრესი მთელი ღამით დაიტოვეთ.
  2. შეურიეთ თაფლი, მდოგვი და ქაფურის ზეთი. მასა კომბოსტოს ფოთოლზე დაიტანეთ და შემდეგ სახსრებზე დაიდეთ. შეფუთეთ ისე როგორც პირველ ვარიანტში და 4 საათი დაუცადეთ.
  3. გარეცხეთ ფურცელი. პირსახოცით გაამშრალეთ. დაიდეთ სახსარზე. შეფუთეთ ბინტით და ცხვირსახოცით.
  4. დააქუცმაცეთ 2 აბი ასპირინი. შეურიეთ 1 ჩ.კ თაფლი. დაიდეთ დიდ სახსარზე და შეფუთეთ კომბოსტოს ფოთლით.

მკურნალობის პროცესში გირჩევთ კანის ჰიგიენა დაიცვათ. ადგილები სადეზინფეციო საშუალებით გაიწმინდეთ და კანი არ გაწითლდება.

მსგავსი თერაპია მუდამ მსუბუქად იმართება. ხშირად სპეციალისტები კომბოსტოს გვირჩევენ მაშინ, როცა კრემი არაეფექტურია, ხოლო აბის მოქმედება არასაკმარისი.

გაიკეთეთ კომპრესები რეგულარულად და სახსრების ტკივილი არასდროს შეგაწუხებთ.

საშინელი მტრის წინააღმდეგ წარმოგიდგენთ ნამდვილ მეთოდს: პირდაპირ მინდვრებიდან და ბაღებიდან!

0
#image_title

პაპილომა კანის კეთილთვისებიანი სიმსივნური გამონაზარდია. ძუძუს თავის ფორმა აქვს და ღია ყავისფრიდან მუქ ტონალობაში გადადის. პაპილომას მიზეზი პაპილომას ვირუსია. ის უკიდურესად გადამდებია. შეიძლება გადავიდეს როგორც სქესობრივი გზით, ასევე ყოველდღიური სიტუაციით: ხელის ჩამორთმევით, საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილას, სხვისი ჰიგიენის ნივთით… ამას კანზე სხვადასხვა მიკროტრავმა მოყვება.

როცა უსიამოვნება სახეზე ან თვალების გარშემო იჩენს თავს – აუცილებლად სპეციალისტს უნდა მიმართოთ. დანარჩენ შემთხვევებში ბუნებრივ ხერხებს მიმართეთ.

წინასწარ კონსულტაციისთვის მიმართეთ დერმატოლოგს, ზოგიერთი პაპილომა ტენდეციურ ხასიათს ატარებს და მალე პატარავდება და ქრება.

როგორ გავაქროთ პაპილომა სახლის პირობებში?

ხალხური საშუალებები

ქრისტესისხლას წვენი
ყველაზე ცნობილი მეთოდი… ასე იქცეოდნენ ჩვენი წინაპრები, რადგანაც ის ასუფთავებს კანს. პაპილომას გარშემო კანი ბავშვის კრემით დაიცავით, ხოლო თვითონ დაზიანებულ ადგილზე ყოველ 2-3 სთ-ში წვენი წაისვით.

კარტოფილის წვენი
პაპილომათი დაზიანებული კანის ნაწილები შეგიძლიათ ამ წვენით დაამუშავოთ. ეს დღეში 2-3-ჯერ უნდა გააკეთოთ. შედეგი უკვე 1 კვირაში იქნება შესამჩნევი. მკურნალობა მის შემცირებამდე ან საბოლოო გაქრობამდე უნდა ჩაიტაროთ.

ვიტამინი Е
ვიტამინი E-დან ზეთი გამოწურეთ და პრობლემურ ადგილას დღეში 2ჯერ დაიწვეთეთ. შედეგს 1-2 კვირა უნდა ელოდოთ. საუკეთესო ეფექტისთვის ვიტამინი ნიორთან აურიეთ და რამდენიმე ღამე დადგით.

ბაბუაწვერას ნაყენი
თუ პაპილომა ზაფხულის პერიოდში გაჩნდა, ბაბუაწვერას მიმართეთ. ჭურჭელში მოათავსეთ მოკრეფილი ყვავილები და დაასხით სამმაგი ოდეკოლონი. დააყენეთ 2 კვირა ბნელ ადგილას. ამ ხსნარით პაპულომა დღეში 5-ჯერ დაიმუშავეთ საბოლოო გაქრობამდე.

ჯანჯაფილი
დაზიანებული ადგილი 2 კვირის მანძილზე ნედლი ჯანჯაფილით დაიმუშავეთ.

ჩაის ხის ზეთი
ჩაის ხის ზეთის 2-3 წვეთი ბამბაზე დააწვეთეთ და პაპილომაზე ფრთხილად დაიდეთ. 10 დღის განმავლობაში დღეში სამჯერ დაიკეთეთ.

ვაშლის ძმარი
პროცედურის წინ პაპილომასთან არსებული კანი კრემით ან მცენარეული ზეთით დაიმუშავეთ. შემდეგ ბამბა ვაშლის ძმარში დაალბეთ და პაპილომაზე დაიდეთ.
ბამბა პლასტირის მეშვეობით დაიფიქსირეთ და 30 წუთი გაიჩერეთ. 6-7 საათში პროცედურა გაიმეორეთ. შედეგს საშუალოდ 5 დღე სჭირდება.

ლიმნის წვენი
ლიმონი ლიმონმჟავას შეიცავს, რომელიც პაპილომის პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ. ბამბა ლიმნის წვენში დაასველეთ და დაზიანებულ ადგილას დაიდეთ. აცადეთ შეიწოვოს. დღეში 2-3 ჯერ გააკეთეთ იგივე 2-3 კვირის მანძილზე, სანამ კანი არ გასუფთავდება.

თავშავას ზეთი
თავშავა ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო თვისებებით გამოირჩევა. ზეთის 2-3 წვეთი ქოქოსის ზეთის 4-6 წვეთში აურიეთ. მასა პაპილომაზე გაანაწილეთ. პროცედურა დღეში სამჯერ გაიმეორეთ. პაპილომა გახმება და ჩამოვარდება.

ანწლის წვენი, თაფლი და ეს ინგრედიენტი. აი საუკეთესო საშუალება სეზონური გაციებისას.

0
#image_title

როცა პატარა ვიყავი, ჩემი უფროსი და ხშირად ცივდებოდა და ავადმყოფობდა. ექიმები ამბობდნენ, რომ სუსტი იმუტიტეტი ჰქონდა და აუმრავ წამალს უნიშნავდნენ. დიდად არაფერი ეხმარებოდა. მაგრამ ერთ დღეს, ყველაფერი შეიცვალა… სტუმრად ბებიის ნათესავი გვეწვია. ასაკის მიუხედავად შესანიშნავ ფორმაში იყო და ენერგიის მოზღვავებასაც გრძნობდა. ამასთან, მან საიდუმლო რეცეპტიც იცოდა.

ამ წამლის ერთ კვირიანი მიღების შემდეგ, ჩემი და გაციებისგან გათავისუფლდა და ნახევარი წლის შემდეგ ვერავინ იტყოდა, რომ წარსულში ხშირად ავადმყოფობდა.

ანწლის წვენი

შავი ანწლი ორგანიზმში ყველა ვირუსს კლავს და იმუნურ სისტემას აუმჯობესებს.

ჯერ კიდევ ძველ დროში ანწლის თვისებებს “მედიცინის მამა” ჰიპოკრატე აღნიშნავდა. მაშინ ეს მცენარე საკრალური იყო, რომელიც ადამიანებს ჯანმრთელობას ჩუქნიდა. სლავებში დღემდე გავრცელებულია თავის ტკივილის ანწლით მოშუშება.

ანწლი ხალხურ მედიცინაში ბევრ მტერთან საბრძოლველად გამოიყენება. თაფლთან და ლიმნის წვენთან ერთად ეს სასმელი ვირუსებისგან გაგანთავისუფლებთ, გაციების პრობლემას მალე გადაჭრის და ძლიერ ჯანმრთელობას გაჩუქებთ.

წარმოგიდგენთ სეზონური გაციებისა და სხვა დაავადებებისთვის სასწაულებრივ რეცეპტს. ამის მერე არაფერი წარმოადგენს თქვენთვის საფრთხეს.

ინგრედიენტები
  • 450 მლ ანწლის წვენი
  • 1 ს.კ. თაფლი
  • 4 ს.კ. ლიმნის წვენი

მომზადება
  1. ჩაასხით ანწლის წვენი ქვაბში და დაამატეთ ლიმნის წვენი. მიიყვანეთ მასა ადუღებამდე.
  2. დუღილის შემდეგ, 30 წუთი ცეცხლს დაუკელით. ამის შემდეგ ცოტა გააცივეთ.
  3. დაუმატეთ სუფრის კოვზი თაფლი და საფულდაგულოდ აურიეთ.
  4. უკეთესი ეფექტისთვის მიირთვით თბილი.

წვენის მომზადებისას მხოლოდ წმიფე ნაყოფი უნდა გამოიყენოთ. დაუმწიფებელში ძლიერი მჟავები შედის.

აღსანიშნავია, რომ ბუნებაში წითელი ანწლიც არსებობს, ის საშიშია, ამიტომაც ეს ორი სახეობა ერთი და იგივედ არ მიიჩნიოთ!

შავი ანწლის სასმელი არამხოლოდ გაციებას კურნავს. ეს ანტივირუსული საშუალება გულ-სისხლძარღვთა, კვების მომნელებელ და კანის დაავადებათა დროს საუკეთესო მოკავშირეა. სიროგიფს გამოყენება დიდი ხნის სიცოცხლის გარანტიაა.

5 სასმელი, რომელიც ჰორმონებს ნორმაში მოიყვანს

0
#image_title

იცით, რომ ქალის ჯანმრთელობა და სილამაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული კვებაზე? ყველაფერი, რაც თქვენს ორგანიზმში ხვდება, ყველა ქსოვილისა და ორგანოს მუშაობაზე აგებს პასუხს. ჯერ კიდევ მრავალი საუკუნის წინ, ბრძენმა ჰიპოკრატემ განაცხადა: “მე ვარ ის, რასაც მივირთმევ”.

როგორ დავარეგულიროთ შინაგანი მდგომარეობა სასმელების მეშვეობით? თურმე, მათი წყალობით ჰორმონალური ფონის გაუმჯობესებაა შესაძლებელი, განსაკუთრებით ქალებში. იმოქმედებენ არა მხოლოდ ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობასა და რეპროდუქციულ ფუნქციაზე, არამედ გააუმჯობესებენ სხეულის ფორმებს, გააჯანსაღებენ კანს და თმას.

მიაქციეთ ყურადღება ჯანსაღ სასმელს და აუცილებლად ჩართეთ ისინი რაციონში. წარმოგიდგენთ 5 მაგალითს, რომელთა დალევაც ორგანიზმში სასწაულს მოახდენს. ქალებისთვის რეკომენდირებულია ყოველდღე!

სასარგებლო სასმელები

1. თბილი წყალი ლიმნით
ეს სასმელი ნამდვილი ხსნაა ქალებისთვის ზაფხულის პერიოდში. ის დაგეხმარებათ დაიკლოთ ზედმეტი წონა, ორგანიზმიდან ტოქსინები გამოდევნოთ, იმუნიტეტი, კანის და საკვების მომნელებელი სისტემის მოქმედება გაიუმჯობესოთ. ყველაფერი იმიტომ, რომ ლიმონი ჰორმონ ლეპტინზე ახდენს გავლენას. თუ მისი ბალანსი დარღვეულია, ორგანიზმი ცხიმებს აგროვებს.


სასმლის მომზადება მარტივია: ცხელი წყლის ჭიქაში ნახევარი ლიმნის წვენის ჩაასხით, შემდეგ ოდნავ გააცივეთ და დალიეთ. უმჯობესია ეს მშვენიერი ნატურალური სითხე დილით, უზმოზე მიიღოთ.

2. ჟოლოს ფოთლების ჩაი
ეს სასმელი ქალის რეპროდუქციული სისტემის მუშაობას აუმჯობესებს. ჟოლოს ფოთლები ამაგრებენ საშვილოსნოს კუნთებს, რისი წყალობითაც მენსტრუაცია, მშობიარობა და კლიმაქსი მარტივი ხდება. ეს ჩაი საოცრად გაფხიზლებთ და ყავასაც ენაცვლება.

რეცეპტი უმარტივესია: 1ს.კ. ჟოლოს ფოთლები 200 მლ ცხელ წყალში ჩააგდეთ და 10 წუთი დააყენეთ. იმისთვის, რომ ჰორმონალური ფონი წესრიგში მოექცეს, სჯობს დღეში 3 ჭიქა დალიოთ, დილით ან დღის მანძილზე. მაგრამ, არა ძილის წინ, რადგანაც დიდხანს ვეღარ დაიძინებთ.

3. რძე ქურქუმით
მას ოქროს რძესაც უწოდებენ. სასმელს მწყობრში მოჰყავს ყველა ჰორმონი, აძლიერებს იმუნურ სისტემას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და კურნავს გაციებას.

200მლ ცხელ რძეს დაუმატეთ 1/2 სუფრის კოვზი ქურქუმა. ასევე შეიძლება თაფლი გემოვნებით. ეს სასმელი უმჯობესია ღამით დალიოთ.

4. გვირილის ჩაი
გვირილის ჩაით კუჭისა და ნაწლავის დაავადებებს კურნავდნენ, ხსნიდნენ სპაზმებს. მოქმედებს როგორც ანთების საწინააღმდეგო საშუალება, გვირილას ორგანიზმზე გამწმენდი მოქმედება აქვს.

ცხელი სასმელი აძლიერებს ოფლის დენას, რასაც ტოქსინები მოყვება და კუჭის მოქმედება რეგულირდება.

5. პიტნის ჩაი 

ეს მშვენიერი სასმელი საჭმლის მონელების გაუმჯობესებასთან ერთად, დაღლილობას ხსნის. ასევე პიტნა ქალებს უძილობისას ეხმარება, ტკივილის ხარისხს ამცირებს და გაღიზიანებას აქრობს.

ეს 6 პროდუქტი თქვენს ღვიძლს ტოქსინებისგან ასუფთავებს.

0
#image_title

ღვიძლი ჩვენი სხეულის ერთ-ერთი მთავარი ორგანოა. ის მუდამ გვეხმარება გავთავისუფლდეთ ტოქსინებისგან, რომლებიც ორგანიზმში იკარგებიან. მავნე საკვების, ალკოჰოლის და სტრესის გამო, ღვიძლს უფრო და უფრო ურთულდება საქმის წარმოება. ამიტომაც, დროდადრო ეს ორგანო უნდა გავწმინდოთ.

წარმოგიდგენთ 6 პროდუქტს, რომელიც მარტივად გაასუფთავებს თქვენს ღვიძლს. დიეტის დროს უარი თქვით ალკოჰოლზე, შეამცირეთ სიგარეტის რაოდენობა, რაციონიდან ამოიღეთ ცხიმიანი, მარილიანი, შემწვარი და შებოლილი. ნუ შეჭამთ ბევრ შაქარს, ჩაანაცვლეთ ის თაფლით.

პროდუქტები ღვიძლისთვის

ნიორი
ნიორს ბევრი სასარგებლო თვისება აქვთ, ერთ-ერთი ღვიძლის გასუფთავებაა. ამ ფუნქციას ის ანტიოქსიდანტების და მინერალების წყალობით ფლობს. წნევის დასარეგულირებლად და სისხლძარღვების გასასფუთავებლად სელინი აუცილებელია, რასაც ნიორი შეიცავს.

გრეიფრუტი
თუ მას ზომიერად მიიღებთ, ღვიძლს ყველაფერი წესრიგში ექნება. ეს ციტრუსი გლუტატიონის ბუნებრივი წყაროა. ის მნიშვნელოვანი ანტიოქსიდანტია, რომელიც ღვიძლს კვებავს და იმუნიტეტს აძლიერებს. შეგიძლიათ უბრალოდ ჩააგდოთ ჩაიში ლიმნის ნაცვლად.

ჭარხალი
ჭარხალი არამხოლოდ კუჭის პრობლემების დროსაა სასარგებლო, არამედ მნიშვნელოვანია ღვიძლის სწორი მუშაობისთვის. ეს ბოსტნეული მის უჯრედებს აღადგენს.

ზეითუნის ზეთი
ღვიძლის გასუფთავებისთვის სალათებში ზეითუნის ზეთი დაამატეთ. მას გამაძლიერებელი ზემოქმედება აქვს. შეგიძლიათ უზმოზეც დალიოთ. მისი პროდუქტებში დამატება სავსებით ჩვეულებრივი ამბავია.

თაფლი
მართალია ტკბილზე უარი უნდა თქვათ, მაგრამ თაფლზე არა. დიეტოლოგები გვირჩევენ საკვების მიღებამდე ნახევარი საათით ადრე 1 ჩ.კ. თაფლი მივიღოთ, დღეში ორჯერ. თაფლის აქტიური კომპონენტები ღვიძლის დაზიანებულ უჯრედებს აღადგენენ და მასში მიმდინარე პროცესებს გააუმჯობესებენ.

ქურქუმა
ღვიძლს აღმოსავლური სუნელი უყვარს. დაამატეთ კერძებში, განსაკუთრებით ხორციანში. ქურქუმა გააჯანსაღებს ამ ორგანოს.

ეცადეთ რაციონში დაამატოთ აქედან რომელი პროდუქტი მაინც და შენიშნავთ როგორ გაუმჯობესდება თქვენი ჯანმრთელობა.

სახლის კოქტეილი გახდომისთვის: 1 თვეში წვრილი წელი და სწორი მუცელი გარანტირებულია!

0
#image_title

ყველასთვის ცნობილია, რომ ეფექტური გახდომისთვის კვების სპეციალური სისტემა უნდა შეადგინოთ და ფიზიკურად დაიტვირთოთ. ზედმეტი ცხიმის დაწვისთვის ჩვენ გემრიელ ვიტამინებით სავსე სასმელს გთვაზობთ. 1 თვეში თავს წვრილი წელით და სწორი მუცლით მოიწონებთ.

კოქტეილი თფლისგან და დარიჩინისგან ცხიმების დასაწვავად
ინგრედიენტები
  • 2/3 ჭიქა ადუღებული წყალი
  • 1 ჩ.კ. თაფლი
  • 1 ს.კ. გახეხილი ჯანჯაფილის ფესვები
  • 1/2 ჩ.კ. დარიჩინი
  • ნახევარი ლიმნის წვენი
მომზადება
  1. ცხელ ადუღებულ წყალში გახსენით თაფლი, დაამატეთ დარიჩინი, ჯანჯაფილი და ლიმნის წვენი.
  2. ოდნავ გაათბეთ კოქტეილი, მაგრამ ადუღებამდე არ მიიყვანოთ!
  3. გადმოიღეთ და დადგით 1 წუთი.

დალიეთ ეს სასმელი დღეში 2-ჯერ: დილით 30 წუთით ადრე საუზმემდე და საღამოს დაძინებამდე.

მხოლოდ 5 მოძრაობა: კუჭქვეშა ჯირკვლის გამოსაჯანმრთელებელი სავარჯიშოები

0
#image_title

პანკრეატიტი და ქოლეცისტიტი – საკვების მომნელებელი სისტემის დაავადების თანმდევი ანთებაა. ზოგიერთ შემთხვევაში ქოლესტისტიტი ქტონიკული პანკრეატიტის გართულებაა, ზოგჯერ კი ქოლესტისტიტი ხდება პანკრეატიტის გამომწვევი მიზეზი.

მათ ბევრი სიმპტომი აერთიანებთ და ადამიანის ცხოვრებას სერიოზულად ცვლიან. კომპლექსურ მკურნალობაში სპეციალური დიეტების და პრეპარატიული თერაპიის გარდა, მნიშვნელოვან როლს მარტივი ფიზიკური ვარჯიშები თამაშობს.

მათი შესრულებისას სტიმულირდება ნაღვლის ბუშტი და კუჭქვეშა ჯირკვალი, უმჯობესდება სისხლის მოძრაობა.

ამ სავარჯიშოების შერულება ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი. საღამოსა კი, მაგალითად სამსახურის ან სწავლის შემდეგ. უბრალოდ, გახსოვდეთ, კატეგორიულად აკრძალულია კენჭის დროს.

ვარშიჯები ნელა და მსუბუქად კეთდება. თუ რომელიმე მათგანი ტკივილს იწვევს, აღარ გააკეთოთ. თავქვეშ აუცილებლად ამოიდეთ პატარა ბალიში.

მოხრილი ფეხები მუცლისკენ
ზურგზე დაწექით და მოხრილი ფეხები მუცლისკენ მიიზიდეთ. იმდენად ახლოს, რამდენადაც შეგიძლიათ. ამის შემდეგ, იატაკზე დააბრუნეთ. სავარჯიშო 5-10-ჯერ შეასრულეთ.

ველოსიპედი
ზურგზე დაწოლილ მდგომარეობაში ხელები თავზე შემოიწყვეთ. მიადეთ მარჯვენა იდაყვი მარცხენა ფეხს და შემდეგ ატაკზე დააბრუნეთ. გამეორეთ მეორე მხარეს. ხელებით თავს არ მიაწვეთ, ისინი თავისუფლად უნდა იყვნენ. სავარჯიშო თითოეულ მხარეს 4-6-ჯერ შეასრულეთ.

ფეხების და იდაყვების შეტყუპება
ხელები კვლავ თავისუფლად დაიწყვეთ. ხელები და მუხლები შეატყუპეთ. ნელა დააბრუნეთ ფეხები სასწყის მდგომარეობაში. შეასრულეთ დავალება 4-8-ჯერ.

მაღლა მხრები მუცელზე წოლისას
ეს სავარჯიშო დანარჩენებზე რთულია. თუ 60 წლის ან მეტის ხართ, წნევის გამო ნუ შეასრულებთ. დაწექით მუცენზე, ფეხები შეატყუპეთ, ხელები ძირს დააწყვეთ. ნელა აწიეთ კორპუსი მაქსიმალურად მაღლა და ნელა დაეშვით მიწაზე. გაიმეორეთ 5-10ჯერ.

სუნთქვა მუცლით
დაჯექით და ხელები მუცელზე შემოიწყვეთ. ისუნთქეთ მუცლით. გააკეთეთ ღრმა ჩასუნთქვა და ღრმა ამოსუნთქვა. გაიმეორეთ 5-12ჯერ.

პანკრეატიტის და ქოლესტიცისტიტის მდგომარეობის გაუმჯობესება მხოლოდ კომპლექსური მკურნალობის გზით შეგიძლიათ. ვარჯიშის გარდა, მუდამ უნდა დაიცვათ დიეტა და ჯანსაღ ცხოვრების წესს მიჰყვეთ. არსებობს ძველი გამოთქმა: “ახალგაზრდობას ერთი ნაკლი აქვს, მალე გადის” – და მართალია. ჯანმრთელობის მიხედვა ნაბიჯ-ნაბიჯაა საჭირო.

დიეტოლოგები გვირჩევენ -რითი ჩავანაცვლოთ მარილი

0
#image_title

მარილი ორგანიზმს სჭირდება: ეს მინერალი ცხოვრებისთვის მნიშვნელოვან ფუნქციებზე აგებს პასუხს. განსაკურებით სასარგებლოა ზღვის მარილი. რას გვირჩევენ დიეტოლოგები

დიეტოლოგები ფიქრობ რომ ადამიანები იღებენ იმაზე მეტ მარილს, ვიდრე საჭიროა.

მიზეზი: სწრაფი კვება და ნახევარფაბრიკატები, რომლებიც ამ კომპონენტს კრიტიკული რაოდენობით შეიცავენ. გემოს რეცეპტორები მარილიანს მალე ეჩვევა და ჩნდება დამოკიდებულება. წარმოგიდგენთ 7 პროდუქტს, რომლებიც საკვებთან უფრო სასარგებლოები იქნებია.

სოიოს სოუსი

აიღეთ მაგალითი ჩინელებისა და იაპონელებისგან. ისინი კულინარიაში მარილის ნაცვლად სოიოს სოუსს იყენებენ.  ეს პროდუქტი აუმჯობესებს სისხლის მოძრაობას და კერძების გემოს აუმჯობესებს. იდეალურია დიეტური რაციონისთვის, აფერხებს კიბოს უჯრედების განვითარების რისკს და სიბერის პროცესს.

სოიოს სოუსის მეშვეობით გამოყენებული მარილის რაოდენობას ყოველ ჯერზე შეამცირებთ: პირველ კერძებში მისი მეოთხედი გამოიყენეთ, სალათებში მეორადი, ხოლო შემწვარ კერძებში მესამედი ნაწილი. ეს ყველაფერი ამინომჟავების დამსახურებაა, რომლებსაც სოუსი შეიცავს. ისინი მარილიანი კერძის მირთმევის შეგრძნებას მოგანიჭებენ.

ლიმონის წვენი და ძმარი

გამოცდილმა კულინარებმა იციან, რომ კერძებში მარილის ნაკლებობა მარტივად კომპენსირდება სითხით: დაამატეთ სადილსა თუ ვახშამს ლიმნის წვენი ან ნატურალური ძმარი და უმარილობას ვერც შენიშნავთ.

ხშირად გამოიყენეთ ვაშლის, ბრინჯის თუ ბალზამის ძმარი ხორცის, თევზის და სალათების მომზადებისას.

ზღვის კომბოსტო

ეს დაბალკალორიული პროდუქტი დიეტური რაციონისთვისაა განკუთვნილი. ამასთან მთელ რიგ სასარგებლო ვიტამინებსა და მიკროელემენტებს შეიცავს.

მენიუში შეიძლება გქონდეთ ჩათუშული კომბოსტოც.

ნიახური

ამ ბოსტნეულს ბევრი ორგანული ნატრიუმი აქვს. ეს დაბალკალორიული პროდუქტი ორგანიზმისთვის სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს.

შეგიძლიათ კერძებში ჩათუშულ მდგომარეობაშიც დაამატოთ. დაჭერით მისი ფესვი, გაზქურაში ჩათუშეთ და ბლენდერში ერთვაროვან მასამდე მიიყვანეთ. თუ მოისურვებთ, სხვა ჩათუშულ ბოსტნეულთან აურიეთ.

ჩათუშული ბოსტნეული

პრაქტიკულად ყველა ბოსტნეული შეიცავს ნატრიუმის ქლორიდს. ჩათუშვის დროს მათი კონცენტრაცია იზრდება. სუპების და სხვა ცხელი კერძების მომზადებისას ჩაანაცვლეთ ნედლი ბოსტნეული ჩათუშულით.

სუნელები და საკმაზები

კერძებში თამამად დაამატეთ სუნელები, ნიორი, დაფნის ფოთოლი, როზმარინი, ორეგანო, პინპილი, ქინძი, კარი, შალფეი, დარიჩინი, რეჰანი, ქონდარი და სხვა. ისინი ნებისმიერ კერძს უფრო გემრიელს გახდიან. ასევე, სუნელები საჭმლის მომნელებელ სისტემას აუმჯობესებენ და ორგანიზმს ტონუსში ამყოფებენ.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

 

6 მთავარი მიზეზი, რაც წელის ტკივილს იწვევს და მისი იგნორი არ შეიძლება

0
ქალბატონი იდგას სწორად და ავლენს ჯანსაღ პოსტურას
წელის ტკივილი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჩივილია, რომელიც ყველა ასაკის ადამიანებს ვაწუხებთ. მისი იგნორი შეიძლება სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემების მიზეზი გახდეს.

1. დაავადებები და დარღვევები საშარდე სისტემაში

წელის დაბლითა ნაწილში ტკივილი ხშირად თირკმელების და შარდის ბუშტის ცისტიტითაა გამოწვეული. თუ ეს სიმპტომი ღამის პერიოდში უფრო მეტად გაწუხებთ, მიმართეთ ექიმს სასწრაფოდ.

2. მანერები

გახსოვთ, როგორ გასწავლიდათ დედა წელში გამართული ჯდომის ნორმებს? ის მართლაც სწორ რჩევას გაძლევდათ. თქვენი წელი ორგანიზმის სიმძიმეს მხოლოდ მაშინ უმკლავდება პრობლემების გარეშე, როდესაც გამართული მანერებით დგახართ, ზიხართ ან მოძრაობთ. ეცადეთ ყოველთვის ისეთ პოზაში გაჩერდეთ, რომლის დახმარებითაც წონას ორივე ფეხზე გადაანაწილებთ.

3. მომნელებელი სისტემის დაავადებები

ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან ექიმების მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, მომნელებელი სისტემის კედლების დაჩირქებისა და ასევე პანკრეასის დაავადებების ქონის დროს, პაციენტები ხშირად სწორედ წელის უკანა დაბლითა ნაწილის ტკივილს უჩივიან.

4. ფეხსაცმელი

კიდევ ერთი მიზეზი, რაც ამ რეგიონის ტკივილს იწვევს, მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით დიდხანს სიარულია. როდესაც ასეთი სტილის აქსესუარს ირგებთ, თქვენი ორგანიზმის გრავიტაციის ცენტრი მნიშვნელოვნად იცვლება და ზეწოლა სწორედ წელის დაბლითა ნაწილს აწვება.

5. ფიზიკური ვარჯიში

ხშირად ასეთი სახის ტკივილს საკმაოდ ჯანსაღი, თუმცა არაადეკვატური ფორმის ფიზიკური ვარჯიშის რეჟიმი იწვევს. თუ თქვენ ყოველდღე სულ უფრო და უფრო დიდი ძალებით იტვირთავთ თავს, ან ხშირად სწევთ მაღალ წონას, მაშინ თქვენ წელს პრობლემებისგან დაცვა სჭირდება. კუნთების დაზიანების თავიდან ასაცილებლად, შეარჩიეთ ადეკვატური წონები და გაითვალისწინეთ, რომ ვარჯიშის ინტენსივობა ხანგრძლივობის შესაბამისი უნდა იყოს.

6. ონკოლოგიური დაავადებები

სისხლჩაქცევებმა შესაძლოა ნერვებზე დაწოლა მოახერხონ, რაც უდიდეს ტკივილს იწვევს. ასეთი სახის შეხორცება შესაძლოა ნაწლავებზე, თირკმელზე ან ღვიძლზე გაგიჩნდეთ. თუ იგრძნობთ, რომ თქვენი მომნელებელი სისტემაც ვერ არის წესრიგში მას შემდეგ, რაც წელის ტკივილები დაგეწყოთ, სასწრაფოდ გაიარეთ ექიმთან კონსულტაცია.

კოსმეტოლოგი: 40 წელს გადაცილებულ ქალებს ამ 3 ნიღაბს ვურჩევ. ქუთუთოები აღარ იწელება.

0
#image_title

თვალები სულის სარკეა და არავერბალური ურთიერთობის დიდი ნაწილი მათ გამოხატულებაზეა დამოკიდებული. თვალი ყოველთვის ყურადღების ცენტრშია და ჩანს მასთან მდებარე ნაოჭებიცა და მუქი წრეებიც დამღლელი დღის შემდეგ. თვალის გარშემო არსებული კანი დელიკატურ მოპყრობას ითხოვს.

ამ ადგილას კანის მდგომარეობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ახალგაზრდულად გამოიყურება სახე მთლიანად. ჩვეულებრივი კრემები და სკრაბები ზიანის მომტანია, წარმოგიდგენთ განსაკუთრებულ რეცეპტებს.

კრემი ქუთუთოებისთვის

როგორც იცით, პირველი ასაკობრივი ნიშნები სწორედ ქუთუთოებზე ჩნდება. ისინი შესამჩნევი ხდებიან უკვე 25 წლის ასაკში, თუმცა პროცესის შეფერხება და უკან დაწევა რესურსების სწორი გამოყენებით შეგვიძლია.

პირველ რიგში არ დაგავიწყდეთ, რომ ნატურალური კოსმეტიკა მთავარი კოზირია. ის არ იწვევს მიჩვევას, არ გამოირჩევა უეცარი რეაქციებით და არ გაყენებთ ზიანს.

მეორე რიგში მნიშვნელოვანია რეცეპტის შერჩევა. თუ მშრალი კანი გაქვთ, გაექეცით ნიღბებს ლიმნის წვენით, თუ ცხიმიანი გაქვთ ფრთხილად იყავით ზეთის დამატებასთან. ქუთუთოებისთვის განკუთვნილი სახლში მომზადებული ნიღბების დიდხანს შენახვა არ შეიძლება, რადგანაც ნატურალურ პროდუქტებს შეიცავენ. წარმოგიდგენთ კიტრის ნიღბებს, რადგანაც ის უნივერსალური პროდუქტია.

არაჟნიანი

დავიწყოთ დატენიანებით, ეს ცხოვრების ყველა ეტაპზე სჭირდება კანის ნაწილებს. რაც უფრო დატენიანებული გაქვთ, მით უფრო ნაკლებად გამოგიშრებათ.

დაგჭირდებათ:

  • არაჟანი — 2 ს.კ.
  • გახეხილი კიტრი — 2 ს.კ.

აურიეთ და დაიდეთ თვალის გარშემო მინიმუმ 15 წუთით.

მცენარეული

კვლავ კიტრი. ის ისევე უხდება დატენიანებას, როგორც ალოე.

დაგჭირდებათ

  • კიტრი — 1 ს.კ
  • პიტნა — 1 ჩ.კ.
  • რეჰანი — 1 ჩ.კ.

ყველა მწვანილი ახალი უნდა იყოს. დაჭყლიტეთ რაც შეგიძლიათ წვრილად. აურიეთ კიტრთან ან ალოეს წვენთან და რამდენიმე საათი ცივ ადგილას დადგით.

თაფლის

სახისთვის ღია, ნათელი ფერის მიმცემი ნიღაბი ებრძვის პიგმენტურ ლაქებს. თაფლი და კიტრი ბუნებრივ გამღიავებლებად ითვლებიან.

დაგჭირდებათ:

  • გახეხილი კიტრი — 1 ს. კ.
  • თაფლი — 1 ჩ. კ.

თაფლი ნსუბუქად გამოკვებავს სახეს, კიტრი კი გახმობისგან დაიცავს.

ეს 3 სასარგებლო რეცეპტი პირველი ასაკობრივი ნიშნებისგან გიხსნიან და ნაოჭების გაჩენის რისკს შეამცირებენ, ასევე სახეს ჯანსაღ იერს მიანიჭებენ.

დაიმახსოვრეთ რომ  მხოლოდ ლიმონი არ გამოაშრობს კანს. ერიდეთ კოსმეტიკური თიხის შემცველ კრემებს. ისინი იდეალურად ერგებიან სახის კანს მაგტამ ქუთუთოებზე მათი წასმა მავნებელია. ნაზი ადგილია და დიდ დატვირთვას ვერ გაუძლებს.

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.