სამშაბათი, აგვისტო 18, 2026
- Advertisement -
Google search engine

ამ იაფიან თევზს ოქროს ღირებულება აქვს. ახლა კატისთვის კი არა, ჩემთვის ვყიდულობ.

0
#image_title

ყველამ იცის თუ რამდენად სასარგებლოა ორაგული და კალმახი. ექსპერტები გვარწმუნებენ, რომ ამ “ელიტურ სახეობებს” სერიოზული კონკურენტი ჰყავთ : საკმაოდ ბიუჯეტური და ხელმისაწვდომი თევზი, რომელიც ომეგა-3-ის კარგი წყაროა.

ამ თევზის სახელია – მოივა. რატომაა ის სასარგებლო და როგორ უნდა მოვამზადოთ, რომ სარგებელი მაქსიმალურად შევუნარჩუნოთ?

ყველაზე სასარგებლო თევზი

თევზი მოივა ადამიანებისთვის დიდიხანია ცნობილია. მას როგორც თავისთვის, ასევე შინაური ცხოველებისთვის ყიდულობენ. მოივა მდიდარია ცილით: მასში 20-25% ცილაა. ისევე როგორც ყველა თევზის სახეობა, რომლებიც ოკეანის ცივ წყლებში ბინადრობენ, ისიც სავსეა ომეგა-3-ითა და ომეგა 6-ით.

მოივაში აჰრმონიულადაა შერწყმული ვიტამინები A და D. ვიტამინი B12 მასში უფრო მეტია, ვიდრე ჩვეულებრივ ხორცში. მასში არსებული მიკროელემენტები მას საოცრად სასარგებლოს ხდიან. მოივა ასევე შეიცავს იოდს, ფოსფორს და სელენს, რომელიც ძვლების და თმის ფორმირებაში მონაწილეობს.

იმისთვის, რომ მოივა მაქსიმალურად სასარგებლო იყოს, იყიდეთ ნედლ ან გაყინულ მდგომარეობაში. მნიშვნელოვანია გაალღოთ ბუნებრივი გზით და არა მიკროტალღურ ღუმელში. არ შებოლოთ, რადგანაც სასაარგებლო ნივთიერებებს დაკარგავს, ასევე სპეციალისტები გვირჩევენ არ შევწვათ, რათა სამკურნალო თვისებები არ მოვუკლათ.

მოხარშული ან ორთქლზე დამზადებული თევზი იდეალური გადაწყვეტილებაა. ასევე, შეგიძლიათ გამოაცხოთ. გაზქურაში პერგამენტის ქაღალდი მოათავსეთ, დადეთ თევზი და 200 გრადუსზე გააცხელეთ. საჭიროა მხოლოდ 15 წთ. დაამატეთ ლიმონი და საკმაოდ იაფ და სასარგებლო კერძს მიიღებთ.

როგორ მოვიშოროთ სახიდან შავი წერტილები, ანუ ფერიმჭამელები?

0
#image_title

გოგონების უმრავლესობისთვის სახის კანზე, განსაკუთრებით კი ცხვირზე და მის მიდამოში გაჩენილი შავი წერტილები ნაცნობი პრობლემაა. მათი მოშორება არაერთი გზით გიცდიათ, თუმცა დაფიქრებულხართ იმაზე, თუ რას წარმოადგენენ ისინი და რატომ ჩნდებიან?

დღეს სწორედ ამ კითხვებზე გაგცემთ პასუხს და ასევე წარმოგიდგენთ იმ გზებს, რომლის წყალობითაც თქვენი კანის დაცვას შეძლებთ მსგავსი სახის უსიამოვნო წარმონაქმნებისგან.

კანის პრობლემები მაშინ იწყება, როდესაც მის უჯრედებს სუნთქვის საშუალება ეკარგებათ, რადგან მათში სხვადასხვა სახის დამაბინძურებელი ნაწილაკები გროვდება და იჭედება. მსგავსი პროცესებისთვის ყველაზე დიდი რისკის ქვეშ სწორედ ცხვირის სენსიტიური კანი ექცევა.

რა იწვევს შავ წერტილებს?

  1. გენეტიკა: თუ თქვენს რომელიმე წინაპარს კანის მსგავსი პრობლემა ჰქონდა ან აქვს, ის თქვენს თაობასაც აუცილებლად გადმოეცემა.
  2. ზეთიანი კანი.
  3. ჰორმონების დისბალანსი
  4. არასწორი კვება
  5. კანის მოვლის ცუდი პროცედურები
როგორ უნდა მოვუაროთ კანს?

პირველ რიგში, გამოიყენეთ ისეთი კოსმეტიკური პროდუქტები, რომლებიც არ შეიცავს ზეთებს. კოსმეტიკის გამოყენების შემთხვევაში, დღეში დაიბანეთ სახე მინიმუმ 2–ჯერ. განსაკუთრებით საჭიროა სახის წყლით ჩამობანა ვარჯიშის შემდეგ. თავი აარიდეთ ისეთ პროცედურებს, რომელიც სახის კანის ზელვას ითვალისწინებს.

თუ შავი წერტილების ზედმეტად დიდი რაოდენობა გამოგესახათ, მაშინ აუცილებლად უნდა მიმართოთ დერმატოლოგისტს. ნორმალურ სიტუაციაში კი ქვემოთ მოცემული საშუალებები შეგიძლიათ სცადოთ:

ჩაის ხის ზეთი

პირველ რიგში დაიბანეთ სახე და დააცადეთ კარგად გაშრობა. არ გაიმშრალოთ პირსახოცით, გახსენით ჩაის ზეთის 2 წვეთი 2 სუფრის კოვზ წყალში. გამოიყენეთ ამ მასის სახეზე წასმა უნდა მოხდეს ბამბის ნაჭერით.

ეს უნდა გააკეთეთ ყოველდღე ეს პროცედურა დაძინების წინ. ჩაის ხის ზეთი ანტიბაქტერიულ სითხეს წარმოადგენს, რომელიც კანის უჯრედებში ბაქტერიების დაგროვების პროცესს უშლის ხელს.

ვაშლის ძმარი

თქვენ დაგჭირდებათ ერთი სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი, ორი სუფრის კოვზი გამოხდილი წყალი და ბამბის საწმენდი ნაჭრები. გაიმშრალეთ სახე კარგად, აურიეთ ზემოთხსენებული მასა კარგად და გაიწმინდეთ სახე ამ მიქსით.

აცადეთ გაშრობა და შემდეგ წაისვით სახის დამარბილებელი კოსმეტიკური საშუალება. ეს უნდა გაიმეოროთ დღეში 2–ჯერ. ასეთი სახის კანის მოვლა მისი უჯრედების შეშუპებას ეწინააღმდეგება.

მოწევისთვის თავის განებება და ჯანსაღი კვების წესის შერჩევა ასევე მნიშვნელოვანი დახმარება იქნება თქვენი სახის კანისთვის. ტკბილი ან ცხიმიანი კერძები ყველაზე ძაან უწყობს ხელს შავი წერტილების წარმოქმნას.

მას შემდეგ რაც ამ სტატიას წაიკითხავთ, ეს სუნელი თქვენს საოჯახო აფთიაქში სამუდამოდ დაიდებს ბინას

0
#image_title

ბადიანი არომატული აღმოსავლური სუნელია, რომელიც განუმეორებელი გემოთი და ტკბილი არომატით გამოირჩევა. ის ფართოდ გამოიყენება პარფიუმერიაში, ბევრი კი სადღესასწაულო განწყობისთვის ემადლიერება, რადგანაც შობასთან და გლინტვეინთან ასოცირდება.

აღმოჩნდა, რომ ვარსკვლავისებრი ანისული ხალხურ მედიცინაშიც გამოიყენება, რადგანაც სამკურნალო თვისებებით ხასიათდება.

ბადიანი, ისევე როგორც სხვა კოლორტიული აღმოსავლური სუნელები, დიდ ყურადღებას საჭიროებს. ის ნომერ პირველი საშუალება უნდა გახდეს სახლის აფთიაქში.

სასარგებლო თვისებები

ანისი და ბადიანი გარეგნული მახასიათებლების მიუხედავად, სხვადასხვა მცენარეები არიან და ორგანიზმზეც სხვადასხვა ეფექტი აქვთ.

იქამდე, სანამ მსოფლიოში ცნობილი გახდებოდა, ჩინელებმა მოასწრეს სამკურნალო მახასიათებლები გამოეკვლიათ და მივიდნენ დასკვნამდე: ბადიანის ვარსკვლავები ორგანიზმს კურნავენ და ფიქრებს ანახლებენ.

მდიდარია კალიუმით, მაგნიუმით, რკინით, კალციუმით, ფოსფორით, თუთიით და ვიტამინებით. თუ კულინარიაში რეგულარულად მოიხმართ, გრიპსა და გაციებას თავიდან აირიდებთ.

რეგულარული გამოყენება გათავისუფლებთ კუჭის და ღვიძლის ტკივილისგან.

არომატი ხსნის ემოციურ დაძაბულობას, ებრძვის სტრესს და დეპრესიას.

პოპულარობით სარგებლობს მეძუძურ დედებში. ორსულებისვთვის კი რეკომენდირებული არაა.

ბადიანის ეთერულ ზეთში შემავალი ნივთიერებები სახსრების ტკივილს ხსნის.

ეფექტურად კურნავს ყელის დაავადებებს, ამსუბუქებს ხველას, შველის ჩახლეჩილ ხმას.

ბადიანი მდიდარია ანტიოქსიდანტებით.

ასევე აჯანსაღებს სუნთქვას. ვერცერთი საღეჭი რეზინა ვერ გაუმლავდება უკეთ დავალებას.

ოფიციალურ მედიცინაში ბადიანს გემოს გაუმჯობესებისთვის იყენებენ ან სამკურნალო კომპლექტებში ამატებენ.

შეგიძლიათ დაღეჭოთ ნედლი, დაამატოთ კულინარიაში, სასმელში, სახლის ნაყენებში. წარმოგიდგენთ ერთ მაგალითს.

ბადიანის ჩაი

ამის მოსამზადებლად, დააქუცმაცეთ 1 ჩ.კ. მარცვალი ბლენდერში, დაასხით 50მლ ცხელი წყალი და დადგით 10 წუთი. მიღებული მასა გააჯერეთ წყლით და მოამზადეთ არომატული ჩაი ბადიანით. სასმელი ორგანიზმს აფხიზლებს, ენერგიას აძლევს, ტოქსინებს გამოდევნის, იმუნურ სისტემას აუმჯობესებს.

კუჭის წამალი

1 წვეთი ბადიანის ეთერული ზეთი აურიეთ 1 ჩ.კ თაფლში და მიირთვით, დააყოლეთ ცოტაოდენი თბილი წყალი.

ამოსახველებელი ჩაი

1 ჩ.კ. დაქუცმაცებული ბადიანის ვარსკვლავები ჩააგდეთ 200მლ ადუღებულ წყალში, შემდეგ ჯამით ჩადგით წყლიან ქვაბში 30-40 წუთი. მიღებული მასა გაფილტრეთ მარლათი, გაანაწილეთ ჭიქაში და მიიღეთ 100მლ კვებამდე დღეში 3-ჯერ. ამოსახველებელი ეფექტის გაძლიერებისთვის დაამატეთ 1ჩ.კ. გვირილას ყვავილი.

მისი რაციონში დამატების საუკეთესო ხერხია, გამოიყენოთ ღვეზელებისა და ორცხობილების გაკეთებისას. ვარსკვლავისებრი ანისი გამოიყენება გლინტვეინის და ჩაის დამზადებისას, მურაბებში, სოუსებსა და ჯემებში. გაცხელებისას ბადიანი სამკურნალო თვისებებს არ კარგავს. ეს სუნელი აძლიერებს გემოს და ჩუქნის არომატს.

გენიოსი ექიმი ბუბნოვსკი: “მაშინაც კი თუ 50 წლის ხართ, გასწავლით როგორ მოირჩინოთ სახსრები”

0
#image_title

მუხლის სახსრების ართროზი ადამიანებს 30 წლიდან სტუმრობთ და ყოვე წელს უფრო და უფრო მტკივნეული ხდება. დაავადება ერთნაირად მოქმედებს როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში.  მაგრამ ექიმი ბუბნოვსკის რეკომენდაციით ამ ძლიერი ტკივილის განკურნება და ცეკვის დაწყება შესაძლებელია!

თანამედროვე სპეციალისტებს შორის, რომლებიც ართროზს კურნავენ, სერგეი მიხაილოვიჩ ბუბნოვსკი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და ცნობილია. ბევრი ექიმი მისი მკურნალობის მეთოდს არ აღიარებს, თუმცა გამოჯანმრთელებულთა დადებითი სტატისტიკა მეტყველებს იმაზე, რომ ბუბნოვსკიმ თავისი საქმე იდეალურად იცის.

მუხლის სახსრის ართროზის მკურნალობა

ექიმი ბუბნოვსკის დანიშნული სავარჯიშო მუხლის ართროზის დროს მუხლებზე სიარულია. ამის გაკეთება მიზანშეწონილია როგორც მკურნალობის, ასევე პროფილაქტიკის დროს. უცნაურად ჟღერს, მაგრამ გვერწმუნეთ მუშაობს. თუ დაავადების სიმპტომები გაწუხებთ, პაციენტების უმრავლესობისთვის სავარჯიშო მტანჯველი იქნება, მაგრამ ამშ ემთხვევაში ექიმი რეკომენდაციას გაძლევთ.

იმისთვის, რომ გაექცეთ ტკივილის მომგვრელ შეგრძნებებს, სპეციალური სამუხლეები უნდა გაიკეთოთ. სქელი ნაჭერი დამსხვრეულ ყინულში დაალბეთ. იყავით მზად, რომ სავარჯიშო რთულია, ამიტომაც შეგიძლიათ სიარულის დროს ხელი დივანს გააყოლოთ. მოკლედ ავეჯის პარალელურად იაროთ.

არ გაგიკვირდეთ, თუ პირველად მხოლოდ 1-2 ნაბიჯის გადადგმას შეძლებთ. შემდეგ დღეს უფრო მეტ წამს მოითმენთ. ექიმი ბუბნოვსკის რჩევით, ნაბიჯების რაოდენობა 30-მდე უნდა გავზარდოთ.

კიდევ ერთი საინტერესო და სასარგებლო რეკომენდაცია ტანვარჯიშის შესრულებაა ამოსუნთქვითა და დაყვირებით “ჰა”. ანუ, შესრულებისას უნდა წამოიძახოთ “ჰა”. ამ გზით ტკივილს გამოუშვებთ ორგანიზმიდან. ის ხშირად გამოიყენება იოგაში.

სერგეი მიხაელოვიჩი ამბობს: “დავადმყოფობა უნდა ამოვისუნთქოთ”. ექიმი გვირჩევს, მას შემდეგ რაც მუხლებზე ივლით, გაიჭიმოთ მთელი კორპუსით და ამოიძახოთ. მსგავსი ვარჯიში 3 წუთის მანძილზე ტკივილისგან გიხსნით.

5 სასმელი, რომელიც წონის დაკლებაში დაგეხმარებათ და ღამით ღვიძლს გაასუფთავებს

0
#image_title

ბევრ ადამიანს სურს, რომ მიღებული კალორიები ყოველდღიურად დაიკლოს. მაგრამ, ცოტამ თუ იცის, როგორ ხდება ის ძილის პერიოდში. ადამიანებს სხვადასხვა წონა და სხვადასხვა ძილის რეჟიმი აქვთ, ამიტომაც ყველასთვის მორგებადი იდეალური ფორმულა არ არსებობს.

ტანი ყველაზე მეტ კალორიას ღრმა ძილის ფაზაში კარგავს. რაც უფრო უკეთ გძინავთ, უფრო მეტ კალორიას კარგავთ. თუმცა, მეტი არასდროს ნიშნავს უკეთესს. გრძელი ძილი არაა სარგებლის მომტანი, ამიტომაც იდეალური დრო უნდა შეარჩიოთ თქვენი ტანისთვის.

სასმელები გაწმენდისა და წონის კლებისთვის

გვირილას ჩაი

ეს სასმელი ტანის რელაქსაციას ახდენს და ანტი-ანთებითი ეფექტი აქვს. ამავდროულად სხვა სასარგებლო მახასიათებლებლებითაც ხასიათდება: წმენდს ტანს და შარმდენი ფუნქციის შეშუპებას არ უშვებს.

მწვანე პიტნის ჩაი

აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის სისტემის ფუნქციონირებას. ტანს ეხმარება უკან გადაამუშაოს საკვები, განსაკუთრებით მძიმე და ძილის წინ მიღებული. ასუფთავებს მუცელსაც და ღვიძლსაც.

თბილი ლიმნიანი წყალი

ამ სასმელს გამწმენდი თვისებები აქვს და სხეულს აღადგენს. უნდა დალიოთ თბილი და არა ცივი.

ლიმნისა და კოჭას ჩაი

ეს სურნელოვანი სასმელი დადებითი ეფექტით ხასიათდება და წონის კლებასაც უწყობს ხელს. ინგრედიენტები, მათ შორის ვიტამინი C და სხვა ანტიოქსიდანტები მეტაბოლიზმს აუმჯობესებენ. კოჭა ორგანიზმიდან ტოქსინებს გამოდევნის. ლიმონი წმენდს და მთლიანობაში კალორიების წვას უწყობენ ხელს.

ვაშლის ძმარი

მნიშვნელოვანია დაიცვათ მომზადების წესები:

  • 1-2 ს.კ. გაუფილტრავი ვაშლის ძმარი;
  • 8 მლ სუფთა ან გამოხდილი წყალი;
  • 1-2 ს.კ. დამატკბობელი (თაფლი, ნეკერჩხლის სიროფი, ან ცერეცო).

ეს სასმელი აუმჯობესებს საჭლის მონელებას, გამოდევნის ტოქსინებს, სხეულს ფერმენტების კარგი პორციით ავსებს. შეგიძლიათ მოდუნდეთ და დაძინებამდე სხეულის რელაქსაცია მოახდინოთ.

ყველა ეს სასმელი საჭიროა, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია წყალი, რომელიც ყოველთვის სარგებელს ანიჭებს ორგანიზმს. ნუ დალევთ მხოლოდ მაშინ, როცა გწყურიათ, სვით ხშირად დღის მანძილზე.

ეს ბაბუა 51 წლის არის. აი მისი დიეტა, რომელსაც წლებია იცავს და ასაკი არ ეტყობა.

0
#image_title

გამოიყურებოდეთ ერთნაირად 20 და 30 წლის ასაკში ბევრმა ისწავლა, მაგრამ 40-ზე ეს იშვითად ვრცელდება. შეინარჩუნოთ 30 წლის ასაკისთვის დამახასიათებელი გარეგნობა 50 წლის ასაკში საერთოდ უმცირესი შემთხვევაა. ზოგი გენეტიკას აბრალებს, ზოგი კი პლასტიკური ქირურგიის გამოუყენებლობას.

ადამიანები, რომლებსაც ასაკის შენარჩუნება ბუნებრივად გამოსდით, სწორად იკვებებიან და ჭარბი წონა არ აწუხებთ. წარმოგიდგენთ ჩუანდო ტანას – სინგაპურელ ფოტოგრაფს, რომელიც ამის ნათელი მაგალითია.

მარადიული ახალგაზრდობის საიდუმლოებები

ადამიანი, რომელსაც ამ ფოტოებზე ხედავთ, 51 წლისაა. ინსტაგრამზე ფიქრობდნენ რომ 25 წელზე მეტის არ იყო, თუმცა რეალური ასაკის გამხელის შემდეგ, ყოფილი მოდელის ფოტოებმა მსოფლიო აღიარებას მიაღწია.

მამაკაცი სწორ კვებას მისდევს და დღის გეგმას აკონტროლებს. ალკოჰოლის და მავნე ჩვევების გარდა, უარს არაფერზე ამბობს. ჩუანდო ტანის ყოველდღიური მენიუ მარტივი და კულინარიულ ექსპერიმენტებს მოკლებულია.

კვერცხი საუზმეზე შესაძლოა მოსაწყენად ჟღერდეს, თუმცა კვერცხი საუზმეზე რაც შეიძლება ხშირად უნდა მიირთვათ. ის ჯერ კიდევ გამოუფხიზლებელ ორგანიზმს ენერგიით აავსებს.

საუზმეზე ჩუანდო 6 კვერცხს მიირთმევს. ეს შეიძლება იყოს მოხარშულ მდგომარეობაში ან ომლეტი. სჯობს ბევრ ზეთში მომზადებას გაექცეთ. აღსანიშნავია, რომ ამ 6 კვერცხისგან მხოლოდ 2-ის გულს იყენებს, რათა მავნე ქოლესტერინის დონე არ გაზარდოს. სტატიის გმირი საუზმეს 1 ჭიქა რძეს აყოლებს.

ვიტამინური ბონუსი საუზმის შემდეგ, სინგაპურელი მამაკაცი ხშირად ჭამს ავოკადოს კენკრით. ავოკადოს ამინომჟავები და კენკრის ანტიოქსიდანტები მას მშვენიერ მდგომარეობაში ამყოფებს.

ნაკლები ჩაი და ყავა, მეტი წყალი დღის განმავლობაში ფოტოგრაფი ცდილობს სხვა სითხე ნაკლებად მიიღოს და უპირატესობა ჩვეულებრივ წყალს მიანიჭოს. ის სწრაფად გამოდევნის ტოქსინებს სხეულიდან.

მეტი ცილა, ნაკლები ნახშირწყალი სადილი და ვახშამი ცილითა და ვიტამინებით უნდა იყოს სავსე. სადილზე მამაკაცი ქათმის ხორცს მიირთმევს ბრინჯით ან თევზის სუპს, ხოლო ვახშამზე მწვანილების დიდ პორციას. გარნირის სახით გამოიყენეთ ჩათუშული ბოსტნეული.

სწორი კვების გარდა, ჩუანდო ტანი რამდენიმე წესს იცავს. პირველ რიგში, არასდროს ჭამს გვიან, საკვების მღებას დაძინებამდე 5 საათით ადრე წყვეტს. მეორე რიგში, ადრე იძინებს და ადრე იღვიძებს. ასე უფრო მეტს ასწრებს.

ჩუანდოს ძალიან უყვარს ნაყინი და ხანდახან თავს ამ სასუსნავით ინებივრებს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი აქტიურობაა. ფოტოგრაფი გვარწმუნებს, რომ საყავრელი საქმით დაკავება დიდ გავლენას ახდენს სულიერ მდგომარეობაზე, განსაკუთრებით გარეგნობაზე. ჩანდო ვარჯიშობს დარბაზში და ცდილობს ტანი ტონუსში ჰქონდეს. შედეგი სახეზეა!

თუშარი ჯალაიათი: “თუ 30 წლის ხართ, სისხლძარღვების გასუფთავება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია”

0
#image_title

ყოველწლიურად გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით 7 მილიონზე მეტი ადამიანი კვდება. ყველა გულის დაავადება ათეროსკლეროზთანაა დაკავშირებული, რომლის განვითარების ერთ-ერთი მიზეზი “ჩუმი მკვლელი” – ქოლესტერინია.

სისხლძარღვების ზედმეტი ქოლესტერინისგან განსათავისუფლებლად არაა აუცილებელი ეწვიოთ ექიმს და ძვირადღირებული წამლები შეიძინოთ. ამ დავალებას ბუნებრივი საშუალებები: ნიორი, ლიმონი, თაფლი და ილიც მშვენივრად გაუმკლავდებიან.

თაფლი იმუნურ სისტემას აძლიერებს და კვების მომნელებელი სისტემის ორგანოების რეგენერაციას აძლევს სტიმულს.

ნიორი აქტიური ანტივირუსული საშუალებაა, არტერიულ წნევას ასტაბილურებს.

ლიმონი დიდი ოდენობით კალიუმის შემცველობის გამო სისხლძარღვების კედლებს ამაგრებს. ვიტამინი E, რომელიც ლიმონში დიდი ოდენობითაა, თრომბების განვითარებას აფერხებს.

ჯანჯაფილი ამაგრებს და ასუფთავებს ძართვებს, წევს სისხლში ქოლესტერინის რაოდენობას.

ყველა ამ კომპონენტის კომბინაცია მათ სამკურნალო თვისებებს აძლიერებს.

ქოლესტერინის რაოდენობა სისხლში

ეს საშუალება ეფექტურად ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს და სხვადასხვა დაავადებებისთვის გამოიყენება, ასევე იმუნიტეტის გაძლიერებისთვის.

ინგრედიენტები
  • 1 კბილი დაჭყლეტილი ნიორი
  • 1 ს.კ. ლიმნის წვენი
  • 1 ჯანჯაფილის ფესვი
  • 1 ს.კ. ვაშლის ძმარი
  • 1 ჩ.კ. თაფლი
გამოყენება
  1. საგულდაგულოდ აურიეთ ინგრედიენტები ჯამში.
  2. თუ ზედმეტი რაოდენობა გამოგივიდათ, მაცივარში 5 დღით შეინახეთ, მაგრამ არა მეტით.
  3. გამოიყენეთ მასა საუზმისა და სადილის წინ, მაგრამ დღეში არაუმეტეს სამჯერ.
  4. კვირის განმავლობაში დადებით შედეგს უკვე შეამჩნევთ.

მართალია ხალხური საშუალებები პანაცეა არაა და მხოლოდ მათი დახმარებით სისხლძარღვებზე ვერ გავიმარჯვებთ, მაგრამ მთავარი ფაქტორია სწორი კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი.

დიეტა “მაგიდა N5”: ეს კვების სამკურნალო გეგმა დიეტოლოგმა მიხეილ პევზნერმა შექმნა.

0
#image_title

დიეტა “მაგიდა № 5” – კვების სამკურნალო გეგმაა, რომელიც მკურნალმა დიეტოლოგმა მიხეილ პევზნერმა შეიმუშავა. მან ის შექმნა სპეციალურად მათთვის, ვისაც ნაღვლის ბუტის და ღვიძლის პრობლემები აქვს და მათი მუშაობის გაუმჯობესება უნდა. ამ დიეტას ძირითადად ნიშნავენ ისეთი დაავადებების დროს, როგორებიცაა ჰეპატიტი, ქოლეცისტიტი, პანკრეატიტი, პადაგრა.

დიეტა «მე-5 მაგიდა» 1 კვირაზე

პირველ რიგში, მცირდება ცხიმების მიღება. რაციონიდან ვარდება პროდუქტები დიდი რაოდენობით ქოლესტერინით, ეთერული ზეთებითა და პურინებით. მენიუ ივსება პექტინებით.

ყველა კერძი იხარშება, ითუშება ან ცხვება ნაკლებ მარილში. დღიური მენიუს კალორიულობა შეადგენს 2500-ს. მათ შორის 80გ ცილა, 80 გ ცხიმი და 400გ ნახშირწყალია, რომლებიც 4-6 პორციაზე უნდა გაანაწილოთ.

პროდუქტების და კერძების სია, რომლებიც უნდა მიიღოთ
  1. ხილი და კენკრა
  2. შავი ხიზილალა
  3. მაკარონი
  4. სუხარი, ნამცხვრები, მშრალი ბისკვიტები
  5. მურაბა, თაფლი, მარმელადი, შაქარი არაუმეტეს 70 გ დღეში
  6. ნაღების და მცენარეული კარაქი
  7. ბოსტნეულის წვენი, ასკილის ხსნარი, ბალახის ჩაი, ყავა რძით
  8. ოხრახუში, კამა, დაფნის ფოთოლი, მიხაკი, დარიჩინი, ვანილი
  9. რძის და ბოსტნეულის სუპები
  10. არაუმეტეს 200 გ რძის პროდუქტები დღეში
  11. არაუმეტეს 1 კვერცხი დღეში
  12. სამარხვო ხორცი
  13. უცხიმო თევზი
  14. ფაფა წყალზე ან რძეზე
  15. წინა დღის გამომცხვარი პური
  16. ჩათუშული თუ ნედლი ბოსტნეული, განსაკუთრებით სტაფილო და ჭარხალი

აკრძალული პროდუქტებისდა კერძების სია
  1. ალკოჰოლი
  2. შიგნეულობა
  3. პარკოსანი
  4. დაკონსერვებული და დამარილებული კერძები
  5. სოკო
  6. გაზიანი სასმელები
  7. ცივი სასმელები
  8. ძმარი
  9. შემწვარი, ცხარე კერძები
  10. ცხიმიანი ხორცი, ფრინველი და თევზი
  11. შოკოლადი და კაკაო
  12. ხახვი, ბოლოკი, ისპანახი, მჟაუნა, ნიორი, თალგამი, ფერადი კომბოსტო.

1 დღის მენიუ
  1. საუზმე: ხორცის გუფთა ოთქლზე მომზადებული, მანის ფაფა, ჩაი.
  2. მეორე საუზმე: ბანანი ან გამომცხვარი ვაშლი.
  3. სადილი: ბოსტნეულის სუპი, ორთქლის კატლეტები ან მოხარშული ქათამი წიწიბურასთან ან ბრინჯთან ერთად. კომპოტი ან წვენი.
  4. წახემსება: სუხარი ან ორცხობილა, ასკილის ნახარში.
  5. ვახშამი: მოხარშული თევზი თეთრ სოუსში და მოხარშლი ბოსტნეულით. კარტოფილის პიურე, ხაჭო, ჩაი.

მენიუს კიდე 1 ვარიანტი
  1. პირველი საუზმე: უცხიმო ხაჭო, შვრიის ან მანის ფაფა წყალზე. ჩაი თაფლით.
  2. მეორე საუზმე: ჩირი, ნედლი ვაშლი.
  3. სადილი: ბოსტნეულის სუპი მცენარეულ ზეთზე, მოხარშული ქათამი რძის სოუსში, მოხარშლი ბრინჯი, კომპოტი.
  4. წახემსება: ასკილის ნახარში.
  5. ვახშამი: ჭარხლის კატლეტები, ჩაი, პური

ღამე შეგიძლიათ დალიოთ კეფირი. ეცადეთ ამ სქემით იხელმძღვანელოთ. 7 დღის შემდეგ თუ თავს უკეთ არ იგრნობთ, 1 თვე გააგრძელეთ.

ეს დიეტა არამხოლოდ თქვენს ჯანმრთელობას გააუმჯობესებს, არამედ დაკლებაში დაგეხმარებათ, დააარეგულირებს მეტაბოლიზმს და ზედმეტი წონაც გაქრება.

ის 50 წლის არის, ფეხები კი 20 წლის გოგოსავით აქვს, აი მისი საიდუმლო

0
#image_title

ფეხები დიდხანს რომ დარჩეს ახალგაზრდა, საჭიროა, სულ ცოტა: მისი რეგულარული მოვლა. არაფერია რთული და ძვირადღირებული.

ქუსლებზე ნახეთქები არამხოლოდ ულამაზოა, არამედ სიარულის დროს ძლიერ ტკივილს იწვევს. ყველაფერი იწყება წვრილი ნახეთქით და თანდათან ის ხდება ღრმა, ინფიცირდება. ამიტომ დრო არ დაკარგოთ, დღესვე დაიწყეთ ფეხების მოვლა.

არსებობს რამდენიმე წესი, რომლებიც ახალგაზრდა და ლამაზი ფეხების შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

ფეხების მოვლა

ჩაალბეთ ფეხები 15 წუთით ტაშტში, ან გაიკეთეთ აბაზანა ფეხის დასაორთქლად. ეს დაარბილებს კანს ქუსლებზე და გააუმჯობესებს მის კვებას. სასურველი ეფექტის მისაღებად აბაზანაში შეგიძლიათ დაამატოთ ნუშის, ატმის, ან ზეითუნის ზეთი, ვიტამინი A და E, სოდა, ზღვის მარილი, სმკურნალო ბალახები.

აბაზანის შემდეგ გამოიყენეთ პემზა. ქუსლი მსუბუქად გაიხეხეთ, წრიული მოძრაობებით.

ამ პროცედურების ჩატარება არ ღირს ძალიან ხშირად, რადგან შეიძლება გამოიწვიოს კანის მგრძნობელობის მატება.

გაუხეშებული კანის მოცილების შემდეგ ფეხი რბილდება. ამის შემდეგ კიდევ უნდა გადადგათ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი.

გაიშრეთ ფეხები კარგად, შემდეგ წაისვით დამატენიანებელი კრემი.

ლოსიონისა და კრემის ნაცვლად, შეგიძლიათ ჩაიტაროთ პაკეტების პროცედურა. გაავსეთ შესაბამისი ზომის პაკეტი ქოქოსის ზეთით ან სხვა დამატენიანებელი საშუალებით, ჩაიცვით ფეხებზე და დაყავით ასე 10-15 წუთი.

როცა ფეხებს გაიშრობთ, ის მიიღებს ჯანმრთელ და მოვლილ შესახედაობას. შეგახსენებთ, რომ ყველა ეს პროცედურა შედეგს არ მოგცემთ, თუ არ მოიხმართ სწორ ფეხსაცმელს. შეეცადეთ, უარი თქვათ მჭიდრო ფეხსაცმელზე მაღალი ქუსლებით.

ხალხური მედიცინა გვთავაზობს თავის საშუალებებს ქუსლების მკურნალობისა და მოვლისათვის. ტერფების გაუხეშების, ოფლიანობისა და ნახეთქების წინააღმდეგ შემოწმებული საშუალებაა ასპირინისა და არყის ნარევის გამოყენება. აიღეთ 10 ტაბლეტი ასპირინი, დაფხვენით. შეურიეთ 250 მლ არაყს, დადგით ნაყენი ბნელ, გრილ ადგილად 5 დღით.

შემდეგ გაჟღინთეთ ნაყენით ბინტი და შემოიხვიეთ პრობლემურ ადგილებში მთელი ღამით. დილიდან მოიხსენით კომპრესი, გადაივლეთ ფეხზე წყალი, გაიმშრალეთ და წაისვით დამატენიანებელი კრემი.

ფეხის კანის რეგულარული მოვლა საშუალებას მოგცემთ, თავიდან აიცილოთ ისეთი უსიამოვნებები, როგორიცაა ნახეთქები ქუსლებზე.

გაუზიარეთ სასარგებლო სტატია მეგობრებს!

 

 

ჰუმუსი მნიშვნელოვნად ამცირებს კიბოს განვითარების რისკს. აღმოსავლური სამზარეულოს მარგალიტს სახლში ადვილად მოამზადებთ.

0
#image_title

ჰუმუსი პირველად XIII საუკუნის არაბულ წიგნებშია მოხსენიებული, ახლა კი მას მსოფლიოს ყველა კუთხეში იპოვნით. ეს საოცრად სასარგებლო საკვები ცილის წყაროა, ამცირებს საჭმლისადმი მიდრეკილებას და არეგულირებს შაქრის დონეს სისხლში. კვლევებმა დაადასტურა, რომ ჰუმუსი ონკოლოგიური დაავადებების რისკსაც ამცირებს.

მასში შემავალი ინგრედიენტები მოდუნების და დაძინების საშუალებასაც ადვილად გაძლევთ. ჰუმუსი მოხარშული მუხუდოსგან მზადდება, რომელიც კარგი დანამატია სალათების უმრავლესობისთვის.

რეცეპტი საშინაო პირობებში

ჰუმუსი ბევრი ცნობილი ადამიანის საყვარელი კერძია. კვლევების თანახმად, ადამიანები, რომლებიც რეგულარულად ჰუმუსს მიირთმევენ, კიბოს განვითარებისკენ ნაკლებად არიან მიდრეკილნი. ბევრი რეცეპტი არსებობს, თუმცა 3 ყველაზე პოპულარულს წარმოგიდგენთ.

ჰუმუსის კლასიკური რეცეპტი

ინგრედიენტები
  • 1,5 ჭიქა დაკონსერვებული მუხუდო
  • 1/4 ჭიქა ტაჰინი (სეზამის პასტა)
  • 1/2 ჩ.კ. ძირა
  • 1/2 ჩ.კ მარილი
  • 1/4 ჭიქა ლიმნის წვენი
  • 2 ს.კ. წყალი
  • 1/4 ჭიქა ზეითუნის ზეთი
მომზადება
  1. აურიეთ მუხუდო, ნიორი, ძირა და მარილი. დაჭყლიტეთ ბლენდერში. თანდათანობით ამატეთ ლიმნის წვენი, შემდეგ წყალი.
  2. მასას დაუმატეთ ტაჰინი და განაგრძეთ არევა. როცა ის ერთგვაროვანი გახდება, ზეითუნის ზეთი დაუმატეთ და აურიეთ.
  3. დატოვეთ ჰუმუსი რომ 30 წუთის მანძილზე გაცივდეს. შეგიძლიათ მორთოთ ზეითუნის ზეთით ან მწვანილით.
გუაკამოლე-ჰუმუსი

ინგრედიენტები
  • დიდი მწიფე ავოკადოს ნახევარი
  • 450 გ დაკონცერვებული მუხუდო
  • 1/3 ჭიქა ტაჰინი
  • 1/4 ჭიქა ლაიმის წვენი
  • 1 კბილი ნიორი
  • 3/4 ჩ.კ. მარილი
  • 1/4 ჩ.კ. დაფქული ძირა
  • 1 ჭიქა ქინძის ფოთლები ღეროებით
  • 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 1 მუჭა გოგრის მარცვლები
მომზადება
  1. აურიეთ ბლენდერში ავოკადო, მუხუდო, ტაჰინი, ლაიმის წვენი, ნიორი, მარილი, პილპილი და ქინძი. დაჭყლიტეთ ერთგვაროვან მასამდე 1 წუთის მანძილზე. პროცესში დაუმატეთ ზეითუნის ზეთი. ჰუმუსი ჰაეროვანი გამოვა.
  2. გოგრის მარცვლები მოათავსეთ 180 გრადუსზე გაცხელებულ გაზქურაში 10 წუთით.
  3. გააცივეთ ჰუმუსი, დაამატეთ მწვანილი და მარცვლები.
ჭარხლის ჰუმუსი

ინგრედიენტები
  • 2 საშუალო ჭარხალი
  • 450 გ დაკონსერვებული მუხუდო
  • 3 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 1/4 ჭიქა ყველი ფეტა
  • 2 კბილი ნიორი
  • 2 ს.კ. ლიმნის ქერქი
  • 2 ს.კ. ლიმნის წვენი
  • პილპილი
  • მარილი
მომზადება
  1. გააცხელეთ გაზქურა 220 გრადუსზე. მოათავსეთ ჭარხალი გამოსაცხობ ფორმაში და დააწვეთეთ 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი. აცხვეთ 45-60წთ, სანამ ბოსტნეული მსუბუქი არ გახდება.
  2. გააცივეთ მზა ჭარხალი და დაჭერით ნაჭრებად.
  3. აურიეთ ბლენდერში მუხუდო, ჭარხალი, ყველი, ნიორი, 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი, ლიმნის ქერქი, ლიმნის წვენი, პილპილი და მარილი. მიიყვანეთ ერთგვაროვან მასამდე.
  4. გააცივეთ ჰუმუსი. მიიტანეთ ლავაშთან და ჩიფსებთან ერთად.
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.