ხუთშაბათი, მაისი 7, 2026
- Advertisement -
Google search engine

2024 წლის ზაფხულის მოდის ტენდენციები

0
#image_title

ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ბევრი რამ დაბრუნდა მოდაში.

თავიდან ყველას უყვარდა განიერი, მაღალწელიანი შორტები, შემდეგ – ქუსლიანი ფეხსაცმელი, ახლა კი – კაბები, რომლებიც საღამურს მოგაგონებდათ.

კიდევ ერთი ცხელი ზაფხულის აუცილებლობა, რომელიც იდეალურად ჯდება ამ სამაგალითო ქალური ნივთების სიაში, არის თეთრეულის სტილის კაბა. მაგრამ საქმე არ ეხება აბრეშუმისგან დამზადებულ მოდელებს. ასეთი უნივერსალური პროდუქტები, რომლებიც ყველა შემთხვევისთვისაა შესაფერისი, უკვე ყოველი მეორე ქალის გარდერობშია.

ეს ვარიანტი იდეალურია მათთვის, ვინც მზად არის ჩაიცვას რაღაც მარტივი, მსუბუქი, მომხიბვლელი და ელეგანტური ივლისის ამ მძაფრ სიცხეში. ეს შეიძლება იყოს მომხიბლავი მაქმანის მინი-კომბინაციები. ამ მოდელის კიდევ ერთი უპირატესობა ისაა, რომ იგი ნებისმიერი სახის სხეულს იდეალურად ერგება.

#drpkhakadze

წყარო

რჩევები- სათვალის ტარებისას ლამაზად რომ გამოიყურებოდეთ

0
#image_title

 ოპტიკური სათვალე ეხმარება ჩვენს მხედველობას, რომ დავინახოთ გამოსახულება უფრო მკაფიოდ და გარკვევით,

მაგრამ ამასთანავე, სათვალე შეიძლება ვაქციოთ საინტერესო და მიმზიდველ იმიჯის ნაწილად.

სახის ფორმებისთვის სწორად შერჩეული სათვალის ჩარჩო დაგეხმარებათ თავდაჯერებულობის ამაღლებაში. მაკიაჟი და სწორად შერჩეული ვარცხნილობა საშუალებას მოგცემთ შეიქმნათ დახვეწილი იმიჯი, რომელიც დაფარავს სახეზე ნაკლოვანებებს.

აიპრიხეთ წამწამები

გამოიყენეთ სპეციალური წამწამების ასაპრეხი ხელსაწყო და აიპრიხეთ წამწამები ზედა მიმართულებით. მეტი მოცულობისთვის დაგრძელებული წამწამები დაყავით რამდენიმე ნაწილად. თქვენი თვალები გამოიყურებოდეს ვიზუალურად უფრო დიდი გამოჩნდება.

დაიტანეთ ტუში წამწამების ძირებზე 

შეეცადეთ გააკეთოთ ისე, რომ ტუშის მეტი ნაწილი დაიტანოთ ახლოს, წამწამების ძირებთან და ნაკლები – დაბოლოებასთან. შემდეგ, ნაზი მოძრაობით გადაანაწილეთ ტუში ქვევიდან ზევით მთელს სიგრძეზე. შედეგად თქვენი წამწამები გახდება უფრო ლამაზი და მოცულობითი. გარდა ამისა, ასე თავს აარიდებთ სათვალის დამინძურებას. სცადეთ გამოიყენოთ თქვენი თვალის შესაფერისი ტუში, ან ის, რომელიც შექმნის კონტრასტს. სქელი წამწამების ეფექტისთვის გამოიყენეთ თვალის ფანქარი ჰორიზონტალური მიმართულებით. წამწამების დაგრძელებისთვის გამოიყენეთ ფუნჯი ვერტიკალური მიმართულებით მაღლა.

კონსილერით ამოითეთრეთ ჩაშავებული უპეები 

თვალები რომ არ გამოიყურებოდეს დაღლილად და შეშუპებულად, წაისვით დამატენიანებელი კრემი ჰაილაითერთან ერთად თვალების შიდა კუთხეებსა და ქვედა ქუთუთოებზე. გამოიყენეთ თქვენს კანთან შესაფერისი კონსილერის ფერი, რომელიც ამოანათებს თქვენი თვალის კუთხეებს. არ დაიტანოთ ბევრი პროდუქტი ქვედა ქუთუთოზე, რათა ხაზი არ გაესვას თქვენს წვრილ ნაოჭებსა და თვალებქვეშ შეშუპებულ (ჩამოშვებულ) უპეებს.

მიეცით წარბებს ფორმა 

სათვალე ჩვენს სახეს აძლევს ფორმას, ისევე როგორც წარბი. გაიკეთეთ კორექცია სალონში ან თუნდაც დამოუკიდებლად, რათა თქვენი წარბები გამოიყურებოდეს მოვლილად. წარბების ხაზი უნდა იყოს სათვალის ჩარჩოს ზემოთ, ამგვარად მოვლილი წარბები იქნება მარტივად შესამჩნევი.

#drpkhakadze

წყარო

 

 

თმის ცვენის გამომწვევი მიზეზები – პრევენცია

0
#image_title

ყოველველდღიურად 100-მდე თმას ვკარგავთ. ეს ნორმალურია – ძველი თმა ცვივა და მის ადგილას ახალი თმა იზრდება.

თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში თმის ცვენა ძალიან ინტენსიური ხდება. მარტივი „ლოკონის ტესტი“ დაგეხმარებათ შეაფასოთ თმის ცვენის რაოდენობა: უნდა დაიჭიროთ თმის ლოკონი, ძალით გადაწიოთ ხელი ზემოდან ქვემოდან და ნახოთ რამდენი თმა რჩება თქვენს ხელში. თუ მათი რიცხვი 10-ზე ნაკლებია, ყველაფერი კარგადაა, თუ გაცილებით მეტია, ღირს სპეციალისტთან ვიზიტი, რათა გაირკვეს ძლიერი თმის ცვენის მიზეზები.

ყოველდღიურად დიდი რაოდენობით თმის ცვენა დიფუზური ალოპეციის სიმპტომია, რომელიც შეიძლება აღინიშნოს როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში. დიფუზური ალოპეციის თავისებურება არის თმის ერთგვაროვანი ცვენა თავის მთელ ზედაპირზე. ის შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა ფაქტორმა – კვებიდან დაწყებული ექიმის მიერ დანიშნულ მედიკამენტებამდე.

ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობათითოეულ ჩვენგანს შეუძლია ვიტამინებისა და მიკროელემენტების ნაკლებობის წინაშე აღმოჩნდეს. რისკი განსაკუთრებით მაღალია მათთან, რომლებიც მიზანმიმართულად უარს ამბობენ გარკვეულ საკვებზე და მიირთმევენ დაუბალანსებელ დიეტას. ყველაზე ხშირად, თმის ცვენა ასოცირდება B ჯგუფის ვიტამინების, რკინის, ვიტამინის E და თუთიის ნაკლებობასთან.

თუ მცირე დეფიციტია, დიეტის კორექტირება დაგეხმარებათ, მაგრამ უფრო სერიოზულ შემთხვევებში ძნელია ამის გაკეთება მედიკამენტების მიღების გარეშე.

სტრესი, რომელსაც ბევრი ჩვენგანი განიცდის რეგულარულად, არის ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს მთლიან სხეულზე. თმა არ არის გამონაკლისი. დადგენილია, რომ მათ, ვინც რეგულარულად აწყდება სტრესს, ორჯერ უფრო ხშირად აქვთ ალოპეცია, ვიდრე მათ, ვინც განიცდის მცირე სტრესს.

ინფექციურმა დაავადებებმაც შეიძლება გამოიწვიოს თმის ცვენა. მაგალითად, პაციენტების 20%-მდე, რომლებიც გამოჯანმრთელდნენ Covid-ისგან, განიცდის ალოპეციას, რომელიც იწყება გამოჯანმრთელებიდან რამდენიმე თვის შემდეგ.

მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებების გატარება, რაც ხელს შეუწყობს ალოპეციის თავიდან აცილებას მომავალში:შეამცირეთ სტრესის დონე: თუ სრულად ვერ აიცილებთ სტრესულ სიტუაციებს, უნდა იპოვოთ შესაფერისი გზა შფოთვის დონის შესამცირებლად (მედიტაცია, ვარჯიში, ღრმა სუნთქვა, საყვარელი მუსიკა);

ძილის ნორმალიზება – მნიშვნელოვანია დღეში 7-9 საათი ძილი;

რეგულარულად გაიკეთეთ თავის მასაჟი დაბანისა და ვარცხნის დროს – ეს ხელს შეუწყობს თმის გასქელებას და შეამცირებს თმის ცვენის რისკს.

#drpkhakadze

წყარო

როგორ მოვამზადოთ სახლის პირობებში სახის ნიღბები – გლუვი და ლამაზი კანისთვის

0
#image_title

ყველა ქალი ოცნებობს გლუვსა და ხავერდოვან სახის კანზე.

ულტრაიისფერი სხივები, კვების რაციონი, არაჯანსაღი ცხოვრების სტილი, ძილის დარღვეული რეჟიმი, მოწევა და კიდევ მრავალი სხვა ფაქტორი მყისიერ ზემოქმედებას ახდენს ჩვენზე და შედეგად ვიღებთ გამომშრალ და დაღლილ იერსახეს. მართალია ძნელია ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ფაქტორს თავი ავარიდოთ, თუმცა მათი შემსუბუქება ნამდვილად შესაძლებელია.

ამისთვის რამდენიმე მარტივ საშუალებას გასწავლით:

ლიმნისა და თაფლის ნიღაბი

ლიმონი და თაფლი ეს ის ინგრედიენტებია, რომელიც ყველა ოჯახში მოიძებნება. ლიმონი გვეხმარება სახიდან მკვდარი უჯრედების მოცილებაში, თაფლს კი ახასიათებს ანტიბაქტერიული ზემოქმედება და გამდიდრებულია ანტიოქსიდანტებით. მათი კომბინაცია გვაძლებს საოცრად გლუვ და ბზინვარე კანს. ნიღბის მოსამზადებლად უბრალოდ საჭიროა მათი თანაბარი ნაზავი მოამზადოთ, დაიტანოთ სახეზე და გაშრობის შემდეგ ჩამოიბანოთ ცივი წყლით.

ზეითუნის ზეთის ნიღაბი

ზეითუნის ზეთი კიდევ ერთი ჯადოსნური საშუალებაა კანის ჯანსაღი იერის შესანარჩუნებლად. მარტივად წაისვით ზეთი კანზე, გაიკეთეთ 5 წუთიანი მასაჟი თითის ბალიშებით სახის კანზე და დაიტოვეთ ზეთი სახეზე მთელი ღამის განმავლობაში. ზეითუნის ზეთი დაგეხმარებათ კანზე შეინარჩუნოთ ტენიანობა და თავიდან აიცილოთ ნაოჭების წარმოქმნა. იდეალურია მშრალი სახის კანისთვის.

#drpkhakade

წყარო

ტოპ 3 ყველაზე ლამაზი და გემოვენბიანი ქალი საქართველოში

0
#image_title

ჩვენს დროში, ინტერნეტის დამსახურებით, ძვირად ღირებული მოდური ჟურნალების შეძენა სულაც აღარაა საჭირო

შესაფერისი სტილის აღმოსაჩენად, ისინი დღესდღეისობით უკვე სოციალურმა ქსელმა ჩაანაცვლა

ჩაინიშნეთ ტოპ 3 გემოვნებიანი და მოდური ქალი, რომლებსაც თვალი უნდა ადევნოთ ინტერნეტ სივრცეში :

ანუკი არეშიძე

ანუკი გამორჩეული სტილის გამო მოდურად ჩაცმის მოყვარულების ინსპირაციის წყაროდ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ იტალიაში, საფრანგეთსა და უკრაინაშიც იქცა.

სალომე ღვინიაშვილი

სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის ხშირად აქვეყნებს როგორც პირად, ისე ოჯახურ ფოტოებს და გამომწერების მხრიდან ყოველთვის უამრავ კომპლიმენტს იმსახურებს. იგი უკვე არაერთი წელია, საზოგადოებისთვის ცნობილი და საყვარელი სახეა.

ნინუცა ორჯონიკიძე

ჟურნალისტი და მოდელი ნინუცა ორჯონიკიძე წლების მანძილზე ცხოვრობდა რუსეთში და იქ მოდის ბლოგერი იყო. იქვე დაქორწინდა რუსეთში ცნობილი მილიარდერის, სოსო ორჯონიკიძის ვაჟზე, ნიკა ორჯონიკიძეზე. ის ცნობილი ქართველი ოჯახის რძალია. დედამთილი, ქეთევან ორჯონიკიძე, ჯერ კიდევ წლების წინ მუშაობდა „პირველ არხზე“; მამამთილი, სოსო ორჯონიკიძე კი წლების განმავლობაში რუსეთის დედაქალაქის ვიცე-მერი იყო. ის რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მდიდარი ადამიანია.

#drpkhakadze 

წყარო

როგორ მოვუაროთ გაღიავებულ თმას

0
#image_title

როგორ გავაჯანსაღოთ გაღიავებული თმა

თმის გაუფერულება არა მხოლოდ აშორებს მას პიგმენტს, არამედ ის ანადგურებს ცხიმოვან მჟავებს თმის ღეროში, ხდის მას მშრალსა და მტვრევადს. გაუფერულების პროცესის დროს თმაზე მიყენებული ზიანი შეუქცევადია, მაგრამ არსებობს გზები, რომ თმა უფრო გააჯანსაღოთ და მორჩილი გახადოთ. ამისთვის გთავაზობთ გარკვეულ რჩევებს.

არ დაიბანოთ თმა გაღიავებიდან პირველი 24-48 საათის განმავლობაში. გაუფერულების შემდეგ თმა ძალიან მშრალია, ამიტომ ეცადეთ, შამპუნი არ გაიკაროთ. ასევე, შეეცადეთ არ დაიბანოთ თმა დიდხანს. თუმცა შეგიძლიათ ჩამოიბანოთ თმა წყლით და წაისვათ თმის ბალზამი.

მარტივი ჩამობანის ნაცვლად გამოიყენეთ თმის მკვებავი კოსმეტიკა. თმის დაბანამდე თმაზე წაისვით ნიღაბი ან თმის ზეთი. გაიჩერეთ 3-დან 5 წუთამდე და შემდეგ ჩამოიბანეთ. დაიბანეთ თმა შამპუნით. შეიფუთეთ თმა ცხელი ზეითუნის ან ქოქოსის ზეთით. ავოკადოს ზეთიც იმუშავებს. ცხელი შეფუთვა საშუალებას გაძლევთ უფრო კარგად დაიტენიანოთ თმა.

 

გამოიყენეთ კონდიციონერი თქვენი თმის დასატენიანებლად. გამოიყენეთ კონდიციონერი შხაპის მიღების შემდეგ. ეს ხვეულ თმას უფრო მოწესრიგებულს გახდის.

ფრთხილად მოეპყარით სველ თმას. სველი თმა განსაკუთრებით მიდრეკილია დაზიანებისკენ, ამიტომ არასოდეს დაივარცხნოთ, სანამ ბოლომდე არ გაშრება. ასევე, ფრთხილად იყავით თმის პირსახოცით გაშრობისას. ნაზად შეიმშრალეთ სველი თმა რბილი მიკროფიბერის პირსახოცით. თუ რბილი პირსახოცი არ გაქვთ, შეგიძლიათ ძველი მაისურით გაიმშრალოთ.

შეეცადეთ რეგულარულად მოიჭრათ გაყოფილი ბოლოები. სთხოვეთ თქვენს სტილისტს, რომ მოგაშოროთ გაყოფილი ბოლოები. გაყოფილი ბოლოები იყოფა რამდენიმე ნაწილად. ზოგჯერ თმა იშლება არა მხოლოდ ბოლოებში, არამედ მთელ სიგრძეზე, შედეგად, თმის მთელი მასა ხდება მშრალი და მტვრევადი. თუ გაყოფილ ბოლოებს დროულად მოაჭრით, ამით თავიდან აიცილებთ თმის მთლიან დაზიანებას.

#drpkhakadze

წყარო

 

ყველაზე გავრცელებული კანის პრობლემები ზაფხულში

0
{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":["local"],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{"transform":1},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":true,"containsFTESticker":false}

ზაფხულში კანის პრობლემები აქტიურად იჩენს თავს. არსებობს მრავალი ფაქტორი, რაც ზაფხულში კანს აზიანებს.

ზაფხულში კანის გავრცელებული პრობლემებია:

აკნეს გამონაყარი – როდესაც ოფლი კანზე არსებულ ბაქტერიებს ერევა, ეს იწვევს ფორების დახშობას, თუ გაქვთ აკნესკენ მიდრეკილი კანი. ჩნდება გამონაყარი.

მშრალი, გაღიზიანებული კანი – როდესაც გარეთ ჰაერი ცხელი და ნოტიოა, კვლავ შეიძლება გქონდეთ მშრალი გაღიზიანებული კანი. ყველაზე დიდი გამომწვევი მზეზე, აუზსა და კონდიციონერთან დროის გატარებაა. თუ ტენიანობის მიუხედავად თქვენი კანი შრება: მიიღეთ შხაპი აუზიდან გასვლისთანავე, სუფთა წყალი და რბილი გამწმენდი დადებითად მოქმედებს კანზე, წაისვით მზისგან დამცავი საშუალება გარეთ გასვლამდე, გამოიყენეთ ისეთი მზისგან დამცავი, რომელიც გთავაზობთ ფართო სპექტრის დაცვას, SPF 30 და მეტი, გამოიყენეთ მსუბუქი გამწმენდი კანის დასაბანად, მიიღეთ შხაპი თბილ და არა ცხელ წყალში, გამოიყენეთ დამატენიანებელი.

ფოლიკულიტი – არის ინფექცია, რომელიც თმის ფოლიკულებში წარმოიქმნება. ფოლიკულიტი გარეგნულად აკნეს გავს, მაგრამ მისი გამონაყარი ხშირად ბევრად მგრძნობიარეა. ეს პრობლემა ზაფხულში ძალიან გავრცელებულია, რადგან ფორების დახშობისას ბაქტერიები ოფლიან კანზე მრავლდებიან.

სიცხის გამონაყარი – საოფლე ჯირკვლების დაკეტვის შედეგად, ოფლი ვერ გამოიყოფა და ის გროვდება კანქვეშ, რაც იწვევს გამონაყარს, ქავილს. ჭარბი ოფლიანობის შემცირება დაგეხმარებათ რისკის შემცირებაში.

რეკომენდაციები : 

ატარეთ ბამბისგან დამზადებული მსუბუქი, თავისუფალი ტანსაცმელი;

ივარჯიშეთ ღია ცის ქვეშ დღის ყველაზე გრილ დროს;

მიიღეთ გრილი შხაპი.

#drpkhakadze

წყარო

ვარდის წყალი – სილამაზის საიდუმლო

0
{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":["local"],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{"transform":1},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":true,"containsFTESticker":false}

რომაელებს სჯეროდათ, რომ ვარდის წყალი ეხმარებოდა სხვადასხვა დაავადების განკურნებაში და კლეოპატრას სილამაზის ერთ-ერთი საიდუმლო იყო ვარდის წყლით სახის დაბანა.

კანის მოვლისთვის კარგია ვარდის და ყვავილოვანი ტუალეტის წყლის გამოყენება (ლოსიონებში, კრემებში და სახის ტონერად). ვარდის წყალი ატენიანებს, კვებავს კანს და თმას. ვარდის წყალი განსაკუთრებით კარგია სიმშრალისკენ მიდრეკილი კანისთვის.

როგორ მოვამზადოთ ვარდის წყალი? 

შეაგროვეთ ვარდის ფურცლები ბაღიდან, როდესაც დააპირებთ ვარდის წყლის მომზადებას. ვარდები უნდა გაიზარდოს სინთეზური პესტიციდების ან სხვა საშიში ქიმიკატების გამოყენების გარეშე. ვარდის ფურცლები მოათავსეთ განიერ ტაფაზე, რამდენიმე ფენად. შეავსეთ ვარდის ფურცლები წყლით, სანამ წყალი არ დაფარავს მათ. ამის შემდეგ მიჰყევით ინსტრუქციებს.

1 ვარიანტი

ცარიელი თასი ან დაბალი შუშის ქილა მოათავსეთ ტაფის ცენტრში ისე, რომ წყლის დონიდან რამდენიმე სანტიმეტრით მაღლა იყოს. ტაფას დააფარეთ ამობრუნებული თავსახური, შემდეგ ორთქლი დაგროვდება სახურავზე და დაიწევს ქვემოთ, ხოლო კონდენსაცია (ვარდის წყალი) ტაფის ამობრუნებული სახურავიდან პირდაპირ თასში ჩაედინება.

ვარდის ფურცლებიანი წყალი გააცხელეთ ადუღებამდე. როდესაც წყალი ადუღდება, ცეცხლს დაუწიეთ და ტაფის ამობრუნებულ სახურავზე დაყარეთ ყინულის კუბიკები. ვარდის ფურცლებიანი წყალი ადუღეთ დაბალ ცეცხლზე დაახლოებით ერთი საათის ან მეტი ხნის განმავლობაში. პერიოდულად დაამატეთ ყინულის კუბიკი და დიდხანს არ ადუღოთ (საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ დაამატოთ მეტი წყალი). მზა ვარდის წყალი გროვდება თასში პროცესის ბოლოს.

2-ე ვარიანტი

ტაფას დააფარეთ თავსახური (არა თავდაყირა, ჩვეულებისამებრ) და დადგით გაზზე. ვარდის ფურცლებით წყალი ადუღებამდე არ მიიყვანოთ, დაუწიეთ ცეცხლს და გააჩერეთ წყალი ამ მდგომარეობაში, სანამ ვარდის ფურცლები ფერს არ დაკარგავენ (ამას შეიძლება ნახევარი საათიდან ერთ საათამდე დასჭირდეს). შემდეგ გამოწურეთ წყალი ფურცლებიდან. დაუყოვნებლივ ჩაასხით წინასწარ მომზადებულ სტერილიზებულ ბოთლში, მჭიდროდ დაახურეთ თავსახური და შეინახეთ მაცივარში ან გრილ, ბნელ ადგილას. სახლში მომზადებული ბუნებრივი ვარდის წყალი სათანადოდ შენახვისას შესანიშნავად ინარჩუნებს სუნს, ფერს და გემოს ერთ წლამდე ან უფრო მეტხანს.

#drpkhakadze

წყარო

 

როგორი წარბის ფორმა შევარჩიოთ- თანამედროვე ტენდენციებისა და სახის ოვალის გათვალისწინებით

0
{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":["local"],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{"transform":1},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":true,"containsFTESticker":false}

თუკი წარბების ფორმა თანამედროვე მოდის მოთხოვნებს არ შეესაბამება, შესაძლებელია მისი კორექცია.

თავდაპირველად, საჭიროა წარბების ბუნებრივი ფორმის შესწავლა.

სასურველია კონტურული ფანქრის მეშვეობით რამდენიმე ცდის ჩატარება. წარბის შეფერილობის შესარჩევად შავი, ყავისფერი, ნაცრისფერი ან მუქი შინდისფერი ფანქრები გამოიყენება. ამავე დროს, შესაძლებელია, მაკიაჟის მეშვეობით წარბების დამოკლება, დაგრძელება, დაწვრილება ან გასქელება და ამდენად, სასურველი ფორმის მიღება.

მაგრამ ამ პროცედურის დაწყებამდე აუცილებელია, ქალმა წინასწარ იცოდეს, სახელდობრ რა უნდა გააკეთოს. შეერთებული წარბები სახეს პირქუშ გამომეტყველებას ანიჭებს და თითქოს ავიწროებს; ძლიერ დაშორებული კი ფართო სახის ვიზუალურ ეფექტს იძლევა.

გრძელი, ოდნავ მორკალული წარბები ასაკს მატებს და სახეს მკაცრ იერს სძენს.

მაღლა აზიდული, მორკალული წარბები ადამიანს არაბუნებრივ, გაკვირვებულ გამომეტყველებას ანიჭებს; ხოლო დაბალი, თვალებთან ახლოს განლაგებული წარბები გაბრაზებულ იერს აძლევს.

მრგვალი პირისახის მქონე ქალმა წარბებს მორკალული ფორმა არ უნდა მისცენ, რადგან ამგვარი კონტური სახეს კიდევ უფრო “ამრგვალებს”. უმჯობესია, წარბებს მაქსიმალურად აღმავალი ფორმა მიეცეს ან მხოლოდ ბოლოებში მომრგვალდეს.

ოვალურ სახეს ყველაზე მეტად წარბის სწორი ხაზი უხდება.

წარბების ფორმის მეშვეობით ცხვირის ზოგიერთი ნაკლის “გამოსწორებაც” შეიძლება. ვისაც მსხვილი ცხვირი აქვს, წარბები ერთმანეთს ოდნავ უნდა დააშოროს. ამის შედეგად ცხვირი უფრო თხელი გამოჩნდება.

შეღებვამდე წარბები ლოსიონით ან სხვა კოსმეტიკური საშუალებით უნდა გაიწმინდოთ. ამის შემდეგ, ფუნჯის მეშვეობით, ნელ-ნელა დაიწყეთ საღებავის წასმა წარბის დაბოლოებიდან ცხვირის ფუძისკენ. ღებვის დასრულებისას, საღებავი ჯერ მშრალი, შემდეგ კი საპნიანი ტამპონით მოიცილეთ და კანი თბილი წყლით, ფრთხილად დაიბანეთ.

#drpkhakadze

წყარო

 

 

როგორ მოვუაროთ ცხვირის პირსინგს

0

როგორ მოვუაროთ ცხვირის პირსინგს რათა ავიცილოთ დისკომფორტი და თანმდევი პრობლემები გაიგებთ სტატიაში

გაასუფთავე შენი პირსინგი დღეში ორჯერ, დილით და ღამე ძილის წინ. თუ შენი კანი განსაკუთრებით მგრძნობიარეა მაშინ ერთხელ.

დაიბანეთ ხელები ანტიბაქტერიული საპნით, დარწმუნდით, რომ სუფთა ხელები გაქვთ.

აიღეთ ბამბის პატარა ნაჭერი, დაასველეთ ის სპეციალური მარილის ხსნარით (ისინი იყიდება ტატუს სალონებში და აფთიაქებში) ან 1/2 სუფრის კოვზი მარილი გახსენით წყალში და ისე დაალბეთ ბამბა.

ნაზად დაზილეთ მარლით (ბამბით) პირსინგი, ასევე თქვენი ცხვირის ნესტო, ორივე მხრიდან. არ ამოძრაოთ პირსინგი ძალიან ამან შეიძლება გაღიზიანება გამოიწვიოს.

გაიმშრალეთ დასველებული ადგილი სუფთა (სტერილური) ქაღალდით ან ნაჭრით.

არასოდეს  გამოიყენოთ სპირტი, ჩაის ნაყენი, ბეტადინი ესენი აღიზიანებენ ნაზ კანს და აუხეშებენ.  ყოველთვის გამოიყენე ახალი ბამბა. როდესაც ისუფთავებ გარედან იმ ბამბით აღარ გაისუფთავო ნესტოს შიგნით, ასევე პირიქით.

#dpkhakadze

წყარო

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.