ორშაბათი, დეკემბერი 2, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგირით განსხვავდება დეოდორანტი და ანტიპერსპირანტი ერთმანეთისაგან?

რით განსხვავდება დეოდორანტი და ანტიპერსპირანტი ერთმანეთისაგან?

დეოდორანტს და ანტიპერსპირანტს დღეს რეგულარულად მოიხმარენ ქალებიც და მამაკაცებიც, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ეს ორი პროდუქტი ერთმანეთისგან განსხვავდება. არსებობს მოსაზრებაც, რომ დეოდორანტი და ანტიპერსპირანტი ზრდის ძუძუს კიბოს განვითარების რისკს, ამიტომ ბევრი თავს იკავებს მათი მოხმარებისგან.

სინამდვილეში ანტიპერსპირანტი ბლოკავს საოფლე ჯირკვლების მოქმედებას და აჩერებს ოფლის გამოყოფას, დეოდორანტი კი ახშობს უსიამოვნო სუნს, რომელიც კანზე ადამიანის მიკროფლორის შემადგენელი ბაქტერიების გამრავლების შედეგად ჩნდება.

მაშინ როდესაც დეოდორანტი კოსმეტიკურ პროდუქტად განიხილება, ანტიპერსპირანტი კლასიფიცირდება როგორც სამედიცინო ნაწარმი, ამიტომ მის წარმოებას აშშ-ში სურსათისა და მედიკამენტების უსაფრთხოების სამსახური (FDA) აკონტროლებს.

ანტიპერსპირანტი მანამდე უნდა დაიტანოთ კანზე, სანამ ოფლის გამოყოფა დაიწყება. სხვა შემთხვევაში ის ეფექტურად ვერ შეაკავებს პროცესს.

ანტიპერსპირანტი ყველაზე ეფექტურია სუფთა, მშრალ კანზე დატანისას. თუ მას დილით, შხაპის მიღებისთანავე დაიტანთ, კანი შესაძლოა ჯერ კიდევ ნოტიო იყოს და პროდუქტი კარგად ვერ შეიწოვოს.

რაც შეეხება დეოდორანტს, ის შეიცავს ანტიბაქტერიული მოქმედების ინგრედიენტებს, რომლებიც ხელს უშლის კანზე ბაქტერიების გამრავლებას. ის ორ ეტაპად მოქმედებს: პირველ ეტაპზე ამცირებს იმ მიკრობების რაოდენობას, რომლებიც უსიამოვნო სუნს იწვევს, მომდევნოზე კი თავად ოფლის სუნს ნიღბავს და სასიამოვნოდ ცვლის.

დეოდორანტიც და ანტიპერსპირანტიც უსაფრთხოდაა მიჩნეული, მაგრამ ისეთი ინგრედიენტები, როგორებიცაა ალუმინი და პარაბენები, რომლებსაც ზოგიერთი პროდუქტი შეიცავს, ნამდვილად არასასურველია ჯანმრთელობისთვის, ამიტომ დღესდღეობით აქტიურად მიმდინარეობს უფრო ჯანსაღი და ბუნებრივი ინგრედიენტებით მათი ჩანაცვლება.

თუ ალერგიული ხართ, ყურადღებით წაიკითხეთ ინგრედიენტების ჩამონათვალი – ის ანტიპერსპირანტები და დეოდორანტები, რომლებიც სურნელის გამომყოფ ინგრედიენტებს შეიცავს, ხშირად გვევლინება ალერგიული კონტაქტური დერმატიტის რისკფაქტორებად, ამიტომ სასურველია იცოდეთ, რომელი ნივთიერებები შედის ამ პროდუქტების შემადგენლობაში და რამდენად საშიშია ისინი თქვენი ჯანმრთელობისთვის.

წყარო: https://www.aversi.ge/

#drpkhakadze  #shenisilamaze  #gochadze 

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
ევროპის 9 საუკეთესო ფლი მარკეტი

ევროპის 9 საუკეთესო ფლი მარკეტი

28 November, 2024
ულტრაბგერითი საშუალების გამოყენება ფსორიაზული ართრიტის  დროს: რა როლი აქვს მას?

ულტრაბგერითი საშუალების გამოყენება ფსორიაზული ართრიტის  დროს: რა როლი აქვს მას?

ნოემბერი 29, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
როგორ შევქმნათ საახალწლო გარემო ჩვენს ოჯახში

როგორ შევქმნათ საახალწლო გარემო ჩვენს ოჯახში

დეკემბერი 1, 2024
გურჯაანელმა მოსწავლეებმა მოწყობილობა შექმნეს, რომელიც ყვავილის მტვერს ავტომატურად აგროვებს

გურჯაანელმა მოსწავლეებმა მოწყობილობა შექმნეს, რომელიც ყვავილის მტვერს ავტომატურად აგროვებს

ნოემბერი 29, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში 29 ნოემბრიდან გამოიდარებს

სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში 29 ნოემბრიდან გამოიდარებს

ნოემბერი 29, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
სამარხვო ბაჟე საახალწლო სუფრისთვის

სამარხვო ბაჟე საახალწლო სუფრისთვის

დეკემბერი 1, 2024
როგორ აღინიშნება ახალი წელი ამერიკაში

როგორ აღინიშნება ახალი წელი ამერიკაში

1 დეკემბერი 2024
,,მსხვერპლნი” — სპექტაკლის პრემიერა რუსთაველის ეროვნულ თეატრში

,,მსხვერპლნი” — სპექტაკლის პრემიერა რუსთაველის ეროვნულ თეატრში

ნოემბერი 30, 2024
ბათუმმა კიდევ ერთი ტურიზმის ე.წ. “ოსკარი” მოიპოვა

ბათუმმა კიდევ ერთი ტურიზმის ე.წ. “ოსკარი” მოიპოვა

ნოემბერი 30, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
spot_img

ბოლო სიახლეები