ნარკოლოგის გაფრთხილება ფსიქოზის რისკებისა და ნივთიერებების საშიშროების შესახებ

„არ ვიცი რით გარდაიცვალა ის ბავშვი. არ მოიხმაროთ უცნობი ნივთიერება!“ – ნარკოლოგის საგანგაშო მიმართვა

ირინა დათაშვილი
ირინა დათაშვილი - მთავარი რედაქტორი
1 წუთიანი წაკითხვა
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

ცნობილი ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე საზოგადოებას აფრთხილებს.

„არ ვიცი რით გარდაიცვალა ის ბავშვი… ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას.

ფენტანილზე დავწერე 100-ჯერ და ახალს ვერაფერს ვიტყვი…

არ მოიხმაროთ უცნობი ნივთიერება! მძიმე სინთეტიკური ნარკოტიკების ეპოქაა და ერთი მოხმარებაც შეიძლება სიკვდილით დამთავრდეს!

- Advertisement -
Ad imageAd image

შეცვალეთ კანონი! მომხმარებელსა და დამოკიდებულ ადამიანებს კი ნუ დასდევთ და უმწარებთ ცხოვრებას, არამედ დაეხმარეთ და იზრუნეთ მათზე.

ზიანის შემცირებას მიხედეთ! ზიანი შეამცირეთ რაც ნარკოტიკს მოაქვს! ქაღალდზე კი არა – რეალობაში გააკეთეთ რამე…

ინფორმაცია გაავრცელეთ ახალგაზრდებში – რა ნარკოტიკებია და რა საფრთხე ელით მათი მოხმარებისას.

შექმენით ადრეული შეტყობინების სისტემა !!!

ჩაატარეთ კვლევა რა ნარკოტიკია შავ ბაზარზე!

- Advertisement -
Ad imageAd image

გახსენით ინტოქსიკაციური ფსიქოზების მწვავე განყოფილება დიდ ქალაქებში, სადაც რეანიმატოლოგები, ფსიქიატრები და ნარკოლოგები იმუშავებენ!

სასწრაფო დახმარებას ჩაუტარეთ ტრენინგები-ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებებით გამოწვეული მდგომარეობა როგორ მართონ!

და ასე შეიძლება გავაგრძელო ძალიან დიდხანს იმ პრობლემებზე, რაც დარგშია, უბრალოდ დაწერის აზრსაც ვერ ვხედავ.

იმდენია დღეს ამ დარგში ექსპერტი, გადაწყვეტილების მიმღები და მკურნალი ექიმი,რომ თვლაც ამერია და უამრავი სხვადასხვა პროფესიის ექიმი, რომლებიც დაჟინებული მზერით და კიდევ კაცმა არ იცის რა მეთოდებით მკურნალობენ ადამიანებს… ასე რომ, მე ჯობია სხვა  სფეროში გადავიდე,“ – წერს ზურა სიხარულიძე.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). „არ ვიცი რით გარდაიცვალა ის ბავშვი. არ მოიხმაროთ უცნობი ნივთიერება!“ – ნარკოლოგის საგანგაშო მიმართვა. 31 იანვარი, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%90%e1%83%a0-%e1%83%95%e1%83%98%e1%83%aa%e1%83%98-%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%97-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%93%e1%83%90%e1%83%98%e1%83%aa%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%90/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  ლამაზი სხეული, ლამაზი სულის გამოძახილია
გაუზიარეთ ეს სტატია
მთავარი რედაქტორი
მთავარი რედაქტორი — ქალის ჯანმრთელობა და სიახლეები. აშუქებს ჰორმონულ ჯანმრთელობას, ორსულობასა და პროფილაქტიკას, ინტერვიუებს ექიმებთან და ინდუსტრიის სიახლეებს.
კომენტარები ჯერ არ არის