ღამით საწოლის მახლობლად დადგმული ჭიქა წყალი

გაიგეთ რატომ უნდა დადგათ საწოლთან ღამით ერთი ჭიქა წყალი.

ირინა დათაშვილი
ირინა დათაშვილი - მთავარი რედაქტორი
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

ბავშვობაში რომ სწორად დაგვეცვა წყლის მიღების რეჟიმი, ამდენი პრობლემა ჯანმრთელობის მხრივ ალბათ არ გვექნებოდა. სასმელი წყლის ღირებულება ყველასთვის ცნობილია, მაგრამ საჭიროა ვიცოდეთ როდის და როგორ მივიღოთ. გაიგეთ როდის უნდა დალიოთ წყალი, რომ ის სასარგებლო იყოს თქვენი ჯანმრთელობისთვის.

გაღვიძებისთანავე ორი ჭიქა აფხიზლებს ორგანიზმს. საკვების გადამუშავებას ხელს უწყობს კვებამდე 30 წუთით ადრე ერთი ჭიქა წყლის დალევა. სიცრუეა, რომ წყალი იწვევს კუჭის მჟავიანობის მომატებას და საკვების შეწოვას ხელს უშლის. პირიქით, საჭმლის მონელება აქტიურდება წყლის დახმარებით.

აუცილებელია წყლის დალევა აბაზანის მიღებამდე. ეს იწვევს არტერიული წნევის შემცირებას, ეს ძირითადად ეხებათ ჰიპერტონიკებს.

საღამოს წყლის დალევა კარგია გულისთვის და ეს ამცირებს ინსულტის საშიშროებას.

ძილის წინ კარგია მშვიდი ძილისთვის და თავიდან აიცილებთ კუნთების დაჭიმულობას. დაადგინეს, რომ დეჰიდრატაცია იწვევს ღამით კუნთების კრუნჩხვებს.

ვარჯიშამდე დალიეთ მინიმუმ ორი ჭიქა წყალი, ვარჯიშის დროს გამოიყოფა ოფლი და ორგანიზმი კარგავს სითხეს. თუ წინასწარ მიაწვდით მას დაიცავთ დეჰიდრატაციისგან.

მნიშვნელოვანია ასევე ყავის შემდეგ წყლის დალევა, ამბობენ, რომ ყავა იწვევს წნევის მომატებას, ეს სახიფათოა ჰოპერტონიკებისთვის. წყალი გაანეიტრალებს ყავის მოქმედებას და მწვავედ არ იქნება გამოხატული წნევის მატება. ამის გარდა ყავის შემდეგ წყალი დაგიცავთ კბილის ემალის დაზიანებისგან. თუ თქვენ გაწუხებთ ყაბზობა, მიიღეთ ჩვეულებრივზე მეტი რაოდენობის წყალი.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია,  ღამით წყლის დალევა მოხუცებულ ადამიანებში – ეს ხელს შეუწყობს გულს, უკეთესად გაუმკლავდეს დატვირთვას, ღამის არითმიებს და სხვა პრობლემებს.

ეს მხოლოდ რჩევებია, რომლებსაც მხოლოდ პოზიტიური ჩვენებები აქვს, მაგრამ ყველაფერი მაინც ინდივიდუალურია.

ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის არ დაგავიწყდეთ მარტივი წესი: ჭამეთ და სვით გონებით და არა თვალით!

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). გაიგეთ რატომ უნდა დადგათ საწოლთან ღამით ერთი ჭიქა წყალი.. 21 აგვისტო, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%92%e1%83%90%e1%83%98%e1%83%92%e1%83%94%e1%83%97-%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%9b-%e1%83%a3%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%93%e1%83%92%e1%83%90%e1%83%97/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  ნაწლავის ბაქტერიები ხელს უწყობენ გულის აღდგენას ინფარქტის შემდეგ
გაუზიარეთ ეს სტატია
მთავარი რედაქტორი
მთავარი რედაქტორი — ქალის ჯანმრთელობა და სიახლეები. აშუქებს ჰორმონულ ჯანმრთელობას, ორსულობასა და პროფილაქტიკას, ინტერვიუებს ექიმებთან და ინდუსტრიის სიახლეებს.
1 კომენტარი