პარასკევი, ივნისი 26, 2026
- Advertisement -
Google search engine

მსოფლიოს ახალი სილამაზის დედოფალი ჰყავს

0
#image_title

გაიცანით ახალი  მსოფლიოს სილამაზის დედოფალი

მსოფ­ლი­ოს ახა­ლი სი­ლა­მა­ზის დე­დო­ფა­ლი და­ნი­ე­ლი მო­დე­ლი, “მის და­ნია”, ვიქ­ტო­რია კიერ თე­ილ­ვი­გი გახდა, კონ­კურ­სი ამ­ჯე­რად მექ­სი­კა­ში გა­ი­მარ­თა და ეს იყო ის­ტო­რი­ა­ში რი­გით 73-ე და­ჯილ­დო­ე­ბა.

ვიქ­ტო­რია მო­დე­ლის გარ­და მო­ცეკ­ვა­ვეა და ცეკ­ვა­ში ევ­რო­პი­სა და მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტე­ბის მო­ნა­წი­ლეა. რო­გორც მე­დია წერს, მა­ყუ­რე­ბე­ლი თა­ვი­სი გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი ხა­სი­ა­თით და მჭევ­რმე­ტყვე­ლე­ბით მო­ხიბ­ლა.

მო­დე­ლი პრო­ფე­სი­ით ად­ვო­კა­ტიც არის, იცავს ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის უფ­ლე­ბებს, ასე­ვე არის ცხო­ველ­თა უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი. მისი გა­მარ­ჯვე­ბა მა­გა­ლი­თია იმი­სა, რომ სი­ლა­მა­ზე ბევ­რად მე­ტია, ვიდ­რე გა­რეგ­ნო­ბა და სი­ლა­მა­ზე შე­იძ­ლე­ბა ბევ­რად უფრო ღრმა ცნე­ბა იყოს.

ვიქ­ტო­რია 21 წლი­საა და ასეთ პა­ტა­რა ასაკ­ში უკვე გახ­და მო­ტი­ვა­ცია არა­ერ­თი ქა­ლის­თვის.

“არას­დროს შე­წყვი­ტოთ ბრძო­ლა, რა­საც უნდა აკე­თებ­დეთ, მუ­დამ იბ­რძო­ლეთ, იცო­დეთ, რომ ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­გი­ვათ”, – ასე მი­მარ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბას “მის სამ­ყა­როს” გა­მარ­ჯვე­ბულ­მა.

#drpkhakadze #pitskhelauri

https://shenipositive.ge/  https://shenisilamaze.ge/

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

მე­რილ სტრი­პი შეყ­ვა­რე­ბუ­ლია და ის კო­ლე­გას, კო­მი­კოს მსა­ხი­ობს, მარ­ტინ შორ­ტს ხვდე­ბა.

0
#image_title

ყვითელი პრესის ცნობით მერილ სტრიპი  შეყვარებულია

მერილ სტრი­პი  მას დონ გა­მერ­თან 45-წლი­ა­ნი ქორ­წი­ნე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ და­უ­ახ­ლოვ­და. მე­რი­ლი და მარ­ტი­ნი “ოქ­როს გლო­ბუ­სის” და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ას ერ­თად და­ეს­წრნენ, გვერ­დიგ­ვერდ ის­ხდნენ და ფო­ტო­ე­ბის­თვი­საც ერ­თად იპო­ზი­ო­რეს. მე­რილ სტრი­პი 74 წლი­საა, ხოლო მარ­ტი­ნი 73 წლის.

მე­რილ­მა მარ­ტი­ნი, შარ­შან, ამე­რი­კუ­ლი ტე­ლე­სე­რი­ა­ლის Only Murders in the Building-ის გა­და­ღე­ბებ­ზე გა­იც­ნო. წყა­როს თქმით, მე­რილ­სა და მარ­ტინს ერ­თმა­ნე­თის კამ­პა­ნი­ა­ში ყოფ­ნა ძა­ლი­ან სი­ა­მოვ­ნებთ და კარ­გა­დაც ეწყო­ბი­ან.

მას შემ­დეგ, რაც მე­რი­ლის გან­ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­და, ისიც გა­ცხად­და, რომ ის და მისი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე, დონ გა­მე­რი, ბოლო 6 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­შო­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გაჩ­ნდა სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბიც, რომ მათი და­შო­რე­ბის შე­სა­ხებ ამ­ბის გავ­რცე­ლე­ბა იმას უკავ­შირ­დე­ბო­და, რომ მე­რილ­მა ახა­ლი პარტნი­ო­რი იპო­ვა.

#drpkhakadze #pitskhelauri

https://shenipositive.ge/  https://shenisilamaze.ge/

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

ცნობილი ქალბატონები რომლებმაც ასაკი დაამარცხეს

0
#image_title

წარმოგიდგენთ ცნობილ ქალბატონებს, რომლებმაც ასაკი დაამარცხეს

ასაკი მხოლოდ ციფრებია – ეს მხოლოდ შინაგან განწყობას არ ეხება. ბევრისთვის ასაკის მატება მხოლოდ ფიზიკურ დაბერებას გულისხმობს, ამიტომაცაა, რომ ვარსკვლავები უამრავ თანხას ხარჯავენ სხვადასხვა პროცედურაში.

კინო ნოვაკი

ნოვაკმა კინოკარიერა 1954 წელს Columbia Pictures– თან კონტრაქტის ხელმოწერის შემდეგ დაიწყო, როდესაც მონაწილეობა მიიღო უამრავ ფილმში, მათ შორის Picnic (1955), The Man with the Golden Arm (1955) and Pal Joey (1957).

სოფი ლორენი

იტალიელი თეატრის და კინოს მსახიობი, ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოს – ოსკარის მფლობელი, საყოველთაოდ აღიარებული როგორც იტალიური კინოს საუკეთესო მსახიობი.

ურსულა ანდერსი

შვეიცარიელი მსახიობი, ყოფილი მოდელი და სექს-სიმბოლო, რომელიც თამაშობდა ამერიკულ, ბრიტანულ და იტალიურ ფილმებში. 1962 წელს მონაწილეობა მიიღო პირველ ფილმში ჯეიმზ ბონდის შესახებ „დოქტორი ნოუ“, სადაც შეასრულა „ბონდის გოგოს“ — ჰონი რაიდერის როლი.

#drpkhakadze #pitskhelauri

https://shenipositive.ge/  https://shenisilamaze.ge/

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

ვარსკვლავური კოსტიუმები -რომლებიც შეიძლება ახალი წლის ღამის სამოსის ინსპირაცია გახადოთ

0
#image_title

სხვადასხვა პრესტიჟული ღონისძიებისა და დაჯილდოებისათვის ვარსკვლავები, როგორც წესი, განსაკუთრებით ემზადებიან და მართლაც ვარსკვლავური სამოსი აცვიათ. 

ვარსკვლავური ლუქის შესაქმნელად დახმარებისთვის სტილისტებს მიმართავენ, საგანგებოდ არჩევენ ტანსაცმელს, ვარცხნილობას, მაკიაჟს და სურთ, გამორჩეულად გამოიყურებოდნენ. მართლაც, ხშირად ისინი შესანიშნავად გამოიყურებიან და იმდენად საინტერესო კაბები აცვიათ, რომ შესაძლოა, შთაგონებისთვის ჩვენც გამოვიყენოთ.

ახალი წელი გვიახლოვდება. გოგონები მხიარული შეკრებებისთვის, წვეულებებისა და კორპორატიული საღამოებისათვის ემზადებიან. ამიტომაც, სადღესასწაულო სამოსზე ფიქრს წინასწარ იწყებენ. დღეს ვარსკვლავების გამორჩეულ კაბებს გაჩვენებთ, რომლებიც შესაძლოა წლის ყველაზე ჯადოსნური საღამოსათვის თქვენთვის ინსპირაცია აღმოჩნდეს:

#image_title

#drpkhakadze #pitskhelauri

https://shenipositive.ge/  https://shenisilamaze.ge/

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

ვიქტორია ჩერეტი -გზა წარმატებისკენ

0
#image_title

ვიტორია ჩერეტი (Vittoria Ceretti) არის იტალიელი ტოპ-მოდელი, რომელმაც მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში თავისი უნიკალური გარეგნობითა და სტილით სახელი გაითქვა. 

ვიქტორია ჩერეტი მისი ბიოგრაფია და კარიერული გზა უამრავი ადამიანის შთაგონების წყარო გახდა მოდის სამყაროში.

ვიტორიას კარიერა 2012 წელს დაიწყო, როდესაც მონაწილეობა მიიღო მოდელთა კონკურსში Elite Model Look. ეს კონკურსი მისთვის კარიერული ნახტომის საწყისი წერტილი გახდა. მალევე მან Elite Model Management-თან კონტრაქტზე მოაწერა ხელი, რამაც კარიერაში გზა გაუხსნა.

მისი პირველი მნიშვნელოვანი გამოჩენა იყო იტალიური Vogue-ის ფოტოსესიაში, რასაც მოჰყვა უამრავი სხვა ფოტოსესია წამყვან მოდის სახლებთან, როგორებიცაა: Dolce & Gabbana, Prada, Versace, და Fendi.

ვიტორია ჩერეტი ხშირად მუშაობს ისეთ ცნობილ დიზაინერებთან – კარლ ლაგერფელდსა და რაფ სიმონსთან. მისმა უნიკალურმა გარეგნობამ და პროფესიონალიზმმა Chanel, Valentino, Max Mara და Givenchy-ის სახედ აქცია.

ვიტორია აქტიურად მონაწილეობს ეკოლოგიურ და სოციალურ კამპანიებში. მას სჯერა, რომ მოდის ინდუსტრიამ უნდა შეუწყოს ხელი მდგრად განვითარებას და გარემოს დაცვას. ის ხშირად საუბრობს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და ცდილობს, ყურადღება მიაპყროს ამ საკითხებს მოდის სამყაროში.

#drpkhakadze #pitskhelauri

https://shenipositive.ge/  https://shenisilamaze.ge/

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

ინტერვიუ ცნობილ მევიოლინე ბელა მახარაძესთან, რომელიც 18 დეკემბერს საქართველოში საქველმოქმედო კონცერტს გამართავს

0
#image_title

მედიაჰოლდინგი ,,შენი,, გთავაზობთ ინტერვიუს ცნობილ მუსიკოს ბელა მახარაძესთან, რომელიც წლებია, გერმანიაში ცხოვრობს და 18 დეკემბერს საქართველოში საქველმოქმედო კონცერტს მართავს ✨️

 ბელა ბერკემერ-მახარაძე, გერმანიაში მოღვაწე წარმატებული მევიოლინეა,  რომელიც თავის მუსიკოს მეუღლესთან უვე ბერკემერთან ერთად 24 წელია, ემსახურება ქართული კულტურის პოპულარიზაციას უცხოეთში.

მრავალი ტიტულისა და ჯილდოს მქონე მუსიკოსმა, თავის მეუღლესთან ერთად 2 წლის წინ გერმანიაში, კერძოდ, ქალაქ იბბენბიურენში, დააარსა მუსიკალური აკადემია. ის ასევე გახლავთ ქველმოქმედი, რომელიც აკეთებს ქართულ საქმეს და ეხმარება გაჭირვებულ ოჯახებს.

საქველმოქმედო კონცერტის შესახებ, რომელიც დეკემბერში გაიმართება, შეიტყობთ ინტერვიუდან:

– მე გახლავართ გერმანიაში მოღვაწე ქართველი მევიოლინე, ბელა ბერკემერი-მახარაძე. უკვე 24 წელია ვცხოვრობ გერმანიაში. აქ გავთხოვდი, ჩემი მეუღლე არის კომპოზიტორი, დირიჟორი და პიანისტი უვე ბერკემერი. უკვე 24 წელია, ჩვენ ერთობლივად ვატარებთ კონცერტებს. არა მხოლოდ გერმანიასა და საქართველოში, არამედ ევროპის მრავალი ქვეყნის მასშტაბით. ამ ბოლო დროს ხშირად მიწევს კონცერტების დამოუკიდებლად ჩატარება, რადგან ჩემს მეუღლეს ჯანმრთელობა ხელს არ უწყობს.

რომელი წლიდან ეზიარეთ მუსიკას?

– 5 წლის ვიყავი, როდესაც პირველად  ვეზიარე მუსიკას სოფელ ნატანებში, სამუსიკო სკოლაში. 9 წლიდან სცენაზე ვდგავარ, ბათუმის კამერულ და სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. 2 წელი ბათუმის სამუსიკო სასწავლებელში დავყავი, შემდეგი 2 წელი თბილისის ნიჭიერთა ათწლედში. ამას შემდეგ კონსერვატორიაში განვაგრძე სწავლა, 5 წლიანი ნაყოფიერი წლის განმავლობაში. მესამე კურსიდან უკვე ლიანა ისაკაძის სტიპენდიანტი ვიყავი.

გვიამბეთ თქვენი მიღწევებისა და ჯილდოების შესახებ… 

– გახლავართ მრავალტიტულოვანი მუსიკოსი.  2018 წელს მივიღე ტიტული “წარმატებული ემიგრანტი ქალი”. 2019 მიღებული მაქვს ჯილდო ქართული ბრენდის რეპუტაციისა და ნდობისთვის. 2022 წელს, ჩემი მეუღლის თანადგომით, გავხსენი საკუთარი აკადემია გერმანიაში. 2024 წელს კი გადმომეცა საპატიო  წოდება ,,კულტურის დესპანი ” საქართველოსა და გერმანიას შორის კულტურული ურთიერთობების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის.

– რას ნიშნავს თქვენთვის საქართველო?

– საქართველო ჩემი სიცოცხლეა. ვერ წარმომიდგენია ისეთი მონატრება, როგორიც უმრავლეს ემიგრანტებს აქვთ, როდესაც წლების განმავლობაში ვერ ჩამოდიან. მე ვერ გავუძლებდი ამხელა ტკივილს. ჯერ ჩამოსული არ ვარ და უკვე მენატრება. საქართველო ჩემთვის ჰაერია. ამიტომ ყველაფერს ვაკეთებ საქართველოსთვის, ჩამოვდივარ რომ გავაკეთო პროექტები და კონცერტები.

საქველმოქმედო კონცერტის შესახებ გვიამებთ დეტალები…

– ახლა რიგით მე-5 საქველმოქმედო კონცერტს ვატარებ. ამჯერად ვაკეთებ საქველმოქმედო საღამოს 18 დეკემბერს, კონსერვატორიის მცირე დარბაზში, სახელწოდებით ,, ბელა და მისი მეგობრები”. სცენაზე ჩემთან ერთად იქნებიან ჩემი მეგობრები და ჩვენ დავემხარებით მინიმუმ 4 ოჯახს. მგონია, რომ ამით საახალწლოდ დიდ საქმეს გავაკეთებ. ყოველი შეძენილი ბილეთი მსმენელის მხრიდან იქნება მათ მიერ გაწეული  ქველმოქმედება. ერთად შევქმნით ამ დიდებულ დღეს ქველმოქმედებისთვის.

სამომავლო გეგმებიც გაგვანდეთ…

– სამომავლო გეგმები უკავშირდება ჩემს ძმას, პაატა ბართოლომეო მახარაძეს, რომელიც სამი წლის წინ გარდაიცვალა. ის პოეტი იყო, რომლის შემოქმედება ცხოვრების განმავლობაში დაფარული რჩებოდა. მე საკუთარ თავზე ავიღე ეს მისია და მინდა, მისი პოეზია გავაცოცხლო. ვმართავ პოეზიის საღამოებსა და კონცერტებს სხვადასხვა რეგიონში.

1-ელ და 8 დეკემბერს მაქვს კონცერტები ლეილა ჭყონიას შვილთან, ნათელა (ნიკოლი) ჭყონიასთან ერთად, რომელიც გახლავთ მეცო-სოპრანო. ჩვენ ერთად შევასრულებთ მუსიკალურ პროგრამას. ასევე ჩაერთვება ჩემი მეუღლეც, ხოლო 18 დეკემბერს, როგორც აღვნიშნე, თბილისში გაიმართება საქველმოქმედო კონცერტი.

ავტორი: თაკო ფიცხელაური 

#drpkhakadze #pitskhelauri

https://shenipositive.ge/  https://shenisilamaze.ge/

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

2024 წლის გამორჩეული ნაძვის ხეები

0
#image_title

2024 წლის გამორჩეული ნაძვის ხეები ქართული ინტერიერებიდან

ნაძვის ხეები რათქმაუნდა ახალი წლის მთავარი სიმბოლოა. რომელიც ადამიანებს აერთიანებს და მათ სიხარულსა და ბედნიერებას ანიჭებს. ყოველწლიურად თითოეული ოჯახი დღესასწაულისთვის განსაკუთრებულად ემზადება და ნაძვის ხეს გამორჩეულად რთავს. არაერთი ადამიანისთვის ოჯახის წევრებთან ერთად ნაძვის ხის გაფორმება და საახალწლო დეკორაციის მოწყობა ერთგვარი ტრადიციაა, რაც გარშემო მყოფებს ამაღლებულ განწყობას უქმნის და სახლში საოცარ ატმოსფეროს ქმნის. დღევანდელ სტატიაში თავი მოვუყარეთ საინტერესო და ორიგინალურ ნაძვის ხეებს, რომლებიც ინდივიდუალურობითა და მიმზიდველობით გამოირჩევა და მნახველს საზეიმოდ განაწყობს.

დიზაინერი ნია მგელაძე განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საახალწლო დეკორაციას და ნაძვის ხის მორთულობას. ის ყოველწლიურად ცდილობს, დეკორაციისთვის განსხვავებული თემატიკა შეარჩიოს და ოჯახის წევრებსა და სტუმრებს სადღესასწაულო განწყობა შეუქმნას. მისი წინა წლის ნაძვის ხე ხელოვნური ყვავილებითაა გაფორმებული, რის გამოც ორიგინალურობით გამოირჩევა.

ბუკა დუმბაძე „ბუკას ბეიქერი“-ს შეფ-კონდიტერია. მას ახალი წელი განსაკუთრებით უყვარს, ამიტომ საგანგებოდ ემზადება ამ დღისთვის და სადღესასწაულო დეკორაციას ნოემბერში ამზადებს. ბუკა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თითოეული ნაძვის ხის სათამაშოს და სწორად შერჩეულ და გადანაწილებულ საახალწლო განათებას, რაც საბოლოო ჯამში, ჯადოსნურ ეფექტს ქმნის და სახლს საზეიმო განწყობით ავსებს.

ყურადღება ჩვენი მკითხველისა, გვანცა მეუნარგიას ბუნებრივმა ნაძვის ხემაც მიიპყრო, რომელიც სადა და დახვეწილი დეკორაციით გამოირჩევა. ნაძვის ხისთვის სათამაშოები გვანცამ საგანგებოდ შეარჩია და ბუნებრივ ნაძვს შეუხამა, რამაც სადღესასწაულო მორთულობას ორიგინალური შტრიხები შესძინა.

ვნახოთ წელს როგორი ტენდენციებით წარსდგებიან საახალწლო ნაძვისხეები. ბედნიერ დამდეგს გისურვებთ.

#drpkhakadze #pitskhelauri

https://shenipositive.ge/  https://shenisilamaze.ge/

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

 

ნინო კასრაძე -პირადი ცხოვრება და კარიერა

0
#image_title

ნინო კასრაძე 1970 წლის 3 მარტს თბილისში დაიბადა. ცოტამ თუ იცის, რომ ნინო ტყუპისცალია. მისი და, მაკა კასრაძე, ერთ-ერთ რადიოში წამყვანად მუშაობს. მსახიობობაზე ბავშვობიდან არ უოცნებია. როგორც ამბობდა, პროფესიის არჩევაში დიდი როლი სკოლამ ითამაშა. ალბათ, მაშინ ვერც წარმოიდგენდა, რომ წლების შემდეგ რობერტ სტურუას ფავორიტი მსახიობი გახდებოდა.

ნინო კასრაძე სოციალურ ქსელში იშვიათად ჩნდება, თუმცა აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს, ხშირად აწყობს სალონურ საღამოებს და საყვარელ აუდიტორიასაც ხშირად ხვდება.

მსახიობს ქალ-ვაჟი – ლუკა და სალომე თოფურიები ჰყავს. მისი მეუღლე ლექსო თოფურია საფეხბურთო კლუბ „ლოკომოტივის“ პრეზიდენტი და საფეხბურთო აკადემიის დამფუძნებელია.

#drpkhakadze #pitskhelauri

https://shenipositive.ge/  https://shenisilamaze.ge/

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

0
#image_title

როზმარინის ზეთი თმის ზრდის გასააქტიურებლად: მუშაობს თუ არა რეალურად საშუალება, რომელიც ბოლო დროს Tik-Tok-ზე განსაკუთრებით პოპულარულია

როზმარინის ზეთი როგორც სპეციალისტები ამბობენ,  ანტიოქსიდანტური თვისებებით გამოირჩევა და სისხლის მიმოქცევას ასტიმულირებს. თუ თმის ცვენას ან ზრდაში შეფერხებას საკვები ნივთიერებების ნაკლებობა ან ჭარბი ტოქსინები იწვევს, მაშინ მისი გამოყენებით სიტუაცია გაუმჯობესდება. მაგრამ, პრობლემის მოსაგვარებლად კომპლექსური მიდგომაა საჭირო.

თმის ცვენა ბევრ ქალს აწუხებს. პრობლემას კი შესაძლოა, ბევრი სხვადასხვა გამომწვევი ჰქონდეს. მაგალითად: სტრესი, ვიტამინების დეფიციტი, დაავადებები… როგორც სპეციალისტები ამბობენ, იმისათვის, რომ ეფექტური შედეგი მივიღოთ, პირველ რიგში, აუცილებლად უნდა გავარკვიოთ, რა იწვევს კონკრეტულ შემთხვევაში თმის ცვენას. შემდეგ კი შესაბამისი საშუალებები შევარჩიოთ. თუკი თმის ცვენის მიზეზს არ დავადგენთ, რაც არ უნდა გამოვიყენოთ, მას ეფექტი არ ექნება.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ როზმარინისაგან დამზადებული პრეპარატები, სხვადასხვა საშუალებები ალერგიული ფონით ხასიათდება და ამიტომაც, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში მსგავსი საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით ფრთხილად უნდა იყოთ.

როზმარინის ზეთი შეიძლება, როგორც თმის აღდგენის დამატებითი თერაპია, ისე გამოვიყენოთ.

როგორ უნდა გამოვიყენოთ როზმარინის ზეთი სწორად?

ზეთი სკალპზე შეიზილეთ. მასში შემავალი ნივთიერებები კანს ათბობს და სისხლის მიმოქცევას ზრდის. ასტიმულირებს თმის ფოლიკულებს და აუმჯობესებს თმის ხარისხს. ცხიმოვანი ჯირკვლების ფუნქციონირება ნორმალიზდება, თმა კი ნაკლებად ცხიმიანი ხდება.

#drpkhakadze #pitskhelauri

https://shenipositive.ge/  https://shenisilamaze.ge/

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

პენელოპე კრუსი -“ინსტაგრამზე ჩვენი შვილების სურათებს ვერასდროს იხილავთ”

0
#image_title

პენელოპე კრუსი და ხავიერ ბარდემი მშობლობის, შვილების აღზრდისა და მათთან ურთიერთობის საინტერესო დეტალების შესახებ პენელოპე კრუსი და ხავიერ ბარდემი 2010 წელს დაქორწინდნენ და მათ წყვილს უამრავი გულშემატკივარი ჰყავს. პენელოპე და ხავიერი ორი შვილის მშობლები არიან. მათ 13 წლის ვაჟი – ლეო და 11 წლის ქალიშვილი – ლუნა ჰყავთ. წყვილი შვილების პირად სივრცეს განსაკუთრებით უფრთხილდება, ამიტომაც ბავშვების ფოტოები ინტერნეტში იშვიათად ვრცელდება.

2019 წელს პენელოპემ Marie Claire-თან ინტერვიუში თქვა, რომ იმისდა მიუხედავად, შვილების გაჩენას არ ჩქარობდა, დედობა ყოველთვის უნდოდა.

“როცა 4 ან 5 წლის ვიყავი, თოჯინებით ვთამაშობდი და მათი დედა ვიყავი. სულ მინდოდა, დედა გავმხდარიყავი, მაგრამ ეს ნაბიჯი მაშინ გადავდგი, როცა მივხვდი, რომ შესაფერისი ადამიანი ვიპოვე.” – თქვა მსახიობმა.

2017 წელს ხავიერ ბარდემმა PEOPLE-თან საუბრისას აღნიშნა, რომ მისმა შვილებმა მშობლების კარიერის შესახებ ბევრი არაფერი იციან.

#drpkhakadze #pitskhelauri

https://shenipositive.ge/  https://shenisilamaze.ge/

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.