ხუთშაბათი, აგვისტო 13, 2026
- Advertisement -
Google search engine

ახალი წლის დღეები და ჯანსაღი კვება

0
#image_title

ჯანსაღი კვება ახალი წლის პერიოდშიც მნიშვნელოვანია

ჯანსაღი კვება საინტერესოა როგორ უნდა დავიცვათ ზამთრის სეზონზე და რა უნდა გავაკეთოთ ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად?

ყოველ ახალ წელს შემართებით, მტკიცე გადაწყვეტილებით ვიწყებთ, რომ გონივრულად, მეტი სიფრთხილით მოვეკიდებით საკუთარ ჯანმრთელობას, თუმცა ყოველთვის სწრაფად გვავიწყდება საკუთარი თავისთვის მიცემული პირობა.

ახალი წლის დღეებში ადამიანს ყოველთვის პოზიტიური განწყობა აქვს და ნამდვილად არ ღირს მისი შეზღუდვებით დათრგუნვა.

თუმცა დღესასწაულების შემდეგ არათუ სასურველი, აუცილებელია დავფიქრდეთ საკუთარ ჯანმრთელობასა და კვების რეჟიმზე, მით უფრო, რომ ზამთრის სეზონზე ერთიორად მატულობს ვირუსით დაავადების შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, ყველა უფრთხის აცივებას, თუმცა რაციონის სწორად შერჩევის ნაცვლად, მედიკამენტებს იმარაგებს.

ზამთრის სეზონზე დაავადებების თავიდან აცილების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა ორგანიზმის თერმორეგულაციის დაცვაა, რაც არა მხოლოდ თბილად ჩაცმას, არამედ სწორად კვებასაც ითვალისწინებს.

ბევრი არ ეთანხმება იმ ექიმებს, რომლებიც დიეტას საკვებისა და კალორიების შეზღუდვით ნიშნავენ, რადგან წონის მატებას არა დიდი რაოდენობით საკვები, არამედ პროდუქტის არათავსებადობა, ქიმიური ნივთიერებების არასწორი შეხამება უწყობს ხელს. ამასთანავე, ძალიან მნიშვნელოვანია, მოვუსმინოთ საკუთარ ორგანიზმს, რადგან მხოლოდ მან იცის, რა რაოდენობის პროდუქტი სჭირდება. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება კვების რაციონიდან ძვალ-სახსროვანი სისტემისთვის აუცილებელი მარილის ამოღება.

რჩევები

ღორის ხორცი – ზამთრის ცივ სეზონზე მიირთვით მოხარშული გოჭის ხორცი მხოლოდ ტყემლის საწებლით და არა მაიონეზით ან კეტჩუპით. თუმცა მოგიწევთ კვირაში ორი დღე ცხოველური წარმოშობის ცილოვან პროდუქტზე უარის თქმა და მხოლოდ ბოსტნეულით, ფაფეულით დაკმაყოფილება.

შვრიის ფაფა – ერთი წილ კარგად გარეცხილ შვრიის მარცვალს დაასხით ოთხი წილი მდუღარე წყალი და გააჩერეთ, სულ მცირე, 12 საათი. მოხარშეთ მისივე წყალში და კარგად შეფუთული, ფერმენტაციის დასრულებამდე 15 წუთით გააჩერეთ გამორთულ ქურაზე.

ამგვარი წესით მომზადებული ფაფის ჭამა მხოლოდ კარაქით ან ზეთითაა რეკომენდებული, რადგან მისი ცხიმის გარეშე მიღება ადამიანს სწრაფად მატებს წონას.

მიიღეთ ტექნოლოგიურად სწორად მომზადებული ფაფები და აუცილებლად დაიკლებთ წონას, რადგან სწორედ ამგვარი პროდუქტი აძლიერებს მეტაბოლიზმს და უწყობს ხელს ცხიმების წვას.

#drpkhakadze #pitskhelauri

https://shenipositive.ge/  https://shenisilamaze.ge/

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

2025 წლის მთავარი ფერი

0
#image_title

Mocha Mousse – Pantone-მ დაასახელა 2025 წლის მთავარი ფერი

2025 წლის ფერად Pantone-მ აირჩია ნაზი ყავისფერი ტონი, – ნაზი და მდიდრული ტონის ყავისფერი, რომელიც შოკოლადის სიღრმესა და რძისფერი ნაღების სინაზეს აერთიანებს. ეს ფერი დახვეწილი კომბინაციაა სითბოსა და სიმშვიდის, რაც მას ინტერიერის დიზაინსა თუ მოდაში უნიკალურად მიმზიდველს ხდის.

თბილი ელფერი: მოიცავს რბილ, ნატურალურ ნიუანსებს, რომლებიც კომფორტსა და ჰარმონიას ასხივებს.

 

მრავალფეროვნება: მშვენივრად ერწყმის ნეიტრალურ და პასტელ ტონებს, ასევე უფრო მუქ ან თუნდაც კონტრასტულ ფერებს.

ელეგანტურობა: მოდაში, განსაკუთრებით შემოდგომისა და ზამთრის კოლექციებს უხდება სადაც ქსოვილს სძენს სიმყუდროვისა და სიძლიერის ეფექტს.

Mocha Mousse იდეალურია ისეთი გარემოს შესაქმნელად, რომელიც სითბოსა და ინტიმურობას გამოხატავს, ხოლო ტანსაცმელში — ნაზ, დახვეწილ აქცენტებს ქმნის.

#drpkhakadze #pitskhelauri

https://shenipositive.ge/  https://shenisilamaze.ge/

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

ისტორიული ჩვენება -Balenciaga

0
#image_title

Balenciaga-ს Winter 22 Collection 360° ჩვენება მართლაც განსაკუთრებული,  შთამბეჭდავი და ისტორიული იყო, რაც ახალი ეტაპია ბრენდის ისტორიისთვის. 

ისტორიული ჩვენება გაიხსნა უკრაინელი პოეტის, ალექსანდრე ოლესის (Олександр Олесь) ტექსტით, რაც არამხოლოდ პოეზიისა და მოდის შეხამებას უსვამდა ხაზს, არამედ გარკვეული სოციალური და პოლიტიკური მესიჯის მატარებელიც იყო.

ეს კოლექცია გაჯერებული იყო მოდისა და აქტუალური სოციალური თემატიკის შერწყმით. დემნა გვასალიამ, Balenciaga-ს შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა, გადაწყვიტა, დრამატული და ემოციური შოუ შემოეთავაზებინა.

კოლექციის ძირითადი ელემენტები: შავი ფერი და მინიმალისტური სილუეტები – კოლექციას დომინირებდა შავი, ნეიტრალური და ცივი ტონები, რაც პოსტ-აპოკალიფსური ატმოსფეროს გადმოსაცემად იყო გამოყენებული.

#drpkhakadze #pitskhelauri

https://shenipositive.ge/  https://shenisilamaze.ge/

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

საინტერესო ამბები სესილია თაყაიშვილის ცხოვრებიდან

0
#image_title

 საინტერესო ამბები სესილია თაყაიშვილის ცხოვრებიდან 

საინტერესო არის იმის ცოდნა რომ  ხელოვნების სიყვარული მამისგან, დიმიტრი თაყაიშვილისგან დაჰყვა, რომელიც თეატრისა და პოეზიის დიდი მოყვარული იყო. პატარა სესილიასაც სამსახიობო ხელოვნების მიმართ ინტერესი ბავშვობიდან გაუჩნდა. შვიდი წლის პატარა გოგონა უკვე სპექტაკლში „ყვავილთა შორის“ ყვავილისა და ანგელოზის როლს თამაშობდა.

1924-26 წლებში სესილია თბილისის აკაკი ფაღავას დრამატულ სტუდიაში სწავლობდა. იქ გაიცნო მომავალი მეუღლე, ვასო გოძიაშვილი. როცა ვასოს სესილია პირველად დაუნახავს, მაშინვე მოხიბლულა. მერე, ერთ საღამოს, სახლში გაუცილებია: „მეუბნებოდა, ამ ცას, ამ ვარსკვლავებს, ყველაფერს შენ გჩუქნიო. უცებ ეზოდან ფინია გამოვარდა ყეფით, ვასო ამომეფარა და ყვირილი დაიწყო… მე სიცილი ამივარდა და ვუთხარი, წეღან ყველაფერს მჩუქნიდი და ახლა ქუჩის ფინიამ შეგაშინა-მეთქი?!“ – იხსენებდა სესილია თაყაიშვილი.

სესილიას ვასოსთან ერთადერთი შვილი – დავითი შეეძინა. 6-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ კი სესილია მეუღლეს დაშორდა.

#drpkhakadze #pitskhelauri

https://shenipositive.ge/  https://shenisilamaze.ge/

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

ჯულიეტ ბინოში -წარმატებული კარიერა და პირადი ცხოვრების გაუხმაურებელი დეტალები

0
#image_title

უარი პრეზიდენტის საყვარლობაზე, წარმატებული კარიერა და პირადი ცხოვრება – ჯულიეტ ბინოში

ჯულიეტ ბინოში დაიბადა რეჟისორი და მოქანდაკე მამის და მსახიობი დედის ოჯახში. გოგონამ პირველი როლი 19 წლის ასაკში მიიღო. პირველი პოპულარობა მასთან 21 წლის ასაკში მივიდა, 1990-იან წლებში ბინოშმა მიიღო მონაწილეობა კრიტიკულად და კომერციულად წარმატებული საერთაშორისო ფილმების სერიაში, მოიპოვა ჯილდოები.

კინოშემოქმედებისა და სცენის გარდა, თავისუფალ დროს ბინოში დიდი ხნის განმავლობაში ცეკვავდა, ამასთან ერთად, ხშირად ხატავს.

მსახიობს ოთხჯერ შესთავაზეს ხელი, მაგრამ პასუხს ყოველთვის თავს არიდებდა. პირველი სერიოზული ურთიერთობა ჩამოუყალიბდა, ცნობილ ფრანგ რეჟისორთან ლეო კარაქსთან, 80-იანი წლების ბოლოს. მაშინ, მსახიობი არც თუ ისე ფრთხილი იყო მამაკაცების მიმართ და მარადიულ სიყვარულზე ზღაპრების სჯეროდა. თუმცა, მათ შემთხვევაში ასე არ მოხდა და ორივეს გრძნობები გაცივდა. ჯულიეტის თქმით, დამღლელი რომანი რეჟისორთან მის ცხოვრებაში ერთ-ერთ მთავარ განსაცდელად იქცა.

მსახიობს, საფრანგეთის 21-ე პრეზიდენტი, ფრანსუა მიტერანიც სცემდა თაყვანს. 1993 წელს, მან ჯულიეტა მიიწვია სადილზე, ელისეის სასახლეში. მიტერანი დააბრმავა ბინოშის სილამაზემ და სთხოვა, რომ მისი საყვარელი გამხდარიყო, მაგრამ მან უარი უთხრა. მსახიობმა არ ისურვა სასახლის მონახულებაც.

#drpkhakadze #pitskhelauri

https://shenipositive.ge/  https://shenisilamaze.ge/

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

როგორ მოვრთოთ ნაძვის ხე 2025 წლისთვის

0
#image_title

2025 წელი ფაქტობრივად კარს მოგვადგა – ჩნდება კითხვა თუ როგორ მოვრთოთ ნაძვის ხე 

ნაძვის ხე უნდა მოვრთოთ იღბლიანი ფერებით. 2025 წლის იღბლიანი ფერებია მწვანე, ოქროსფერი, წითელი და შავი. გამოიყენეთ ეს ფერები საახალწლო დეკორაციაში და განსაკუთრებით, ნაძვის ხის მორთვისას!

ოქროსფერი – ნათელი, სადღესასწაულო ფერი, რომელიც საახალწლო პერიოდის განუყოფელი ნაწილია. დეკორაციის ოქროსფერი ელემენტები განსაკუთრებით ეფექტურად გამოიყურება ნაძვებზე გირლანდების ფონზე. ამ ფერის აქსესუარები საუკეთესოდ გამოიყენება, როგორც მთავარი აქცენტი. ოქროსფერი დეკორი მდიდრული გადაწყვეტილებაა განსაკუთრებით დახვეწილი ინტერიერისთვის.

წითელიკლასიკური საახალწლო ფერია. ის პოზიციებს თითქმის არ თმობს. განსაკუთრებით აქტუალურია მდიდარი, ღვინისფერ- შინდისფერი ტონალობები, რომლებიც ბოლო ორი სეზონის განმავლობაში ძალიან პოპულარულ გახდა.

მწვანე -სიმშვიდის, ბუნებრივი ჰარმონიისა და ოპტიმიზმის სიმბოლოა. ეს ფერი ხშირად ხდება საახალწლო დეკორაციის საფუძველი.

შავი– უჩვეულო ფერია, თუმცა ზედგამოჭრილია მისთვის, ვისაც სურს ექსტრავაგანტურად დაამშვენოს თავისი სივრცე საახალწლოდ. ეს დეკორი შესაფერისია არტ-დეკოს, მინიმალიზმის ან ლოფტის სტილის ინტერიერისთვის.

#drpkhakadze #pitskhelauri

https://shenipositive.ge/  https://shenisilamaze.ge/

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

ჯუდ ლოუ -საოცარი ტრანსფორმაციის შესახებ

0
#image_title

ჯუდ ლოუ ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ მამაკაცად ითვლება და მსახიობს დღემდე უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს. 

ჯუდ ლოუ, 51 წლის ვარსკვლავი გასულ წელს კინოკარიერას კვლავ აქტიურად დაუბრუნდა, თუმცა თუკი მას მაყურებელი, ძირითადად, რომანტიკული კომედიების განუყოფელ ნაწილად აღიქვამდა, მსახიობმა საკუთარი შესაძლებლობები განსხვავებულ ამპლუაში გამოსცადა. მაგრამ ჯუდ ლოუს, რომელიც მთელი ცხოვრება იდეალურ ფორმაში იყო, გარკვეულ მსხვერპლზე წასვლა მოუწია და მეფე ჰენრი VIII-ის როლისთვის 20 კილოგრამი მოიმატა.

ახლა ჯუდ ლოუ შესანიშნავად გამოიყურება. როგორც მსახიობი ამბობს, მომატებული კილოგრამების დაკლებაში სპორტისადმი განსაკუთრებული სიყვარული დაეხმარა. ჯუდ ლოუ ბავშვობიდან სპორტით აქტიურადაა დაკავებული, ყოველ კვირას მიმართავს იოგას, დარბის და კრივითაა გატაცებული. გარდა ამისა, როგორც ვარსკვლავი ამბობს, ინტერვალურ შიმშილს მიმართავს და ე.წ. 16-საათიან დიეტაზეა. ამ პრინციპით, მსახიობს 24 საათიდან კვების უფლება 8 საათის განმავლობაში აქვს.

ჯუდ ლოუმ გაიხსენა, რომ 20 კილოგრამის მომატების მიზნით ღამით ჭამა დაიწყო, რასაც იქამდე არასოდეს აკეთებდა. ასევე, მიირთმევდა მაღალკალორიულ საკვებს და 2 თვის შემდეგ კოლეგების წინაშე იმდენად შეცვლილი წარდგა, რომ მისი ცნობა ყველას გაუჭირდა.

#drpkhakadze #pitskhelauri

https://shenipositive.ge/  https://shenisilamaze.ge/

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

ვარსკვლავები, რომლებიც რეალურად იყვნენ ორსულად მაშინ, როდესაც ეკრანზე ფეხმძიმე ქალების როლს ასრულებდნენ

0
#image_title

ვარსკვლავები ხშირად ეკრანზე როლს იმდენად ბუნებრივად ასრულებენ, რომ მაყურებელს ეჭვი არ ეპარება სიმართლეში. თუმცა, როგორც წესი, ისინი სხვადასხვა გმირს ასახიერებენ და შესაბამის როლსაც ირგებენ.

ვარსკვლავები რომლებსაც სტატიაში გავნიხილავთ სრულიად განსხვავებული შემთხვევაა რადგან  – ეს მსახიობები ფილმებსა და სერიალებში ფეხმძიმე ქალების როლს ასრულებენ, თუმცა მათ თამაში არ უწევდათ, რადგანაც რეალურად იყვნენ ორსულად:

კენდის კინგი სერიალში “ვამპირის დღიურები”

მიზეზი იმისა, რომ კეროლაინი (ასე ერქვა მსახიობის პერსონაჟს) მეშვიდე სეზონში დაორსულდა, ის იყო, რომ კენდისი დაქორწინდა და შვილს რეალურად ელოდებოდა. ამის გამო სცენარი შეიცვალა. თავდაპირველი ვერსიის მიხედვით, მისი გმირი თინეიჯერობაში ვამპირი გახდა და შვილების გაჩენა არ შეეძლო. თუმცა, შემდეგ სცენარისტებმა გამოსავალი მოძებნეს და ამბავს მისტიკური გაგრძელება მოუძებნეს.

ჯილიან ანდერსონი სერიალში “საიდუმლო მასალები”

მსახიობი პირველ ქალიშვილზე იქამდე დაორსულდა, ვიდრე სერიალის პირველი სეზონის გადაღებები დაიწყებოდა. რეჟისორები და სცენარისტები მის ჩანაცვლებაზე ფიქრობდნენ, მაგრამ სერიალის შემქმნელმა, კრის კარტერმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ამ როლისთვის სწორედ ჯილიანი სჭირდებოდა. თავდაპირველად, მსახიობი გადასაღებ მოედანზე მუცელს მალავდა, თუმცა ერთ ეპიზოდში მისი ორსულობა უცხოპლანეტელების მიერ მასზე ჩატარებულ ექსპერიმენტს დაუკავშირეს.

ჯენიფერ გარნერი სერიალში “ჯაშუში”

სერიალის მეხუთე სეზონის გადაღებების დროს ჯენიფერი ბენ აფლეკისაგან პირველ შვილს – ვიოლეტს ელოდებოდა. ამის გამო, სცენარისტებს სიუჟეტის შეცვლა მოუხდათ და მისი ეკრანული გმირიც “დაორსულდა.”

ჯულია რობერტსი ფილმში “ოუშენის თორმეტი მეგობარი”

ფილმში ჯულია რობერტსი ორსულად რეალურად იყო. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ ნამუშევარში მის კარგ შესრულებას ვხედავთ, ფილმმა საბოლოოდ მაინც დაბალი შეფასება მიიღო. გადაღებების შემდეგ რობერტსს ტყუპი შეეძინა.

#drpkhakadze #pitskhelauri

https://shenipositive.ge/  https://shenisilamaze.ge/

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

ახალი წლის ტრადიციები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან

0
#image_title

ნაძვის ხე, სანტა-კლაუსი და საჩუქრები – ახალი წლის ყველაზე გავრცელებული ტრადიციები გახლავთ, რომლებსაც მთელს მსოფლიოში შეხვდებით. თუმცა, არის გარკვეული წესები და ტრადიციები, რომლებიც მხოლოდ ამა თუ იმ ქვეყნისთვის არის დამახასიათებელი.

ტრადიციები რომლებიც თქვენს გაოცებას გამოიწვევს და შეიძება სიცილიც კი მოგგვაროთ იხილეთ სტატიაში:

ბრაზილიაში აქვთ ტრადიცია, რომლის მიხედვითაც სურვილის შესაბამისად ახალი წლის ღამეს შესაბამისი ფერის საცვალს იცვამენ. მაგალითად, თუ მშვიდობა და იღბალი სურთ, თეთრ საცვალს იცვამენ, სიყვარულს თუ ეძებენ – წითელს ან ვარდისფერს, ჯანმრთელობა ლურჯ ფერთან ასოცირდება, სიმდიდრე კი – ყვითელთან.

ესპანეთის ახალი წლის ტრადიცია ყურძენს უკავშირდება. ესპანეთში სჯერათ, რომ ზუსტად ღამის 12 საათზე თუ მოახერხებენ და პირში 12 მარცვალ ყურძენს ჩაიდებენ, მომავალი წელი წარმატებული ექნებათ.

ეკვადროში ახალ წელს ქაღალდებით სავსე საფრთხობელას აკეთებენ და წვავენ. მასთან ერთად წვავენ გასულ წელს გადაღებულ ფოტოებსაც. ეკვადორელებს სჯერათ, რომ ამას თუ გააკეთებენ, მომავალ წელს კარგი ბედი ექნებათ.

პუერტო რიკოში ფანჯრიდან წყლით სავსე ჭიქებს ისვრიან. ამ გზით ისინი ბოროტი სულების განდევნას ცდილობენ.

ესტონეთში ციფრი 7 ძალიან უყვართ. მათ სჯერათ, რომ თუ ახალი წლის დღეს 7-ჯერ შეჭამენ, მთელი წლის მანძილზე ბედნიერები და ჯანმრთელები იქნებიან.

სამხრეთ აფრიკაში ახალი წლის წინა დღეს სახლიდან ძველ ავეჯს და ნივთებს ყრიან. მათ სჯერათ, რომ წარუმატებლობა და ნეგატიური ამბები ნივთებს გაჰყვება, ახალი წელი კი სიკეთის მომტანი იქნება.

#drpkhakadze #pitskhelauri

https://shenipositive.ge/  https://shenisilamaze.ge/

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

ლინდსი ლოჰანი და მისი ტრანსფორმაცია

0
#image_title

 38 წლის მსახიობი ლინდსი ლოჰანი საოცრად გამოიყურება

ლინდსი ლოჰანი შთაბეჭდავად გამოიყურება.  მის ბოლო პრეს-ტურზე Netflix-ის სადღესასწაულო რომ-კომისთვის, “Our Little Secret” – საზოგადოების ყურადღება არა მსახიობის ჩაცმულობა, არამედ მისმა შეცვლილმა გარეგნობამ დაიმსახურა.

მიუხედავად იმისა, რომ 38 წლის ლოჰანი ამტკიცებს, რომ დაბერებას ებრძვის კანის მოვლის უბრალო რუტინით , პლასტიკური ქირურგები სხვა აზრზე არიან:

Jeune Aesthetics-ის დამფუძნებელი პამელა ვაინბერგერი ამბობს, რომ ლოჰანს, სავარაუდოდ, უამრავ საინექციო საშუალებას მიმართა: როგორიცაა ბოტოქსი, წარბის ლიფტინგი, ტუჩების და ლოყების შემავსებელი, ასევე ქირურგიული პროცედურები, როგორიცაა ზედა ბლეფაროპლასტიკა, ენდოსკოპიური სახის ლიფტინგი და სუბმენტალური ლიპოსაქცია, რომელიც აშორებს ცხიმს.

დოქტორი არი ჰოშანდერი KH პლასტიკური ქირურგიიდან ნიუ-იორკში არ ეთანხმება: „მთავარი მიზეზი, რის გამოც ვფიქრობ, რომ ის უკეთესად გამოიყურება, არის წონაში დაკლება“.

#drpkhakadze #pitskhelauri

https://shenipositive.ge/  https://shenisilamaze.ge/

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.