პარასკევი, აგვისტო 14, 2026
- Advertisement -
Google search engine

17 ფოტო, რომელიც ყველა პრობლემას დაგავიწყებთ

0
#image_title

დროგამოშვებით ცუდი დღე შესაძლოა ყველას ქონდეს. ასეთ დროს მთავარია ცხოვრებას პოზიტიურად შევხედოთ და მის დადებით მხარეზე გავაკეთოთ აქცენტი. სტატიაში თავმოყრილია 17 ფოტო რომელიც განწყობას შეგიცვლით

17 ფოტო რომელიც პოზიტივით აგავსებთ, ცუდ ხასიათზე ყოფნისას სწორედ ისეთი თბილი და მხიარული მომენტების დანახვაა იდეალური, როგორიც დაბლა მოცემულ სიაშია წარმოდგენილი:

1. მელია თქვენგან ღიმილს ელის.

2. იმღერეთ კატასთან ერთად

3. ექიმი პატარა პაციენტის თხოვნით მის დათუნიასაც მკურნალობს

4. ერთ გოგონას დედა 44 წლის განმავლობაში ყოველთვის მის საყვარელ ნამცხვარს უკეთებდა დაბადების დღის აღსანიშნავა. დედის გარდაცვალების შემდეგ, გოგონას გახარება მამამ გადაწყვიტა და თვითონ შეეცადა ნამცხვრის გაკეთებას. საბოლოოდ ასეთი გამოვიდა სიყვარულითა და მონდომებით შესრულებული გულის ამაჩუყებელი დესერტი.

5. National Geographicის მომავალი ფოტოგრაფი

6. საყვარელი პატარა

7. “ყურადღებით გისმენთ”

8. გამარჯობა

9. იდეალური კომფორტი მოხერხებული პედიატრისგან

10. ცივი ამინდი ყველას ეხება

11. ზოგჯერ ბედნიერებისთვის გასეირნებაც საკმარისია.

12. დედა ყოველთვის დედაა

13. პატარა ფროო

14. დაღლილი ციყვი

15. როდესაც ბავშვი პირველად ხედავს წითურ ბიძას

16. სიყვარული

17. მოგზაურობა ზღარბსაც კი აბედნიერებს.

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

11 შეცდომა, რომლითაც თქვენს მობილურს გასაფუჭებლად იმეტებთ

0
#image_title

ჩვენი ყოველდღიური ჩვევების უმრავლესობა შესაძლოა მობილური ტელეფონების გამძლეობას მნიშვნელოვნად აზიანებდეს. ადამიანები ხშირად თვლიან, რომ მათი ტელეფონი ბევრად უფრო მეტს უძლებს, ვიდრე ეს რეალურადაა შესაძლებელი. რომელია ყველაზე ხშირად დაშვებული 11 შეცდომა

11 შეცდომა რომელიც თქვენს ტელეფონს საბოლოოდ გააფუჭებს: მას შემდეგ, რაც მსოფლიოში სამსუნგის უამრავი ახალი მობილური უბრალოდ აფეთქდა, დროა საკუთარი მობილურებზე ზრუნვა უფრო უკეთ ვაწარმოოთ, რათა მათი ხმარება რაც შეიძლება უფრო დიდი ხნის განმავლობაში შევძლოთ პრობლემების გარეშე:

არასწორი ხრიკების გამოყენება

ინტერნეტში უამრავი ვიდეო არსებობს, რომლებიც თქვენი მობილურის ეკრანის გაუმჯობესებასა და სხვადასხვა სახის აქსესუარის დამატებას გირჩევენ. ასეთი ხრიკების დაჯერება თქვენი საყვარელი ნივთისთვის თითქმის ყოველთვის ცუდად დამთავრდება.

მზეზე დატოვება

დიახ, ფანჯრიდან შემოსულ მზესაც კი შეუძლია თქვენი მობილურის ელემენტზე ზემოქმედების მოხდენა. ის შესაძლოა შესამჩნევად, გარეგნულად არ გაცხელდეს, თუმცა მისი გამძლეობა მზეზე დატოვების შემთხვევაში თანდათან უფრო და უფრო მოიკლებს.

უხეშად შეერთება

დაკვირვებიხართ, როგორ უხეშად ეპყრობით თქვენი მობილურის შესაერთებელს მაგალითად მაშინ, როდესაც ძილის წინ ცდილობთ მის დატენვას? დამტენის შნური და თავი არც ისე გამძლეა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ყოველი უხეში დარტყმა მათ მიერ დენის გატარების უნარს მნიშვნელოვნად აქვეითებს.

სისტემის განახლების გადადება მაშინ, როდესაც ამას თვითონ მობილური გთავაზობთ

თუკი მობილური აპარატი მისი ტანის ფუნქციას ასრულებს, მასში მოთავსებულ სისტემას სულისა და გონების ფუქნციები აქვს ჩაბარებული. მათი განახლება და მოვლა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც გარეგანი ნაწილების გაფრთხილება. ასევე, მოერიდეთ უცნობი პროგრამების გადმოწერას მობილურით, რადგან მათაც შესაძლოა ძალიან სერიოზულად დააზიანონ მობილური.

შიდა ნაწილის გაწმენდა

არ აარიდოთ თავი მობილურის გახსნასა და მისი შიდა ნაწილების მტვერისგან განთავისუფლებას. ჯიბესა და ოთახში არსებული მტვერიც კი პატარა ნაწილაკებით ავსებს თქვენი მობილურის შიდა სამყაროს, რამაც მისი შენელება შეიძლება გამოიწვიოს.

ჩასადების გარეშე ჩანთაში შენახვა

თუ თქვენ მობილურის ტარება ხელის მაგივრად ჩანთით გირჩევნიათ, აუცილებლად მოათავსეთ იგი საკუთარ სპეციალურ ჩასადებში. ჩანთის ძირზე მოთავსებული მტვერის ნაწილაკები მობილურის შიგთავსისა და ეკრანისთვის ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს. ასევე, ჩანთის ტემპერატურამ შესაძლოა მისი გადახურეა გამოიწვიოს.

ორიგინალი ელემენტის მეორადით ჩანაცვლება

ყოველთვის შეამოწმეთ ხელოსნის მიერ თქვენს მობილურში ჩადებული ახალი ელემენტის მოდელი და სახეობა. თუ ახალი ნაწილი ორიგინალი არ არის, იგი აუცილებლად მნიშვნელოვნად შეამცირებს მობილურის მუშაობის ხანგრძლივობას. ელემენტი ტელეფონის გულს წარმოადგენს და იგი აუცილებლად ორიგინალი უნდა იყოს.

მეორადი ყურსასმენები

გავრცელებული ინფორმაციით, მეორადი დამტენის შეერთებამ შესაძლოა ტელეფონის აფეთქებაც კი გამოიწვიოს, თუმცა ბევრმა არაფერი იცის ყურსასმენების მავნებლობის შესახებ. არაორიგინალი ყურსასმენების შესაერთებელი შეუმჩნეველი ზომით, თუმცა მაინც ოდნავ უფრო დიდია ვიდრე ტელეფონის ნახვრეტი, რაც ყოველი შეერთებისას მისი კედლების დაზიანებას იწვევს.

უკანა ჯიბით ტარება

ალბათ ყველას ახსოვს აიფონის ახალი მოდელების ირგვლივ ატეხილი სკანდალი, როდესაც ისინი ოდნავი ზეწოლის შედეგადაც კი იღუნებოდნენ. ეს შეიძლება ნებისმიერი თხელი სმარტფონის პატროს შეემთხვეს. უკანა ჯიბეში მობილურის ჩადება მისი მოპარვისა და დეფორმაციის შანსებს ბევრად უფრო დიდს ხდის, ასე რომ კარგი იქნება თუ მათ სხვანაირად გადაადგილებთ.

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

10 ფაქტი მსოფლიო ისტორიიდან, რომელიც აუცილებლად გაგაოცებთ

0
#image_title

მსოფლიო ისტორიიდან ამოვკრიბეთ 10 ფაქტი, რომელიც დაგაინტერესებთ 

10 ფაქტი რომელიც გაგაოცებთ რატომ მორბის დასახმარებლად ირემი მაშინ, როდესაც პატარა ბავშვის ტირილის ხმა ესმის? რატომ დასჭირდა რამდენიმე საუკუნის წინ გარდაცვლილ ეგვიპტის ფარაონს პასპორტი?

ან ვინ იპარავდა დედოფალი ვიქტორიას საცვლებს? მსოფლიოში ბევრი ასეთი უცნაური და სასაცილო კითხვა არსებობს, რომლების უმრავლესობაზეც ქვევით მოცემულ სიაში იპოვით პასუხს:

1. ნებისმიერ ადამიანს, ცოცხალს თუ მკვდარს, საფრანგეთში მოგზაურობისთვის პასპორტი სჭირდება.

სწორედ აღნიშნული მიზეზის გამო მოუწიათ ეგვიპტის მთავრობის წარმომადგენლებს ფარაონი რამზეს მეორის სხეულის გადასატანათ მისთვის ევროპული სტანდარტების პასპორტის გაკეთება.

საფრანგეთში ცნობილი ფარაონის მუმიის ჩატანა მისი მოსავლელი პროცედურების ჩატარებისთვის იყო გადაწყვეტილი, თუმცა სასაზღვრო კონტროლის გავლისას ასეთი კურიოზი დაფიქსირდა.

2. პატარა ბიჭი, რომელიც ბუკინგემის სასახლეში ცხოვრობდა, დედოფლის საცვლებს იპარავდა

1838 წელს ბუკინგემის სასახლეში პატარა ბიჭუნა დაიჭირა მოახლემ. მურში ამოსვრილი ბიჭუნას შარვლის ჯიბიდან რამდენიმე საცვალი გადმოუვარდა. როგორც აღმოჩნდა, ისინი თვით დედოფალს ეკუთვნოდა.

შემდეგ დაადგინეს, რომ ეს უცნაური სტუმარი დღისით ბუხრის მილებში იმალებოდა, ღამით კი თავისუფლად დასეირნობდა სასახლეში და უცნაურ აქსესუარებსაც იპარავდა. იგი სამზარეულოან მოპარული საკვებით იკვებებოდა და საკუთარ მურიან ტანსაცმელსაც კი რეცხავდა მაშინ, როდესაც ყველას ეძინა.

3. თითოეული ადამიანის ჭიპი განსხვავებულია

ჩვენი ჭიპის მიდამოში 2400 სახეობის ბაქტერია ბინადრობს და მათ ნახევარზე მეტი მეცნიერებისთვის ახალი და შეუცნობელი ნაწილაკია.

სწორედ ასეთი ბაქტერიების შემადგენლობის განსხვავებული კომპოზიციებით გამოირჩევა თითოეული ადამიანის ჭიპი. ერთხელ ერთი ადამიანის ჭიპში ისეთი მიწის ნაწილაკი იპოვეს, რომელიც მხოლოდ იაპონიაშია გავრცელებული, თუმცა ეს ადამიანი ამ ქვეყანაში არასდროს ყოფილა.

4. დედა ირემი მაშინვე გამოიქცევა დასახმარებლად, თუ კი პატარა ბავშვის ტირილს გაიგებს

აღნიშნული ქცევის მიზეზი თქვენი პატარა ბავშვის ტირილის რადიოტალღები გახლავთ. მისი ხმა ზუსტად ემთხვევა ახალშობილი ირემის ტირილის სიხშირეს. ასეთი მზრუნველობითი ინსტიქტი ძუძუმწოვრების უმრავლესობას ახასიათებს, მათ შორის ადამიანებსაც.

მათ გონებაში მსგავსი ტირილის გაგონებისას აუცილებლად აქტიურდება ავტომატური დახმარების მოთხოვნა.

5. ყორანისთვის სამართლიანობა უფრო ნაცნობი რამაა, ვიდრე ადამიანებისთვის


ყორანი ყოველთვის გუნდთან ერთად ნადირობს და ნებისმიერ სიტუაციაში მათთან ერთად მოქმედებს. ისინი საჭმელს თანაბრად იყოფენ. თუკი რომელიმე მათგანს შეამჩნევენ, რომ იმაზე მეტ საკვებს იღებს, ვიდრე იმსახურებს, გუნდი მას ზურგს აქცევს და საერთოდ აღარ ეკონტაქტება, რათა საკუთარი დანაშაული აღიქვას.

6. ერთხელ იულიუს კეისარი მეკობრეებმა გაიტაცეს და მის გამოსასყიდად 630 კილო ვერცხლი (600 ათასი დოლარი) მოითხოვეს

ისტორიული ჩანაწერების მიხედვით, როდესაც ცნობილმა კეისარმა საკუთარი გამოსასყიდის რაოდენობა გაიგო, გაბრაზდა და მეკობრეებს თანხა გააორმაგებინა. იულიუსის აზრით მისი იცოცხლე უფრო ძვირად ფასობდა. სანამ რომაელები ფულს აგროვებდნენ, კეისარი გამტაცებლებთან ერთად ერთობოდა, პოემებს უკითხავდა მათ და როდესაც გათავისუფლების წინ მათ დაემუქრა კიდეც, რომ დაბრუნდებოდა და ყველას დასჯიდა.

მან საკუთარი პირობა მას შემდეგ შეასრულა, რაც საკუთარი არმიის გემები შეკრიბა და იმ კუნძულზე დაბრუნდა, რომელზეც ტყვეობის დროს ჰყავდათ დაკავებული. მან საკუთარი ვერცხლი და მეკობრეების კუთვნილი ძვირფასეულობაც წამოიღო რომში.

7. ტბა ტბაში

ფილიპინების გიგანტურ ტბა ტაალში ვულკანური წარმონაქმნია განთავსებული. ეს მთა იმით გამოირჩევა, რომ მის შუაგულში ასევე ვულკანური ტბა მდებარეობს. ანუ ფილიპინელები თავს ტბაში მდებარე ტბით იწონებენ.

8. საფრანგეთში ისეთი კერძი არსებობს, რომელიც მხოლოდ თავზე ხელსახოცის გადაფარების შემდეგ უნდა მიირთვათ

ეს კერძი პატარა მომღერალი ჩიტისგან მზადდება. ღორის ხორცით გამოკვებილ ჩიტს ბრენდის წვენში ახრჩობენ და რამდენიმე წუთის განმავლობაში ძალიან მაღალ ცეცხლზე წვავენ.

ზოგიერთის თქმით მისი ჭამა თავზე ხელსახოცის დაფარებით იმიტომაა საჭირო, რომ უნიკალური არომატი ბოლომდე შეიგრძნოთ. ზოგიერთის აზრით კი, თქვენ თავი უნდა დაიფაროთ ღმერთის მზერისგან, როდესაც ასეთ საოცარ ქმნილებას ჭამთ.

9. ბრიტანეთის სამეფო ოჯახს ყორნების მომვლელი ჰყავს დაქირავებული სრულ განაკვეთზე სამუშაოდ

ლონდონის სასახლის მიდამოში მცხოვრები ყორნები დიდი ბრიტანეთისთვის სიმბოლურ მნიშვნელობას ატარებენ.

სწორედ ამიტომ, მათ სახელმწიფო არჩენს. სპეციალური მომვლელი თითოეული ყორანის გამოკვებასა და უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი და წელიწადში 32 ათას დოლარამდე ხელფასს იღებს.

10. იაპონელებმა სმენადაქვეითებული ადამიანებისთვის სპეციალური სახანძრო განგაში სუშის არომატით გამოიგონეს

ორიგინალური ხელსაწყო ხმის მაგივრად განგაშის შემთხვევაში სუშის სპეციალური დანამატის, wasabi–ს განსაკუთრებულ არომატს აფრქვევს შენობაში და ამით მიანიშნებს მაცხოვრებლებს საშიშროებაზე.

აღნიშნული ექსტრაქტი თვალებისთვის სრულიად უსაფრთხო და იდეალური დახმარების გამწევია მათთვის, ვისაც სმენის პრობლემები აწუხებს.

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

როგორ შევაყვაროთ ბიჭს თავი მისი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

0
#image_title

ვარსკვლავები გამცნობენ როგორ შევაყვაროთ ბიჭს თავი, სწორედ მისი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

როგორ შევაყვაროთ ბიჭს თავი, მისი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?
1. ვერძი

თქვენ მის მოსახიბლად თავის დაფასება მოგიწევთ. არ გაშალოთ თქვენი ყველა კარტი, რადგან მისთვის მთავარი რთული გამოწვევაა. მას სურს ქალს მისდიოს და დაბრკოლებების გადალახვის შემდეგ მოიპოვოს იგი. იყავით წყნარი, მშვიდი და თავშეკავებული, რაც საბოლოო ჯამში სასურველ შედეგს მოგიტანთ.

2. კურო

ყველაზე მნიშვნელოვანი ნიშანი, რომლითაც კურო გამოირჩევა, დროა. მათ გარკვეული პერიოდი ჭირდებათ, რათა სასიყვარულო ურთიერთობაში ბოლომდე გაიხსნან და საკუთარი გრძნობები სასწორზე დადონ. არ აიძულოთ მათ ზედმეტი მოვალეობის აღება თავიდანვე, თორემ გაიქცევიან და ვეღარასდროს დაიჭერთ.

თავს მოახვიეთ გემრიელი სადილები, იყიდეთ ახალი თეთრეული და გაუმასპინძლდით მას იდეალური ვახშმებით. ეს ისეთი საჩუქარია, რომელიც მათ ყველაზე მეტად მოაქცევს თქვენი ზეგავლენის ქვეშ.

3. ტყუპი

ტყუპების ნიშნის წარმომადგენლებს გვერდით ისეთი ადამიანი უნდათ, რომელიც მათ გაართობს და თავს დაფასებულად აგრძნობინებს. თუ გსურთ რომ მას თავი შეაყვაროთ, ყველაფერს მარტივად მიუდექით. დაიწყეთ მეგობრობით და აცადეთ ურთიერთობას განვითარება. სიყვარულის გაჩენა მის გულში მარტივად შეგიძლიათ, თუ ტყუპს რაიმე არაორდინალურს შესთავაზებთ.

4. კირჩხიბი

თუ გსურთ რომ კირჩხიბის გული მოიგოთ, უნდა იყოთ გულახდილი, პოზიტიური და სანდო. მათ სძულთ ფსიქოლოგიური თამაშები და ამიტომ კარგი იქნება, თუ მათთან პირდაპირი იქნებით. კირჩხიბს ძლიერი ქალი მოსწონს, ამიტომ მუდამ დაიცავით თქვენი ინტერესები. თუ იგი დაინახავს, რომ თქვენგან რამის სწავლა შეუძლია, მუდამ თქვენთან დარჩება.

5. ლომი

ეს ნიშანი მართლაც სენსიტიური და ემოციური არსებაა, თქვენ სწორედ ამის გააზრება გჭირდებათ. დაანახეთ მათ თქვენი სუსტი მხარე და მზად იყავით გრძელი და მგრძნობიარე საუბრებისთვის. მათ დამოუკიდებელი ქალი ხიბლავთ, ასე რომ კარგად დაანახეთ თქვენი ინდივიდუალური აზრი თითოეულ საკითხზე.

6. ქალწული

ქალწულებს მუშაობის მოყვარული და ძლიერი ქალები ხიბლავთ. თუ თქვენ გამუდმებით საკუთარი აზრის მიხედვით იმოქმედებთ, ეს მათ თვალში ყველაზე სექსუალურ არსებად გაქცევთ. აგრძნობინეთ მას, რომ მუდამ მზად ხართ მის დასახმარებლად.

7. სასწორი

თუ სასწორისგან სიყვარულს ითხოვთ, მაშინ მას პირველ რიგში თქვენი სიყვარული უნდა დაანახოთ. უნდა უთხრათ, თუ როგორ შესანიშნავ და დიდებულ პიროვნებად თვლით მას. აგრძობინეთ, რომ მათთან ყოფნა ყველაფერს გირჩევნიათ და იგი აუცილებლად შეგიყვარებთ.

8. მორიელი

თამაშები მორიელს ყველაზე მეტად ხიბლავს და აყვარებს თქვენს თავს. მას უყვარს დევნა, ამიტომ მიეცით თქვენთვის გამოკიდების საფუძველი და ითამაშეთ მისი წესებით. დაანაეთ მას, რომ მხოლოდ ის არის თქვენი სიყვარულის ღირსი და ამით სამუდამოდ მოიპოვებთ მის გულს.

9. მშვილდოსანი

თუ გსურთ რომ მშვილდოსანს თავი შეაყვაროთ, ნუ გექნებათ მასთან სექსი პირველივე პაემანზე. მიუხედავად იმისა, რომ ის ინტელიგენტი, სექსუალური და ძლიერი მამაკაცია, თავის შეკავების გარეშე მას ინტერესს დააკარგვინებთ. კარგ გარეგნობასთან ერთად, თქვენ დელიკატური ქცევებიც გჭირდებათ, რათა მას გრძნობები აღუძრათ თქვენს მიმართ.

10. თხის რქა

თუ გსურთ რომ თხის რქა მოხიბლოთ, მხარი დაუჭირეთ მის ამბიციებსა და კარიერულ წინსვლას. თქვენ შეიძლება უდიდესი გრძნობები გქონდეთ მის მიმართ, მაგრამ თხის რქას დარწმუნებამ მხოლოდ თქვენ საქციელს შეუძლია. იყავით აქტიური და დაანახეთ მას, რომ თქვენი სიყვარულისთვის ყველაფერზე ხართ წამსვლელი.

11. მერწყული

მათთვის თავის მოწონება შეიძლება შეუსრულებელ მისიად იქცეს. მერწყულები უნიკალურები არიან და უნიკალურ პარტნიორსაც ეძებენ. თუ რომელიმე კრეატიული ნიჭით ხართ დაჯილდოებული, მაგალითად ცეკვით ან ხატვის ნიჭით, აუცილებლად დაანახეთ მას ეს. უნდა აგრძნობინოთ, რომ თქვენი გონება მრავალფეროვანი და ამასთანავე, დაანახეთ რომ სანდომიანი ხართ.

12. თევზი

თუ გსურთ რომ თევზი თქვენს მიმართ უდიდეს სიყვარულს განიცდიდეს, მას ლიდერობის უფლება უნდა მისცეთ. მიეცით ნება გაგანებივროთ რომანტიული ვახშმებითა და ჟესტებით. ყოველთვის დიდი მნიშვნელობა მიანიჭეთ მის განცდებს და იყავით ბუნებრივი, იგი ამას ყველაზე მეტად დააფასებს.

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

როგორ უნდა იპოვოთ ნამდვილი სიყვარული თქვენი ზოდიაქოს მიხედვით

0
#image_title

გჯერათ ვარსკვლავების? ბევრი ადამიანი ფიქრობს რომ მომავალ კარიერულ წინსვლასა და სიყვარულს სწორედ პლანეტები განსაზღვარვენ. როგორ ვიპოვოთ ნამდვილი სიყვარული მათი დახმარებით

ნამდვილი სიყვარული ვიპოვოთ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით:

ვერძი

შეჩერდით ერთი წუთით და პატარა დეტალებით ისიამოვნეთ. არ იჩქაროთ გადაწყვეტილებების მიღება და ზედმეტად მომთხოვნი არ გამოჩნდეთ. გაატარეთ მშვიდი დრო სასურველ ადამიანთან ერთად, ისეირნეთ და ისაუბრეთ. თუ მოვლენებს არ დააჩქარებთ, თქვენი ყვავილი ბოლოს აუცილებლად გაიფურჩქნება.

კურო

თქვენ მალე შეხვდებით ისეთ ადამიას, რომელიც საუკეთესო მეგობრისა და შეყვარებულის როლს ერთდროულად მოირგებს. უნდა გაიაზროთ, რომ სხვისი გრძნობების გაკოტროლება არ შეგიძლიათ და მხოლოდ მასთან იყოთ, ვინც თქვენ ნამდვილ სიყვარულს შემოგთავაზებთ.

ტყუპი

მთავარია თქვენს თავს შთააგონოთ, რომ ყველაფრის გაკეთება მარტო თქვენი ძალებით სწორი არ არის. აღიარეთ, რომ საყვარელი ადამიანის დახმარება გჭირდებათ. არ დაიწყოთ ყოველი საქციელის ზედმეტი ანალიზი და ნუ შეუშინდებით ახალ გამოწვევებს. ასეთ გზაზე სიყვარული მუდამ თან გსდევთ.

კირჩხიბი

იზრუნეთ თქვენს პირად გრძნობებზე და არ გახდეთ ზედმეტად პარანოიდული აზრებით შეპყრობილი. არ შეეცადოთ გარშემო მყოფების უარყოფითი დეტალების გამოსწორებას. ამის ძალა ჯობია თქვენს თავს მოახმაროთ, რადგან თუ გულს გაგიტეხავენ, გზის გაგრძელებისა და ნამდვილი სიყვარულის პოვნა შემდეგ უფრო გაგიადვილდებათ.

ლომი

მიჰყევით თქვენს გულს და ამჯობიეთ მისი არჩეული გზა თქვენს გეგმებს. ასეთ შემთხვევაში, ადამიანი რომელიც დიდი ხანია უკვე თქვენს ცხოვრებაშია, სრულიად სხვანაირი კუთხით წარსდგება თქვენს წინაშე. გამოდით თქვენი კომფორტის ზონიდან და დაანახეთ მას, რომ თქვენი სიყვარული შეიძლება.

ქალწული

მიჰყევით დინებას და ნერვები დაიწყნარეთ. გქონდეთ თქვენი თავის იმედი, რადგან ამის გამო საინტერესო და მომხიბველი ადამიანი გამოჩნდებით. არ იფიქროთ, რომ თქვენთან საუბრით ვინმე დროს კარგავს, ეს პირიქითაა.

სასწორი

დააყენეთ თქვენი თავი ყველაფერზე წინ. მორჩით სხვის ნებაზე სიარულს და გააკეთეთ მხოლოდ ის, რაც თქვენ გსურთ ნამდვილად. გააკეთეთ ფოკუსი საკუთარი გადაწყვეტილებების მიღებაზე და იზრუნეთ პირად კომფორტზე, ეს საჭირო ადამიანს უდიდეს გრძნობებს გაუჩენს.

მორიელი

თავი შეიკავეთ ნეგატიურ ადამიანებთან ურთიერთობისგან და დაახარჯეთ თქვენი ემოციები მხოლოდ პოზიტიურ პიროვნებებს. მხოლოდ კეთილი ადამიანების გარემოცვაში ყოფნა გაპოვნინებთ ნამდვილ სიყვარულს. ნუ დაკმაყოფილდებით თქვენთან მოსული პირველივე ადამიანით.

მშვილდოსანი

სახლში ჯდომა და ნამდვილი სიყვარულის ლოდინი არაფერს გარგებთ. გაიცანით ახალი ადამიანები, თამამად წამოიწყეთ ახალი ურთიერთობები და აკონტროლეთ თქვენი ცხოვრების მიმართულება უფრო მკვეთრად. როდესაც ვინმეს გაიცნობთ, ნუ შეუშინდებით მის ახლოს მოშვებას და თქვენი სისუსტეების სააშკარაოზე გამოტანას.

თხის რქა

მოეშვით ყველაფრის ლოგიკის წესებით განსჯას. შესაძლოა თქვენი ბედის სიცუდე უბრალო დამთხვევაა და არა რაიმე ლოგიკური პრობლემის შედეგი. მიჰყევით დინებას რაც შეიძლება მშვიდად და შეეგუეთ რთულ პერიოდს, ეს თქვენი გეგმების შესრულებასა და სიყვარულის პოვნას გაგიადვილებთ.

მერწყული

უნდა შეეშვათ იმ მასკის უკან დაფარვას, რომელსაც ყოველი გარეთ გასვლის წინ იკეთეთ. მიეცით ხალხს უფლება გაიცნოს თქვენი ნამდვილი ბუნება და სენსიტიური მხარე. თუ მუდამ გულახდილი და თამამი იქნებით, ის ერთადერთი უფრო ადვილად გიპოვით.

თევზები

მოეშვით ოცნებას და რეალურად მისდიეთ თქვენს მიზნებს. არ არის საჭირო იმ ერთადერთ ადამიანზე ფიქრი გამუდმებით, რადგან ასეთი ადამიანი აუცილებლად გეყოლებათ თქვენს მეგობრების წრეში. გაერიეთ მასაში და დასვით ბევრი შეკითხვა, რათა ადამიანებს თქვენთან საუბარი გაუმარტივოთ და საკუთარი გრძნობების გამოხატვაც აღარ შერცხვეთ.

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

9 ღიმილის სახეობა და მათი მნიშვნელობა

0
#image_title

ღიმილის სახეობა და მათი მნიშვნელობები გაშიფრეთ სტატიიდან

ღიმილის სახეობა მისი ქვეტექსტი და მნიშვნელობა ნამდვილი თავსატეხია. ვისაუბროთ ვრცლად ღიმილის 9 სახეობაზე.

1. ღიმილი დახურული ტუჩებით

ეს ყველაზე გავრცელებული ღიმილის სახეობაა. ასე გაღიმებას ადამიანები მაში მიმართავენ, როდესაც სიტუაცია მოითხოვს მათგან ღიმილს და ეს სინამდვილეში მათ სრულიად არ სურთ. ასეთი მიმიკა ჰოლივუდის წითელი ხალიჩისთვისაა დამახასიათებელი.

2. მოკლე ღიმილი

ასეთი გაღიმება ყველაზე დიდი ირონისაა და სარკასტული დამოკიდებულების გამოატვაა. ის გულიდან ნამდვილად არ მოდის. ამით ავტორი სიტუაციის მაკონტროლებლის როლს გამოხატავს, რადგან ხშირად საკმაოდ მნიშვნელოვანი რამ იცის.

3. ორმხრივი ღიმილი

ეს ისეთი გაღიმებაა, როდესაც თქვენი ერთი ტუჩის ბოლო მაღლა, ხოლე მეორე დაბლითა მიმართულებით იწევა. ასეთი რეაქცია მაშინ გამოიახატება, როდესაც ადამიანმა არ იცის პრობლემას ზუსტად რა გზით გაუმკლავდეს და უამრავი ემოცია ერთდროულად დატრიალებს თავს. ის ვინც ასე იღიმება, ნამდვილად ვერ გაგამხიარულებთ.

4. მოფლირტავე ღიმილი

ასეთი ღიმილი უამრავი ადამიანის გულს იგებს და იმას აკეთებინებს, რაც თქვენ გინდათ. როდესაც ქალს მამაკაცი მოსწონს, ის სწორედ ასე იღიმება და მიანიშნებს, რომ სწორედ ის სჭირდება და მეტი არავინ. ასეთ გაღიმებას უამრავი დიდი სასიყვარულო რომანი უნახავს და მის გარეშე ცხოვრებას აზრი არ ექნებოდა.

5. ყალბი ღიმილი

ის ვინც ასე იღიმება, ცდილობს ის ფაქტი დაფაროს, რომ რაღაც არ მოსწონს. ასე იღიმებიან პოლიტიკოსები, რადგან ისინი სხვების თვალში კარგად გამოჩენის აკეთებენ ამას. ასევე თუ ვინმე ასე გაგიღიმებთ, მათ თქვენ არ მოსწონხართ და უბრალო თავაზიანობით ცდილობს თქვენს მოშორებას.

6. პირღია ღიმილი

თუ ვინმე ასეთი გულახდილი გზით იღიმის, ესეიგი ისინი მართლაც ძალიან ბედნიერები არიან რამის გამო. ასეთი ღიმილი იმიტომაა კარგი, რომ ადამიანის კბილებსა და გაბრწყინებულ თვალებს ხედავთ და ეს თქვენც კარგად გაგრძნობინებთ თავს. ეს გაჯერებთ, რომ ისინი მართლაც გულახდილები არიან თქვენთან მიმართებაში

7. დაკმაყოფილებული ღიმილი

როდესაც თქვენი უფროსი აღიარებს, რომ თქვენ რაიმეს შესახებ სწორი იყავით, სწორედ ასეთი ღიმილი გამოგესახებათ სახეზე. ასე გაღიმება ანახებს სხვებს, რომ ამაყოფთ იმით რასაც აკეთებთ და ისინი უნდა გიმადლოდენ ამის კეთებისთვის.

8. მძინარე ღიმილი

წარმოიდგინეთ, როგორ იღვიძებთ ულამაზეს მზიან დილას. გარედან ჩიტების ჭიკჭიკი გესმით და ეს მიგანიშნებთ, რომ ადგომის დროა. ამ დროს გაუთვითცნობიერებლად იწყებთ გაღიმებას და ამას ნამძინარევი ღიმილი ეწოდება, რადგან სწორედ კარგ ხასიათზე გაღვიძების შედეგია.

9. გარყვნილი ღიმილი

იცით ის ღიმილი, რომელიც ბავშვების სახეზე გამოისახება მაშინ, როდესაც აკრძალული ქმედება ჩაიდინეს? დიახ, ეს ღიმილი არამარტო პატარების ჩვევაა და დიდებსაც შეუძლიათ ასე გაღიმება. როდესაც სასიყვარულო პარტნიორს სექსუალურ მესიჯს უგზავნის გამომეტყველებით, ისინი სწორედ ასეთ ღიმილს მიმართავენ საუკეთესო ინდიკატორად.

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

მამაკაცების ეს 10 ქცევა გოგონებს ყინულივით ადნობს

0
მამაკაცი და ქალი ღიმილობენ ბედნიერ ურთიერთობაში
ქალების მოხიბვლის შესახებ მითები და რეალობა. ნამდვილი მიზიდულობის საიდუმლო ღია გულში და ავთენტურობაშია.

რომელი 10 ქცევა ადნობს ყველაზე გაყინულ ქალის გულსაც კი

10 ქცევა რომელიც ქალბატონების გულს მაშინვე იპყრობს:

1. ქალის გაცინება

ქალებს ისეთი მამაკაცი მოსწონთ, რომელთანაც მხიარული დროის გატარება შეუძლიათ. კარგი იუმორის გრძნობა ნებისმიერ სიტუაციაში გამოგადგებათ და ინტელიგენტის სტატუსს ადვილად მოგანიჭებთ.

2. კარგი სოციალური ქცევა

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ინდივიდუალები რომლებიც ხშირად ერთვებიან სოციალურ აქტივობებში, უფრო ადვილად იწყებენ სტაბილურ სასიყვარულო ურთიერთობას. ქალებს მოსწონდ ალტრუისტი კაცი, რომელიც კარგი საქმეების კეთებისთვის მუდამ მზადაა.

3. ძვირფასი დეტალები

საზოგადო კვლევის მიხედვით, ის კაცები, რომლებიც ძვირფასი ნივთით იწონებენ თავს, ბევრად უფრო დიდ სიმპატიას იმსახურებენ. საჭირო არ არის დიდი სახლი და მანქანა, მაგია აქსესუარებშია.

4. ბავშვები

ქალებს აქვთ უნიკალური ფუნქცია, შეატყონ მამაკაცს აქვს თუ არა მამობის ინსიქტი განვითარებული. ისინი ამას კაცების სახის მიმიკებით ადგენენ მაშინ, როდესაც იგი ბავშვებს უყურებს და მათთან ურთიერთობს. უბრალოდ გაუღიმეთ პატარებს და ყველაფერი კარგად იქნება.

5. მისტიკა

დამტკიცებულია, რომ ქალებს ისეთი მამაკაცები უფრო მეტად ხიბლავთ, რომლებისგანაც მოწონებას პირდაპირ ვერ გრძნობენ. თქვენი სიყვარულის აშკარად გამოხატვა უამრავი ქალისთვის შესაძლოა სრულიად არამომხიბვლელი საქციელი იყოს, ამიტომ ბოლომდე ნუ გამოხვალთ მისტიური ღრუბლიდან.

6. ძაღლებზე ზრუნვა

თანამედროვე საზოგადოებაში ძაღლზე ზრუნვა მაღალი დონის სოციალური პასუხისმგებლობის გამომჟღავნებათ ითვლება. ეს თავდადების სიმბოლოა ურთიერთობებისთვის, ამიტომაც ქალები ამით საკმაოდ ადვილად იხიბლებიან.

7.  წითელი სამოსი

როგორც აღმოჩნდა, წითელი მხოლოდ ქალბატონებისთვის არ არის. დადგიდა, რომ მამაკაცის წითელი სამოსი ქალის ინტერესს საკმაოდ მნიშვნელოვნად ზრდის. ასეთი სტილი მაღალი სტატუსისა და ინტელექტის მანიშნებელია.

8. გარისკვა

ქალებს რისკზე წამსვლელი მამაკაცები მის ამრიდებლებს ბევრად უფრო ურჩევნიათ. ათლეტური, გმირული და მამაკაცური ხასიათი ყველაზე მეტად სწორედ სარისკო ნაბიჯის გადადგმით შეგიძლიათ გამოამჟღავნოთ ქალის მოსახიბლად.

9. წვერი

ქალებს უფრო მეტად საშუალო ზომის წვერიანი მამაკაცები იტაცებთ. თუმცა, დიდი და სრული წვერის მქონე კაცები მათ თვალში მომავალში იდეალური მშობლის როლის შემსრულებლად აღიქმება. შესაბამისად, კაცის წვერის სიხშირე და ზომა პირდაპირ პროპორციულია მისი მომხიბვლელობის ხარისხის.

10. კუნთები

გამოკითხვის მიხედვით, ქალები კაცის სხეულზე კუნთების ქონას საკმაოდ სექსუალურ ასპექტათ თვლიან, თუმცა ზედმეტი გამოკვეთა არც აქ არ არის საჭირო. დიდი კუნთების ქონა მათ პარტნიორთან ნაკლები დროის გატარებასაც გულისხმობს ქალების თვალში. ასე რომ, საშუალო ზომის ნავარჯიშები სხეული საუკეთესო გზაა მათი გულის მოსაგებად.

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

რა უნდა იცოდეთ მამაკაცი მშვილდოსანის შესახებ

0
#image_title

მამაკაცი მშვილდოსნის შესახებ შეიტყვეთ ვრცლად

მამაკაცი მშვილდოსანის შესახებ რა უნდა იცოდეთ, თუ მის შეყვარებას გეგმავთ:

1. ის მომენტით ცხოვრობს

თუ თქვენს ცხოვრებაში მშვილდოსან მამაკაცს შემოუშვებთ, არ აიძულოთ ისეთი რამეების კეთება, რაც მას არ სურს. ის თავისუფალი სულის პატრონია და ყოველი მომენტით სარგებლობა სურს.

იგი არ ხარჯავს დროს ისეთ საკითხებზე, რომლებიც მის ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს არ შეასრულებენ. შესაბამისად, სწორი ქალის პოვნის შემთხვევაში ეს ნიშანი მისთვის ყველაფერს გააკეთებს.

2. არასდროს იღლება დევნით

როდესაც ამ ნიშნის წარმომადგენელი მამაკაცი ერთი ქალით დაინტერესდება, ის მის მოპოვებამდე არასდროს არ გაჩერდება. მისთვის მნიშვნელობა არ აქვს თუ რამდენი დრო დაეხარჯება ამ დევნაში, მიზნის მიღწევამდე მას შეჩერება უბრალოდ არ შეუძლია.

თუკი თქვენ მშვილდოსანი მოხიბლეთ, თუმცა მას აიგნორებთ, იცოდეთ რომ იგი არ დანებდება. ის ზედმეტად

3. ის ერიდება სახლის საქმეებს

ძალიან ცდებით თუ გგონიათ, რომ თქვენი შეყვარებული მშვილდოსანი სახლის მოვლაზე იზრუნებს მაშინ, როდესაც ქალაქიდან მოგიწევთ გასვლა. მას ვახშმის მომზადებასთან ერთად, ვერც ბავშვების გაზრდის სიყვარულს შეამჩნევთ.

მისი მამობრივი ინსიტქტები მხოლოდ მაშინ გამოვლინდება, როდესაც შვილები გაიზრდებიან და ტყეში მასთან ერთად შეძლებენ სალაშქროდ წასვლას.

4. მას არ მოწონს ზედმეტი ყურადღება

თუ მშვილდოსანთან სასიყვარულო ურთიერთობა გაქვთ, დარწმუნდით რომ მას ზედმეტად არ აწუხებთ თქვენი სიახლოვითა და ყურადღებით. მათ არ უყვართ, როდესაც პარტნიორი გრძნობებით ახრჩობთ და ამის გამო შესაძლოა ძალიან მარტივად დაგშორდეთ.

მას გაახარებს იმის დანახვა, თუ როგორ ერთობით თქვენი მეგობრების წრესთან ერთად და მხოლოდ მისი ცხოვრებით არ ცხოვრობთ.

5. ერთგულია, მაგრამ ბრმა არა 

მშვილდოსანი ერთგულია და ყოველთვის აფასებს სახლში არსებულ სასიყვარულო ბუდეს. თუმცა, თუკი იგი გარეთ ვინმე მომხიბვლელს გადაეყრება, მასთან ფლირტისგან თავს ნამდვილად ვერ შეიკავებს.

მაგრამ მან ყოველთვის იცის სად გადის ზღვარი და მას არასდროს გადააბიჯებს მანამ, სანამ საკუთარი პარტნიორისგან მიიღებს იმას რაც სურს.

6. სიყვარულისთვის თავდადებულია 

შეყვარებული მშვილდოსანი ყველაფერს გააკეთებს სიყვარულის გასაღვივებლად და არასდროს მოეშვება ამას. მან იცის რა უნდა და ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე ყველაფერზეა წამსვლელი თქვენი გულის მოსაგებად.

თუ საპირისპირო გრძნობებს არ გაუმჟღავნებთ, საკუთარ თავში დაიწყებს პრობლემის პოვნას და მის გამოსწორებაზე იმუშავებს მანამ, სანამ თანხმობას არ მიიღებს თქვენგან.

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

რატომ იგვიანებენ ქალები ყოველთვის

0
#image_title

ქალები მუდამ აგვიანებენ,  სულ სადღაც მიიჩქარიან და მაინც არაპუნქტულურის იარლიყით სარგებლობენ

ქალები და მათი გამუდმებული დაგვიანების ჩვევა უკვე ყველასთვის კარგად ნაცნობი რამ არის. თუმცა, ამის მიზეზი არც ისე ფართოდაა ცნობილი და ახლა განვიხილავთ იმ ძირითად ფაქტორებს, რაც ამ მითის წარმოქმნასა და გაგრძელებას იწვევს:

თმა და მაკიაჟი

იცით რას გავს ქალების თმა მაშინ, როდესაც იღვიძებენ? გეგონებათ რომ მათ დენმა დაარტყა. თითოეული თმის ღერის მიხედვას საკუთარი ხერხი სჭირდება. ასევე, სიჩქარეში თვალის ფანქარის წასმა სინამდვილეში უფრო მეტად იწვევს დაგვიანებას, რადგან სწრაფად ამას აუცილებლად არასწორი გზით გააკეთებთ და შემდეგ ყველაფრის თავიდან დაწყებაა საჭირო. არავის სურს პანდას გავდეს.

ტანსაცმელი

შეიძლება წინა საღამოს მთელი სამოსის გეგმა დააწყოთ, თუმცა დილას გააცნობიეროთ, რომ ერთ–ერთი ამ გეგმის დეტალი გასარეცხია. ყველაფრის თავიდან მოფიქრებასა და შეხამებას კი სრულიად ახალი მოტივაცია და მონდომება სჭირდება. ამ ყველაფერს დრო მიაქვს.

ტუჩის საცხი

ეს ისეთი რამ არის, რაც კაცებმა შეიძლება ვერ გაიგონ. წარმოიდგინეთ რომ მზად ხართ, სამოსი და მაკიაჟი უკვე წესრიგშია და ხელის ხლება აღარ სჭირდება. თუმცა, თქვენი ჩანთიდან ტუჩის საცხის კოლოფია ამოკლებული. მის ძებნას ძალიან დიდი დრო შეიძლება დასჭირდეს, რადგან ამ დეტალის გარეშე სახლიდან გასვლას უბრალოდ აზრი არ აქვს ქალებისთვის.

წინდები

ამის გამოცდა მართლაც მხოლოდ ქალბატონებს შეუძლიათ. როდესაც სახლიდან გასვლის დრო უკვე დადგა და თქვენ თმის ღერებს საბოლოო შტრიხებს უმატებთ, ამ დროს ფეხზე წინდის ნახევის შემჩნევა კატასტროფას უდრის. ეს ყველაზე ხშირად სწორედ საჩქარო სიტუაციებში ხდება, მაგალითად მაშინ როდესაც მთელ სახლში დარბიხართ პომადის საპოვნელად.

დედასთან საუბარი

წარმოიდგინეთ, რომ ყველა ქალის დედას სპეციალური რადარი აქვს, რითაც მისი ქალიშვილის სახლიდან გასვლის მომენტს იდეალურად იჭერს. სწორედ კარის გაღებამდე 2 წუთით ადრე უნდებათ დედების უმრავლესობას გოგონებთან ხანგრძლივი და საფუძვლიანი საკითხების გარკვევა და მათზე დეტალურად ლაპარაკი.

მობილური

გოგონების მობილური ტელეფონი თითქმის ყოველთვის დაჯდომის პირასაა. მისი ელემენტის დატენვა კი ყოველთვის ძნელად გასახსენებელი დავალებაა მათთვის. ამიტომაც სახლიდან გასვლის წინ ტელეფონზე დახედვა და დაბალი პროცენტის დანახვა უეცარ პანიკას მარტივად იწვევს. ამის შემდეგ ისინი ზიან და მობილურის დატენვას ელოდებიან.

გამოვრთე თუ არა ჩემი თმის გასასწორებელი?

რამდენჯერ დაგიტოვებიათ სახლი მშვიდად და შუა გზაზე გაგიფიქრებიათ, მართლა გამორთეთ თუ არა სახლში ყველა ელექტრო ნივთი? გოგონებს ბევრი მარტივად აალებადი თავის მოვლისთვის საჭირო ტექნიკა აქვთ და ამის გამო მათ შესამოწმებლად მიბრუნება ჩვეულებრივი ამბავია.

დაუთოება

ნაცნობი სიტუაციაა, როდესაც გასვლის წინ სწრაფად მოირგებთ პერანგს და სარკეში ბოლო ჩახედვისას აღმოაჩენთ, რომ მას თურმე რამდენიმე ნაკეცი აქვს. ასეთ დროს პანიკის ერთადერთი წამალი ამ პერანგის დაუთოებაა.

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

 

რომელი ზოდიაქოს ნიშანი არის საუკეთესო ცოლი? ნახეთ რომელ ადგილზე ხართ სიაში

0
#image_title

რომელი ზოდიაქოს ნიშანი არის საუკეთესო ცოლი. ალბათ ეს კითხვა ბევრ თქვენგანს აინტერესებს, ვრცლად იხილეთ სტატიაში

ზოდიაქოს ნიშანი და მისი გავლენის ქვეშ დაბადებული რომელი ქალბატონია საუკეთესო მეოჯახე? რომელი ხართ სიაში? წაიკითხეთ ვრცლად.

კირჩხიბი

კირჩხიბი ქალები ძალიან ემოციურები და თავდადებულები არიან. მათ გული საკმაოდ ადვილად უტყდებათ, თუმცა ამისა ისინი მაინც კარგ არჩევანს წარმოადგენენ გრძელვადიანი სტაბილური ურთიერთობის პარტნიორის შერჩევისას.  მათ ძალიან უყვართ ერთობისა და ქორწინების იდეა. ეს ისეთი რამაა, რაც მათ ცხოვრებას მთავარ აზრს სძენს. ისინი ძალიან მზრუნველები არიან და ყველაფერზე წავლენ საკუთარი ქმრისა და შვილებისათვის. კირჩხიბი იდეალური ქალია, რომელსაც ნდობა შეიძლება გამოუცხადო. ამიტომ, იგი მართლაც საუკეთო პოზიციას იმსახურებს სიაში.

თევზები

თევზი ქალბატონები ყველაზე სანდომიანები არიან. ისინი არასდროს გაგიცრუებენ იმედს, მიუხედავად იმისა იმსახურებთ თუ არა მათგან რესპექტაბელურად მოპყრობას. მათი კრეატიული ბუნების გამო, საკმაოდ ინტელიგენტი ადამიანები არიან და ისეთი ხასიათი აქვთ, რომელსაც ვერასდროს დაივიწყებთ. ისინი შესაძლოა ცოტა უხეში ცოლები იყვნენ, თუმცა მათი ერთგულება და კეთილი ხასიათი ამას მთლიანად გადაწონის.

სასწორი

ამ ნიშნის წარმომადგენლები ყველაზე ემოციურები არიან და ზოდიაქოს ყველაზე კეთილი ნიშნის სახელს მთლიანად ამართლებენ. ისინი მუდამ ცდილობენ იყვნენ პოზიტიურები და ბედნიერები. თუმცა, მათ ეს ხელს არ უშლით იმაში, რომ ქორწინებაში წარმოქმნილ ნებისმიერ პრობლემას მთელი ძალით არ შეებრძოლონ. სასწორი ვერ შეძლებს დაძინებას მანამ, სანამ მის პარტნიორთან წამოწყებულ კამათს არგუმენტირებულად არ დაასრულებს. მათი აზროვნების ბუნება მათ პარტნიორებსაც აძლევს მოტივაციას მუდამ იბრძოლონ წარმატების მისაღწევად.

კურო

როდესაც კურო ისეთ ადამიანს შეხვდება, რომელსაც შეიყვარებს, ამის შემდეგ მხოლოდ მასზე ზრუნვით იქნება დაკავებული. არაფერი არ ნიშნავს მათთვის იმაზე მეტს, ვიდრე მათი პარტნიორი. საკმაოდ ინტელიგენტი ნიშანი ურთიერთობაში ფიზიკურ სიახლოვეზე მეტს ითხოვს და სამაგიეროდაც ასევე მეტს გასცემს. თუ კუროს სასიყვარულო ინტერესის დამსახურება გსურთ, მისი ინტელექტი და სხეული ერთნაირად უნდა გამოიწვიოთ თქვენი ქცევითა და აზროვნებით.

მერწყული

მერწყული ძალიან იმპულსური ნიშანია, რადგან მათ მოწყენილობის ატანა არ შეუძლიათ. მასთან ურთიერთობაში აუცილებლად უნდა იყოთ ფრთხილად, რადგან თუ იგი დაინახავს, რომ სიახლეების შემოტანა არ შეგიძლიათ ქორწინებაში, აუცილებლად მიგატოვებთ. იგი წავა და სხვა უფრო უკეთეს გასართობს იპოვის. მერწყული ჭკვიანია და სურს მისი პარტნიორიდ მის დონეზე აზროვნებდეს.

თხის რქა

როდესაც თხისრქა რაიმე მიზანს დაისახავს, ისინი ამას ნებისმიერი გზით მიაღწევენ. ისინი მრავალფუნქციურობის დედოფლები არიან. შეუძლიათ სახლის, შვილებისა და პარტნიორის სიყვარულზე ზრუნვა ერთდროულად. თუ ასეთი იდეალური ქალი გსურთ ცოლად, თქვენც ძალიან ორგანიზებული უნდა იყოთ, რადგან ის სიზარმაცეს ვერ იტანს.

ტყუპი

თუ ტყუპებზე დაქორწინება გსურთ, უნდა იცოდეთ რომ ქორწინებაში ისინი ორ სხვადასხვა პიროვნებას ანსახიერებენ. მათი ერთი ნაწილი ძალიან მოსიყვარულე და მზრუნველია, ასევე იგი წარმატებით უმკლავდება დედის მოვალეობებს. თუმცა მზად უნდა იყოთ, რომ მისი მეორე საპირისპირო მხარის გამოჩენამაც არ შეგაშინოთ.

მორიელი

მორიელ ცოლს შეუძლია თქვენი ყველაზე დადებითი მხარის გამომჟღავნებაში დაგეხმაროთ. მათ ძალიან მაღალი სტანდარტები აქვთ და თუ ამის ატანა არ შეგიძლიათ, ეს სათქვენო არჩევანი ნამდვილად არ არის. მხოლოდ ყველაზე ძლიერ მამაკაცებს შეუძლიათ მორიელის მორჯულება.

ქალწული

ქალწულებმა მუდამ ორგანიზებულად უნდა გააკეთონ ყველაფერი. მათი აზრით, სწორედ თვითონ იციან რა არის სწორი და რა არასწორი. თუ მასთან ერთად ცხოვრება გსურთ, უნდა შეეგუოთ რომ ყველაფერი მისი გზით უნდა გაკეთდეს. სამაგიეროდ, თქვენ მიიღებთ ყველაზე სანატრელ მოპყრობას საყვარელი პარტნიორისგან. იგი გულის სიღრმემდე გაგიგებთ ყველაფერში და თითოეული თავგანწირვისთვის უდიდეს კარგ სამაგიეროს გადაგიხდით.

ლომი

თუ ლომი თქვენს ცოლობაზე დაითანხმეთ, ეს ჯეკპოტის მოგებას უდრის. თუმცა, თუკი მას იმას არ მისცემთ, რასაც ითხოვს, ვიღაც აუცილებლად დაშავდება. ლომი სიბრაზეს ძალიან მკვეთრი სახით გამოხატავს. თუ თქვენ მის გულს მაინც მოიგებთ, უნდა გახსოვდეთ რომ ლომი ყველაფრის მიუხედავად იქნება თქვენი ერთგული. მის სიყვარულს არაფერი არ შებღალავს. უბრალოდ გაეცალეთ მაშინ, როდესაც ცუდ ხასიათზეა.

ვერძი

ვერძები კონკურენტუნარიანი არსებები არიან და ისეთ ადამიანებს წარმოადგენენ, რომელიც ერთი დანახვით შეგიყვარდებათ. ის ძალიან ერთგულია ქორწინებაში, თუმცა სამაგიეროდაც უდიდეს თავდადებას ითხოვს. არ გაუცრუოთ იმედი ვერძს, რადგან ის ძალიან ცუდ პასუხს გაგცემთ.

მშვილდოსანი

ეს ნიშანი ძალიან მგრძნობიარეა და ერთ ადგილას დიდ ხანს გაჩერება არ შეუძლია. თუკი მათ შებოჭვის გრძნობას გაუჩენთ, მშვილდოსანი მაშინვე გაიქცევა თქვენგან. მიიღეთ ისინი ისეთი, როგორებიც არიან და მათ მოთვინიერებას არ ეცადოთ.  მშვილდოსანი მუდამ თავისუფლებისკენ მიიღწვის, რადგან თავისუფალი სულის პატრონია. თუ შეეცდებით რომ ცხოვრებას ისეთი თვალით შეხედოთ, როგორითაც ისინი უყურებენ, მაშინ იდეალური ქორწინება გექნებათ.

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

 

 

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.