სამშაბათი, აგვისტო 18, 2026
- Advertisement -
Google search engine

დიასახლისებო, ამის წაკითხვის შემდეგ, სამზარეულოში ხავერდა არ გამოგელევათ.

0
#image_title

ხავერდას სამშობლო მზიანი მექსიკაა, ევროპაში ამერიკის აღმოჩენის შემდეგ ესპანელებმა შემოიტანეს. ინგლისელები ამ ყვავილს ბიბლიური ლეგენდების გამო წმ. მარიამს უკავშირებენ.

ლეგენდები ლეგენდებად, მაგრამ ხავერდა სასარგებლო თვისებებით მართლაც “ოქროს ყვავილია”. ისინი სამკურნალო ხასიათით გამოირჩევიან და ბაღის მცენარეებს მავნებლებისგან იცავენ, ასევე ხავერდას კულინარიასა და კოსმეტოლოგიაში იყენებენ.

სამკურნალო ხავერდა

ხალხურ მედიცინაში ყვავილების ნაყენი შარმდენი, ოფლმდენი და ამოსახველებელი საშუალებაა. დალიეთ ხავერდას ჩაი და დიარეასა და კუჭის დაავადებებისგან განთავისუფლდებით.

მექსიკელი ინდიელები ხავერდას ნაყენს მეძუძურ დედებს ასმევდნენ, რათა მათთვის რევმატული ტკივილები შეემსუბუქებინათ. ინდოეთში კი ამ მცენარით ეგზემას კურნავდნენ.

ხავერდას სამკურნალო თვისებები თანამედროვე მეცნიერებაშიც დადასტურებულია. აღმოჩენილია, რომ ის აჯანმრთელებს ღვიძლს და თირკმელს, ანთებითი პროცესების შემთხვევაში კი ხსნის ტკივილს. ნაყენი აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და აძლიერებს იმუნიტეტს?

შაქრის დიაბეტის საწყის სტადიაზე ის სისხლში შაქრის რაოდენობას შეამცირებს და კუჭქვეშა ჯირკვალზე დადებითად იმოქმედებს. ამ მცენარის ყვავილებშ შემავალი ნივთიერებები კატარაქტას წარმოშობის რისკს შეამცირებს.

ხავერდა უკრაინული ტრადიციული გვირგვინის შემადგენელი ყვავილია, ერთგულების სიმბოლო. მათ გვირგვინში ურთავდნენ იმიტომ, რომ ყმაწვილი მოეჯადოვებინათ: რომ მას არასდროს დაევიწყებინა საყვარელი გოგონას გზა და მუდამ ერთგული დარჩენილიყო. ითვლებოდა, რომ ხავერდა სასიყვარულო ინტერესს იწვევს, ვნებას.

ასევე, შეგიძლიათ დაამატოთ კომპოტებსა და კისელში, როგორც განსაკუთრებული არომატისთვის, ასევე სამკურნალო მიზნით, რათა ორგანიზმს გრიპი და სურდო ააცილოთ.

ხავერდას გამოყენება ხალხურ მედიცინაში

ჩაი მხედველობის გაუმჯობესებისთვის
ჩაიდანში, 0.5 ლ წყალში, 1 ჩ.კ. მწვანე ჩაი, 2 ხავერდას ყვავილი, 3 კალენდულას ყვავილი, 2 ჭინჭარის ფოთოლი, 1 მიწავაშლას ფოთოლი და 2 პიტნის ღერო მოათავსეთ.

დაასხით ჩაიდანს მდუღარე წყალი და პირსახოცით შეფუთეთ. დატოვეთ 30 წთ. დალიეთ ჩაი დღის მანძილზე, ისე რომ ჭიქაში წყალი ემატეთ. დატოვებული მასით შეგიძლიათ თვალები დაიბანოთ.
ხავერდას ყვავილები აუმჯობესებს მხედველობის ხარისხსაც და მდგომარეობასაც. მხედველობის აღსადგენად 1 თვის განმავლობაში ყოველდღე 3 ყვავილი მიიღეთ.

ღვიძლის გამოსაჯანმრთელებლად
ხავერდას 5 ყვავილს დაასხით მდუღარე წყალი, ადუღეთ 3 წთ ნელ ცეცხლზე, გაცერით. მიღეთ 250მლ ჭამამდე დილას და საღამოს. მკურნალობის კურსი 1 თვე, შემდეგ შეისვენეთ და გაიმეორეთ.

პარაზიტებისგან თავდასაცავად
ხავერდას ნაყენი ორგანიზმს პარაზიტებთან ბრძოლაში ეხმარება. მოსამზადებლად აიღეთ 1 ს.კ. ყვავილი და 300მლ მდუღარე წყალი დაამატეთ. თავზე დაახურეთ საბოლოო გაციებამდე, გაცერით და დღეში 3-ჯერ, საჭმლის მიღებამდე 2 ს.კ. მიირთვით. მკურნალობის ხანგრძლივობა – 2 კვირა.

შაქრის დიაბეტის და კუჭქვეშა ჯირკვალის სამკურნალოს
დიაბეტის შემთხვევაში 50 მუქი შეფერილობის ყვავილს 500მლ წყალი დაასხით და ბნელ ადგილას 1 კვირის განმავლობაში დატოვეთ. დღეში სამჯერ, ჭამამდე 1 ჩ.კ. მიიღეთ.პანკრეასის დროს ხავერდას ნაყენი ორგანოს მდგომარეობას გააუმჯობესებს, ანთებას ჩააცხრობს და ფერმენტების გამომუშავებას დაარეგულირებს.

სურდოს და ჰაიმორიტის დროს
სუნთქვის შემსუბუქებისთვის ინჰალაცია დაგეხმარებათ. ჩაიდანში 5 ხავერდა მოათვსეთ, დაასხით მდუღარე წყალი ისე, რომ წყალმა დაფაროს. შემოახვიეთ პირსახოცი და 5წთ დააყენეთ. ჰაერი შეისუნთქეთ პირით და ამოისუნთქეთ ცხვირით. როცა სუნთქვა თვისუფალი გახდება, ჩაისუნთქეთ ცხვირით, ამოისუნთქეთ პირით.

ნერვოზის დროს
აბაზანა ხავერდას ნაყენით ნერვულ სისტემას ამშვიდებს. გეხმარებათ სტრესულ სიტუაციებში, ხსნის შფოთვას, აღადგენს სულიერ ჰარმონიას, შველის დეპრესიას.

სისხლძარღვების კედელთა გაუმჯობესებისთვის
2 ს.კ. ხავერდა და 1 ჩ.კ. გრაკლა 2 ადუღებულ ჭიქა წყალში მოხარშეთ. დადგით დახურული ჭურჭლით 20 წუთი. დალიეთ დღეში 3-ჯერ ჭამამდე 1 ჭიქა.

ხავერდა კულინარიაშიც ფართოდ გამოიყენება. მაგალითად ქართულ სამზარეულოში. საცივი და ხარშო ამ სუნელის გარეშე წარმოუდგენელია. იმერული ყვითელი ყვავილი აუცილებელი ინგრედიენტია.

აი, როგორ გავთავისუფლდეთ სწრაფად ქერტლისგან: 8 ნატურალური საშუალება, რომელიც თმას ძველებურ სილამაზეს დაუბრუნებს.

0
ქალი იყენებს ნატურალურ თმის ნიღბს ქერტლის წინააღმდეგ
ქერტლი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა, რომელიც შეიძლება ნატურალური საშუალებებით მოგვარდეს. 8 მარტივი და ხელმისაწვდომი რეცეპტი დაგეხმარებათ სწრაფად გადაჭრათ ეს პრობლემა.

ზამთარსა და ზაფხულში თმაზე მუდამ თოვლი გაყრიათ? ქერტლთან ბრძოლისთვის დიდი თანხები გაიღეთ? წარმოგიდგენთ საიდუმლოს როგორ ებრძოლოთ ამ პრობლემას.

ქერტლი კანის დაავადებაა. ამ დროს ცხიმოვანი ჯირკვლების ფუქნცია ირღვევა. ქერტლიანობა ორნაირია: მშრალი და ცხიმიანი. მშრალი თმის არასწორ მოვლას მიუთითებს, ხოლო ცხიმიანი ჰორმონალურ დარღვევას, ასევე კუჭ-ნაწლავის პრობლემებს.

სანამ მკურნალობას დაიწყებთ, რაციონიდან ცხიმიანი, მარილიანი და ტკბილი საკვები გამორიცხეთ. შეიძლება მისი მიზეზი არასწორი კვება გახდეს.

როგორ გავთავისუფლდეთ ქერტლისგან სწრაფად

ვაშლის ძმარი
ვაშლის ძმარი არამარტო კულინარიაში, არამედ თმის აღდგენაში გამოიყენება. სჯობს სახლის პროდუქტი გამოიყენოთ ის ქერტლის ნიშნებს ებრძვის და თმის სტრუქტურას აღადგენს.

ქერტლის საწინააღმდეგო წამლის მომზადებისას ნახევარი ჭიქა ვაშლის ძმარი და ამავე რაოდენობის წყალი აურიეთ. მასა თავის კანზე დაიდეთ და 1 სთ გააჩერეთ. შემდეგ შამპუნიის მეშვეობით დაიბანეთ.

საკვები სოდა
ეს საშუალება არააა ნაკლებად ეფექტური ვიდრე ვაშლის ძმარი. აურიეთ 4 ჩ.კ სოდა ცოტაოდენ წყალთან და დაიდეთ თავის კანზე. გაიჩერეთ 3 წთ და გრილი წყლით დაიბანეთ.

ზეითუნის ზეთი 
ზეითუნის ზეთით მასაჟი არამხოლოდ გააძლიერებს თმის ფოლეკულებს, ასევე კანს გაშრობისგან დაიცავს. საშუალება თავზე 30წთ-ით დაიტოვეთ. შემდეგ შამპუნით ჩამოიბანეთ.

ლიმნის წვენი და ქოქოსის ზეთი
სამკურნალო საშუალების მოსამზადებლად აურიეთ ლიმნის წვენი და ქოქოსის ზეთი პროპორციით 1:5ზე. შემდეგ მასა თავის კანზე დაიდეთ და აცალეთ იმოქმედოს 30 წთ. ჩამოიბანეთ მსუბუქი შამპუნით, სასურველია ბავშვის.

კალციუმის ნაკლებობას აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება, აი დაავადებები, რასაც იწვევს

0
#image_title

აღზნებულობას, ნევოზს, ფრჩხილების მტვრევას, უძილობას, ეგზემას, მაღალ არტერიულ წნევას, ხელ-ფეხის დაბუჟებას, კრუნჩხვებს, კბილების დაშლას, ჰერპესს, ბრონქიალურ ასთმას.

ყველაფერ ამის თავიდან ასაცილებლად ორგანიზმს ისეთი სახით უნდა მივაწოდოთ კალციუმი, რომ ადვილად შეძლოს მისი ათვისება.

კვერცხის ნაჭუჭი შეიცავს ორგანიზმისთვის ყველა საჭირო მიკროელემენტს – სპილენძს, ფტორს, რკინას და ა.შ. ქათმის კვერცხი კარგად უნდა გავრეცხოთ თბილი წყლითა და საპნით, გავამშრალოთ (თუ ვაძლევთ პატარა ბავშვს, ხუთი წუთი  მდუღარე წყალში გავაჩეროთ).

კვერცხს მოვაცილოთ ნაჭუჭი, კარგად გავაშროთ და ფაიფურის პატარა ჭურჭელში წმინდად დავნაყოთ. დავამატოთ რამდენიმე წვეთი ლიმონი, განვაზაოთ ცოტა წყალში და ისე მივიღოთ.

1 წლის ასაკის ბავშვისათვის დღეში ერთხელ უმცირესი რაოდენობით, 3-4 კვირის განმავლობაში, უფროსი ასაკის ბავშვისათვის 1-3 გრ-მდე, დღეში ერთხელ ასაკის მიხედვით.

მოზრდილთათვის 1 ჩაის კოვზი დღეში ორჯერ დღეგამოშვებით. ეს შეიძლება გაკეთდეს წელიწადში 2-ჯერ თითო თვის განმავლობაში.

რძის შრატი დიდხანს სიცოცხლეს განაპირობებს. წარმოგიდგენთ სამკურნალო კოქტეილს.

0
#image_title

ძვირადღირებულ კოსმეტიკურ საშუალებებზე ხარჯვას შეიძლება თავი ავარიდოთ თუ ყურადღებით გადავავლებთ თვალს მაცივარში მოთავსებულ პროდუქტებს. ხანდახან ეს შეიძლება კვერცხი ან კიტრი იყოს.

რძის შრატის სარგებლიანობა

ბევრი ადამიანი ვერ აფასებს ამ პროდუქტს და ტყუილუბრალოდ. მასში ბევრი საჭირო კომპონენტია: ლაქტოზა, ცილები, ვიტამინი A,E,C,B ჯგუფი, სასარგებლო მჟავები, მაგნიუმი და კალციუმი.

მდიდარი შემადგენლობის წყალობით რძის შრატს ფართოდ იყენებენ გამაკანსაღებელი და კოსმეტიკური მიზნებისთვის. ცადეთ მისი მიღება სახლის პირობებში და თავად დარწმუნდებით.

ორგანიზმის გასუფთავება რძის შრატით დაგეხმარებათ გათავისუფლდეთ ტოქსინებისგან. ეს ლაქტოზის ხარჯზე ხდება. ის აუმჯობესებს საკვების მომნელებელ სისტემას.

რეკომენდირებულია მათთვის, ვინც ჭარბი წონით იტანჯება. ეს პრიმიტიული პროდუქტი აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, აფხიზლებს ორგანიზმს და ზედმეტი კილოგრამებისგან განთავისუფლებაში ეხმარება.

იმუნური სისტემის გაძლიერება – კიდევ ერთი პოზიტიური პუნქტი იმისთვის, რომ რძის შრატი რაციონში ჩართოთ. რეგულარული გამოყენებისას იმუნიტეტი ნორმაში ჩადგება და ენერგეტიკული ბალანსიც აღდგება. დალიეთ დილით 1 ჭიქა, სჯობს საუზმემდე.

დაგმუხტავთ სიხარულით. ის ორგანიზმში სეროტინის გამოყოფას ეხმარება, ბედნიერების ჰორმონის. გახსოვდეთ კალიუმის შესახებ: ეს ელემენტი ყურადღების კონცენტრირებას უწყობს ხელს. დამატებითი ბონუსია ვიტამინი B, რომელიც ემოციური მდგომარეობის სტაბილურობაზე აგებს პასუხს. ასე შეგიძლიათ ებრძოლოთ ქრონიკულ დაღლას და სტრესს.

კოსმეტიკური პროცედურები – რძის შრატი ხშირად შედის ნატურალური კოსმეტიკის შემადგენლობაში. ის ხსნაა ნებისმიერი კანისთვის. ებრძვის ნაოჭებს და კანს ჯანსაღ იერს სძენს. რძის შრატი სასარგებლოა თმისთვისაც – გავლენას ახდენს მის ზრდასა და აღდგენაზე.

ანტიოქსიდანტები შრატის ყველაზე ღირებული კომპონენტებია – ისინი აფერხებენ დაბერებას. ამიტომაც, გამოიყენეთ სახის ნიღბებში. ცადეთ შემდეგი რეცეპტები:

რძის შრატი სახის კანისთვის

აურიეთ ცოტაოდენი დაფქული ყავა რძის შრატთან პროპორციით 1:2ზე და მიღებული მასა სკრაბის სახით გამოიყენეთ. დაიდეთ კანზე მასაჟური მოძრაობებით. დაიტოვეთ მაქსიმუმ 3 წთ. მოარიდეთ გარშემო არეს. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

დაიდეთ სახეზე რძის შრატის და ხაჭოს ნაზავი პროპორციით 1:1ზე და დაიტოვეთ 20წთ. დაიბანეთ თბილი წყლით და შედეგი მაშინვე სახეზე იქნება.

ნაოჭებისთვის: გაყინეთ რძის შრატი კუბიკებად და გადაისვით სახეზე ყოველ დილით. დამატენიანებელ კრემთან ერთად ის სახის მშვენიერი შემზადებაა მაკიაჟის წასმამდე.

შეგიძლიათ დაამატოთ გამაჯანსაღებელ კოქტეილებში, აურიოთ კენკრასთან, ხაჭოსთან, შაქართან. გაუკეთოთ ჟელე პატარებს. დაამატოთ ბავშვთა კვებაში. ის ახლოსაა დედის რძესთან.

ყველაზე მოხერხებულია მოამზადოთ სახლის პირობებში.

მომზადება

რძე ადუღებამდე მიიყვანეთ, დაამატეთ ნახევარი ლიმნის წვენი, მუდამ ურიეთ. გადმოიღეთ ცეცხლიდან გაატარეთ მარლაში ან საცერში და მიიღებთ შრატს.

დადგით ტბილ ადგილას, რათა მაწონად იქცეს. პროცესის დაჩქრებისთვის ჩააგდეთ მასში ჭვავის პური. გაათბეთ ცეცხლზე ხაჭოს მიღებამდე. ის შეგიძლიათ მიირთვათ, შრატი კი გამოიყენოთ.

როგორ გამოვთვალოთ ქალის იდეალური წონა ბროკის ინდექსის მიხედვით: დიეტაზე უნდა დაჯდე თუ სასწრაფოდ მაცივრისკენ გაიქცე?

0
#image_title

ითვლება, რომ ქალის იდეალური წონა 18 წლის ასაკში ფორმირდება და კილოგრამების რაოდენობა მომავალში სწორად ამ დროს არსებული მაჩვენებლით უნდა განსაზღვროს. მხოლოდ ერთეულებს გამოსდით იდეალური პარამეტრების შენარჩუნება. ბალანსირებული კვების და ვარჯიშის გარდა, წონა სხვა რამეებზეცაა დამოკიდებული. წარმოგიდგენთ წონის სიმაღლესთან შეთავსებას ყველანაირი სხეულის მქონე ქალისთვის.

წონის ცხრილი ქალებისთვის

რამდენიმე წლის წინ ქალის წონის იდეალური ფორმულა არსებობდა, რომელიც შემდეგნაირად ითვლებოდა: სიმაღლეს 110-ს აკლებდნენ და იღებდნენ კილოგრამების რაოდენობას. მაგრამ ეს ყველაზე მორგებული არ იყო, ამიტომაც ის სხეულის ფორმებით ჩაანაცვლეს.

ფრანგი ანთროპოლოგის პოლ ბროკის გამოთვლების მიხედვით, ქალის იდეალური წონა ამ ცხრილშია წარმოდგენილი. მაგრამ, წლებთან ერთად ორგანიზმი ნაკლებ ენერგიას მოიხმარს და ნივთიერებათ ცვლა ნელდება, ცხიმი იზრდება, რასაც ზედმეტ კილოგრამებთან მივყავართ.

40 წლის ზემოთ ქალებმა იდეალური წონის მაჩვენებელს 10% უნდა დაუმატონ, 55 წლის ზემოთ მყოფმა ქალებმა 15%.

ყველა კონკრეტულ ტიპს არ აკმაყოფილებს. ადამიანი შესაძლოა გამხდარსა და საშუალოს შორის იყოს. მაგრამ, ამ შემთხვევაში ნორმალური წონა დიდად არ განსხვავდება საჭიროსგან.

ექიმს უნდა მიმართოთ თუ ცხრილის მიხედვით მოთხოვნას აკმაყოფილებთ, მაგრამ სარკეში გამოსახულება არ გახარებთ. ჩააბარეთ ანალიზები ჰორმონებსა და შაქარზე. თინეიჯერებს შეუძლებელია რაიმე ცხრილის მონაცემები მოვარგოთ, რადგანაც 18 წალმდე სხეული იზრდება და ფორმებს იძენს. ასევე, ცხრილის მაჩვენებლები განსხვავებული იქნება სპორტსმენებისთვის.

საბოლოოდ, ყველა ისე უნდა მიუდგეს საკუთარ სხეულს, როგორც საჭიროდ თვლის. შეიძლება ენდო შინაგან შეგრძნებებს, სარკეს ან საყვარელი ადამიანის აზრს. სწორი წონა არის ის, რაშიც ქალი თავს კომფორტულად გრძნობს.

როგორ ვუშველოთ ავადმყოფ ვენებს -ექიმის რჩევები

0
#image_title

თუ კუნთების გამაგრებაზე უარს იტყვით, ვარიკოზი კატასტროფულად განვითარდება და ვეღარფერს უშველით. “კუნთების სწორი მუშაობა ვარიკოზს აფერხებს.”-აცხადებს ექიმი სერგეი ბუბნოვსკი. როგორ ვუშველოთ ვენების  ტკივილს, რომელიც ბევრი ადამიანისთვის ნამდვილი ხსნა გახდა.

როგორ გავუმკლავდეთ ვარჯოზსს.

ვარიკოზის დროს მნიშვნელოვანია დიდხანს არ იჯდეთ და დიდხანს არ იდგეთ. მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის სერგეი ანტიგრავიტაციულ სავარჯიშოებს გვირჩევს. როცა კიდურები სხეულის მაღლაა და კუნთები სავარჯიშოს აკეთებენ, დაავადების განვითარება ფერხდება.

მშვენიერი სავარჯიშო, რომელიც ქვევით ვიდეოშია საუკეთესო მაგალითად გამოდგება. ის ხელმისაწვდომია იმით, რომ სავარჯიშო დარბაზში სიარული არ სჭირდება, გაძლევთ საოცარ ეფექტს, აუმჯობესებს განწყობას და აშ.

ცელულიტი ქალებში ვენების ვარიკოზული გაფართოების ერთ-ერთი მიზეზია. ამ დროს ძარღვების კედლები იკუმშება.

თუ სამუშაო დღის ბოლოს ძალიან დაიღალეთ, ექიმი ბუბნოვსკი ყინულის აბაზანას გიტჩევთ. სწორედ სიცივე კურნავს, თვლის პროფესიონალი დოქტორი. ამ შემთხვევაში დასიებულ კიდურებს ადგილი აღარ ექნებათ.

ყინულის აბაზანის შემდეგ, ჩაიცვით წინდები და შეასრულეთ სამკურნალო სავარჯიშოები. ექიმი გვიდასტურებს, რომ თუ ყოველდღე შეასრულებთ ამ მანიპულაციებს, სრულიად ჯანმრთელი ვენები გექნებათ. სანამ მოძრაობთ, იმოძრავეთ და მხოლოდ ასე! უყურეთ ვიდეოს.

ძლიერი ჩაი, რომელიც კლავს პარაზიტებს და წმენდს ორგანიზმს ტოქსინებისგან!

0
#image_title

ეს გასაოცარი ჩაი 50-ზე მეტ დაავადებას კურნავს!

აი ჩიას 5 ინგრედიენტი:

ქურქუმა

ქურქუმას სამკურნალო თვისებები დღეს საკმაოდ პოპულარულია. აწყნარებს ანთებას, ებრძვის კიბოს და უნარჩუნებს გულს ჯანმრთელობას.

ჯანჯაფილი

ჯანჯაფილი დაგეხმარებათ საჭმლის გადამუშავებასთან და შაკიკთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრაში. მას ანთების საწინააღმდეგო თვისებებიც აქვს და ებრძვის კიბოს მსგავს დაავადებებს.

დარიჩინი

აზიურ ქვეყნებში ეს საკმაზი ფართოდ გამოიყენება სისხლში შაქრის დონის შესამცირებლად და ვირუსული ინფექციების განსაკურნად, როგორებიცაა: გაციება, გრიპი და ხველა.

ილი

ეს დაგეხმარებათ არტერიის კედლები სუფთად გქონდეთ და ორგანიზმში სისხლის სწორი ცირკულაცია მოხდეს. ის ასევე უვლის ნარჩენების გამოყოფას თირკმლის მეშვეობით.

თაფლი

თაფლი პლანეტაზე ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო საკვებია. ის ჩაის სასიამოვნო გემოს ანიჭებს და ორგანიზმისთვის ენერგიის წყაროა, აძლიერებს იმუნურ სისტემას.

ინგრედიენტები:

ჯანჯაფილი — 1/2 ს.კ.

დარიჩინი — 1/2 ს.კ.

ქურქუმა — 1/6 ჩ.კ.

ილი — 1 პწკარი

წყალი — 500 მლ

თაფლი — 1 ჩ.კ.

მომზადება:

აიღეთ 500 მლ წყალი და აადუღეთ ნელ ცეცხლზე.

დაუმატეთ 1/2 ს.კ. ჯანჯაფილი და დარიჩინი ადუღებულ წყალს.

დაუმატეთ 1/6 ჩ.კ. ქურქუმა და 1 პწკარი ილი ამ მასას და აურიეთ კარგად.

აადუღეთ წყალი ყველა ამ ინგრედიენტით 5-10 წთ.

გააცივეთ სასმელი 10-15 წუთის მანძილზე. ამის შემდეგ გაცერით და დაუმატეთ 1 ჩ.კ. თაფლი.

დალიეთ ჩაი ყოველ დილით და მუდამ ჯანმრთელი იქნებით!

დაივიწყეთ ნებისმიერი ტიპის ვირუსი. აი, ვიტამინების ნამდვილი ბომბი. აიღეთ 3 ინგრედიენტი.

0
#image_title

როდესმე სოფელში ყოფილხართ? მაშინ გემახსოვრებათ ბაბუა როგორ აპობს შეშას. ამას კი სულ მარტივად ახერხებს. თავად როცა ცდით ხვდებით, რომ არც ისე მარტივია. ერთი მოქნევით დაჩეხვა კი ფანტასტიკა. რაში იყო მათი ძალის საიდუმლო?

აქტიური ცხოვრების წესის გარდა, ორგანიზმს ვიტამინები და მიკროელემენტები სჭირდება. მათი მიღება შესაძლებელია საკვებით ან სპეციალური დანამატებით. ხშირად ხალხური საშუალებები უფრო ეფექტურია. ეს ვიტამინი სასმელი ამის დასტურია.

სამკურნალო სასმელი

სასმლის განსაკუთრებულობა

ვიტამინის სასმელი 3 ინგრედიენტისგან შედგება: კატაბალახა, თაფლი და ლიმნის ცედრა. მათი შერწყმა შემთხვევითი არაა. შესწავლილია თითოეული კომპონენტი და იდეალურად ავსებენ ერთმანეთს. ნაყენი ორგანიზმს ყველა საჭირო ვიტამინითა და ელემენტით ავსებს, აძლიერებს იმუნიტეტს და აძლევს ძალას.

თაფლს ძლიერი ანტიბაქტერიული თვისებები აქვს. ის არეგულირებს საჭმლის მომნელებელ სისტემას და ორგანიზმის ტონუსს ამაღლებს.

კატაბალახას გამაძლიერებელი ეფექტი აქვს და ააქტიურებს იმუნიტეტს. ის ნივთიერებათა ცვლის რეგულაციასაც ახდენს, ასევე ორგანიზმს გაწმენდაში ეხმარება და დამამშვიდებელი ეფექტიც აქვს. ის სასარგებლო ნივთიერებებისა და ვიტამინების წყაროა.

ლიმონი ვიტამინი C-ს წყაროა. ის შეუცვლელია გაციების დროს. ასევე, ლიმნის ცედრა ტოქსიკური ნივთიერებების გამოყოფაში გვეხმარება და კიბოს პროფილაქტიკისთვისაც იყენებენ.

როგორ მოვამზადოთ სასწაულმოქმედი ნაყენი

ეს მარტივია. აიღეთ ლიტრიანი ქილა, მოათავსეთ 300 გ კატაბალახა, 100 გ თაფლი და 1 ლიმნის ცედრა. დაასხით თბილი ადუღებული წყალი, დაახურეთ თავზე და გააჩერეთ 4-5 დღე. ყოველი სამი დღის შემდეგ ააჯანჯღარეთ. მიიღეთ 1 ჩ.კ. დილაობით.

ის არაა რეკომენდირებული მათთვის, ვისაც ალერგია აქვს რომელიმე კომპონენტზე. სხვებს კი ნაყენი მშვენიერ გორმაში გამყოფებთ. ამბობენ, რომ სიცოცხლესაც ახანგრძლივებს.

დიეტა “მრავალწერტილი”: პირველ 4 კილოს ერთ კვირაში იკლებ. შემდეგ ნელნელა გაკლდება კილოგრამები.

0
#image_title

გახდომას უნდა მივუდგეთ ისე, როგორც კაბის არჩევას: დიეტის ტიპიც ადამიანის ფიგურაზეა დამოკიდებული. ზოგს ექსტრემალური დიეტა უხდება, დღეში 880კალორიის მირთმევა, ზოგს გახდომა შოკოლადით გამოსდის, ზოგს კი შემცირებული პორციებით. წარმოგიდგენთ დიეტას, რომელიც ადამიანს დასაბამიდანვე შეუძლია.

მეცნიერი მარკ მეტსონი ამ დიეტას “მრავალწერტილს” უწოდებს. რამდენიმე დღის შემდეგ მიხვდებით, რომ ის მართლაც მას ჰგავს.

მეთოდის მიზანი ჩვეულებრივი და დაბალკალორიული დღეებია, მაგრამ ყველაფერი ზუსტად გაწერილი და გათვლილი.

კვების ეს სისტემა მეტაბოლიზმს აჩქარებს. თუ საკვებს უბრალოდ შეზღუდული რაოდენობით მიირთმევთ, ნივთიერებათა ცვლა შენელდება და პირველადი შედეგები არც ისე მალე იქნება შესამჩნევი. ამ დიეტის მეშვეობით სტიმულირდება კუჭ-ნაწლავის მუშაობა და მავნე ქოლესტერინის რაოდენობა იკლებს.

განტვირთვის დღეებში 600 კალორიას მიირთმევთ. ზოგადად, დღეში 1000კალორიაა მოთხოვნა, სწორედ ეს განსხვავება განაპირობებს ცხიმის წარმატებულ წვას.

იმისთვის, რომ შიმშილის გრძნობამ ხელი არ შეგიშალოთ, მენიუში შეიტანეთ დაბალკალორიული და მკვებავი პროდუქტები: კეფირი, ხაჭო, კვერცხი, ბოსტნეული, ხილი. ამავე დროს უარი თქვით ტორტებსა და ჩიფსებზე, გაზიან სასმელსა და კარამელზე.

მუდმივი დანაყრების საიდუმლო არამხოლოდ სწორი პროდუქტების შერჩევა, არამედ გაწონასწორებულ კვებაშია. საჭიროა დღეში 5-ჯერ იკვებოთ.

კიდევ ერთი მცირე თუმცა მნიშვნელოვანი ნიუანსი: აუცილებელია ყოველდღე ნახევარი ლიტრა სუფთა წყალი დალიოთ. სითხე დააჩქარებს გახდომას და ორგანიზმიდან ტოქსინებს გამოდევნის.

დიეტის მენიუ

პირველი დღე

  • საუზმე: შვრიის ფაფა ხილით.
  • წახემსება: მუჭა თხილი.
  • სადილი: ინდაურის ფილე ჩათუშული ბოსტნეულით.
  • წახემსება: კეფირი დარიჩინით.
  • ვახშამი: კრევეტები ბოსტნეულით.

მეორე დღე(განტვირთვა)

  • საუზმე: მოხარშული კვერცხი.
  • წახემსება: პომიდორი.
  • სადილი: მწვანე ბოსტნეულის სალათი (ნიახური, კიტრი, კომბოსტო, ბროკოლი, დაფნის ფოთოლი, ფხალი).
  • წახემსება: გრეიფრუტი.
  • ვახშამი: 1 ჭიქა კეფირი დარიჩინით.

მესამე დღე

  • საუზმე: ომლეტი 2 კვერცხით ყაბაყით ან პომიდვრით.
  • წახემსება: ნატურალური იოგურტი კენკრით.
  • სადილი: გოგრის კრემ-სუპი და თეთრი თევზი.
  • წახემსება: ვაშლი.
  • ვახშამი: ხაჭოს პუდინგი.

მეოთხე დღე (განტვირთვა)

  • საუზმე: გამომცხვარი გრეიდრუტი.
  • წახემსება: სტაფილოს სალათი ან ჩათუშული სტაფილო.
  • სადილი: ბოსტნეულის სუპი და მოხარშული ქათმის ფილის ნაჭერი.
  • წახემსება: ორი კიტრი.
  • ვახშამი: მწვანე ბოსტნეულის სალათი.

ამ დიეტის დაცვა განუსაზღვრელი ვადითაა შესაძლებელი. მათაც გამოადგებათ, ვისაც ორგანიზმის სასარგებლო ნივთიერებებით შევსება უნდა.

თუ 40 წელს გადააბიჯე, ეს 3 სავარჯიშო შენი ყოველდღიურ რიტუალად უნდა აქციო.

0
#image_title

დაბერებას ვერავინ გაექცევა, მაგრამ არსებობს ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადადგათ, რათა დაავადებებმა, ნაოჭებმა და სხვა არასასურველმა უსიამოვნებებმა რაც შეიძლება გვიან შეგაწუხოთ.

აღმოსავლელმა ბრძენებმა ზუსტად იცოდნენ როგორ უნდა შევინარჩუნოთ ახალგაზრდობა და სასიამოვნო განწყობა დიდი ხნით. წარმოგიდგენთ 3 სავარჯიშოს ვარმა ჯულიეტისგან, რომლის შესრულებაც კისრისა და სახის არეში სასწაულებს მოახდენს.

ვარმა ჯულიეტი ვედური მეცნიერების მიმდივარია, რომელმაც მსოფლიო შემოიარა და იოგა და ვედური ტრაქტატები შეისწავლა.

სახის კანის გაახალგაზრდავება

ეს სავარჯიშოები 40 წლის ასაკის ქალებისთვისაა განკუთვნილი, თუმცა პროფილაქტიკის მიზნით მათი შესრულება უკვე 28 წლიდანაა შესაძლებელი.

სავარჯიშოები დაარეგულირებს შინაგან წნევას, გაასწორებს ნაოჭებს, გააძლიერებს კისრის კუნთებს და აშ.

გიმნასტიკა კანის გაახალგაზრდავებისთვის

ტუჩების კუნთების გაძლიერებისთვის მაქსიმალურად დაჭიმეთ ტუჩები, მიეცით ბეჭდის ფორმა და გააღეთ პირი. პირველ დღეს ორჯერ გააკეთეთ და ყოველდღე ერთით გაზარდეთ.

იმისთვის, რომ თვალების გარშემო ნაოჭებს გავექცეთ, დახუჭეთ თვალები და დაიწყეთ მათი ტრიალი თითო მხარეს 10-ჯერ. ტუჩებით გამოხატეთ სიხარული და მწუხარება 5-7-ჯერ.

შუბლზე ნაოჭების დალაგებისთვის ხელებით მოუჭირეთ შუბლს ზევიდან და ქვევიდან. დახუჭეთ თვალები და დაატრიალეთ თითო მხარეს 5-ჯერ.

გაბერეთ ლოყები 5 წამით, შემდეგ ნელა გამოუშვით ჰაერი. სავარჯიშო სახის ზუსტი კონტურისთვისაა და 10-ჯერ გაიმეორეთ.

კისრის გაახალგაზრდავებისთვის გადახარეთ თავი უკან, მოადუნეთ კუნთები და ფართოდ გააღეთ პირი. შემდეგ ნიკაპის მეშვეობით ამოძრავეთ ყვა. გაიმეორეთ 5-ჯერ.

სავარჯიშოები კისრის კუნთებისთვის

ადექით, ქუსლები შეაერთეთ, ხელები დაუშვით და მოდუნდით. ზურგი სწორად გეჭიროთ, დაძაბულობის გარეშე. ნელა ატრიალეთ თავი მარჯვნივ და მარცხნივ, შემდეგ დაბლა დახარეთ და მაღლა აწიეთ. ეს სავარჯიშო კისრის კუნთების მოდუნებაში დაგეხმარებათ.

შემდეგ ნელა ატრიალეთ თავი და მარჯვენა და მარცხენა მხარეთ 5-7 წამით დააფიქსირეთ.

ვარჯიშის დროს ცხვირით ისუნთქეთ. ყურადღება მთლიანად კისრისკენ მიმართეთ. პირველ კვირაში 5-ჯერ შეასრულეთ, მეორეში 6-ჯერ, მესამეში 8-ჯერ და ასე შემდეგ, სანამ 25-მდე არ ახვალთ.

სავარჯიშოები ნიკაპისთვის

ქვედა ტუჩი კბილებისკენ გაწიეთ და პირისკენ მიზიდეთ, ნიკაპი კი პირდაპირ. ყბა ატრიალეთ მარჯვნივ და მარცხნივ.

შეასრულეთ 5-ჯერ. ყოველდღიურად გაზარდეთ ბრუნვის რაოდენობა.

სავარჯიშოების შესრულებამდე, მოიშორეთ დეკორატიული კოსმეტიკა და ხელ-პირი დაიბანეთ.

შესრულების შემდეგ, კონკრეტული ზონა ცივი წყლით მოიბანეთ და მკვებავი კრემი წაისვით. რეგულარული კეთებიდან 7 დღეში დადებით შედეგს შეამჩნევთ. კანს ჯანსაღი ფერი მიეცემა და უფრო ელასტიური გახდება.

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.