ხუთშაბათი, აგვისტო 20, 2026
- Advertisement -
Google search engine

ჯადოსნური ბუნებრივი ანტიოქსიდანტი

0
#image_title

ჯადოსნური ბუნებრივი ანტიოქსიდანტი

სპორტსმენები, ვეგეტარიანელები თვლიან, რომ მცენარეულ საკვებს აქვს სამკურნალო თვისებები, შეიცავენ ისეთ ნივთიერებებს, რომლებმაც შეიძლება მედიკამენტებზე უკეთ განკურნონ დაავადება. ამავე დროს მცენარეულ საკვებს არანაირი უკუჩვენება არ აქვს.

ხილი და ბოსტნეული ყველაზე ჯანსაღი საკვებია, რომელიც არ გადატვირთავს ჩვენს ორგანიზმს მავნე და უსარგებლო ნივთიერებებით. ყველას გვსმენია შავი ქლიავის სასარგებლო თვისებებზე, ის ითვლება ერთ-ერთ პირველ კულტურულ მცენარედ.

მწიფე ქლიავი შეიცავს 113 მგ. კალიუმს, რომელიც არეგულირებს სისხლის წნევას და ინსულტის რისკს ამცირებს. შეიცავს ასევე სორბიტოლს და ისინინს, რომლებიც ხელს უწყობენ საჭმლის მონელებას.

დაკვირვებამ აჩვენა, რომ ქლიავი შეიცავს ორჯერ მეტ პოლიფენოლის ანტიოქსიდანტებს, ვიდრე პოპულარული ნექტარინები, იგივე ვაშლატამა და ატამი. მოწითალო-მოლურჯო ფერს აძლევს ანტიოქსიდანტი ანტოციანინი. ეს ნივთიერება ამცირებს გულსისხძარღვთა დაავადებებისა და კიბოს რისკს. 2-3 ცალის სისტემატური მიღება ორგანიზმს აწვდის საჭირო რაოდენობის ანტიოქსიდანტებს.

ქლიავი შეიცავს კოფეინის მჟავას, რომელიც კვებას ძვლის ქსოვილს და მცირდება ოსტეოპოროზის საშიშროება. ნედლი ხილი ან მისგან დამზადებული ჩირი აღადგენს უკვე დაზიანებულ ძვლის ქსოვილს, ანელებს დაბერების პროცესს.

შავი ქლიავი შეიცავს მცირე რაოდენობით შაქარს, ამიტომ მისი გამოყენება გვიცავს მეორე ტიპს დიაბეტისგან.

ერთ მწიფე ქლიავში 30 კალორიაა. 2-3 დღის განმავლობაში მისი მიღება ნებისმიერი რაოდენობით დაგაკლებინებთ წონაში 2-5 კგ. შეიძლება მხოლოდ წყლის დალევა.

ქლიავის ექსტრაქტი აფერხებს მკერდის სიმსივნის ყველაზე აგრესიული ფორმების განვითარებას. ის კლავს მხოლოდ კიბოს უჯრედებს და ქიმიოთერაპიისგან განსხვავებით არ აზიანებს ჯანსაღ უჯრედებს.

ქლიავი სავსეა ანტიოქსიდანტებით. ის კვებავს ტვინის იმ უბნებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან სწავლაზე და მეხსიერებაზე, სისტემატიური მიღება პროფილაქტიკური საშუალებაა ალცჰაიმერის დაავადების წინააღმდეგ.

შავი ქლიავი შეიცავს ვიტამინ B6, რომელიც ხელს უწყობს ნერვული იმპულსების სწრაფ გადაცემას და ეხმარება ნერვული სისტემის სწორ ფუნქციონირებას. დიდი რაოდენობით შეიცავს ამინომჟავა ტრიფტოფანს, ის სეროტონინის გამომუშავებას უწყობს ხელს, რომელიც მშვიდ ძილზე, კარგ განწყობაზე და კონცენტრაციაზეა პასუხისმგებელი. ქლიავი შეიცავს C ვიტამინის დიდ რაოდენობას, რომელიც აუცილებელია იმუნური სისტემის გაძლიერებასა და ინფექციებისადმი წინააღმდეგობის გაწევისთვის.

ქლიავის რეგულარული მოხმარება ხელს უწყობს შფოთვის აღმოფხვრას. მეცნიერებმა აღმოაჩინეს ქლოროგენური მჟავების სედატიური თვისებები ქლიავში.

ქლიავი და მათი პროდუქტები სასარგებლოა ორსულობის დროს ვიტამინებისა და მინერალების სიმრავლის გამო. ეს კომპონენტები მნიშვნელოვანია ნაყოფის თვალის, ძვლებისა და ქსოვილების ფორმირებისთვის, დედის უჯრედების ჯანმრთელობასა და ბავშვის ჯანმრთელობაზე.
მისი მრავალმხრივი სასარგებლო თვისების გამო დაიწყებთ ამ საოცარი ხილის რეგულარულ გამოყენებას.

ინგლისური დიეტა იდეალური წონისათვის! თქვენი იდეალური არჩევანი!

0
ქალი იყენებს კანის მოვლის კოსმეტიკას სარკის წინ ნაცრისფერ აბაზანაში
წონის დაკლების პროცესი ხშირად გამოიწვევს კანის მდგომარეობის გაუარესებას, რაც განსაკუთრებით შესამჩნევია ინგლისური დიეტის დროს. კანზე ზრუნვა ამ პერიოდში მოითხოვს სისტემატურ მიდგომას და სპეციალურ ყურადღებას.

ეს დიეტა შედგება პროდუქტების სამი ძირითადი ჯგუფისგან: ცილები, ნახშირწყლების შემცველი პროდუქტი, ნედლი ხილი და ბოსტნეული.

პირველი და მესამე სახის პროდუქტები უნდა მივიღოთ კვირაში ოთხჯერ, ნახშირწყლების შემცელი კი – კვირაში სამჯერ.

ცილოვან დღეებში უნდა მივირთვათ ნებისმიერი მოხარშული ხორცი, ქათამი, თევზი გარნირის გარეშე, სურვილისამებრ შეიძლება ცოტა მცენარეული ცხიმის დამატება. ნებადართულია ნებისმიერი ყველი, რძე და რძის პროდუქტები ხილისა და შაქრის გარეშე.

ნახშირწყლების დღეებში შეიძლება ბურღულეულის ფაფები, მაკარონი, პური, კარტოფილი, ნამცხვარი, კანფეტი, მაგრამ იკრძალება რძის პროდუქტები, ხორცი, ნედლი ხილი და ბოსტნეული.

ხილისა და ბოსტნეულის დღეებში შეგიძლიათ მთელი დღის მანძილზე შეუზღუდავი რაოდენობით მიირთვათ ნედლი ხილი და ბოსტნეული მარილის, ცხიმის, შაქრის, დანამატების გარეშე. შეგიძლიათ მაღალკალორიული პროდუქტების გამოყენებაც.

ყოველდღე ნებადართულია უშაქრო ჩაი ან ყავა რამდენიც გნებავთ, ნახშირწყლოვან დღეებში კი შეგიძლიათ ამ სასმელების ტკბილი სახით მიღება.

ეს დიეტა დაგეხმარებათ დაიკლოთ წონაში და გაიძლიეროთ იმუნური სისტემა.

პოპულარული საკვები კომბინაციები, რომლებსაც ზიანი მოაქვთ ჯანმრთელობისთვის

0
#image_title

ჯანმრთელი კვების ექსპერტები გვაფრთხილებენ: ზოგიერთ კომბინაციაში, სასარგებლო პროდუქტები კარგავს თავის თვისებებს, რომლებიც ძვირფასია სხეულსა და ჯანმრთელობაზე. კერძოდ, ხორცის და ყველის ერთად გამოყენება არ შეიძლება. ხორცისა და ყველის დუეტს შეუძლია შექმნას სერიოზული პრობლემა საჭმლის მონელების პროცესში, ვინაიდან თითოეული ამ პროდუქტის შთანთქმისას საჭიროა ფერმენტები, მათ გადამუშავებაში სხვადასხვა სახის ფერმენტი მონაწილეობს, ყველი ხელს უშლის ხორცის შეწოვას, ხორცი-პირიქით.

ამ მიზეზით არ შეიძლება თევზის და კვერცხის ერთად მიღება. ნამცხვარი, ფუნთუშა, პეჩენია ჩაის ნაცვლად უმჯობესია ყავასთან ერთად მიირთვათ. ჩაიში არის ტანინები, რომლებიც ხელს შეუშლის ნამცხვრის გადამუშავებას საჭმლის მომნელებელ სისტემაში.

თუ იოგურტთან ერთად მიირთმევთ კივს, მოგიწევთ სასწრაფოდ უარი თქვათ, ორივე პროდუქტი ჯანსაღი და სასარგებლოა, მაგრამ როგორც ჩანს მათი კომბინცია საზიანოა ჯანმრთელობისთვის. კივი შეიცავს ენზიმებს, რომელიც შლის რძის ცილას, სწორედ ამ მიზეზით დაირღვევა საჭმლის მონელების პროცესი.

კიდევ ერთი პოპულარული კომბინაცია – ალკოჰოლი და ტკბილეული. ერთი ბოკალი ღვინო შოკოლადთან ან ნამცხვართან ერთად საზიანოა პანკრეასისთვის და ხელს უშლის მონელებას. ეს კომბინაცია მაღლა სწევს სისხლში შაქრის დონეს და ეს ხდება ძალიან სწრაფად.

ყველა პრობლემა ჩნდება იმის გამო, რომ არ ვიკვებებით სწორად, გონივრული კვება ჯანმრთელობის გარანტიაა.

დუკანის მწვანე კოქტეილი და 10 დღეში მინუს 4-5 კილოგრამი

0
#image_title

თუ თქვენ ოცნებობთ გახდომაზე, მიირთვით ჯადოსნური მწვანე კოქტეილი. ზოგიერთი ადამიანი ამჯობინებს მის მიღებას გაღვიძებისთანავე, საუკეთესო საუზმეა და თან ორგანიზმი გაღვიძებისთანავე მიიღებს ვიტამინებსა და მინერალებს. ზოგი კი მას მიირთმევს სამჯერ დღეში, 1 პორცია 1 სრულფასოვანი კვების ტოლფასია, ეს დაგანაყრებთ და თავიდან აგაცილებთ მაღალკალორიული საკვების მიღებას. ნებისმიერ შემთხვევაში ეს კოქტეილი არის საუკეთესო საშუალება წონის დასაკარგად.
არსებობს მრავალი სტანდარტული რეცეპტი, მაგრამ მათი ეფექტურობა ყოველთვის ეჭვქვეშ გვაყენებს. პოპულარულია ეგზოტიკური ხილის კოქტეილები, არა მარტო სასარგებლო, ძალიან გემრიელიცაა. მაგრამ საუკეთესო არჩევანი მაინც იყო და არის დუკანის მწვანე კოქტეილები, ექსპერტები ამბობენ, რომ ეს არის სასაცილო კალორიებით მიღებული საოცარი შედეგი. არსებობს რამოდენიმე ვარიანტი, აირჩიეთ ერთ-ერთი და დაიკელით 10 დღეში 4-5 კგ.

კოქტეილი კიტრით:

2 ახალი კიტრი

თითო-თითო ღერი პიტნა, ნიახური და კამა

3 ს/კ დარიჩინი

1 ჭიქა წყალი

დაჭრილი ინგრედიენტები ბლენდერით ათქვიფეთ, დაუმატეთ წყალი, გააჩერეთ 15 წთ. და მიიღეთ უზმოზე.

კოქტეილი ვაშლით და მსხლით:

1 ჭიქა იოგურტი

1 ვაშლი

1 მსხალი

1 ღერი პიტნა

1/2 ჭიქა წყალი

ეს კოქტეილი მიიღეთ უზმოზე და საღამოს, ძილის წინ.

კოქტეილი ბროკოლით:

150 გრ. ბროკოლი

1 ფურცელი ისპანახი

1 ახალი კიტრი

6 წითელი პომიდორი

4 ფურცელი სალათის ფოთოლი

1 ჭიქა წყალი

ეგზოტიკური კოქტეილი კივით:

1 კივი

1/2 ლიმონი კანიანად

1/2 ჭიქა კეფირი

1 ღერი პიტნა

1 ღერი ოხრახუში

მომზადებული კოქტეილი მიიღეთ წყალთან ერთად, შეგიძლათ შეუზღუდავი რაოდენობითაც მიღება.

ავოკადოს კოქტეილი:

2 ღერი ნიახური

1/2 ავოკადო

1/2 წითელი ხახვი

6 ცალი სალათის ფურცელი

2 ჭიქა ანადუღარი წყალი

ეს კოქტეილი გაყავით სამად და მიიღეთ დღის მანძილზე.

მხოლოდ კოქტეილებით კვება წონაში ვერ დაგაკლებინებთ, ეს მხოლოდ დამატებითი საკვებია, არ გამოიყენოთ წინასწარ მომზადებული კოქტეილი, მას უკვე დაკარგული ექნება სასარგებლო თვისებები. ეფექტურობისთვის მიირთვით მომზადებისთანავე.

სილამაზის და ახალგაზრდობის საიდუმლოების უნიკალური რეცეპტი.

0
#image_title

სილამაზის ინდუსტრიას სამართლიანად შეიძლება ეწოდოს მეგა წარმატებული. ყველა ცდილობს გამოიყურებოდეს მიმზიდველად, დარწმუნებულები არიან ადამიანები რომ სილამაზეზე ზრუნვა წარმატებული ცხოვრების საწინდარია. ბევრისთვის უცნობია, რომ ეს დამოკიდებულია კვებაზე.

რას აკეთებთ კანის გასათეთრებლად, თვალის უპეების შეშუპების მოსაცილებლად, თმის მოსავლელად, მაკიაჟის მოსაცილებლად, აღმოჩნდა, რომ სულაც არ არის საჭირო პროფესიონალური პროცედურების ჩატარება. სილამაზეზე ზრუნვა სახლის პირობებში, სამზარეულოს პროდუქტებითაც შეიძლება.

თუ შენიშნეთ, რომ იღლიის ქვეშ კანი გამუქდა, რასაც ანტიპერსპირანტების და დეზოდორანტების ხშირი მოხმარება იწვევს, შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური გამწმენდი კრემები, მაგრამ ზოგჯერ მათ სასურველი შედეგი არ მოაქვთ და მგრძნობიარე კანს არ უხდება. ამ შემთხვევაში ბუნებრივი გზით მიიღებთ შედეგს.

კარტოფილი გახეხეთ წვრილ სახეხზე, გამოწურეთ წვენი და მასში დასველებული ტამპონით გაიწმინდეთ გამუქებული ადგილები, მეტი ეფექტურობისთვის პროცედურა ჩაიტარეთ ხშირად.

თმა რომ ბზინავდეს ჯანმრთელად გამოიყურებოდეს, გამოიყენეთ მუქი ფერის ლუდი, ღამით მოხადეთ ლუდს საცობი და დილამდე დატოვეთ. დაიბანეთ თავი ჩვეულებისამებრ, შემდეგ გადაივლეთ ლუდი და 15 წთ.- ის შემდეგ ჩამოიბანეთ წყლით.


თვალის მოსავლელად უამრავ საშუალებას იყენებენ, მაგრამ მგრძნობიარე თვალისთვის ყველაფრის გამოყენება არ შეიძლება. შეარჩიეთ ანტიალერგიული ნაოჭების საწინააღმდეგო და დამამშვიდებელი თვალის კრემი და თხელ ფენად წაისვით თვალის გარშემო 3-5 წუთით, ეს კრემი უხდება თვალის კანის ანთებას.

გაფცქვენით მწიფე ბანანი და ქერქი შიგნითა მხრიდან მიიმაგრეთ კბილებზე, 10 წთ.-ის შემდეგ პირის ღრუ გამოივლეთ თბილი წყლით.

სახიდან მაკიაჟის მოსაცილებლად გამოიყენეთ ზეითუნის ზეთი, იმ შემთხვევაშიც თუ ჯერ კიდევ გაქვთ რომელიმე მაღალი ხარისხის კოსმეტიკური კრემი. ზეითუნის ზეთი არა მარტო წმენდს კანს, არამედ კვებავს კიდეც.

თუ თვლით, რომ ბუნებრივი ინგრედიენტებით სახისა და სხეულის მოვლა უკეთესია, სცადეთ ეს მარტივი პროცედურები და კმაყოფილი დარჩებით, დიდხანს შეინარჩუნებთ სილამაზეს და ახალგაზრდობას.

როგორ ამოვიყვანოთ ცხიმის ლაქა ქსოვილიდან

0
#image_title

ტანსაცმლიდან ცხიმის ლაქის ამოყვანას ბევრი მარილით ცდილობს, მაგრამ ამან შეიძლება ისე გააფუჭოს, რომ მისი ჩაცმა ვეღარ შევძლოთ. მარილი უბრალოდ შეიძლება დამხმარე საშუალებათ გამოვიყენოთ.
ცხიმის ლაქას დაასხით ცოტა ჭურჭლის სარეცხი საშუალება და ძმრიანი ღრუბლით ამორეცხეთ, დატოვეთ გაშრობამდე. შემდეგ გარეცხეთ ნებისმიერი სარეცხი ფხვნილით.

ქსოვილიდან ცხიმის ძველი ლაქა შეიძლება ქაღალდის საშუალებით ამოვიყვანოთ. ქაღალდის ერთი ფენა ქსოვილის ქვეშ მოვათავსოთ, მეორე ზედ დავაფინოთ და ცხელი უთოთი გავაუთოვოთ.

ტანსაცმელზე ცხიმის მოხვედრისთანავე დაფარეთ ის ადგილი მარილით, ცოტა ხნის შემდეგ გაასუფთავეთ და პროცედურა გაიმეორეთ. სწრაფად და ეფექტურად ამოსაყვანად შეგიძლიათ გამოიყენოთ მარილიანი ხსნარი, ერთმანეთში შეურიეთ წყალბადის ზეჟანგი და მარილი, 1:3 პროპორციით.

მდოგვის ფხვნილით და წყლით გაამზადეთ სქელი მასა და წაუსვით ლაქას, რამოდენიმე წუთის შემდეგ გარეცხეთ, შედეგი არაჩვეულებრივია.

ბარხატის ქსოვილიდან ლაქის ამოსაყვანად გამოიყენეთ თეთრი დამბალი პური, ლაქაზე მოათავსეთ პური, ის შეიწოვს ცხიმს მთლიანად. შედეგის მიღწევის შემდეგ გარეცხეთ სარეცხი ფხვნილით.

თუ ლაქა ისეთ ქსოვილზეა, რომ მისი გარეცხვა შეუძლებელია, სახამებლით სცადეთ მისი ამოყვანა, ლაქაზე დააყარეთ სახამებელი, უმჯობესია შეათბოთ, ცოტა ხნის შემდეგ მშრალი მატერიით გაწმინდეთ, გაიმეორეთ რამოდენიმეჯერ, სანამ ლაქა არ გაქრება.

ზოგს ლაქის მოცილება ურჩევნია კბილის პასტის ან საპარსი ქაფის საშუალებით, მაგრამ ამან შეიძლება ქსოვილის დაზიანება გამოიწვიოს. შევარჩიოთ ისეთი მეთოდი, რომ შედეგსაც მივაღწიოთ და კმაყოფილიც დავრჩეთ.

ეს გემრიელი დესერტები დასაშვებია ყველაზე მკაცრი დიეტის დროსაც.

0
#image_title

დამეთანხმებით ნამცხვარი, ღვეზელი ან სხვა ფქვილოვანი ნაწარმი ყველაზე გემრიელი და მაღალკალორიული საკვებია. მისი მომზადებისას თუ სწორად არ მივყევით თანმიმდევრობას, არ აიწევს და გამოსაცხობი დარჩება. გამოცდილი ადამიანებისთვის მისი მომზადება ისეთივე მარტივია, როგორც სალათის მომზადება. მზარეულებს აწუხებთ კითვა-როგორ შეამცირონ ფქვილოვან ნაწარმში კალორიულობა, რათა თავიდან ავიცილოთ გასუქება.

გამომცხვარ პროდუქტებში 100 გრამზე საშუალოდ 300-დან 500 კკალორიაა. მისი ხშირად მირთმევა უსაშველოდ გასუქებას უწყობს ხელს. მიუხედავად ყველაფრისა, ზოგჯერ ადამიანს მაინც აქვს სურვილი თავი გაინებივროს რომელიმე არომატული გამომცხვარი პროდუქციით.

გამოსავალი ყოველთვის არსებობს, მსოფლიოს ნიჭიერმა მზარეულებმა შემოგვთავაზეს დაბალკალორიული კექსების რამოდენიმე ვარიანტი, სადაც გამოყენებულია ფქვილის მცირე რაოდენობა. თუ გაწუხებთ გასუქებაზე მუდმივი შიში, მაგრამ უარს ვერ ამბობთ დესერტზე და გამომცხვარ პროდუქტებზე მიირთვით რომელიმე და მიხვდებით, რომ გემოვნებით არ ჩამოუვარდება მაღალკალორიულ ნაწარმს, ამავე დროს წონაში მომატების ნაცვლად შეიძლება დაიკლოთ კიდეც.

ქათმის ღვეზელი – 130 კკალ

0,5 ლ კეფირში იმდენივე კალორიაა, რამდენიც ამ ღვეზელის ორ ნაჭერში.

300 გ ქათმის ფილე
3 ხახვი
160 გრ ფქვილი
2 კვერცხი
200 მლ კეფირი (1% ცხიმი)
2 ს/კ. მზესუმზირის ზეთი
0.5 ჩ/კ. სოდა
მარილი და შავი პილპილი გემოვნებით

ნაყიდ ფარშში გამოყენებულია ქათმის ყველა ნაწილი და თავისთავად მაღალკალორიულია, ამიტომ გირჩევთ ფილესგან თქვენ თვითონ მოამზადოთ ფარში.

ხახვი დაჭერით დამოშუშეთ ზეთში, აურიეთ დაფქვილ ფილეში, გემოვნებისთვის შეგიძლიათ დაუმატოთ როზმარინი, მარილი, შავი პილპილი.

ცომის მოსამზადებლად კეფირს დაუმატეთ სოდა, გააჩერეთ 5 წუთი, დაუმატეთ კვერცხი, მარილი და ფქვილი, უნდა გამოვიდეს სქელი არაჟნის სისქის.

გამოსაცხობ ცხიმწასმულ ფორმაში ჩაასხით ცომის ნახევარი, მოათავსეთ ზედ მომზადებული ფარში და მეორე ნახევრით დაფარეთ. გამოაცხეთ 180 გრადუსზე 40 წუთის განმავლობაში.

 

диетические пироги
კარგად რომ გამოშრეს, 20 წუთის შემდეგ, ზემოდან დაჩხვლიტეთ და ისევ 20 წუთით შედგით გამოსაცხობად.

ტკბილი ღვეზელი ვაშლით- 83 კკალ

100 გრ. შავ შოკოლადში იმდენივე კალორიაა, რამდენიც 6 ნაჭერ ვაშლის ღვეზელში.

200 გ უცხიმო ხაჭო
50 გრ ჰერკულესი
3 ვაშლი
2 კვერცხი
1 ს/კ მზესუმზირის ზეთი
1 ჩ/კ გამფხვიერებელი
შაქრის ბუნებრივი შემცვლელი გემოვნებით.

შაქრის შემცვლელი ათქვიფეთ კვერცხთან ერთად გათეთრებამდე, დაფქვილი ჰერკულესი და გამაფხვიერებელი შეურიეთ ათქვეფილ კვერცხში, დაუმატეთ ხაჭო და გააგრძელეთ თქვეფა ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ვაშლი გაფცქვენით, დაჭერით თხელ ნაჭრებად და აურიეთ ცომში. ცხიმწასმულ ტაფაში ჩაასხით და გამოაცხეთ დაბალ ცეცხლზე გაწითლებამდე.

 

диетические блюда

წითელი თევზის ღვეზელი-150 კკალ

სადღესასწაული სუფრისთვის შეგიძლიათ მოამზადოთ თევზის ღვეზელი. 3-4 ნაჭერი სრულყოფილი სადილის ტოლფასია. შეგიძლიათ გამოიყენოთ თეთრი ფერის თევზიც, მაგრამ უკეთესი ვარიანტია ორაგულით მომზადება.

თქვენ დაგჭირდებათ:

400 გრ ორაგული
6 ს/კ ხორბლის ფქვილი
150 გრ არაჟანი
2 კვერცხი
200 მლ რძე
0.5 ჩ/კ სოდა
მზესუმზირის ზეთი, მარილი და შავი პილპილი გემოვნებით

კვერცხი ათქვიფეთ რძეში, დაუმატეთ ფქვილი, არაჟანი, სოდა და აურიეთ. ცომის ნახევარი ჩაასხით ცხიმწასმულ თუნუქის ფურცელზე, დაალაგეთ ზედ თევზის ნაჭრები, დაასხით დარჩენილი ცომი და 150 გრადუსზე 45 წუთის განმავლობაში გამოაცხეთ.

 

рецепты пирогов

ქათმის, ყველის და მწვანილის ღვეზელი – 140 კკალ

დელიკატური ღვეზელი კვირა დღის ლანჩისთვის. რას აირჩევდით- 1 ჭიქა ჩირს თუ 3 ნაჭერ ასეთ ღვეზელს?

თქვენ დაგჭირდებათ:

200 გ მწვანე ხახვი
150 გ ქათმის ფილე
150 გ ბუნებრივი იოგურტი
160 გრ ფქვილი
70 გ უცხიმო ყველი
1.5 ც. გამაფხვიერებელი
0.5 ჩ/კ სოდა
3 კვერცხი
მზესუმზირის ზეთი, მარილი და შავი პილპილი გემოვნებით.

მოხარშეთ ქათმის ფილე, გაატარეთ ხორცსაკეპში მწვანე ხახვთან. კვერცხი ათქვიფეთ, დუმატეთ მარილი, იოგურტი, გამაფხვიერებელი, სოდა, შეურიეთ ფარშში და კარგად აურიეთ. ცხიმწასმულ თუნუქის ფურცელზე ჩაასხით გამზადებული ცომი და 180 გრადუსზე გამოაცხეთ. როცა სიწითლეში შევა, ზემოდან მოაყარეთ გახეხილი ყველი და 7 წუთით ისევ შედგით ღუმელში.

 

как приготовить диетический пирог

ბოსტნეულის ღვეზელი-170 კკალ

თქვენ დაგჭირდებათ:

360 გ სტაფილო
180 გ ყაბაყი
350 გრ ხორბლის ფქვილი
50 გ ზეთისხილის ზეთი
4 კვერცხი
1 ჩ/კ სოდა
1 ს/კ დარიჩინი
მარილი და პილპილი გემოვნებით

ბოსტნეული გახეხეთ საშუალი ზომაზე, ფქვილი დარიჩინთან და სოდასთან ერთად აურიეთ, დაამატეთ კვერცხი, მარილი, წიწაკა, ზეთი და ბოსტნეული და აურიეთ ყველაფერი ერთმანეთში. მოათავსეთ ფორმაში და 180 გრადუსზე 45 წუთის განმავლობაში გამოაცხეთ.

 

рецепты пирогов

როგორ გავხდეთ სწრაფად და ეფექტურად

0
ჯანსაღი საკვები და წყალი ეფექტური წონის დაკლებისთვის
წონის უსაფრთხო და ეფექტური დაკლების გზები - რეკომენდაციები ჯანსაღი და მდგრადი შედეგისთვის. პრაქტიკული რჩევები და სწორი მიდგომები.

ცხოვრების ახალი რიტმი არ გვაძლევს საშუალებას გავჩერდეთ ერთ ადგილას. ვცდილობთ ყველაფერი მოვასწროთ, გვინდა ყველაფერი დღეს და სწრაფად. გახდომაც კი ძალიან მოკლე დროში გვინდა, მითუმეტეს თუ ეს გვჭირდება განსაკუთრებული შემთხვევებისთვის.  ამასთან ერთად დღის წესრიგში დგება კითხვაც- რამდენად დასაშვებია ჯანმრთელობისთვის  გახდომა ძალიან მოკლე დროში? ბევრია ამ თემაზე ვერსიები და არგუმენტები. თუ გადავწყვეტთ წონაში დაკლებას, უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებაც, რადგან სურვილი ოცნებად არ იქცეს.

დიდი ხნის დაგროვილი ცხიმის სწრაფი მოცილება ჯანმრთელობის გაუარესების გარეშე არ მოხდება. ამიტომ უნდა ვიმოქმედოთ გონივრულად. უნდა მივმართოთ დიეტოლოგს და მივიღოთ კონსულტაცია მისგან, თუ ჯანმრთელობის პრობლემას გამორიცხავს, შევარჩიოთ ჩვენზე მორგებული რომელიმე სწრაფი დიეტის ვარიანტი.

დიეტის დაწყების წინ სასურველია გაითვალისწინოთ:

აირჩიეთ თქვენთვის მისაღები დრო კვებისთვის ისე, რომ არ დაარღვიოთ. ეს დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ შიმშილის გრძნობას.

ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ ერთი ჭიქა თბილი წყალი. მთელი დღის მანძილზე აუცილებელია ორ ლიტრამდე წყლის დალევა, რადგან სწრაფი დიეტის დროს გამოიყოფა მავნე ნივთიერებები და წყალმა ხელი უნდა შეუწყოს მათ გამოდევნას. გაღვიძებისთანავე და ძილის წინ ერთი ჭიქა, ყოველი ჭამის წინ ასევე თითო-თითო ჭიქა უნდა მიირთვათ.

კვების უმეტესი წილი ბოსტნეულზე უნდა მოდიოდეს, მიირთვით ბოსტნეული უმად. ეს აჩქარებს მეტაბოლიზმს და ხელს უწყობს ცხიმის სწრაფ წვას.

ჯანმრთელობისთვის უვნებელია მოხარშული, დაკონსერვებული, რამოდენიმე  სახის საკვების მიღება. გამორიცხეთ რაციონიდან შემწვარი, შებოლილი, მარილიანი საკვები. საერთოდ უარი თქვით გაზიან სასმელებზე.

სწრაფი დიეტის წინ შეამზადეთ საკუთარი თავი როგორც ფიზიკურად, ასევე მორალურად. შეხედეთ ყველაფერს პოზიტიურად.

ოთხდღიანი სწრაფი დიეტა:

ეს დიეტა მკაცრად შეზღუდულია და შედგება 4 საკვები პროდუქტისა და 4 სახის სასმელისგან, რომლებიც შეუზღუდავი რაოდენობით შეგიძლიათ მიირთვათ,  მწვანე ჩაი და ვაშლის წვენი უშაქროდ, ქათმის ხორცი და ბრინჯი უმარილოდ და უცხიმოდ.

პირველი დღე: მოხარშული ბრინჯი და ახლადგამოწურული ვაშლის წვენი

 

მეორე დღე: მოხარშული ქათმის ფილე, ვაშლის წვენი და მწვანე ჩაი.

 

მესამე დღე: უცხიმო ხაჭო და ნაკლებცხიმიანი კეფირი.

 

მეოთხე დღე: ნებისმიერი უცხიმო ყველი და მწვანე ჩაი.

 

творог с яблоком

დასვენების დღეებში უნდავიზრუნოთ საკუთარ  თავზე, ვივარჯიშოთ, მოვაწყოთ განტვირთვის დღეები და ორშაბათს დილით სარკეში ჩახედვისას ისე კმაყოფილი დავრჩებით, რომ მომავალი კვირა  დამღლელად და აუტანლად აღარ მოგვეჩვენება. შეგიძლიათ პარასკევს აუკრძალოთ თავს ტკბილეული და ფქვილოვანი ნაწარმი, ამით გაგიადვილდებათ ორდღიანი მკაცრი კვების რეჟიმი.

 

შაბათი

საუზმე: 1 ჭიქა. 2.5% კეფირი, 1 ჭვავის პურის სენდვიჩი ყველით.

სადილი: ბოსტნეულის სალათი მწვანე ბარდით ან დაკონსერვებული სიმინდით და ბოსტნეულის ზეთით.

ვახშამი: 150 გ უცხიმო (სასურველია ზღვის თევზი), 1 ჭიქა კეფირი.

კვირა

საუზმე: 1 ჭიქა მწვანე ჩაი, 2 ორცხობილა.

ვახშამი: 2-3 პატარა კარტოფილი და კომბოსტო სალათი  პურით, ბოსტნეულის ზეთით.

ვახშამი: 100 გ ქათმის მკერდი, მცენარეული ან ხილის სალათი, 1 კვერცხი, 1 ჭიქა კეფირი.

 

овощи с картошкой

მჟავე კომბოსტოს სასწაულმოქმედი ექსპრეს დიეტა:

მჟავე კომბოსტო შეიცავს ბაქტერიას, რომელიც ხელს უწყობს საჭმლის მონელების პროცესს, ორგანიზმიდან გამოდევნის შლაკებს და მავნე ნივთიერებებს. კომბოსტოს დიეტა ძალიან სასარგებლოა და შეიძლება 3 დღეში 2 კილოგრამიც დავიკლოთ.

საუზმე: შვრიის ფაფა, 250 გრ. ხილი, 1 ჭიქა უშაქრო იოგურტი( ან ერთი ნაჭერი პური, 1 ნაჭერი მოხარშული ხორცი და კომბოსტო )

სადილი: 1  კარტოფილი, კომბოსტო და 1 კვერცხი.

ვახშამი: კომბოსტო, დაკონსერვებული თევზი, ჭარხალი ან კომბოსტოს წვნიანი კარტოფილით და მწვანილით.

Быстрые диеты

ზარმაცების დიეტა – როგორ გავხდეთ ერთ კვირაში.

0
#image_title

ნებისმიერი ადამიანი ცდილობს აირჩიოს ისეთი დიეტა, რომელიც შედგება მისი საყვარელი პროდუქტებისგან და სასურველ შედეგს მიაღწევს უმოკლეს დროში. როგორ გავხდეთ ზედმეტი ძალისხმევის გარეშე ერთ კვირაში? ყველამ ვიცით, რომ იოლად ვერაფერს მივაღწევთ ცხოვრებაში, ბუტერბროდით ხელში დივანზე კოტრიალით წონაში ნამდვილად ვერ დაიკლებთ. თუ გსურთ რამოდენიმე კილოგრამისგან განთავისუფლდეთ და ჯერ კიდევ ვერ გადაგიწყვეტიათ რომელ დიეტას მიმართოთ, გირჩევთ “ზარმაცების დიეტა”-ს, რომელიც შედგება ხელმისაწვდომი პროდუქტებისგან და კერძების მომზადებასაც მინიმალური დრო სჭირდება. შედეგად შეინარჩუნებთ საუკეთესო განწყობას და წონაშიც დაიკლებთ.

ყოველი კვების წინ ნახევარი საათით ადრე დალიეთ 2 ჭიქა წყალი, ჭამის დროს და შემდეგ 2 საათის განმავლობაში წყლის მიღება არ შეიძლება. შეგიძლიათ მიირთვათ მხოლოდ ყავა უშაქროდ ან უშაქრო მწვანე ჩაი ლიმონით.

 

საუზმე: 1 მოხარშული ქათმის კვერცხი, ჭვავის პურის 2 პატარა ნაჭერი და 200 გ ხილის სალათი (ვაშლი + ფორთოხალი მცირე რაოდენობით თაფლით).

სადილი: 150 გრ მოხარშული ან შემწვარი ქათმის ფილე, ბოსტნეულის სალათი (ახალი კიტრი, პომიდორი, მწვანილი) და ჭვავის პურის 1 პატარა ნაჭერი.

ვახშამი: 150 გრ-იანი გამომცხვარი თევზი, მოხარშული მაკარონის მცირე პორცია ტომატის სოუსით, ბოსტნეულის სალათით, უცხიმო იოგურტით და 1 ვაშლით

შეგიძლით წახემსება კვებებს შორის: თხილეულით, რომელიმე ჩირით ან ახალი ხილით.

 

 

 

1 კვირიანი ეფექტური უმარილო დიეტა:

 

პირველი დღე: 400 გრ მოხარშული ან გამომცხვარი კარტოფილი, 500 მლ უცხიმო კეფირი.

მეორე დღე: 400 გ უცხიმო ხაჭო და 500 მლ უცხიმო იოგურტი.

მესამე დღე: 400 გ ნებისმიერი ხილი (გარდა ბანანები და ყურძენი), 500 მლ დაბალცხიმიანი კეფირი.

მეოთხე დღე: 400 გრ მოხარშული ქათმის მკერდი, 500 მლ უცხიმო კეფირი.

მეხუთე დღე: 400 გ ხილი, 500 მლ უცხიმო კეფირი.

მეექვსე დღე: 1.5 ლიტრი მინერალური წყალი (არაგაზირებული)

მეშვიდე დღე: 400 გრ. ხილი და 500 მლ უცხიმო კეფირი.

 

 

 

 

შერეული დიეტა:

 

პირველი და მეორე დღე: 1 კგ მოხარშული ქათმის კანის, ცხიმის და მარილის გარეშე.ამ  დღეს თქვენ უნდა სვათ მინიმუმ 1.5 ლიტრი სუფთა წყალი.

მესამე და მეოთხე დღე: 6-ჯერ დღეში შვრიის ფაფა, შეიძლება მცირე რაოდენობით მარილით,მაგრამ დანამატებისა და სოუსების გარეშე.

მეხუთე და მეექვსე დღე: 500 გრ ბოსტნეული მწვანილით (ნედლი, მოხარშული ან დაკონსერვებული).
მეშვიდე დღე: 600 გრამი ნებისმიერი ხილი (გარდა ბანანისა და ტკბილი ყურძნისა).

 

 

ბრინჯის ერთკვირიანი დიეტა:

 

პირველი დღე

საუზმე: 100 გრამი მოხარშული ბრინჯი, ½ ვაშლი, 1 ნაჭერი ჭვავის პური 1 ნაჭერი უცხიმო ყველით.

მეორე საუზმე: 1 ფორთოხალი.

სადილი: ბოსტნეულის წვნიანი ქათმის მკერდის ბულიონში, 60 გრ მოხარშული ბრინჯი მწვანილით.

სამხარი: 200 გ იოგურტი 1%- იანი და 1 მუჭა ჩირი (გამხმარი გარგარი, შავი ქლიავი).

ვახშამი: 60 გრ მოხარშული ბრინჯი სოკოთი,  ნატურალური იოგურტი.

მეორე დღე

საუზმე: 60 გრ მოხარშული ბრინჯი და ნებისმიერი ხილი.

მეორე საუზმე: 50 გრ ჭვავის პური უცხიმო ყველით.

სადილი: უცხიმო თევზის სუპი, 100 გრ ბრინჯით და ოსპით.

სამხარი: ბოსტნეულის სალათი (ჭარხალი, სტაფილო, კომბოსტო და ა.შ.)  მცენარეული ზეთით.

ვახშამი: 200 მლ დაბალცხიმიანი კეფირი ან იოგურტი.

მესამე დღე

საუზმე: 60 გრამი მოხარშული ბრინჯი და ბანანი.

მეორე საუზმე: 200 მლ დაბალცხიმიანი კეფირი.

სამხარი: უცხიმო ბოსტნეულის წვნიანი ხორცის ბულიონით, ბრინჯი ქათმის ფილეთი.

სადილი: თევზი უცხიმო თევზი ერთი ნაჭერი ჭვავის პურით.

ვახშამი: 100 გ უცხიმო ხაჭო, ბოსტნეულის სალათი (პომიდორი, კიტრი, წიწაკა, ხახვი).

მეოთხე დღე

საუზმე: 100 გრამი ბრინჯი, მსხალი.

მეორე საუზმე: 60 გ უცხიმო ხაჭო.

სადილი: ბოსტნეულის წვნიანი მჭლე ხორცის ბულიონითდა დავამატოთ ბრინჯი ბარდა და მწვანილი.
უსაფრთხო, 100 გ ბოსტნეულის სალათი და ზღვის პროდუქტები.
ვახშამი: მოხარშული ბრინჯი ქათმის ან ინდაურის ფილეთი, 200 მლ კეფირი.

მეხუთე დღე

საუზმე: 100 გრამი ბრინჯი თაფლით და  200 გრამი ხილით.

მეორე საუზმე: 1 გრეიფრუტი.

სადილი: თევზი ბრინჯით და ბოსტნეულის სალათი.

სამხარი: ½ მოხარშული კვერცხი.

ვახშამი: 150 გ ხაჭო, 50 გრ ბრინჯი ბოსტნეულით.

მეექვსე დღე

საუზმე: ხილის სალათი და იოგურტი.

მეორე საუზმე: 100 გ ანანასი.

სადილი: 100 გრამი ბრინჯი ბოსტნეულით (ყაბაყი, ბადრიჯანი და წიწაკა).

სამხარი:ნებისმიერი უცხიმო თევზი ერთი ნაჭერი ჭვავის პურით.

ვახშამი: 100 გრ მოხარშული ბრინჯი და მწვანე ბარდა, 200 მლ კეფირი.

მეშვიდე დღე

საუზმე: 100 გ ხაჭო და ხილი.

მეორე საუზმე: 3 მოხარშული კვერცხის ცილა  მწვანილით.

სადილი: ბოსტნეულის წვნიანი ქათმის მკერდის ბულიონით, 100 გრ მოხარშული ბრინჯი.

სამხარი: 200 მლ კეფირი, ჩირი.

ვახშამი: მოხარშული ბრინჯი თევზით.

ეს დიეტა შეგიძლიათ ორ კვირაში ერთხელ დაიცვათ.

დიეტებს შორის ნუ გადახვალთ ჩვეულ კვების რეჟიმზე, შეზღუდეთ ტკბილეული, ფქვილოვანი ნაწარმი და გაზიანი სასმელები. უარი თქვით სამუდამოდ გვიან ღამით ჭამაზე.

 

დიეტასთან ერთად შეასრულეთ მარტივი ვარჯიშები, რომ სხეულმა ფორმა არ დაკარგოს. თქვენი შედეგით იმდენად კმაყოფილი დარჩებით, რომ ყველაზე ზარმაცებსაც სურვილი ექნებათ პერიოდულად გაიმეორონ ეს დიეტები სასურველი წონის მისაღწევად.

 

 

 

 

ყოველ დილით მიირთვით ეს საუზმე და მერწმუნეთ, ერთ თვეში თავს ვერ იცნობთ.

0
#image_title

 

 

შვრიის ფაფას ინგლისელები თვლიან მთავარ კერძად. ის ხელს უწყობს დილით ორგანიზმის გაღვიძებას და ჯანმრთელობის შენარჩუნებას. ფაფა მზადდება წყალზე შვრიის ფანტელებისგან და არა მზა ფაფებისგან. შვრიის სასარგებლო თვისებების შესახებ ბევრმა არ იცის.

შვრია აქვეითებს ორგანიზმში ქოლესტერინის დონეს.

ყოველ დილით შვრიით საუზმობა აფერხებს კიბოს რისკს, საუკეთესო პროფილაქტიკური საშუალებაა.

მასში არსებული  აუცილებელი ცხიმების შემცველობის გამო, შვრია კვებავს სისხლის უჯრედებს, რაც დადებითად მოქმედებს სისხლის მიმოქცევაზე. ყოველდღიურად შვრიის ფაფის მიღება 30%-ით ამცირებს გულისა და ფილტვების დაავადებებს.

შვრია  სხვა დანარჩენი საუზმეებისაგან განსხვავებით, დიდი ხნით ანაყრებს ორგანიზმს და ხელს უწყობს ნაკლები კალორიების მიღებას. ფიზიკურ აქტივობასთან ერთად ეს შესანიშნავი საშუალებაა წონაში დასაკლებად. შვრიის ფაფაში დაბალანსებულია ამინო მჟავები, პროტეინები და ცხიმოვანი მჟავები. თუ გარკვეული დროით გიწევთ უარის თქმა ხორცზე, შვრია დაგეხმარებათ მიიღოთ საჭირო რაოდენობის ცილები.

შვრია შეიცავს კანის მოვლის საშუალებების კომპლექტს, საუკეთესოდ კვებავს კანს და ბევრ შემთხვევაში კურნავს ქრონიკულ დაავადებებს.

დილიდან ორგანიზმს სჭირდება არა მარტო ენერგია, არამედ ვიტამინების ახალი პორცია. ორივე შემთხვევაში შვრია კარგი საშუალებაა. ის შეიცავს უჯრედისს, რკინას, იოდს, ფოსფორს, კალიუმს, კალციუმს, ასევე ვიტამინებს A, B1, B2, B6, E, K, PP.

ბევრი სასარგებლო თვისების გამო შვრიას ბევრი ადამიანი სწორად ირჩევს. რაც უფრო წვრილადაა დაფქვილი, მით მეტად აქვს დაკარგული სასარგებლო თვისებები. მზა ფაფებში ბევრია კონსერვანტებიც.

უმჯობესია შვრია გამჭვირვალე პაკეტებში შეფუთული ვიყიდოთ, რომ უკეთ შევაფასოთ. მუყაოს ყუთებში მეტი ტენიანობაა, რაც შვრიას უკარგავს სასარგებლო თვისებებს. არ გვაქვს გარანტია იმისა, რომ ეს მუყაოს ყუთები ინახება მშრალ პირობებში. რაც უფრო მსხვილია ფანტელები, მით უფრო დიდხანს უნდა ვხარშოთ ფაფა.

თუ თვლით, რომ მართლაც საუკეთესოა შვრიის ფაფის საუზმე, შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს რეცეპტი, რომელიც დაკვირვებამ აჩვენა, რომ არის ჯანსაღი, გემრიელი და ნოყიერი.

შემადგენლობა:

3ს/კ შვრია(ჰერკულესი)

300 მლ კეფირი

3 ჩ/კ თაფლი

ჩირი ან თხილი გემოვნებით.

მომზადება და გამოყენება

საღამოს შვრიას დაასხით კეფირი და შეინახეთ მაცივარში დილამდე. შვრია შეიწოვს კეფირს, გაფუვდება და დილით უკვე გამზადებული ფაფა დაგვხვდება.დანარჩენი ინგრედიენტები დაამატეთ დილით. შეგიძლიათ დაამატოთ ასევე ვაშლი ან რომელიმე ნედლი დაჭრილი ხილი, თუ ტკბილ ხილს გამოიყენებთ, თაფლის დამატება საჭირო აღარ არის.

ასეთი საუზმე უფრო გემრიელი და სასარგებლოა, ვიდრე ნებისმიერი მზა იოგურტი, რომელიც მრავლადაა სუპერმარკეტებში.

არ დაიზაროთ და სცადეთ ამ ჯადოსნური რეცეპტის დახმარებით ყოველ დილით საუზმის მომზადება და მერწმუნეთ, ერთ თეში თავს ვერ იცნობთ.

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.