ხუთშაბათი, აგვისტო 20, 2026
- Advertisement -
Google search engine

თქვენ უკვე აირჩიეთ სწორი გზა, სუპერ დიეტით შეძლებთ დაიკლოთ 10-14 კგ. და მიღწეული შედეგი შეინარჩუნოთ.

0
#image_title

ეს დიეტა გათვალისწინებულია ორ კვირაზე. რეკომენდაციას იძლევა სწორ კვებაზე, რომლითაც არა მარტო 10-14 კგ. -ს დავიკლებთ, არამედ შევინარჩუნებთ მიღწეულ შედეგს. დიეტა გათვლილია სამჯერად კვებაზე, მაგრამ სურვილისამებრ შეგიძლიათ გადაანაწილოთ 4-5 მიღებაზე.

პირველ კვირას

ორშაბათი

საუზმე: 2 მოხარშული კვერცხი, ყავა ან ჩაი რძისა და შაქრის გარეშე.

სადილი: სუპი ბოსტნეულის ბულიონით, 100 გ ფრინველის ფილე.

ვახშამი: ჩაშუშული კომბოსტო 250 გრამი,  მცენარეული ზეთით.

ბოსტნეულის სუპი ყვავილოვანი კომბოსტოთი და ბულგარულით

სამშაბათი

საუზმე: 200 გრ უცხიმო  ყველი  ახალი მწვანილით, სუნელით და ნიორით, ჩაი ან ყავა სასურველია რძისა და შაქრის გარეშე.

სადილი: 200 გ ბოსტნეულის სალათი  მცენარეული ზეთით, მოხარშული, შემწვარი ან გამომცხვარი თევზი.

ვახშამი: 1 ნებისმიერი ხილი, ბანანის, ყურძნის და ატმის გარდა.

ყველი, შემწვარი თევზი-ის სურათის შედეგი

დაკავშირებული სურათი

ოთხშაბათს

საუზმე: 100 გრამი უცხიმო ყველი, ჩაი ან ყავა რძისა და შაქრის გარეშე.

სადილი: 200 გრ თევზი, დამზადებული ნებისმიერი ფორმით, 1 ვაშლი.

ვახშამი: 175 გ თევზის კონსერვი საკუთარი წვენით ან მისგან მომზადებული წვნიანი, 250 მლ ტომატის ან ბოსტნეულის წვენით.

ტომატის წვენი-ის სურათის შედეგი

თევზის კონსერვი-ის სურათის შედეგი

ხუთშაბათი

საუზმე: 150 გრამი წიწიბურა, ჩაი ან ყავა რძისა და შაქრის გარეშე.

სადილი: 200 გრ მოხარშული ხორცი, 2 საშუალო ზომის ვაშლი.

ვახშამი: 200 გ ბოსტნეულის სალათი 1 ს/კ მცენარეული ზეთით.

ბოსტნეულის სალათი-ის სურათის შედეგი

წიწიბურა-ის სურათის შედეგი

პარასკევი

საუზმე, სადილი, ვახშამი: ნებისმიერი ბოსტნეული უმი, მოხარშული, დაკონსერვებული ან გამომცხვარი, გარდა კარტოფილისა.

შაბათი

საუზმე: 1 მოხარშული კვერცხი, ჩაი ან ყავა რძისა და შაქრის გარეშე.

სადილი: სუპი ბოსტნეულის ბულიონი, 100 გ ფრინველის ფილე.

ვახშამი: 175 თევზის კონსერვი საკუთარი წვენით, 1 ნაწერი ჭვავის პური.

კვირა

საუზმე: 100 გრამი მოხარშული ბრინჯი, ჩაი ან ყავა რძისა და შაქრის გარეშე.

სადილი: 1 ნებისმიერი ხილი ბანანის, ყურძნის და ატმის გარდა.

ვახშამი: 200 თევზი დამზადებული ნებისმიერი ფორმით.

დაკავშირებული სურათი

მეორე კვირას

ორშაბათი

საუზმე: 200 გრამი უცხიმო იოგურტი, ჩაი ან ყავა რძისა და შაქრის გარეშე.

სადილი: 200 გრ მოხარშული საქონლის ხორცი.

ვახშამი: 250 გრამი კომბოსტო მცირე რაოდენობის მცენარეული ზეთით.

დაკავშირებული სურათი

სამშაბათი

საუზმე: 1 მოხარშული კვერცხი, ჩაი ან ყავა რძისა და შაქრის გარეშე.

სადილი:ახალი კომბოსტოს სალათი,  ბოსტნეულის ბულიონის წვნიანი.

ვახშამი: 1 მოხარშული ფრინველის თეთრი ხორცი, 250 მლ ტომატის წვენი.

დაკავშირებული სურათი

ოთხშაბათს

საუზმე, სადილი, ვახშამი: კეფირი, კომბოსტო, კიტრი ნებისმიერი რაოდენობით.

დაკავშირებული სურათი

ხუთშაბათი

საუზმე: 1 მოხარშული კვერცხი, 2 საშუალო ზომის პომიდორი.

სადილი: 100 გრამი მოხარშული ბრინჯი.

ვახშამი: 200 გრ თევზი, ნებისმიერი ფორმით მომზადებული, 1 ჭიქა უცხიმო კეფირი.

პომიდორი-ის სურათის შედეგი

პარასკევი

საუზმე, სადილი, ვახშამი: მოხარშული ფრინველის ფილე.

შაბათი

საუზმე, სადილი, ვახშამი: ნებისმიერი ბოსტნეული უმი, მოხარშული,

დაკონსერვებული ან გამომცხვარი, გარდა კარტოფილისა.

ბოსტნეულის სალათი-ის სურათის შედეგი

კვირა

საუზმე, სადილი, ვახშამი: თევზი ნებისმიერი ფორმით მომზადებული.

თევზი-ის სურათის შედეგი

ეს დიეტა მრავალფეროვანია, შიმშილს ნამდვილად ვერ იგრძნობთ და არც მოსაწყენია.

შეინარჩუნეთ ახალგაზრდობა და სილამაზე დიდი ხნით.

0
#image_title

კოლაგენი არის ცილა, რომელიც შემაერთებელი ქსოვილების სინთეზში მონაწილეობს, პასუხისმგებელია კანის ელასტიკურობაზე. პირველი ნაოჭები იმის მანიშნებელია, რომ ორგანიზმი განიცდის კოლაგენის ნაკლებობას.

სწორი კვება არის ერთ-ერთი გზა, რომელიც შეამცირებს ამ ცილის დაშლის პროცესს. არსებობს ისეთი პროდუქტები, რომლებიც დაბერების პროცესს უშლიან ხელს.

ორგანიზმში 30-40% გვხვდება სწორედ ეს ცილა, კოლაგენი. ის მარტო სახის კანზე არ ახდენს გავლენას, მისი არსებობა აღინიშნება თმის, ფრჩხილების მდგომარეობაზე. სულ არსებობს 16 სახის კოლაგენი, მაგრამ 90% გვხვდება 3 ტიპის. პირველი და მეორე ტიპის კოლაგენი მდებარეობს ძვლებში, მყესებში, კანში, მესამე ტიპის კი სახსრებში.

ახალგაზრდა ასაკში ორგანიზმში კოლაგენის წარმოქმნა ხდება თვითნებურად. ასაკის მატებასთან ერთად ეს ბუნებრივად წარმოქმნა ქვეითდება და აუცილებელია ადამიანმა იზრუნოს საკვების სახით მისი მიწოდება ორგანიზმისთვის.

25 წლის შემდეგ ჩნდება პირველი ნაოჭები, ცოტა მოგვიანებით ართრიტის საშიშროება, რით უნდა ვიკვებოთ, რომ თავიდან ავიცილოთ უსიამოვნებები?

ძვლის ნახარში ერთ-ერთი ვარიანტია, თუ სხვა პროდუქტები ცილის სტიმულირებას უწყობენ ხელს, ეს ბულიონი თვითონ შეიცავს ცილის ბიოაქტიურ ფორმას, რომელიც მიღებისთანავე შეუძლია გამოიყენოს ორგანიზმმა.

საქონლის ხორცის ბულიონი შეიცავს კოლაგენის პირველ ტიპს, რომელიც უხდება სახის კანს, ქათმის და ინდაურის ბულიონი კი მეორე ტიპის კოლაგენს შეიცავს და კარგია სახსრებისთვის. თუ ზრუნავთ სახის კანზე მიირთვით  ძვლის ნახარში  ყოველდღე 170-340 გრ.

ორაგული შეიცავს მინერალებს და თუთიას, ისინი ხელს უწყობენ კოლაგენის სინთეზს.ეს თევზი შეიცავს ასევე ომეგა-3, რომელიც კვებავს კანს და უნარჩუნებს ახალგაზრდულ იერს.მიირთვით ორაგული კვირაში ორჯერ  115-140 გრ.

მწვანე ბოსტნეული საუკეთესო პროფილაქტიკური საშუალებაა სხვადასხვა დაავადებების დროს, მას შეუძლია თავიდან აგვაცილოს ორგანიზმში კოლაგენის ნაადრევი დაშლის პროცესი. მწვანე ბოსტნეული შეიცავს ქლოროფილს, რომელიც ზრდის პროკოლაგენის რაოდენობას კანში. ყოველდღიურად მწვანე ბოსტნეულის მირთმევა გაზრდის თქვენს აქტივობას, სამი ფინჯანი მწვანე ბოსტნეულის ბულიონი შეგივსებთ კოლაგენის ნორმას.

ციტრუსები და კენკრა დიდი რაოდენობით შეიცავენ C ვიტამინს, რომელიც ასევე აფერხებს კოლაგენის დაშლის პროცესს, ამ ვიტამინს აქვს ანტიოქსიდანტური თვისებაც, 2 ცალი ციტრუსოვანი ხილი და 75გრ. კენკრა შეგივსებთ ვიტამინის დღიურ ნორმას.

ტომატი შეიცავს ლიკოპინს, რომელიც იცავს კანს მზის სხივების ზემოქმედებისგან, ასევე ხელს უწყობს კოლაგენის სინთეზს. რეკომენდებულია 1 ჭიქა თბილი ტომატის წვენის მიღება ყოველდღე.

ავოკადო შეიცავს E ვიტამინს, რომელიც ხელს უშლის კილაგენის დაშლის პროცესს ორგანიზმში. ავოკადო შეიცავს ცხიმებს, რომლებიც სასარგებლოა კანისთვის და ავოკადოს ზეთი ხელს უწყობს კოლაგენის წარმოქმნას. დღეში ნახევარი ავოკადოს მირთმევა ასევე ხელს უწყობს კოლაგენის სინთეზს.

კვერცხი, როგორც ხორცი, თვითონ შეიცავს კოლაგენს, რომელიც გვხვდება კვერცხის გულში. კვერცხი შეიცავს გოგირდს, რომელიც საჭიროა კოლაგენის წარმოსაქმნელად და ღვიძლის დეტოქსიკაციისთვის. კოლაგენი ხელს უშლის ტოქსინების დაგროვებას ორგანიზმში. კვერცხის დიდი რაოდენობით მირთმევა არ ღირს, ნორმად ითვლება დღეში ორი ცალი კვერცხი.

ეს პროდუქტები ნამდვილად შეუწყობს ხელს კოლაგენის გამომუშავებას, მაგრამ აღსანიშნავია ისიც, რომ ცილის

სინთეზზე ასაკთან ერთად გავლენას ახდენს:

მოწევა

დაბინძურებული გარემო

მზის სინათლე

კვების რეჟიმი, რომელიც შედგება დიდი რაოდენობით ტკბილეულისგან და შემწვარი საკვებისგან.

იმისთვის, რომ დიდხანს ვიყოთ ჯანმრთელები და ახალგაზრდები,  მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საკვები, არამედ ცხოვრების წესი.

 

ამ ზეთების გამოყენებით შეგიძლიათ ჩაიტაროთ სახის ლიფტინგი მარტივად.

0
#image_title

დრო  დაუნდობელია ისეთი მშვენიერი არსებებისთვისაც კი, როგორებიც არიან ქალები. წლები მათ ლამაზ სახეზე აჩენს ნაოჭებს და პიგმენტურ ლაქებს. ეს უსიამოვნებები უფრო ადრე ჩნდება მშრალ კანზე, ვიდრე ცხიმიანზე. კოსმეტოლოგები გვირჩევენ მკვებავებს და დამატენიანებელ კრემებს. ნატურალური ზეთები უფრო ეფექტურია, ვიდრე ქარხნულად დამზადებული კრემები.

წარმოგიდგენთ ყველაზე პოპულარულ ზეთებს კანისთვის.

 

 

ჟოჟობას ზეთი.

ჟოჟობა არის მარადმწვანე მცენარე, მასში არსებულ ზეთს აქვს უნიკალური შემადგენლობა. ის შეიცავს ეკოგენურ მჟავას, რომელიც აუმჯობესებს უჯრედულ ცვლას და ხელს უწყობს კანის ქსოვილის რეგენერაციას.  ამ მცენარეში არსებული კოლაგენი ადამიანის ორგანიზმში წარმოქმნილის იდენტურია.

 

აბუსალათინის ზეთი.

აბუსალათინის ზეთს იყენებენ თმის ძირების გასამაგრებლად, სასარგებლოა თვალის გარშემო კანისთვისაც. სხვა ზეთებისგან განსხვავებით გაშრობის შემდეგ არ სტოვებს ცხიმის კვალს სახეზე.

 

 

ზეითუნის ზეთი.

ეს უნივერსალური სამკურნალო საშუალებაა. მისი მიღება შეიძლება როგორც შინაგანი, ისე გარეგანი გამოყენებისთვის. ზეითუნის ზეთი უფრო ათენიანებს კანს, ვიდრე კვებავს. ამიტომ ის უნდა გამოიყენოთ როგორც ფუძე და შეუთავსოთ კოსმეტიკა. შეგიძლიათ რამოდენიმე წვეთი დაუმატოთ ღამის კრემს.

 

 

ნუშის ზეთი.

კიდევ ერთი პროდუქტი, რომელიც ბევრ სასარგებლო თვისების მატარებელია. ის მდიდარია ცილებით და უჯერი ცხიმებით, რომლებიც კვებავს ორგანიზმს შიგნიდან. შეიცავს ცხიმში ხსნად ვიტამინებს, მაგნიუმს, კალციუმს და სხვა მინერალებს, რომლებიც კვებავს კანის საფარველს.

ნუშის ზეთს აქვს მსუბუქი მათეთრებელი ეფექტი. იგი აცოცხლებს კანს და აღადგენს მის ტონს.

 

 

წიწვის ზეთი.

ეს ზეთი ყველასგან იმით განსხვავდება, რომ შეიცავს პროტეინებს, აქვს კანის გამაახალგაზრდავებელი, ლიფტინგის ეფექტი. ოპერაციის გარეშე ცვლის სახის ოვალს, რაც ყველა ქალის სანუკვარი ოცნებაა,

თუ გსურთ სიმდიდრის და კეთილდღეობის მოზიდვა სახლში, მოგიწევთ გაითვალისწინოთ ეს რჩევები.

0
#image_title

ძველი ხალხი თვლიდა, რომ ფულის საშოვნელად მარტო მუშაობა არ არის საჭირო, უნდა ვიცოდეთ ფულის სწორად გამოყენება,   შენახვა, როგორ უნდა გავცეთ  სესხად, როგორ უნდა დავითვალოთ.

რასაკვირველია თქვენს გარშემო აღმოაჩენთ ისეთ ადამიანს, რომელთანაც ფული მდინარესავით მიედინება, ხარჯავს უსაზღვროდ, მაგრამ არასდროს რჩება პურისა და წყლის იმედად.

არსებობენ ფულის სიყვარულით დაავადებული ადამიანები, მათ უყვართ ფულის შოვნა, მაგრამ არ უყვართ დახარჯვა. გულდაგულ ითვლიან დანახარჯებს, შეიძლება ღამით ადგნენ საწოლიდან და გააკეთონ ჩანაწერები რვეულში.

არ შეინახოთ ფული ნათელ ადგილას, მას ეს არ მოსწონს, შეკარით და დადეთ ბნელ ადგილას.

მაგიდაზე არ დატოვოთ დანა და ფული, ეს ფულის მოზიდვას შეუშლის ხელს. არ მიმოფანტოთ ოთახში მონეტები.

არსებობს ასეთი რწმენა, რომ ახალმთვარეობისას, სამი დღის განმავლობაში ფანჯრის რაფაზე თუ ფულით სავსე საფულეს დავდებთ, თვის ბოლოს ფინანსური მდგომარეობა აშკარად გაგვიუმჯობესდება.

არ გამოცალოთ საფულე ბოლომდე, ეცადეთ ერთი კუპიურა მაინც დაიტოვოთ.

კეთილდღეობა სახლში თურმე პირდაპირ დამოკიდებულია ფანჯრების, სარკეების სისუფთავეზე. გამდიდრება დამოკიდებულია სახლის იდეალურ სისუფთავეზე. სახლის დალაგების შემდეგ სარკის წინ მოათავსეთ მონეტა, მისი ანარეკლი მოიზიდავს ფინანსებს, დატოვეთ მონეტა ღამით და დილით ჩააგდეთ ყულაბაში.

ყველას გაგვიგონია ასეთი გამოთქმა, რომ ფულს დათვლა უყვარს. მაგრამ დანაზოგის შემთხვევაში ხშირად ფულის დათვლას დანაკარგი მოაქვს.

სიღარიბისგან რომ განთავისუფლდეთ ერთი მარტივი ხრიკი გამოიყენეთ. აიღეთ ისეთი კუპიურა, რომელზეც იქნება რომელიმე თქვენი ინიციალი, დააწვეთეთ ეთერზეთი და მოათავსეთ საფულეში.

მეზობელმა თუ დაგიძახათ, შეიპატიჟეთ სახლში, კართან დიდხანს დგომა დააფრთხობს სახლიდან წარმატებას და კეთილდღეობას.

არ დაივიწყოთ ბუმერანგის პრინციპი, ყველაფერი უკან დაგიბრუნდებათ და თან ორმაგად. ამიტომ არ უგულებელყოთ ადამიანები, ვისაც თქვენი მხარდაჭერა სჭირდება. დაეხმარეთ საქმით ან თბილი სიტყვებით. სიკეთე ორმაგად დაგიბრუნდებათ.

ხელფასი აღებისთანავე არ დახარჯოთ, აუცილებლად ერთი ღამით დატოვეთ სახლში და შემდეგ დაიწყეთ მისი ხარჯვა.

არის ასეთი გამოთქმა “თუ მას მოუსმენ, ფული უფრო სწრაფად გამოჩნდება ვიდრე შენ დახარჯავ.”

ხალხური სიბრძნე ეხმარებოდა ჩვენს წინაპრებს და ალბათ ჩვენც შევძლებთ სახლში წარმატების და კეთილდღეობის მოზიდვას.

 

აუცილებლად დაიმახსოვრეთ ეს მარტივი რეცეპტები და დღეიდან უარს იტყვით წამლის მიღებაზე.

0
#image_title

ხშირად ხდება, იღვიძებთ და ხვდებით, რომ გაციებული ხართ, ყელი საშინლად გტკივათ, ლაპარაკიც გიჭირთ, საშინელ მდგომარეობაში ხართ. ყელის გაციება სახუმარო არ არის ნამდვილად. რაც უფრო მალე დაიწყებთ მკურნალობას, უფრო ადრე გამოჯანმრთელდებით,  დაგვიანება მდგომარეობას კიდევ უფრო გააუარესებს. ყელის ტკივილი პირველი სიმპტომია ყელ-ცხვირის ანთებითი პროცესის.

ეს შეიძლება იყოს ვირუსული, ინფექციური ან სოკოვანი. პირველ რიგში უნდა ვეჩვენოთ ექიმს, განსაკუთრებით თუ ყელი და ყური გვტკივა. სპეციალისტი ძალიან ადვილად დაადგენს რა ტიპის დაავადებასთან გვაქვს საქმე. დაიმახსოვრეთ, რომ თვითნებურად ანტიბიოტიკების გამოყენება დაუშვებელია. ამან შეიძლება უფრო სერიოზული გართულებები გამოიწვიოს.

სააფთიაქო წამლები კანფეტები არ არის, ყველას აქვს თავისი ჩვენება და უკუჩვენება. ზოგჯერ სულაც არ არის საჭირო წამლებით მკურნალობა, შეგიძლიათ ბუნებრივი საშუალებები გამოიყენოთ და ხშირად უფრო ეფექტურიც აღმოჩნდება-ხოლმე.

ჩვენს დროში ხშირად იყენებენ ხალხურ მეთოდებს, რადგან ხალხმა თითქოს რწმენა დაკარგა მედიკამენტების მიმართ. მე როცა ყელი მტკივა, ვამზადებ წითელი ჭარხლის წვენს და მშველის 100%-ით. ის ყელის ლორწოვანი გარსის სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, არბილებს ხორხს და ასუფთავებს ჩირქოვანი ნადებისგან. შედეგად, ანთება და შეშუპება მცირდება, ტკივილის სინდრომი გადის.

 

 

 

უნივერსალური რეცეპტი ყელის ტკივილის დროს:

200 მლ ჭარხლის წვენი შეათბეთ 35-40 გრადუსზე, დაუმატეთ 1 ს/კ ვაშლის ძმარი, გამოივლეთ ყოველ ორ საათში ერთხელ დღეში 5-6-ჯერ. ეს შველის ნებისმიერი ფორმით ყელის ტკივილს.

ანგინის დროს:

შეურიეთ ერთმანეთში 100 მლ ჭარხლის წვენი, 1 ს/კ ხახვის წვენი, 1 ჩ/კ ნივრის წვენი, 100 მლ ანადუღარი თბილი წყალი და ყოველ 3 საათში ერთხელ გამოივლეთ ყელში.

ვირუსული ფარინგიტისათვის:

შეურიეთ 100 მლ თბილი ჭარხლის წვენი და 2 ს/კ ახლად გამოწურული ლიმონის წვენი. ყელში გამოივლეთ  5-6 ჯერ დღეში.

ქრონიკული ტონზილიტი:

200 მლ თბილი ჭარხლის წვენში შეურიეთ 1 ჩ/კ პროპოლისის ნაყენი და მინიმუმ სამჯერ გამოივლეთ ყელში.

რინიტის დროს:

ჭარხლის წვენი და გადადუღებული წყალი თანაბარი პროპორციით შეურიეთ ერთმანეთს და ჩაიწვეთეთ 3-4 წვეთი 4-ჯერ დღეში.

ჰემოგლობინის ასაწევად და იმუნიტეტის გასაძლიერებლად კარგია ჭარხლის, ვაშლის და სტაფილოს წვენის ერთად მიღება. მკაცრად განსაზღვრული რეცეპტი არ არსებობს, მოამზადეთ თქვენი გემოვნებით, თუ გსურთ შეგიძლიათ შეურიოთ ლიმონის წვენი და თაფლი.

გაითვალისწინეთ რა აყენებს ზიანს ტვინის აქტიურ მუშაობას და როგორ ვიკვებოთ ალცჰაიმერის დაავადების პროფილაქტიკისათვის.

0
#image_title

ტვინის მუშაობის გაუმჯობესებისთვის და დაავადებების თავიდან ასაცილებლად კარგია კითხვა, ლოგიკური ამოცანების ამოხსნა, საკუთარი მიზნებისთვის ცხოვრება. გარკვეულ როლს ასრულებს კვებაც და ყოველდღიური წეს-ჩვეულებები. გამხდარი სხეულის და ლამაზი კანის სურვილი იმდენად ძლიერია, რომ იშვიათად ვფიქრობთ ტვინის კვებაზე.

ჯანსაღი ტვინისა და ნათელი ფსიქიკისთვის პირველი ნაბიჯები ძალიან მარტივია და ყველასთვის ხელმისაწვდომი. გამოცდილი ნეიროქირურგები გვირჩევენ, რომ ავდგეთ ადრე, დავლიოთ ორი ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალი და  ვისაუზმოთ. პირველი ჭიქა ეხმარება მუშაობის დაწყებაში კუჭ- ნაწლავის ტრაქტს. მეორე ჭიქის დალევის შემდეგ ამოქმედდება მთელი ორგანიზმი. ტვინის მუშაობის მაქსიმალური აქტივობის ორი პერიოდი არსებობს: 10-12 სთ. და 16-18 სთ. თუ იგრძნობს დაღლას, შეგიძლიათ ყავით გაუმასპინძლდეთ. აუცილებელია  საუზმე, ის ხელს უწყობს ძილის შემდეგ ტვინის გამოფხიზლებას და აუცილებელი მიკროელემენტების მიწოდებას. სადილი უნდა იყოს დაბალანსებული, არ უნდა გადატვირთოთ კუჭი, უპირატესობა მიანიჭეთ უბრალო წყალს და არა წვენებს. ტკბილი არ არის ჯანსაღი პროდუქტი, მაგრამ თუ კარგ ხასიათზე გაყენებთ, შეგიძლიათ მიირთვათ ცოტა. უნდა იცოდეთ ამ დროს კარგია შავი შოკოლადი, ნატურალური ცხელი კაკაო ან თაფლი, რომელიც ყველაზე მეტად მოსწონს ტვინს.

უნდა იკვებოთ გონივრულად და არა კატეგორიულად, ხშირად და პატარა ულუფებით. მართალია ხორცი ტვინს არ კვებავს, მაგრამ კარგია სხეულისთვის, ეს ეხება ქათმის და ინდაურის ხორცსაც, მთავარია ხორცი იყოს ნაკლებად ცხიმიანი. ტვინს არ უყვარს ცხიმი და მარილი. დღესასწაულების გარდა უნდა გამორიცხოთ მარილიანი საკვების მიღება.

ნუ დაივიწყებთ, რომ ჩვენი ტვინი ძილის დროსაც მუშაობს. არ გადატვირთოთ უძილობით და მნიშნვნელოვანი საკითხების ღამით გადაწყვეტით. თუ ძილის წინ არ იფიქრებთ, გაღვიძებულს უკვე ყველა კითხვაზე გექნებათ პასუხი. ტვინი ძილის პერიოდში კავშირს ამყარებს აზრებთან, გადაწყვეტილებებთან, მეხსიერებასთან და აწვდის იდეას. ამიტომ დაივიწყეთ უძილობა, გახსოვდეთ, რომ ლამაზი სიზმარი გაასუფთავებს თქვენს ტვინს ცუდი მეხსიერებისგან.

ფიზიკური ვარჯიში აუმჯობესებს ტვინის მუშაობას და მეხსიერებას. სამი მნიშვნელოვანი რამ სჭირდება ტვინს: ლაპარაკი, წერა, მოძრაობა. ბევრმა დაივიწყა მუსიკა და მისი აუცილებლობა, სამწუხაროა ისიც, რომ ადამიანები აღარ ცეკვავენ. ცეკვა როგორც დადასტურდა ხელს უშლის ალცჰეიმერის დაავადების ადრეულ განვითარებას.

თქვენი ტვინის ყველაზე საუკეთესო მეგობარი ღიმილია. პოზიტიური ემოციები ხელს უწყობს მწუხარების გადალახვას და მოქმედებს გონების აქტივობაზე. იმეგობრეთ კეთილ ადამიანებთან და აკეთეთ ის რაც გსურთ.

რომელი მარცვლეულის ფაფები უნდა მივირთვათ იმისთვის, რომ მივაღწიოთ სასურველ წონას.

0
#image_title

მარცვლეული – ჯანსაღი დიეტის განუყოფელი ნაწილია. ნებისმიერი დიეტა მის გარეშე ვერ შედგება. მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომელი მარცვლეულის ფაფები გამოვიყენოთ იმისთვის, რომ  დავდგეთ სასურველ წონაზე.

შვრია მდიდარია სილიციუმით, რომელიც ამაგრებს კუნთოვან სისტემას. კალიუმი დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობაზე და ხსნის შეშუპებას. ფოსფორი აუმჯობესებს თირკმლის ფუნქციას. მაგნიუმი ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში და რაც მთავარია – მაღალი ბოჭკოვანი ნივთიერება, რომელიც ნორმალიზდება საჭმლის მომნელებელ ტრაქტში და გამოდევნის ტოქსინებს.

დაკავშირებული სურათი

ყავისფერი ბრინჯი ორგანიზმს აწვდის ნახშირწყლებს, რომელიც დიდხანს ანაყრებს და ამარაგებს მას ენერგიით.

იგი მდიდარია ფოლიუმის მჟავით და B ჯგუფის ვიტამინებით, რომლებიც აუცილებელია ქალის ჯანმრთელობისათვის. ყავისფერი ბრინჯის ქატო დადებითად მოქმედებს საჭმლის მონელებაზე, არ შეიცავს წებოვანას ხორბლისგან განსხვავებით, მაგრამ არცერთ მარცვლეულს არ ჩამორჩება თავისი შემადგენლობით.

ყავისფერი ბრინჯი-ის სურათის შედეგი

ჭვავი ძალიან ჰგავს ხორბალს, მაგრამ თვისებებით ბევრად უკეთესია მასზე. მისი ცილა შეიცავს დამატებით ამინომჟავებს, რომლებიც ძვირფასია სხეულისთვის. ის მდიდარია ბოჭკოთი დაცელულოზით, რომელიც აუმჯობესებს ნაწლავების მოკროფლორას და ხელს უწყობს მათ პერისტალტიკას. ჭვავი შეიცავს ვიტამინებს A, PP და E და მიკროელემენტებს, როგორიცაა ფოსფორი, მაგნიუმი, ნატრიუმი, კალიუმი, რკინა და კალციუმი.

დაკავშირებული სურათი

ქერის შემადგენლობა ხელსაყრელ გარემოს ქმნის ნაწლავში სასარგებლო ბაქტერიების განვითარებისთვის. ქერის ფაფის ხშირად მირთმევა დაგვეხმარება ორგანიზმიდან შლაკების გამოდევნაში.

ქერი ასევე შეიცავს ლიზინს, ნივთიერებას, რომელსაც აქვს ანტიბაქტერიული თვისებები და აძლიერებს იმუნურ სისტემას.

ქერი-ის სურათის შედეგი

წიწიბურა რკინის შემცველობით მარცვლეულს შორის ლიდერის პოზიციას იკავებს. მის შემადგენლობაში ბევრი მცენარეული ცილაა, რომელიც ადვილად შეიწოვება ორგანიზმში. მას ურჩევენ შაქრიანი დიაბეტის და სიმსუქნის დროს.

 

მარდაკავშირებული სურათიცვლეულის სასარგებლო თვისებები მაშინ ჩანს, როცა სწორად მიიღებთ მათ, უმჯობესია მიირთვათ დღის პირველ ნახევარში, ეს არ ეხება მხოლოდ წიწიბურას. ნებისმიერი პროდუქტის ჭარბი მიღება ზიანს მოუტანს ორგანიზმს. გახდომის მიზნით ფაფები უმჯობესია  წყალზე მოხარშული მიირთვათ, შაქრის ნაცვლად გამოიყენეთ ნახევრად ტკბილი ჩირი ან თაფლი.

 

დაწერეთ რა დაინახეთ პირველად სურათზე და გაიგეთ ხასიათის რა შტრიხები არის თქვენთვის დამახასიათებელი.

0
#image_title

ფსიქოლოგიური ტესტით შეგიძლიათ საკუთარი თავის ამოცნობა. ზოგჯერ უფრო დამაჯერებელია, ვიდრე ფსიქოლოგის დიაგნოზი. ექიმი მაინც ადამიანია და შეიძლება ღრმად ვერ ჩასწვდეს სულის სიღრმეს, ტესტს კი არაფერი დააბნევს.  რა თქმა უნდა ტესტსაც ადამიანი ადგენს, მაგრამ სანამ გაავრცელებს, ყურადღებით ამოწმებს.

ყურადღებით დააკვირდით და რასაც დაინახავთ სურათზე, იმის მიხედვით განსაზღვრავთ თქვენს ბუნებას.

თუ სურათზე ხედავთ ფესვებს, ესეიგი თქვენ ხართ ინტრავერტი. კრიტიკას იღებთ მშვიდად და უემოციოდ. თქვენთვის, ეს არის კონსტრუქციული კომენტარები, რჩევები, რომლებიც შეიძლება გაითვალისწინოთ საკუთარი თავის გასაუმჯობესებლად. თუ ვინმე ცდილობს ზიანი მოგაყენოთ, უსამართლოდ დაგადანაშაულოთ, ის ვერ გაიმარჯვებს, რადგან თქვენთვის შეუმჩნეველი არ დარჩება. თქვენი ცხოვრება არის დისციპლინირებული და ორგანიზებული. ცდილობთ იცხოვროთ ჰარმონიულად, გეგმავთ და აანალიზებთ ყოველ დღეს. თქვენი მიზანია ნების გამოხატვა და მორალური პრინციპების შემუშავება.რაც გსურთ უნდა მიიღოთ კიდეც. ერთი შეხედვით ჩანხართ თავმდაბალი ადამიანი, ნებისმიერ ცხოვრებისეულ სიტუაციებს აფასებთ პოზიტიურად.

 

психологический тест

თუ სურათზე დაინახეთ ხე თქვენ ხართ ექსრავერტი. გარშემომყოფებთან გულწრფელი და ერთგული ურთიერთობა გახასიათებთ. იგივეს მოითხოვთ სხვებისგანაც. კომუნიკაციაში თავაზიანი ხართ, მაგრამ თავზე არავის დაისვამთ. ხალხისგან ბევრს მოითხოვთ, მაგრამ თქვენ უნდა შეეცადოთ მიაღწიოთ ნდობის მოპოვებას.

психологический тест

თუ თქვენ ხედავთ ტუჩებს, შეგიძლიათ ნებისმიერი სირთულის გადალახვა, მაგრამ მაინც ცდილობთ გვერდი აუაროთ მათ. მოქმედებთ გონივრულად, მაგრამ გულუბრყვილო ადამიანივით. ეს იმიტომ, რომ ყველას ბრმად ენდობით. ცდილობთ მათში დაინახოთ მხოლოდ კარგი თვისებები, ნდობა კი ყოველთვის არ ამართლებს.

 

психологический тест

ამ ეთერზეთის დახმარებით გაწმინდეთ მანქანის სალონი და აღფრთოვანებული დარჩებით.

0
#image_title

ასეთი აეროზოლის დამზადება იოლია და თან ძალიან სასიამოვნო სუნი აქვს. სხვა აეროზოლებისგან განსხვავებით ის იქნება განსხვავებული და ორიგინალური.

 

Освежи салон своей машины с помощью эфирных масел! Мой муж в восторге…

მის დასამზადებლად დაგჭირდებათ:

პატარა ბოთლი
1-2 ჩ/კ ჟელატინი
1 ჩაის კოვზი გლიცერინი
წყალი
ნებისმიერი ეთერზეთის 5-6 წვეთი

ჰაერის დასატენიანებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ციტრუსის ეთერზეთი, სხვა შემთხვევაში – წიწვის ან პიტნის.

ჩაყარეთ ბოთლში ჟელატინი, დაასხით წყალი და დაელოდეთ მის გახსნას. დაამატეთ გლიცერინი და ეთერზეთი, კარგად უნდა აირიოს ყველაფერი ერთმანეთში და შედგით 20 წუთით მაცივარში. გაციებული არომატული ნარევი იქცევა ჟელატინად, რომელიც ადვილად შეიძლება მოვათავსოთ ლამაზ ქილაში. ჩვეულებრივი ქიმიური აეროზოლებისგან განსხვავებით უკეთესი სუნი აქვს და ანტიალერგიულია და რაც მთავარია, თქვენი ხელით დამზადებულია, რაც უფრო აღგაფრღოვანებთ.

ბროწეული -სასარგებლო თვისებების შესახებ, რომელიც აქამდე არ გსმენიათ

0
#image_title

ვერცერთი ხილი და მისი წვენი ვერ შეედრება მისი სასარგებლო თვისებებით ბროწეულს. ბროწეული არის დეკორატიული ხე, რომელიც გვიან შემოდგომით გვაძლევს ნაყოფს, მისი თვისებები აღწერილია ბევრ ზღაპრებში და მითებში.

ბროწეული ხასიათდება ორგანიზმისთვის ბევრი სიკეთით.

ააქტიურებს ჰორმონებს

ბროწეულის კურკა შეიცავს ზეთს, რომელიც საუკეთესოდ აღადგენს ორგანიზმში ჰორმონულ ბალანსს. სასარგებლოა ბროწეულის კურკის ჭამა თავის ტკივილის, მენსტრუალური ტკივილის, კლიმაქსის გამოვლენის დროს.

ბუნებრივი ინსულინი

ბროწეულის ნაყოფი ერთ-ერთი ტკბილეულია შაქრიანი დიაბეტის დროს, რომელიც არა მარტო დასაშვები, არამედ სამკურნალოც არის. დღეში 4-ჯერ ჭამამდე 1 ჩ/კ ბროწეულის წვენის დალევა მნიშვნელოვნად ამცირებს ინსულინის დონეს სისხლში.

ზრდის ჰემოგლობინის დონეს.

ბროწეული უკვე დიდი ხანია ცნობილია, როგორც ანემიის წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო საშუალება. ანემიით დაავადებული ადამიანებისათვის საკმარისია  ბროწეულის წვენი 0.5 ჭიქა 3 ჯერ დღეში ჭამამდე 30 წუთით ადრე 2 თვის განმავლობაში.

პირის ღრუს და ყელის ანთებისთვის

ყელის ტკივილის, ფარინგიტის, სტომატიტის დროს ბროწეულის ჭამა ან წვენის მირთმევა ძალიან სასრგებლოა, მასში შემავალი ტანინი ხსნის ტკივილს, ორგანული მჟავები მოქმედებს ანთებისსაწინააღმდეგოდ.

აქვეითებს წნევას

ბროწეულის კურკა საუკეთესო გამოსავალია ჰიპერტონიკებისთვის, არტერიულ წნევას დაბლა სწევს და არანაირი გვერდითი ეფექტი არ გააჩნია. ბროწეულის ჩირის ჩაი სასარგებლოა უძილობის, ნევროზის, შიშების დროს.

საუკეთესო კოსმეტიკური საშუალებაა

ბროწეულის კანი დაფქვილი ზეითუნის ზეთთან ერთად საუკეთესოა ცხიმიანი , ფორებიანი და ანთებისკენ მიდრეკილი კანისთვის. დაფქვილი კანი კარგია დამწვრობის, ნაკაწრების დროს.

ხსნის ანთებას

ბროწეულის მოხარშული ქერქის ნაყენი ძალიან სასარგებლოა სხვადასხვა ანთებითი დაავადებებისთვის (თირკმელი, ღვიძლი, ყურები და თვალები, სახსრების, გინეკოლოგიური ორგანოები).

მომზადება, დაასხით 2 ჩ/კ დაფქვილი ქერქს  1 ჭიქა ცხელი წყალი, შემდეგ მოვხარშოთ წყლის აბაზანაზე 30 წუთის განმავლობაში, გააზავეთ ადუღებულ წყალში, მიიღეთ 50 გ 2-3-ჯერ დღეში ჭამამდე 30 წუთით ადრე.

 

გიცავთ გამოსხივებისგან

ბროწეულის წვენი აუცილებელი საკვები დანამატია მათთვის, ვინც მუშაობს ან ცხოვრობს რადიაციის ზონაში.

ძლიერი ანტიჰელმინთური საშუალება

მწიფე ბროწეულის კანი შეიცავს ალკალოიდ პელტერინს, იზოპელტერინს და მეთილიზოპელტერინს, მათ გააჩნიათ ძლიერი ჭიების საწინააღმდეგო ეფექტი.

ჭიების მოსაცილებლად, 40-50 გრ დაქუცმაცებულ ქერქს დაასხით 400 გრ ცივი წყალი, 6 საათის განმავლობაში დადგით და შემდეგ ადუღეთ სანამ ნახევარი სითხე არ აორთქლდება. მიღებული ნაყენი გაწურეთ და ერთი საათის  განმავლობაში ცოტ-ცოტა მოსვით, ერთი საათის შემდეგ კი მთლიანად დალიეთ. 4-5 საათის შემდეგ გაიკეთეთ ოყნა.

საფაღარათო საშუალება

ბროწეულის ქერქი და ნაყოფი კარგია კოლიტის, ენტეროკოლიტის, ფაღარათის დროს. მოზრდილებისთვის რეკომენდებულია გამშრალი და დაფქვილი ქერქი 3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ, ბავშვებისთვის- წყალში გაზავებული ყოველ დღე. ქერქში შემავალი პოლიფენოლები ინფექციური დიარეის დროს ამცირებს დიზენტერიის და სხვა პათოგენეზის რისკს.

ბროწეული დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ხილია. იგი ცნობილია უძველესი დროიდან. ბიბლიაშიც კი გვხვდება. ახლა თქვენ იცით, როგორ შეგიძლიათ ისარგებლოთ და დატკბეთ ბუნების ამ საოცარი საჩუქრით.

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.