კვირა, აგვისტო 23, 2026
- Advertisement -
Google search engine

უნიკალური ტესტი “სულის სარკე”, რომელიც სწორად განსაზღვრავს თქვენს პიროვნებას!

0
#image_title

ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ ტესტები სურათების გამოყენებით პიროვნების ანალიზში დაგვეხმარება. ფაქტია, რომ ადამიანი უფრო მეტად ჩნდება ვიზუალური ინფორმაციის აღქმის დროს და პირველი წამში მიღებული ინფორმაცია ყოველთვის ყველაზე სწორია, ამიტომ  ელვის სისწრაფით და ფიქრის გარეშე შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი სურათი.

უნიკალური ტესტი “სულის სარკე”

შეხედეთ თვალის ყველა ვარიანტს, პირველ რიგში ზემოდან ქვემოთ და შემდეგ ქვედადან ზევით. აირჩიეთ ერთი სურათი, რომელიც მოგწონთ ყველაზე მეტად, თქვენში დადებით ემოციას იწვევს და შემდეგ მეორე, რომელიც უარყოფით ან მტრულ დამოკიდებულებას იწვევს.

პირველი სურათი

– ეს თქვენი თვისებებია, რომელსაც თქვენ თვითონ აფასებთ და განიხილავთ როგორც თქვენი სიძლიერე.

მეორე სურათი

– ეს არის თვისებები, რომლებიც არ მოგწონთ სხვებში, მაგრამ ეს შეიძლება აღმოაჩინოთ საკუთარ თავშიც.

სურათის და ტესტის ინტერპრეტაცია

1.ნდობა

თქვენ ხართ ადამიანი გულწრფელი და გულღია, რომ თქვენი სულის კარი თითქმის ყველასთვის ღიაა, ვინც კარზე მოგადგებათ. თქვენ არ აჩვენებთ ვინმეს თქვენს შიშს და ეჭვებს. თქვენ ფიქრობთ, რომ ყველა თავისით  უნდა განთავისუფლდეს საკუთარი პრობლემებისგან. სხვების დახმარებით, თქვენს ჭრილობებს მოირჩენთ.

2.პედანტი

თქვენ ყოველთვის ცდილობთ კარგი შთაბეჭდილება მოახდინოთ და გააკეთოთ სწორი არჩევანი. თქვენ გჯერათ, რომ თქვენი ქმედებები გავლენას ახდენს სხვების ცხოვრებაზე. თქვენ არ აჩვენებთ თქვენს შფოთვას ან იმედგაცრუებას სხვებს და ცდილობთ, რომ მაქსიმალურად კარგად იგრძნოთ თავი. ამ გზით გინდათ თქვენი კვალი დატოვოთ პლანეტაზე.

3.მებრძოლი

თქვენ ეძებთ თქვენს ადგილს ცხოვრებაში, კარგად იმალება თქვენში ჩამალული ბნელი აზრები. ალბათ, უკვე ბევრი რამ გამოსცადეთ ცხოვრებაში და შეძლებთ ახლიდან დაბადებას ფენიქსის ფრინველის მსგავსად. შეგიძლიათ ყველა დაცემის შემდეგ ისევ მყარად დადგეთ ფეხზე.

4.ფიქრი

თქვენ გიყვართ ფიქრი ყველაფერზე და მისი აწონ-დაწონა. თქვენ არ გჭირდებათ ფილოსოფია, ჩასწვდეთ ღრმა ფიქრებს. მაგრამ ხანდახან გაცილებით მეტს ფიქრობთ საკუთარ გამოხატულებაზე, და გიძნელდებათ დაბრუნდეთ რეალურ სამყაროში.  თქვენ გაურბიხართ ყველას და ყველაფერს, საკუთარ თავს, ადამიანებს, თქვენს ცხოვრებას. თქვენ რასაც გაიგებთ, არასდროს არ ხართ დარწმუნებული ბოლომდე, რომ სიმართლეა.

5.ადამიანი-გამოცანა

თქვენ საკუთარი თავისთვისაც ამოუცნობი ხართ, არა თუ სხვებისთვის. თქვენს ამოსაცნობად საჭიროა მოთმინება. შიგნით გაქვთ მყარი წინააღმდეგობები და ეჭვები, რომელსაც თან ახლავს ცვალებადი განწყობა. როცა თქვენ აღმოაჩენთ რაღაცას,  არ ხართ კმაყოფილი და ძიება კვლავ იწყება. ყველასთან, თქვენ საკმაოდ დახურული და ლაკონური ხართ, ფიქრები გაუგებარია სხვებისთვის, ზოგჯერ საკუთარი თავისთვისაც. სანამ დაიწყებთ კომუნიკაციას, თქვენ სწავლობთ პიროვნებას, ცდილობთ მის გაგებას. ყოველთვის მხად ხართ მაშინ, როცა დარწმუნებული ხართ.

6.მგრძნობიარე

თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ყველაფერს ხედავს და არაფერს ივიწყებს. თქვენ ადვილად გამოდიხართ წყობიდან, ადვილია თქვენი ახლოს შეხება. თქვენი შთაბეჭდილებები, როგორც წესი, ძლიერია. მაგრამ რამდენიმე ადამიანმა იცის, რამდენად არამდგრადი ხართ თქვენ, იმის ნაცვლად, რომ ანახოთ, რამდენად გონივრული ხართ. გარკვეულწილად თქვენ გაქვთ ძალიან ძლიერი ინტუიცია.

7.ენერგეტიკა

სულ მოძრაობაში ხართ და გეცლებათ ენერგია. ხშირად შეყვარებული ხართ. როგორი ძლიერი სიყვარულიც გაქვთ, ასეთივე სიძულვილი გაქვთ. ბევრი გადაწყვეტილებები გაქვთ და გინდათ დაუყოვნებლივ ყველა შეასრულოთ. ეს დიდ ენერგიას მოითხოვს, რაც ნერვებს გიძლით. ყველაფერი – თქვენთვის დიდი ფსონია. ამის გამო თქვენს თავში ხშირად იბადება დრამები.

8.ექსცენტრული

თქვენი პიროვნება ძალიან უჩვეულოა, ოდნავ უცნაურიც კი. ჩარჩო და წესები თქვენ განადგურებთ და ცხოვრების ძირითად კრედოდ მიგაჩნიათ: “რაც მინდა, უკან დავიბრუნებ და მოხდეს, რაც იქნება.” თქვენ ძალიან ღია ხართ, მაგრამ თუ ვინმე თქვენს შეცვლას გადაწყვეტს, არასახარბიელო ამოცანა იქნება. თქვენ ხართ ინდივიდუალური.

9.ინტუიცია

თქვენი პიროვნების კარგად ესმის ხალხს. სახის გამომეტყველებიდან ადვილად ხედავთ ადამიანი გულწრფელია თუ არა და როგორ გრძნობს თავს. თქვენ შეგიძლიათ განსაზღვროთ ვინ და როგორ გეპყრობათ. მაგრამ თქვენ აჩვენებთ სხვებს მხოლოდ იმას, რაც გსურთ რომ აჩვენოთ. შეგიძლიათ ხალხით მანიპულირება, მაგრამ იშვიათად იყენებთ ამას.

გაგვიზიარეთ კომენტარებში, როგორ ფიქრობთ, ტესტი ჩასწვდა თუ არა თქვენს სულიერ სამყაროს?

თუ ამ ფუფუნებაში ამყოფებთ ტვინს, თქვენი მადლობელი იქნება! გაითვალისწინეთ ნეიროქირურგის რჩევები!

0
#image_title

სეზონური ცვლილებები ხშირად მოქმედებს ტვინზე და უარყოფით გავლენას ახდენს მის მუშაობაზე. შემდეგ ჩნდება სისუსტე, დაღლილობა, უძილობა.

 

ცნობილი ნეიროქირურგი და ტვინის მუშაობის შესახებ წიგნის ავტორი ვლად სიურეა თავის წიგნში მოგვითხრობს როგორ შევცვალოთ ჩვევები ისე, რომ რთულ პერიოდში მოვახდინოთ ტვინის დადებითი სტიმულაცია და სათანადო დასვენების უზრუნველყოფა.

ტვინი და ბედნიერება

ნეიროქირურგი ამბობს, რომ “მე ხშირად ვხედავ დატანჯულ ადამიანებს, მაგრამ მათ ქირურგიული ჩარევაზე ფიქრი უფრო მეტად აწუხებთ, ვიდრე თვითონ პრობლემა”. ეს ბუნებრივია.

 

ტვინი არის ის ორგანო, რომლის გაკონტროლებაც ჩვენ შეგვიძლია. ალბათ არ იცით, მაგრამ ტვინს ასევე სჭირდება დასვენება და ყურადღება “, – ამბობს ნეიროქირურგიის გენიოსი, რომელსაც 20,000-ზე მეტი ოპერაცია აქვს განხორციელებული თავის ტვინზე და რომლის სიტყვები შეიძლება სანდო იყოს.

ბიორიტმის ცვლილება მთლიანად ორგანიზმის აქტიურობას ამცირებს. ამ ცვლილებების კომპენსაციის მცდელობაში ჩვენ ხშირად ვარღვევთ წესებს: ჩვენ ძალიან ბევრს ვჭამთ და ვსვამთ, ღამით კომპიუტერთან დიდ დროს ვატარებთ, ბევრს ვეწევით, ყავას ბოროტად ვიყენებთ.

 

“ტვინი არასდროს იძინებს, მაგრამ არსებობს გარკვეული გზები, რათა დავასვენოთ ეს ორგანო და სტიმული მივცეთ. დიახ, ტვინს დადებითი სტიმული სჭირდება”, – გვიხსნის პროფესორი.

 

ასეთი სტიმულატორი შეიძლება იყოს ცაზე ცისარტყელა, ან უბრალოდ ლამაზი შემოდგომის პეიზაჟი თქვენი ფანჯრიდან, საყვარელი სიმღერა, რომელიც განწყობას ამაღლებს და დილით გაღვიძებისთანავე 1 ჭიქა წყლის დალევა.

 

ექიმი სიურეა გირჩევთ ტელევიზორთან კონტაქტი შეამციროთ, რომ ტვინი ნეგატიური ინფორმაციებისაგან დაიცვათ. დაიძინეთ ისე, რომ მობილური ტელეფონი საწოლთან ახლოს არ იყოს, ზომიერად მიირთვით, კარგი ღვინო დალიეთ, ეს ტვინის კაპილარების გაწმენდაში დაგეხმარებათ, მაგრამ არ დათვრეთ, რადგან ალკოჰოლი ნერვულ უჯრედებს აზიანებს.

 

“თუ თქვენ მწეველი ხართ, კვირაში ერთხელ ტვინს განტვირთვა მოუწყვეთ. იყიდეთ ნამდვილად კარგი ხარისხის სიგარეტი. ხოლო დღეში 1 ყუთი სიგარეტი კატეგორიულად აკრძალულია!“ – გაფრთხილებთ ნეიროქირურგი.

სიხარული ნამდვილი საკვებია ტვინისთვის! მოძებნეთ მშვიდი ადგილი, დაისვენეთ და მოიკრიბეთ სასიამოვნო აზრები. იზრუნეთ საკუთარი თავის ბედნიერებაზე. თავის მოვლა თქვენს ნეიორენებზე ასევე დადებითად იმოქმედებს.

 

ფსიქოლოგები გვირჩევენ ხშირად გავიხსენოთ სულ ცოტა ხუთი დადებითი მომენტი ჩვენს ცხოვრებაში.

 

გსმენიათ ვარჯიშით სხეულის განკურნების შესახებ? ოსტეოპათის რეკომენდაციით ზურგის ტკივილი მომეხსნა, ჩემი სხეული საათივით მუშაობს.

0
#image_title

ექიმები თვლიან, რომ ინტერვერტებერალური დისკების, მალთაშუა დისკის თიაქარი მნიშვნელოვნად “გაახალგაზრდავდა”: ახლა ამ პრობლებით 17 წლის ასაკშიც კი იტანჯებიან. 30 წლის შემდეგ თიაქარით დაავადების რისკი საგრძნობლად იზრდება. დაავადების მთავარი მიზეზებია მჯდომარე სამუშაო, ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი, მოწევა, არასწორი გამართვა, ზედმეტი წონა, ზედმეტად გაციება და სხვა ფაქტორები.

упражнения при грыже позвоночника

ექიმები მიეჩვივნენ, რომ პაციენტები ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად არაფერს აკეთებენ. ადამიანების უმეტესობა წელის ტკივილის დროს მედიკამენტს ღებულობს, ან ნემსს იკეთებს. ეს მხოლოდ სიმპტომებს ხსნის, დაავადების პროცესი კი ღრმავდება. აუცილებელია სათანადო ვარჯიშების ჩატარება.

упражнения при грыже позвоночника поясничного отдела

თუ ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად დისციპლინას არ იცავთ, ასეთი ცხოვრებისგან კარგის მოლოდინი არ უნდა გქონდეთ. განეწყვეთ ისე, რომ თუ  შეგაწუხებთ ზურგი, მას სწორად უნდა უმკურნალოთ. წაიკითხეთ ხერხემლის სტრუქტურის შესახებ და შეასრულეთ ვარჯიშები.

ვარჯიშები ხერხემლის თიაქარის დროს

1. მუცელზე დაწექით, ხელები წელთან ჩაჭიდეთ ერთმანეთს. ჩასუნთქვაზე მონაცვლეობით ხან მარჯვენა, ხან მარცხენა ფეხი ასწიეთ, ამოსუნთქვაზე დასწიეთ. შეეცადეთ გააკეთოთ თითო ფეხისთვის ორმოცდაათი აწევა.

упражнения при грыже позвоночника в грудном отделе

2. დაწექით მუცელზე, ხელები დაიწყეთ თავზე. იდაყვები გაწიეთ განზე. დაჭიმეთ პრესის კუნთები, ჩასუნთქვაზე ააცილეთ მკერდი იატაკს. ამოსუნთქვაზე დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას. ეცადეთ გაიმეოროთ ორმოცდაათჯერ.

 

упражнения при грыже позвоночника в грудном отделе

3. წელი იატაკიდან არ ასწიოთ და ხელებზე დაეყრდენით და ნელა წელის უკან გადაწევა სცადეთ. ასეთ მდგომარეობაში 1-2 წუთი გაჩერდით. ამ ვარჯიშის დროს კუნთები კარგად იჭიმება და გამოიმუშავებს მოქნილობას.

 

упражнения при грыже позвоночника в домашних условиях

4.დაჯექით ქუსლებზე, მუხლები ერთად. მოხარეთ ზურგი საწინააღმდეგო მიმართულებით: ხელები გადააჯვარედინეთ კეფაზე, ამოსუნთქვაზე დაჭიმეთ მუცლის კუნთები და მოხარეთ ზურგი იქამდე, სანამ შუბლით არ შეეხებით მუხლებს. გაჩერდით ასეთ პოზაში 3-4 წუთი წუთი.

упражнения при грыже позвоночника в поясничном отделе

5.ქუსლებზე დაჯექით,  ქუსლები იატაკს მოაცილეთ, თითის წვერები შეაერთეთ, მუხლები განზე გადასწიეთ. მუხლებს შორის შეყავით ხელები და ქუსლები დაიკავეთ. თავი ქვემოთ დასწიეთ. ამოსუნთქვაზე კუნთები მოადუნეთ, თავი თავისუფლად დასწიეთ. ასეთ მდგომარეობაში 2-3 წუთით გაჩერდით.

гимнастика при грыже позвоночника в шейном отделе

6.მიიღეთ მუხლ-იდაყვის პოზა. ტერფები ასწიეთ იატაკიდან, აბრუნეთ წელი ხან მარცხნივ, ხან მარჯვნივ. გაიმეორეთ ორმოცჯერ.

упражнения при грыже в позвоночнике

7. მუცელზე დაწექით,  ფეხები ფართოდ გასწიეთ, ტერფები ასწიეთ იატაკიდან,  მარჯვენა ხელი თქვენს წინ გასწიეთ, ხოლო მარცხენა გვერდზე. შებრუნდით და მარცხენა ხელი უკან გადასწიეთ ისე, რომ ქუსლები იატაკს არ მოაშოროთ. იგივე მეორე ხელზეც გააკეთეთ.

ჩასუნთქვაზე ყველა კუნთი მოადუნეთ,  ასეთ მდგომარეობაში 2-3 წუთით გაჩერდით. ეს ვარჯიშები თავის ადგილას აყენებს ყველა მალას, ადრე დაჭიმული კუნთები დუნდება.

упражнения при грыже позвоночника в пояснице

8. ამ ვარჯიშის შესასრულებლად ღერძი დაგჭირდებათ. ღერძს მოეჭიდეთ, მუხლები მკერდთან მიიტანეთ, უკან გადაიწიეთ. შემდეგ საწყის მდგომარეობას დაუბრუნდით. ასე 3-ჯერ 10 გააკეთეთ.

гимнастические упражнения при грыже позвоночника

მუდმივად შეასრულეთ ეს ვარჯიშები ზურგის თიაქარის დროს. კუნთები დატვირთვას თავის თავზე აიღებს და სიმძიმე სწორად განაწილდება ხერხემალზე. ხერხემალი გასწორდება. გირჩევთ ამ მარტივ ვარჯიშებს დღეში მინიმუმ 20-30 წუთი დაუთმოთ.

физические упражнения при грыже грудного отдела позвоночника

 

დაიწყეთ ასეთი სპორტული ვარჯიში და ერთი კვირის შემდეგ ტკივილი მთლიანად გაქრება, ხოლო 2 თვის შემდეგ გახდებით სრულიად ჯანმრთელი ადამიანი. სცადეთ სწორად დაჯდეთ, ასევე არ დაივიწყოთ ჭარბი წონის მოშორება.

მოიფიქრეთ ამ ვარჯიშების შესრულება? მერწმუნეთ არა მარტო სასიამოვნო შესასრულებელია, არამედ ამაგრებს და აჯანსაღებს ხერხემალს. თქვენი სხეული საათივით იმუშავებს.

მყისიერი ლიფტინგის ეფექტი 50 წლის ასაკშიც კი.

0
#image_title

ქუთუთოების კანი ძალიან თხელია და მას ყველაზე მეტად სჭირდება მოვლა. უძილობა, არასწორი კვება და სხვა მავნე ფაქტორები კვალს სტოვებს თვალის გარშემო კანზე, ჩნდება ნაოჭები, მუქი წრეები და ჩამოკიდებული ტომრები თვალის ქვეშ, რაც ასაკის მატებასთან ერთად მატულობს და ღრმავდება.

 

დრო არ სწყალობა მათ, ვინც უმოქმედოდ არის. ბევრს ეჭვი ეპარება, მაგრამ სალონის პროცედურების და ძვირადღირებული კოსმეტიკის გარეშეც შეიძლება პრობლემების მოგვარება. ხშირად ყველაზე ეფექტური პროდუქტი სწორედ ბუნებაში უნდა ვეძებოთ.

თვალის ნიღბები ქათმის კვერცხის გამოყენებით, ატენიანებს, აგლუვებს კანს. პირველი გამოყენების შემდეგ, თქვენი კანი ანათებს, ბრწყინავს, ხდება მკვრივი. წვრილი ნაოჭები ქრება, ხოლო ღრმა ნაკლებად შესამჩნევი ხდება.

 

კვერცხის ნიღბები ქუთუთოებისთვის

კვერცხის გული და ზეთი

ეს ნიღაბი კარგად კვებავს და არბილებს კანს. ეფექტურად ებრძვის ქუთუთოების ნაოჭებს და სახის მიმიკურ ნაოჭებს.

შეურიეთ 1 კვერცხის გული 1 ჩ/კ. დარბილებულ კარაქს. წაისვით ზედა და ქვედა ქუთუთოებზე  სქელ ფენად. დაჭექით და თვალები დახუჭეთ 20 წუთის განმავლობაში. მოადუნეთ სახის კუნთები. ნიღაბის ნარჩენები მოიშორეთ თბილ წყალში დასველებული ბამბის დისკით.

 

კვერცხის გული და ჟოლო

ვიტამინიანი ნიღაბი ამსუბუქებს ნაოჭებს, შესამჩნევად აღადგენს და ასუფთავებს კანს.

დაასრისეთ 2-3 ჟოლო ჩანგლით, დაამატეთ კვერცხის გული და აურიეთ საფუძვლიანად. გამოიყენეთ ზედა და ქვედა ქუთუთოების კანზე. დატოვეთ შემადგენლობა 15-20 წუთით, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

 

კვერცხის გული და რძე

ნიღაბი დაუბრუნებს ახალგაზრდობას თვალი ქუთუთოების კანს. თქვენ გაგაკვირვებთ კვლავ მისი ელასტიურობის დანახვა.

კვერცხის გულს შეურიეთ 1 ს/კ. რძის ფხვნილი. გამოიყენეთ ნიღაბი ზედა და ქვედა ქუთუთოების კანზე, გაიჩერეთ 15 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

 

კვერცხის ცილა, შვრია და თაფლი

უზრუნველყოფს კანის გამაახალგაზრდავებას და კანის ლიფტინგს. გვეხმარება მიმიკურ ნაოჭებთან ბრძოლაში.

კვერცხი ცილა, 1 ჩ/კ. შვრია და 1 ჩ/კ. თაფლი გამოიყენეთ თვალის კანის ქვეშ, წაისვით ნიღაბი, დაიფარეთ სველი ბამბის ბალიშები. დაიტოვეთ 30 წუთის განმავლობაში, ჩამოიბანეთ თბილი წყლით. გამოიყენეთ ნებისმიერი დამატენიანებელი გელი ქუთუთოებისთვის.

 

კვერცხის ცილა, ლიმონი და ოხრახუში

ნიღაბს აქვს ძლიერი ლიფტინგის ეფექტი. აუფერულებს მუქ წრეებს, ასუფთავებს წვრილი ნაოჭებისგან, კანს ხდის რბილს და ელასტიურს.

აურიეთ კვერცხის ცილა 0.5 ჩ/კ. ლიმონის წვენი და 0.5 ჩ/კ. ოხრახუშის წვენი. წაისვით ზედა და ქვედა ქუთუთოების კანზე, შეგიძლიათ მთელ სახეზე გაანაწილოთ ნარჩენი. დაველოდოთ შემადგენლობა მთლიანად გაშრეს, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. სახის კანი ეცადეთ არ დაჭიმოთ, ამიტომ მოსვენებულ მდგომარეობაში დაელოდეთ მის გაშრობას და მყისვე ჩამოიბანეთ. შემდეგ წაისვით რომელიმე სახის კრემი.

 

გახსოვდეთ ნიღბები უნდა გაიკეთოთ კარგად გაწმენდილ სახეზე. შემდეგ ყინულის კუბიკით გაიკეთეთ მასაჟი ქვევიდან ზევით მიმართულებით.

გაიკეთეთ ეს ნიღბები 7 დღის განმავლობაში ყოველ დღე. შემდეგ ეფექტურობისთვის კვირაში ორჯერ.

თქვენ რა საშუალებებით ინარჩუნებთ ახალგაზრდობას? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ბევრი მეთოდი ვცადე, მაგრამ მხოლოდ ეს მარტივი რეცეპტი დამეხმარა. ფარისებრი ჯირკვალი თითქოს მეორედ დაიბადა, მე კი ისევ ფორმაში ჩავდექი. ამ რეცეპტის წყალობით ისევ ვიპყრობ ყველას ყურადღებას.

0
#image_title

ფარისებრი ჯირკვალი ჩვენი ენდოკრინული სისტემის ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ორგანოა. მის მუშაობაზე  გავლენას ახდენს ბევრი ფაქტორი. სამწუხაროდ, ზოგიერთ მათგანს ვერ გავუმკლავდებით. მაგალითად, ჩვენ არ შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ დაბინძურებული გარემოს მავნე ზემოქმედება ჩვენს ჯანმრთელობაზე. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ შევეცადოთ მისი ეფექტის შემცირება.

 

ზოგიერთი ფაქტორი კონტროლირებადია. მაგალითად, სტრესის მაღალი დონე დიდ გავლენას ახდენს ფარისებრი ჯირკვლის ჯანმრთელობაზე. სცადეთ მინიმუმამდე დაიყვანოთ სტრესის წყაროების რაოდენობა და სტრესი თქვენს ცხოვრებაში.

 

რატომ არის ფარისებრი ჯირკვალი ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი სხეულისთვის? ფაქტია, რომ ფარისებრი ჯირკვალი გამოყოფს ისეთ ჰორმონებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ნივთიერებათა ცვლაზე და უჯრედების ზრდის რეგულაციაზე.

 

ადამიანებს ხშირად ჭარბი წონა აწუხებთ არა იმის გამო, რომ ბევრს მიირთმევენ, არამედ იმიტომ, რომ მათ დაავადებული ფარისებრი ჯირკვალი აქვთ. რა ხდება ამ დროს? ფარისებრი ჯირკვალი გამოჰყოფს ჰორმონებს, რომლებიც საკვებიდან კალორიების ენერგიად გარდაქმნას ხელს უწყობენ.

 

თუ გაქვთ საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ ფარისებრი ჯირკვალთან დაკავშირებული პრობლემები გაწუხებთ, დაუყონებლივ ექიმს მიმართეთ და ყველა აუცილებელი ანალიზი და გამოკვლევა ჩაიტარეთ.

 

წიწიბურას ფაფის სასარგებლო თვისებები

წიწიბურა აქვს უნიკალური თვისებები და სასარგებლო ნივთიერებები. მდიდარია მინერალებით, ასევე რკინის, თუთიის და სელენის უმარტივესი წყაროა. წიწიბურას ფაფში ბევრი ამინომჟავები, განსაკუთრებით ლიზინი, ტრიტონი და ტრიპტოფანი. ეს არის ამინომჟავები იოდთან კომბინაციაში, გამოყოფენ ისეთ ჰორმონებს, რომლებიც აუცილებელია ჯანსაღი მეტაბოლიზმისათვის. მათ გარეშე, მეტაბოლიზმი შეფერხებულია და თავს იჩენს სიმპტომები, როგორიცაა სისუსტე, შფოთვა, მშრალი კანი და დეპრესია.

 

ორგანიზმისთვის წიწიბურას ფაფის სარგებელი უკვე დიდი ხანია დამტკიცებულია, რადგან სასარგებლო ნივთიერებებთან ერთად ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის ძალიან გემრიელი და უნივერსალური საკვებია.

რეცეპტი, რომელიც ჩვენ გვინდა გაგიზიაროთ, აერთიანებს წიწიბურას და კიდევ უფრო მნიშვნელოვან პროდუქტებს, რომლებიც აუცილებელია ენდოკრინული სისტემის ჯანმრთელობისთვის.

შემადგენლობა

1 ჭიქა წიწიბურა

1 ჭიქა კაკალი

1 ჭიქა თაფლი

ქიშმიში და გამხმარი გარგარი

 

 

მომზადება

ერთი ჭიქა წიწიბურა დაფქვით ყავის საფქვავაში.

 

ნიგოზი გაატარეთ ხორცსაკეპში. ყველა ინგრედიენტი აურიეთ და მაცივარში შეინახეთ. ქიშმიში და გარგარი შეგიძლიათ არც დაამატოთ.

მიირთვით თითო ს/კ. სამჯერ დღეში ჭამის წინ.

 

ამ ნარევით, თქვენი მეტაბოლიზმი ნორმალიზდება და ფიგურა წესრიგში იქნება. გარდა ამისა, რეცეპტის შემადგენლობაში თაფლი ხელს შეუწყობს სტრესთან გამკლავებას და განწყობის გაუმჯობესებას.

 

კაკალს ასევე გააჩნია ძლიერი ანთების საწინააღმდეგო თვისებები, ასევე ამცირებს ძუძუს კიბოს რისკს.

მოამზადეთ ეს რეცეპტი სცადეთ და ურჩიეთ საკუთარი ოჯახის წევრებსაც, რადგან სიცოცხლის ხანგრძლივობა და კეთილდღეობა დამოკიდებულია ფარისებრი ჯირკვლის მდგომარეობაზე!

 

 

მყისიერი წონის დაკარგის საიდუმლო ამ პროდუქტშია. უბრალოდ მიირთვით ეს ჯადოსნური ცხიმის მწველი ნარევი ჩაისთან ერთად. დღეში 1-2 კილოგრამი თავისით ქრება.

0
#image_title

გახდომის ახალი მეთოდი ვისწავლე და ვჩქარობ თქვენც გაგაცნოთ. შავი ქლიავის ენერგეტიკული პასტა დაგეხმარებათ ორგანიზმი გაათავისუფლოთ ზედმეტი წონისგან გემრიელად და იაფად და ამავე დროს გაამდიდროთ სასარგებლო ნივთიერებებით.

 

შავი ქლიავის სარგებელი

შავი ქლიავი საუკუნეების განმავლობაში ნაცადია, როგორც ნატურალური მსუბუქი საფაღარათო საშუალება. ის ნაზად და ეფექტურად ასუფთავებს ნაწლავებს.

შავი ქლიავით წონაში დაკლებას მხოლოდ ამ ეფექტს ვერ მივაწერთ, ის შეიცავს ისეთ ორგანულ მჟავებს და ანტიოქსიდანტებს, რომლებიც გავლენას ახდენენ მეტაბოლიზმზე.

 

100 გრ ჩირი შეიცავს 732 მგ კალიუმს. ეს ნივთიერება არის ორგანიზმში მეტაბოლიზმის ერთ-ერთი მთავარი რეგულატორი. კალიუმის ნაკლებობა გამოვლინდება კუნთების სისუსტეში, იწვევს არტერიული წნევის არასტაბილურობას, გულისა და თირკმლების გაუარესებას, იმუნიტეტის შემცირებას, თმის და კანის მდგომარეობის გაუარესებას.

 

შავი ქლიავის ნარევი წონის დაკლებისთვის

მკვებავი ნარევი გვეხმარება ადვილად გავუმკლავდეთ ტკბილზე მოთხოვნილებით გამოწვეულ ცდუნებას.

მას შეუძლია ორგანიზმში ვიტამინების დეფიციტის შევსება, ნაწლავის მუშაობის დაჩქარება, ღვიძლის ფუნქციის გაუმჯობესება.

 

ინგრედიენტები

500 გრ შავი ქლიავის ჩირი

2 ს/კ. თაფლი

30 გ კურკუმა

1 ღერი პიტნა

2 ს/კ. სეზამის ან ყაყაჩოს თესლი

მომზადება და გამოყენება

დაასხით ჩირს თბილი წყალი. გააჩერეთ ერთი საათი. გადაწურეთ და პიტნასთან ერთად გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. თუ გსურთ დაამატეთ რამოდენიმე ნიგოზიც.

დაამატეთ მასას თაფლი და კურკუმა, აურიეთ, სველი ხელით გააკეთეთ კაკლის ზომის ბურთები. ამოავლეთ თესლში და შედგით მაცივარში.

მიირთვით საუზმეზე ორი ცალი ლიმონიან ჩაისთან ერთად. ის დაგანაყრებთ დიდი ხნის განმავლობაში, ასევე აგავსებთ ენერგიით.

 

 

მნიშვნელოვანია იცოდეთ!  ნარევი უკუნაჩვენებია ღვიძლის ქრონიკული ანთებითი დაავადებების მქონე ადამიანებისთვის, ნაღვლის ბუშტისა და ნაწლავების, ასევე ქალებისთვის ლაქტაციის დროს.

გისურვებთ ჯანმრთელობას და კეთილდღეობას. ნუ დაგავიწყდებათ სტატია მეგობრებსაც გაუზიაროთ.

გაჭერით ლიმონი და დატოვეთ საძინებელში. ერთხელ ის გადაარჩენს მთელს ოჯახს უსიამოვნებისგან.

0
#image_title

მოხარული ვარ, რომ უნდა გაგაცნოთ ლიმონის უცნაური თვისებების შესახებ, უბრალოთ გაჭერით ლიმონი და ნახევარი დატოვეთ საძინებელში ან ოთახში, სადაც მეტ ფროს ატარებთ და ისიამოვნეთ პოზიტიური შედეგებით.

 

 

ლიმონის გამოყენების სხვადასხვა ვარიანტები

1.მწერებისაგან თავდაცვა

ზაფხულში კოღოების და სხვა მწერების თემა, რომლებიც ძილს ასევე გვირღვევენ, ძალიან აქტუალურია. ბაზარი გთავაზობთ ქიმიური ნივთიერებების ფართო არჩევანს ამ პრობლემის გადასაჭრელად, მაგრამ რატომ უნდა შეუქმნათ ორგანიზმს საფრთხე, როცა შეგიძლიათ ოთახში უბრალოდ მოათავსოთ ნახევარი ლიმონი. მეტი ეფექტურობისთვის დააწყეთ მასზე მიხაკის ჩხირები.

 

2.კარგი დასვენება

ციტრუსის არომატი ნერვული სისტემის გამაახალგაზრდავებელი საშუალებაა, შეუძლიათ შეამცირონ შფოთვა და დაძაბულობა რთული დღის შემდეგ. ამიტომ, კარგი და ღრმა ძილი გარანტირებული გაქვთ. საღამოს, ლიმონი მოგადუნებთ, მაგრამ დილით, პირიქით, გაძლიერდებით – ასეთი საინტერესო თვისება აქვს.

 

3.კონცენტრაცია და ყურადღების უნარი

ლიმონის კიდევ ერთი საოცარი თვისებაა: ადამიანი, რომელიც ლიმონის არომატს ყოველდღიურად სუნთქავს, უფრო კონცენტრირებულია და მისი გონებრივი აქტივობა და მეხსიერება უმჯობესდება. სამუშაოზეც კი, ადამიანები ნაკლებ შეცდომებს უშვებენ, თუ ლიმნის არომატს შეიგრძნობენ. ეს დასკვნა იაპონელმა მეცნიერებმა გააკეთეს.

4.აუმჯობესებს განწყობას

არომათერაპია ლიმონის ეთერზეთთან ერთად ინიშნება დეპრესიით დაავადებულ ადამიანებზე. არომატი, რომელიც თქვენს ოთახში ნახევარ ლიმონისგან ტრიალებს, ხელს შეუწყობს კარგ ხასიათს და სიცოცხლისუნარიანობას.

 

5.სადეზინფექციო ოთახი

ლიმონს არა მხოლოდ სასიამოვნო არომატი აქვს, არამედ ბაქტერიციდული თვისებებიც. ის ოთახში ჰაერს ასუფთავებს. ასე რომ, თუ ოჯახისრომელიმე  წევრი გაციებულია, მაშინ არა მხოლოდ ჩაის დაამატეთ ლიმონი, არამედ ოთახშიც მოათავსეთ გაჭრილი ციტრუსი  მავნე მიკრობების მოსაკლავად.

 

6.წნევის ნორმალიზება

თუ თქვენ განიცდით ჰიპერტენზიას, მაშინ ლიმონი დაგეხმარებათ ამ საკითხში. მისი სუნი ხელს უწყობს სისხლის წნევის შემცირებას.

 

7.მაცივრის  ჰაერის წმენდა

თქვენ შეგიძლიათ ნახევარი ლიმონის დადება არა მხოლოდ ოთახში, არამედ მაცივარში. ის შთანთქავს უსიამოვნო სუნს და სანაცვლოდ სტოვებს სასიამოვნო ციტრუსის სურნელს.

 

8.კომფორტის შეგრძნება

საინტერესო ფაქტია, რომ სიცილიაში ლიმნის ხეები დარგულია ელიტარული რესტორნების ტერასებზე. და ეს იმიტომ, რომ მისი სუნიიძლევა კომფორტის და უსაფრთხოების შეგრძნებას. ასე რომ, თუ გინდათ მყუდრო და სასიამოვნო ატმოსფერო, მოათავსეთ მხოლოდ ნახევარი ახალი ლიმონი თაროზე.

 

ვინ იფიქრებდა, რომ ასეთი თვისებები ექნებოდა ამ ყვითელ ხილს. დატოვეთ ოთახში გაჭრილი ლიმონი და გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები.

მუდმივად სხვისი წუწუნის მოსმენა ასუსტებს ჩვენს ენერგოველს. აი ასეთი დამოკიდებულებით დაიცავით თავი გამოფიტვისგან.

0
#image_title

ადამიანს უნდა შეეძლოს ემოციების გამოხატვა. თანაგრძნობა, სიმპათია, ემპათია ეს თვისებებია, რომელიც სწორად უნდა გამოვავლინოთ. ზოგჯერ ხდება, რომ ვინმესთან საუბრისას თავს სუსტად და გამოფიტულად ვგრძნობთ, თუ ვინმე მუდმივად წუწუნებს და რაიმეზე ჩივის თქვენთან, ეს თქვენ ენერგიას გართმევთ. შეცვალეთ თქვენი ქცევა, საუბარი სხვა თემაზე გადაიტანეთ, ამით თავს დააღწევთ ნეგატიურ გავლენას.

ჩვენს ცხოვრებაში ბევრი პრობლემაა. გვყავს ახლობლები, ვისგანაც ხშირად გვიწევს საჩივრების მოსმენა ვიღაცაზე ან რაღაცაზე. ბუნებრივია, მათ სურთ გაგვიზიარონ დარდი და ჩვენ რჩევა მივცეთ, მაგრამ მუდმივად სხვისი დახმარებით ჩვენ ვასუსტებთ საკუთარ თავს.

არსებობს ორი ტიპის ადამიანები. ერთს მართლა სჭირდება თქვენი დახმარება, მეორე კი თქვენთან წუწუნით საკუთარ ენერგოველს ასუფთავებს და გასუსტებთ. უნდა ისწავლოთ ამ ადამიანების განსხვავება.

негативное влияние другого человека

ნეგატიური ადამიანის გავლენა

მეორე კატეგორიის ადამიანებმა შეიძლება უგრძნობ ეგოისტად ჩაგთვალონ, რადგან მათი მოსმენა არ მოისურვეთ. ისინი ეცდებიან თქვენში დანაშაულის გრძნობა გააღვიძონ. არ შეგეშინდეთ. მოერიეთ საკუთარ გრძნობებს, ურჩიეთ დელიკატურად ფსიქოლოგთან ვიზიტი, რომელიც შეძლებს მის დახმარებას. შედეგად კომპენსაციის სახით თქვენ ენერგიის მოზღვავებას და განწყობის გაუმჯობესებას იგრძნობთ.

негативное влияние другого человека

რატომ არ ღირს წუწუნის მოსმენა

ის, ვინც წუწუნებს, არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ცხოვრება შეცვალოს. მას მსხვერპლის როლში ყოფნა მოწონს. ამ ადამიანს ასეთი ფსიქოტიპი და მსოფლმხედველობა აქვს.

მან იცის, რომ მოსმენით ვერ დაეხმარებით, მაგრამ მაინც აგრძელებს თქვენთან წუწუნს. სინამდვილეში მას დახმარება კი არ სჭირდება, ყველაფრის მოყოლა სურს. საუბარს კი, რომელსაც მიზანი არ აქვს, უაზროა.

негативное влияние другого человека

ადამიანზე ყველაზე უფრო დიდ ნეგატიურ გავლენას საკუთარი ცუდი ფიქრები ახდენს.

ის ვინც წუწუნებს, პრობლემას ვერასდროს გადაჭრის, რადგან ამის სურვილი არ აქვს. მის სულს ვერაფრით უთანაგრძნობთ, რადგან მას ეს არ სჭირდება. ყველაფერი, რისკენაც მიისწრაფის, საკუთარი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებაა, ეს კი შეუძლებელია.

негативное влияние другого человека

რა გვემართება, როცა მუდმივად წუწუნს ვისმენთ

ჩვენ ენერგორესურსებს არსად არ გავცემთ. ჩვენ გვინდა დახმარება, მაგრამ გამოსავალი არ ჩანს. ისევ და ისევ ვცდილობთ, მაგრამ შედეგად ენერგიისგან გამოცლილი ვრჩებით.

გამოფიტვის პირველი ნიშნები

1.ემოციური დისბალანსი

საკუთარი პრობლემების გადაჭრის გართულება

კონცენტრაციის პრობლემები

უარყოფითი აზრების გაჩენა

негативное влияние другого человека

რა უნდა გავაკეთოთ, რომ თავი ავარიდოთ მოწუწუნე ადამიანს

შეაჩერეთ და დაიცავით დისტანცია

თავიდან მოწუწუნე ადამიანი თქვენს გულგრილობაზე განაწყენდება. სინამდვილეში, ყველამ რომ უსასრულო საუბრების მოსმენაზე უარი უთხრას, იძულებული გახდება ბოლოს და ბოლოს თავად გადაჭრას პრობლემები  ან შეწყვიტოს ცუდზე ფიქრი.

негативное влияние другого человека

მიახვედრეთ მომჩივანს, რომ მის ნაცვლად პრობლემებზე პასუხისმგებლობას ვერავინ აიღებს საკუთარ თავზე

დავუშვათ, თქვენ ადამიანს მოუსმინეთ. მაშინ დრო არ დაზოგოთ და გულახდილად უთხარით, რომ არსებობს ადგილობრივი პრობლემა, რომელზე ის წუწუნებს, და უფრო გლობალური პრობლემა, რომელიც ცხოვრებისა და პრობლემების მიმართ მის ნეგატიურ დამოკიდებულებაში მდგომარეობს.

негативное влияние другого человека

არ აჩვენოთ ,,სისუსტე”

მოწუწუნე ადამიანი მანიპულატორია. არ აჩვენოთ მას, რომ მზად ხართ მის დასახმარებლად. ასე დაღუპავთ თქვენ თავსაც და მასაც. ადამიანის უარყოფითი მოქმედება ასე არასდროს შეწყდება. თქვენ როცა გამოგფიტავთ, ის ახალ მსხვერპლს იპოვის.

негативное влияние другого человека

დააწესეთ საზღვრები

სთხოვეთ მას პატივი სცეს თქვენს პირად სივრცეს და მოგცეთ სასაუბრო თემის შერჩევის შესაძლებლობა.  უთხარით, რომ ყოველთვის „ტრაგედიებსა და უბედურებებზე“ საუბარი არ გსურთ. ასე ადამიანი იძულებული იქნება ნეგატიური თემა შეცვალოს.

негативное влияние другого человека

თქვენ თუ გაქვთ თქვენი მეთოდები ნეგატიურ ადამიანებთან ურთიერთობისთვის დაწერეთ კომენტარებში!

განტვირთვის დღე კიტრით! 4 სხვადასხვა ვარიანტი და მინუს 2 კილოგრამი დღეში!

0
#image_title

კიტრი ითვლება წონის დაკარგვის ყველაზე ეფექტურ საშუალებად, რაც მისი შემადგენლობის დამსახურებაა. კიტრში 95 % წყალია და წარმოუდგენლად დაბალი კალორიულობით გამოირჩევა. ჩვეულებრივი მწვანე კიტრი ხშირად შეიცავს ორგანულ მჟავებსა და დიეტური ბოჭკოებს, ასევე მინერალებს და ვიტამინებს. შემუშავდა სპეციალური დიეტებიც! მაგრამ არა მხოლოდ ისინია სასარგებლო, არამედ ჩვეულებრივი განტვირთვის დღე კიტრით.

 

კიტრის გასახდომი დიეტა ხელს უწყობს ორგანიზმიდან შლაკებისა და ტოქსინების გამოდევნას, ხელს უშლის თირკმელებში ქვების წარმოქმნას, აჩქარებს მეტაბოლიზმს. მაგრამ, როდესაც რამდენიმე კილოგრამის დაკარგვა გაქვთ გადაწყვეტილი, არ ღირს ხანგრძლივ დიეტაზე ყოფნა, ერთდღიანი განტვირთვის დღე კიტრით საუკეთესო გადაწყვეტილებაა.

რამდენად შეიძლება წონის დაკარგვა

 

პარალელი რომ გავავლოთ განტვირთვის დღესა და ნებისმიერ დიეტას შორის, მივხვდებით, რომ დიეტაში მწვანე ბოსტნეულის გარდა რაციონი დატვირთულია სხვა საკვებითაც, მაგალითად ხორცით, თევზით და ა. შ. ყველაზე პოპულარული დიეტით შესაძლებელია დღეში 1 კილოს დაკლება, 7-10 დღის განმავლობაში საშუალოდ 7-8 კილოს თუ დაიკლებთ.

 

განტვირთვის დღე გამორიცხავს თევზსა და ხორცს, ერთადერთი კიტრთან შეიძლება რძის პროდუქტები იყოს ტანდემში. ეს საშუალებას გვაძლევს ერთ დღეში 1,5-2 კილოგრამი დავიკლოთ.

კიტრით განტვირთვის დღის 4 არჩევანი

1.მოამზადეთ კიტრის და პომიდვრის სალათი უმარილოდ და სანელებლების გარეშე. მხოლოდ ცოტა მცენარეული ზეთი შეიძლება. უნდა მიირთვათ 150 გრამი სალათი 4-ჯერ დღეში.

 

2.განტვირთვის დღის მეორე ვერსია შედგება კიტრის და ვაშლისგან. 1 კგ. კიტრი და 1 კგ. ვაშლი კანის გარეშე დაჭერით. მოასხით 200 გრამი იოგურტი ან უცხიმო არაჟანი და 5-6 მიღებაზე გაანაწილეთ.

 

3.ყველაზე პოპულარული განტვირთვის დღის მესამე ვერსია შედგება კეფირის და კიტრისგან. დღეში 5-ჯერ მიირთვით 1 კგ. კიტრი, შუალედებში 1 ლიტრი კეფირი და 1,5 ლიტრი წყალი.

 

4.დაამატეთ 1,5 კგ. კიტრს 0,5 კგ. უცხიმო ხაჭო და მიირთვით დღის განმავლობაში. შეგიძლიათ დაამატოთ დაჭრილი ახალი ნიახური ან ოხრახუში. დალიეთ 1,5-2 ლიტრი ჩვეულებრივი წყალი.

 

აირჩიეთ ერთი ვარიანტი და გამოიყენეთ არა უმეტეს კვირაში ერთხელ. დადასტურდა, რომ განტვირთვის დღეები არა მარტო წონაში გვაკლებინებს, არამედ  ჯანმრთელობის აღდგენის გზაზე პირველი ნაბიჯია. სცადეთ და ურჩიეთ მეგობრებს, რომლებიც ამაოდ ცდილობენ წონაში დაკლებას.

დაბერების № 1 მტერი. დაფნის ფოთოლი სახეზე და პრობლემები უკვალოდ ქრება!

0
დაფნის ფოთოლი კანის მოვლისთვის ბუნებრივი ანტი-ეიჯინგ საშუალება
დაფნის ფოთოლი - დაბერების № 1 მტერი, რომელიც ბუნებრივად ახალგაზრდავებს კანს. აღმოაჩინეთ როგორ გამოიყენოთ ეს ბუნებრივი საუნჯე ეფექტური კანის მოვლისთვის.

გამოხატული დაბერების საწინააღმდეგო თვისებები, ასევე კანის აღდგენა და ანტიოქსიდანტური ეფექტი  –  დაფნის ფოთლის სახეზე გამოყენების შედეგად მიიღება. ალბათ ბევრს უარი უთქვამს დაფნის ფოთლის  გამოყენებაზე, როგორც სანელებელი, მისი მძაფრი სუნის გამო, მაგრამ მასზე დაფუძნებული ნიღაბი და ლოსიონები ძალიან ძვირფასი პროფესიონალური იარაღებია.

 

რეგულარული გამოყენება ასუფთავებს ფორებს, ატენიანებს კანს და აღადგენს, კანს ხდის ელასტიურს, ადეზინფიცირებს და ებრძვის კანის დაავადებების წარმოქმნას.

ბევრი თვისებით გამოირჩევა, მაგრამ ძნელია დეტალურად აღწერა, სჯობს თავად სცადოთ და დარწმუნდეთ მის ეფექტურობაში.

ნიღაბი სახისთვის

 

დაფქვით 8 გ დაფნის ფოთოლი. ჩაყარეთ მშრალ კონტეინერში, დაასხით 100 მლ  ზეითუნის ზეთი და დაამატეთ 2 ს/კ. შვრია დანამატების გარეშე. დაახურეთ კონტეინერს დაკარგად შეანჯღრიეთ.

 

როცა შვრია გაფუვდება, დაიდეთ ნიღაბი სუფთა სახესა და ყელზე. ნახევარი საათის შემდეგ ჩამოიბანეთ. გააკეთეთ ეს კვირაში ორჯერ.

ნახარში პრობლემური კანისთვის

 

აადუღეთ 100 მლ წყალი. დაამატეთ 10 გრამი დაფქვილი დაფნის ფოთოლი და 2 წუთი ადუღეთ. შემდეგ კარგად გააციეთ და გაწურეთ. ერთი კვირის მანძილზე დღეში ერთხელ გამოიყენეთ, როგორც კანის მატონიზირებელი საშუალება.

 

ეს ნახარში შეინახეთ მაცივარში. როცა კანზე სითხე შეშრება, წაისვით დღის კრემი და შემდეგ ჩვეულებრივი მაკიაჟი.

ლოსიონი ცხიმიანი კანისთვის

 

ცხიმოვანი ჯირკვლების ნორმალური მუშაობისთვის, დაფქვით 5 ცალი დაფნის ფოთოლი, დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი დ გააჩერეთ 2 საათი. გაწურეთ და დაამატეთ 2 ს/კ. სპირტი და ერთი ლიმონის წვენი. გაიწმინდეთ სახე დილა-საღამოს ამ ლოსიონით.

დაფნის ფოთოლი სახეზე ხელს შეუწყობს კანის ჯანმრთელობას და შეაჩერებს დაბერების პროცესს. გაუზიარეთ რჩევები მეგობრებს, ერთად დაზოგეთ დრო და თანხა.

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.