კვირა, აგვისტო 23, 2026
- Advertisement -
Google search engine

სასწრაფოდ გამორიცხეთ ეს პროდუქტები რაციონიდან, რათა თქვენმა გულმა დიდხანს იცოცხლოს დაავადებების გარეშე!

0
#image_title

გული სხვა ორგანოებთან შედარებით უფრო ადრე ბერდება. მის ჯანმრთელობაზე მუდმივად უნდა ვიზრუნოთ. მავნე ჩვევები, სტრესი და კიდევ ბევრი ფაქტორი გავლენას ახდენს გულის მუშაობაზე. ამის გარდა გულის სწორად მუშაობისათვის აუცილებელია კვების კონტროლიც.

 

აღმოჩნდება, რომ არსებობს მთელი რიგი პროდუქტები, რომელიც უარყოფითად მოქმედებს თქვენს გულ-სისხლძარღვთა სისტემის გამძლეობაზე. თუ გინდათ, რომ მაქსიმალურად დიდხანს ვიცხოვროთ გულის დაავადებების გარეშე, ზოგიერთი საკვები ნაკლებად ხშირად უნდა მოვიხმაროთ ან ჩვეულებრივ მენიუდან გამოვრიცხოთ.

მავნე პროდუქტები, რომლებიც ხელს უწყობს გულის მუშაობის დარღვევას

1.მარილი

 

ყველამ იცის, რომ მარილი სხეულში წყალს აკავებს და ეს აფერხებს არა მხოლოდ წონის დაკარგვის პროცესს, არამედ ზიანს აყენებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას, თირკმელებსა და ტვინის ფუნქციას. ექიმები გვირჩევენ გამოვიყენოთ არაუმეტეს 1 ჩ/კ. მარილი ყოველდღიურად.

2.კარტოფილი ფრი

 

მრავალრიცხოვანი გამოკვლევების თანახმად, ფრანგული კარტოფილი გულისთვის ცუდია. ეს პოპულარული კერძი იწვევს ჰიპერტენზიის განვითარებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის შეტევა ან ინსულტი.

3.ტკბილი სასმელები

 

ბევრისთვის საყვარელი გაზიანი სასმელები და დაფასოებული წვენები დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავს. ისინი ხელს უწყობენ წნევის მატებას და ზიანს აყენებენ სისხლძარღვებს.

4.ალკოჰოლი

 

სისხლშო მოხვედრისას ალკოჰოლი 6-7 საათს რჩება. ამ დროის მანძილზე გული დატვირთვით მუშაობს, ჟანგბადი უჯრედებს შეფერხებით მიეწოდებათ, სისხლი სქელდება, რაც სისხლძარღვებსა და კაპილარებს აზიანებს.

5.წითელი ხორცი

 

წითელ ხორცს ძნელია უწოდოთ ჯანსაღი პროდუქტი. შეიცავს ჰიდროგენიზებულ ცხიმს რომელიც უარყოფითად მოქმედებს ვენების და გულის კუნთის მუშაობაზე.

6.შებოლილი პროდუქტი

 

ძალიან საშიშია კარდიოვასკულური სისტემისთვის “თხევადი კვამლი”, რომელსაც მწარმოებლები იყენებენ  პროდუქტების შებოლვის პროცესის დაჩქარების მიზნით. ამის გამო, შებოლილი საკვები სავსეა ტოქსიკური ნივთიერებით. გარდა ამისა, ასეთი პროდუქტები გაჯერებულია დიდი რაოდენობით ნატრიუმის გლუტამატს.

7.შაქარი

 

ჭარბი შაქარი რაციონში ხელს უწყობს წონის მომატებას, და წონა არის ჰიპერტენზიის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. უსიამოვნო შედეგების თავიდან ასაცილებლად, ექიმები ამბობენ, რომ ქალებმა  არაუმეტეს 6 ჩ/კ.  და მამაკაცებმა- 9 ჩ/კ. შაქარი უნდა მიიღონ დღეში.

8.ფუნთუშები

 

იცით თუ არა, რომ ფუნთუშა შეიცავს ბევრად უფრო მეტ ცხიმსა და შაქარს, ვიდრე ყველაზე კრემიანი ნამცხვრები და პეჩენიები? მაღალი არტერიული წნევის მქონე ადამიანებმა აუცილებლად თავი უნდა შეიკავონ მათი გამოყენებისგან.

9.მარგარინი

 

მის წარმოებაში გამოიყენება ყველაზე იაფი ზეთები და ტრანსცხიმები, რომლებიც ილექება სისხლძარღვებზე და ავიწროებენ მის სანათურს თანდათან დახშობამდე.

10.სწრაფი მომზადების მაკარონი

 

საყვარელი მაკარონის ერთი პაკეტი შეიცავს 18 გ ცხიმს და დიდი რაოდენობით მარილს.

იზრუნეთ საკუთარ თავზე, შეეცადეთ უარი თქვათ ცუდ ჩვევებზე, გამოიყენეთ ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების წესი. გისურვებთ კარგ ჯანმრთელობას! არ დაგავიწყდეთ ასეთი ძვირფასი ინფორმაციის გაზიარება ძვირფას ადამიანებთან!

დარგვამდე დაალბეთ ერთ-ერთ ხსნარში, უხვი და ჯანსაღი ხახვის მოყვანა საოცრად მარტივია ამ გზით.

0
#image_title

თუ გადაწყვეტილი გაქვთ ხახვის მოყვანა, გირჩევთ წინასწარ დაალბოთ ხსნარში, ასე თავს დაიზღვევთ მიკრობებისაგან, რომლებიც აფუჭებს ხახვის ბოლქვებს. ასე მოყვანილი პროდუქტი სწრაფად იზრდება და კარგად ინახება ზამთრისთვის.

 

ხახვის ჩალბობის მეთოდები

არსებობს სხვადასხვა ვარიანტი. არ იცქაროთ პირველის არჩევა, ყურადღებით წაიკითხეთ.

ჩალბობა მარილიან ხსნარში

 

გახსენით 2 ს.კ. მსხვილი მარილი 2 ლ წყალში, ჩაალბეთ ხახვი 2-3 საათი.

ასეთი აბაზანა ხახვისთვის ძალზე პოპულარულია, ის სწრაფად ზრდას უწყობს ხელს, იცავს ნიადაგში არსებული აგრესიული ორგანიზმებისგან.

ჩალბობა სოდიან ხსნარში

 

დარგვამდე 1 ჩ.კ. სოდა გახსენით 10 ლ თბილ წყალში (45-50 გრადუსი), ჩაალბეთ 15 წუთი. ეს უვნებელყოფს ბოსტნეულს. დადასტურდა, რომ სოდაში გაჟღენთილი ხახვი ბოსტნეულის დეზინფექციას იძლევა.

ჩალბობა კალიუმის პერმანგანატში

 

ასეთი აბაზანები შეგიძლიათ ბოსტნეულის დასამუშავებლად ან მარილწყლის გამოყენების შემდეგ გამოიყენოთ. გახსენით 1 ს.კ. კალიუმის პერმანგანატი 10 ლ წყალში. აურიეთ გახსნამდე. ჩაალბეთ 1,5-2 საათით. ეს ხახვს მავნე ბაქტერიებისგან იცავს, ხელს უშლის პათოგენური მიკროორგანიზმების წარმოქმნას.

ჩალბობა არყის ფისში

 

ასეთი გადამამუშავებელი მეთოდის გამოყენება სასარგებლოა როგორც არა მხოლოდ ბოსტნეულისთვის, არამედ ნიადაგის მიკროფლორასთვის, რომელშიც ის იზრდება.

დასათესი ხახვი გააშრეთ ბატარეაზე 40 გრადუსზე, 24 საათით. მოაცალეთ ზედა ფურცელი. მოაჭერით წვეროები და ჩაალბეთ სითხეში 3 საათით (1 ს.კ. ფისი 1 ლ ოთახის ტემპერატურის წყალზე). რეკომენდებულია ხახვის ჩალბობა ბადეში.

ხახვის კვალი გააკეთეთ სტაფილოსა და სხვა არომატული ბალახების გვერდით. ადგილი ყოველწლიურად შეცვალეთ. დარგვამდე ნიადაგი ბუნებრივი სასუქით გაამდიდრეთ. შეარჩიეთ რომელიმე ხერხი და ჩაალბეთ. მდიდარი მოსავალი არ დააყოვნებს!

შეინახეთ სტატია და გამოიყენეთ რჩევები საჭირო დროს!

სასმელები, რომლებიც წვავენ ცხიმს ორ კვირაში და გარანტირებულ შედეგს მოგიტანთ.

0
#image_title

როცა მოდური ჟურნალის ყდაზე ხედავთ ლამაზ და მოხდენილ მოდელის ფოტოს, ყოველთვის ეს აზრი გაგიელვებთ: ” მეც მინდა ასე გამოვიყურებოდე”. თითქოს ამ ლამაზმანებივით იცავთ ჯანსაღი ცხოვრების წესს, დადიხართ სპორტდარბაზში, იცავთ დიეტებს, მაგრამ მათსავით მიზანს მაინც ვერ აღწევთ.

 

ეს ყველაფერი დამოკიდებულია სხეულში ჭარბი სითხის დაგროვებაზე. ზოგიერთი დაავადების გამო სხეულში ირღვევა წყლისა და მარილის ბალანსი.

შედეგად, ჩნდება ჭარბი წონა, რომელიც ასე მოგბეზრდათ. უკვე უარი თქვით ყველა მავნე და ცხიმიან საკვებზე და გადახვედით ცხოვრების ჯანსაღ წესზე, მაგრამ შედეგი არ გაქვთ? სცადეთ გადასვლა ერთ-ერთ შარდმდენ სასმელზე.

შარდმდენი სასმელების ტოპ-6

პიტნა

დაასხით 1 ს/კ პიტნის ფოთლებს 200 მლ მდუღარე წყალი. დაელოდეთ გაგრილებას. დალიეთ დღეში სამჯერ.

 

ასტრა

დაასხით 200 მლ წყალი 1 ჩ/კ ბალახს. გააჩერეთ 30 წუთით. დალიეთ დღეში სამჯერ, საკვების მიღებამდე.

 

ოხრახუში

დაასხით 2 ს/კ ოხრახუშს 1 ლ მდუღარე წყალი. გააჩერეთ 60 წუთით. მიიღეთ 100 მლ ნაყენი დღეში სამჯერ.

 

ოროვანდი

დაასხით 0.5 ლ მდუღარე წყალი 1 ს/კ ოროვანდს. გააჩერეთ მთელი ღამით. დალიეთ სითხე დღის მანძილზე.

 

კამა

შეურიეთ კამის თესლი და ფოთლები. დაასხით 1 ს/კ ამ ნარევს მდუღარე წყალი. კარგად დაალბეთ. გააჩერეთ 1 საათით და დალიეთ დღეში 3-ჯერ 150 მლ. ოდენობით.

 

ძაღლყურძენა

დაასხით 2 ს/კ ძაღლყურძენას მშრალ ფოთლებს 250 მლ მდუღარე წყალი. გააჩერეთ 1/4 საათი. დალიეთ მთელი სითხე დღის განმავლობაში.

 

პირველი შედეგების მისაღებად ჩვენ გირჩევთ 14 დღიანი კურსი ჩაიტაროთ. აირჩიეთ მხოლოდ ერთი სასმელი,  და მოიხმარეთ  ყოველდღიურად. პირველი ცვლილებები შესამჩნევი იქნება 7 დღის შემდეგ, მაგრამ კიდევ 7 დღის შემდეგ თქვენ მიიღებთ საუკეთესო შედეგებს და შეძლებთ მათი კონსოლიდაციის საშუალებას.

პროდუქტები შარდმდენი ეფექტით

 

ჩვეულებრივი ჩაისაცკი აქვს გამწმენდი ეფექტი მთელ სხეულზე. აფთიაქებში არის განსაკუთრებული შეფუთვის ჩინური პროდუქტი, რომლებიც სწრაფ შედეგებს იძლევიან, მაგრამ უმჯობესია, არ დაეყრდნოთ მათ.

 

კლასიკური ინგლისური ჩაი რძით ითვლება შესანიშნავ საშუალებად. შეგიძლიათ დაამატოთ ცხელ რძეში ჩაის ნაყენი  ან ჩაი პირდაპირ მოხარშოთ რძეში. ორივე შემთხვევაში შაქრის მოხმარება არ არის რეკომენდებული.

 

საზამთრო, ნიახური, კიტრი, გოგრა, კენკრა, ზუკჩინი ასევე შესანიშნავი დიურეზული ეფექტით გამოირჩევიან. მაგრამ არ გამოიყენოთ ასეთი საშუალებები ბოროტად, რადგან ეს გამოიწვევს დეჰიდრატაციას, შემდეგ კი თმის, ფრჩხილებისა და კანის გაუარესებას. სითხის დაკარგვით სხეული კარგავს ბევრი ნუტრიენტებს.

უკუჩვენებები

 

სამწუხაროდ, ასეთი ხელმისაწვდომი ხალხური საშუალებები არ შეიძლება გამოყენებულ იქნას ყველასთვის.

ასეთი დიურეზულების გამოყენება უკუნაჩვენებია, ვისაც აწუხებს:

ალერგია.

თირკმლის დაავადება.

პოდაგრა

გულის დაავადება (შარდმდენი შლის კალიუმს და მაგნიუმს სხეულიდან), რომლებიც აუცილებელია გულის კუნთის ნორმალური ფუნქციონირებისათვის.

 

მაგნიუმის და კალიუმის ნაკლებობის შესავსებად, წონის დაკარგვის წინ, წინასწარ უნდა ჩართოთ რაციონში ბრინჯი, გარგარი, შვრია, ბანანი და სხვა პროდუქტები, რომლებიც შეიცავს მაგნიუმს.

ასე რომ, დიურეტიკები – სიმსუქნის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი და ძალიან მარტივი ნაბიჯია. ნუ გეშინიათ, რომ გამოიყენოთ ასეთი მეთოდი და გაუზიაროთ იდეა მათ, ვინც შეაფერხა რამდენიმე დამატებითი ფუნტის დაკლება.

გახსენით ფოტო, იპოვეთ განსხვავებული სმაილი 10 წამში და კომენტარებში დაწერეთ რომელ ჰორიზონტალურ მწკრივში იმალება

0
ვიზუალური ტესტი სმაილებით სილამაზისა და კანის მოვლის შესახებ მითების ილუსტრაციისთვის
ვიზუალური თამაშების შესახებ მითები სოციალურ ქსელებში ფართოდ არის გავრცელებული. ნუ დაუჯეროთ ყველა ინფორმაციას სილამაზისა და კანის მოვლის შესახებ.

იპოვეთ განსხვავებული სმაილი 10 წამში

 

კომენტარებში დაწერეთ რომელ ჰორიზონტალურ მწკრივშია დამალული

 

ყველაზე მწვავე ტკივილიც კი ერთ წუთში გაივლის. ბებიების მეთოდი ყოველთვის მოქმედებს!

0
#image_title

ხშირად რეკლამების გათვალისწინებით ვყიდულობთ საზღვარგარეთის ხილსა და ბოსტნეულს, რომელიც თითქოს სასარგებლო ნივთიერებების საწყობია, მაგრამ გვავიწყდება ადგილობრივი პროდუქტი, რომელიც არანაკლებ სასარგებლოა და თან ხელმისაწვდომი. მაგალითად, კომბოსტო: ამ პროდუქტის შემადგენლობა საოცარია. ის გვეხმარება მთელ რიგ დაავადებებთან ბრძოლაში. მასთან შეიძლება მალამოც კი უძლური აღმოჩნდეს.

 

თუ სახსრების ტკივილი არ გაძლევთ მუშაობის, ძილის ან უბრალოდ მშვიდად ცხოვრების საშუალებას და მალამოები და ტაბლეტები ეფექტური აღარ არის, მაშინ სცადეთ ტრადიციული მედიცინის რეცეპტები. გამოიყენეთ მტკივან ადგილას კომბოსტოს ფოთოლი.  ოპონენტების კრიტიკის მიუხედავად ერთი რამ ცხადია, კომბოსტო მართლაც კარგად მოქმედებს.

რატომ მაინცდამაინც კომბოსტო?

 

ეს ჩვეულებრივი ბოსტნეული არის ასკორბინის, ფოლუმისა და პანტოტენის მჟავის საწყობი, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ხელს უწყობს ანთების ჩაქრობას. ტრადიციული მედიცინის რჩევის მიხედვით, კომბოსტოს ფოთლის გამოყენება ანთებისგან გათავისუფლების შესანიშნავი არჩევანია. საკმარისია ფურცლის მხოლოდ ერთჯერადად გამოყენება, რათა თავიდან იქნას აცილებული დაავადების სიმპტომები, ყოველ საღამოს ერთი თვის განმავლობაში მისი გამოყენებით კი შესაძლებელია დაავადების სრულად განკურნება.

 

კომბოსტოს ფოთოლი აქრობს ანთებას, აძლიერებს სახსრებს, ხსნის ტკივილს და ადეზინფიცირებს მტკივნეულ ადგილს. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გარდა გარე გამოყენების, კომბოსტო ასევე უნდა იყოს ჩართული დიეტაში. ასე თქვენ შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ დაავადების გამოვლენა და დააჩქაროთ აღდგენა.

 

კომბოსტოთი მკურნალობის ეფექტურობა მხოლოდ მის შემადგენლობაში კი არა, არამედ ხელმისაწვდომობაშიცაა. მას წელიწადის ნებისმიერ დროს შეიძენთ და თან ძვირიც არ არის, ბევრად იაფი დაგიჯდებათ, ვიდრე მალამოები და ტაბლეტები.

მკურნალობის 4 მეთოდი სახსრების ანთების დროს

 

ყველაფერი მარტივია, მთავარია სურვილი და მოქმედება. კომბოსტოს ფოთოლი მართლაც მოქმედებს.

1.გარეცხეთ ფოთლები, რამოდენიმე ნაწილად დაჭერით. შეათბეთ მიკროტალღურ ღუმელში, წაუსვით თაფლი და დაიდეთ მტკივნეულ ადგილას. დაიფინეთ ზედ ცელოფანი და შეიხვიეთ თბილად. ყოველ საღამოს ჩაიტარეთ პროცედურა და მთელი ღამით დაიტოვეთ.

2.აურიეთ ერთი წილი თაფლი, ერთი წილი მდოგვი და სამი წილი კამფორის ზეთი. წაუსვით კომბოსტოს ფოთოლს და დაიდეთ სახსარზე, შეიხვიეთ თბილად 4 საათის განმავლობაში.

3.გარეცხეთ ფოთლები, გააშრეთ, დაჟეჟეთ. ცოტა წვენს გამოუშვებს და დაიდეთ სახსარზე. დაიფარეთ ცელოფნით და თბილად შეიხვიეთ რამოდენიმე საათის განმავლობაში.

4.2 ტაბლეტი ასპირინი დანაყეთ, შეურიეთ 1 ჩ/კ. თაფლი, წაუსვით გარეცხილ მშრალ ფოთოლს და შეიხვიეთ მტკივნეული სახსრები იგივენაირად, როგორც სხვა ვარიანტებში.

მკურნალობის პროცესში უნდა დაიცვათ კანის ჰიგიენა, რათა თავიდან აიცილოთ სიწითლე და ქავილი.

ამგვარი თერაპია ყოველთვის ადვილია. ხშირად, როცა ტაბლეტი საკმარისი არ არის და მალამოც ნაკლებად ეფექტურია, სპეციალისტები გვირჩევენ კომპრესების გამოყენებას. ნუ გაირთულებთ ცხოვრებას, გამოიყენეთ ხალხური ნაცადი საშუალება, რომ თავი დააღწიოთ ტკივილს. თუ თქვენს ახლობლებს აწუხებთ ამგვარი პრობლემა და ამინდის ცვლილებასთან ერთად იტანჯებიან სახსრების ტკივილით, გაუზიარეთ ეს სასარგებლო სტატია მათაც.

 

ბებიაჩემის რეცეპტმა შეშუპებისგან თავის დაღწევაში ბევრს დაეხმარა.

0
#image_title

ყველა თანამედროვე ქალი ცდილობს იზრუნოს საკუთარ გარეგნობაზე. იდეალური თმა, მაკიაჟი, მოხდენილი და ლამაზი სხეული ყველას ოცნებაა. ხშირად ვიყენებთ ძვირადღირებულ საშუალებებს, მაგრამ მაინც შეიძლება ხასიათი გაგვიფუჭოს ქუთუთოების შეშუპებამ და თვალის ქვეშ გამოჩენილმა ნაკლმა. არსებობს ნატურალური საშუალებები, რომლებიც გაცილებით უკეთეს შედეგს იძლევა, ვიდრე ძვირადღირებული კოსმეტიკა. რაც მთავარია, ნატურალურია, იაფი და ხელმისაწვდომი.

средство от отеков

ასეთი არასასიამოვნო პრობლემის წარმოშობა შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა ფაქტორებით: ძილის ნაკლებობა, ძილის წინ დიდი რაოდენობით სითხის მოხმარება, ალერგია საკვებსა და სასმელებზე, ალკოჰოლი, რა თქმა უნდა, ასევე სიცხე. აღმოჩნდა, რომ ეს სიმპტომი შეიძლება განკურნებული იქნას მარტივი და ბუნებრივი საშუალებების გამოყენებით, რომელიც მოიძებნება თქვენს მაცივარში.

სასმელი შეშუპების საწინააღმდეგოდ

средство от отеков

თქვენ დაგჭირდებათ

1 კონა ოხრახუში

1 სტაფილო

1 ფორთოხალი

0.25 ლიმონი

1 ს/კ. სელის თესლი

100-150 მლ სუფთა წყალი

средство от отеков

მომზადება და გამოყენება

გამოწურეთ წვენი ფორთოხლისგან და ლიმონისგან და ჩაასხით ბლენდერში.

გარეცხეთ და დაჭერით წვრილად სტაფილო და ოხრახუში, დაასხით წყალი, ჩაყარეთ სელის თესლი და ყველაფერი დააბლენდერეთ.

მიღებული მასა გაწურეთ და ჩაასხით ჭიქაში.

ჩვენ გირჩევთ გამოიყენოთ ეს სასმელი მომზადებისთანავე. თუ თქვენ გადაწყვიტეთ შაქრის დამატება, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ტკბილი ნივთიერებები ამცირებს პროდუქტის ეფექტურობას. სასმელი უნდა მიიღოთ დღეში ერთხელ.

средство от отеков

თქვენ იხილავთ საუკეთესო შედეგს ერთი კვირის შემდეგ. ასეთი სასმელი უმკლავდება არა მხოლოდ შეშუპებას, არამედ ჭარბ წონასაც. ის ასევე იძლევა გრძელვადიან დანაყრების შეგრძნებას, მთელი დღის განმავლობაში ენერგიით გვავსებს და ჯანმრთელობის მდგომარეობას შესანიშნავად აუმჯობესებს.

средство от отеков

მიიღეთ ეს სასმელი 2 კვირის განმავლობაში ყოველდღე. თუ პრობლემა არ აღმოიფხვრა, ერთკვირიანი შესვენების შემდეგ ისევ გაიმეორეთ.

ამ სასმელთან ერთად არ უნდა დავივიწყოთ ფიზიკური ვარჯიში და ზომიერი დიეტა. პრობლემის მიზეზის დასადგენად მიმართეთ სპეციალისტს.

წამლების სრული სია, რომელიც აუცილებლად უნდა გქონდეთ სახლში!

0
#image_title

ყველა ადამიანს აქვს სახლში მინი აფთიაქი. ზოგი წამლებს სპეციალურ ყუთში, კარადაში ათავსებს, ზოგი უბრალოდ ცელოფანში.

 

ხშირად უნდა მოხდეს გადამოწმება მედიკამენტების, რომლებიც გადატანილი დაავადებების მკურნალობის შემდეგ რჩება, გვხვდება ვადაგასული, შეფუთვის გარეშე მედიკამენტებიც. ასეთი გაურკვეველი წამლები აუცილებლად უნდა გადაიყაროს.

 

სათანადოდ აღჭურვილი პირველი დახმარების ნაკრები არის დამხმარე რგოლი, რომელზეც ჩვენი და ჩვენი ახლობლების ჯანმრთლობა და სიციცხლეა დამოკიდებული.
სახლის აფთიაქის მედიკამენტები
შეუძლებელია ყველა შემთხვევისთვის გვქონდეს სახლში მომარაგებული წამლები, მაგრამ შემოგთავაზებთ ჩამონათვალს, საიდანაც ინდივიდუალურად შეგიძლიათ თქვენი საჭიროების მიხედვით იქონიოთ ესა თუ ის პრეპარატი.

 

თუ ნებისმიერი ოჯახის წევრი განიცდის რომელიმე ქრონიკულ დაავადებას, მაშინ პირველადი სამედიცინო დახმარების ნაკრების შემადგენლობას უნდა დაერთოს შესაბამისი მედიკამენტები. ბავშვებისთვის საჭიროა, სპეციალური ბავშვთა პირველი დახმარების ნაკრები.

თვალებისთვის

 

ზოვირაქსი – ვირუსული კონიუნქტივიტის საწინააღმდეგო მალამო

კვინაქსი – პროფილაქტიკური საშუალება კატარაქტის დროს

კორნერეგელი – საცრემლე აპკის აღსადგენად

უნიკლოფენი – ეფექტური საშუალება გლაუკომის დროს

ფლოქსალის მალამო – ბაქტერიული კონიუნქტივიტის დროს

ციკლოქსანი – ანტიბიოტიკი წვეთებში, რომელიც მწვავე კონიუნქტივიტის დროს დაგეხმარებათ.

გულისთვის

 

კორვაროლი, ვალიკორდინი – სპაზმის მომხსნელი, დამამშვიდებელი, მსუბუქი საძილე საშუალება

კორდიამინი – მასტიმულირებელი საშუალება ჰიპოტენზიის დროს

ნიტროგლიცერინი –გულის სისხლძარღვების გამაფართოებელი

კაპტოპრილი – თუ წნევის და სისხლძარღვების პრობლემები არ გაქვთ, კაპტოპრილი სახლში მაინც უნდა გქონდეთ. ეს მედიკამენტი პაციენტს ჰიპერტრონული კრიზისის შემთხვევაში სასწრაფო დახმარების მისვლამდე სჭირდება.

კუჭისთვის

 

აციდინი-პეპსინი – კუჭის მჟავიანობას ზრდის

მოტილიუმი – კუჭის მუშაობას არეგულირებს

პარიეტი – კუჭის მჟავიანობის შესამცირებელი საშუალება

პილობაქტი – ჰელიობაქტერიის დროს მისაღები საშუალება

რიაბალი – კუჭის სპაზმს ხსნის

ფოსფალოგელი – გულძმარვას ხსნის, დაბალი ტოქსიკურობა გააჩნია.

ყელისთვის

 

კოლუსტანი – ანთების დროს შეშუპებას ხსნის

ლუგოლი – ლარინგიტის დროს გამოიყენება

პროპოსოლი-H – ანტიმიკრობული და ანთების საწინააღმდეგო საშუალება

ტონზილგონი – ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი საშუალება

ტონზილოტრენი – ლორწოვანი გარსის აქტიურობას ზრდის

ფალიმინტი – საშუალება გამაგრილებელი ეფექტით პირის ღრუს და ფარინგიტის დაავადების დროს

ფარინგოსეპტი –ანტისეპქტიკური საშუალება, რომელიც ნაწლავის მიკროფლორას არ აზიანებს

ფლემოქსინ სოლიუტაბი – სწრაფად ხსნადი ანტიბიოიკი ჩირქოვანი ანგინის დროს

ნერვებისთვის

 

ბუსპერონი – შფოთვის საწინააღმდეგო საშუალება, რომელიც დაბრკოლებას არ იწვევს.

ვენლაქსორი – ანტიდეპრესანტული საშუალება გვერდითი ეფექტების გარეშე, რომელიც მძიმე დეპრესიიდან გამოგიყვანთ

გიდაზეპამი – მსუბუქი საძილე საშუალება

ზიპრექსი – არ აქვს გვერდითი მოვლენები, სწრაფად მოქმედებს

იმოვანი – თანამედროვე საძილე საშუალება

პაქსილი – ანტიდეპრესანტი, პანიკას, შიშს და ნერვულ მდგომარეობას აქრობს

პრამესტარი – მეხსიერებას აუმჯობესებს

სულპირიდი – ნერვებს და კუჭს ერთდროულად კურნავს

ფინლეპსინი – კრუნჩხვების და ნევრიტის დროს, განწყობას ასტაბილურებს

 

ყურებისთვის

 

ამოქსიცილინი – ანტიბიოტიკი ენტეროპული დაავადების დროს

ნიმესულიდი – ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი საშუალება

ოტიპაქსი – კომბინირებული მედიკამენტი ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი საშუალება

ოტოფი – ანტიბიოტიკი შუა ყურის ანთებითი დაავადების დროს

ციპროფლოქსაცინი – ადგილობრივი საშუალება ოტიტის დროს, აქვს ანთების საწინააღმდეგო,  ქავილის საწინააღმდეგო მოქმედება, შეშუპებას ამცირებს.

ერითრომიცინი – პაციენტებს პენიცილინის პრეპარატებს ალერგიის დროს უნიშნავენ.

 

ღვიძლისთვის

 

გალსტენა – მედიკამენტი პატარა ბავშვებისთვის

ლიოლივი – ბილურუბინის შემცირების დროს ღვიძლის მდგომარეობას აუმჯობესებს.

კალიუმის ოროტატი – ღვიძლის მუშაობას, ცილების სინთეზს, ნივთიერებათა გაცვლის პროცესს აუმჯობესებს

ქოლენზიმი – ნაღვლმდენი საშუალება

 

თირკმელებისთვის

 

აქსეფი – ანტიბიოტიკი

ბლემარენი – საუკეთესო საშუალება თირკმლებში ქვების დროს

მოვალისი – არა ჰორმონალური ანთების საწინააღმდეგო საშუალება

უროსეპტი – სანთლები, რომლებიც მხოლოდ შარდმდენ სისტემაზე მოქმედებს

ფლემოკლავი სოლიუტაბი – ანტიმიკრობული საშუალება

ცეფტრიაქსონი – ანტიბიოტიკი მინიმალური გვერდითი ეფექტით

 

გაციების დროს

 

იბუპროფენი – ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი საშუალება

კოლდრექსი – სწრაფი მოქმედების სისხლძარღვების შემავიწროებელი საშუალება

ნაზოლი – გაციების დროს, ლორწოვან გარს გამოშრობის საშუალებას არ აძლევს

პარაცეტამოლი – კლასიკური სიცხის დამწევი საშუალება

რიბომუნილი – იმუნიტეტს აღადგენს

სანორინი – სწრაფადმოქმედი საშუალება სისველის დროს, აქვს ალერგის საწინააღმდეგო კომპონენტები

ფლუკოლ-B – ეფექტური მედიკამენტი, რომელიც 8% ალკოჰოლს შეიცავს.

 

ალერგიის საწინააღმდეგო მედიკამენტები

 

სუპრასტინი – მოქმედებს ძალიან სწრაფად, თავსებადია უმეტეს მედიკამენტებთან. მისი გვერდითი მოვლენების გამო, შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც საძილე საშუალება.

ზიტრეკი – შეესაბამება ნებისმიერ პრეპარატს (და ალკოჰოლთან ერთად), არ იწვევს ჰიპნოზურ ეფექტს, მაგრამ მოქმედებს უფრო ნელა, ვიდრე სუპრასტინი. შეიძლება გამოყენებულ იქნას მოზრდილთათვის (ტაბლეტები) და ბავშვებისთვის (წვეთები).

 

სახსრებისთვის

 

ალფლუტოპი – სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და კუნთების მეტაბოლიზმს აუმჯობესებს.

ასპირინი – პოდაგრის დროს

დიკლობერლი – არაჰორმონალური ანთების საწინააღმდეგო საშუალება

დონა – ხრტილის ქსოვილს აძლიერებს

ოსტეოგენონი – ეფექტური ჰონდოპროტექტორი საშუალება, სახსრებს იცავს.

რეტაბოლილი – ჰერიფერიულ სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს

 

დამატებითი მედიკამენტები

 

თერმომეტრი – ელექტრონული ან ინფრაწითელი. რომელიც არ უნდა აირჩიოთ, ყურადღება მიაქციეთ ინსტრუქციას, სიზუსტე დამოკიდებულია მოდელზე და სწორად გამოყენებაზე.

მაკრატელი – როცა პირველადი დახმარების ნაკრებში არის მაკრატელი, საკმაოდ მოსახერხებელია შეხვევების დროს, პაკეტების გასაჭრელად და ა.შ.

სტერილური შპრიცები და ნემსები

სტერილური და არასტერილური ბინტი, ბამბა

სპირტი – გამოიყენება გარეგანი გამოყენებისთვის

იოდი – გამოიყენება ნაკაწრების და ჭრილობების დასამუშავებლად. შეგიძლიათ გამოიყენოთ იოდის ფანქარი

წყალბადის ზეჟანგი – გამოიყენება ჭრილობების დასამუშავებლად, ამოსარეცხად

პანტეროლი – გამოიყენება ჭრილობებისა და დამწვრობის მოსაშუშებლად.

გაითვალისწინეთ:

ნებისმიერი პრეპარატის გამოყენებამდე უნდა გაეცნოთ ინსტრუქციებს, და საუკეთესოა ექიმთან კონსულტაციები.

პერიოდულად შეამოწმეთ მედიკამენტების ვადები.

ზოგიერთი მედიკამენტების მიღება ერთად არ შეიძლება, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის პრობლემები.

პიკანტური გემო და არომატი სასმელში “100 ფოთოლი”. მისი შემადგენლობის გამოცნობას ყველა ამაოდ ცდილობს! გემრიელი და თან სასარგებლო იშვიათი დელიკატური სასმელის რეცეპტი!

0
#image_title

შავი მოცხარის კენკრით, ჟოლოს, სმაროდინის და ალუბლის ფოთლებით იშვიათი არომატის დელიკატური სასმელის მომზადება შეიძლება.

 

არაჩვეულებრივი გემოვნების გარდა, შეგიძლიათ გამოიყენოთ რამდენიმე სასარგებლო თვისების გამო: მას შეუძლია შეამციროს არტერიული წნევა, გააძლიეროს იმუნური სისტემა, გაწმინდოს სხეული ტოქსინებისგან.

 

სასმელი “100 ფოთოლი”, (რეალურად 99) შეგიძლიათ ყველაზე პრეტენზიულ გურმანებსაც მიართვათ. სასიამოვნოა იმის მოსმენა, როგორ ცდილობენ ინგრედიენტების გამოცნობას, რომელიც დღემდე ვერავინ შესძლო.

100 ფოთოლი

ინგრედიენტები

33 ფოთოლი შავი სმაროდინა

33 ფოთოლი ალუბალი

33 ფოთოლი ჟოლო

1 ჭიქა შავი მოცხარის კენკრა

1 ჭიქა შაქარი

0.5 ლ არაყი

1 ჩ.კ. ლიმონმჟავა

 

მომზადება

კარგად გარეცხეთ ფოთლები და მოათავსეთ ქვაბში.

 

დაასხით 800 მლ წყალი და საშუალო ცეცხლზე ადუღეთ 30 წუთი.

 

გაწურეთ ნახარში და კენკრა, კოვზით დააწექით, რომ წვენი კარგად გამოიწუროს. ფოთლები და კენკრა შეგიძლიათ გადაყაროთ.

 

სითხეს დააყარეთ შაქარი და ლიმონმჟავა, შეათბეთ, რომ შაქარი გაიხსნას.

გაგრილებულ სითხეში ჩაასხით არაყი.

 

გაწურეთ სასმელი მარლის რამდენიმე ფენაში. ეს ხელს შეუშლის ნალექის წარმოქმნას და სასმელს არა მხოლოდ გემრიელს, არამედ უფრო მიმზიდველსაც გახდის.

 

საოცარი ლალისფერი ლიქიორი ალუბლის არომატით და გემოთი მზად არის!

ამ ფერმენტირებული პროდუქტებით გააუმჯობესეთ ნაწლავის მიკროფლორა. თქვენი მეორე ტვინი, რომლის მუშაობაზეც დამოკიდებულია ჯანმრთელობა.

0
#image_title

 

ძნელია შეხვდეთ ადამიანს, ვისაც კუჭ-ნაწლავის რაიმე პრობლემა არ აწუხებს. გასტრიტი, კანდიდოზი, კოლიტი, პანკრეასის ანთება გავრცელებული დაავადებებია, ამიტომ მიმართავენ პრობიოტიკებს. პრობიოტიკები კაფსულებში იხსნება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილში და ნაწლავებამდე ვერ აღწევს. ამიტომ არ ღირს ფულის ხარჯვა, რადგან საჭირო ნივთიერებები შეიძლება საკვებიდან მივიღოთ. არსებობს ყველასთვის ხელმისაწვდომი ფერმენტირებული საკვები.

 

მნიშვნელოვანია მივირთვათ ფერმენტებით მდიდარი საკვები, შემოგთავაზებთ სამ მათგანს, რომელიც იაფიც არის და ხელმისაწვდომიც.

ფერმენტებით მდიდარი პროდუქტები

ფერმენტირებული საკვები არის დუღილის პროცესების შედეგად დამზადებული საკვები. ეს საკვები ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი პროცესის გაუმჯობესებას და კუჭის წვენის წარმოებას. ბოსტნეულისა და ხილის სახამებელი და შაქარი სხვადასხვა სახის ბაქტერიების ზემოქმედებით იცვლება ლაქტური მჟავით, რაც ძალიან სასარგებლოა საჭმლის მომნელებელი ტრაქტისთვის.

ასეთი ბოსტნეულსა და ხილს აქვს უნიკალური უნარი საჭმლის მონელების გაუმჯობესების და მოგაშორებთ  დისკომფორტს, რომელიც კუჭის წვენის გაზრდილი ან არასაკმარისი რაოდენობითაა გამოწვეული.

 

როდესაც მარილმჟავას წარმოქმნა არასაკმარისია, ფერმენტირებული პროდუქტები ზრდიან კუჭის მჟავიანობას და პირიქით, დიდი რაოდენობის მარილმჟავის დროს ეს პროდუქტები იცავს კუჭის ლორწოვანს დაზიანებისგან.

ეს ბუნებრივი პრობიოტიკები გაზრდის B ვიტამინების, ომეგა -3 ცხიმოვან მჟავების, კუჭ-ნაწლავის ფერმენტების, ლაქტაზას და ლაქტურ მჟავას წარმოქმნას, რაც ხელს უშლის ინფექციების წარმოშობას.

 

ისინი ასევე შეიცავს აუცილებელ ვიტამინს K1 კალციუმის შთანთქმისათვის, რასაც ორგანიზმი თავისთავად ვერ გამოიმუშავებს. ფერმენტირებული საკვების გარეშე, ასთმის, ალერგიის, კანის დაავადებების და ასევე ონკოლოგიური დაავადების განკურნებაც კი შეუძლებელია. ისინი ხელს უწყობენ სხეულის კიბოს უჯრედების განეიტრალებას. აქ არის ჩამოთვლილი 3 ყველაზე სასარგებლო და ხელმისაწვდომი ფერმენტირებული პროდუქტები.

1.კომბოსტოს მწნილი

კომბოსტოს დამწნილების დროს არ არის საჭირო მჟავას დამატება, რადგან ისინი მის ზედაპირზე ცხოვრობენ. დაამატეთ ნატურალური მარილი ამჟავებამდე. სანამ ლაქტობაქტერიები წარმოიქმნებიან, ლპობის ბაქტერიებს მარილი გააუვნებელყოფს.

მჟავე კომბოსტო შეიცავს დიდი რაოდენობით C ვიტამინს, რომელიც აძლიერებს იმუნურ სისტემას და ხელს უშლის უჯრედების და ქსოვილების ნაადრევი დაბერებას. გარდა ამისა, სავსეა ვიტამინი A, ვიტამინი B, ვიტამინები K და U. ეს ნივთიერებები ხელს უშლის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მრავალი დაავადების წარმოქმნას, მათ შორის კუჭის წყლულისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის გამოვლინებას. მჟავე კომბოსტო შეიცავს დიდი რაოდენობით იოდის, ამიტომ მის დასამჟავებლად არ არის საჭირო იოდირებული მარილის გამოყენება.

 

2.ბოსტნეულის ნარევი

ეს მარტივი რეცეპტი შედგება უგემრიელესი ფერმენტირებული ბოსტნეულისა და ჯანსაღი სასმელისგან. 3-ლიტრიან ქილაში ნახევრად დაჭრილი კომბოსტო, საშუალო ზომის ჭარხალი, დაჭრილი თხელ ნაჭრებად, ერთი თავი გარჩეული ნიორი და ცოტა კამის თესლი ან ახალი კამა.

ბოსტნეულმა ქილის 2/3 უნდა შეავსოს. დაამატეთ 2 ს/კ. მარილი, 1 ჭიქა შრატი და შეავსეთ წყლით. დაადეთ სიმძიმე, რომ ბოსტნეული წყალმა დაფაროს. დადგით ოთახის ტემპერატურაზე 2 კვირით ასამჟავებლად. შემდეგ შეინახეთ ცივ ადგილას.

გამოდის ძალიან გემრიელი საკვები, რომელიც  შეგიძლიათ დაამატოთ თქვენს ყოველდღიურ რაციონს. ეს ხელს უწყობს წნევის რეგულირებას და ასევე აუმჯობესებს ნაწლავის მიკროფლორას.

 

3.ჭარხლის ბურახი

დაჭრით ჭარხალი საშუალო ზომის ნაჭრებად და 2 ლიტრიან ქილაში მოათავსეთ. დაამატეთ 1-2 ს/კ. მსხვილი მარილი, 1 ჭიქა შრატი, 5 კბილი ნიორი, 1 ჩ/კ კამის თესლი და შეავსეთ წყლით. ოთახის ტემპერატურაზე 2-დან 5-დღემდე დატოვეთ, შემდეგ კი შეინახეთ მაცივარში. სასმელი გააზავეთ წყლით და ისე მიირთვით.

სასარგებლო სასმელი ხელს შეუწყობს სხვადასხვა პრობლემების აღმოფხვრას გულის სისტემის მუშაობაში. იგი აქტიურად გამოიყენება სხეულის გაწმენდის და ნაწლავის სტაბილიზაციისთვის. ჭარხლის ბურახი გამოიყენება ქრონიკული ყაბზობის დროს. სასმელი გამოდევნის ჭარბ და მავნე ნივთიერებებს ორგანიზმიდან, აქტიურად ასუფთავებს მას შლაკებისა და ტოქსინებისგან. უნიკალური სასმელია და ითვლება როგორც ბუნებრივი ცხიმისმწველი პროდუქტი.

 

ბოლო დროს ფერმენტირებული პროდუქტების მოხმარება მკვეთრად შემცირდა, მაღაზიის თაროებზე მომრავლდა რაფინირებული და პასტერილებული პროდუქტები. ჯანსაღი პროდუქტები არაჯანსაღმა ჩაანაცვლა. ამიტომ ნაწლავის ფლორის გაუმჯობესებაზე თავად უნდა ვიზრუნოთ. ითვლება, რომ ნაწლავი მეორე ტვინია, რომლის მუშაობაზე ც არის დამოკიდებული პრაქტიკულად ყველა ორგანოს მუშაობა.

 

 

ამ მეთოდმა გვიჩვენა რა გვასუქებს სინამდვილეში. ნამდვილი აღმოჩენა დიეტოლოგიაში, რომლითაც ბებიაჩემმაც კი დაიკლო წონაში!

0
#image_title

ერთი მხრივ, დიეტები დამღლელად და ხანგრძლივ პროცესად აღიქმება, მაგრამ მეორე მხრივ, მარტივი მათემატიკური ამოცანაა: ნაკლებს მიირთმევ – შესაბამისად, ნაკლებს იწონი. სამწუხაროდ, ბევრ ჩვენგანს არ შესწევს შაოლინელი ბერების მსგავსი მოთმინების უნარი, ამისათვის კი არაერთი გასახდომი საშუალებაა, რომელიც გახდომის გარდა, დაგეხმარებათ თავი მსუბუქად იგრძნოთ.

შემოგთავაზებთ ნახშირწყლების გარეშე დიეტას, რომელიც ფიტნეს-მწვრთნელმა ხორხე კრუზმა შეიმუშავა, მას დამაინტრიგებელი სახელი აქვს “100”.

დიეტა ნახშირწყლების გარეშე

 

ნებისმიერ მსურველს შეუძლია გამოითვალოს მისი იდეალური ფიგურა კალკულატორით.

ბევრი მწვრთნელი ამტკიცებს, რომ შაქარი ახდენს პროვოცირებას მუცლის არეში ცხიმის დაგროვების და არა პროტეინები, ბოჭკო და ცხიმები.

მთელი ეშმაკობა კი იმაში მდგომარეობს, რომ დღეში არაუმეტეს ასი „შაქრის კალორიის“ შემცველი პროდუქტების მიღებაა საჭირო.

ხორხე კრუზმა გამოიყვანა გახდომის ფორმულა: პროდუქტში ,,შაქრის კალორიის” რაოდენობის გასაგებად, ნახშირწყლების რაოდენობა 4-ზე უნდა გაამრავლოთ.

 

მაგალითად, საშუალოდ ბანანი დაახლოებით 25 გრამი ნახშირწყლებია. არის თუ არა ბევრი? შევადაროთ  ქერის ფანტელს: შეიცავს 10 გრ ნახშირწყლებს 100 გრ ფანტელი, ეს გაამრავლეთ 4-ზე, თვითონ გადაწყვიტეთ რას მიირთმევთ: დღეში ერთი ბანანი ან 300 გრ ქერის ფაფა .

არ შეგეშინდეთ: მიუხედავად იმისა, რომ შაქარი არის ჩვეულებრივი კერძების უმრავლესობაში, ის არ არის ისეთი საკვებში, როგორიც არის სალა. აქ არის მოყვანილი მოსახერხებელი სია!

 

პროდუქტები, რომლებიც ნახშირწყლებს არ შეიცავენ

ნახშირწყლებს ყველა პროდუქტი შეიცავს განსხვავებული რაოდენობით, პირობითად ვამბობთ “უნახშირწყლო” პროდუქტებს, ამაში იგულისხმება ნაკლებად საზიანო პროდუქტები. შემოგთავაზებთ ჩამონათვალს, რომელიც თამამად შეგიძლიათ მიირთვათ ისე, რომ თქვენს წონაზე ნაკლებად აისახოს.

კვერცხი (იმისათვის რომ „შაქრის კალორაჟის” დაშვებული ნორმა მიიღოთ, დღის განმავლობაში უნდა მიირთვათ 25 კვერცხი. ეს არარეალურია)

ყვავილოვანი კომბოსტო

სოკო

ნიახური

ყაბაყი (რომ მიირთვათ 4 ცალი ყაბაყი, 100 შაქრის კალორიის ნახევარს მიიღებთ მხოლოდ.

ახლა ყველაზე გემრიელი და ჯანსაღი საკვები, რომლებიც თქვენ შეგიძლიათ ამ ტიპის ნახშირწყლებისგან თავისუფალი დიეტის დროს მიირთვათ.

 

ქათმის ფეხი( არ შეიცავს ნახშირწყალს)

ლოქო( 0 გ ნახშირწყალი 100 გრამზე)

ორაგული

ინდაურის ფარში

ღორის მჭლე ხორცი

კარაქი

სალა

ხაჭო( 7 გ 100 გრამზე)

ის, რაც გვეჩვენება საკმაოდ კალორიულად და გვგონია, რომ ცუდად აისახება ჩვენს წონაზე, როგორც აღმოჩნდა, მცდარი შეხედულებაა, როგორც ხორხე კრუზი ამბობს, უნდა მიირთვათ ყველაფერი, კალორაჟების დათვლით. საშუალოდ დღეში უნდა მიირთვათ 1500-1700 კალორიის პროდუქტი, თვის ბოლოს კი ადვილად შენიშნავთ, თუ როგორ დაემშვიდობეთ ყოველგვარი შიმშილის გარეშე ზედმეტ კილოგრამებს.

 

ერთი დღის მენიუ ხორხე კრუზის დიეტის მიხედვით

 

საუზმე – 200 გ მარილიანი ხაჭო 1 მუჭა ნიგოზთან და ნახევარ ავოკადოსთან.

წახემსება – ნიახური შეუზღუდავად ან ბულგარული წიწაკა.

სადილი – შემწვარი ან გამომცხვარი ქათმის ფეხი ყაბაყთან ან ისპანახისა და ყვავილოვანი კომბოსტოს სალათთან.

წახემსება – 30 გ მშრალი ხორცი პომიდორ ჩერისთან.

ვახშამი – ინდაურის ხორცის კატლეტი ბროკოლთან ან კვერცხის და ყველის ომლეტი.

წახემსება – იოგურტი ან ჭიქა კეფირი.

 

ბურღული არასასურველია ამ რაციონში, მაგალითად, ბრინჯი. წონაში ვიმატებთ არა ცილებისა და ცხიმებისგან, არამედ სწორედ ნახშირწყლებისგან და, პირველ რიგში, შაქრისგან. დიეტის დაცვის დროს უმთავრესია იცოდეთ კალორიების რაოდენობა. დათვალეთ, რას მიირთმევთ და რა რაოდენობით. შესაბამისად, შაქრის შემცველ პროდუქტებზეც უარის თქმა აღარ მოგიწევთ.

 

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.