ხუთშაბათი, მაისი 7, 2026
- Advertisement -
Google search engine

ფოტოგრაფია და მისი განვითარების ისტორია

0
ხედი ფანჯრიდან (პირველი ფოტო)
ხედი ფანჯრიდან (პირველი ფოტო)

ფოტოგრაფია (ბერძნულიდან φώς (ფოს) “სინათლე” + γραφίς (გრაფის) “სტილუსი”, “ფუნჯი” ან γραφή (გრაფე) “გამოსახვა ხაზების მეშვეობით” ან “ხაზვა”, რაც ერთად ნიშნავს “სინათლის ხაზვას.” ტრადიციულად, ფოტოგრაფიის პროდუქტს ნეგატივებს და ფოტოგრაფებს უწოდებდნენ, შემოკლებით კი, ფოტოებს. საგნებიდან არეკლილი ან გამოსხივებული სინათლე ააქტიურებს მგრძნობიარე ქიმიურ ან ელექტრონულ სენსორს მოკლეხნიანი ექსპოზიციის პერიოდში, როგორც წესი, ფოტოგრაფიული ლინზის საშუალებით, მოწყობილებაში, რომელსაც კამერა ქვია, და რომელიც მიღებულ ინფორმაციას ქიმიურად ან ელექტრონულად ინახავს. ფოტოგრაფიას მრავალმხრივი გამოყენება აქვს მეცნიერებაში, ბიზნესსა და გართობაში. კინოფილმისთვის ფოტოგრაფიული გამოსახულებების ჩაწერისას განათებისა და კამერის შერჩევის ტექნიკა კინემატოგრაფიის დისციპლინაა.

ისტორია

ფოტოგრაფიის განვითარებაში უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა გერმანელი მეცნიერის ჰ.ფოგელის მიერ ოპტიკური სენსიბილიზაციის აღმოჩენას (1873). ფოტოგრაფიის განვითარებაში ახალი ეტაპია კამერა-ობსკურიდან გადასვლა ფოტოგრაფიულ აპარატზე, რომელსაც ჰქონდა სპეციალურად გაანგარიშებული ფოტოგრაფიული ობიექტივი (იგი 1840 წელს შექმნა უნგრელმა მეცნიერმა ი.პეცვალმა). ფოტოგრაფიული ოპტიკის განვითარების შემდგომ ერიოდში მიმდინარეობდა ობიექტივის თვისებებისა (ათი შუქ-ჩრდილის გაზრდა, აბსერვაციის შემცირება და ა.შ.) და ფოტოაპარატის სრულყოფა (მისი ზომებისა და მასის შემცირება, მისი გამოყენების შესაძლებლობების გაფართოება). მძიმე და ვეებერთელა საპავილიონო და საგზაო კამერები (ისინი აუცილებლად შტატივზე უნდა ყოფილიყო დამაგრებული) თანდათან შეცვალა მცირეფორმატიანმა ფოტოაპარატებმა, რომელთაც მუშაობის გასაადვილებლად ჰქონდათ სხვადასხვა დამხმარე მოწყობილობა. პროფესიონალთა და მოყვარულთა ფოტოაპარატების სრულყოფასთან ერთად ვითარდებოდა სპეციალიზებული აპარატების (სარეპროდუქციო, აეროფოტოაპარატი, ასტროგრაფი და სხვა.) კონსტრუირება. ფოტოგრაფიის გამოგონებას წინ უძღოდა ვერცხლის ნიტრატის შუქმგრძნობიარობის დადგენა, რაც თავდაპირველად გერმანელმა მეცნიერმა ი. შულცმა აღმოაჩინა 1727 წელს. 1802 წელს ინგლისელმა ტ. უეჯვუდმა  გამოსახულება მიიღო ისეთ ქაღალდზე, რომელიც გაჟღენთილი იყო ვერცხლის ნიტრატის ხსნარით, მაგრამ ვერ მონახა გამოსახულების დამაგრების ხერხი.

 

წყარო

როგორ გავხადოთ ფეხი ვიზუალურად უფრო გამხდარი

0

ბევრი ქალს სურს, რაც შეიძლება მოხდენილად გამოიყურებოდეს. ფეხის ფორმას კი ამ კუთხით განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ. დღეს გაგიზიარებთ რამდენიმე ხრიკს, რომლებიც დაგეხმარებათ, ვიზუალურად ფეხი დაიგრძელოთ და უფრო მოხდენილად გამოიყურებოდეთ:

ფეხის დიდი ზომა

1-1716892212.jpg

დიდი ტერფები ძალიან მაღალი ან ძალიან გამხდარი გოგოებისთვის, როგორც წესი, პრობლემაა. ფეხის ზომის ვიზუალურად შესამცირებლად შეგიძლიათ ე.წ. ბალეტკის სტილის დაბალძირიანი ფეხსაცმელი მოირგოთ კონტრასტული ფერის მრგვალი ცხვირით. ამ აღმოჩენის ავტორი კოკო შანელია, რომელმაც 1958 წელს შექმნა დაბალძირიანი ფეხსაცმელი, მუქი ფერის ცხვირით.

ფეხის სიგრძე

ხორცისფერ ფეხსაცმელს აქვს შესაძლებლობა, ფეხი ვიზუალურად დააგრძელოს. თუ ხორცისფერ მაღალქუსლიან ფეხსაცმელს მოკლე კაბასთან ერთად მოირგებთ, ეფექტი კიდევ უფრო შესამჩნევი გახდება.

სრული ტერფი

გამხდარ გოგონებსაც კი შეიძლება, სრული ტერფი ჰქონდეთ. ამ პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი კარგი საშუალება კი არის ისეთ ფეხსაცმლის მორგება, რომელსაც კოჭთან შესაკრავი წვრილი დეტალი აქვს. როგორც დიზაინერები ამბობენ, ასეთი დეტალი კოჭს ვიზუალურად უკეთ გამოკვეთს.

სრული ფეხი

გაშლილი შარვალი დაგეხმარებათ, რომ თქვენი სილუეტი ბევრად უფრო მოხდენილი და გამხდარი გამოჩნდეს. მსგავსი სტილის შარვალს, თუკი მაღალქუსლიან ფეხსაცმელთან ერთად ჩაიცვამთ, ვიზუალურად ფეხსაც დაიგრძელებთ და უფრო მაღალი გამოჩნდებით.

მოცულობითი თეძო

5-1716892273.jpg

თუ თეძოს ფორმის ვიზუალური შემცირება გსურთ, მაშინ შეგიძლიათ, მოირგოთ კაბა ნაკეცებით, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, თეძოები რამდენიმე სანტიმეტრით ვიწროდ წარმოაჩინოს.

 

წყარო

არის თუ არა შილაკი საშიში?

0

მიუხედავად იმისა, რომ შილაკს ბევრი სარგებელი აქვს, არსებობს პოტენციური უარყოფითი მხარეებიც, რომლებიც გასათვალისწინებელია.

  1. UV დასხივება: გამყარების პროცესი მოიცავს UV სინათლის ზემოქმედებას, რომელიც ცნობილია, რომ ხელს უწყობს კანის დაბერებას და ზრდის კანის კიბოს რისკს.
  2. ფრჩხილის დაზიანება: შილაკის არასწორმა მოცილებამ შეიძლება გამოიწვიოს ფრჩხილის დაზიანება.
  3. ქიმიური ზემოქმედება: შილაკში არსებულმა ქიმიკატებმა, როგორიცაა ფორმალდეჰიდი, ტოლუენი და დიბუტილფტალატი, შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები და სხვა ჯანმრთელობის პრობლემები ხანგრძლივი ზემოქმედების შემთხვევაში.
  4. ჰიგიენის პრობლემები: თუ შილაკის დასატანებლად გამოყენებული აღჭურვილობა სათანადოდ არ არის სტერილიზებული, ამან შეიძლება გამოიწვიოს ინფექციები.

 

წყარო

შილაკი თუ გელ-ლაქი – რომელი ტერმინია სწორი

0

Shellac არის ფრჩხილის პროდუქტის ბრენდი, რომელიც შექმნილია CND-ის (Creative Nail Design, Inc.) მიერ. ის ხშირად გამოიყენება ტერმინ “გელ-ლაქის” ნაცვლად, რადგან შილაკი არის გელ-ლაქის ერთ-ერთი ტიპი. რეალურად, გელ-ლაქი არის ფრჩხილების დაფარვის სპეციალური ტექნოლოგია, რომელიც წარმოადგენს ტრადიციული ლაქისა და გელის ნაზავს.

 

 

წყარო

ლიმონის წვენი – 8 სასარგებლო თვისება

0

1. მბზინავი კანი

ლიმონის წვენი ბევრ ვიტამინს და მინერალს შეიცავს, რომელიც სასარგებლოა კანისთვის. როდესაც ლიმონიან წყალს სვამთ, კანის მდგომარეობაც უმჯობესდება.

2. Anti-age ეფექტი

ლიმონის წვენი შინაგან გაახალგაზრდავებას უწყობს ხელს. ეს ვიტამინი С-ს დამსახურებით, რომელსაც ლიმონი დიდი რაოდენობით შეიცავს.

3. ჯანსაღი სუნთქვა

რამდენიმე ლიმონის წვეთი და ჯანსაღი სუნთქვა გარანტირებულია. ლიმონი წმენდს და ანადგურებს ბაქტერიებს და ხელს უშლის პირიდან უსიამოვნო სუნის გავრცელებას.

4. მატებს მხნეობას

დააწურეთ ლიმონი სალათს, ან თევზს. ის მხნეობას შეგმატებთ.

5. ძლიერი იმუნიტეტი

შეუძლებელია იმუნიტეტის გაძლიერება, თუ რაციონში ლიმონი არ შედის.

6. მადის კონტროლი

ლიმონიანი წყალი დანაყრების შეგრძნებას იწვევს და მადას თრგუნავს.

7. დეტოქსი

დიეტოლოგები ხშირად გამოიყენებენ ლიმონს ორგანიზმის გასაწმენდად.

8. ხელს უწყობს საკვების მონელებას

შეიტანეთ რაციონში ლიმონიანი წყალი ყოველდღე. ის ხელს უწყობს საჭმლის მონელებას.

წყარო

ოდრი ჰეპბერნის რჩევები ქალებს სილამაზისა და ახალგაზრდობის შენარჩუნებაზე

0

ოდრი ჰეპბერნი მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ქალადაა აღიარებული და მისი გარეგნობა კვლავ სილამაზის სტანდარტად ითვლება. მსახიობი ასაკამდე დახვეწილად, მოვლილად და ელეგანტურად გამოიყურებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისგან ბევრი რამის სწავლაა შესაძლებელი.

1. ეცადეთ წონა აკონტროლოთ

იცოდით, რომ Breakfast at Tiffany’s-ში ოდრი 18 წლის ჰოლი გოლაითლი როლის შესრულებისას, ოდრი რეალურად 32 წლის იყო? ის თავის წლებთან შედარებით ბევრად ახალგაზრდად გამოიყურებოდა. უყვარდა ახალი ბოსტნეული, მაკარონი ტომატის სოუსით და მხოლოდ ხანდახან აძლევდა თავს დესერტის ჭამის უფლებას.

2. გამართული სიარული

ოდრის ახალგაზრდული გარეგნობის კიდევ ერთი მიზეზი მისი უნაკლო ბალეტის პოზა იყო. გასწორებული მხრები, სწორი ზურგი, და თავის პოზიცია თქვენს ბიუსტს ვიზუალურად აამაღლებს, წელის გათხელებს და მოგაშორებთ საძულველ „ორმაგ ნიკაპს“.

3. არ დაივიწყოთ ძილი

ჰეპბერნმა იცოდა, რამდენად მნიშვნელოვანია ხარისხიანი ძილი სილამაზისა და ჯანმრთელობისთვის, ამიტომ მას ჰქონდა ჩვევა სადილის შემდეგ ეძინა. ამის შესახებ მისმა შვილმა შონმა თავის მემუარებში ისაუბრა: „შუადღის ძილის შემდეგ ის ყოველთვის ჭამდა შოკოლადის ნაჭერს – მაგრამ მხოლოდ ერთს! მისი თქმით, შოკოლადი მწუხარებას ფანტავდა.“

4. იარეთ რაც შეიძლება მეტი

მიუხედავად ბალეტისა, ჰეპბერნი სპორტის დიდი მოყვარული არ იყო და მთელი ცხოვრება ბევრს ეწეოდა. სისხლში ჟანგბადის ნაკლებობის საკომპენსაციოდ, ის ყოველდღე დიდხანს სეირნობდა თავის ძაღლთან ერთად.

5. არ დაგავიწყდეთ თვალის მაკიაჟი

ინტენსიური შავი თვალის ლაინერი და გრძელი წამწამები მისი იმიჯის აუცილებელ მახასიათებლად იქცა და სიკვდილამდე არ შეუცვლია – შესანიშნავად გამოიყურებოდა. განსაკუთრებული შემთხვევებისთვის, შესაძლოა ღირდეს ყალბი წამწამების ტარება. 

 

წყარო

რომელია 3 ყველაზე ეფექტური ვარჯიში ორმაგი ნიკაპის, ე.წ ღაბაბის მოსაშორებლად

0

კუნთების დათბობა

ამ მიზნით, ქვედა ყბა ამოძრავეთ წინ და უკან, შემდეგ კი გვერდიგვერდ. ყველა მოძრაობა უნდა შესრულდეს ნელა და შეუფერხებლად. გაიმეორეთ ვარჯიში 8-10 ჯერ.

შეეხეთ ცხვირს

ორმაგი ნიკაპი ასევე ასოცირდება ჰიოიდური კუნთების სისუსტესთან. ამიტომ ვარჯიშით ისინიც უნდა გააძლიეროთ. გამოყავით ენა შეძლებისდაგვარად და შეეცადეთ ენის წვერით შეეხოთ ცხვირს. გაიმეორეთ 5-ჯერ.

გაიღიმე

დააჭირე კბილები ერთმანეთს დახურული პირით და შეეცადე ტუჩის კუთხეები რაც შეიძლება ფართოდ გაწელო. ახლა დააწექით ენას სასისკენ, თანდათან გაზარდეთ დაჭერის ძალა. თუ გრძნობთ ძლიერ დაძაბულობას ნიკაპის კუნთებში, მაშინ ვარჯიში სწორად შეასრულეთ. გააჩერეთ დაძაბულობის ეს შეგრძნება 5 წამის განმავლობაში და შემდეგ დაისვენეთ 3 წამით. გაიმეორეთ 5-8 ჯერ.

 

 

წყარო

სკალპის აკნე – სიმპტომები და მკურნალობის გზა

0

ამერიკის დერმატოლოგიის აკადემიის ასოციაცია (AAD) აღნიშნავს, რომ ზოგიერთ ადამიანს შეიძლება გაუჩნდეს გამონაყარი თავის სკალპზე გარკვეული შამპუნების ან კონდიციონერების გამოყენებისას.

აკნე ასევე შეიძლება განვითარდეს იმ შემთხვევაში, თუ ხშირად არ იბანთ თმას ან რეგულარულად ატარებთ თავსაბურავს.

სკალპის აკნეს მკურნალობა

• სალიცილის მჟავა: იგი გამოიყენება კანის მოვლის საშუალებებში აკნეს წინააღმდეგ საბრძოლველად. სალიცილის მჟავა ხელს უწყობს კანის მკვდარი უჯრედების გაწმენდას.

• გლიკოლის მჟავა: ამ მჟავას შეუძლია სკალპის აქერცვლა და კანის მკვდარი უჯრედების, ბაქტერიების და ცხიმის ამოღება.

• კეტოკონაზოლი: სოკოს საწინააღმდეგო საშუალება, კეტოკონაზოლი გამოიყენება წითელი ან ქერცლიანი კანის სამკურნალოდ.

• ციკლოპიროქსი: ციკლოპიროქსი არის სოკოს საწინააღმდეგო საშუალება, რომელიც გამოიყენება კანის ინფექციების სამკურნალოდ.

 

წყარო

სვანეთი და თუშეთი – პოპულარული იუთუბერების ობიექტივში

0

მოგზაურობა ევროპის ყველაზე მიუწვდომელ სოფელში ( სახიფათო და შეუძლებელი ტური)-საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ Youtube-ის მაღალრეიტინგულმა სამოგზაურო არხმა Yes Theory 36 წუთიანი ფილმი მოამზადა.

Yes Theory-ის გადამღები ჯგუფი კანადიდან საქართველოში ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში იმყოფებოდა.
ცნობილმა იუთუბერებმა სვანეთსა და თუშეთში იმოგზაურეს, მონაწილეობა მიიღეს ექსტრემალურ ტურში, გადაიღეს უშგული, ომალო, ბოჭორნა და სხვა ტურისტულად საინტერესო ადგილები. ვიდეოში ნაჩვენებია სვანეთისა და თუშეთის ბუნება, კულტურა, ტრადიციები და ადგილობრივი კერძები.
Yes Theory-ის არხს Youtube-ზე 9 მილიონამდე გამომწერი ჰყავს. ატვირთული ვიდეოების ნახვების რაოდენობა კი მილიარდს აჭარბებს.

რამდენი ხანი უნდა დავუთმოთ ვარჯიშს

0

თუ ვინმეს რამედ უღირს საკუთარი ჯანმრთელობა, საუკეთესო, რაც მისთვის შეიძლება გააკეთოს, რეგულარული ფიზიკური აქტიურობაა. ეს ყველაზე ეფექტური გზაა ორგანიზმის გასაჯანსაღებლად და გამძლეობის მოსამატებლად. ფიზიკური აქტიურობა მრავალნაირია. მთავარია, ჩვენს სხეულსა და პრობლემებს მორგებული კომბინაცია შევადგინოთ. ამაში კი პროფესიონალები დაგვეხმარებიან.

მოქმედების პრინციპი

ვარჯიში სხვადასხვა ტიპისა არსებობს. ყველაზე მეტად გავრცელებულია კარდიო– (აერობული) და ძალისმიერი ვარჯიშები.

კარდიოვარჯიშის დროს იმატებს სუნთქვისა და გულისცემის სიხშირე. ეს ჯანმრთელობას უნარჩუნებს გულს, სისხლძარღვებსა და ფილტვებს, ზრდის ორგანიზმის საერთო გამძლეობას. სხეულის ყველა ორგანოსა და ქსოვილში ძლიერდება ჟანგვითი პროცესები. ჟანგბადით უჯრედების გაძლიერებული მომარაგების ხარჯზე უკეთესად იწვის ცხიმი, რის გამოც კარდიოვარჯიში წონის კლებასაც იწვევს.

კარდიოვარჯიშის ნაირსახეობებია სწრაფი სიარული, სირბილი, ცურვა, ველოსიპედით სიარული. დარბაზში ამ ვარჯიშებისთვის ვიყენებთ სარბენ ბილიკს, ველოტრენაჟორს, ელიფსოიდურ ტრენაჟორს (“თხილამურებს”).

კარდიოვარჯიში ასევე გამოიყენება ძალისმიერი ვარჯიშის წინ ორგანიზმის გასახურებლად ანუ მოსათელად.

ძალისმიერი ვარჯიში კუნთებს აძლიერებს და მათ ფორმებს გამოკვეთს. მას უმეტესად ძალოსნობის მიმდევრები (სტრონგმენები, პაუერლიფტერები) იყენებენ, თუმცა ძალისმიერი ვარჯიში მცირე დოზით ფიტნესშიც გამოიყენება კუნთებისთვის ფორმების მისაცემად.

კუნთების გასაზრდელად სასურველია მაქსიმალური წონის 7-9 გამეორება 3-4 მისვლაზე, ხოლო ძალის მოსამატებლად – მაქსიმალური წონის 3-5 გამეორება 3-4 მისვლაზე.

 რას ნიშნავს ტერმინები “მისვლა” და “გამეორება”?

ეს ვარჯიშის ეტაპებია. მისვლა არის ერთჯერადად, უწყვეტად შესრულებული ვარჯიში, რომლის დროსაც ერთი და იგივე სავარჯიშო მოქმედება საშუალოდ 7-15-ჯერ მეორდება. შემდეგ ადამიანი ისვენებს და იმდენჯერვე იმეორებს სავარჯიშოს, ანუ მეორე მისვლას ასრულებს. საზოგადოდ, თითოეული ვარჯიში 3-4 მისვლით ტარდება. თავდაპირველად მისვლებს შორის ერთწუთიანი შესვენებაც საკმარისია, თუმცა დიდი წონით ძალისმიერი ვარჯიშის შესრულებისას რეკომენდებულია ორწუთიანი შესვენება. კვლევებით დამტკიცებულია, რომ ეს უფრო შედეგიანია კუნთების ზრდისთვის.

მოთელვა

ვარჯიშის დაწყებამდე აუცილებელია მოთელვა. არსებობს ორგვარი მოთელვა: საერთო და სპეციალური. საერთო მოთელვა მოწოდებულია დამწყები მოვარჯიშეებისთვის. ამ დროს ვარჯიშთა სისტემით ყველა სახსარი, კუნთი და მყესი ხურდება. ვიწყებთ კისრის მოთელვით, შემდეგ გადავდივართ მხრებზე, ზურგზე, მკერდზე, ფეხებზე, წელზე… მოთელვის დროს სისხლმომარაგება იზრდება, სახსრები და კუნთები თბება, რითაც თავიდან ვიცილებთ ვარჯიშის დროს მოსალოდნელ ტრავმას.

დამწყებთათვის მოთელვა შეიძლება მხოლოდ აერობული ვარჯიშით (კარდიოვარჯიშით) შემოიფარგლოს.

სპეციალური მოთელვა უფრო ტრენირებული სპორტსმენებისთვისაა განკუთვნილი. ის მოიცავს რომელიმე კონკრეტული კუნთის სპეციალურ გაწელვებსა და მოძრაობებს.

ხანგრძლივობა

 რამდენი ხანი უნდა დავუთმოთ ვარჯიშს?

დამწყებთათვის არ არის რეკომენდებული დარბაზში 2-3 საათის განმავლობაში ვარჯიში. სავსებით საკმარისია 45-60 წუთი დღეგამოშვებით, კვირაში სამჯერ, მაქსიმუმ ოთხჯერ. ამასთან, ვარჯიშები შეიძლება განაწილდეს: ერთი ან ორი დღე ძალისმიერი შესრულდეს, ერთი ან ორი დღე – აერობული.

დამწყებთათვის სასურველია მხოლოდ 6-8 ძირითადი ვარჯიშის შესრულება. მათი გამეორებების რაოდენობას და სიმძიმეების წონას ტრენერი ინდივიდუალურად შეარჩევს. მისვლებს და ვარჯიშებს შორის შესვენებებიც მაქსიმუმ ერთი წუთი უნდა იყოს.

საათნახევარზე მეტი ხანგრძლივობის ვარჯიში ტრენირებული სპორტსმენებისთვისაც კი არ არის რეკომენდებული.

 

წყარო

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.