ორშაბათი, ივლისი 6, 2026
- Advertisement -
Google search engine

როგორ მოვუაროთ გაღიავებულ თმას

0
#image_title

როგორ გავაჯანსაღოთ გაღიავებული თმა

თმის გაუფერულება არა მხოლოდ აშორებს მას პიგმენტს, არამედ ის ანადგურებს ცხიმოვან მჟავებს თმის ღეროში, ხდის მას მშრალსა და მტვრევადს. გაუფერულების პროცესის დროს თმაზე მიყენებული ზიანი შეუქცევადია, მაგრამ არსებობს გზები, რომ თმა უფრო გააჯანსაღოთ და მორჩილი გახადოთ. ამისთვის გთავაზობთ გარკვეულ რჩევებს.

არ დაიბანოთ თმა გაღიავებიდან პირველი 24-48 საათის განმავლობაში. გაუფერულების შემდეგ თმა ძალიან მშრალია, ამიტომ ეცადეთ, შამპუნი არ გაიკაროთ. ასევე, შეეცადეთ არ დაიბანოთ თმა დიდხანს. თუმცა შეგიძლიათ ჩამოიბანოთ თმა წყლით და წაისვათ თმის ბალზამი.

მარტივი ჩამობანის ნაცვლად გამოიყენეთ თმის მკვებავი კოსმეტიკა. თმის დაბანამდე თმაზე წაისვით ნიღაბი ან თმის ზეთი. გაიჩერეთ 3-დან 5 წუთამდე და შემდეგ ჩამოიბანეთ. დაიბანეთ თმა შამპუნით. შეიფუთეთ თმა ცხელი ზეითუნის ან ქოქოსის ზეთით. ავოკადოს ზეთიც იმუშავებს. ცხელი შეფუთვა საშუალებას გაძლევთ უფრო კარგად დაიტენიანოთ თმა.

 

გამოიყენეთ კონდიციონერი თქვენი თმის დასატენიანებლად. გამოიყენეთ კონდიციონერი შხაპის მიღების შემდეგ. ეს ხვეულ თმას უფრო მოწესრიგებულს გახდის.

ფრთხილად მოეპყარით სველ თმას. სველი თმა განსაკუთრებით მიდრეკილია დაზიანებისკენ, ამიტომ არასოდეს დაივარცხნოთ, სანამ ბოლომდე არ გაშრება. ასევე, ფრთხილად იყავით თმის პირსახოცით გაშრობისას. ნაზად შეიმშრალეთ სველი თმა რბილი მიკროფიბერის პირსახოცით. თუ რბილი პირსახოცი არ გაქვთ, შეგიძლიათ ძველი მაისურით გაიმშრალოთ.

შეეცადეთ რეგულარულად მოიჭრათ გაყოფილი ბოლოები. სთხოვეთ თქვენს სტილისტს, რომ მოგაშოროთ გაყოფილი ბოლოები. გაყოფილი ბოლოები იყოფა რამდენიმე ნაწილად. ზოგჯერ თმა იშლება არა მხოლოდ ბოლოებში, არამედ მთელ სიგრძეზე, შედეგად, თმის მთელი მასა ხდება მშრალი და მტვრევადი. თუ გაყოფილ ბოლოებს დროულად მოაჭრით, ამით თავიდან აიცილებთ თმის მთლიან დაზიანებას.

#drpkhakadze

წყარო

 

ყველაზე გავრცელებული კანის პრობლემები ზაფხულში

0
{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":["local"],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{"transform":1},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":true,"containsFTESticker":false}

ზაფხულში კანის პრობლემები აქტიურად იჩენს თავს. არსებობს მრავალი ფაქტორი, რაც ზაფხულში კანს აზიანებს.

ზაფხულში კანის გავრცელებული პრობლემებია:

აკნეს გამონაყარი – როდესაც ოფლი კანზე არსებულ ბაქტერიებს ერევა, ეს იწვევს ფორების დახშობას, თუ გაქვთ აკნესკენ მიდრეკილი კანი. ჩნდება გამონაყარი.

მშრალი, გაღიზიანებული კანი – როდესაც გარეთ ჰაერი ცხელი და ნოტიოა, კვლავ შეიძლება გქონდეთ მშრალი გაღიზიანებული კანი. ყველაზე დიდი გამომწვევი მზეზე, აუზსა და კონდიციონერთან დროის გატარებაა. თუ ტენიანობის მიუხედავად თქვენი კანი შრება: მიიღეთ შხაპი აუზიდან გასვლისთანავე, სუფთა წყალი და რბილი გამწმენდი დადებითად მოქმედებს კანზე, წაისვით მზისგან დამცავი საშუალება გარეთ გასვლამდე, გამოიყენეთ ისეთი მზისგან დამცავი, რომელიც გთავაზობთ ფართო სპექტრის დაცვას, SPF 30 და მეტი, გამოიყენეთ მსუბუქი გამწმენდი კანის დასაბანად, მიიღეთ შხაპი თბილ და არა ცხელ წყალში, გამოიყენეთ დამატენიანებელი.

ფოლიკულიტი – არის ინფექცია, რომელიც თმის ფოლიკულებში წარმოიქმნება. ფოლიკულიტი გარეგნულად აკნეს გავს, მაგრამ მისი გამონაყარი ხშირად ბევრად მგრძნობიარეა. ეს პრობლემა ზაფხულში ძალიან გავრცელებულია, რადგან ფორების დახშობისას ბაქტერიები ოფლიან კანზე მრავლდებიან.

სიცხის გამონაყარი – საოფლე ჯირკვლების დაკეტვის შედეგად, ოფლი ვერ გამოიყოფა და ის გროვდება კანქვეშ, რაც იწვევს გამონაყარს, ქავილს. ჭარბი ოფლიანობის შემცირება დაგეხმარებათ რისკის შემცირებაში.

რეკომენდაციები : 

ატარეთ ბამბისგან დამზადებული მსუბუქი, თავისუფალი ტანსაცმელი;

ივარჯიშეთ ღია ცის ქვეშ დღის ყველაზე გრილ დროს;

მიიღეთ გრილი შხაპი.

#drpkhakadze

წყარო

ვარდის წყალი – სილამაზის საიდუმლო

0
{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":["local"],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{"transform":1},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":true,"containsFTESticker":false}

რომაელებს სჯეროდათ, რომ ვარდის წყალი ეხმარებოდა სხვადასხვა დაავადების განკურნებაში და კლეოპატრას სილამაზის ერთ-ერთი საიდუმლო იყო ვარდის წყლით სახის დაბანა.

კანის მოვლისთვის კარგია ვარდის და ყვავილოვანი ტუალეტის წყლის გამოყენება (ლოსიონებში, კრემებში და სახის ტონერად). ვარდის წყალი ატენიანებს, კვებავს კანს და თმას. ვარდის წყალი განსაკუთრებით კარგია სიმშრალისკენ მიდრეკილი კანისთვის.

როგორ მოვამზადოთ ვარდის წყალი? 

შეაგროვეთ ვარდის ფურცლები ბაღიდან, როდესაც დააპირებთ ვარდის წყლის მომზადებას. ვარდები უნდა გაიზარდოს სინთეზური პესტიციდების ან სხვა საშიში ქიმიკატების გამოყენების გარეშე. ვარდის ფურცლები მოათავსეთ განიერ ტაფაზე, რამდენიმე ფენად. შეავსეთ ვარდის ფურცლები წყლით, სანამ წყალი არ დაფარავს მათ. ამის შემდეგ მიჰყევით ინსტრუქციებს.

1 ვარიანტი

ცარიელი თასი ან დაბალი შუშის ქილა მოათავსეთ ტაფის ცენტრში ისე, რომ წყლის დონიდან რამდენიმე სანტიმეტრით მაღლა იყოს. ტაფას დააფარეთ ამობრუნებული თავსახური, შემდეგ ორთქლი დაგროვდება სახურავზე და დაიწევს ქვემოთ, ხოლო კონდენსაცია (ვარდის წყალი) ტაფის ამობრუნებული სახურავიდან პირდაპირ თასში ჩაედინება.

ვარდის ფურცლებიანი წყალი გააცხელეთ ადუღებამდე. როდესაც წყალი ადუღდება, ცეცხლს დაუწიეთ და ტაფის ამობრუნებულ სახურავზე დაყარეთ ყინულის კუბიკები. ვარდის ფურცლებიანი წყალი ადუღეთ დაბალ ცეცხლზე დაახლოებით ერთი საათის ან მეტი ხნის განმავლობაში. პერიოდულად დაამატეთ ყინულის კუბიკი და დიდხანს არ ადუღოთ (საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ დაამატოთ მეტი წყალი). მზა ვარდის წყალი გროვდება თასში პროცესის ბოლოს.

2-ე ვარიანტი

ტაფას დააფარეთ თავსახური (არა თავდაყირა, ჩვეულებისამებრ) და დადგით გაზზე. ვარდის ფურცლებით წყალი ადუღებამდე არ მიიყვანოთ, დაუწიეთ ცეცხლს და გააჩერეთ წყალი ამ მდგომარეობაში, სანამ ვარდის ფურცლები ფერს არ დაკარგავენ (ამას შეიძლება ნახევარი საათიდან ერთ საათამდე დასჭირდეს). შემდეგ გამოწურეთ წყალი ფურცლებიდან. დაუყოვნებლივ ჩაასხით წინასწარ მომზადებულ სტერილიზებულ ბოთლში, მჭიდროდ დაახურეთ თავსახური და შეინახეთ მაცივარში ან გრილ, ბნელ ადგილას. სახლში მომზადებული ბუნებრივი ვარდის წყალი სათანადოდ შენახვისას შესანიშნავად ინარჩუნებს სუნს, ფერს და გემოს ერთ წლამდე ან უფრო მეტხანს.

#drpkhakadze

წყარო

 

როგორ მოვუაროთ ცხვირის პირსინგს

0

როგორ მოვუაროთ ცხვირის პირსინგს რათა ავიცილოთ დისკომფორტი და თანმდევი პრობლემები გაიგებთ სტატიაში

გაასუფთავე შენი პირსინგი დღეში ორჯერ, დილით და ღამე ძილის წინ. თუ შენი კანი განსაკუთრებით მგრძნობიარეა მაშინ ერთხელ.

დაიბანეთ ხელები ანტიბაქტერიული საპნით, დარწმუნდით, რომ სუფთა ხელები გაქვთ.

აიღეთ ბამბის პატარა ნაჭერი, დაასველეთ ის სპეციალური მარილის ხსნარით (ისინი იყიდება ტატუს სალონებში და აფთიაქებში) ან 1/2 სუფრის კოვზი მარილი გახსენით წყალში და ისე დაალბეთ ბამბა.

ნაზად დაზილეთ მარლით (ბამბით) პირსინგი, ასევე თქვენი ცხვირის ნესტო, ორივე მხრიდან. არ ამოძრაოთ პირსინგი ძალიან ამან შეიძლება გაღიზიანება გამოიწვიოს.

გაიმშრალეთ დასველებული ადგილი სუფთა (სტერილური) ქაღალდით ან ნაჭრით.

არასოდეს  გამოიყენოთ სპირტი, ჩაის ნაყენი, ბეტადინი ესენი აღიზიანებენ ნაზ კანს და აუხეშებენ.  ყოველთვის გამოიყენე ახალი ბამბა. როდესაც ისუფთავებ გარედან იმ ბამბით აღარ გაისუფთავო ნესტოს შიგნით, ასევე პირიქით.

#dpkhakadze

წყარო

როგორ მოვუაროთ გაფართოებულ ფორებს სახეზე

0
{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":["local"],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{"transform":1},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":true,"containsFTESticker":false}

თუ გაფართოებული ფორები გაწუხებთ, მათ დიდი ყურადღება უნდა დაუთმოთ.  თქვენი მოვლა უნდა მოიცავდეს ფორების შევიწროების ეფექტურ პროდუქტებს. 

შავი წერტილების და გაფართოებული ფორების მიზეზების გაგება პირველი ნაბიჯია მათ აღმოსაფხვრელად. მათი გამოჩენის რამდენიმე ძირითადი მიზეზი არსებობს:

კომედოგენური ინგრედიენტები კოსმეტიკაში – ბევრი პროდუქტი შეიცავს ცხიმოვან ზეთებს და სხვა ინგრედიენტებს, რომლებსაც შეუძლია ფორების გადაკეტვა. ყურადღება მიაქციეთ კოსმეტიკური საშუალებების შემადგენლობას.

ზედმეტად ზედაპირული წმენდა – მინარევებისა და მაკიაჟის ნარჩენების არასრული მოცილება იწვევს მათ ფორებში დაგროვებას. ეს ქმნის იდეალურ პირობებს შავი წერტილების წარმოქმნისთვის. მნიშვნელოვანია გამოიყენოთ სწორი პროდუქტები კანის ღრმა გასაწმენდად.

ცუდი კვება – ცხიმოვანი და შაქრიანი საკვები ზრდის ცხიმის გამომუშავებას, რაც ხელს უწყობს ფორების გადაკეტვას. მაგრამ დაბალანსებული დიეტა საკმარისი ვიტამინებითა და მინერალებით აუმჯობესებს ჩვენი კანის მდგომარეობას.

სტრესი – სტრესი იწვევს ჰორმონ კორტიზოლის გამომუშავებას, რომელიც ასტიმულირებს ცხიმის გამომუშავებას. ეს იწვევს ფორების გადაკეტვას და ანთებას. ამიტომ, თქვენი ემოციური მდგომარეობის მართვა აუცილებელია ჯანსაღი კანის შესანარჩუნებლად.

ნაზი აქერცვლა და მინარევების მოცილება – მჟავები ერთ-ერთი საუკეთესო ინგრედიენტია ფორების შესამცირებლად. მჟავების შემცველი პროდუქტები, როგორიცაა სალიცილი ან გლიკოლი, ხელს უწყობს კანის მკვდარი უჯრედების ნაზად აქერცვლას და ფორებში მინარევების დაშლას.

ჯანმრთელი კანის მიკროფლორა – დატენიანება მნიშვნელოვანია ჯანსაღი კანის ბარიერის შესანარჩუნებლად. გამოიყენეთ დამატენიანებელი საშუალებები, რომლებიც არ ხურავს ფორებს.

აირჩიეთ სწორი დამატებითი აქტივები კოსმეტიკაში:

ფერმენტები – ისინი ღრმად წმენდს კანს, აშორებს ნაოჭებს და ხელს უწყობს პიგმენტაციის შემცირებას.

ვიტამინი C – ათანაბრებს სახის ფერს, აქვს ანტიოქსიდანტური ეფექტი.

ნიაცინამიდი –  აღადგენს კანის ჯანმრთელობას, ხსნის ანთებას, გაღიზიანებას და აქვს ცხიმის მარეგულირებელი ეფექტი.

#drpkhakadze

წყარო

როგორ შევინარჩუნოთ რუჯი- ხანგრძლივად

0
{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":["local"],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{"transform":1},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":true,"containsFTESticker":false}

თუ თქვენ უკვე ესტუმრეთ კურორტებს, მიაღებინეთ თქვენს კანს ოქროსფერი შეფერილობა და გსურთ, რომ იგი დიდი ხნით შეინარჩუნოთ ყურადღებით წაიკითხეთ მოცემული ინტრუქცია.

ამ მარტივი საფეხურების შესრულებით მიღებული რუჯი დიდი ხნის განმავლობაში გაალამაზებს თქვენს სხეულს

არ გამოიყენოთ გამათეთრებელი კოსმეტიკა-დაივიწყეთ იმ სახის ნიღბების შესახებ, რომელთა შემადგენლობაშიც შედის ლიმონი, გვირილა და კიტრი. ეს კომპონენტები იწვევენ კანის გათეთრებას. რუჯის შესანარჩუნებლად გამოიყენეთ ის კოსმეტიკური საშუალებები, რომლებიც შეიცავენ ქაცვის ექსტრაქტს.

მიიღეთ დიდი რაოდენობით A ვიტამინი-კაროტინი ერთერთი ყველაზე ძლიერი ბუნებრივი აქტივატორი და რუჯის შემანარჩუნებელია. იმისათვის, რომ კანს დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდეს ნათელი შეფერილობა , თქვენს კვების რაციონს დაუმატეთ: გარგარი, სტაფილო, პომიდორი, საზამთრო, ატამი, ნესვი.

დაიბანეთ სწორად- ბანაობის დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ რბილი ხელსახოცები, რომლებიც ნაკლებად იწვევენ კანის ზედა ფენის მოშორებას. თუ მიღებული რუჯი თქვენთვის ძვირფასია, მაშინ უახლოესი ერთი თვე უარი თქვით საუნებსა და მასაჟის პროცედურებზე. აორთქლების დროს კანის ქსოვილებში იზრდება ნივთიერებათა ცვლა, იგი მნიშვნელოვნად სუფთავდება და რუჯი თანდათან ქრება. გარდა ამისა, მაღალი ტემპერატურის ზემოქმედების შედეგად კანიდან გამოიდევნება დიდი რაოდენობით ტენი. ფერშეცვლილი კანისათვის ეს სულაც არ არის სასურველი – იგი სიცხის გარეშეც უკვე დამწვარია.

#drpkhakadze

წყარო

რამ შეიძლება გამოიწვიოს სახეზე გამონაყარი

0
{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":["local"],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{"transform":1},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":true,"containsFTESticker":false}

სახეზე გამონაყარის გამომწვევი მიზეზები, რომელთა შესახებ არაფერი იცოდით

აქტიურად აკონ­ტრო­ლებთ ტკბი­ლე­უ­ლის ოდე­ნო­ბას რა­ცი­ონ­ში, სწო­რად იწ­მენდთ კანს, ხში­რად ის­ვამთ მა­ლა­მო­ებს პრობ­ლე­მუ­რი კა­ნის­თვის, მაგ­რამ გა­მო­ნა­ყა­რი მა­ინც გახ­სე­ნებთ თავს? შე­საძ­ლოა, მისი გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბი ამ სტა­ტი­ა­ში აღ­მო­ა­ჩი­ნოთ.

მზისგან დამცავი საშვალებები. გამონაყარის წარ­მოქ­მნას უწყობს ხელს მზის­გან დამ­ცა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რო­მელ­თა შე­მად­გენ­ლო­ბა­შიც შე­დის ავო­ბენ­ზო­ნი. აუ­ცი­ლებ­ლად შე­ა­მოწ­მეთ ეტი­კე­ტი და თუ ამ ნივ­თი­ე­რე­ბას აღ­მო­ა­ჩენთ შე­მად­გენ­ლო­ბა­ში, აუ­ცი­ლებ­ლად გა­მოც­ვა­ლეთ.

დე ვი­ტა­მი­ნის ნაკ­ლე­ბო­ბა. ო­დე­საც ამ სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ვი­ტა­მი­ნის დე­ფი­ცი­ტია ორ­გა­ნიზ­მში, პირ­ველ რიგ­ში ამა­ზე იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა რე­ა­გი­რებს. და ის პა­ტა­რა ბაქ­ტე­რია, რო­მელ­საც ჩვე­უ­ლებ­რივ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში იმუ­ნი­ტე­ტი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­ა­ნე­იტ­რა­ლებ­და, ცო­ცხა­ლი რჩე­ბა. შე­დე­გად, სა­ხე­ზე არა­სა­სურ­ვე­ლი წერ­ტი­ლე­ბი ჩნდე­ბა.

ყავა იწ­ვევს მჟა­ვი­ა­ნო­ბას ორ­გა­ნიზ­მში და შე­სა­ბა­მი­სად, ეს აი­სა­ხე­ბა კა­ნის ზე­და­პირ­ზეც. ამას­თან, ყავა არ­ღვევს კუ­ჭის მიკროფ­ლო­რას, რის გა­მოც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი პრო­დუქ­ტე­ბის მო­ნე­ლე­ბა რთულ­დე­ბა და გარ­და­იქ­მნე­ბა ტოქ­სი­კურ ნივ­თი­ე­რე­ბე­ბად.

სმარტფონი, განსაკუთრებით მა­შინ, თუ ჯი­ბის მა­გივ­რად ჩან­თით ატა­რებთ. ყო­ველ ჯერ­ზე, რო­დე­საც აგ­ზავ­ნით მე­სიჯს ან შე­დი­ხართ ინ­ტერ­ნეტ­ში, ეკ­რან­ზე ყვე­ლა იმ ბაქ­ტე­რი­ას ტო­ვებთ, რო­მე­ლიც ხელ­ზე გქონ­დათ. თუ ტე­ლე­ფო­ნი ჯი­ბე­ში გი­დევთ, ეკ­რა­ნი ნა­ჭერს ეხე­ბა და იწ­მინ­დე­ბა, ჩან­თი­დან კი უბ­რა­ლოდ ბაქ­ტე­რი­ებ­ში გახ­ვე­უ­ლი აპა­რა­ტი ამო­გაქვთ. კა­ნის ცხი­მი კი, შე­რე­უ­ლი ტო­ნა­ლურ­თან და სხვა კოს­მე­ტი­კურ სა­შუ­ა­ლე­ბებ­თან, რო­მე­ლიც აგ­რეთ­ვე რჩე­ბა ეკ­რან­ზე სა­უბ­რის შემ­დეგ, იდე­ა­ლუ­რი ფო­ნია ბაქ­ტე­რი­ე­ბის გა­სამ­რავ­ლებ­ლად.

კოსმეტიკური სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მოც­ვლა. თუ კონ­კრე­ტუ­ლი კოს­მე­ტი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა გაკ­მა­ყო­ფი­ლებთ, ეცა­დეთ სულ იმა­ვე წარ­მო­ე­ბის პრო­დუქ­ტი იხ­მა­როთ. ყო­ვე­ლი ცვლი­ლე­ბა კა­ნის­თვის სტრე­სუ­ლია, რაზე რე­ა­გი­რე­ბაც გა­მო­ნა­ყა­რის სა­ხით ხდე­ბა.

#drpkhakadze

წყარო

ნატალია კლდიაშვილის ნამუშევრებში ევროპა და აზია ერთმანეთს ერწყმის

0
{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":["local"],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{"transform":1},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":true,"containsFTESticker":false}

მედიაჰოლდინგი “შენი” ესაუბრა ხელოვანსა და დიზაინერს ნატალია კლდიაშვილს _ რომლის ნამუშევრებს ხვდა პატივი და გამოფენილი იქნა ერთ-ერთ უმსხვილეს საერთაშორისო არტშოუ -მაიამი არტბაზელში.  მის ნამუშევრებში ძველი და ახალი ნივთები, ევროპული და აზიური კულტურა ერწყმის ერთმანეთს. თუ რა გზა გაიარა საყოველთაო აღიარებამდე დიზაინერმა, ამას ინტერვიუში გაეცნობით.

ვინ არის ნატალია კლდიაშვილი?

_ნატალია კლდიაშვილი არის “თვითგანვითარებადი სისტემა, რომლის სრულქმნა შესაძლებელი და აუცილებელია.” (გ. გურჯიევი)  ადამიანი, ხელოვანი, დედა, მეგობარი და შვილი. საზოგადოება კი  ჩემს შემოქმედებას უფრო იცნობს ვიდრე ამ ნამუშევრების ავტორს.

 

 

_რას ქმნით? გვიამბეთ თქვნეს ნამუშევრებზე…

_მთელი ჩემი შემოქმედება არის ევროპის და აზიის მიქსი. რომელიც სხვა და სხვა მასალით იქმნება. ეს არის ძვირფასი და ნახევრად ძვირფასი. მეტალი, ქვები, ათასი საგანი დეტალი და ისეთი, ნივთი რომელსაც ვერ წარმოიდგენ რომ შეიძლება იყოს ჩადებული ნამუშევარში. ეს ინსტალაიცები ძირითადად შედგება ძველი და ახალი ნივთებისგან, იმიტომ რომ მინდა ეს სხვადასხვა პერიოდის და ენერგეტიკის მატარებლები საგნები და ნივთები გავაერთიანო და მივიღო  საინტერესო სურათი. საბოლოოდ ვიღებ მართლა საინტერესო სურათს.

_როგორ დაიწყო ყველაფერი? და საიდან გაჩნდა იდეა?

_ყველაფერი დაიწყო ძალიან ბანალურად. ზღვიდან ყველას ჩამოაქვს სხვადასხვა ნივთები. ვაგროვებთ ნიჟარას, ქვას, კენჭებს. მეც  სხვადასხვა ფერის კენჭები მოვაგროვე და ჩამოვიტანე. მინდოდა გამერეცხა და მომეწესრიგებინა. დავყარე მაგიდაზე და ვეღარ მოვწყდი. დავინახე რაღაც სურათი და გადავწყვიტე რომ ეს სურათი გადამეტანა მყარ დისკზე. რომელზეც დავიწყე დაწებება. მოზაიკურად აწყობა. რაც რამე მქონდა სარკის ნატეხი. წიწიბურა, ბრინჯი. კიდევ რამე რომ მქონოდა იმასაც ვიხმარდი. იმდენად მინდოდა მრავალფეროვნება შემეტანა. საინტერესო ნამუშევარი გამოვიდა. რა იყო მაშინ ვერ ვხვდებოდი.მოგვიანებით გავიგე.

_რამდენად რთულია კონკურენტუნარიან ბაზარზე თავის დამკვიდრება?

_რთულია კონკურენტუნარიან ბაზარზე მოხვედრა. ეს არის წარმოუდგენელი. სტატისტიკა ზოგადად ასეთია 20 მილიონი მხატვარი და 5-6 მაქსიმუმ 10 გალერისტი. მე გამიმართლა მე შემხვდა არაჩვეულებრივი ადამიანი , ჩემი დიდი მეგობარი დევიდ დათუნა.(ამერიკელი ხელოვანი, წაროშობით საქართველოდან) აწ გარდაცვლილი. რომელმაც ნახა ჩემი გამოფენა- ინსტალაცია ძალიან მოეწონა. მითხრა რომ 9 თვეში მე მოვხვდებოდი საკმაოდ პრესტიჟულ ცნობილ გამოფენებზე არტჰემტომი. შემდგემ არტბაზელი. წარმოუდგენელი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში ალბათ უნდა მომხდარიყო.ეს არის იღბალი. შეიძლება ითქვას.

მთავარ რამეს ვეტყვი ყველას. არასოდეს ჩამოყაროთ ყურები. დიდ მუშაობას ყოველთვის მოაქვს წარმატება.

_უკმაყოფილო კლიენტი თუ გყოლიათ?

_ კლიენტები არ მყავს. მყავს არაჩვეულებრივი ადამიანები რომლებიც თვითონ მოდიან ამ ნამუშევართან და იციან რომ ეს ნამუშევარი მისთვის არის შექმნილი ასე ვუწოდებდი ჩემს თბილ, ტკბილ და არაჩვეუელებრივ აუდიტორიას. სხვანაირად ვეკიდები ამას იმიტომ რომ ეს არის ენერგიების გაცვლა ადამიანებს შორის.

_ორიოდე სიტყვა მსოფლიოში უკვე ბრენდად ქცეულ თქვენს მიერ გაფორმებულ მინიატურულ ვეფხისტყაოსანზეც რომ მითხრათ.

_ ეს იყო უნიკალური ისტორია.შემთხვევით აღმოვაჩინე გამომცემლობა ,,მინიატურა’ რომელიც ეძებდა დიზაინერს. ისეთი ტანდემი მოხდა ჩვენს შორის. რომელიც ზევით იყო დაწერილი.  მე ამერიკიდან ახალი ჩამოსული ვიყავი, ახალი დაწყებული მქონდა კოლექცია. ბგერის ვიზუალიზაცია გაკეთებული, ინსტრუმენტები გიტარები და ა.აშ

მინდოდა სიტყვის ვიზუალიზაცია გამეკეთებინა, ვეძებდი ნაწარმოებს, რაღაც განსკაუთრებულს და უცებ ვიპოვე უნიკალური გამომცემლობა ,,მინიატურა.” მადლობა მას. იმიტომ რომ ჩემი გული და ჩემი სულია.  ჩემ გულსა და სულს ვამკობ შემდეგ ნაწარმოებში ნახსენები ქვებით. არცერთი არასოდეს არ მეორდება და ყველა არის თავისებურად უნიკალური.

_სამომავლო გეგმები?

_რაც შეეხება სამომავლო გეგმებს. გეგმა მაქვს,  წლებია გამოფენა არ გამიკეთებია . ძალიან დიდი დრო სჭირდება ამ ყველაფერს.  ახლა უკვე მზად ვარ იმიტომ რომ რამოდენიმე კოლექცია მაქვს გამოსატანი. და ძალიან საინტერესო მერწმუნეთ. ვიცი რომ ძალიან დიდი შთაბეჭდილებებით წავა ყველა სტუმარი ჩემი გამოფენიდან.

ყველას მინდა ვთხოვო ყურადღებით იყოს ჩემ ფეისბუქ გევრძე გამოვაქვეყნებ არ გამოგეპაროთ. იმიტომ რომ მართლა საინტერესო იქნება. ინტრიგას დავტოვებ.

ავტორი: თამარ ფიცხელაური

ვაზელინი- უნივერსალური პროდუქტი

0
{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":["local"],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{"transform":1},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":true,"containsFTESticker":false}

ვაზელინი უნივერსალური პროდუქტია, რომელიც თქვენი კოსმეტიკის ჩანთის ნახევარს ჩაანაცვლებს.

ვაზელინი გამოიყენება კანის დასარბილებლად და ჭრილობებისა და დამწვრობის მოსაშუშებლად, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი, რისი გაკეთებაც მას შეუძლია. აი, კიდევ რისთვის არის ეს საშუალება სასარგებლო: ახანგრძლივებს სუნამოს არომატს – შეიზილეთ კანის ის ადგილი, სადაც სუნამოს დაისხამთ;

წმენდს კანს – გააკეთეთ სახის ბუნებრივი სკრაბი შაქრისა და ვაზელინის ნარევიდან;

იცავს თქვენს სახეს თმის საღებავისგან – შეზეთეთ კანი თმის ხაზის გასწვრივ თმის შეღებვამდე;

არბილებს ნუნებს და ქუსლებს – წაისვით პროდუქტი ფრჩხილების ირგვლივ ან ქუსლებზე და შემდეგ აუცილებლად ჩაიცვით წინდები;

აგრძელებს წამწამებს – წაისვით წამწამები ტუშის წასმის ნაცვლად და ვიზუალურად უფრო გრძელი გამოჩნდება;

აშორებს მაკიაჟს – წაისვით პროდუქტი ბამბის ტამპონზე და ფრთხილად მოიცილეთ სახიდან დარჩენილი მაკიაჟი.

წყარო

ალოეს ნიღაბი- მოვამზადოთ სახლში

0
{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":["local"],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{"transform":1},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":true,"containsFTESticker":false}

ძველ ეგვიპტეშიც ალოე „უკვდავების მცენარის“ სახელით იყო ცნობილი – როგორ მოვამზადოთ ალოეს ნიღაბი სახლის პირობებში

ძველ ეგვიპტეშიც ალოე „უკვდავების მცენარის“ სახელით იყო ცნობილი და ქალები მას ნაოჭებთან საბრძოლველად იყენებდნენ. იგი კვლავ ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა კოსმეტიკური საშუალების წარმოებაში. ნაოჭებთან ბრძოლის გარდა, ამ მცენარეს სხვა უამრავი სასარგებლო თვისება აქვს. ალოეს, ან როგორც მას აგავას უწოდებენ, იყენებდნენ და დღესაც იყენებენ სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ – კანის დაავადებებიდან დაწყებული, კუჭის წყლულით და ტუბერკულოზით დამთავრებული. სამკურნალოდ გამოიყენება ალოეს ფოთლები და კერძოდ, ალოეს წვენი.

შეიცავს ვიტამინებს B12, C, E და ბეტა-კაროტინს. კოსმეტოლოგები ასევე აფასებენ ალოეს რეგენერაციულ თვისებას, რომლის წყალობითაც კანის უჯრედებში მეტაბოლური პროცესები სტიმულირდება. სწორედ ამიტომ ალოეს იყენებენ ნაოჭების საწინააღმდეგო კოსმეტიკის წარმოებაში.

უმჯობესია მიმართოთ სილამაზის ინდუსტრიის პროფესიონალების მიერ შექმნილ ალოეზე დაფუძნებულ ნიღბებს, მაგრამ მათი გაკეთება სახლშიც შეგიძლიათ.

ალოეს ნაოჭების საწინააღმდეგო ნიღაბი მშრალი და დაბერებული კანისთვის: ასეთი ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 1 ჩ.კ. ცხიმიანი კრემი, 1 ჩ.კ. მცენარეული ზეთი და 1 ჩ.კ. ბიოსტიმულირებული ალოეს წვენი, შეურიეთ ყველა კომპონენტი, წაისვით ნიღაბი მსუბუქი მასაჟის მოძრაობებით და 15-20 წუთის შემდეგ მოიცილეთ ბამბის საფენით.

წყარო

 

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.