შაბათი, აპრილი 25, 2026
- Advertisement -
Google search engine

გაიმარტივეთ საახალწლო შოპინგი ონლაინ შოპინგით

0
#image_title

შოპინგი ყოველთვის სასიამოვნოა. განსაკუთრებით კი თუ საქმე ეხება საახალწლო საყიდლებს

საახალწლო პერიოდში სავაჭრო ცენტრები გადატვირთულია, ასევე მუდმივი საცობები დისკომფორტს ქმნის მგზავრობისას და დროც ძალიან ბევრი იხარჯება. ამიტომ საახალწლო პერიოდში ნამდვილი შვება იქნება ონლაინ შოპინგი.

ონლაინ შოპინგს უამრავი უპირატესობა აქვს — მუდმივი ფასდაკლებები, მრავალფეროვანი არჩევანი, სწრაფი ტრანსპორტირება, უსაფრთხო გადარიცხვები. ახლა ჩვენ ინტერნეტში ნებისმიერი ნივთის ყიდვა მაუსზე თითის რამდენიმე დაწკაპუნებით ისე შეგვიძლია, რომ სახლიდან გასვლაც კი არ მოგვიწევს.

ინტერნეტში შოპინგი ძალიან მარტივია, თუმცა მიუხედავად ამისა, ზოგჯერ სხვადასხვა ონლაინ მაღაზიებში კვალის გაგნება შეიძლება მაინც გაგიჭირდეთ.

გისურვებთ წარმატებულ შოპინგსა და ბედნიერ დამდეგს!

#drpkhakadze #pitskhelauri

https://shenipositive.ge/  https://shenisilamaze.ge/

#აქხარისხია

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

ახალი წლის მოლოდინში მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ქალაქები

0
#image_title

ახალი წლის დადგომამდე სულ ცოტა დრო რჩება. და ეს წლის ყველაზე საუკეთესო დროა

 

ახალი წლის დღესასწაულის მოლოდინი მხოლოდ ჩვენს გულებში არ არის: ის ყველგან შეიძლება დაინახოთ. მაღაზიების ვიტრინებში, გაფორმებულ ქუჩებში - ყველა შობა-ახალი წლისთვის ემზადება.

მსოფლიოს ყველაზე დიდი ქალაქები თითქოსდა ჯადოსნური ჯოხის დახმარებით გარდაიქმნება. შობა-ახალი წლის სული ჰაერში ტრიალებს, ცენტრალურ მოედნებზე ერთ ღამეში უზარმაზარი საახალწლოდ მორთული ნაძვის ხეები ჩნდება. მოდით ერთად დავათვალიეროთ საახალწლოდ მორთული მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ქალაქები.

ლონდონი

ახალი წელი ნანატრი დღესასწაულია. გასაოცარია, რომ მოუთმენელი მოლოდინი არა მხოლოდ ბავშვებს, არამედ უფროსებსაც აქვთ. რამდენიმე დღით სირბილს ვაჩერებთ, რომ ყურადღება მივაქციოთ იმას, თუ როგორ იცვლება ქალაქი ჯადოსნური დღესასწაულის მოლოდინში. ინგლისელები გამონაკლისს არ წარმოადგენენ. როგორც წესი, დიდი ბრიტანეთის დედაქალაქის მორთვას ჯერ კიდევ ოქტომბერში იწყებენ, რომ სადღესასწაულო განწყობა ნაადრევად შექმნან, ქალაქის მაცხოვრებლები შობა-ახალი წლის ჯადოსნურ ატმოსფეროში ჩაძირონ - რადგან ინგლისელებისთვის ეს დღესასწაული ყველაზე საყვარელი და პატივსაცემია.

ნიუ იორკი

რამდენი საახალწლო საყვარელი ფილმები სწორედ რომ ამერიკაში არის გადაღებული. და კიდევ რამდენის ყურება მოგვიწევს! გასაოცარია, მაგრამ ამერიკელებს ისე, როგორც არავის, შეუძლიათ ქალაქში, კერძოდ ნიუ-იორკში საახალწლო განწყობა შექმნან - თუნდაც გაიხსენეთ, ნაძვის ხის ანთებას როგორი გრანდიოზული დღესასწაული მოჰყვება. ესტუმრეთ როკფელერის ცენტრს, რომ 30 ათასი სათამაშოთი მორთული უზარმაზარი ნაძვის ხე ნახონ, რომელიც აქ 1931 წლიდან იდგმება.

პარიზი

ახალი წლის მოსვლა აქ შეგიძლიათ ორი მთავარი მაღაზიის Pringtemps და Galeries Lafayette გაფორმებიდან დაინახოთ, თიითქოს და ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუ რომელს უფრო ლამაზი და ჯადოსნური გაფორმება ექნება. ვის არ სურს საახალწლო ზღაპარში მოხვედრა.

რომი

რომში ყინვა და თოვლი არ არის. დეკემბრის დღებში ქალაქის ბაღებში ვარდები და ფორთოხლის ხეები ჰყვავიან. დღისით ტემპერატურა +15 გრადუსია, ღამით კი +7 გრადუსი. საახალწლოდ ხალხი თითქმის საზაფხულო კოსტიუმებსა და კაბებში გამოწყობილნი მწვანე მინდორზე სხდებიან, რომ შამპანურით ხელში ახალი წლის მოსვლა აღნიშნონ.

#drpkhakadze #pitskhelauri

https://shenipositive.ge/  https://shenisilamaze.ge/

#აქხარისხია

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

გრეის კელი -10 ოქროს წესი, რომლებსაც ცხოვრებაში ხშირად იყენებდა

0
#image_title

მიუხედავად იმისა, რომ მონაკოს პრინცესა და გამორჩეული მსახიობი გრეის კელი წლების წინ გარდაიცვალა, იგი დღემდე სილამაზისა და სტილის ხატად ითვლება. 

გრეის კელი თავისი ცხოვრების 10 ოქროს წესს გავიზიარებს, რომელთა დახმარებითაც ყოველთვის დახვეწილად და ელეგანტურად გამოიყურებოდა და ამავდროულად, ეს წესები ცხოვრებაშიც ხშირად ეხმარებოდა:

თმის მოწესრიგება და წელში გამართულად სიარული არა მხოლოდ პრინცესასთვის, არამედ ნებისმიერი ქალისთვის სავალდებულოა. ეს საბაზისოა. თუ დამღლელად და რთულად გეჩვენებათ, შეგიძლიათ, სხვა გზა აირჩიოთ.”

“ძლიერ ქალს საკუთარი თავის დაცვა შეუძლია, მაგრამ ნურც მამაკაცისთვის შეგეშინდებათ დახმარების თხოვნა.”

“მიყვარს ხეებს შორის სიარული, ტყის ბილიკებზე, სანაპიროზე სეირნობა. მომწონს მარტო ყოფნა. ამ დროს, თავს ბუნების ნაწილად ვგრძნობ. ელემენტების დასატენად მარტოობა ყველას სჭირდება. ეს თერაპიას ჰგავს.”

,,მარგალიტი ძვირფასი ქვების დედოფალია და ამავდროულად, დედოფლების ძვირფასი ქვაა.”

“მე ფემინისტი ვარ და ვფიქრობ, რომ ქალებს შეუძლიათ, ის გააკეთონ, რასაც აირჩევენ.”

” ისე მოექეცით ბავშვებს, როგორც თანასწორ ადამიანებს, რომლებსაც საკუთარი უფლებები აქვთ; პატივი ეცით მათ გრძნობებსა და მისწრაფებებს.”

“მამაჩემს ძალიან მარტივი შეხედულება ჰქონდა ცხოვრებაზე: ამბობდა, რომ უფასოდ არაფერი მიიღება. ყველაფერი შრომით, შეუპოვრობით და პატიოსნებით უნდა დაიმსახურო.”

ბრაზითა და სისასტიკით ვერანაირ პრობლემას ვერ გადაჭრი.”

“არასოდეს თქვა “არასოდეს” და არასოდეს თქვა “ყოველთვის.”

“ადამიანმა საკუთარი თავისაგან რაღაც უნდა შექმნას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჟურნალის მაკეტს დაემსგავსება.”

#drpkhakadze #pitskhelauri

https://shenipositive.ge/  https://shenisilamaze.ge/

#აქხარისხია

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

 

მომღერალი ნინი ბადურაშილი იუბილარია

0
#image_title

  ნინი ბადურაშვილი 39 წლის გახდა: როგორ ულოცავენ მომღერალს იუბილეს

ნინი ბადურაშვილი 27 დეკემბერს 39 წლის გახდა. მომრერალს ამ დღეს მეგობრები და გულშემატკივრები ულოცავენ.

ნინი ბადურაშვილი 1985 წლის 27 დეკემბერს რეჟისორ ერეკლე ბადურაშვილისა და ქართველი მომღერლისა და მსახიობის, ეკა კახიანის ოჯახში დაიბადა. ექვსი წლიდან “ბასტი-ბუბუს” სოლისტი იყო. პირველი კლიპი ბავშვობაში დათო ევგენიძის სიმღერაზე, „ნანა ჩემო ბაია” გადაიღო. ასევე იყო ჯგუფ “სტეფანე და 3G”-ს წევრი.

ეკა კახიანს საზოგადოება კარგად იცნობს. ის ბევრისთვის საყვარელი მომღერალი და მუსიკოსია, თუმცა, გარდა კარიერისა, ეკა ხშირად იქცევს საზოგადოების ყურადღებას პირადი ცხოვრების გამოც. მიუხედავად არაერთი კითხვისა, ის საკუთარ ურთიერთობებზე ხმამაღლა არასდროს საუბრობს.

#drpkhakadze #pitskhelauri

https://shenipositive.ge/  https://shenisilamaze.ge/

#აქხარისხია

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

ტოპ 3 საახალწლო ფილმი -შეიქმენით საახალწლო განწყობა

0
#image_title

სახალწლო განწყობა რომ შეიქმნათ მხოლოდ დეკორაცია და სუფრა არ კმარა, ამისთის საახალწლო მუსიკა და საახალწლო ფილმებიც საჭიროა

საახალწლო განწყობა რომ აიმაღლოთ წელსაც აუცილებლად უნდა უყუროთ ტოპ 3 საახალლწო ფილმს. გთავაზობთ ჩამონათვალს

მარტო სახლში

კევინისა და ბანდიტების თავგადასავლების ნახვა უკვე წლებია საახალწლო ტრადიციის განუყოფელ ნაწილად იქცა. ცალკე ყურადღებას იმსახურებენ მეორეხარისხოვანი პერსონაჟები – მაკკალისტერების დიდი და ხმაურიანი ოჯახის წევრები, ერთი შეხედვით საშიში მეზობელი… აღსანიშნავია, რომ ფილმის მეორე ნაწილში დონალდ ტრამპის ნახვაც შეგეძლებათ.

როგორ მოიპარა გრინჩმა შობა

ქალაქ კტოგრადში ერთი კაცი ცხოვრობდა, სახელად – გრინჩი. თავიდან ბოლომდე მწვანე ფერის არსება არავის უყვარდა. გრინჩი მთელ სამყაროზე განაწყენებული იყო,  განსაკუთრებით კი არ უყვარდა შობის დღესასწაული და ამ დღეს ყოველთვის ცუდი განწყობით ხვდებოდა.

პორალური ექსპრესი

კრის ვან ოლსბერგის ზღაპრის ეკრანიზაცია, გვიყვება ამბავს ბიჭზე, რომელიც თანტოლების დაცინვის მიუხედავათ ყოველთვის სჯეროდა სანტა კლაუსის არსებობის.

#drpkhakadze #pitskhelauri

https://shenipositive.ge/  https://shenisilamaze.ge/

#აქხარისხია

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

მთავარი კითხვა -რა ფერი ჩავიცვათ საახალწლოდ

0
#image_title

ერთი ფერი, რომელიც ახალი წლის ღამეს უნდა ჩაიცვათ

ფერი რომელიც ახალი წლის ღამეს უნდა გეცვათ, 2025 წელი ასტროლოგიურად იქნება გარდამავალი და ტრანსფორმაციული პერიოდი, სადაც მრავალი ახალი შესაძლებლობა და გამოწვევა შეიძლება წარმოიშვას.

რა ფერი უნდა გვეცვას ახალი წლის ღამეს? 

2025 წლის ახალი წლის ღამეს სასურველი ფერია ლურჯი. მეორე ადგილზე კი ვერცხლისფერია. ეს ფერები ასოცირდება სიმშვიდესთან, სიხარულთან და წარმატებასთან, რაც ახალ წელს პოზიტიური ენერგიით დაწყებაში დაგეხმარებათ.

ასევე  მწვანე ან ცისფერი ტონებიც შესაფერისია, რადგან ისინი ხის სტიქიას აღნიშნავენ.

ფერი შეარჩიეთ თქვენი განწყობისა და ენერგეტიკის მიხედვით!

#drpkhakadze #pitskhelauri

https://shenipositive.ge/  https://shenisilamaze.ge/

#აქხარისხია

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

2025 წლის მთავარი ტრენდი

0
#image_title

 2025 წლის მტავარი ტრენდი -ცხოველური პრინტია, როგორც მოდა, დროის განმავლობაში ხშირად ბრუნდება პოპულარობაში. მათი ელეგანტურობა და გამომწვევი ხასიათი მუდმივად ახალ სტილს ჰმატებს დიზაინერების კოლექციებს. 


2025 წლის მოდის ტენდენციები სწორედ ამას გვკარნახობენ, რომ გარდერობი ვინტაჟური სამოსით გავახალისოთ. წელს ისე, როგორც არასდროს აქტუალურია ცხოველის პრინტი. ეს ტრენდი 2025 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციაში მრავალმა დიზაინერმა წარადგინა.

ცხოველური პრინტი ჰოლივუდის მსახიობებში მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში პოპულარული იყო. 1931 წელს მერიან ნიკსონი ცხოველური პრინტის ტანსაცმლით და ქურთუკით გამოჩნდა. რამდენიმე წლის წინ ვულგარულად ითვლებოდა, მაგრამ ახლა კვლავ ტრენდშია.

#drpkhakadze #pitskhelauri

https://shenipositive.ge/  https://shenisilamaze.ge/

#აქხარისხია

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

 

ჰოლივუდის ლეგენდა არნოლდ შვარცნეგერი როგორც სანტა კლაუსი

0
#image_title

ჰოლივუდის ლეგენდა არნოლდ შვარცენეგერი რადიკალურად შეცვალილი  იმიჯით, როგორც სანტა კლაუსი.

არნოლდ შვარცნეგერი ასეთი მოულოდნელი იმიჯით გამოჩნდა ახალი საშობაო კომედიის “კაცი ჩანთით” გადასაღებ მოედანზე.

პაპარაცებმა “რკინის არნი” ნიუ-იორკის ქუჩებში საოცარი მაკიაჟით დაიჭირეს, რომელიც მთლიანად მალავდა მის დამახასიათებელ თვისებებს. თეთრი წვერით, სანტას სვიტერით, წითელი ქურთუკით და მხიარული ქუდით შვარცენეგერი სრულიად ამოუცნობად გამოიყურებოდა.

თავად მსახიობმა სოციალურ ქსელში გადაღებებიდან მიღებული შთაბეჭდილებები გააზიარა. მან კოლეგა ალან რიჩსონთან ერთად ფოტო გამოაქვეყნა და აღიარა, რომ წარმოუდგენლად ბედნიერი იყო ამ პროექტში მონაწილეობით.

“სანტა კლაუსი მოდის ქალაქში! ფანტასტიკურია “კაცი ჩანთით” @alanritchson-თან ერთად. ჩვენი რეჟისორი @adamshankman ერთ-ერთი ყველაზე მხიარული რეჟისორია, ვისთანაც მიმუშავია, ნიუ-იორკი საოცარი მასპინძელია, @amazonmgmstudios-თან მუშაობა არის სიხარული და მოუთმენლად ველოდები თითოეულ თქვენგანს გაგიზიაროთ ეს საშობაო ხალისი”, – წერს შვარცენეგერი.

არნოლდ შვარცენეგერისთვის სანტა კლაუსის როლი ერთგვარი დაბრუნება იყო ოჯახურ კინოში. მან ბოლოს ითამაშა საშობაო კომედიაში A Gift for Christmas 1996 წელს.

#drpkhakadze #pitskhelauri

https://shenipositive.ge/  https://shenisilamaze.ge/

#აქხარისხია

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

 

ვარსკვლავები ყველაზე ძვირადღირებული კაბებით

0
#image_title

ყველაზე ძვირად ღირებული კაბები და ვარსკვლავები წითელ ხალიჩაზე

ვარსკვლავები როგორც წესი, წითელი ხალიჩისათვის, სხვადასხვა ღონისძიებისათვის განსაკუთრებით ემზადებიან და სურთ გამორჩეულად გამოიყურებოდნენ. თუმცა, ზოგიერთმა მათგანმა სხვადასხვა დროს იმდენად ძვირად ღირებული კაბა აირჩია, რომ პრესის ყურადღება ამ კუთხითაც მიიპყრო:

ჯენიფერ ლოურენსი Dior-ის კაბაში – $80,000

მას შემდეგ, რაც ჯენიფერ ლოურენსმა Dior-ის სახლთან ხელშეკრულება გააფორმა, მის ოფიციალურ კაბებს სწორედ აღნიშნული მოდის სახლი ქმნის. 2014 წელს ჯენიფერ ლოურენსი “ოსკარის” დაჯილდოებას წითელი ფერის ულამაზესი კაბით დაესწრო, რომლის ღირებულებაც, დაახლოებით, 80 000 დოლარი იყო.

ენ ჰეთეუეი Valentino-ს კაბაში – $80,000

2011 წელს ენ ჰეთეუეი “ოსკარის” დაჯილდოებას Valentino-ს ულამაზესი კაბით დაესწრო, რომლის ღირებულებაც 80 000 დოლარი იყო. ჰეთეუეიმ ღონისძიებისათვის Tiffany & Co-ს ძვირად ღირებული ყელსაბამიც აირჩია. ყელსაბამი – Lucinda 10 მილიონი დოლარი ღირდა.

ქეით უინსლეტი Valentino-ს კაბაში – $100,000

“”ოსკარის” დაჯილდოება ვარსკვლავებისათვის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ღონისძიებად ითვლება. ამიტომაც, შოუბიზნესის წარმომადგენლები ყოველთვის ცდილობენ, გამორჩეული კოსტიუმები აირჩიონ. ქეით უინსლეტი 2007 წელს დაჯილდოებაზე Valentino-ს კაბით წარდგა, რომლის ღირებულებაც 100 000 დოლარია.

#drpkhakadze #pitskhelauri

https://shenipositive.ge/  https://shenisilamaze.ge/

#აქხარისხია

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

როგორი მაკიაჟი და აქსესუარები შევუხამოთ ახალი წლის ლუქს -მოიზიდეთ წარმატება

0
#image_title

რა ფერის სამოსით უნდა შევხვდეთ ახალი წლის ღამეს, რომ წარმატება მოვიზიდოთ და რა უნდა გავითვალისწინოთ მაკიაჟისა და აქსესუარების შერჩევისას 

ახალი წლის მთავარი სიმბოლო მწვანე ხის გველია.  გველი ძალიან ბრძენი, მოქნილი, ჭკვიანი ნიშანია და ამიტომაც, მომდევნო წელი ტრანსფორმაციისა და ცვლილებებისაა. როგორ შევხვდებით 2025 წელს, სამომავლო წარმატებებზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.

ახალი წლის ლუქის მთავარი ფერი რათქმაუნდა მწვანეა – 2025 წლის ერთ-ერთი მთავარი ფერია. ის ზრდას, განახლებასა და ჰარმონიას განასახიერებს. ეს ფერი სიმშვიდისა და თავდაჯერებულობის პოვნაში დაგეხმარებათ. ზურმუხტისფერი, ზეთისხილისფერი, ღია მწვანე, შედარებით ნათელი და კაშკაშა ტონები – მწვანე ფერის ნებისმიერი ვარიაცია შეგიძლიათ, სცადოთ.

როგორც  ამბობენ, გველი ბუნებრიობას აფასებს. ამიტომაც, ჯობს, ახალი წლის საღამოსთვის ბუნებრივი ქსოვილები, მაგალითად, აბრეშუმი, ბამბა ან სხვა მსგავსი ქსოვილები ავირჩიოთ.

2025 წელთან შესახვედრად დიდი ზომის, არაბუნებრივი სამოსი არ მოვირგოთ და აქცენტი დახვეწილ, ელეგანტურ ნივთებზე გავაკეთოთ.

როგორი აქსესუარები გამოვიყენოთ?

როგორც ასტროლოგები ამბობენ, გველს დახვეწილი, ელეგანტური აქსესუარები მოსწონს. ოქრო და ზურმუხტი შესანიშნავი არჩევანი იქნება. ძვირფასი ქვა სიბრძნისა და შინაგანი სიძლიერის სიმბოლოდ ითვლება. ოქრო კი სიმდიდრის მოზიდვაში დაგეხმარებათ.

ასევე, შეგიძლიათ, გამოიყენოთ გველის პრინტი – როგორც სამოსში, ასევე აქსესუარებში. ის წლის დადებითი ენერგიის მოზიდვაში დაგეხმარებათ.

ასევე, უპირატესობა მიანიჭეთ ხის აქსესუარებს. მაგალითად, საყურეს, სამაჯურს, გულსაბნევს თუ სხვა. ხისგან დამზადებული აქსესუარი მთელი წლის განმავლობაში წარმატებას მოგიტანთ.

მაკიაჟი და ვარცხნილობა

ისევე, როგორც სამოსისა და აქსესუარების შემთხვევაში,  მაკიაჟისა და ვარცხნილობის არჩევისას ბუნებრიობას მივანიჭოთ უპირატესობა, მშვიდ ჩრდილებზე გავაკეთოთ აქცენტი და კოსმეტიკური საშუალებების გამოყენებას არ გადავაჭარბოთ.

#drpkhakadze #pitskhelauri

https://shenipositive.ge/  https://shenisilamaze.ge/

#აქხარისხია

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.