პარასკევი, აგვისტო 14, 2026
- Advertisement -
Google search engine

ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ ქირომანტიის შესახებ, მხოლოდ მნიშვნელოვანი!

0
#image_title

ყველა გრძნობა და ემოცია, რომელსაც განვიცდით, ჩვენ სახეს თავისებურ გამომეტყველებას ანიჭებს, ხშირად ეს ნაკვალევი სამუდამოდ გვრჩება. მაგრამ, არამხოლოდ სახე აირეკლავს ჩვენს ემოციებს, ხელებიც. გაიგეთ მეტი ქირომანტიის შესახებ.

ქირომანტიის შესახებ ალბათ ბევრი არ გსმენიათ– მკითხაობის ერთ-ერთი უძველესი სისტემაა, რომელსაც მთელ მსოფლიოში ცდიან. მის ფესვებად ინდური ასტროლოგია და ბოშური მკითხაობა ითვლება. ქირომანტიის იდეა იმაშია, რომ განსაზღვროს ადამიანის ხასიათი და მომავალი ხელებზე არსებული ხაზების მიხედვით.

ქირომანტია დამწყებთათვის

ჯერ სწორად უნდა აარჩიოთ სამკითხაო ხელი. ითვლება, რომ ქალებში მარჯვენა ხელი აჩვენებს იმას, რაც დაბადებიდან იყო, მარცხენა კი იმას, რაც ცხოვრების მანძილზე აითვისეთ. მამაკაცებში კი პირიქით. ასევე, მნიშვნელობა აქვს დომინირებას – რომელი ხელით აკეთებს თითქმის ყველაფერს. ის მოგიყვებათ წარსულსა და აწმყოზე, არადომინანტური კი მომავალზე.

ახლა ვისაუბროთ ხაზებსა და მათ მნიშვნელობებზე. 4 ძირითადი ხაზია: გული, გონება, ცხოვრება და ბედისწერა. ყველა ეს ხაზი უნდა იპოვნოთ – მოკლეები თუ გრძელები, ყველა მათგანი აუცილებლად გაქვთ.

ხაზები ხელებზე

გულის ხაზი ადამიანის ემოციურ მდგომარეობას აჩვენებს, მის პირად შესაძლებლობებს ხსნის. მოგიყვებათ პიროვნების მგრძნობიარე მხარეზე, სიყვარულის შესაძლებლობასა და გრძნობების გამოხატვაზე.

გონების ხაზი, პირიქით, ადამიანის პრაგმატულ მხარეს აჩვენებს: მის გონებრივ მდგომარეობას, ინტელექტს და ყველაფერს, რაშიც ის კარგია.

სიცოცხლის ხაზი ჯანმრთელობასა და გამძლეობაზე მოგიყვებათ. მასზე წაიკითხავთ ყველაფერს, რაც განწყობას და ავადმყოფობებს ეხება.

ბედისწერის ხაზი აღნიშნავს კარიერას, ცხოვრებისეულ გზას და მიზნებს. მასზე დაინახავთ მთავარ მოვლენებსა და ცვლილებებს.

უფრო დეტალურად რომ გაერკვეთ, რჩევებს გთავაზობთ.

ხელის ტიპები ქირომანტიაში

ხელის ყველა ტიპი ადამიანის კონკრეტულ ხასიათზე მეტყველებს. მნიშვნელოვანია ხელისგულის სიგრძე. გამოყოფენ 4 სახეობას:

  1. მიწა
    თუ კვადრატული ხელისგული და თითები გაქვთ, კანი უხეში და შეწითლებული, ხელისგულის სიგრძე კი თითების სიგრძის თანაბარია, მაშინ თქვენი ხელის ტიპი – მიწაა. ასეთი ხელების მქონე ადამიანი პრაქტიკული და პასუხისმგებლობით აღსავსეა, გამოირჩევა მიზანდასახულობით. უყვარს რაღაცის წმენდა, გასუფთავება, დამუშავება..

  2. ჰაერი
    ამ ტიპის ხელი კვადრატული ან მართკუთხა ხელისგულებით და გრძელი თითებით ხასიათდება, მშრალი კანით. ხელისგულის სიგრძე უფრო ნაკლებია, ვიდრე თითების. ეს ადამიანები მოსაუბრეები და კომუნიკაბელურები არიან. მათში კარგადაა განვითარებული იუმორის გრძნობა და გონებამახვილობა.
  3. წყალი
    ამ ტიპის ადამიანებს გრძელი, მოქნილი ხელისგულები აქვთ კონუსური თითებით. ხელისგულის სიგრძე ამ შემთხვევაში თითების სიგრძის ტოლია. ასეთი ადამიანები თავს შემოქმედებაში პოულობენ, მგრძნობიარეები და გამჭრიახეები არიან. ხანდახან შეიძლება ჩაკეტილები იყვნენ, ხშირად ინტროვერტები არიან. ყოველთვის მშვიდები და აუღელვებლები.
  4. ცეცხლი
    კვადრატული შეწითლებული ან ვარდისფერი კანის მქონე ხელისგული და მოკლე თითები ცეცხლის ნიშანია. ამ შემთხვევაში, ხელისგულის სიგრძე უფრო მეტია, ვიდრე თითების. ასეთი ადამიანები ძალიან იმპულსურები და ამასთანავე, დასამახსოვრებელი ნატურები არიან. მათი გადაწყვეტილებები სპონტანური, თამამი და ინსტიქტურია.

ბორცვები

ხაზები და ტიპები გავარკვიეთ, ახლა ხელზე არსებული ფოსოების მნიშვნელობა გავიგოთ. მათ დასანახავად მტევნები ოდნავ უნდა მოხაროთ. დააკვირდით რომელი ბორცვია უფრო დიდი და რომელი საერთოდ არ გაქვთ.

  1. ვენერას ბორცვი
    მდებარეობს დიდი თითის ქვეშ. თუ ის მკვეთრადაა გამოხატული, მაშინ თქვენ ხართ ნატურა, რომელსაც სიამოვნება და ტკბობა უყვარს. მალე გიყვარდებათ და იმედგაცრუებასაც მალევე განიცდით. თუ ეს ბორცვი სუსტადაა განვითარებული, სექსუალური ურთიერთობის ნაკლებობაზე მიუთითებს.
  2. იუპიტერის ბორცვი
    განთავსებულია საჩვენებელი თითის ქვეშ. ის პასუხს აგებს სიამაყეზე, სიკეთესა და სიყვარულზე. გამოხატავს ლიდერულ უნარჩვევებს. თუ ადამიანს ის არ აქვს, ამბიციები და სწრაფვები არ გააჩნია.
  3. სატურნის ბორცვი
    განთავსებულია შუათითის ქვეშ. თუ ის განვითარებულია, სითამამეზე და გამბედაობაზე მიანიშნებს. თუ განვითარებული არაა, ორგანიზების ნაკლებობასთან გვაქვს საქმე.
  4. მზის ბორცვი 
    მდებარეობს არათითის ქვეშ. ის შემოქმედებით ადამიანზე მიგვითითებს, რომელიც სულიერებითაა სავსე და მუდამ იდეებითაა შთაგონებული. თუ ის განვითარებული არაა, ნშნავს, რომ ადამიანი ხელოვნებისა და შემოქმედების მიმართ მიდრეკილი არაა.
  5. მერკურის ბორცვი
    ეს კი ნეკა თითის ქვეშაა. მისი განვითარება საუბრის სიყვარულს მიანიშნებს. თუ ბრტყელია, მაშინ მორიდებულობასთან გვაქვს საქმე.

    #drpkhakadze #pitskhelauri

    გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

     

როგორ იქცევიან მდიდარი ადამიანები ყოველდღიურ ცხოვრებაში

0
#image_title

საინტერესოა როგორ იქცევიან მდიდარი ადამიანები. ყველა ადამიანი ოცნებობს უდარდელ ცხოვრებაზე, მაგრამ ცოტას თუ გამოსდის ეს. ფსიქოლოგები დარწმუნებულები არიან, იმისთვის, რომ მდიდარი და გავლენიანი გახდე, კონკრეტული ცხოვრების წესი უნდა დაიცვა და სწორი ჩვევები გამოიმუშაო.

მდიდარი ადამიანები  ქცევები ერთმანეთს ჰგავს. ბილ გეითსი, მარკ ცუკერბერგი, ილონ მასკი და სტივ ჯობსი ამის მაგალითები არიან.

დაგეგმვა უმნიშვნელოვანესია!

ილონ მასკს ხანდახან თანამედროვე თომას ედისონს უწოდებენ, რომელიც საკუთარო დროის დაგეგმვის მასტერია. ილონმა დატვირთული გრაფიკი გამოიმუშავა, რომელიც ძალიან ბევრი დავალების შესრულებას და სამუშაოს მოიცავს. ამასთან, მასკს არ ავიწყდება ოჯახი და ცდილობსუფრო მეტი დრო გაატაროს მათთან. “გამომდის, რომ ერთდროულად შევამოწმო ფოსტა და დრო ბავშვებთან გავატარო”-ამბობს მასკი.

მიზანდასახულობა პირველ რიგში

მუდმივი დაგეგმვის გარდა, მნიშვნელოვანია გვესმოდეს თუ რა მიზნებისკენ მივისწრაფვით. ბილ გეითსი თავის დროზე წერდა: “წელიწადში ორჯერ განმარტოებული ფიქრის კვირას ვაწყობ. ამ დროს ყოველდღიური საზრუნავი გვერდზე გადადის და ყველაზე რთულ ტექნიკურ და კომერციულ პრობლემებზე ვფიქრობ.”

არანაირი ტელევიზორი!

სად არის ამის დრო? მდიდრები მის ეკონომიას წევენ და ყველაზე უსარგებლო გასართობით არ არიან დაკავებულნი. წარმატებული ადამიანები პრაქტიკულად არ უყურებენ ტელევიზორს. სტივ ჯობსი წერდა: “ტელევიზორი ბევრ დროს კლავს. გამორთეთ და შეინარჩუნოთ ცხოვრება ტვინის უჯრედების სათანადო რაოდენობით”

კითხვა ყოველთვის აქტუალურია

ცისფერი ეკრანის ნაცვლად, მილიონერები წიგნების გარემოცვაში ატარებენ დროს. კითხულობენ ბევრს და გამალებით. მარკ ცუკერბერგი ამბობდა: “კითხვა ინტელექტუალური დაკმაყოფილებაა. წიგნების მეშვეობით მლიანად იძირები შენთვის საინტერესო ან საჭირო თემაში და მას სრულყოფილად შეისწავლი, ნებისმიერ მედიაზე მეტად.” დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, მარკი კვირაში მინიმუმ 1 წიგნს კითხულობს.

ბევრი მუშაობა

წარმატების ერთ-ერთი ყველაზე მარტივი საიდუმლო სიზარმაცის არქონაა. თავიდან ილონ მასკი კვირაში 100 საათი მუშაობდა. მომავალში გამოტყდა, რომ ეს ცოტათი ზედმეტიც კი იყო. ახლა, საათები 80-მდე დაიყვანა. ამასთან ნახულობს ოჯახს, აწყობს პრად ცხოვრებას და ისვენებს კიდეც.

არ ეშინიათ გარისკვა

გაანალიზებული რისკი ნებისმიერი წარმატებული ადამიანის ერთგული მეწყვილეა. ისინი იღებენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც საბოლოოდ მსოფლიოს ცვლიან. ოდესღაც, კნოპკიანი Blackberry-ის პერიოდში წარმოადგინა სტივ ჯობსმა მთლიანად სენსორული ეკრანის მქონე ტელეფონი. ახლა კი სმარტფონის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია!

პონტები — მათთვის არაა!

წარმატებული ადამიანები ხშირად მოკრძალებულები და მოკრძალებულებბი არიან. მაგალითად ცუკერბერგი, მუდამ ნაცრისფერ სამოსს ატარებს, ერთნაირ მაისურებს, შავ ჟაკეტებს, ჯონსს და კეტებს. ამით დროის ეკონომიას აკეთებს და სხვა მნიშვნელოვან საქმეებზე კონცენტრირდება.

დადებითი განწყობა და არანაირი პანიკა

მილიონერები ყველა პრობლემას როგორც დავალებას ისე უდგებიან. იმის მაგივრად, რომ ინერვიულონ და დაიძაბონ, ეძებენ ხერხს მის გამოსასწორებლად. ამასთან, ეს ადამიანები არასდროს აგდებენ პანიკაში სხვებს. თუ ჯგუფში ერთი მოთამაშე მაინც დემორალიზებულია, მათი გამარჯვების შანსები იკლებს.

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

როგორ გამოვიცნოთ ჩვილი ბავშვების სურვილები

0
#image_title

ბავშვები ლაპარაკის დაწყებამდე, თავის ენაზე საუბრობენ. იმისთვის, რომ გაეგოთ, ზრდასრულებმა გაშიფვრა სცადეს. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ მართალია ბავშვები სიტყვებით არ გადმოსცემენ სათმელს, მაგრამ სათანადო ნიშნებს გვაძლევენ. როგორ გავიგოთ ჩვილი ბავშვების სურვილები

ჩვილი ტირის, იცინის თუ ხმებს გამოსცემს, მიმართავს ჟესტებისა თუ მიმიკის ენას – უნდა გადათარგმნოთ და მასთან დიალოგის წარმოებასაც შეძლებთ.

ჩვილი ძუძუზე

ტირილი სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს

  1. შიმშილის დროს. ახალშობილი ისტერიულად იქცევა, თავს ატრიალებს და ხანდახან უცნაურ მხებს გამოსცემს.
  2. დაძახების მანიშნებელი. თუ პატარას სურს ვინმეს დაუძახოს, თავიდან რამდენიმე წამი ყვირის, შემდეგ 20 წამი ჩუმდება. და ასე ციკლურად. ისტერიკამდე მიდის მაშინ, თუ მის ძახილზე არავინ რეაგირებს.
  3. ავადმყოფობისას. ბავში ტირის მონოტონურად და უწყვეტად. თუ ძალა არ აქვს, ჩუმად. მოულოდნელ ამოყვირებებს ტკივილი აპროვოცირებს.
  4. თუ არაკომფორტულადაა. წკმუტუნებს და შესაბრალისად ტირის თუ გაღიზიანებულია ან მოუხერხებლად გრძნობს თავს.

ავსტრალიელმა პედიატრმა პრისცილა დანსტენმა პატარების მიერ გადმოცემული ხმების კვლევა ჩაატარა 4 თვემდე ასაკში და მივიდა დასკვნამდე, რომ რეფლექტური ხმები ინტერნაციონალურია და კონკრეტული მნიშვნელობა აქვთ. როცა პატარა უფრო იზრდება, იწყებს ხმების გადმოცემას, რათა იურთიერთოს. მანამდე ყველანაირი ხმა მის ფიზიკურ მოთხოვნილებებს პასუხობს. პედიატრების მიერ იყოფა შემდეგი კლასიფიკაცია:

  1. «ნია» («ნე») — «მშია!»
  2. «ჰე» — «არაკომფორტულად ვარ!»
  3. «აუ» («ოუ», «ოი») — «მეძინება, დავიღალე!»
  4. «იეო» («იეუ») — «მუცელი მტკივა, გაზები»
  5. «ე-ე» («ეი») — «გული მერევა!»

ჩვილი აქტიურად იყენებს სხეულის ენას

  1. ხრის ზურგს. 2 თვემდე ესაა პასუხი ტკივილზე, შემდეგ დაღლილობის სიგნალი. თუ ბავშვი ჭამის დროს ან  შემდეგ იხრება, ესეიგი დანაყრდა.
  2. რიტმულად ატრიალებს თავს. ცდილობს თავი გაართოს ან დაამშვიდოს. ასე შეიძლება მოიქცეს უცხო ხალხში ან ახალ აგრემოებაში.
  3. ხელს კიდებს ყურებს, ცხვირს. ბავშვი უბრალოდ იკვლევს თავის სხეულს. ნერვიულობა არ ღირს. შეიძლება ფეხებსაც ჩაეჭიდოს.
  4. მუშტებს კრავს. ჭამა უნდა. რამდენიმე წუთში შეიძლება ტირილიც მოაყოლოს.
  5. ფეხებს ჭიმავს. არის შესაძლებლობა, რომ მუცელი ტკივა და ფეხების მისკენ მოზიდვით ტკივილს იმსუბუქებს. ეს ქმედება ბუნებრივია.
  6. ხელებს ისვრის. დდი ალბათობაა, რომ რამემ შეაშინა. შეიძლება სინათლემ, ხმაურმა ან საკუთარი თავის ქმედებამ.

1 წლამდე ბავშვმა საუბარი არ იცის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მასარ უნდა ეკონტაქტოთ. პედიატრები მშობლებს ურჩევენ, რაც შეიძლება ბევრი ესაუბრონ ბავშვებს, აუხსნან და ააჩვენონ გარემო, ელაპარაკონ ისე, თითქოს მათ უკვე შეუძლიათ სათანადო რეაქციის გამოხატვა. ყველა ეს ქმედება მათ სწრფა განვითარებას უზრუნველყოფს.

 

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

სპირტი, წყალი და ერთი საიდუმლო ინგრედიენტი – ტკიპების საწინააღმდეგოდ

0
#image_title

ბუნებაში ყოფნა მაქსიმალურად ფხიზლადაა საჭირო.  ტკიპებისგან თავის დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია, ამაში კი სულ სამი ინგრედიენტი დაგეხმარებათ: სპირტი, წყალი და კიდევ ერთი საიდუმლო ინგრედიენტი

სპირტი, წყალი და კიდევ ერთი საიდუმლო ინგრედიენტი სამუდამოდ მოგაშორებთ ტკიპებს. ამ საკმაოდ საშიშ პარაზიტებს.

როგორ დავიცვათ თავი ტკიპებისგან?

  1. პიკნიკისთვის ადგილის მოძებნისას წიწვოვანი ტყე არჩიეთ. ამ შემთხვევაში ტკიპას საერთოდ ვერ შეხვდებით. ფოთლოვან ან შერეულ ტყეში გამგზავრებისას, ყურადღება მიაქციეთ მშრალ და მზით კარგად განათებულ მინდვრებს. გაექეცით მაღალ ბუჩქებს, ბუჩქნარებს, ჭაობებს.
  2. ბუნებაში დაჯდომამდე, ყურადღება მიაქციეთ ტანსაცმელს: მოკლე შორტები და მასირები სჯობს სხვა სიტუაციისთვის გადადოთ. უპირატესობა მიანიჭეთ სპორტულ სამოსს და მაღალყელიან წინდებს.
  3. სტატისტიკის მიხედვით, ტკიპებს უფრო მეტად სხეულის შემდეგი ნაწილები იკრავენ: კისერი, მუცელი და საზარდულის არე. ამიტომაც, ეს ზონები საგულდაგულოდ დაფარეთ.
  4. სანამ დასასვენებლად გაეშურებით, ტანსაცმელი სპეციალური ხსნარით დანამეთ, ასევე კანიც.
  5. გაყიდვაში სპეციალური სამოსიცაა, რომლებიც დამცავებს წარმოადგენენ.
  6. სახლში დაბრუნებისას გაიხადეთ ყველაფერი და დააკვირდით ხეულს, პარაზიტებს ხომ არ მიუგნიათ რაიმე ნაწილისთვის. ტანსაცმელი ცხელ წყალში გარეცხეთ.
  7. სახლში ტკიპას დანახვისას, სასწრაფოდ გაჭყლიტეთ.

თუ ქიმიური ხსნარების წინააღმდეგი ხართ, სახლში ეს მარტივი საშუალება მოამზადეთ.

ინგრედიენტები

  • 2 ჩ.კ. ნემსიწვერას ეთერული ზეთი
  • 2 ჩ.კ სამედიცინო სპირტი
  • 1 ჭიქა წყალი

მომზადება

  1. აურიეთ ეს ინგრედიენტები მომცრო ფლაკონში.
  2. ყოველ ერთ საათში დაასხით ტასნაცმელსა და სხეულის შიშველ ნაწილებს.

თუ არ გაგიმართლად და ტკიბა კანში მაინც მოხვდა, უყრუეთ ამ მასტერკლასს, რომელიც მისგან განთავისუფლებაში დაგეხმარებათ.

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

აი, როგორ მშობლებს თვლის ექიმი კომაროვსკი კარგებად

0
#image_title

ბავშვისთვის მშობელი ყველაზე ახლო და მნიშვნელოვანი ადამიანია მთელს სამყაროში. მხოლოდ საყვარელ დედებზე და მამებზეა დამოკიდებული იქნება თუ არა პატარა წარმატებული, ჰუმანური, ბედნიერი და ჯანმრთელი. ექიმი კომაროვსკი და მისი რჩევები მშობლებს 

კომაროვსკი ბევრი მშობლისთვის საკულტო ექიმია. ცნობილი პედიატრი, ექიმი კომაროვსკი დარწმუნებულია, რომ ბავშვის ადეკვატური აღზრდისთვის მშობლები უბრალოდ ნორმალური ადამიანები უნდა იყვნენ. ის გამოყოფს 5 ნიშანს, რომელიც ასეთ მშობლებს ახასიათებს. ასეთ დროს ბავშვი საიმედო ხელშია.

ისინი ერთად იღებენ გადაწყვეტილებებს
ადეკვატური მშობლები არამხოლოდ მონაწილეობენ შვილის ცხოვრებაში, არამედ ბავშვის საკითხებს ერთად წყვეტენ. ერთობლივად ფიქრობენ რა სჭირდება პატარას, რისი დაკლება არ შეიძლება. ინაწილებენ პასუხისმგებლობებს მოვლის საკითხში, რათა ორივემ კომფორტულად იგრძნოს თავის.

ეჭვობენ
ბოლომდე არაფერში არ უნდა იყო დარწმუნებული. განსაკუთრებით თუ საქმე ბავშვის აღზრდას ეხება. სჯობს ეჭვობდნენ და შეცდომები დაუშვან ვიდრე პატარას აუკრძალონ მარხილზე დაჯდომა, იმიტომ რომ ბავშვობაში თავად ჩამოვარდნენ.

სწავლობენ
შეუძლებელია ყველაფერი იცოდე, უნდა დასვა კითხვები და ისწავლო საკუთარ შეცდომებზე – ეს გამოცდილი მშობლებისთვისაც კი ნორმალურია. გახსოვდეთ, ყოველთვის შეიძლება რაღა უკეთ გააკეთო, ისევე როგორც გააფუჭო.

ობიექტურები არიან
წახვიდე საზოგადოებრივი აზრის ან ახლობელი ადამიანების წინააღმდეგ, მარტივი არაა. მაგრამ, უნდა გახსოვდეთ ბავშვის აღზრდაში მხოლოდ მშობლები არიან პასუხისმგებელნი. ყველა ნათესავი თუ ნაცნობი, რომელიც რჩევას იძლევა, მზად უნდა იყოს, რომ მათი რეკომენდაციები შესაძლოა მშობლებმა არ გამოიყენონ.

შეუძლიათ ემოციების კონტროლი
ხანდახან სიცილი გვინდება, ხანდახან ტირილი, მაგრამ ემოციური გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გახსოვდეთ, რომ ცივი და ფხიზელი გონებაა საჭირო.

ექიმი კომაროვსკი ხშირად საუბრობს ზედმეტად მზრუნველ დედებზე, რომლებიც ყველგან ჰყოფენ ცხვირს და ყველგან საფრთხეს ხედავენ. ასეთი ისტერია და მოთხოვნილება გარშემო მუდამ მაქსიმალურად სტერილური გარემო იყოს, პირიქით, უფრო ხშირი ავადმყოფობის მიზეზია ბავშვებში.

საუკეთესო მშობლები არიან ადამიანები, რომელთა ოჯახშიც ყველა კმაყოფილია: დედაც, მამაც და ბავშვიც. იმისთვის, რომ შვილი ბაქტერიებისგან დაიცვათ, უბრალოდ აკონტროლეთ საკვების სისუფთავე, ასწავლეთ დაიბანოს ხელი ყოველ ჯერზე, როცა საპირფარეშოში შევა და მოარიდეთ ადამიანებს, რომლებიც ამ წესს არ იცავენ.

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

 

ვეგეტარიანელობის მინუსები

0
#image_title

ბოლო ხანებში მოდურია რაიმე უჩვეულო კვებითი მოძრაობის წევრობა. ძალიან პოპულარული გახდა ვეგეტარიანელობა, ვეგანობა, შიმშილის სხვადასხვა სახეობა და უგლუტემინო დიეტები. მინუსები ვეგეტარიანელობაშიც არის.

მინუსები ბევრია, ბევრი არ ფიქრობს იმაზე, რომ ყველას ორგანიზმს არ უხდება ასეთი კარდინალური ცვლილებები.

ბრიტანელმა მეცნიერებმა მასიურად გამოკითხეს ვეგეტარიანელები იმის შესახებ, თუ რამდენად დიდხანს იცავდნენ მცენარეულ დიეტას, ჰკითხეს კვების სირთულეებსა და იმაზე, თუ როგორ გრძნობდნენ თავს ცხოველური პროდუქტების გამორიცხვის შემდეგ.

გამოკვლევის შედეგებმა მთელი მსოფლიო გააოგნა. ვეგეტარიანელებისა და ვეგანების 84%მა დასახულ გზას გადაუხვია და კვლავ დაიწყო ხორცის გამოყენება. საინტერესოა, რატომ? აი ყველაზე გავრცელებული მიზეზები.

რატომ არის რთული ვეგეტარიანელობა

1. მუდმივად წინასწარ გეგმავ რაციონს და სულ უნდა ამზადოთ და ამზადოთ. ყველა საჭირო პროდუქტი არ იშოვება სახლთან ახლოს. კერძების რაციონი ისე უნდა დაგეგმოთ, რომ ნივთიერებებმა ორგანიზმის ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილონ.

2. სანამ მეგობრებთან ერთად რესტორანში წახვალთ, დაწვრილებით უნდა შეისწავლოთ მენიუ და დარწმუნდეთ, რომ იქ ცხოველური არაფერი იქნება.

3. იდეოლოგიის ბევრი მიმდევარი ეჯახება ვიტამინებისა და მიკროელემენტების უკმარისობის პრობლემას. პირველ რიგში საუბარია B12 ვიტამინზე, რომელსაც შეიცავს ზღვის პროდუქტები და საქონლის ხორცი, ასევე D ვიტამინზე, რომელსაც რძის პროდუქტები, ყველი და კვერცხი შეიცავს. ასევე კალციუმზე და სპილენძზე. მათი დეფიციტი ვლინდება კიდურების დაბუჟებაში, ხშირ თავის ტკივილში, დეპრესიაში, დაქვეითებულ იმუნიტეტში.

4. თუთიის უკმარისობა – ეს ერთ-ერთი ყველაზე საშიში შედეგია. ის იწვევს თმის ცვენას, კოორდინაციის დარღვევას, ნერვულ აშლილობებს.

5. მცენარეული საკვები, რომლებშიც ბევრი უჯრედისია, იწვევს გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომს, ამიტომ დიეტის დაწყებამდე საჭიროა კონსულტაციის გავლა გასტროენტეროლოგთან.

6. აღმოჩნდა, რომ მოსახლეობის 12%ს ალერგია აქვს პროტეინებით მდიდარ მცენარეულ პროდუქტზე – სოიოზე. ის ვეგეტარიანული კერძების უმრავლესობაში შედის.

7. ზოგი პროდუქტი, რომელიც ვეგეტარიანულად ითვლება, შეიცავს ცხოველურ კომპონენტებს, მაგალითად, მაღაზიის ფორთოხლის წვენში შეიძლება იყოს ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავები, ასევე მრავალ სოუსში, საღეჭ რეზინში არის ცხოველური ცილა.

8. ორსულობისას აუცილებელია სისხლში რკინის დონის კონტროლი. რკინა ცხოველური საკვებიდან უფრო მალე შეიწოვება, ვიდრე მცენარეულიდან. რკინის დეფიციტმა შეიძლება ნაადრევი მშობიარობა გამოიწვიოს.

9. თუ საბოლოოდ გადაწყვიტეთ ვეგეტარიანელობა, დაიმახსოვრეთ: თქვენი შინაური ცხოველების რაციონში აუცილებლად უნდა იყოს ხორცი.

10. არავისთვისაა საიდუმლო, რომ მედიკამენტების უმრავლესობა ცხოველური წარმოშობის კომპონენტებზე მზადდება.

11. ბავშვებისთვის აუცილებელია ბალანსირებული კვება, მოზარდმა კი აუცილებლად უნდა მიიღოს ცილა, ქოლესტერინი, რაც მცენარეულ საკვებში საკმარისად არ არის.

12. არ ღირს ვეგეტარიანელობა მათთვის, ვისი სამუშაოც მუდმივ ფიზიკურ დატვირთვასთან და სტრესებთანაა დაკავშირებული. ამაში საკუთარ მაგალითზე ბევრი ჰოლივუდის ვარსკვლავი დარწმუნდა – ანჯელინა ჯოლი, მეგან ფოქსი, ნატალი პორტმანი… მათ აწუხებდათ სისუსტე და უღონობა. ამიტომ დაუბრუნდნენ ჯერ თევზს, შემდეგ ხორცს.

მაგრამ, როგორც არ უნდა ვეპყრობოდეთ ვეგეტარიანელობის ფაქტს, უნდა აღინიშნოს, რომ მცენარეული დიეტა ძალიან გემრიელ კერძებსაც გვჩუქნის.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სტატია მეგობრებს და გაიგეთ მათი აზრიც!

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

10 ფაქტი, რომელიც ყავის შესახებ შეიძლება არ იცოდეთ

0
#image_title

ყავა გლობალური ფენომენი და ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილია. ის მეთოთხმეტე საუკუნიდან მოყოლებული სოციალური ცხოვრების ცენტრადაც იქცა. თუმცა ათი ფაქტი რომელიც არ იცოდით აქამდე ყავის შესახებ შემდეგია

10 ფაქტი ყავის შესახებ, რომელიც აქამდე არ გსმენიათ. მისი აღმოჩენის ბევრი ლეგენდა არსებობს და არავინ იცის ზუსტი ვერსია. წარმოგიდგენთ 10 საინტერესო ფაქტს.

სიტყვა “ყავა” არაბული წარმოშობისაა

ყავა მოდის არაბული სიტყვიდან qahwah, რომელიც ღვინის სახეობას ასახავდა. ბევრი თვლის, რომ ღვინის მსგავსად, ყავასაც მათრობელა ეფექტი აქვს. მაგრამ qahwah სხვა არაბულ სიტყვა quwwa-საც ენათესავება, რომელიც ენერგიას/ძალას აღნიშნავს.

არავინაა დარწმუნებული ვინ აღმოაჩინა პირველად ის

ზოგი ლეგენდა ამას მიაწერს ეთიოპიელ მწყემსს, რომელმაც მე-9 საუკუნეში უცნაური რამ შეამჩნია: მისი ცხვრის ფარა ერთ-ერთი მცენარის მარცვლების მირთმევისას უფრო აქტიური ხდებოდა, თავადაც გასინჯა და მანაც იგივე იგრძნო.

სხვა თქმულების მიხედვით, მოროკოელმა მისტიკოსმა ეთიპიაში მოგზაურობისას უცნაურად აქტიური ფრინველები შენიშნა. ისინი სპეციფიკურ მარცვლებს მიირთმევსნენ, გასინჯა და სიცოცხლისუნარიანობა იგრძნო.

ადამიანები წლების განმავლობაში არ აკეთებდნენ სასმელს ყავის მარცვლებისგან

მარცვლები ეთიოპიაში დაახლოებით 800 წელს აღმოაჩინეს, მაგრამ ადამიანები მას უბრალოდ ღეჭავდნენ.მე-15 საუკუნეში კი, როცა ზღვაზე გადატანა და ვაჭრობა დაიწყეს, იემენში გადაწყვიტეს მოეხარშათ ისინი და დაელიათ.

ყავის სმის უძველესი კვალი იემენშია

მე-15 საუკუნის განმავლობაში სვამდნენ მას კონცენტრაციის განვითარებისთვის, ღამე მუშაობის ან უბრალოდ გათენებისთვის, მიირთმევდნენ მლოცველები…

საუკუნეების მანძილზე, ყავას ისლამურ სამყაროში მოიხმარდნენ

იემენის ფერმერებმა მოიყვანეს ყავის მარცვლები და მთელ არაბეთს, თურქეთსა და სპარსეთს ამარაგებდნენ. ძირითადად მოხმარებული იყო რელიგიური კონტექსტით.

ყავას ყოველთვის მნიშნელოვანი როლი ჰქონდა სოციალურ ცხოვრებაში

საჯარო ყავის სახლები, ასოცირებული სუფიზმთან, პოპულარობას მე-16 საუკუნეში აღწევს. პირველი ასეთი ადგილი კაიროში, ეგვიპტეში გაიხსნა. ადამიანები სტუმრობდნენ ყავის დასალევად, მუსიკის მოსასმენად, ჭადრაკის საღამაშოდ და რელიგიაზე სასაუბროდ. მალე ყავის სახლები ინფორმაციის მიღების და გაზიარების მთავარ ცენტრებად იქცა.

ყავა ერთხელ მექაში აკრძალეს

სასმელი ისეთი პოპულარული გახდა, რომ “არაბული ღვინო” უწოდეს. მაგრამ, 1511 წელს, მექაში რელიგიურმა მეცნირებმა აკრძალეს. 1524 წელს აკრძალვა ოტომანების მმართველმა გააუქმა.

ის ეთიოპიურმა ორთოდოქსულმა ეკლესიამაც აკრძალა

ყავა აკრძალეს, რადგანაც “მუსლიმურ სასმელად” აღიქმებოდა. მხოლოდ მე-19 საუკუნეში მორბილდნენ ყავის მიმართ და ისლამთან ასოციაციას აღარ აკავშირებდნენ.

ყავა ევროპაში პირველად მე-16 საუკუნეში მოხვდა

მალტის კუნძულზე თურქმა მუსლიმმა მონებმა გადაიტანეს. მალტის მაღალ საზოგადოებაში პოპულარობას მალე მიაღწია და ყავის მაღაზიებიც გაიხსნა.

ყავამ ევროპის კონტინენტზე ვენეციიდან შეაღწია

პირველი ყავის სახლი ევროპის მიწაზე ვენეციაში, 1645 წელს გაიხსნა.

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

ქალები და მათი რიტუალები

0
#image_title

პიჟამო ან ხალათი, თმა შეკრული, მაკიაჟის გარეშე – ძირითადად ასე წარმოგიდგენიათ ქალები საშინაო სიტუაციაში.

ქალები ითვლება, რომ რომანტიკული ეტაპის დასრულების შემდეგ, შესაძლებელია მოდუნდენ და დილას მამაკაცს “იდეალურად” აღარ დაენახონ.

მაგრამ, არსებობს სხვა სახის მაგალითებიც, როცა ქალი პარტნიორზე ადრე დგება, თავს იწესრიგებს (მაკიაჟი, ვარცხნილობა, ტანისამოსი) და საუზმეს შემდეგ მიირთმევს. საღამოს კი მაკიაჟს მაშინ იშორებს, როცა ქმარს ჩაეძინება. ამ კატეგორიის ქალბატონების აზრით მოვლილი იერი მამაკაცს სიამოვნებას ანიჭებს, განწყობას უმაღლებს და ურთიერთობაშ რომანტიზმის შენარჩუნებას ემსახურება.

მაგრამ, ყველა არ იყენებს დეკორატიულ კოსმეტიკას სახლში, მითუმეტეს მაშინ, თუ სამსახურში ან შეხვედრაზე წასვლა არ უწევს.

აი რა დაწერეს ერთ-ერთი ფორუმის დისკუსიაში:

სამსახურის შემდეგ – სავარჯიშო დარბაზი, ამიტომაც ჩემი რჩეული მაკიაჟის გარეშე მხვდება.

მე სხვა გამოსავალი არ მაქვს – კანი არ მაძლევს საშუალებას კოსმეტიკის გარეშე ვიარო. ვარცხნილობასაც ვცდილობ სულ გავიკეთო და ცხიმიანი თავით არ ვიარო. მოკლედ ვთვლი, რომ მოდუნება არასდროს შეიძლება, არც ქორწილის შემდეგ და არც დეკრეტში. კაცებს მაინც თვალებით უყვართ….

სამსახურის შემდეგ, როგორც წესი, მაკიაჟით ვარ, უბრალოდ ვიახლებ მას თუ საჭიროა, ახლიდან არ ვიკეთებ. მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ რესტორანში ან თეატრში მივდივართ.

მე საერთოდ ჩემთვის ვისმევ მაკიაჟს და არა ქმრისთვის და მხოლოდ მაშინ, როცა მსურს.

უნდა უყვარდეს თუ არა ქმარს ქალი ისეთი, როგორც არის: თმა აჩეჩილი, ჩსტებითა და თვალებზე შავი წრეებით? თუ სახლშიც უნდა გამოიყენონ დეკორატიული კოსმეტიკა?

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

12 საინტერესო ფაქტი

0
#image_title

ბავშვები მუდამ სვავენ კითხვებს და ხანდახან ისეთს, რომ მშობლებს პასუხების ინტერნეტში მოძიება ესაჭიროებათ. მაგრამ, მოზრდილებსაც მოსწონთ ახალი რამეების სწავლა, როცა ჩნდება კითხვები რატომ და როგორ? 12 საინტერესო ფაქტი რომელიც მუდამ გაინტერესებდათ 

12 საინტერესო ფაქტი :1. რატო ჩნდება პატარა მუწუკები გაჟრიალებისას?

მას თმის ფოლეკულების შეკუმშვა იწვევს და უძველესი ფენომენია, რომელიც ცხოველებს უკავშირდება. მსგავსი ქმედება ცხოველებს ეხმარება უფრო სწრაფად გათბნენ. საშიშროების დროს თმა ცხოველს ეხმარება უფრო დიდი და მასიური ჩანდეს მტრის წინაშე. ჩვენ ეს პატარა მუწუკები ცივ ამინდში და ემოციურ სიტუაციებშიც გვიჩნდება. ეს ქვეცნობიერში ადრენალინის ჰორმონის გამოყოფას უკავშირდება.

2. რატომ ვერ ვცნობთ ჩვენს ხმას ჩანაწერში?

ჩვენს თანამოსაუბრეებს ესმით ხმა, რომელსაც ჰაერი ხელმძღვანელობს, მაგრამ ჩვენს ძვლებსაც შეუძლიათ ხმას უხელმძღვანელონ. ჩანაწერი მხოლოდ ჰაერის მიერ მიღებულ ხმებს შეიცავს. ჩვენ ჩვენი ხმის მოსმენისას რეგულარული ხმისა და დაბალი სიხშირის ხმის კომბინაცია გვესმის, რომელსაც ჩვენი ძვლები ხელმძღვანელობს.

3. რატომ გვტკივდება თავი როცა ცივ წყალს ან ცივ საკვებს ვიღებთ?

ალბათ შეამჩნევდით, რომ ნაწყინის შამისას მცირე თავის ტკივილს გრძნობთ. ხანდახან ეს ხდება მაშინ, როცა ცივ ამინდში დარბიხართ ან ჰაერს ღრმად სუნთქავთ. ეს დაკავშირებულია  სასის სისხლძარღვების სწრაფ შეკუმშვასთან ან დაბალ ტემპერატურაზე გამოწვეულ რეაქციასთან.

4. რატომ მუქდება კანი და ღიავდება თმა მზის ქვეშ?

ორივე შემთხვევაში, მზე მელანინს აზიანებს, რომელიც თმის და კანის ფერზე აგებს პასუხს. განსხვავება იმაშია, რომ თმა კანთან შედარებით ცოცხალი არაა. როცა პიგმენტი ტყდება, თმა ხელახლა არ იზრდება და მოგვიანებით ღიავდება. კანი მზეს მელანინის ზრდით პასუხობს და ფერი მუქდება.

5. რატო გადის დრო უფრო ნელა ბავშვისთვის?

იმიტომ, რომ ბავშვს უფრო მეტი რამე აქვს დასამახსოვრებელი. ბავშვებს სამყაროს შეცნობა ახალი დაწყებული აქვთ და მათმა მეხსიერებამ მეტი უნდა შეითვისოს. ამიტომაც 1 წელი პატარასთვის უფრო დატვირთულია მოვლენებით, ვიდრე დიდისთვის. 1 კვირა მათთვის უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე დიდისთვის.

6. რატომ არ გვცივა თვალებზე როცა ყინავს?

თვალებში ტემპერატურის რეცეპტორები არაა. ამასთან, თვალის გუგის შიგნით, ძვლის დიდი ნაწილი სისხლის ნაკადით თბება.

7. რატომ ვხუჭავთ თვალებს, როცა ლიმონს ვჭამთ?

ეს რეფლექსიც წინაპრებისგან გვაქვს. ჩვენი თვალები ლიმნის მჟავე წვენის ამოცნობისას იხუჭება, რადგანაც მან შესაძლოა ლორწონს მემბრანა დააზიანოს.

8. რატომ არ ზიან ქალაქის მტრედები ხეზე?

ქალაქის მტრედებს აქვთ ბუნებრივი თვისება მოძებნონ ქვიანი ადგილი, იქ სადაც ხე არაა. მათ მემკვიდრეობით ჯდომის რეფლექსი არ აქვთ. კიდურების სტრუქტურა საშუალებას აძლევთ ხეზე იჯდნენ, მაგრამ ეს ჩვევად გამჯდარი არ აქვთ, არ გამოუმუშავებიათ.

9. რატომ ფრინავენ ფრინველები ლათინური V ფორმით?

პირველ რიგში, ინახავენ ენერგიას: ჩიტები, რომლებიც პირველ რიგში ხვდებიან, ფრთებით ჰაერის სპეციალურ ტალღას ქმნიან. დანარჩენები კი “იჭერენ” ამ კანადს და ენერგიას ინახავენ. ასევე, ამ შემთხვევაში გამოკვეთილია ლიდერი, რომელიც პირველი მიფრინავს.

10. რატომ ამაგრებენ ზღარბები საკვებს ზურგზე?

ეს დიდი მითია, რომელიც მხოლოდ ბავშვთა წიგნებში და ანიმაციებში გვხვდება. ზოგადად, ამ ცხოველს ბოსტნეული არ აინტერესებს, ის მწერებს ჭამს. თუ ზღარბი სოკოს დაინახავს, მაშინვე მუცელში გადაუშვებს, ყოველგვარი ზურგზე გადაგდების გარეშე. თუ ბუნებაში ამ ცხოველს ზურგზე ფოთოლს ან რაიმეს დაუნახავთ, იცოდეთ რომ უწყინარი შემთხვევითობაა, ის ამას არ აკეთებს.

11. რატომ იღებენ სისხლს არათითისგან?

პირველ რიგში, გოჯი და ნეკა ყველაზე ახლოსაა დაკავშირებული მაჯასთან. თუ სისხლის აღებისას ინფექცია შეგეჭრებათ, გოჯიდან და ნეკიდან ხელის მტევანზე სწრაფად გავრცელდება. მეორე რიგში, არათითი ყველაზე უმტკივნეულოა. ის უფრო ნაკლებს მუშაობს, ვიდრე სხვა თითები და უფრო თხელი კანი აქვს. ამ თითს ხშირად არ იყენებთ და ამიტომაც მალე ხორცდება.

12. სად მიდის საპირფარეშოს ნაგავი თვითმფრინავიდან?

როცა უნიტაზის ღილაკს აწვებით, ჩარეცხილი სპეციალურ თასში ხვდება. ავზის საცავს 75 ლიტრამდე შენახვა შეუძლია. როგორც კი თვითმფრინავი ჯდება, სასწრაფოდ აცილებენ და ცლიან ავზს.

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

რითია მავნე ჩაი: მეცნიერების 6 მოულოდნელი აღმოჩენა

0
#image_title

ჩაი რომ  სასარგებლოა ყველა აღიარებს. აზიაში ამ ცხელ სასმელს საუკუნეებია დიდი სიხშირით მიირთმევენ.

ჩაი აცხრობს წყურვილს და აფხიზლებს, ამცირებს ქოლესტერინის დონეს და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას არეგულირებს. მაგრამ, მას გარკვეული მინუსებიც აქვს.

1. ცხელმა ჩაიმ შესაძლოა სისხლის დენა გამოიწვიოს

ბრიტანელი პლასტიკური ქირურგი ჰენრი შარპი მოგვიწოდებს, რომ ჩაის სმის ჩვევა  შეიძლება სისხლძარღვებზე უარყოფითად აისახოს. რამდენიმე ჭიქა მის გაფართოებას იწვევს და შესაძლოა ცხვირიდან სისხლისდენა გამოიწვიოს. ამასთან, არსებობს ვერსია, რომ ცხელმა ჩაიმ შესაძლოა საჭმლის მომნელებენ სისტემაში კიბოს განვითარების რისკი გაზარდოს.

სასმლის ოპტიმალურ ტემპერატურად ითვლება 50-60 გრადუსი. იდეალური მდგომარეობისთვის ახლად დასხმული ჩაი 5-7- წთ ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ.

2. ძალიან ძლიერი ჩაი კბილებს და ძვლებს აზიანებს

ინგლისის სამედიცინო მედია საშუალებამ რამდენიმე პაციენტის ისტორია გამოაქვეყნა, რომლებიც ძალიან მაგარი სასმელების მღებით გამოირჩეოდნენ. მაგალითად, 47 წლის ქალი 17 წლის მანძილზე 100-150 პაკეტით მოდუღებულ ჩაის სვამდა. მან პრაქტიკულად ყველა კბილი დაკარგა და კუნთებში სიმტკიცე დაკარგა. ეს ძვლის ფლუროზია – ფტორის დაგროვება, რომელიც ძვალში მაგარი ჩაისგანაც ხვდება.

დაიცავით ზომები. დიეტოლოგები რეკომენდაციას გვიწევენ დღეში 4-5 ჭიქაზე მეტი არ დავლიოთ.

3. ჩაი შესაძლოა შეიცავდეს მძიმე მეტალებს

2013 წელს კანადურმა სამედიცინო ჟურნალმა მსოფლიოს სხვადასხვა რეჰიონში ჩატარებული კვლევის შედეგები გამოავლინა. ტოქსიკოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ ჩაის პაკეტებში მძიმე მეტალები იყო, მათ შორის ალუმინი და კადმიუმი. მეტალები ჩაის ფოთლებზე დაზიანებული ნიადაგიდან ხვდება. ხშირად პლანტაციები ელექტროსადგურების სიახლოვესაა.

სასმელში მეტალების კონცენტრაცია მოხარშვის დროზეა დამოკიდებული. თუ პაკეტი წყალში 15-17 წუთია მოთავსებული, ტოქსიკური ნივთიერებების დონე უსაფრთხო აღარაა. რაც უფრო დიდხანს ადუღებთ ჩაის, მით უფრო მეტი მავნე ნივთიერება ხვდება ფოთლებიდან წყალში. 3 წუთზე მეტს გააჩერებთ. შეგიძლიათ თავისუფლად მიირთვათთეთრი ჩაი. მისი ფოთლები ძალიან ახალგაზრდა იჭრება და მეტალების დოზის ათვისებას ვერ ასწრებენ.

4. ხანდახან ჩაი ღვიძლისთვის საზიანოა

მცენარეულ ჩაიში ხანდახან ტოქსინები ხვდება, რომლებიც ორგანიზმში ღვიძლის გაღიზიანებას იწვევენ. 2015 წელს მცენარეული ჩაის 44 სახეობა შეისწავლეს ბავშვებისა და ორსულებისთვის დანიშნული. მეცნეირებმა ალკალოიდებს 86% შემთხვევაში მიაკვლიეს.

პრინციპში, ტოქსინების დოზა, რომლის მიღებაც ჩაისგან შეილება, ზრდასრული ადამიანისთვის უსაფრთხოა. ახალშობილებთან და ორსულებთან საქმე სხვადაირადაა. პატარა წონის შემთხვევაში, ორგანიზმი დედისგან მიღებულ ტოქსინებს ვერ უმკლავდება.

5. საჭმლის მერე ჩაის მიღებამ შეიძლება რკინის დეფიციტი გამოიწვიოს

2011 წელს, კალიფორნიაში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ჩაი ორგანიზმში რკინის გადამუშავებას ებრძვის. თუ ჭამის შემდეგ რეგულარულად სვამთ ჩაის, შეიძლება რკინის დეიფიციტი აღმოგაჩნდეთ: კანის მდგომარეობის გაუარესება, ანემია და აშ. ამიტომაც, ჩაის დალევამდე 20 წუთი მაინც დაიცადეთ.

6. ჩაი უძილობას იწვევს

ამაში დამნაშავე კოფეინი და არომატული ნივთიერებებია. გამოსაფხიზლებელი უნარის მეშვეობით პულსი ხშირდება, სისხლი ძლიერდება, ადრენალინის გამოყოფა იზრდება, ცენტრალური ნერვული სისტება და ტვინი იღვიძებს. დილას, რთული დღის დასაწყისში ის მისწრებაა. საღამოს კი ძილს დაგირღვევთ. თუ მაინც გსურთ, მცენარეულს მიმართეთ, რომელსაც შავის და მწვანისგან განსხვავებით ცოტა კოფეინი აქვს.

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.