ორშაბათი, ივნისი 29, 2026
- Advertisement -
Google search engine

ამ ბოსტნეულით 3 კვირაში 7 კილოს დაკლება შეიძლება. აი როგორ გამოიყენოთ სწორად.

0
#image_title

დამეთანხმებით, ზაფხულში გახდომა უფრო იოლია. ხილისა და ბოსტნეულის სიჭარბის გამო დიეტური მენიუს შედგენა ერთი სიამოვნებაა. დღეს მოგიყვებით ერთ-ერთ მათგანზე.

იცოდით, რომ ყაბაყის საშუალებით 14 კგ-ს დაკლება შეიძლება თვე-ნახევარში? ყაბაყის მოყვარულებისთვის ეს იქნება ყველაზე გემრიელი დიეტა ცხოვრებაში.

გახდომა ყაბაყის საშუალებით

დიეტის ეფექტურობას განსაზღვრავს რამდენიმე ფაქტორი. პირველი ეს არის კერძის კალორიულობა, მეორე, პორციის რაოდენობა, მესამე კი პროდუქტის შემადგენლობა. ყაბაყი სამივე პუნქტს აკმაყოფილებს.

100 გრამი მხოლოდ 17 კალორიას შეიცავს, ასევე ის ეკუთვნის ნოყიერ ბოსტნეულს. დიდი პორციებით კი ხელს უწყობს გახდომას. ყაბაყი ბოჭკოვანია, ეხმარება კუჭ-ნაწლავს გაწმენდაში და სწრაფად შეითვისება.

ყაბაყი შეიცავს კალიუმს, რკინას, სპილენძს, მაგნიუმს, კალციუმს, ვიტამინებს C, PP და B ჯგუფის. დიდი რაოდენობით შეიცავს ლუტეინს, რაც მხედველობას აუმჯობესებს. ყველა ეს ნივთიერება 10%ს შეადგენს, 90% კი სასარგებლო წყალია.

ყაბაყის სუფი

სუფი დიეტური და ნოყიერია. როგორც წესი, მას პიურეს სახით აკეთებენ, ნაღებთან და ბროკოლთან. ჩვენ ნაკლებ კალორიულ ვარიანტს შემოგთავაზებთ.

დაგჭირდებათ

  • 200 გ ყაბაყი
  • 1 ლ ქათმის ბულიონი
  • 2 ცალი სტაფილო
  • 1 ხახვი
  • 2 სუფრის კოვზი ზეთი
  • მარილი, პილპილი და იმბირი გემოვნებით

გარეცხეთ ყაბაყი, გაასუფთავეთ, დაჭერით წვრილ კუბებად. ხახვი, სტაფილო და იმბირი გაფცქვენით, წვრილად დაჭერით და მოშუშეთ ქვაბში, ყაბაყთან ერთად – 2 კოვზი ზეთის დამატებით. მოხარშეთ ბულიონში 30 წუთის განმავლობაში, შემდეგ ათქვიფეთ პიურესავით. მარილი და პილპილი გემოვნებით.

გთავაზობთ მიახლოებით მენიუს მათთვის, ვინც დაინტერესებულია ყაბაყის დიეტით.

დიეტის მენიუ

დღე პირველი

საუზმე: ყაბაყის ოლადები უშაქრო ჩაისთან.

სადილი: ღუმელში გამომცხვარი ყაბაყი ქათმის ფილესთან ერთად, 2 ატამი ან ვაშლი, ან ქლიავი და 1 ჭიქა პომიდვრის წვენი.

ვახშამი: 2 მოხარშული კვერცხი, უმი ყაბაყის სალათა და ბალახის ჩაი.

დღე მეორე

საუზმე: ქერის ან შვრიის ფაფა ყაბაყით, ბალახის ჩაი.

სადილი: ჩაშუშული ბოსტნეული ყაბაყით (ბადრიჯანი, ბულგარული, პომიდორი), თეთრი თევზის ნაჭერი და ერთი ჭიქა ლიმონიანი წყალი.

ვახშამი: გამომცხვარი ყაბაყის პიურე ,,ხლებცისთან” ერთად.

დღე მესამე

საუზმე: ომლეტი ყაბაყით და ერთი ჭიქა რძე ან ჩაი.

სადილი: ყაბაყისა, ბროკოლის, ხახვისა და კომბოსტოს სუფ-პიურე.

ვახშამი: ყაბაყისა და მჭლე საქონლის ხორცის სალათა, ღუმელში გამომცხვარი. ერთი ჭიქა პომიდვრის წვენი.

ეს არის მიახლოებითი სამდღიანი მენიო. აქ საკმარისადაა ცილოვანი საკვები და ნახშირწყლებიც. შეგიძლიათ პროდუქტების შეცვლა სურვილის მიხედვით. 3 კვირაში დაიკლებთ 7 კილოს.

ყაბაყი ამსუბუქებს ყველაზე მძიმე ხორციან კერძებსაც კი. ბუნების ეს საჩუქარი ზამთარშიც რომ გამოიყენოთ, შეგიძლიათ ყაბაყის მომზადება ისე, რომ ის დარჩეს რბილი და წვნიანი.

როგორ მოგეწონათ ჩვენი მენიუ? გაგვიზიარეთ კომენტარებში ყაბაყის სხვა კერძების შესახებაც.

ჩამოიბანეთ ფეხებიდან დაღლილობა! ჩაყავით ფეხები 20 წუთით ამ ხსნარში და გაათავისუფლეთ სხეული ტოქსინებისგან

0
#image_title

მოუვლელი ფეხები აფუჭებს სიარულის მანერას, იწვევს სწრაფ დაღლას, ზოგჯერ კი ტკივილს სიარულისას. ფეხის მოვლის ხელმისაწვდომი მეთოდია სამკურნალო აბაზანები.

ფეხის აბაზანები ეიძლება იყოს: სამკურნალო, მატონიზირებელი, გამწმენდი, დამარბილებელი. პროცედურა მარტივია, მაგრამ მოითხოვს გარკვეული წესების დაცვას.

  1. სჯობს აბაზანა მიიღოთ ძილის წინ, ასე ფეხი დაისვენებს და მოდუნდება.
  2. პროცედურა ჩაიტარეთ აბაზანის მომზადებისთანავე, სანამ წყალი გაციებულა.
  3. ნარევის მომზადებისას დაიცავით დოზირება, რომელიც რეცეპტშია მოცემული, დოზების შეცვლამ შეიძლება გამოიწვიოს კანის პრობლემები.
  4. ფეხის აბაზანის მიღების შემდეგ შეგიძლიათ ტერფის პილინგის ჩატარება პემზის, ჯაგრისის ან სკრაბის დახმარებით. შემდეგ კარგად შეიმშრალეთ ფეხები და წაისვით დამატენიანებელი ან მკვებავი კრემი.

ფეხის აბაზანების მიღება არამხოლოდ პრობლემის დროსაა რეკომენდებული, არამედ პროფილაქტიკისთვისაც. რომელიმე რეცეპტს რომ შეარჩევთ, გაითვალისწინეთ რაიმე შემადგენელზე შესაძლო ალერგიული რეაქცია.

სახლის აბაზანები ფეხისთვის

1. გაუხეშებული კანის დასარბილებლად

დამარბილებელი აბაზანის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 3-4 სუფრის კოვზი თეთრი თიხა. ჩაყარეთ თიხა ცხელწყლიან ტაშტში, აურიეთ, ჩაყავით ფეხები 15-20 წუთით, შემდეგ გადაივლეთ თბილი წყალი.

 

  2. ქუსლებზე ნახეთქებისთვის

აბაზანის მოსამზადებლად დაგჭირდებათ მცენარეთა – პიტნის, გვირილის, არყის ფოთლის – ხმელი ნარევის 5 სუფრის კოვზი. დაასხით ინგრედიენტებს 2-3 ლიტრი მდუღარე წყალი და დადგით ერთი საათით. შემდეგ გადაწურეთ ხსნარი და გაიკეთეთ აბაზანა.

3. გაციების დროს

აბაზანის მოსამზადებლად 2 სუფრის კოვზი მშრალი მდოგვი გახსენით 3 ლიტრ ცხელ წყალში – საუკეთესოა 38-40 გრადუსი. პროცედურა 20-25 წუთიანია. შეიმშრალეთ ფეხები თბილი, ბამბის პირსახოცით და ჩაიცვით შალის წინდები. მაღალი ტემპერატურის დროს მდოგვის აბაზანა უკუნაჩვენებია.

4. ფეხის ოფლიანობისა და უსიამოვნო სუნის დროს

ჭარბი ოფლიანობის დროს გამოიყენეთ შემდეგი ნარევი: მუხის ქერქის ნაყენი – 200 მლ; ზღვის მარილი – 60 გ; ჩაის ხის ეთერზეთი – 5 წვეთი; თბილი წყალი – 3 ლ. მარილიანი აბაზანა ასევე ხელს უშლის ფეხის შეშუპების განვითარებას.

5. ფეხების დაღლილობისას

დაღლილ ფეხს კარგად შველის კონტრასტული აბაზანები ეთერზეთებით. ჩაყავით ტერფები 5 წუთით ეთერზეთიან ცხელ წყალში. შემდეგ 10 წამი – ცივში. ეს პროცედურა მოხსნის დაღლილობას და გააუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.

6. ფეხების შეშუპებისას

ფეხის წესრიგში მოსაყვანად და სისხლძარღვების ტონუსის გასაუმჯობესებლად ძმრის აბაზანა დაგეხმარებათ. დაგჭირდებათ ერთი ჭიქა 9%იანი ვაშლის ძმარი და 2 ლ თბილი წყალი. ამ აბაზანაში ფეხის დაყოვნება რეკომენდებულია არანაკლებ 20 წუთისა.

გირჩევთ ჩაიტაროთ 3-4 პროცედურა სხვადასხვა შემადგენლობის აბაზანით. თუ კონკრეტული კომპონენტების მოქმედების შედეგი მოგეწონებათ, შეგიძლიათ გაიაროთ სრული კურსი (10-15 პროცედურა).

ფეხის აბაზანების სახლის პირობებში გამოყენება – სპა-სალონების საუკეთესო ალტერნატივაა. ამ პროცედურების ღირებულება მცირეა, ეფექტი კი სასიამოვნოდ გაგაკვირვებთ.

გაუზიარეთ სტატია მეგობრებს!

ჰიპერტონიკებო, როგორ ვაკონტროლოთ წნევის ცვალებადობა. გისურვებთ ჯანმრთელობას!

0
ჰიპერტონიისას კანის უსაფრთხო მოვლის რჩევები და კოსმეტიკული პროცედურები
მაღალი არტერიული წნევა კანის მდგომარეობასა და სილამაზეზეც აისახება. ჰიპერტონიისას კანის მოვლისა და კოსმეტიკის გამოყენების შესახებ ბევრი მცდარი წარმოდგენა არსებობს.

ყველამ იცის, როგორი სახიფათოა მაღალი არტერიული წნევა ორგანიზმისთვის. მისი გართულებებია გულისა და თირკმლის დაავადებები, ინსულტი და სხვა.

მკურნალობა აუცილებელია. მაგრამ რა გავაკეთოთ, თუ მაღალი წნევის დროს აუცილებელი წამალი ხელთ არ გვაქვს?

ასეთი შემთხვევებისთვის ჩვენ გთავაზობთ წნევის დაწევის 20 ნაკლებად ცნობილ ხერხს.

როგორ დავაქვეითოთ წნევა სწრაფად და ეფექტურად ტაბლეტების გარეშე?

1. თუ წნევამ აგიწიათ შენობაში, გადით ქუჩაში, ნელა იარეთ 30 წუთი, გააკეთეთ 10 ჩაჯდომი მაღლა აწეული ხელებით.

2. მოუშვით ცივი წყალი და შეუშვირეთ ნაკადს ტერფები 5- 10 წუთით. ამის გაკეთება ხელებითაც შეგიძლიათ. დაასველეთ პირსახოცი ცივი წყლით და დაიდეთ მზის წნულზე [კუჭის მიდამოში]  რამდენიმე წუთი.

3. მაცივრის საყინულედან გამოიღეთ ყინულის კუბები, შეახვიეთ ტილოში, დაწექით პირქვე და ცივი კომპრესი დაიდეთ კეფაზე.

4. ყინულის კუბი წაისვით კისრის მალებზე, შემდეგ გაიმშრალეთ კარგად და გაციებულ ადგილზე წაისვით ქაფურის ზეთი.

5. აიღეთ ბამბის პირსახოცი, ჩაასველეთ ვაშლის ძმარში და მთლიანად შემოიხვიეთ ქუსლებზე 10 წუთით.

6. თუ წნევა ნერვული სტრესის ფონზე აგეწიათ, დაწყნარდით, მიირთვით დამამშვიდებელი ჩაი – პიტნის ან მელისასი, დაწექით და დახუჭეთ თვალები.  ამბობენ, წვევის დაქვეითებაში კატებიც გვეხმარება.მათგან მომავალი სითბო ამშვიდებს  და ადუნებს ადამიანს.

7. შეგიძლიათ ჩაიტაროთ წერტილოვანი მასაჟიც. კისერზე, ყურის ნიჟარის უკან, ყურის ბიბილოს ქვემოთ მდებარე წერტილს დააწექით 10 წამი, შემდეგ თითი გაატარეთ კანზე ლავიწამდე. ამის შემდეგ 1 წუთით დააწექით წარბებშუა წერტილს.

8. სუნთქვითი ვარჯიშები კარგი მეთოდია წნევის დასარეგულირებლად. დაჯექით სკამზე და გაჭიმეთ ზურგი. დაიდეთ ხელი მუცელზე, ღრმად ჩაისუნთქეთ, გაჩერდით რამდენიმე წამი და კვლავ ბოლომდე  ჩაისუნთქეთ, 5 წამით სუნთქვა შეაჩერეთ. თანდათან ამოისუნთქეთ ჯერ მუცლიდან, შემდეგ ფილტვებიდან. შეისვენეთ 1 წუთი და გაიმეორეთ იგივე ციკლი 4 ჯერ. გააკეთეთ კიდე ერთი ვარჯიში. ჩაისუნთქეთ ისევე, ამოისუნთქეთ ძალიან ნელა, ჩასუნთქვაზე ორჯერ უფრო ნელა. გაიმეორეთ 5 ჯერ 1 წუთიანი შესვენებებით.

9. არსებობს სუნთქვითი ვარჯიში პლასტიკური ბოთლის დახმარებით.  ბოთლს მოაჭერით ძირი, ცეცხლით მოარბილეთ კიდეები, მიიდეთ ბოთლი სახეზე გადანაჭერით და ცხვირით ღრმად ჩაისუნთქეთ. ამოისუნთქეთ პირით ისე, რომ ნაკადი მოექცეს ბოთლის ყელში. გააკეთეთ 20 ჯერ.

10. წნევის დაქვეითებას იოგაც ეხმარება. ყველაზე ეფექტურია მოღუნული სანთლის პოზა. შეასრულეთ ვარჯიშის იოლი ვარიანტი. პოზაში დაყავით 4 წუთი.

11. აიღეთ 2 ნატეხი რაფინირებული შაქარი და დაასხით 1 ჩაის კოვზი კონიაკი. ჩაიდეთ შაქარი და გაიჩერეთ პირში გადნობამდე.

12. წნევის მომატებისას დალიეთ შარდმდენი ჩაი: კარკადე, მაგარი მწვანე ჩაი, გვირილის, ოხრახუშის თესლის, ბაბუაწვერასი, მატიტელასი…

13. ზოგი კენკრა წნევას წამლებზე უკეთ აქვეითებს, მათ შორის: შავი კუნელი, წითელი კუნელი, მოცხარი, ძახველი. მიირთვით ერთი მუჭა კენკრა, ან დალიეთ 50 მლ წვენი. ზაფხულში გაყინეთ ხილი ზამთრისთვის.

14. წნევის სწრაფი დაქვეითებისთვის დალიეთ 1 ჭიქა ნატურალური ბროწეულის წვენი.

15. ძალიან ეფექტურია ბალახეულის ნაკრები. ცნობილი სამეული: კატაბალახა, … მათი ნაყენი შეურიეთ ერთმანეთს თანაბარი პროპორციით. პროფილაქტიკის მიზნით მიიღეთ უზმოზე და ძილის წინ თითო სუფრის კოვზი. წნევის აწევისას დალიეთ ამ ბალახების ჩაი.

16. ჰიპერტონული კრიზის შემდეგ წნევის ნორმალიზებისთვის  გააკეთეთ ლიმონისა და ნივრის ნაყენი. ხორცსაკეპში გაატარეთ 3 თავი ნიორი და 3 ლიმონი ქერქიანად. დაასხით 1 ლიტრა მდუღარე წყალი, შეფუთეთ და დატოვეთ თავდახურული 24 საათით. გადაწურეთ და სვით  თითო სუფრის კოვზი ჭამამდე 3 ჯერ დღეში. ნაყენი შეინახეთ მაცივარში.

17. თანაბარი პროპორციებით შეურიეთ ასფურცელა, პიტნა,… 1 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით მდუღარე, დატოვეთ თერმოსში 20 წუთი, მიიღეთ 100 მლ 4 ჯერ დღეში.

18. მრავალი ადამიანი წნევის დასაწევად იყენებს კარავაევის ნაკრებს. მასში შედის მცენარეთა 24 სახეობა, რომლებსაც თანაბარი რაოდენობით ურევენ ერთმანეთში. 10 ჩაის კოვზ ნარევს ასხამენ 1,2 ლ მდუღარეს, დაბალ ცეცხლზე აჩერებენ 2 წუთს და შემდეგ დგამენ 2,5 საათით.

19. აიურვედაში წნევის დასაწევად სანელებლებს იყენებენ. დარიჩინი, ორეგანო, მშრალი ნიორი, კარდამონი, ცერეცო შეურიეთ ერთმანეთს თანაბრად. მაღალი წნევის დროს მიიღეთ ნახევარი ჩაის კოვზი ნარევი, მიაყოლეთ 200 მლ თბილი წყალი.

20. ორგანიზმში სითხის ნაკლებობა წნევის მატების მაპროვოცირებელია. ამის თავიდან ასაცილებლად უზმოზე დალიეთ 3 ჭიქა თბილი წყალი. რთულია, მაგრამ დაიწყეთ ერთი ჭიქით და თანდათან მოუმატეთ.

მაღალი წნევის მქონე ადამიანებისთვის ნაჩვენენია უმარილო დიეტა და მაგიდა  ნომერი 7.

ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ ჰიპერტონიასთან ბრძოლაში. მოგვწერეთ კომენტარში, როგორ იგდებთ წნევას, თუ წამალი ხელთ არ გაქვთ.

თუ მოგეწონათ სტატია, მოუყევით მეგობრებს. ისინი მადლიერები დაგრჩებიან.

ყველაზე ძვირადღირებული პრეპარატების ანალოგები – ასჯერ დაფიქრდით, სანამ წამალს იყიდით.

0
#image_title

ექიმის კაბინეტის დატოვებისას წამლების დიდი სიით აფთიაქისკენ მივემართებით. ვფიქრობთ შესაძლებელია თუ არა უფრო ეკონომიურად ვიმკურნალოთ, მაგრამ შემდეგ გვაფრთხობს აზრი რომ ჯანმრთელობაზე ეკონომია არ შეიძლება და აფთიაქში სოლიდურ თანხას ვტოვებთ. მაგრამ, მას შემდეგ, რაც სამკურნალო ხარჯები ჩვენს შემოსავალს გადააჭარბებს, დროა დამოუკიდებლად ვიმკურნალოთ. თხოვეთ ექიმს შეგირჩიოთ უფრო იაფიანი ანალოგები.

სამკურნალო პრეპარატების ანალოგები.

ამ დროს ნიუანსებს დიდი მნიშვნელობა აქვს. ხანდახან ექიმები იმუნალის მაგივრად სხვა ნაყენს გინიშნავენ, ეს კი ყოველთვის გონივრული არაა, რადგანაც აქტიური ნივთიერებებით განსხვავდებიან. ასევე არსებობს ანალოგიური პრეპარატები ანალოგიური ქმედებით, მაგრამ სხვადასხვა ნივთიერებებით. ამ დროს კონსულტაცია ექიმთან გაიარეთ.

დამხმარე ნივთიერებების გათვალისწინება ასევე აუცილებელია, რადგანაც ძვირადღირებულ წამლებს ხშირად ისეთი კომპონენტები აქვთ, რომლებიც მათ მღებას ამსუბუქებენ. მაგალითად, ბავშვებისთვის გემოს შემქმნელები.

ამიტომაც დარწმუნებით ვერ ვიტყვით სჯობს თუარა იაფიანი პრეპარატი ძვირადღირებულს. თითოეულ შემთხვევაში კონსულტაცია ექიმთან გააირეთ.

ძვირადღირებული = იაფი

ნუროფენი = იბუპროფენი

მეზიმი = პანკრეატინი

ნოშპა= დროტავერინუმის ჰიდროქლორიდი

პანადოლი = პარაცეტამოლი

ბელოსალიკი = აკრიდერმი

ბეპანტენი = დექსპანტენოლი

ბეტასერი = ბეტაგისტინი

ბისტრუმგელი = კეტოფრობენი

ვოლტარენი= დოკლოფენაკი

გასტროზოლი = ემაპრაზოლი

დეტრალექსი = ვენარუსი

დიფლუკანი = ფლუკონაზოლი

დლიანოსი =რინოსტოპი

ზანტაკი = რანიტიდინი

ზირტეკი = ცეტირინაქსი

ზოვირაქსი = აციკლოვირი

იმუნალი= ექინაცეას ექსტრაქტი

იმოდიუმი= ლოპერამიდი

იოდომარინი = იოდიდის კალიუმი

კავინტონი= ვინპოცეტინი

კლარიტინი = ლორაგეკსალი

კლაციდი = კლარიტრომიცინი

ლაზოლვანი = ამბროქსოლი

ლამიზილი = ტერბინაფინი

ლიოტონ-1000  = გეპარინ-აკრიგელი 1000

ლომილანი = ლორაგეკსალი

მაქსიდექსი = დექსამეტაზონი

მიდრიაცილი = ტროპიკამიდი

მირამისტინი= ქლორგეკსიდინი

მოვალისი= მელოქსიკამი

ნეირომულტივიტი =პენტოვიტი

ნორმოდიპინი = ამლოდიპინი

ომეზა = ომეპრაზოლი

პანანგინი= ასპარკამი

პანტოგამი = პანტოკალცინი

რინონორმი = რინოსტოპი

სუმამედი= აზიტრომიცინი

ტრენტალი= პენტოქსიფილინი

ტრიხოპოლი =მეტრონიდაზოლი

ტროქსევაზინი =ტროქსერუტინი

ულტოპი = ომეპრაზოლი

ფასტუმგელი = კეტოპროფენი

ფინლეპსინი = კარბამეზაპინი

ფლიუკოსტატი= ფლუკონაზალი

ფურამაგი=ფურამაგინი

ჰემომიცინი = აზიტრომიცინი

ენაპი = ენალაპრილი

ერსეფურილი = ფურაზოლიდონი

ყელში ლორწო გროვდება? 3 მარტივი ხერხით შეამცირებთ მის გამომუშავებას

0
#image_title

ორგანიზმში ლორწოვანი გარსები საიდუმლოდ გამომუშავდება. რატომ ხდება ეს და როგორ ვებრძოლოთ? ცხვირის არეში ბუნებრივი გამომუშავება ადამიანის ორგანიზმის ერთ-ერთი დაცვითი ფუნქცია. ის ბაქტერიებს, მიკრობებს და მტვრის ნაწილაკებს აყოვნებს. მისი მეშვეობით ჰაერი სხეულის ტემპერატურაზე თბება და მისი ტენიანობა 50 %-დან 90-მდე იზრდება.

დიდი რაოდენობით ლორწო შეიძლება გამომუშავდეს შემდეგი მიზეზების გამო:

  • ალერგია;
  • ასთმა;
  • ბროქნიტი;
  • ფილტვების დაავადება;
  • გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება;
  • კისტოზური ფიბროზი;
  • დაბინძურებული ჰაერი.

წარმოგიდგენთ სამ ხელმისაწვდომ ხერხს, რათა მდგომარეობა შეიმსუბუქოთ.

1. ლიმნისა და თაფლის ნაზავი

ეს მარტივი, საშინაო საშუალება ანტიბაქტერიული და ანტისოკოვანია. ამშვიდებს ხველას, მოქმედებს სასუნთქ სისტემაზე და ამაღლებს იმუნიტეტს.

აურიეთ 2 ს.კ. ლიმნის წვენი 1 ს.კ. ორგანულ თაფლთან, მიიღეთ ცოტაოდენი რაოდენობით დღეში 3-ჯერ.

დაიამხსოვრეთ:თაფლი არაა რეკოენდირებული 3 წლამდე ბავშვებში და მტვერზე ალერგიულ ადამიანებში. ნუ მიიღებთ ორსულობის და ძუძუთი კვების დროს.

2. ევკალიპტის ჩაი

ევკალიპტის ანტისეპტიკური საშუალება ადამიანის სასუნთქი გზების ინფექციურ დაავადებებს განკურნავს. მიეცით საშუალება ფოთლების ნახარშს დიდხანს იდგეს და დღის განმავლობაში პერიოდულად რამდენიმე ყლუპი მოსვით.

3. ორთქლის ინჰალაციები

მიკრობების და ლორწოს სასუნთქი გზებიდან გამოდევნის ერთ-ერთი ეფექტური მეთოდი. მცენარეებსა და ზეთებზე დაფუძნებული ორთქლის ინჰალაციები ანტივირუსულია.

გახსოვდეთ, სუნთქვები არ უნდა იყოს ღრმა და ძლიერი. ფრთხილად იყავით ევკალიპტის ზეთთან. არ გამოიყენო ბავშვებში, ორსულებსა და მეძუძურ დედებში, დიაბეტის შემთხვევაში ან ოპერაციის შემდეგ.


თუ გეჩვენებათ, რომ გამოყოფილი ლორწო ხშირია და ალერგიულ რეაქციასთან, ქრონიკულ ან ინფექციურ დაავადებასთან დაკავშირებული არაა, იმოქმედეთ შემდეგნაირად:

  1. რეგულარულად დაატენიანეთ ჰაერი.
  2. დალიეთ მეტი წყალი.
  3. გაამდიდრეთ რაციონი გაციების საწინააღმდეგო პროდუქტებით: კენკრით, ბროწეულით, ძირტკბილათი, ჟენშენის ექსტრაქტით.
  4. რეგულარულად გამოირეცხეთ ყელი მარილიანი წყლით.

თუ ლორწო 1 თვის მანძილზე გაწუხებთ, მიაკითხეთ ექიმს.

ბირმული დიეტა მათთვის არის, ვისაც ძალიან დიდი წონა აქვს: მინუს 10 კილოგრამი უცებ.

0
#image_title

გაუფრთხილებლობა და დიდი ცოდვა – ეს არის ზედმეტი წონა ბირმული მსოფლმხედველობიდან, რომლის მიხედვითაც, ეს პრობლემა ჩნდება მაშინ, როცა ადამიანი საკვებს გასართობად მოიხმარს, მაშინ როცა მან მხოლოდ შიმშილი უნდა დააცხროს.

მათი მეთოდი გვიზიარებს საიდუმლოს, როგორ დავიკლოთ ეფექტურად 10კგ.

დიეტის წესები

5 საბაზისო წესი არსებობს, რომელიც უნდა დავიცვათ. ისინი ძალიან მარტივია. თუ მიზანს დაისახავთ და პარალელურად ჯანმრთელობის შენარჩუნებას გადაწყვეტთ, ჩამოკიდეთ ეს წესები შესამჩნევ ადგილას და მიჰყევით:

თქვენი კვება 2 სრულფასოვანი კვებისგან უნდა შედგებოდეს: საუზმე და სადილი, ასევე ერთი წახემსებისგან. საუზმე ვეგატარიანული უნდა იყოს, სადილი ცილებით სავსე.

იკვებეთ 3 საათამდე. საკვების მიღებამდე 1 ჭიქა სუფთა წყალი დალიეთ, მიღების შემდეგ 1 ჭიქა მინერალური გაზის გარეშე. ნახევარი საათის შემდეგ ჩაის ან ყავის დალევა შეიძლება.

უარი თქვით ფუნთუშეულსა და ტკბილეულზე, ალკოჰოლზე და გაზიან სასმელებზე.

გაიღვიძეთ და დაიძინეთ ერთი და იგივე დროს გახდომის პერიოდში.

დაიცავით დიეტა 14 დღე. თუ თქვენ შემთხვევაში ოპტიმალური ვარიანტი არაა, გაიმეორეთ კურსი 4 თვის შემდეგ.

ვახშამზე უარის თქმა ორგანიზმს საშუალებას მისცემს ზედმეტი ცხიმის დაწვის პროცესი დაიწყოს. მოემზადეთ, რომ მსგავსი რეჟიმი პირველი 2 დღის მანძილზე ძალიან რთული იქნება, მაგრამ შემდეგ კომფორტული გახდება.

ბირმული დიეტის მენიუ

  • 7:00 — ჭიქა წყალი.
  • 8:00 — ხილი ან ბოსტნეული, 60 გ შვრია წყალზე.
  • 9:00 — უგაზო მინერალური წყალი 1 ჭიქა.
  • 10:00 — ვარდკაჭაჭას სასმელი 1 ჩ.კ. ნაღებით და ამავე რაოდენობის თაფლით.
  • 12:00 — ჭიქა წყალი.
  • 13:00 — 2 მოხარშული კვერცხი, 170გ თეთრი თევზის ფილე გრილზე დაჭყლეტილი ხახვით და სუნელებით, 100 გ ბროკოლი ორთქლზე.
  • 14:00 — უგაზო მინერალური წყალი 1 ჭიქა.
  • 14:30 — 150 გ ხაჭო ნიგვზით და მარწყვით.
  • 15:00 — პიტნის ჩაი.

საღამომდე დალიეთ ჩვეულებრივი და უგაზო მინერალური წყალი, ასევე მცენარეული ჩაი გვირილის, პიტნის, ჟოლოს… არ დაწვეთ 11-ის ნახევარზე გვიან.

დროა დაივიწყოთ ეს წამალი: ანალგინი უკვე მსოფლიოს 42 ქვეყანაშია აკრძალული!

0
#image_title

ანალგინი ტკივილგამაყუჩებელ წამალთა შორის ყველასთვის საყვარელია. ხელმისაწვდომობა და ფასი კი პრეპარატს უფრო მიმზიდველს ხდის. მაგრამ, თანამედროვე კვლევები ანალგინის საშიშ გავლენას ამტკიცებენ.

უნდა დავლიოთ ანალგინი?

ანალგინი დაბლა წევს ტემპერატურას, მაგრამ პარალელურად ჯანმრთელობას ვნებს! სჯობს არ გამოიყენოთ, რადგანაც ამ მიზნებისთვის უფრო კარგი პრეპარატებია შექმნილი.

ანალგინი არანარკოტიკული ტკივილგამაყუჩებელია. ტკივილის შემცირება ფსიქიკაზე გავლენის მოხდენის გარეშე ხდება. გამაყუჩებელი შესაძლებლობა მას უფრო ნაკლები აქვს, ვიდრე ნარკოტიკულ პრეპარატებს. სერიოზული ტრავმების დროს და ოპერაციების შემდეგ ის ნაკლებად ეეფქტურია. ანალგინს მხოლოდ საშუალო ინტენსივობის ტკივილს დროს ურჩევენ: კბილის, მენსტრუალურის, ყურის და სხვა.

პრეპარატის საერთაშორისო სახელებია – მეტამიზოლ ნატრიუმი და მეტამიზოლ სოდიუმი. ფარმაკოლოგები მრავალ პრეპარატს უშვებენ იგივე შემადგენლობით: ბარალგინი, სპადოლზინი, ტორალგინი, ილვალგინი – ეს მცირე ჩამონათვალია იმ სახელების, რომელთა უკანაც ცნობილი ანალგინი იმალება.

პრეპარატი იყიდება აბების, ხსნარების და სანთლების სახით. 1 აბში აქტიური ნივთიერებების დოზა – 50-დან 500 მლ-მდეა. მის მიღებამდე აუცილებლად გაეცანით ინსტრუქციას, განსაკუთრებით გვერდით ეფექტებს.

მშობლები ხშირად სვამენ კითხვას, დაალევინონ თუ არა ანალგინი ბავშვებს. არავითარ შემთხვევაში! ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ანალგინის მოხმარებას მკაცრად ზღუდავს. 12 წლამდე ბავშვებისთვის და ორსული ქალებისთვის მისი მიღება აკრძალულია.

ანალგინის ხანგრძლივ მიღებას სისხლის დაავადებების გამოწვევა შეუძლია. მცირდება სპეციფიკური ლეიკოციტების რაოდენობა და ორგანიზმი ვეღარ ერევა პათოგენური ბაქტერიებისა და სოკოების განვითარებას. შედეგად სერიოზულ ინფექციურ ავადმყოფობას ვიღებთ. ასევე, აღინიშნება ალერგიული რეაქციები და შოკი. რეგულარული მიღებისას ვარდება არტერიული წნევა.

ანალგინის სხვა ნივთიერებებთან ერთად გამოყენება მათ მოქმედებას გააძლიერებს. პოპულარული კომბინირებული პრეპარატებია: ტემპალგინი, პენტალგინი, სპაზმალგონი და სხვები.

როგორც სამედიცინო პრეპარატების უმრავლესობა, ანალგინს მორჩენა არ შეუძლია. მისი მიღება მხოლოდ ექსტრემალურ სიტუაციებშია შესაძლებელი. ხანგრძლივი გამოყენება ახალ დაავადებას შეუწყობს ხელს.

ასაკთან ერთად მეხსიერების პრობლემები ჩნდება – ეს მედიკამენტები კი ალცჰაიმერის გაჩენის რისკს ამაღლებს

0
#image_title

რა იწვევს ალცჰაიმერის დაავადებასა და მსგავსი სახის მეხსიერების პრობლემებს?

როდესაც მეხსიერების პრობლემები ჩნდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ის სულ უფრო და უფრო სერიოზულ სახეს მიიღებს, რადგან ალცჰაიმერი და მსგავსი ტიპის გონებრივი ხარვეზები პროგრესირებად დაავადებებს წარმოადგენენ.

მეხსიერების პრობლემები და ტვინის სხვადასხვა უჯრედების გათიშვა სისხლძარღვებისა და ალცჰაიმერის დაავადებების რამდენიმე სახეობამ შეიძლება გამოიწვიოს.

საზოგადოების უმრავლესობას აინტერესებს, თუ რატომ არიან ასაკოვანი ადამიანიები უფრო მეტად მსგავსი პრობლემების რისკის ქვეშ და რატომ არ ეხება ზოგიერთ მოხუცებულს აღნიშნული დაავადებების სიმპტომების გაჩენის წინაპირობა.

აღნიშნული პრობლემების გამომწვევი პირდაპირი მიზეზები მეცნიერების მიერ ჯერჯერობით დაუდგენელ საკითხს წარმოადგენს, თუმცა ყველაზე მკვეთრი ფაქტორები მაინც გამოკვეთილია.

არასწორი ფიზიკური აქტივობა, არაჯანსაღი კვება და ძილის ცუდი რეჟიმი ყველაზე ხშირად იწვევს მეხსიერების პრობლემების გაჩენას, ასევე არასაკმაირისი სოციალური აქტივობაც სერიოზული მიზეზებიდან ერთ–ერთია. თუმცა, ერთ–ერთი საშიში ფაქტორი ფართოდ გავრცელებული წამლებიცაა.

სამეცნიერო გამოკვლებებმა აჩვენა, რომ ყველაზე გავრცელებული სამედიცინო მედიკამენტები გონებრივი ხარვეზებისა და მეხსიერების პრობლემების ერთ–ერთი გამომწვევი მიზეზია. მაგალითად, კუნთების გამაგრებისთვის საჭირო მედიკამენტების შემადგენლობა კუნთებსა და სახსრებში სწორედ იმ უჯრედების გამოყოფას უშლიან ხელს, რაც ტვინს მეხსიერების ჯანსაღი მუშაობისთვის სჭირდება. ასევე შარდის შეუკავებლობის საწინააღმდეგო პრეპარატები პარკინსონის დაავადების გამომწვევ მიზეზებს დაუკავშირეს.

მეცნიერების დასკვნით, რაც უფრო დიდხანს იღებთ ზემოთხსენებულ წამლებს, მით უფრო დიდი შანსია ასაკში შესვლასთან ერთად მეხსიერების პრობლემებმა თანდათან უფრო შეგაწუხოთ. ამიტომ, საუკეთესო ვარიანტი იქნება, თუ მედიკამენტებს დაბალი დოზებით მიიღებთ.

ასევე, დეპრესიასთან საბრძოლველად გამოწერილი სამედიცინო საშუალებები იგივე პრობლემასთან დააკავშირეს 2018 წელს გამოქვეყნებულ კვლევებში.

რა უნდა გააკეთოთ, თუ მსგავსი მედიკამენტების მიღება გიწევთ?

თუ აღნიშნულ წამლებს ექიმის კონსულტაციის გარეშე იყენებთ, აუცილებლად მიმართეთ მათ და მხოლოდ კლინიკის ნებართვის შემდეგ გააგრძელეთ მსგავსი პროცესი.

აუცილებლად შეუთანხმეთ თქვენი რეცეპტის გამცემ ექიმს საჭირო დოზები იმის მიხედვით, თუ რა მდგომარეობაშია თქვენი ის დაავადება, რის გამოც აპირებთ წამლის მიღებას. ხშირად, დაბალი დოზა სრულიად საკმარისია.

არ უნდა დავივიწყოთ ჯანსაღი გონებისთვის საჭირო სხვა საშუალებების გამოყენებაც. ჩამოიყალიბეთ ჯანსაღი ძილის რეჟიმი, ივარჯიშეთ ყოველდღე საშუალო დონის დატვირთვით და დაიცავით დაბალანსებული დიეტა. ბოსტნეული და ხილი თქვენი საუკეთესო დამხმარე საშუალებებია.

რძე -ინდოეთში მას “უკვდავების ელექსირს” უწოდებენ

0
#image_title

რძის ძალა დიდიხანია ნაცნობია, რადგანაც უძველესი დროიდან არ არსებობდა დაავადება, რომელსაც რძე არ კურნავდა.

რძე როგორც სამკურნალო პროფილაქტიკური და თერაპიული საშუალება ძალიან ძვირფასია. ჭიქა რძეში ლეღვის ან სტაფილოს დამატებით საოცრების მოხდენა შეგვიძლია…

წარმოგიდგენთ რძეზე დაფუძნებულ რეალურ რეცეპტებს, ექიმის რეკომენდაციით.

რძით მკურნალობა

ლეღვი რძით

ეს ნაერთი ხველისთვის ბუნებრივი წამალია. ამასთან, აძლიერებს იმუნიტეტს, აღადგენს ძალებს, შველის ნერვულ და გულ-სისხლძარღვთა სისტემას, უმკლავდება სტრესს.გემრიელი და სასარგებლო სასმლის მომზადება მარტივია;

1ჭიქა რძე აადუღეთ, დაამატეთ 2 ნაჭრებად დაჭრილი ლეღვი. აადუღეთ მიღებული მასა 10 წუთით ნელთბილ ცეცხლზე. შემდეგ 1 2 გააცივეთ. ამ დროს ლეღვი რძეში ყველა სასარგებლო თვისებას გაავრცელებს. მიიღეთ თბილი სასმელი დღეში 3-ჯერ ნახევარი ჭიქა ჭამამდე.

რეკომენდირებულია მინიმუმ 7 დღით.

რძე, სტაფილო და თაფლი

წარმოგიდგენთ ერთ ეფექტურ რეცეპტს გაციებასთან საბრძოლველად ეკლესიიდან.წვენის 2 ნაწილი უნდა შეადგენდეს სტაფილოს, 1 ცხელ რძეს, ხოლო 1 თაფლს. საგულდაგულოდ აურიეთ. მიიღეთ ყოველ 1 საათში (დღეში 15-მდე) შეგიძლიათ გაზარდოთ ინგრედიენტები და მთელი დღის მოიმზადოთ. გრიპის დროს რაც შეიძლება მეტი სითხე უნდა სვათ, ეს კი საკმაოდ ეფექტური და სასარგებლოა.

რძე ბორჯომთან ერთად

რძე და მინერალური წყალი ბრონქებისთვის ნამდვილი თერაპიაა. ნახევარ ჭიქა ცხელ რძეში ამავე რაოდენობის ბორჯომი დაამატეთ. სასმელი დღეში 3ჯერ 1/3 ჭიქა დალიეთ.

რძე შალფეის ფოთლებთან ერთად

მშრალი ხველისას ხალხური მედიცინა ამას გირჩევთ. მსგავსი ნაყენი ამსუბუქებს ხველას და ასუფთავებს სასუნთქ გზებს. ამასთან, შალფეი ანტისეპტიკურია და ორგანიზმს იცავს.1ჭიქა რძე ჩაასხით ემალის ქვაბში, დაამატეთ 1 ს.კ. დაჭრილი შალფეის ფოთლები და აადუღეთ რამდენიმე წუთი. დალიეთ ნახევარი ჭიქა ცხელი ნაყენი დღეში სამჯერ, დაამატეთ ცოტაოდენი თაფლი.

ნივრიანი რძე

რძე ნივრით უძველესი წამალია. ნიორი ხომ ბუნებრივი ანტიბიოტიკია. ნივრიანი რძე განგკურნავთ გაციებისგან, შეამცირებს მავნე ქოლესტერინის დონეს, ჩააცხრობს ანთებას, დაამშვიდებს ნერვულ სისტემას.250მლ წყალი და 500მლ რძე აურიეთ, დადგით ცეცხლზე.

გაასუფთავეთ 10კბილი ნიორი და დაუმატეთ ცხელ მასას. დაუწიეთ ცეცხლს ბოლომდე და 10წთ გააჩერეთ. პერიოდულად ურიეთ. დაამატეთ 2 ჩ.კ. შაქარი. ნივრიანი რძე დღეში ორჯერ გამოიყენეთ.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

 

ბავშვობიდან ვიტანჯებოდი ანგინით და ხანგრძლივი სურდოთი… დამეხმარა უბრალო “სტრეპტოციდი”-ებრძვის პირველივე სიმპტომებს

0
#image_title

ყოველთვის თან მაქვს “სტრეპტოციდი” საშინაო აფთიაქში, რადგანაც ყოველ ჯერზე დადებით შედეგს ვიღებ.

ინსტრუქციის მიხედვით, სტრეპტოციდი ანტიბაქტერიული პრეპარატია და მოქმედების ფართო სპექტრით გამოირჩევა.

სტრეპტოციდის გამოყენება

გამოიყენება კანის ინფექციებისას, სასუნთქი გზების დაავადებებისას და იარებზე ანსეპტიკური მიზნით.

დღეს ექიმები სტრეპტოციდს არ გვინიშნავენ. ისინი ამას ხსნიან იმით, რომ თანამედროვე ბაქტერიები იმდენად სასტიკები არიან, რომ ამ საშუალებაზე მგრძნობიარობა დაკარგეს. მაგრამ, ეს შესაძლოა მარკეტინგული ფანდი იყოს. რა თქმა უნდა, უფრო მომგებიანია ძვირადღირებული წამლები დანიშნონ, ვიდრე იაფფასიანი პრეპარატი.

დაავადების პირველივე სიმპტომების დროს, როცა გეწყებათ სურდო ან ყელის ტკივილი, არ ჩაერიოთ უხეშად. თბილი სასმელი და დასვენება საუკეთესოდ დაგეხმარებათ. მაგრამ, თუ ინფექციამ 3 დღე არ გაგიარათ, გაიქეცით “სტრეპტოციდზე”.

ექიმი გვირჩევს გახანგრძლივებული სურდოს რეცეპტს, რომელიც ამ სტატიაშია წამოდგენილი. სულ რაღაც 2 პროცედურის შემდეგ, ნამდვილად ამოისუნთქებთ. გამოყენებას ცოტაოდენი მომზადება სჭირდება, მაგრამ შედეგი ამად ღირს.

გამორეცხვა

მოამზადეთ სოდის ხსნარი მდუღარე წყალში: ჩაყარეთ 1 ჩ.კ. სოდა ჭიქაში. გადაიტანეთ ხსნარი პატარა ჩაიდანში ან ოყნაში. დახარეთ თავი და წყალი ნესტოში ჩაისხით. არ ჩაყოთ ცხვირი ჭიქაში.

არ იდარდოთ, თუ პროცედურის შემდეგ ლორწო გამოიყოფა. 10 წუთის შემდეგ სურდო შეგიწყდებათ.

აიღეთ სტრეპტოციდის აბი და სუფრის კოვზზე გაჭყლიტეთ. შეგიძლიათ ეს ქმედება ჩაის კოვზით განახორციელოთ. ფხვნილი უნდა მიიღოთ, დიდი ნაწილაკების გარეშე.

ერთ ნესტოს ხელი მიაჭირეთ, მეორეში კი ფხვნილი ნახევარი სუნთქვით შეისუნთქეთ. პროცედურა ორივე მხარეს გაიმეორეთ. ის ყელში უნდა მოხვდეს. არ ჩაისუნთქოთ ღრმად, ჰაერის სწრაფი მოძრაობა უნდა მოხდეს. წამალს საშინელი გემო აქვს, მაგრამ ეცადეთ 15-20 წთ წყალი არ დალიოთ.

ერთი აბი სამად გაყავით და პროცედურა დღეში სამჯერ გაიმეორეთ. სტრეპტოციდით მკურნალობას 3-5 დღე სჭირდება. უფრო მეტ დროზე გადანაწილება რეკომენდირებული არაა.

შეიძლება თუ არა მისი გამოყენება ბავშვებში, პედიატრს უნდა დაეკითხოთ.

დოზა ინსტრუქციის მიერ დაიცავით: ერთჯერადი დოზა 2 გრამს არ უნდა აჭარბებდეს, დღის განმავლობაში 7 გრამზე მეტი არ უნდა მიიღოთ.5 წლამდე ბავშვებში 0.4 გ, ხოლო თნეიჯერებში 0.5 გ.

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.