ხუთშაბათი, მაისი 7, 2026
- Advertisement -
Google search engine

როგორია სილამაზის ფორმულა

0
{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":["local"],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{"transform":1},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":true,"containsFTESticker":false}

რა არის სილამაზე?

სილამაზის ეტალონები

სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს

ცნობილ ჩინელ ფილოსოფოსს, კონფუცის, აქვს ძალიან კარგი ფრაზა “ყველაფერს აქვს სილამაზე, თუმცა ყველა ვერ ხედავს მას”

საზოგადოების უმეტეს ნაწილს მიჩნია, რომ გარეგნობა არ არის მთავარი და ადამიანში სულიერი სილამაზე უნდა ვეძიოთ, თუმცა ამ აზრის მომხრე ადამიანები, უმეტეს შემთხვევაში ადამიანის შეფასებას გარეგნული მონაცემებით იწყებენ.ეს ესეც უნდა იყოს!ადამიანის გაცნობისას, ჩვენ პირველ რიგში მის გარეგნულ მონაცემებს ვხედავთ და დროთა განმავლობაში ვარკვევთ, ერწყმის თუ არა გარეგნული სილამაზე შინაგან მშვენიერებას.თუმცა ამაზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს…

მსოფლიოში არსებობენ/არსებობდნენ ისეთი ქალბატონები, რომელთა გარეგნული სილამაზე იმდენად ღვთაებრივი და დამატყვევებელი იყო, რომ ერთის მხრივ მათ არც კი ჭირდებოდათ შინაგანი მშვენიერება, ისინი მიჩნეულნი იყვნენ სილამაზის ეტალონებად!

წყარო

3 შეცდომა რომელსაც კანი არ გვაპატიებს

0
{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":["local"],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{"transform":1},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":true,"containsFTESticker":false}

ყველა ფიქრობს იმაზე, რომ რაც შეიძლება დიდხანს ჰქონდეს ახალგაზრდა და ელასტიკური კანი.

უამრავ ფულს ვხარჯავთ ძვირად ღირებულ თავის მოვლის საშუალებებსა და სასწაულმოქმედ კრემებზე. თუმცა მთელი ეს ძალისხმევა ამაოა, თუ ის მავნე ჩვევები გვაქვს, რომლებიც ხელს უწყობს სიბერის პროცესს. თუ გსურთ, რომ კანი რაც შეიძლება დიდხანს იყოს გლუვი და ხავერდოვანი, გადახედეთ ცხოვრების წესს – ზოგჯერ ყველაზე უმნიშვნელო ცვლილებებს შეუძლია სარგებლის მოტანა.

პირველი შეცდომაა- SPF-ის შემცველი კრემების იგნორირება

ეს პრობლემა განსაკუთრებით ზაფხულშია აქტუალური – მართალია, მზე გიყვართ, მაგრამ თქვენს კანს – არა. მიუხედავად იმისა, რომ ვიცით მზის სხივების მავნებლობის შესახებ, მაინც არ ვიყენებთ SPF-ის შემცველ კრემებს. ის არა მხოლოდ პლაჟზე გარუჯვისას გჭირდებათ, არამედ ყოველდღიურადაც. მაშინაც კი, როცა უბრალოდ სამსახურში მიდიხართ. თუ მთელი წელი ერთსა და იმავე საყვარელ საცხს ხმარობთ, შეცვალეთ ეს ჩვევა – ზაფხულში უთუოდ SPF-ის შემცველი კრემი გჭირდებათ.

მეორე შეცდომაა- საღეჭი რეზინის სიყვარული

როგორც სარეკლამო სლოგანიდან გვახსოვს – ჯანსაღი სუნთქვა ადამიანებს შორის ურთიერთგაგებას აუმჯობესებს – ეს, რა თქმა უნდა, კარგია. მაგრამ თუ საღეჭი რეზინის მოხმარება ჩვევად გაქვთ, თქვენ რისკის ზონაში აღმოჩნდებით. ყბის ხშირი მოძრაობა დროთა განმავლობაში, შესაძლოა, პირის ირგვლივ ნაზოლაბიალური ნაკეცებისა და ნაოჭების წარმოშობის მიზეზი გახდეს. აქ ყველაფერი მარტივადაა – თუ ხშირად ჭმუხნით წარბებს, შუბლზე ნაოჭები ჩნდება და თუ გამუდმებით ღეჭავთ, კანი პირის ირგვლივ იჭიმება და ფორმას იცვლის. ამიტომ უმჯობესია საღეჭი რეზინი მენთოლიანი დრაჟეებით შეცვალოთ.

მესამე შეცდომა – არასაკმარისი ძილი

ძილის ნაკლებობა შესაძლოა მთელი რიგი პრობლემების წყაროდ იქცეს, რომლებზეც წარმოდგენა არც კი გაქვთ. ერთ-ერთი მათგანია ნაადრევი სიბერე. საქმე ისაა, რომ როდესაც ძილი არ გყოფნით, ორგანიზმი ვერ ასწრებს ბალანსის აღდგენას – ეს კანის უჯრედებსაც ეხება. თუ გსურთ, 50 წლის შემდეგაც მიმზიდველად გამოიყურებოდეთ, უარი უნდა თქვათ ღამის ცხოვრებაზე და იძინოთ არანაკლებ 7-8 საათისა. იცოდეთ, რომ ღამე ლამაზებს სძინავთ.

წყარო

რა დროს აჩვენებს თქვენი ბიოლოგიური საათი

0
{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":["local"],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{"transform":1},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":true,"containsFTESticker":false}

განსაზღვრული ასაკიდან ორგანოთა უმრავლესობის ფუნქცია დასუსტებას იწყებს.

თავდაპირველად ორგანიზმი უმკლავდება დეფიციტს, მაგრამ არსებობს ზღურბლი, რომლის გადალახვის შემდეგ პროცესი ორგანოს დისფუნქციით გამოვლინდება. სწორედ ამის შედეგია ასაკობრივი ცვლილებები.

როდის იწყება სიბერე

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გვთავაზობს შემდეგ ასაკობრივ საზღვრებს:

60-დან 74 წლის ჩათვლით – ხანში შესული

75 წლიდან – მოხუცი

90 წლიდან – დღეგრძელი

სიბერის ცნება ფარდობითია. ადამიანის ბიოლოგიური საათი შეიძლება აჩქარდეს ან, პირიქით, შენელდეს. ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ ერთი და იმავე ასაკის ადამიანებიდან ერთი ახალგაზრდულად გამოიყურება, შენარჩუნებული აქვს შრომის უნარი, სიცოცხლის ხალისი, ხოლო მეორე დაუძლურებულია და ფსიქიკის ძლიერი დარღვევები აღენიშნება. ბიოლოგიური საათის არათანაბარი მუშაობის ასახსნელად უამრავი ჰიპოთეზა გამოითქვა. მეცნიერები დაბერების პროცესის ქრონოლოგიურ, ბიოლოგიურ, სოციალურ და ფსიქოლოგიურ ასპექტებს განიხილავენ.

ნელ-ნელა, საფეხურებრივად იცვლება კანის სტრუქტურა. 20-25 წლიდან ნელდება მასში სისხლის მიმოქცევა და ნივთიერებათა ცვლა, კანის უჯრედები საკმარის ჟანგბადს და საკვებ ნივთიერებებს ვეღარ იღებს. შესაბამისად, აღარც უჯრედთა განახლების პროცესია ისეთი ინტენსიური, როგორიც მანამდე. სიცოცხლის მესამე ათწლეულიდან თვალსაჩინო ხდება ასაკობრივი ცვლილებები. ცხიმოვანი ჯირკვლები ნაკლებ ცხიმს გამოყოფს და კანიდან ტენი ადვილად ორთქლდება. შედეგად კანი შრება, თვალებთან და ცხვირ-ტუჩს შორის ნაოჭდება. უჯრედთა განახლების პროცესი უფრო მეტად ნელდება: 20-25 წლამდე თუ უჯრედები ყოველ 28 დღეში ახლდებოდა, 30 წლიდან განახლება 40 დღეში ერთხელ ხდება. ნივთიერებათა ცვლაც სუსტდება. 35 წლიდან მცირდება კოლაგენისა და ელასტინის სინთეზი, რაც კანის გამოშრობას იწვევს. კანი თხელდება და ეშვება. ნაოჭები მრავლდება.

40-45 წლიდან იწყება კანის ასაკობრივი გადაგვარება (დისტროფია). კოლაგენის ბოჭკოები სქელდება და უხეშდება, შემაერთებელ ქსოვილს ერწყმის ან იშლება, რაც კანის მოდუნებას განაპირობებს. კანის უჯრედებს საკმარისი სისხლი ვეღარ მიეწოდება, კანი სათანადოდ ვეღარ იკვებება და უფრო მეტად თხელდება, ფერმკრთალდება.

წყარო

როგორ ვებრძოლოთ ასაკსა და მიმიკურ ნაოჭებს

0
{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":["local"],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{"transform":1},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":true,"containsFTESticker":false}

დღესდღეობით ასაკთან ბრძოლა უფრო გამარტივებულია

და ბევრი შესაძლებლობა არსებობს ქალბატონები და არა მარტო ქალბატონები, მუდამ ლამაზად და ახალგაზრდულად რომ გამოიყურებოდნენ.

 

მიმიკური ნაოჭებია: თვალის ირგვლივ ნაოჭები (ე.წ ბატის თათები), წარბებს შორის არსებული ნაოჭები (ე.წ. გაბრაზების ნაოჭები) და შუბლზე არსებული ნაოჭები.

დღეისთვის, არაქირურგიული ჩარევის გზით მიმიკური ნაოჭების კორექციისა და გაახალგაზრდავების ყველაზე ეფექტური და თანამედროვე მეთოდი არის ბოტულოქსინის (ბოტოქსი, დისპორტი) ინექციები, ასევე შუბლზე არსებული ღრმა ნაოჭები შესაძლებელია ამოივსოს ფილერის საშუალებით.

ფილერი ნატურალური ჰიალურონის მჟავის შემცველი შემავსებელი პრეპარატია (ინგ. filler – შემავსებელი). ფილერის საშუალებით შესაძლებელია ღრმა ნაოჭების ამოვსება და ვიზუალურად მათი გაქრობა (მაგ.: ცხვირ–ტუჩის ნაოჭი, წარბებს შორის ნაოჭი, შუბლის ნაოჭი, თვალის ირგვლივი ნაოჭები…).

გარდა შემავსებლის ფუნქციისა, ჰიალურონის მჟავა იწვევს წყლის შეკავებას და კოლაგენის გამომუშავების გააქტიურებას, შესაბამისად კანი დროთა განმავლობაში ხდება უფრო ტენიანი და ელასტიური, ხოლო პრეპარატის გაწოვის შემდეგ ნაკლები ინტენსივობის ნაოჭი რჩება.

 

ფილერის შეყვანისთვის სასურველია კანი იყოს მომზადებული – დატენიანებული, რათა მისი ეფექტი ხანგრძლივად შენარჩუნდეს. ეფექტის ხანგრძლივობა, საშუალოდ 12-14 თვეა, ინდივიდუალურია და დამოკიდებულია შერჩეულ პრეპარტზე.

წყარო

რჩევები – თუ სვირინგი ახალი გაკეთებული გაქვთ

0
{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":["local"],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{"transform":1},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":true,"containsFTESticker":false}

კარგი სვირინგი მდიდარი შინაგანი სამყაროს გამოხატვის შესანიშნავი საშუალებაა.

თუმცა მას აუცილებლად სჭირდება მოვლა, რომ მელანი არ გაფერმკრთალდეს და კანი არ დაზიანდეს.

განსაკუთრებული მოვლა სჭირდება ტატუს პირველ კვირებში, თუმცა ყურადღება ამის შემდეგაც აუცილებელია, რომ ნახატი დიდხანს იყოს მკვეთრი და მკაფიო.

პირველი 24-48 საათის განმავლობაში:

ტატუზე ნახვევი გაიჩერეთ 22-24 საათით. ტატუს გაკეთებისთანავე ნებისმიერი ოსტატი დაფარავს მას  ნახვევით;

ჰკითხეთ ტატუს ოსტატს, როდის შეიძლება ტატუს გახსნა;

სახვევის მოხსნამდე კარგად დაიბანეთ ხელები. ფრთხილად მოიხსენით ნახვევი, რომ კანი არ დაზიანდეს;

ანტიბაქტერიული საპონი და წყალი საუკეთესო იქნება ამ დღეს თქვენთვის;

ფრთხილად დაიბანეთ ტატუ გრილი ან თბილი წყლითა და საპნით;

ტატუს დაბანისას არ გამოიყენოთ ღრუბელი;

ჭრილობა ფრთხილად შეიმშრალეთ ქაღალდის რბილი ხელსახოცით; ამ მიზნით ნუ გამოიყენებთ ნაჭრის პირსახოცებს, რადგანაც მასზე შეიძლება მეტი ბაქტერია აღმოჩნდეს, ვიდრე ქაღალდის ხელსახოცზე;

ტატუს ადგილზე წაისვით ლოსიონი ან კრემი. ამ მიზნით ნუ გამოიყენებთ კორტიზონის, ალკოჰოლის და ალოეს შემცველ კრემებს;

ტატუს  ხელმეორედ ნუღარ შეიხვევთ;

პირველი ორი-სამი კვირის განმავლობაში ყოველდღიურად, დილას და საღამოს, დაიბანეთ ტატუ თბილი წყლითა და საპნით;

დღეში რამდენჯერმე, 4-6-ჯერ მაინც, წაისვით სვირინგის მიდამოში ლოსიონი ან კრემი, რომ კანი დატენიანდეს;

მელანი რომ არ გაუფერულდეს, ტატუს მიდამო მოარიდეთ მზის სხივების უშუალო ზემოქმედებას;

ამას გარდა, დაზიანებული კანი სინათლეზე შეიძლება გამოშრეს და აიქერცლოს;

ამ პერიოდში მზისგან დამცავი კრემის გამოყენებისგანაც შეიიზღუდეთ თავი.

დააკვირდით, ხომ არ მიმდინარეობს ტატუს ანთებითი პროცესი. ასეთი შემთხვევა იშვიათია, თუმცა შესაძლებელი. მცირე ეჭვის დროსაც კი აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.

წყარო

როგორ გავიქროთ თვალების ირგვლივ სიშავეები

0
{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":["local"],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{"transform":1},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":true,"containsFTESticker":false}

თვალის გარშემო შავი წრეების გაჩენისას, პირველ რიგში, საჭიროა გამომწვევი მიზეზის აღმოფხვრა,

შემდეგ კი სპეციალური ნიღბების, კრემებისა თუ საფენების გამოყენება.   ამჯერად, გვინდა შემოგთავაზოთ რამდენიმე ნიღაბი ჩაშავებული თვალებისთვის. ასეთ საშუალებებს სახლის პირობებში დაამზადებთ, თანაც – მინიმალური დანახარჯით.

კარტოფილის ნიღაბი

1 საშუალო ზომის კარტოფილი გაფცქვენით, დაჭერით და რძეში მოხარშეთ. მოხარშული კარტოფილი წვრილ სახეხზე გახეხეთ, დაამატეთ 1 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი (შეგიძლიათ ნებისმიერი მცენარეული ზეთის გამოყენება) და კარგად აურიეთ.

ხაჭოს ნიღაბი

1ს.კ. ხაჭოს და 1 ჩ.კ. დაფქვილ შვრიას („ჰერკულესი“) დაამატეთ 4-5 წვეთი რომელიმე მცენარეული ზეთი და კარგად აურიეთ. მიღებული მასა თვალის გარშემო კანზე სქლად დაიფინეთ. 15-20 წუთის შემდეგ რძეში დასველებული ტამპონით მოიწმინდეთ ან თბილი წყლით ჩამოიბანეთ. მიღებული მასა თვალის გარშემო კანზე სქლად დაიფინეთ. 20 წუთის შემდეგ კი თბილი წყლით კარგად ჩამოიბანეთ.

კიტრის ნიღაბი

1 ს.კ. გახეხილი კიტრი და ამავე რაოდენობის დაქუცმაცებული ოხრახუში კარგად დააბლენდერეთ, დაამატეთ 1 ს.კ. არაჟანი და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე მოურიეთ. მიღებული მასა თვალების გარშემო წაისვით. 20 წუთის შემდეგ დიდი რაოდენობის თბილი წყლით კარგად ჩამოიბანეთ.

საფენები თვალის ირგვლივ სიშავეების მოშორებისთვის

ჩაის საფენი

2 ცალი ჩაის ერთჯერადი საფენი (უკეთესია მწვანე ჩაის პაკეტები) რამდენიმე წამით ჯერ მდუღარეში ჩადეთ, შემდეგ კი 5-10 წუთის განმავლობაში მაცივარში მოათავსეთ.

ასეთი წესით მომზადებული ცივი პაკეტები დაიდეთ თვალებზე, 10 წუთის შემდეგ კი მოიშორეთ და თვალების გარშემო კანზე რომელიმე მკვებავი კრემი შეიზილეთ.

სალბის (შალფეის) საფენი

საჭირო რაოდენობის სალბის ნაყენი (2 ს.კ. სალბი / 1ჭ. წყალი) გაყავით ორ ნაწილად. ნაყენის ერთი ნაწილი მაცივარში გააცივეთ, მეორე კი მხოლოდ 40-50 გრადუსამდე შეაგრილეთ.

ამის შემდეგ თვალებზე ჯერ ცივ, შემდეგ თბილ ნაყენში დასველებული ბამბის ტამპონები მონაცვლეობით დაიფინეთ (5-5 წუთით), 20-30 წუთის შემდეგ თვალები გრილი წყლით ჩამოიბანეთ.

აღნიშნული პროცედურა შეგიძლიათ, ერთი თვის განმავლობაში დღეგამოშვებით ჩაიტაროთ.

წყარო

პროცედურები, რომლებიც შილაქის მოხსნის შემდეგ უნდა ჩაიტაროთ

0
{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":["local"],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{"transform":1},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":true,"containsFTESticker":false}

დღეს ქალების უმეტესობა აქტიურად ხმარობს შილაკსა და გელ ლაქს, რომელიც 1-დან 2 კვირამდე ჩერდება ფრჩხილზე

და მოუცლელი გრაფიკისა თუ დატვირთული სამუშაო კვირის შემდეგაც კი ფრჩხილები მოწესრიგებულად გამოიყურება. ამ სილამაზის მიღმა ბევრი სხვა დეტალია. შილაკის მოხსნის შემდეგ ფრჩხილი თავის ძველ სახეს კარგავს, მას ზედა ფენა უთხელდება და ძველი სახის აღსადგენად სპეციალური მოვლაა საჭირო.

როგორ უნდა მოუაროთ ფრჩხილებს შილაკის მოხსნის შემდეგ?

დაიჭერით ფრჩხილები

შილაკის შემდეგ გრძელ ფრჩხილებთან გამოთხოვება გვიჭირს, თუმცა რას ვიზამთ, თუ გვსურს, რომ ფრჩხილმა ძველი ბზინვარება და სიძლიერე დაიბრუნოს, ის დაზიანებული ნაწილი სასწრაფოდ უნდა მოიჭრათ, რადგან დაზიანებული ახლით, უფრო ძლიერით ჩანაცვლდეს.

 

ნაზად გაიქლიბავთ ფრჩხილებს ზემოდან

შილაკის მოშორების შემდეგ ფრჩხილზე ბაზა და ლაქის მცირე ნაწილები მაინც რჩება. ამიტომ, ნელა გაიქლიბეთ ფრჩხილები და შეეცადეთ, უკვე დათხელებულ ზედაპირზე უარესი დაზიანება არ მიიღოთ. სცადეთ რბილი ქლიბი და ისიც რამდენიმე წამით.

შილაკი აშრობს ფრჩხილებს, ამიტომ საჭიროა მისი დატენიანება

როდესაც შილაკს მოიშორებთ და სუფთა ფრჩხილებით დარჩებით, მისი დატენიანება დაიწყეთ. ჩააწყვეთ ფრჩხილები მარილიან წყალში, დაიტენიანეთ ხელი და წაისვით ფრჩხილებისთვის სპეციალური ზეთი, რომელიც გამომშრალ ვიზუალს მალევე გაგიქრობთ.

ვიტამინები არ დაგავიწყდეთ.

ფრჩხილს ზრდაში ვიტამინი B ეხმარება, რომელიც შესაძლებელია ჩვენს ორგანიზმში საკვების ან სპეციალური ზეთებისა და საცხების სახით მოხვდეს. ამიტომ შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი გზა და დაზიანებული ფრჩხილების პრობლემაც მალე მოგვარდება.

წყარო

გავიწმინდოთ თუ არა ყინულის კუბებით სახის კანი

0
{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":["local"],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{"transform":1},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":true,"containsFTESticker":false}

ცხელ ამინდში სახის ყინულის კუბებით გაწმენდა, ოდნავ გაცივება და ამავდროულად, შეშუპების მოცილება საკმაოდ სასიამოვნო პროცესია,

თუმცა სილამაზის ეს ტექნიკა ყველასთვის შესაფერისი არ არის და შეიძლება მნიშვნელოვნად დააზიანოს კანი.

ყინულის კომპრესები მართლაც ეფექტურად აშორებს შეშუპებას, ასევე ხსნის სიწითლეს და ქავილს. მაგრამ ექსპერტები ამბობენ, რომ საუბარია მხოლოდ სიმპტომების დროებით ლოკალიზაციაზე და არა მკურნალობაზე. ყინულის კუბურები არ ამცირებს ნაოჭებს, არ ამკვრივებს კანს, არ არეგულირებს ცხიმის გამომუშავებას და რა თქმა უნდა, არ ანიჭებს კანს ბზინვარებას.

ექსპერტების აზრით, ყინული კანზე დიდხანს არ უნდა წაისვათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანს დააზიანებთ და სახეზე წითელი ლაქების გაჩენის რისკს გაზრდით.

მგრძნობიარე, ზედმეტად მშრალი კანის მქონე ადამიანებმა აუცილებლად უნდა შეიკავონ თავი ყინული გამოყენებაზე. ყინულმა შეიძლება დააზიანოს მგრძნობიარე კანის თხელი კაპილარები, ასევე დაარღვიოს ოფლისა და ცხიმოვანი ჯირკვლების სეკრეცია და გამოიწვიოს ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა.

გაითვალისწინეთ რომ ყინულით წმენდის პროცედურის დაწყებამდე შეფუთეთ რამდენიმე ყინულის კუბი თხელ ხელსახოცში. ეფექტის გასაძლიერებლად ყინულს შეგიძლიათ დაამატოთ ალოეს წვენი, გვირილის ნახარში ან კიტრის წვენი.

წყარო

 

როგორ დავიტენიანოთ გამომშრალი სახის კანი

0
{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":["local"],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{"transform":2},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":true,"containsFTESticker":false}

მშრალი კანი ყველაზე პრობლემურია, რადგან ნაოჭებისკენ აქვს მიდრეკილება. ამ პრობლემის მოგვარებაში ბოსტნეულისა და ხილის ნიღბები დაგეხმარებათ.

ხოლო ნიღაბი რომ ეფექტური იყოს, ის აუცილებლად სუფთა სახეზე უნდა დაიტანოთ. პირველი ფენის წასმის შემდეგ, რამდენიმე წუთში, ნიღბის შეშრობის მერე, მასა ხელმეორედ გადაისვით. ეს პროცედურა 3-4 ჯერ გაიმეორეთ.

სანამ ნიღბებს გაიკეთებთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ, ხართ თუ არა ალერგიული იმ პროდუქტების მიმართ, რომლებსაც ნიღბისთვის იყენებთ.

რძის ნიღაბი – ძილის წინ, სანამ მკვებავ კრემს წაისვამთ, შეგიძლიათ, სახეზე ნატურალური რძის ნიღაბი გაიკეთოთ: დაასველეთ ბამბის ტამპონი რძეში და წაისვით სახეზე. 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ და შედეგს თავად დაინახავთ.

ფორთოხლის, კვერცხისა და ლიმონის ნიღაბი – ერთი ჩაის კოვზი ფორთოხლის წვენი, ერთი კვერცხის გული და 20 წვეთი ლიმონის წვენი ერთმანეთს შეურიეთ, წაისვით სახეზე და 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ. ფრთხილად შეიმშრალეთ და წაისვით მკვებავი კრემი.

რძის, ხაჭოსა და თაფლის ნიღაბი – ერთი სადილის კოვზი რძე და ნახევარი ჩაის კოვზი თაფლი ოდნავ შეათბეთ; შეურიეთ ერთი სადილის კოვზი ხაჭო და სახეზე დაიფინეთ. 20 წუთის მერე კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ასევე, ძალიან კარგია ახლად შემოსული ხილის ნიღბები. სახის კანისათვის განსაკუთრებით სასარგებლოა მარწყვის, ატმისა და ვაშლის. გამოიყენეთ ბოსტნეულიც. მაგალითად, ძალიან კარგია კიტრის საფენები, ნიახურის ფაფის ნიღაბი, ნესვისა და ბანანის წასმა. სამი ნაერთის – ბანანის, ნესვის და ატმის კომბინაცია, კი ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს, ის ხავერდოვანს ხდის თქვენს კანს.

წყარო

ბუნების საოცრება 🌸 სად აღმოაჩინეს ვარდისფერი დელფინი

0
{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":["local"],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{"transform":1},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":true,"containsFTESticker":false}

2007 წელს აღმოაჩინეს დედასთან ერთად მცურავი პატარა დელფინი, რომელმაც გააოცა თვითმხილველები,

რადგან ის თავიდან ბოლომდე ვარდისფერი იყო. მას მოგვიანებით “ფინქი” დაარქვეს.

 

პირველად ის შენიშნეს ლუიზიანას ნაპირთან. ბიოლოგების თქმით, მისი სხეულის ფერი გამოწვეულია პიგმენტაციით.

 

“მისი შეფერილობა სხვა დელფინებისგან მკვეთრად განსხვავდება. დელფინის ტყავის ქვეშ არის უამრავი კაპილარი და სისხლძარღვი. როცა ისინი ფართოვდება, ცხოველი ვარდისფერ შეფერილობას იღებს.”- ამბობს ცხოველთა დაცვის ინსტიტუტის წარმომადგენელი ნაუმი როუსი.

რამდენიმე წელი გავიდა, რაც ფინქი აღმოაჩინეს. ის დღეს უკვე ზრდასრული ზღვის ბინადარია. იმ სპეციალისტთა თქმით, რომლებიც მას აკვირდებიან, ამბობენ, რომ

შესაძლოა, ფინქს მალე პატარა დელფინებიც შეეძინოს.

წყარო

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.