ხუთშაბათი, მაისი 7, 2026
- Advertisement -
Google search engine

როგორია სილამაზის სტანდარტები

0
{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":["local"],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{"transform":1},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":true,"containsFTESticker":false}

ქალებს ყოველთვის დიდი შრომა უწევდათ იმისთვის, რომ იმ დროისა და კულტურისთვის დამახასიათებელი ქალური სილამაზის იდეალები დაეკმაყოფილებინათ.

მიუხედავად იმისა, რომ ქალის სილამაზის აღქმა დროთა განმავლობაში შეიცვალა, უცვლელი დარჩა ის მსხვერპლი, რომელიც ქალმა ამ სტანდარტების დასაკმაყოფილებლად უნდა გაიღოს.

სილამაზის სტანდარტებისაგან განთავისუფლებას წარმოუდგენელს ხდის ის ყოველდღიური წნეხი, რომელიც მასმედიის სხვადასხვა საშუალებით მოდის.  სილამაზის სტანდარტები ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღია, რომლის საშუალებით დღესაც ყველაზე განვითარებულ საზოგადოებებშიც კი ქალის დაქვემდებარება და მამაკაცის დომინანტური პოზიციის შენარჩუნება ხორციელდება.

რაც უფრო გაძლიერდა ქალი, როგორც სოციალური ფიგურა, მით უფრო გაიზარდა იმის მოლოდინი, რომ ის ფიზიკური სილამაზის სტანდარტების ერთგული იქნება.

მოდისა და სილამაზის ინდუსტრიები, ქალთა მთავარ ექსპლუატატორად ითვლება.  ქალებს უნდა მიეცეთ საშუალება, აკეთონ ის, რაც უნდათ და გამოიყურებოდნენ ისე, როგორც უნდათ, იმის შიშის გარეშე, რომ სილამაზის აღიარებული სტანდარტების არდაკმაყოფილების შემთხვევაში ეკონომიკური, ფსიქოლოგიური და სოციალური წნეხის ქვეშ მოექცევიან.

წყარო 

 

 

პედიკურის საფრთხეები, რა უნდა ვიცოდეთ

0
{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":["local"],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{"transform":1},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":true,"containsFTESticker":false}

თუ თქვენი ოსტატი  დაუდევარია, მაშინ სილამაზის სალონში ვიზიტი შეიძლება  უბედურებად გადაიქცეს!

 

ზოგიერთი პედიკურის ოსტატი ფრჩხილის ჩაბრუნებულ ადგილებს  ეხება, მაგრამ ორთოპედი ქირურგები გვირჩევენ არ ენდოთ მათ. ფეხის ფრჩხილმა უკვე დაარბია კანი და შეიძლება გადაიქცეს  აბსცესად  ან ჩირქგროვად. ის უნდა იყოს დამუშავებული სპეციალისტის მიერ, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს ბაქტერიული დაბინძურება, რომელიც მოითხოვს ანტიბიოტიკოთერაპიას ან ფრჩხილის მოცილებას.

მიუხედავად იმისა, რომ გრიპი არ არის პირდაპირ კავშირში პედიკურთან, სალონების დახურულმა და დახშულმა გარემომ შეიძლება ხელი შეუწყოს ინფექციის გავრცელებას. თუ მომუშავე პერსონალი  არ ატარებს ხელთათმანებს, არ იბანენ ხელებს თითოეული კლიენტის შემდეგ, ან მიიღებენ ვიზიტორებს ავადმყოფობის დროს, მაშინ ისინი თავად გაავრცელებენ ვირუსს. გახსოვდეთ, რომ ვირუსი რვა საათამდე ცოცხლობს, ასე რომ თქვენ შეიძლება დაინფიცირდეთ, იმ შემთხვევაშიც თუ თქვენს წინ ინფიცირებულ კლიენტს ემსახურებოდნენ.

ზოგიერთი სალონი არ ახდენს დეზინფექციას და არც გარეცხავს ინსტრუმენტებს თითოეული კლიენტის შემდეგ! ამიტომ, ექსპერტები გირჩევენ, მოიტანოთ საკუთარი ხელსაწყოები, რომლის სისუფთავეში დარწმუნებული ხართ. ამ გზით შესაძლებელია სოკოვანი ინფექციების თავიდან აცილება, ისევე ისეთი სერიოზული დაავადებების, როგორიცაა ჰეპატიტი და აივ ინფექცია.

წყარო 

 

 

კანის მოვლისას დაშვებული შეცდომები

0
{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":["local"],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{"transform":1},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":true,"containsFTESticker":false}

ეჭვი გეპარება შენი კანის მოვლაში? ფიქრობ, რომ შეიძლება უკეთესი ყოფილიყო?

გადაამოწმე, უშვებ თუ არა გავრცელებულ შეცდომებს, რომლებიც ხელს უშლიან კანის მოვლის 100%-ით მუშაობას.

გაწმენდა არის პროცესი, რომელიც 2 ეტაპისგან შედგება. ორმაგი გაწმენდა საჭიროა იმისთვის, რომ კანის ტონი უფრო თანაბარი გახდეს, კანის მდგომარეობა გაუმჯობესდეს და კრემებმა უფრო ეფექტურად იმუშაონ. დაიწყე ზეთზე დაფუძნებული გამწმენდი საშუალებით, როგორიცაა სახის დასაბანი გამწმენდი ზეთი. შემდეგ გამოიყენე წყალზე დაფუძნებული გამწმენდი საშუალება.

კანის პილინგი და განახლება კანის მოვლის საკვანძო ეტაპია. ის, უდავოდ, საჭიროა ფორების გასაწმენდად, მკვდარი უჯრედების მოსაშორებლად და კანის გასაგლუვებლად. მაგრამ თუ ბოროტად გამოიყენებ სკრაბებს, შეიძლება დაარღვიო კანის ბუნებრივი დამცავი ბარიერი. გირჩევთ გამოიყენო სკრაბი კვირაში არაუმეტეს 2-3-ჯერ და ყურადღება მიაქციო კანის მდგომარეობას. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, არ შეიზილო პროდუქტი კანში – მხოლოდ ნაზი მასაჟი.

თუ შენი კანის მოვლის პროცედურა შედგება მრავალი ეტაპისგან სხვადასხვა პროდუქტების გამოყენებით, შესაძლოა, მათ არასწორი თანმიმდევრობით იყენებ, რაც მათ ეფექტურობას ამცირებს. სწორი თანმიმდევრობა: გაწმენდა, ტონიზირება, თვალის ქუთუთოების კრემი, შრატი, დღის ან ღამის კრემი.

უმეტესობა ჩვენგანი გადაჭარბებით აფასებს პროდუქტის იმ რაოდენობას, რომელიც ნამდვილად ეფექტური იქნება. მუშაობს პრინციპი “რაც ნაკლები, მით უკეთესი”. როგორც წესი, საკმარისია მცირე რაოდენობის პროდუქტი, ბარდის მარცვლის ან მონეტის ზომის.

წყარო 

 

 

 

გაგაცნობთ მხატვარ სოფიო დარასელიას, რომელიც მინაზე საოცარ ნამუშევრებს ქმნის ✨️

0
{"remix_data":[],"source_tags":[],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":false,"containsFTESticker":false}

გაგაცნობთ მხატვარ სოფიო დარასელიას, რომელიც მინაზე ხატავს და საოცარ ნამუშევრებს ქმნის ✨️

Screenshot

“ჩემი ნამუშევრები მინაზე შექმნილია. მუშაობის პროცესი ჩემთვის დიდი სიამოვნების და განტვირთვის საშუალებაა. მომხმარებლისგან მიღებული მადლიერებისა და კმაყოფილების ემოცია კი უფრო დიდი სტიმულია, რათა მომავალში
შევქმნა უფრო მეტი და საინტერესო ნახატი ✨️

  

ყოველთვის მიყვარდა
ხატვა… ვხატავდი ტუშით. იდეა მინაზე ხატვისა გამიჩნდა დაახლოებით სამი
წლის წინ..  დავიწყე ჩემი ტუშით შესრულებული ნამუშევრების მინაზე გადატანა და გაფერადება – ასე
დაიწყო ეს ისტორია… ✨️

 

რომელი ხილისგან დავამზადოთ სახის კანისთვის ნიღბები

0
{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":["local"],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{"transform":1},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":true,"containsFTESticker":false}

სულაც არ არის აუცილებელი, ძვირი გადაიხადოთ დამატენიანებელ კრემებსა თუ ლოსიონებში.

შეგიძლიათ, სახლის პირობებში ხილისგან თავად მოამზადოთ სახის კანის მოსავლელი საკმაოდ ეფექტური საშუალებები.

 

ხილის ნიღბები შესანიშნავად მოქმედებს კანზე და იაფიც ჯდება. ამაში პირველივე პროცედურის შემდეგ თავად დარწმუდნებით. ნიღბები, კვირაში ორჯერ უნდა გაიკეთოთ. გთავაზობთ იმ ხილის ჩამონათვალს, რომლებიც კანის მოვლისთვის ძალიან ეფექტური და სასარგებლოა.

ვაშლი – კანს სიგლუვესა და ბრწყინვალებას ანიჭებს. ვაშლი არა მხოლოდ სახის ტონირებისა და მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გამოიყენება, არამედ ისეთი პრობლემების მოსაგვარებლად, როგორიც არის აკნე და ამისთვის, საუკეთესო საშუალებაა – უბრალოდ, აბაზანის შემდეგ, სახე ვაშლისგან დამზადებული ერთი სადილის კოვზი ფაფით გაისუფთავეთ.

ავოკადო – თუ კანის სიმშრალე გაწუხებთ, ამ პრობლემის მოსაგვარებლად ავოკადო გამოიყენეთ. ის განსაკუთრებული შესაძლებლობებით გამოირჩევა და საუკეთესო დამატენიანებელი საშუალებაა. მოამზადეთ ავოკადოს ფაფა, მიღებული მასა დაიტანეთ სახეზე და გაიჩერეთ, მაქსიმუმ, 2 წუთის განმავლობაში. შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ და წაისვით მკვებავი კრემი.

ბანანი – საუკეთესოდ წმენდს კანს. ძალიან კარგ შედეგს იძლევა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც მშრალი კანი აქვთ. მოამზადეთ ბანანის ფაფა და მიღებული მასა დაიტანეთ სახეზე. გაიჩერეთ არა უმეტეს 5 წუთისა, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით მკვებავი. უმჯობესია, ეს პროცედურა საღამოს საათებში ჩაიტაროთ.

 

ლიმონი – კანს რეგენერაციისა და აღდგენის შესაძლებლობას აძლევს. გამოიყენეთ ლიმონის წვენი მატონიზირებელ საშუალებად. თუმცა, კანზე 1 წუთზე მეტ ხანს ნუ გაიჩერებთ, რადგან შესაძლოა, ალერგია გამოიწვიოს და კანი გაწითლდეს. ჩამობანის შემდეგ, აუცილებლად წაისვით მკვებავი კრემი.

წყარო 

 

 

 

რა კავშირშია ძილი სილამაზესთან

0
{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":["local"],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{"transform":1},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":true,"containsFTESticker":false}

ქალები, საშუალოდ, 9-ჯერ უფრო ხშირად იტანჯებიან უძილობით ,ვიდრე კაცები.

რატომ არის, რომ ჩვენ დიდ დროს ვუთმობთ სამსახურს, ოჯახს, მეგობრებს და უგულებელვყობთ ძილს?

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ჯანმრთელი ძილი აუცილებელია ჩვენი ფიზიკური და ფსიქიკური მდგრადობისთვის. ძილის დროს , ჩვენი სხეული, განსაკუთრებით კანი, ისვენებს, იკვებება და აღსდგება. თუ შენ ყოველ ღამე 8 საათი არ გძინავს, მოვიდა დრო შეცვალო ეს ჩვევა. ქვემოთ მოგითხრობთ, როგორ ისწავლოთ დაძინება, ძილი და გამოძინება.

დააწესე დასვენების დრო და არ დააღღვიო რეჟიმი!

გამოკვლევები ცხადყოფს, რომ მათ ვინც მკაცრად იცავს დაძინების და გაღვიძების რეჟიმს , უკეთესად ძინავს. დილაობით – შუადღემდე საწოლში ნებივრობა და ღამით – შუაღამემდე უძილობა, არღვევს ჩვენი ორგანიზმის დღე-ღამურ ციკლს, ამიტომ ეცადე, დასვენების დღეებშიც კი არ დაარღვიო ძილის რეჟიმი.

დამოკიდებულებას კოფეინის მიმართ

ჩვენს ორგანიზმს საშუალოდ ერთი ყავის ჭიქის შემცველი კოფეინის გადასამუშავებლად 4 საათი ესაჭიროება, ამიტომ, თუ შენ მიირთმევ დღეში რამდენიმე ჭიქა ყავას, გვიან საღამომდე მისი ზემოქმედების ქვეშ იმყოფები. ასეთი რამ რომ არ მოხდეს, შეცვალე ყავა მცენარეული ჩაით ან სხვა რომელიმე სასარგებლო ნაყენით, რომელიც კოფეინს არ შეიცავს.

 

შეარჩიე იდეალური დრო ვარჯიშისთვის

კარდიო და მძლეოსნური ვარჯიშები ორგანიზმს ენერგიით ავსებს. ამ დროს სისხლში გამომუშავდება ენდორფინი – ბედნიერების ჰორმონი და ადრენალინი, რაც ორგანიზმისთვის დღის განმავლობაში საუკეთესო დახმარებაა. საღამოობით კი, ზედმეტი აქტიურობა სულაც არ არის სასურველი. დაიმახსოვრე, ვარჯიშიდან დაძინებამდე მინიმუმ 3 საათი უნდა გავიდეს. თუ ესეც არ გშველის, საღამოობით დაკავდი იოგით, რათა სხეული და გონება დაიმშვიდო.

ღამით შენი კანი აღიდგენს ბუნებრივ ბალანსს, ამიტომ უფრო მგრძნობიარეა მკვებავი ნივთიერებების მიმართ. ძილის წინ წაისვი სახეზე შრატი და ღამის საცხი – ეს არა მარტო გააუმჯობესებს შენი სახის ფერს და გარეგნულ იერს, არამედ შეგიქმნის დამაწყნარებელ და მოსადუნებელ რიტუალს, რათა შენმა გონებამ და სხეულმა კარგად დაისვენოს!

გახსოვდეთ ქალბატონებო რომ,  ძილი სილამაზის ყველაზე საუკეთესო პროცედურაა.

წყარო

 

 

 

 

 

ქართველი პიანისტი მსოფლიო ვარსკვლავებს შორის ბრწყინავს ✨️ ხატია ბუნიათიშვილი ✨️

0
{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":["local"],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{"transform":1},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":true,"containsFTESticker":false}

ქართველი პიანისტი, ხატია ბუნიათიშვილი Cartier-ის ახალ ვიდეო რგოლში მონიკა ბელუჩისთან, დემი მურთან და მსოფლიოს სხვა ცნობილ ვარსკვლავებთან ერთად გამოჩნდა

3 სახის ნიღაბი – სახლის პირობებში

0
{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":["local"],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{"transform":1},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":true,"containsFTESticker":false}

სახის მოვლა სახლის პირობებში საკმაო მარტივია, არსებული ინგრედიენტების გამოყენებით,

თუმცა იმისათვის რომ ლამაზი კანი გვქონდეს კვება უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია.

3 სახის ნიღაბი სახლის პირობებში:

1) სახის გაწმენდა ყველა ტიპის კანისთვის

აბუსალათინის ზეთი შეურიეთ ნებისმიერ თქვენთვის საყვარელ ზეთს: ჟოჟობას, ყურძნის წიპწების, ზეითუნის ან ავოკადოს ზეთს. მშრალი კანისთვის 1 წილ აბუსალათინის ზეთზე უნდა აიღოთ 9 წილი საბაზო, ნორმალურისთვის – შეფარდებით 2 : 8, ცხიმიანისთვის კი – 3 : 7. პირსახოცს დაასხით ცხელი წყალი (არა მდუღარე). 2-3 წუთის განმავლობაში მასაჟის მოძრაობებით დაიტანეთ ზეთის ნაზავი სუფთა კანზე, დაიტოვეთ კიდევ ერთი წუთით და მოიშორეთ ცხელი პირსახოცით (არ უნდა დაგწვათ) ფრთხილი მოძრაობებით.

2) სახის ნიღაბი ინდოელი ქალების რეცეპტით

ამ ნიღბის დახმარებით ინდოელი ქალების კანი ბრწყინვალედ გამოიყურება მთელი დღის განმავლობაში. იმისათვის რომ მოამზადოთ ეს ნიღაბი, შეურიეთ ერთმანეთში 1 ჩ.კ. კურკუმა, 3 ს.კ. იოგურტი და რამდენიმე წვეთი თაფლი და გაანაწილეთ ოქროსფერი ნარევი სახეზე. ეს ნიღაბი შეიძლება დაიტანოთ ასევე თვალების ქვეშ, ოღონდ მოერიდეთ პირდაპირ კონტაქტს. ნიღაბი მოიშორეთ ნოტიო ხელსახოცით 15-20 წუთის შემდეგ.

3) ბანანის ნიღაბი კანის სიგლუვისთვის

იმისათვის რომ მოვახდინოთ კანის ტონიზირება და დაჭიმვა, დაგვეხმარება ბანანის ნიღაბი. 1 ბანანის ქერქი კარგად გარეცხეთ, დაამატეთ ბანანის რბილობის რამდენიმე ნაჭერი და დააბლენდერეთ მცირე რაოდენობის ხაჭოსთან და 1 ჩ.კ. ბრინჯის ფქვილთან ერთად. მიღებული მასა დაიტანეთ სახეზე, 10-15 წუთის შემდეგ კი ჩამოიბანეთ გრილი წყლით.

წყარო 

 

 

“ჩემი ნიღბები საუბრობენ – ხელობა ხელოვნებად გარდავქმენი” ✨️–《მენიღბე》

0
{"remix_data":[],"source_tags":[],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":false,"containsFTESticker":false}

“ყველაფერს გავაკეთებ ჩვენი კულტურის აღმავლობისთვის!” ✨️

“მენიღბე” – შოთა თხილიშვილი მრავალმხრივ ნიჭიერი ხელოვანია ✨️ გარდა იმისა, რომ სახასიათო, საინტერესო ნიღბებს ქმნის, ასევე წერს ლექსებს, მუსიკას და ტანსაცმლის დიზაინსაც კი ქმნის…

“მენიღბესთან” ინტერვიუ მისმა ძალიან საინტერესო იდეამაც გადამაწყვეტინა – მას საქართველოში ცვილის ფიგურების მუზეუმის გახსნა სურს… ✨️

 

შოთა, გვიამბეთ – ვინ არის “მენიღბე”?

– მენიღბე “ვუნდერკინდია”…
ამ უნარებით დავიბადე და როდესაც ადამიანი რაღაც უნარებით იბადები, შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ეგ არის შენი მისია.
დიდად არ ვიყავი შემოქმედებით დაკავებული და ბევრჯერ მივატოვე, მაგრამ მე არ მივუტოვებივარ არადროს. როცა საჭირო იყო, თავიც მაშინ გამოიჩინა და მანდ გავიაზრე, რომ რაც სრულ სიცარიელეში აღმოჩნდება შენს გვერდით, ეგ არის შენი მოწოდება — ასე მოხდა პანდემიის დროს.

დღეს თამამად ვამბობ, რომ ჩემი მთავარი ძალა, არის – ხედვა. ხედვა ქმნის დიზაინსაც, ვიზუალსაც, პოეზიასაც და გინდაც მთლიანად სიცოცხლის მიმართ მიდგომას.

მე ვაქანდაკებ, მსახიობიც ვარ, ვწერ, ვხატავ; უკვე მუსიკასაც კი ვასრულებ. ვხელმძღვანელობ შემოქმედებით გაერთიანებას და საზოგადოებრივი მოძრაობის ლიდერიც ვარ. ცოტა ხნის წინ ნიჭიერშიც ვიყავი, მთელი დარბაზი ფეხზე დავაყენე, მაგრამ მანდ თვითკრიტიკა უფრო მაქვს…

მთავარი ის არის, რომ მე ვარ ადამიანი, რომელმაც შეუძლია მსოფლიოს შესთავაზოს რაღაც უნიკალური და ხარისხიანი ნებისმიერ სფეროში. ჩემი საქმიანობა მიღბებით დაიწყო და მიუხედავად იმისა, რომ ნიღბები არ იყო ხელოვნება – არამედ ითვლებოდა ხელობად, დღეისათვის აღიარებული ვარ როგორც ადამიანი, ვინც ხელობა ხელოვნებად გარდაქმნა. იდეების ნამუშევრებად ქცევა ისე, რომ – ისინი საუბრობდნენ, აზრი ჰქონდეთ, მთავარი “ინგრედიენტია”. არ არის აქ საუბარი მხოლოდ ნიღბებზე, საუბარია გინდაც სამოსზე, მაგალითად მენიღბეს, ანუ ჩემივე მამაკაცის სამოსის(პალტოების) ხაზი, რომელსაც დავარქვი ,,თერგდალეული”.

მხოლოდ მამაკაცის სამოსს აწარმოებთ? ქალის სამოსს რატომ არა?

– აბსოლუტურად ყველაფერი გვექნება, უბრალოდ, დავიწყე ამით, რადგან ასე ვგრძნობდი.

სად გაქვთ ატელიე/შოუ-რუმი…? სად შეიძლება თქვენი ნამუშევრების ნახვა?

– მცხეთაში და თბილისში – ორივე შემთხვევაში მოწყობილი მაქვს ჩემს საკუთრივ ტერიტორიაზე.
,,მენიღბე” დღესდღეობით ამ ქვეყანაში არის კულტურის “პლაცდარმია”. სიამოვნებით მიგიღებთ ხორცშესხმული იდეების დასათვარიელებლად, ოღონდ ეს უკვე ღია შოურუმში — ამ ეტაპზე არსებული მხოლოდ პრივატული და VIP შეხვედრებისთვისაა.

რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ეს სფერო?

— სასიცოცხლოდ და არა მხოლოდ ჩემთვის. ერთ რაღაცას მივხვდი – თუ არა მე, მაშინ ვინ?! 30 წელია დამოუკიდებელი ქვეყანა გვქვს და მოქანდაკეთა პირველი სიმპოზიუმი ძლივს გაიმართა. აზრისგან დაცლილი სიმპოზიუმი, როცა იაპონია ჰიროსიმას შემდეგ 30 წელიწადშუ უკვე ფეხზე წამომდგარი სახელმწიფო იყო, ან იგივე გერმანიის სახელმწიფო პრაქტიკა, ჩვენ კი თითქოს გავიჭედეთ. ამრიგად შემოქმედება, რომელიც თავის თავში არ ატარებს დანიშნულებას და აზრს, არ არის შემოქმედება. მნიშვნელოვანია შევხედოთ ჩვენს ნაბიჯებს ნაციონალურ ჭრილში და გავიაზროთ, რომ ხელოვნების სფერო ქმნის ერის კულტურას, ხოლო ერის კულტურა პირდაპირი გზაა განვითარებისკენ.

ცვილის ფიგურებზე ძალიან საინტერესო ვიდეო ჩაწერეთ ჩეხეთიდან. გვიამბეთ თქვენი იდეის შესახებ – რა ადგილი უკავია ხელოვნებაში ცვილის ფიგურებს და რატომაა მნიშვნელოვანი მუზეუმის გახსნა?

– ,,მენიღბეს” ეროვნული მისია, თავისი ნაციონალური და პატრიოტული შეხედულებების განხრით, კულტურის წინა პლანზე გადმოტანაა. როგორც წეღან ვახსენე, ხელოვნება/შემოქმედება განვითარებისათვის უმნიშვნელოვანესი სფეროა.
ნებისმიერ ქვეყანაში ოქროს ხანა იწყება მხოლოდ კულტურის აღმავლობით. თუ ჩვენ არ ვიცით ჩვენი იდენტობა და კულტურა, ანუ ის, რაც ქმნის ჩვენს ეროვნულ იდენტობას, მაშინ უბრალოდ ვართ დაკარგული, როგორც ადამიანი პიროვნების გარეშე.
როგორც ადამიანს სჭირდება, იყოს პიროვნება და მხოლოდ ამის მიხედვით მოქმედებდეს, ისე ერს სჭირდება იცოდეს თავისი იდენტობა , რომ ამის მიხედვით იმოქმედოს. ამიტომ სულ თავიდან წამოვიწყეთ “კულტურული რევოლუცია” ღონისძიებების სახით, სადაც ,,სინათლის გვირგვინის” ფარგლებში ( ეს არის ჩემი ორგანიზაცია) გავაერთიანე ქვეყანაში მცხოვრები სხვა და სხვა გამორჩეული, საუკეთესო შემოქმედებითი ადამიანები: მხატვრები, დიორამის ოსტატები, მეიარაღეები, მოქანდაკეები, მჭედლები და სხვა დანარჩენი.


პირობა მაქვს დადებული, რომ ყველაფერს გავაკეთებ ჩვენი კულტურის აღმავლობისთვის. ნამუშევრები, რომლებიც შევქმენით, პირობითად, ამ ღონისძიებისთვის, ეყრდნობოდა საქართველოს ისტორიას, ქართულ კულტურას, ქართულ მითოლოგიას, აფხაზეთის, სამაჩაბლოს თემატიკას, ომს…

ვახტანგ გორგასლის მუზარადი შთამბეჭდავია!

– ზუსტად ამ მუზარადით გამოვედი ახლა 《ნიჭიერში》- სადაც ჩემივე ლირიკა შევასრულე.

ჩემთვის მთავარია იდეა. წარმოიდგინეთ, შედიხართ სივრცეში, სადაც მთელი ჩვენი ისტორია იშლება თვალწინ; სადაც ჩვენი მეფეები, ჩვენი გმირები, ჩვენი მითოლოგიური ღმერთებიც კი არიან წარსული დროიდან გაცოცხლებული.
მთელი მსოფლიო, საკუთარ კულტურას იყენებს იმისთვის, რომ მათი ქვეყანა კულტურულად მეტად საინტერესო და მიმზიდველი გახდეს. ქმნიან წიგნებს, ფილმებს, სერიალებს.
ახლა ჩვენი დროა!

მოკლედ, გაქვთ იდეა, რომ საქართველოში გაიხსნას ცვილის მუზეუმი ქართული იდენტობის თემატიკით, ხომ ასეა?

– დიახ, აქვე ვახსენებ ,,მენიღბეს” აკადემიას… 20 წარმატებული მოსწავლე მყავს სხვადასხვა ასაკის, რომელთა შორის არიან როგორც სამხატვროს სტუდენტები, ისე თავად მასწავლებლები და საკმაოდ წარმატებული ადამიანებიც. ეს ჩემთვისაც სიურპრიზი იყო..
მალევე მივხვდი, რომ ეს დიდი რესურსია, რომლის განვითარებითაც სხვა ნებისმიერი იდეისათვის ხორცისშესხმას დავასწრაფებ.

თქვენ ხართ ხელოვანი ჩარჩოების გარეშე – რეალურად, როგორიც უნდა იყოს ხელოვანი…

— მე ვარ შემოქმედი, რომელიც თავად ქმნის საკუთარ ჩარჩოებს.

რამდენი წლის ხართ ?

– 28-ის.

ცვილის მუზეუმი,უბრალოდ, იდეაა თუ აკეთებთ ამისთვის რაიმეს?

– ახლახანს ჩამოვიტანე ორი ცვილის თავი ჩეხეთიდან, მარეკ სატლერისგან, რომელიც უშუალოდ მფლობელია აღნიშნული მუზეუმების.
ამ ეტაპზე, ეს თავები სატესტოდ უნდა გარდავქმნა სხვა პერსონაჟებად.

მოკლედ, ეჭვიც არ მეპარება, რომ ეს გაკეთდება. მთავარია ინტერესი დავინახო, რომ ჩვენი ერი იმსახურებს ამას. არ არის სწორი ყველაფერი ჩემს თავს დავაკისრო. ყველა ერთმანეთთან ვართ ვალდებული და შესაბამისად ხალხი, რომელიც ითხოვს რაიმეს სუფთა გულით — მიიღებს იმას, რასაც ითხოვს.

ავტორი: თათია გოჩაძე

ლამაზი ფეხები რომ გქონდეთ

0
{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":["local"],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{"transform":1},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":true,"containsFTESticker":false}

როგორც ცნობილია, მამაკაცი ქალის გაცნობისას პირველ რიგში ფეხებს აქცევს ყურადღებას.

როგორია ფეხის ოპტიმალური სიგრძე? ნორმალურ სიგრძედ მიიჩნევა სიმაღლის ნახევარს მიმატებული 3-8 სმ. ფსიქოლოგების აზრით, გრძელფეხება ქალები რომანტიკულნი, ზედმეტად მგრძნობიარენი და მეოცნებენი არიან, მოკლეფეხება ქალები კი მიწაზე მყარად დგანან, იოლად უმკლავდებიან ყოველდღიურ პრობლემებს, არიან პრინციპულები. ესთეტიკური ქირურგიის სპეციალისტებს კი მიაჩნიათ, რომ მთავარი ფეხის სიგრძე კი არა, პროპორციები და ფორმაა.

სპეციალისტების შეფასებით, მსოფლიოს მოსახლეობის 20-50%-ს ადრე თუ გვიან ვარიკოზული დაავადების ნიშნები აღმოაჩნდება. თანამედროვე ადამიანის ცხოვრების უმოძრაო წესის გამო ვარიკოზი მეტისმეტად გაახალგაზრდავდა. თუმცა არც მედიცინა დგას ერთ ადგილზე – არსებობს მრავალი ეფექტური მეთოდი ამ სენთან საბრძოლველად. მთავარია რამდენიმე მარტივი წესის დაცვა, რომლებიც დაგვეხმარება, თავი გავართვათ პრობლემებს და თავიდან ავიცილოთ პოტენციური გართულებები.

როგორც მრავალი სხვა დაავადების შემთხვევაში, ვარიკოზის დროსაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება დროულ დიაგნოსტიკას. თუ დაავადებას ადრეულ სტადიაშივე გამოვავლენთ, მასთან გამკლავება საგრძნობლად გაგვიადვილდება. ამიტომ განსაკუთრებული ყურადღებით უნდა იყვნენ ისინი, ვინც რისკის ჯგუფში შედიან.

ვარიკოზის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს მემკვიდრეობითი განწყობა, რომელიც ვარიკოზით დაავადებულთა 60-80%-ს აღენიშნება. თუ მშობლებს ვენებთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ, დიდია ალბათობა, ამ პრობლემას თქვენც შეეჯახოთ.

რისკის მეორე ფაქტორია მჯდომარე ან მდგომარე სამუშაო. როდესაც ფეხები დიდხანს არის უძრავად (განსაკუთრებით – ვერტიკალურ მდგომარეობაში), ვენებს უჭირთ გაუმკლავდნენ მუდმივ ჰიდროსტატიკურ წნევას; იწყება ქვედა კიდურებში სისხლის შეგუბება, რასაც ვარიკოზამდე მივყავართ. სამწუხაროდ, რისკის ამ ჯგუფში შეიძლება მოხვდნენ პრაქტიკულად ყველა პროფესიის წარმომადგენლები.

ქალებისთვის რისკის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ორსულობა. ბავშვის დამატებითი წონის გამო ფეხებზე დატვირთვა საგრძნობლად იზრდება.

ვენებთან დაკავშირებული პრობლემები ხშირად უჩნდებათ ჭარბწონიანებს, აგრეთვე მათ, ვისი საქმიანობაც ძლიერ ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს (მტვირთავები, ძალოსნები).

ვარიკოზული დაავადების საუკეთესო პროფილაქტიკაა ფეხის კუნთების რეგულარული დინამიკური დატვირთვა. სასარგებლოა სიარული ფეხით და ველოსიპედით, სირბილი, ცურვა, კიბეზე ასვლა. მოკლედ, რაც უფრო მეტად მუშაობს ფეხის კუნთები, მით უფრო ნაკლებია ვენების დაავადების ალბათობა.

წყარო

 

 

 

 

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.