ორშაბათი, ივლისი 6, 2026
- Advertisement -
Google search engine

ბებიების დანატოვარი რეცეპტები- რომელიც კიდევ უფრო მეტად გაგალამაზებთ

0
#image_title

ჯანსაღი სილამაზე ყოველთვის ძვირად ღირებული კოსმეტიკური საშუალებების გამოყენების შედეგი როდია.

ბებიების ძველი რვეულები ძალზე საინტერესო რჩევებს ინახავს.

მდოგვის ფხვნილის ნიღბის გამოყენების შემდეგ 1 თვეში თმის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება. შეურიეთ 2 ჩ.კ. მდოგვის ფხვნილი და 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი, დაამატეთ 2 ჩ.კ. შაქარი და იმავე რაოდენობის წყალი. კარგად მოურიეთ. წაისვით სველ თმაზე დაბანამდე 15 წუთით ადრე.

#drpkhakadze

#pitskhelauri

წყარო

გაიცანით ესპანეთში მოღვაწე ქართველი მხატვარი – ინტერვიუ სოფი მოდებაძესთან

0
#image_title

მედიაჰოლდინგ “შენის” მორიგი რესპონდენტი ესპანეთში მოღვაწე ქართველი მხატვარი სოფი მოდებაძეა.

როგორ და როდის დაიწყო ხატვა ხელოვანმა? როგორ გახდა მისტიურ სიზმარში ნანახი პერსონაჟი მისი შემოქმედების თანმდევი? რისი თქმა სურს თავისი შემოქმედებით? ამ და სხვა საინტერესო თემებს ინტერვიუში გაეცნობით.

-სოფი, გვიამბეთ თქვენ შესახებ.. 

–  სოფი ვარ მოდებაძე, 39 წლის ქართველი ხელოვანი, 7 წელია ვცხოვრობ და ვმოღვაწეობ ესპანეთში, მაქვს მონაწილეობა მიღებული რამდენიმე საჯარო გამოფენაში ხოლო 2023 წელს მქონდა პერსონალური გამოფენა.

როდის გაჩნდა სახვითი ხელოვნება თქვენს ცხოვრებაში?

– ხატვის ნიჭი 6-7 წლის ასაკში დედამ აღმოგვიჩინა მე და ჩემს ტყუპისცალს (ჩემი და გრაფიკოსია),

თქვენი ნამუშევრები სახვით ხელოვნების რომელ ჟანრს მიეკუთვნება?

– არ მიყვარს რეალიზმი, მომწონს სურეალიზმი აბსტრაქციასთან ნაზავი, რადგან მხიბლავს ნახატის წინ ჩაფიქრებული ადამიანის ყურება და ფიქრი თუ რას ფიქრობს ის ჩემს მიერ დახატულ ნახატზე.

ვინ არის “ჟოზეფინა” რა როლი აქვს მას თქვენს ცხოვრებასა და შემოქმედებაში?

– ჩემი ნამუშევრების უმეტესობა სიზმრიდან გადმოტანილი, ჩემს ქვეცნობიერში მობინადრე არსებაა რომელსაც “ჟოზეფინა” დავარქვი და მას ბავშვობიდან ვხატავ, ყოველთვის როცა შემოქმედებითი პაუზა მაქვს მესიზმრება. ჟოზეფინას ძირითადად შავ ქვაზე ვხატავ, რომელიც ესპანეთში მოიპოვება და მას pizaras-უწოდებენ.

რისი გამოხატვა და თქმა გსურთ თქვენი შემოქმედებით? 

– ჟოზეფინას გარდა ვხატავ ტილოზე , ასევე წარმოსახვით პორტრეტებს რომლებზეც უმეტეს შემთხვევაში ციტატებს ვართავ, ამ ფორმით ვამბობ სათქმელს გარკვეულ პრობლემასთან დაკავშირებით, ჩემი სათქმელი ძირითადად თანასწორუფლებიანობას, ჰუმანურობას და ცხოველთა უფლებების დაცვას ეხება.

სამშობლოში ქართველი დამთვალიერებლისთვის ხომ არ გეგმავთ სამომავლოდ გამოფენის მოწყობას.

– ვგეგმავ საქართველოში კერძო გამოფენის გაკეთებას (ჟოზეფინას სერიით) რადგან ჟოზეფინას საკმაოდ ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს საქარათველოში.

ავტორი თამარ ფიცხელაური

#drpkhakadze

 

რას ნიშნავს თვითზრუნვა -კიდევ ერთი ნარცისისტული ტრენდი , რომელიც დროებამ მოიტანა

0
#image_title

თვით ზრუნვა არ არის საკუთარი საჭიროებების სხვების საჭიროებებზე მაღლა დაყენება.

 

თვით ზრუნვა არ არის შენაძენი და პროცედურები. როდესაც ვამბობთ: “თავი გაინებივრე”, “თავს მოუარე” და ა.შ., ვგულისხმობთ, რომ ადამიანმა საკუთარ თავზე ფული უნდა დახარჯოს, რაც დროდადრო სულაც არ არის ცუდი, მაგრამ თვით ზრუნვა არ არის. არც კოსმეტოლოგიური პროცედურა და ახალი საყურის ყიდვაა თვით ზრუნვა. თვით ზრუნვა მართლა ზრუნვას გულისხმობს. თვით ზრუნვაა უკეთესი და უფრო კომფორტული (და დიახ, უფრო ძვირად ღირებული) ფეხსაცმლის შეძენა და ფეხების მუდმივ ტკივილზე უარის თქმა. თვით ზრუნვაა ოდნავ მეტის გადახდა და ჯანსაღი ლანჩის მირთმევა; თვით ზრუნვაა კბილების გაწმენდა 6 თვეში ერთხელ. ვერავითარი სალონში გასწორებული თმა ვერ ამოავსებს სიცარიელეს, ვერ მოგცემთ ენერგიას. გინდათ ენერგია? გამორთეთ ფილმი და დაიძინეთ. ძილი ყველაზე დიდი საჩუქარია.

თვით ზრუნვა არ არის საკუთარი საჭიროებების სხვების საჭიროებებზე მაღლა დაყენება.

თუ საკუთარ თავზე ზრუნვა სხვების შევიწროებით ხდება, ესე იგი რაღაცას არასწორად აკეთებთ.პირიქით, სოციალური კავშირების აღდგენა თვით ზრუნვის აუცილებელი ნაწილია. თვით ზრუნვა ნიშნავს იმ ხალხთან ყოფნას, რომელიც გვზრდის, გვასწავლის, გვეხმარება და პირიქითაც – რომელსაც ჩვენ ვუდგავართ მხარში. სხვებზე ზრუნვა, ოღონდ გაცნობიერებულად, თვით ზრუნვის აუცილებელი ნაწილია.

თვით ზრუნვა ხშირად სიტუაციურია, რადგან მისი მიზანი, საბოლოო ჯამში ფსიქიკური და ფიზიკური ჰომეოსტაზის აღდგენაა.

თვით ზრუნვა მხოლოდ ქცევა არ არის, ეს განწყობაა. საკუთარ თავზე ზრუნვის მთავარი კომპონენტი არა განსაზღვრული ქცევა, არამედ შინაგანი სამყაროს მიღება. თვით ზრუნვა თვით ემპათიას ნიშნავს.

ხშირად თვით ზრუნვა სოლო აქტივობა გვგონია, მაგალითად, აბაზანის მიღება ან მედიტაცია, მაგრამ სტრესის დროს სხვებთან დაკავშირება თვით ზრუნვის აუცილებელი პირობაა. თვით ზრუნვა ნიშნავს, რომ ჩვენს სამყაროში სხვებსაც ვუშვებთ, ვუკავშირდებით დიდი ხნის წინ დაკარგულ მეგობრებს, პირადად ვხვდებით ხალხს, რომელსაც მხოლოდ ინტერნეტით ველაპარაკებით. დიახ, მარტო მედიტირებაც აუცილებელია, მაგრამ ჯგუფში ჩართულობაც, მიკუთვნებულობაც არანაკლებ მნიშვნელოვანია.

როგორ დავიწყოთ თვითზრუნვა? 

სწორი ძილი თვით ზრუნვის აუცილებელი შემადგენელია. ძილს უდიდესი გავლენა აქვს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე.

მოუარეთ საჭმლის მომნელებელ სისტემას. არსებობს ასეთი გამოთქმა: “ჩვენ ის ვართ, რასაც ვჭამთ”.

ივარჯიშეთ. ესეც ისეთი რამაა, ყველამ რომ ვიცით და არ ვაკეთებთ. მეცნიერებმა კონსენსუსს მიაღწიეს – თუ საშუალოსტატისტიკური ადამიანი ხართ, ანუ თქვენი ყოველდღიურობა დიდ ფიზიკურ ძალისხმევას არ მოითხოვს, აუცილებლად უნდა დაგეგმოთ რაიმე სახის ვარჯიში.

ისწავლეთ უარის თქმა. ხშირად გვგონია, რომ ვალდებულები ვართ, ყველაფერზე დავთანხმდეთ, გვინდა თუ არა, შეგვიძლია თუ არა.

გაატარეთ დრო სუფთა ჰაერზე მზე, ჟანგბადი, ღია სივრცე… ეს ყველაფერი ევოლუციურად გვჭირდება.

#drpkhakadze

#pitskhelauri

წყარო

 

 

ბებიების დანატოვარი რჩევები – სწორ კვებასა და სილამაზეზე

0
#image_title

ჯანსაღი სილამაზე ყოველთვის ძვირად ღირებული კოსმეტიკური საშუალებების გამოყენების შედეგი როდია.

ბებიების ძველი რვეულები ძალზე საინტერესო რჩევებს ინახავს.

ყოველდღიურად მიირთვით ერთი მუჭა თქვენთვის სასურველი ნებისმიერი თხილი. შედეგი ერთი თვის შემდეგ სახეზე აისახება. ცხიმიანი მჟავები, რომლებსაც თხილი შეიცავს, კარგად ზემოქმედებს თმაზე, კანსა და ფრჩხილებზე.

#drpkhakadze

#pitskhelauri

წყარო

თმის ცვენის სამკურნალო ხალხური მეთოდები -მუხის ქერქისგან

0
#image_title

გახადეთ თმა უფრო ძლიერი, აბრეშუმისებრი და სქელი. მუხის ქერქი ამ მიზნით შესანიშნავ საქმეს აკეთებს.

სასწაული საშუალება მზადდება ძალიან მარტივად, მაგრამ მას აქვს ბევრი სასარგებლო თვისება. მუხის ქერქი შეიძლება გამოიყენოთ, როგორც თმის გამაძლიერებელი საშუალება. ის შესანიშნავად ფარავს ჭაღარას და ხდის თმის ფერს უფრო ღრმას და გაჯერებულს.

მუხის ქერქის შეძენა შეგიძლიათ სხვადასხვა აფთიაქებში.

თმის გამაძლიერებელი ნახარშის მოსამზადებლად დაგჭირდებათ თავად მუხის ქერქი და წყალი. პროპორციები ასეთია:

3 სუფრის კოვზი ქერქი 1 ლიტრ მდუღარე წყალზე.

ნებადართულია ნახარშში სხვადასხვა ეთერზეთების დამატება. მაგალითად, გრეიფრუტის ეთერზეთი, ასევე ბერგამოტის, ლიმონის, კედარის და როზმარინის ზეთები მშვენივრად მუშაობს მუხის ქერქთან ერთად.

შეგიძლიათ უსაფრთხოდ გამოიყენოთ ნაყენი თმის დასაბანად. გადაივლეთ ნაყენი თავის დაბანის ბოლოს. თუ თმას მუხის წყლით დაიბანთ ყოველ 3 დღეში ერთხელ, ერთი თვის განმავლობაში დაინახავთ შედეგს.

პროფილაქტიკისთვის გადაივლეთ მუხის ქერქის ნაყენი კვირაში ერთხელ. ასევე, თუ მშრალი თმა გაქვთ. შეგიძლიათ ნაყენი სფრეიან ბოთლში ჩაასხათ და მხოლოდ თმის სიგრძეზე შეისხუროთ.

#drpkhakadze

#pitskhelauri

წყარო 

რა არის ეგრეთ წოდებული “ბატის კანი,, და როგორ ვუმკურნალოთ მას

0
#image_title

ეს არასასიამოვნო პრობლემა ძირითადად ქალებს აწუხებთ და ზაფხულის მოახლოებასთან ერთად ისინი უხერხულობას გრძნობენ ამ დერმატოლოგიური ნაკლის გამო,

რომელიც არ აძლევს მათ ნებისმიერი კაბის ან ბლუზის ჩაცმის საშუალებას. მიზეზი რამდენიმეა, ეს შეიძლება იყოს გამოწვეული ალერგიით, ფოლიკულების ინფიცირებით ან ვიტამინი A და B უკმარისობით. ბატის კანი კი ხორკლიანი ზედაპირის გამო შეარქვეს.

როგორ მოვიშოროთ “ბატის კანი” ?

პირველ რიგში კანის ზედაპირს უნდა მოვაშოროთ მკვდარი უჯრედები. ამისათვის უნდა გამოვიყენოთ პილინგი: 1 ჭიქა თაფლს დაამატეთ 3 ს.კ. შაქარი და კარგად აურიეთ. წაისვით ნაზად პრობლემურ კანზე წრიული მოძრაობებით

1-2 წუთის განმავლობაში, შემდეგ ჩამოიბანეთ მარილიანი წყლით ( 2 ს.კ. 250-300 მლ წყალზე) და არ გაიმშრალოთ 10 წუთის განმავლობაში.

შემდეგი ნაბიჯი იქნება მალამოს მომზადება: თანაბარი რაოდენობის თაფლი, მარილი და დაფქული გერკულესი აურიეთ ერთმანეთში, საჭიროებისამებრ დაამატეთ ცოტაოდენი ანადუღარი ცივი წყალი, რომ მიიღოთ სქელი ფაფის კონსისტენცია და წაისვით “ბატის კანზე”, გაიჩერეთ 15 წუთის განმავლობაში და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

სულ უნდა ჩაიტაროთ 10-15 პროცედურა დღეგამოშვებით. პილინგის გაკეთებისას გაითვალისწინეთ, რომ ზემოაღნიშნული პილინგის რეცეპტი რეკომენდებულია მხოლოდ ხელებისა და ფეხების კანის პრობლემის დროს.

#drpkhakadze

#pitskhelauri

წყარო

 

ბებიების დანატოვარი რჩევები- წონის კორექციაზე

0
#image_title

ბებიების ძველი რვეულები ძალზე საინტერესო რჩევებს ინახავს.

იმისათვის, რომ წონაში არ მოიმატოთ, ყოველდღიურად მიირთვით 150 გრამი მოხარშული ჭარხალი. იგი აგრეთვე კარგია სისხლის გაწმენდისთვის.

#drpkhakadze 

#pitskhelauri

წყარო

როგორ მოვამზადოთ ხელის დამარბილებელი ნიღაბი სახლში

0
#image_title

ადამიანის ასაკში შესვლისას ხელის კანი სიგლუვეს კარგავს.

მასზე, ასევე, მოქმედებს გარე ფაქტორები, სარეცხი საშუალებები, ჰაერის ტემპერატურა და მზის სხივებიც. ამ დროს მხოლოდ კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება არ კმარა. უმჯობესია, ხელები ცხიმის შემცველი საპნით დაიბანოთ, კვირაში ერთხელ კი ზეთოვანი აბაზანები გაიკეთოთ.

როგორ მოვამზადოთ ხელის ნიღაბი სახლში :

შეურიეთ ერთმანეთს 2 სადილის კოვზი შვრიის ფანტელი, 1 კვერცხის გული, 1 სადილის კოვზი თაფლი, ზეითუნის ზეთი იმდენი, რომ მასა სქელი არაჟნის კონსისტენციის გამოვიდეს, დაამატეთ მიკროტალღურ ღუმელში გამდნარი ნახევარი შოკოლადის ფილა და 1 ჩაის კოვზი ნუშის ზეთი. ნიღაბი წაისვით ხელის კანზე, წამოიცვით ხელებზე პოლიეთილენის პარკი და შეიხვიეთ პირსახოცით. გაიჩერეთ 15-20 წუთი და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

#drpkhakade

#pitskhelauri

წყარო

ბებიების დანატოვარი რჩევები- სილამაზეზე

0
#image_title

ჯანსაღი სილამაზე ყოველთვის ძვირად ღირებული კოსმეტიკური საშუალებების გამოყენების შედეგი როდია.

ბებიების ძველი რვეულები ძალზე საინტერესო რჩევებს ინახავს

საჭმლის მომნელებელი სისტემის გასაჯანსაღებლად და ნაწლავების გასაწმენდად ყოველ დილით უზმოზე მიირთვით 1 ჩ.კ. სელის მარცვალი, კარგად დაღეჭეთ და დააყოლეთ წყალი. შეგიძლიათ მარცვლები ყავის საფქვავში დაფქვათ. არ არის რეკომენდებული მათთვის, ვისაც ნაღვლის ბუშტში კენჭები აქვს.

#drpkhakadze

#pitskhelauri

წყარო

ეს მსახიობი არის…?

0
#image_title

სკარლეტ იოჰანსონი (ინგლ. Scarlett Johansson; დ. 22 ნოემბერი, 1984)— ამერიკელი მსახიობი, მოდელი და მომღერალი. მან პოპულარობა 1998 წლის ფილმით „ცხენებთან მოჩურჩულე“ და ამას მოყოლებული კრიტიკოსების ქება დაიმსახურა როლებისთვის ფილმებში „აჩრდილთა სამყარო“, „თარგმანში დაკარგული“, „გოგონა მარგალიტის საყურით“ და „შავი გეორგინი“. მსახიობი ოთხჯერ იყო ნომინირებული ოქროს გლობუსის ჯილდოზე, მათ შორის ორჯერ 2003 წელს.

სკარლეტ იოჰანსონი
სკარლეტ იოჰანსონი
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.