ხუთშაბათი, მაისი 7, 2026
- Advertisement -
Google search engine

ზეითუნის ზეთი – საუკეთესო მკვებავი კანისთვის

0
{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":["local"],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{"transform":1},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":true,"containsFTESticker":false}

ზეითუნის ზეთი არის კარგი საშულება კანისთვის, ამ მიზნით იგი გამოიყენება უძველესი დროიდან.

 

ზეითუნის ზეთი გამოიყენება კოსმეტიკურ საშუალებებშიც. აღსანიშნავია, რომ კოსმეტიკურ საშუალებებს ხშირად ამზადებენ სახლში.

 

ზეითუნის ზეთის რამდენიმე სასარგებლო თვისება:

გაუფილტრავ ზეთს იყენებენ კოსმეტიკური მიზნებისათვის, რადგან გაუფილტრავი ზეთი უფრო ინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს. ზეითუნის ზეთი ძალიან ბევრ ბიოლოგიურ აქტიურ ნაერთებს შეიცავს, ამიტომაც ის ძალიან კარგად მოქმედებს კანზე.

 

მაღალი კონცრენტრაცია, რასაც შეიცავს ზეითუნი, მკვებავი ელემენტები, მჟავები და ვიტამინები მათ შორის E, სწორედ ეს ახდენს კანზე დადებით გავლენას.

ზეთი ხელს უწყობს უჯრედების რეგენერაციას,ზეთისხილის ზეთი მთლიანად ჰიპოალერგიულია. ზეითუნის ზეთის მიღების მრავალი ხერხი არსებობს. მაგ: თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ზეითუნის ზეთის აბაზანა,ან უბრალოდ ზეთი შეიზილოთ მთლიან ტანზე-კანი მიიღებს მოვლილ და გლუვ სახეს.

ზეითუნის ზეთი უფრო მეტად გამოყენება მშრალი და დამჭკნარი კანისთვის. ის ატენიანებს და ავსებს ფორებს.

ზეითუნის ზეთის გამოყენება კანისთის:

 

ზეითუნის ზეთი გამოყენება კანის გასაწმენდად. გავათბოთ ზეითუნის ზეთი, ან შევურიოთ ჩაის ხის ზეთთან ერთად. თბილი ზეითუნის ზეთი შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც რძე მაკიაჟის მოსაშორებლად. თუ თქვენ გაქვთ მშრალი კანი, შეგიძლიათ დაიტოვოთ ღამე და არ ჩამოიბანოთ.სხვა შემთხვევაში აუცილებელია ცივი წყლით ჩამობანვა ამ შემადგენლობის მოსაშორებლად.

გაითვალისწინეთ რომ სამკურნალოდ მცენარეული და სხვა საშუალებები გამოიყენეთ ექიმის რეკომენდაციის გათვალისწინებით.

წყარო

5 ლუქი, რომელიც შვებულების დროს აუცილებლად უნდა წაიღო

0
{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":["local"],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{"transform":1},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":true,"containsFTESticker":false}

რამდენიმე დღეც და ზაფხული დადგება. ეს კი, შვებულების, მოგზაურობის, განტვირთვის და დასვენების სეზონია.

შვებულების დროს სადაც უნდა მიდიოდეთ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წასაღები სამოსის სწორად შერჩევაა. მით უფრო, თუ მოდას მისდევთ და თქვენთვის სტილი მნიშვნელოვანია, აუცილებლად ყურადღებით უნდა შეარჩიოთ სამოსი, რომელსაც ამა თუ იმ ადგილას წასვლის დროს თან წაიღებთ.

გთავაზობთ 5 სტილის კაბას, რომელიც შვებულების დროს თან უნდა გქონდეთ იმისთვის, რომ იყოთ მოდურები და თავი კომფორტულად იგრძნოთ.

1. თეთრი, მუხლამდე სიგრძის კაბა – ეს კაბა ზაფხულს ძალიან უხდება. ის არის კლასიკური და ქალური სილუეტის სამოსი. შეგიძლიათ რაიმე დეტალი შეუსაბამოთ, მაგალითად, ყელსაბამი. გვერწმუნეთ, თქვენი ვიზუალი საოცრად მომხიბვლელი იქნება.

2.ზოლებიანი კომფორტული კაბა-მაისური – ყოველდღიური სტილისთვის ის იდეალური და ძალიან მოსახერხებელი სამოსია. შეგიძლიათ ჩაიცვათ კედებთან და ჯინსის ქურთუკთან ერთად.

3.შედარებით სქელი ქსოვილის კაბა – ღრუბლიან ამინდში თუ ზღვის სანაპიროზე გასვლას გადაწყვეტთ, ის შეგიძლიათ საცურაო კოსტიუმზე ჩაიცვათ. ასევე იდეალურია სანაპიროს წვეულებისთვის გრილ ამინდში.

4.გრძელი კაბა ყვავილების პრინტით – ასეთი სტილის კაბები ძალიან მოსახერხებელი და კომფორტულია. გარდა ამისა, ის ვიზუალს უფრო რომანტიკულს ხდის.

5. კლასიკური სტილის კაბა, შავ-თეთრ ფერებში – ასეთი კომბინაციის  კაბები 2024 წლის ზაფხულის მთავარი ტენდენციაა. ის მართალია კლასიკურია, მაგრამ ამავდროულად არის კომფორტული და მხოლოდ წვეულებისთვის არ არის განკუთვნილი. შეგიძლიათ მთელი დღის განმავლობაში გეცვათ, ხოლო თუ ამ კაბით წვეულებაზე წასვლას გადაწყვეტთ, მას მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი უნდა შეუსაბამოთ.

წყარო

 

 

 

 

როგორ გავინებივროთ თავი სახლურად სპა პროცედურებით

0
{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":["local"],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{"transform":1},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":true,"containsFTESticker":false}

როდესაც ვფიქრობთ, სპა პროცედურებზე, როგორც წესი, წარმოვიდგენთ დიდ ცენტრს ძვირადღირებული მომსახურებით და საშუალებებით.

თუმცა, უფრო და უფრო მეტ პოპულარობას იძენს საშინაო სპა. ის არა მხოლოდ გვეხმარება დავზოგოთ თანხა – ეს არის შესაძლებლობა, რომ ნებისმიერ დღეს გავინებივროთ თავი დახვეწილი ზრუნვით. გაეცანით ჩვენს რჩევებს და ჩაიტარებთ სახლის სპა ყველა წესებით!

პირველ რიგში, თქვენ გჭირდებათ მშვიდი ატმოსფერო საუკეთესო მოდუნებისთვის. აიღეთ სუფთა პირსახოცები, რომანტიკული სანთელი (სასურველია არომატული), და ჩართეთ მშვიდი მუსიკა, რომელიც დაგეხმარებათ განწყობის შესაქმნელად და მოგიხსნით სტრესს.

 

ენერგეტიკული აბაზანა

ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი სპა პირობებში – აბაზანის მიღებამდე წყალში დაამატეთ ცოტაოდენი ზეთი და სახეზე გაიკეთეთ ნიღაბი. ინებივრეთ წყალში მინიმუმ ნახევარი საათი. მოდუნდით, ისუნთქეთ ნელა და აკონტროლეთ სუნთქვა.

შხაპი

აბაზანის პროცედურის ჩატარების შემდეგ, აუცილებელია შხაპის მიღება. გამოიყენეთ შხაპის გელი და ასევე სკრაბი სახისა და სხეულისთვის. სკრაბი შემატებს თქვენს კანს ხავეროვნებას და დაატენიანებს.

 

 

 

სახის მოვლა

არაფერია იმაზე უკეთესი, როდესაც შენი კანი გამოიყურება ახალგაზრდულად. წრიული მოძრაობით წაისვით სახეზე შრატი და დასრულებისას დღის ან ღამის კრემები.

წყარო 

რა უნდა ვიცოდეთ – ტუჩის გადიდებამდე

0
{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":["local"],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{"transform":1},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":true,"containsFTESticker":false}

ტუჩის მოცულობის გაზრდა დღეს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პროცედურად ითვლება.

პირველად ტუჩის გადიდება მეოცე საუკუნის დასაწყისში, 1900 წელს, პარაფინით დაიწყეს. წლების განმავლობაში პრეპარატები დაიხვეწა, მოთხოვნის ზრდასთან ერთად კი სპეციალისტებიც მომრავლდნენ. 2000 წელს ამერიკაში 18,589 კაცმა მიმართა ესთეტიკური მედიცინის ცენტრს ტუჩის მოცულობის გაზრდის მოთხოვნით, 2019-ში კი 45,240-მა.

რა უნდა ვიცოდეთ ტუჩის გადიდებამდე? რა პრეპარატი­ გამოიყენება მოცულობის გასაზრდელად და შეიძლება თუ არა E ვიტამინის გამოყენება?­

ტუჩი არის კან-კუნთოვანი, ჰორიზონტალურად განლაგებული წყვილი ნაკეცი და მონაწილეობს ემოციის, ხმისა და ბგერის გადმოცემაში. ტუჩის მოვლა აუცილებელია არა მარტო კოსმეტოლოგიურად, არამედ ჰიგიენურადაც. ისევე როგორც სახე და კანი, ტუჩებიც ჩვეულებრივად ასაკთან ერთად ბერდება. ამიტომ როგორც კანს, სახესა და თვალს, ტუჩსაც მოვლა სჭირდება. ადრე არ იყო ტუჩის ინიექციური მოვლის საშუალებები, ამიტომ იყენებდნენ თაფლს, ჰიგიენურ პომადას, ვაზელინს. დღეს უკვე არსებობს პრეპარატები, რომელთა საშუალებითაც შეიძლება ტუჩის კვება და დატენიანება.

უპირველესად უნდა მიმართოს სპეციალისტს და მან უნდა ურჩიოს, რა გაიკეთოს და აუხსნას, როგორ გაკეთდება.­ დაიმახსოვრეთ, არ გაიზარდოთ ტუჩის მოცულობა E ვიტამინით. ეს ტუჩისთვის განკუთვნილი ვიტამინი არ არის, არ შეიძ­ლება მისი ინიექციური გზით შეშვება.­ თუ გსურთ ტუჩის მოცულობის გაზრდა, მიმართეთ სპეციალისტს და გახსოვდეთ, რომ პრეპარატი უნდა იყოს ხარისხიანი­. დღეს შემოვიდა ბაზარზე მეხუთე თაობის პრეპარატები, იმდენად სუფთა, გაფილტ­რული, რომ იშვიათად მოჰყვება გართულება.

დაბალმა თვითშეფასებამ, დღეს ბევრ გოგონას არ მოსწონს საკუთარი თავი. მოთხოვნა ასევე განაპირობა ტელეფონის ფილტრებმა, ფოტოშოპმა. 19-20 წლის გოგონებს არ მოსწონთ საკუთარი თავი და სურთ რაღაცები შეიცვალონ გარეგნობაში, ამ დროს მათ ბუნებისგან აქვთ ბოძებული უდიდესი რესურსი – სილამაზე, ახალგაზრდობა. თუმცა, თუ ადამიანს აქვს თავისი გარეგნობის პრობლემატური შეფასება და ეს ობიექტური მიზეზებით არის განპირობებული, ასეთ დროს ადამიანის ასაკსაც არა აქვს მნიშვნელობა, მან უნდა გაიკეთოს. დაბალი თვითშეფასების პრობლემა მშობლებიდან მოდის, ბავშვობიდან უნდა შთავაგონოთ გოგონას, რომ ის ლამაზია, სრულფასოვანი და მშვენიერია.

სახლის პირობებში. ქიმიური ჩარევების გარეშე შეგიძლიათ მოუაროთ ტუჩებს. შეგიძლიათ გამოიყენოთ ტუჩის სკრაბი, ასევე ნატურალური თაფლი, თუ არა გაქვთ ალერგია. თაფლი წაუსვით ნაზ ჯაგრისს და დილა-საღამოს მსუბუქი დარტყმებით ტუჩზე წაისვით. ეს აღადგენს სისხლის მიმოქცევას, ტუჩს კვებავს, ატენიანებს და ვიზუალურ ეფექტს აძლევს.

წყარო 

 

 

როგორ შევინარჩუნოთ სხეულის ლამაზი ფორმები

0
{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":["local"],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{"transform":1},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":true,"containsFTESticker":false}

სხეულის ლამაზი ფორმების შენარჩუნება ყველა გოგონასთვის მნიშვნელოვანი საკითხია.

თუმცა, ადამიანების უმეტესობს არ აქვს საკმარისი დრო ან სურვილი იმისთვის, რომ ივარჯიშინო სპორტ დარბაზებში, ამიტომ, ხშირად მიმართავენ ისეთ დიეტებს, რომელიც არა თუ ლამაზ ფორმებს შეგინარჩუნებთ, არამედ თქვენს ჯანმრთელობასაც დააზიანებს..

რეგულარული ვარჯიში ადამიანს ენერგიას მატებს, უნარჩუნებს სასიამოვნო განწყობას, იცავს ქრონიკული დაავადებებისგან, აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, აწესრიგებს სისხლის მიმოქცევას, აუმჯობესებს მეხსიერებას და, რაც მთავარია, გვეხმარება მუდამ საუცხოო ფორმაში ვიყოთ.

წონაში კლებისთვის კვირაში 4-5 ჯერ უნდა ივარჯიშოს ადამიანმა. ფიზიკური აქტივობა ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს, რაც ეხმარება ცხიმის წვაში.

ნებისმიერი შედეგის მისაღწევად, წონის კლება იქნება ეს თუ კუნთოვანი მასის მომატება, ვარჯიშთან ერთად ყურადღება უნდა მივაქციოთ კვებას, რადგან შედეგის 70% მასზეა დამოკიდებული. ასევე ძილი, რადგან ძილის პერიოდში ხდება კუნთის ზრდა და აღდგენითი პროცესები. ორგანიზმს უნდა მივაწოდოთ სიცოცხლის უნარიანობისთვის აუცილებელია ნახშირწყლები ცხიმები, ცილები, წყალი, ვიტამინები და მინერალები, რათა გავიუმჯობესოთ ჯანმრთელობა და მივიღოთ სასურველი შედეგი.

 

წყარო

 

 

ყავის 3 ნიღაბი, რომელიც ძვირადღირებულ პროცედურებს ჩაანაცვლებს

0
{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":["local"],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{"transform":1},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":true,"containsFTESticker":false}

ყავა მხოლოდ გემრიელი სასმელი კი არა, შესანიშნავი კოსმეტიკური საშუალებაცაა.

ყავის მარცვლებისგან შეგიძლიათ სახისა და სხეულის ნიღბები და სკრაბები მოამზადოთ. ყავის მარცვლებს გამწმენდი და მატონიზირებელი თვისებები აქვთ, ხოლო ყავის ნალექის ნიღბები დაგეხმარებათ კანის მოვლა ნამდვილ SPA პროცედურად გადააკეთოთ. გთავაზობთ ყავის ნიღბების რეცეპტებს, რომლების დამზადება სახლშიც მარტივად შეგიძლიათ!

აქამდე არ იცოდით როგორ გავაკეთოთ ყავის სკრაბი? ეს მარტივი რეცეპტი ჩაინიშნეთ:

 

ერთმანეთში აურიეთ თანაბარი რაოდენობის ზეთი და ყავის ნალექი. მიღებულ მასას ცოტაოდენი დარიჩინი და მარილი დაამატეთ და ნიღაბი სახეზე და კისერზე შეიზილეთ.

 

10 წუთის შემდეგ ნიღაბი თბილი წყლით ჩამოიბანეთ და მკვებავი მალამო წაისვით. ამ რეცეპტით მომზადებული ყავის ნიღაბი აკნესთვის ძალიან ეფექტურია – შესანიშნავად ასუფთავებს ფორებს.

სახის კანის მკვებავი ნიღაბი ყავის ნალექისგან

1 დესერტის კოვზი ყავის ნალექი და იგივე რაოდენობის არაჟანი ერთმანეთში აურიეთ. ამ მასას 5 მლ ზეთი დაუმატეთ და მიღებული ნარევი სახეზე წაისვით.

10 წუთის შემდეგ ნიღაბი გრილი წყლით ჩამოიბანეთ. ამ რეცეპტით მომზადებული ყავის ნიღაბი მშრალი კანისთვის და ნორმალური კანისთვის გამოიყენეთ.

ყავის ნიღაბი კანის დაბერების წინააღმდეგ

3 ს.კ. გამდნარ თაფლს შეურიეთ 1 ჩ.კ. დაფქული ყავა და მიღებული მასა სახეზე წაისვით.

25 წუთის შემდეგ ნიღაბი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

წყარო 

 

თმის სამკურნალო ნიღბები- სახლის პირობებში

0
{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":["local"],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{"transform":1},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":true,"containsFTESticker":false}

რატომ იძინებს თმა? და წყვეტს ზრდას? რა ინფორმაცია შეიძლება დაიმახსოვროს თმამ? და როგორ მოვუაროთ სახლის პირობებში

ტრიქოლოგები (თმის ჯანმრთელობის შემსწავლელი სპეციალისტი) თმის სტრუქტურისა და მდგომარეობის შესწავლის შემდეგ, ზუსტად ამბობენ, თუ როგორ იკვებებით. თმა “იმახსოვრებს” ყველაფერს: გადატანილ ქრონიკულ სტრესებს, ცუდ ეკოლოგიას, ულტრაიისფერ დასხივებას და ბევრ სხვას.

მკაცრი დიეტიდან 3 თვის შემდეგ თმის ბოლქვი იწყებს დეფორმირებას, იწყებს სწრაფად ცვენას და შეიძლება გამელოტებაც გამოიწვიოს. ასეც ხდება, რომ თმა “იძინებს” არა 3 კვირა, როგორც წესია, არამედ თვეობით და წელიწადიც კი. თმის ბეწვი თითქოს ცოცხალია, მაგრამ არ იზრდება.

რაც უფრო ადრე დაადგენთ დაზიანების მიზეზს, მით მეტი შანსია, შეინარჩუნოთ ლამაზი და ჯანმრთელი თმა. უპირველესად საჭიროა დაიცვათ წესები: სრულფასოვანად იკვებეთ, ყოველ წვრილმანზე არ ინერვიულოთ, უკიდურესი აუცილებლობის გარდა, არ მიიღოთ წამლები. იძინეთ არანაკლებ 7-8 საათისა.

როგორ მოვუაროთ თმას სახლის პირობებში? 

თმის ცვენის დოს: 1ს/კ ჭინჭარს (ნედლს ან გამხმარს) დაასხით 400 მლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 20-30 წუთი. თავის დაბანის შემდეგ გადაივლეთ თმაზე.

 

თმის ზრდას დააჩქარებს: 1 ს/კ ბირკის (ოროვანდი) ზეთი წაისვით ხელისგულებზე და შეიზილეთ დაბანილ თმაზე, შეიხვიეთ ცელოფანით და თბილი ხაოიანი პირსახოცით. 30 წუთის შემდეგ თავი დაიბანეთ შამპუნით.

 

თმას შემატებს სიმაგრეს, ელასტიკურობას და სილამაზეს – 2-3 ს/კ სალბის ყვავილებს დაასხით 0,5 ლ მდუღარე, გააჩერეთ 20-30 წუთი. გაწურეთ და დაბანის შემდეგ თმაზე გადაივლეთ. პროცედურა შეგიძლიათ გაიმეოროთ კვირაში 1-2-ჯერ.

ცხიმიანი თმის ძირებს კვებავს: ჭინჭრის ფოთლებს დაასხით მდუღარე წყალი, დაამატეთ გრეიპფრუტის ან ლიმონის წვენი და წაისვით სუფთა თმაზე. 1 საათის შემდეგ დაიბანეთ.

 

მტვრევადი თმის დროს: 1/2 ც დაჭყლეტილ ბანანს დაამატეთ 1/2 ავოკადოს რბილობი, 1 ჩ/კ თაფლი და ცოტა მდუღარე წყალი. წაისვით თმაზე და მსუბუქად შეიზილეთ თმის ძირებში. 20 წუთის შემდეგ დაიბანეთ.

წყარო 

 

როგორ შევარჩიოთ სუნამო

0
{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":["local"],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{"transform":1},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":true,"containsFTESticker":false}

სუნამო ყოველთვის ასოცირდებოდა ფუფუნებასთან და დღესასწაულთან. შემთხვევითი არ არის, რომ შუა საუკუნეებში სუნამოებს ძალიან ძვირად აფასებდნენ.

ასეთი საჩუქრის გაკეთება მხოლოდ ძალიან მდიდარ ადამიანს შეეძლო. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. განვითარებასთან ერთად, არომატული კომპოზიციები უფრო ხელმისაწვდომი გახდა და ახლა სუნამოებს შორის არჩევნის გაკეთება ბევრად უფრო გვერთულება, ვიდრე მათი შეძენა.

სუნამო განსაკუთრებული საჩუქარია. ელეგანტურ ბოთლში ლამაზად შეფუთული, სწორი სუნამო ნიშნავს, რომ ადამიანს, რომელსაც აჩუქებთ, თქვენს გულში განსაკუთრებული ადგილი უკავია. ჯერ ერთი, საჩუქარი უნივერსალურია. მეორეც, სუნამო ყოველთვის ემოციაა. მესამე, არომატი მთელი დღის განმავლობაში იგრძნობა, რაც ნიშნავს, რომ ადამიანი მთელი დღის განმავლობაში ასე თუ ისე იფიქრებს თქვენზე.

რაზე გავამახვილოთ ყურადღება არჩევის დროს?

პირველი და ძირითადი წესი სუნამოს საჩუქრად არჩევისას არის თქვენი პრეფერენციების დავიწყება. სუნამოს არჩევისას არ უნდა იხელმძღვანელოთ საკუთარი გემოვნებით, არამედ უნდა წარმოადგინოთ ადამიანი, რომელსაც ჩუქნით. არომატი უნდა შეეფერებოდეს მისი ცხოვრების წესს,სტილს და ხასიათს.

წყარო

 

 

კანის მოვლა ზაფხულში

0
{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":["local"],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{"transform":1},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":true,"containsFTESticker":false}

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა, რომელსაც ზაფხულში ვაწყდებით, არის კანის სიმშრალე.

როგორ მოვუაროთ ასეთი ტიპის კანს და როგორ შევინარჩუნოთ სიჯანსაღე?

კანი ყველაზე დიდი ორგანოა, ამიტომ მას სათუთი მოვლა სჭირდება, განსაკუთრებით ზაფხულში. ამ დროს კანის ეპიდერმისიდან იმაზე მეტი წყლის აორთქლება ხდება ვიდრე მას ღრმად მდებარე შრეების უჯრედებიდან მიეწოდება, სწორედ ამ დროს ვითარდება კანის სიმშრალე. თუ ნორმალური ტემპერატურის პირობებში კანის ზედაპირიდან ორთქლდება 200-300 მლ წყალი , ზაფხულში ეს მაჩვენებელი 2ჯერ- 3ჯერ მაღალია. ამავდროულად ზაფხულში მზეზე ყოფნის დროს ხდება კოლაგენური და ელასტიური სტრუქტურების დეგენერაცია.

სიმშრალის არსებობის პირობებში იმატებს ქავილის შეგრძნება და დაზიანებული უბნების ინფიცირების რისკი . იმისათვის რომ ამის პრევენცია მოვახდინოთ:

1) უნდა მოვერიდოთ სიცხეში ყოფნას

2) მივიღოთ დიდი რაოდენობით წყალი

3) აქტიურად გამოვიყენოთ  დასაბანი და დამატენიანებელი საშუალებები, რაც კანზე არსებული ბალანსის შენარჩუნებას განაპირობებს , რათა ნაკლებად მოხდეს სხვადასხვა ზაფხულთან თანმდევი პრობლემის განვითარება.

აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ რომ მზისგან დამცავი ფილტრი კანის ტიპის მიხედვით შევარჩიოთ.

არ დაგავიწყდეთ რომ 2 მგ კანის 1 კვადრატულ სანტიმეტრზე ნაწილდება.

წყალში ყოფნის შემდგომა კი ის თავიდან უნდა იქნას სხეულზე დატანებული.

წყარო 

 

 

 

პირსინგი და საფრთხეები- რა უნდა ვიცოდეთ

0
{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":["local"],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{"transform":1},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":true,"containsFTESticker":false}

პირსინგი სხეულის ამა თუ იმ ნაწილის გახვრეტას და გახვრეტილ ადგილას სამკაულის ჩამაგრებას ნიშნავს.

ყველაზე მეტად ყურის, ცხვირისა და ჭიპის პირსინგია გავრცელებული, თუმცა ტუჩების, ენის, ლოყების და  წარბების პირსინგსაც ხშირად ვხვდებით. ქალებსა და მამაკაცებში მისი პოპულარობა თითქმის თანაბარია. პირსინგი ახალი ხილი არ გახლავთ – ასე ჯერ კიდევ ძველი ეგვიპტელები, ბერძნები და რომაელები იმკობდნენ სხეულს. ზოგი ამას თავისი სოციალური სტატუსის ხაზგასასმელად აკეთებდა, ზოგს კი სწამდა, რომ სამკაული ბოროტი ძალებისგან იცავდა.

რა უნდა გაითვალისწინოთ?!

უპირველეს ყოვლისა, მოძებნეთ ლიცენზირებული სალონი, სადაც ხელსაწყოებს ავტოკლავით ასტერილებენ. თითოეული სტერილიზებული ხელსაწყო გამოყენების წინ თქვენ თვალწინ უნდა გაიხსნას. გაითვალისწინეთ ისიც, რომ სპეციალისტი, რომელიც პროცედურას ატარებს:

უნდა იყოს სერტიფიცირებული;

იბანდეს ხელებს თითოეული პროცედურის წინ;

იყენებდეს ერთჯერად ხელთათმანებს, ერთჯერად ნემსებს და სტერილურ ხელსაწყოებს.

ასევე წინასწარ გაარკვიეთ, ხართ თუ არა ალერგიული რომელიმე ლითონის მიმართ და იმ ლითონის სამკაულები შეარჩიეთ, რომლებიც ყველაზე ნაკლებად ან თითქმის არ იწვევს ალერგიულ რეაქციებს. ასეთია: ტიტანიუმი, ბიონიუმი, მასიური ოქრო. ასევე გახსოვდეთ, რომ პირსინგის გაკეთებამდე აუცილებლად უნდა იყოთ აცრილი ტეტანუსსა და B ჰეპატიტზე.

გარდა ინფექციის (მათ შორის – შიდსისა და ჰეპატიტის), ალერგიული რეაქციის, სისხლდენის, შეშუპების, ნაწიბურებისა და კელოიდების წარმოქმნის მაღალი ალბათობისა, არსებობს სხვა, უფრო სპეციფიკური პრობლემებიც, რომლებიც უშუალოდ არის დაკავშირებული სხეულის სხვადასხვა მიდამოს პირსინგთან.

ენის პირსინგმა შესაძლოა გამოიწვიოს მეტყველების შეფერხება, კბილების მინანქრისა და ღრძილების დაზიანება, ღეჭვისა და ყლაპვის გაძნელება.

ყურის ხრტილის პირსინგი გაცილებით საშიშია, ვიდრე ბიბილოსი. მისმა გართულებამ შესაძლოა აბსცესი და მთელი ხრტილის დისტროფია გამოიწვიოს. არის შემთხვევები, როცა ანტიბიოტიკებით მკურნალობაც კი უშედეგოა და დაზიანებული ხრტილის მოკვეთა ხდება საჭირო.

ცხვირის პირსინგიც ასევე ყურის ბიბილოს პირსინგთან შედარებით გართულებების განვითარების გაცილებით უფრო მაღალი ალბათობით გამოირჩევა. ამის მიზეზი ის არის, რომ ცხვირის შიგნითა ზედაპირის სრულყოფილი დეზინფექცირება შეუძლებელია, შედეგად იქ არსებული ბაქტერიები ჭრილობის დაბინძურების და ინფექციის განვითარების მიზეზი ხდება.

პირსინგი საერთოდ არ არის რეკომენდებული, თუ:

კანის იმ უბანზე, რომელზეც პირსინგის გაკეთება გინდოდათ, სპეციფიკური გაღიზიანება, უჩვეულო სიწითლე, სიმაგრე ან ხალი შემჩნიეთ;

გაქვთ დიაბეტი, ჰემოფილია, ავტოიმუნური დაავადება, გულის დაავადება ან სხვა ისეთი პრობლემა, რომელიც აფერხებს შეხორცების პროცესს.

წყარო 

 

 

 

 

 

 

 

 

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.