სამშაბათი, ივლისი 7, 2026
- Advertisement -
Google search engine

ლამაზი კანი 4 კვირაში

0
{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":["local"],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{"transform":1},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":true,"containsFTESticker":false}

დამცავ ფუნქციასთან ერთად კანს ასევე აქვს ესთეტიკური დანიშნულება. ლამაზი, გლუვი, მიმზიდველი კანის მქონე ადამიანი ჯანმრთელად და წარმატებულად ითვლება. 

 

კანის გარეგნული იერსახე 90%-ით დამოკიდებულია ცხოვრების სტილზე, რომელსაც თქვენ მისდევთ. ყველაზე ძვირფასი საცხებიც კი ვერ მოაწესრიგებენ თქვენს კანს, თუ თქვენ არასწორად იკვებებით, მშვიდად არ გძინავთ, ყურადღებას არ აქცევთ მისი მოვლის საშუალებებს და გაქვთ მავნე ჩვევები.

თუ თქვენ სერიოზულად გადაწყვიტეთ ყურადღება მიაქციოთ თქვენს კანს და საქმისადმი სწორი მიდგომით იდეალურ მდგომარეობამდე მიიყვანოთ, სასურველი პირველი შედეგები შეიძლება მიიღოთ 4 კვირის შემდეგ. ამ პერიოდში კანის ზედა ფენა ახლით შეიცვლება. გაიარეთ რეაბილიტაციის 4 კვირიანი მარტივი პროცედურა და თქვენ გაკვირვებული დარჩებით.

პირველი კვირა.

პირველი კვირა მთლიანად ეთმობა ორგანიზმის ტოქსინებისგან გაწმენდას. ბუნებრივი წმენდის პროცესი იწყება სწორი კვებით. ყოველდღიურ რაციონში უნდა შედიოდეს რაც შეიძლება მეტი რაოდენობის ნატურალური წვენები, ახალი ხილი და ბოსტნეული. გამორიცხეთ შაქარი, თეთრი პური, ცხიმიანი საკვები, შემწვარი ხორცი და ცხარე, ყველა ეს პროდუქტი ნეგატიურად აისახება კანის ზოგად მდგომარეობაზე.

მეორე კვირა.

აქტიურად დაატენიანეთ და გამოკვებეთ თქვენი კანი. მეორე კვირას ეცადეთ ყოველ დღე გაიკეთოთ გამწმენდი და დამატენიანებელი ნიღაბი, საღამოს კი მიიღოთ აბაზანა. ნიღბები კანს ახალ იერსახეს დაუბრუნებს. მეორე კვირის პროცედურებთან ერთად გააგრძელეთ და არ შეწყვტოთ ჯანსაღად კვება.

მესამე კვირა.

მესამე კვირის მთავარი დავალება არის სწორი და ნაზი აქერცვლა. მოიცილეთ კანიდან მკვდარი უჯრედები, რომ თავისუფლად წარმოიქმნას ახალი უჯრედები. პილინგის შემდეგ კანი უფრო მგრძნობიარეა მკვებავი ნივთიერებების მიმართ და შედარებით უკეთ შეიწოვება ეს ნივთიერებები. აქერცვლის შემდეგ თქვენ დაინახავთ რომ, კანის ახალი საფარი წინასთან შედარებით უკეთესად გამოიყურება.

მეოთხე კვირა.

ამ კვირაში შეგიძლიათ დაიწყოთ მიღებული შედეგების შეფასება. სასურველია თქვენი კანი კოსმეტოლოგის დახმარებით შეაფასოთ, რომელიც ადეკვატურად შეაფასებს და კანის მოვლის პროცესებში აუცილებელ კორექციებს შეიტანს.

წყარო 

5 მითი გელ-ლაკის შესახებ

0
{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":["local"],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{"transform":1},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":true,"containsFTESticker":false}

იწვევს მიჩვევას, აფუჭებს ფრჩხილებს, მავნეა – ეს და კიდევ სხვა უამრავი ნეგატიური თვისებები, რომელსაც მიაწერენ გელ-ლაკს. 

აქედან ყველაზე გავრცელებული მითები  გახლავთ:

1) არ შეიძლება მუდმივად გელ-ლაკის ტარება, ფრჩხილებმა უნდა ისუნთქონ.

რეალობა: სინამდვილეში ფჩხილის საფარი შედგება „მკვდარი“ უჯრედებისგან, რომლებიც არ „სუნთქავენ“, ამიტომ გელ-ლაკის ტარება შესაძლებელია შესვენების გარეშე.

2) გელ-ლაკი ათხელებს ფრჩხილებს.

რეალობა: ფრჩხილებს ათხელებს არასწორად გამოყენებული ფრეზერის აპარატი ან ქლიბი, როდესაც იქლიბება ფრჩხილის ზედაპირის საფარი გახაოებისას ან გელ-ლაკის მოხსნის დროს.

3) გელ-ლაკი აფუჭებს ფრჩხილებს – მის გამო ფრჩხილები ტყდება და ყვითლდება.

რეალობა: სინამდვილეში შესაძლებელია ფრჩხილები იმტვრეოდეს, ან გაყვითლდეს კიდეც, ოღონდ თუ გელ-ლაკი ტექნიკურად არასწორად, არათანმიმდევრულად არის წასმული და პიგმენტი ჯდება ფრჩხილში.

4) სახიფათოა ფრჩხილების გაშრობა ულტრაიისფერ ნათურაში.

რეალობა: ნათურაში გამოყოფილი UV სხივების რაოდენობა გაცილებით ნაკლებია იმაზე, რასაც ვიღებთ მზის სხივების ქვეშ, ამიტომ საერთოდ არ ღირს გამოსხივებაზე ნერვიულობა.

5) გელ-ლაკის გამოყენება არ შეიძლება ორსულებისთვის ან ლაქტაციის დროს. კიდევ ერთი მითი. ხარისხიანი გელ-ლაკები, რომელსაც გააჩნია ხარისხის გარანტია, არ შეიცავს ჯანმრთელობისათვის საშიშ ნივთიერებებს და სრულიად უვნებელია.

გაუზიერეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს, ვისაც მითების კიდევ სჯერა.

წყარო

ახალგაზრდობის 3 საიდუმლო- იაპონური მეთოდები

0
{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":["local"],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{"transform":1},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":true,"containsFTESticker":false}

იაპონელი ქალები გამოირჩევიან უნაკლო სახის კანით, 40 წლის ასაკშიც კი ისე გამოიყურებიან როგორც 20 წლის. ალბათ, ყველას აინტერესებს ის საიდუმლო, რაც მათ გარეგნობას ასეთ განსაკუთრებულს ხდის.

იაპონელი ექსპერტები იმ რამდენიმე მარტივ წესს გვიზიარებენ, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ.

კანის მასაჟი

უნაოჭო კანის ეფექტის მისაღებად, მნიშვნელოვანია მისი მუდმივი ვარჯიში და სტიმულირება, რისი მიღწევაც შესაძლებელია მასაჟის საშუალებით. ის აუმჯობესებს მიკროცირკულაციას და კანი ხდება კიდევ უფრო ელასტიური.

სახის გაწმენდა

იაპონელმა ქალებმა იციან, რომ მაკიაჟით ძილი არ შეიძლება. თუ გსურს, რომ შენი კანი მუდმივად კარგად გამოიყურებოდეს, აუცილებელია, რომ გაიწმინდოთ სახე ძლის წინ და არა მხოლოდ, ასევე დილითაც. რადგან ძილში ორგანიზმი გამოჰყოფს ცხიმს, რომელიც უნდა ჩამოიბანოთ, რათა კანმა უკეთ ისუნთქოს.

და დატენიანება

სახის წმენდასთან ერთად მნიშვნელოვანია, რომ კანი მუდმივად იყოს დატენიანებული, რადგან სწორედ გამომშრალი კანი ხდება მიზეზი უამრავი პრობლემისა. თუ გსურთ, რომ იაპონელების სახის კანი თვქენთვისაც მიღწევადი გახდეს, მაშინ აუცილებელია, რომ სამივე პროცედურა გაითვალისწინოთ.

წყარო 

 

ვის ეკრძალება თაფლის ანტიცელულიტური მასაჟი და რატომ

0
{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":["local"],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{"transform":1},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":true,"containsFTESticker":false}

თაფლის ანტიცელულიტური მასაჟი კატეგორიულად არ შეიძლება თუ ფეხებზე არსებობს პრობლემები ვენებთან დაკავშირებით,

ვარიკოზული გაგანიერება, თრომბოფლებიტი, კანის დაავადებების, ასევე, მაღალი წნევის დროს.

ანტიცელულიტური მასაჟი არ შეიძლება გაკეთდეს კრიტიკულ დღეებში. თაფლის მასაჟი არ კეთდება ბარძაყის შიდა მხარეზე, საზარდულის ლიმფური კვანძების ზონაში, მხრის შიდა მხარეზე. მუცლის არეში მასაჟი კეთდება ძალიან ფრთხილად.

თაფლის მასაჟი უნდა გაიკეთოთ 15 დღის განმავლობაში, თითო დღის გამოტოვებით. დაიცავით ზომიერება.

თაფლით მასაჟის გასაკეთებლად გამოგადგებათ ნებისმიერი ნატურალური თაფლი – ცაცხვის, ყვავილის თუ სხვ. ოღონდ ყურადღება მიაქციეთ, რომ იგი არ შეიცავდეს უცხო მინარევებს.

წყარო 

როგორ მოვიშოროთ ქერტლი?

0
{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":["local"],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{"transform":1},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":true,"containsFTESticker":false}

ქერტლი მაშინაც კი შეიძლება გაჩნდეს, როცა თმის მოსავლელად არაფერს იშურებ. ქერტლის საწინააღმდეგო საშუალებები მის ერთხელ და სამუდამოდ გაქრობას გვპირდებიან, მაგრამ მოლოდინი ყოველთვის არ მართლდება.

რას ვაკეთებთ არასწორად?

ქერტლის წარმოქმნა უწყვეტი პროცესია. ეპიდერმისი, კანის ზედა შრე, რამდენიმე ფენად განლაგებული უჯრედებისგან შედგება. უჯრედები განუწყვეტლივ მიგრირებენ შიგნიდან გარეთ, საბოლოოდ კი იხოცებიან და ცვივიან, მათ ადგილს კი ახლები იკავებენ.

როცა კანის განახლების პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს, ის თითქმის შეუმჩნეველია, მაგრამ ზოგჯერ ჩვეულებრივზე მეტი უჯრედი კვდება და ჩამოიფქცვნება ან ჩამოფცქვნილი უჯრედები ერთად გროვდებიან. სწორედ ამ დროს ჩნდება ქერტლი.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ქერტლისადმი მიდრეკილებას შესაძლოა მემკვიდრეობითი ბუნება ჰქონდეს.

ქერტლის გაჩენას ხელს უწყობს სტრესიც. ის გავლენას ახდენს კანის მეტაბოლიზმზე, ხოლო როცა კანის დამცავი ბარიერი ირღვევა, როგორც გითხარით, მრავლდება სოკო, რამაც შესაძლოა ქერტლი გამოიწვიოს.

ქერტლის დროს კარგია დამატენიანებელი ნიღბები. სპეციალისტები ღამით ეგრეთ წოდებული “ზეთის ქუდის” გაკეთებას გვირჩევენ: რამდენიმე წვეთი ზეითუნის, მზესუმზირას, სეზამის ან ჟოჟობას ზეთი თავის კანში შეიზილეთ, დილით კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ. შეგიძლიათ, ეს პროცედურა სამ კვირაში ერთხელ გაიმეოროთ.

თმა უმჯობესია რბილი ბუნებრივი ჯაგრისით დაივარცხნოთ, დაბანისას კი ნაზად შეიზილოთ შამპუნი. ასეთი ბუნებრივი მასაჟი ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას და ხელს უშლის ქერტლის წარმოქმნას.

ქერტლის დროს კარგია ჰამამელისის ექსტრაქტი და ვარდის წყალიც – ისინიც თმის ძირებში უნდა შეიზილოთ. ეფექტიანია ვაშლის ძმარიც – გადაივლეთ თმაზე ერთი ჭიქა ძმრისა და ერთი ჭიქა წყლის ნარევი.

სწორად გამოიყენეთ ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნი. ამ ტიპის საშუალებები ხელს უშლის ქერტლის ხელახალ წარმოქმნას, თუმცა ხშირად შეიცავს სოკოს საწინააღმდეგო აგენტს, მაგალითად, თუთიის პირითიონს, ამიტომ მათი ყოველდღიური ან ხანგრძლივი მოხმარება, როგორც წესი, არ არის რეკომენდებული.

წყარო

ძილი, სილამაზე და ძილისწინა რუტინა

0
ქალი ღამის კრემს სვამს და ამზადებს ძილისწინა სილამაზის რუტინას
ძილისწინა სწორი რუტინა კანის სილამაზისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მელატონინის ოპტიმიზაცია და ღამის კრემის სწორი გამოყენება ვიზუალურ შედეგს რამდენიმე კვირაში იძლევა.

ცნობილია, თუ გსურთ, რომ კარგად გამოიყურებოდეთ, უნდა გამოიძინოთ. მაგრამ, თურმე, მარტო გამოძინება არ კმარა.

ჯერ ერთი, საჭიროა ძილის წინ კანის მოვლა და, გარდა ამისა, რეკომენდებულია დასაძინებლად ღამის 11 საათამდე დაწოლა – სანამ ორგანიზმში ძილის ჰორმონის – მელატონინის გამომუშავება დაიწყება. ის არა მარტო განდევნის უძილობას, არამედ ეხმარება კანს აღდგენაში. მელატონინის გამომუშავების პიკი მოდის 23 საათიდან დილის 4 საათამდე პერიოდში. და თუ ღამის კრემს დაწოლამდე 1 საათით ადრე წაისვამთ, განახლების პროცესი უფრო ეფექტურად წარიმართება. მაშინაც კი, თუ თქვენ ძალიან გვიან, შუაღამის შემდეგ წვებით დასაძინებლად, ღამის მკვებავის 23 საათამდე წასმაზე მაინც ნუ იტყვით უარს.

ღამის კრემებს არ ყოფენ კანის ტიპის მიხედვით, რადგან მათ ერთი ამოცანა აქვთ – შექმნან საჭირო პირობები უჯრედების განსაახლებლად. ამასთან, თითოეული კრემი შეიცავს სხვადასხვა სასარგებლო ნივთიერებას, რომლებსაც აქვთ დამატენიანებელი, მკვებავი და გამამკვრივებელი ზემოქმედება. თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, რომელი მათგანი სჭირდება თქვენს კანს და ისე გააკეთოთ არჩევანი. წაისვით კრემის თხელი ფენა, 15-20 წუთის შემდეგ კი აიშრეთ ქაღალდის ხელსახოცით, რომ არ გქონდეთ ნიღბის შეგრძნება. ეს შეგიძლიათ გააკეთოთ სახის მასაჟის დროს.

თ ვერ გამოიძინეთ და ამიტომაც ვერ გამოიყურებით კარგად? არსებობს კანის გამოცოცხლებისა და შეშუპების საწინააღმდეგო რამდენიმე საშუალება: დაიბანეთ პირი, ოღონდ, არა მხოლოდ წყლით, არამედ, გამოიყენეთ თქვენ მიერ შერჩეული გამწმენდი საშუალება – გელი ან ქაფი. ღამის განმავლობაში ფორებიდან გამოიყოფა ტოქსინები და კანის ცხიმის ნაწილაკები, რომლებიც კანს მორუხო ფერს აძლევს, მაგრამ, როგორც კი ამ ნაწილაკებს მოიშორებთ, კანი ნათელ ელფერს შეიძენს.

 

წყარო

კოსმეტიკა სწორად რომ შევარჩიოთ- წესები

0
{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":["local"],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{"transform":1},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":true,"containsFTESticker":false}

კანზე აგრესიული მოქმედება -გამწმენდი და დასაბანი გელები, რომლებიც კანს ასუფთავებს, სინამდვილეში, აზიანებს მას – აშრობს და ათხელებს ეპიდერმისს.

ასეთ პროდუქტს არ ექნება სათანადო ეფექტი და შეიძლება სხვა პროდუქტების შედეგებზეც იმოქმედოს.

ქაფიანი პროდუქტები კანის გასაწმენდად ბევრად უფრო ეფექტურია: ისინი არ არღვევენ კანის  ბალანსს, აშორებენ ჭუჭყს და უნარჩუნებენ კანს ბუნებრივ დაცვას. დამზოგველი დასაბანი საშუალების გამოყენების დროსაც სახე დაიბანეთ თბილი წყლით.

სხვადასხვა ტიპის კანი განსაკუთრებულ მიდგომას მოითხოვს. თუ კანის მოვლის არასწორ საშუალებას აირჩევთ, შეიძლება გამონაყარი გამოიწვიოთ ან შედეგი საერთოდ ვერ შენიშნოთ. ნორმალური კანის მქონეთათვის ნებისმიერი საბაზისო მოვლის ფორმა მისაღები იქნება. მაგრამ სხვა ტიპის კანისთვის პროდუქტები მეტი სიფრთხილით უნდა შეირჩეს.

ცხიმიანი კანის იდენტიფიცირება ყველაზე მარტივია: ბზინვარება, რომელიც გაწმენდის შემდეგ თითქმის მყისიერად ჩნდება, ფართო ფორები და ანთებისკენ მიდრეკილება. ამ ტიპისთვის შესაფერისია დამატენიანებელი ჰიალურონის მჟავით ან გლიცერინით. შეარჩიეთ ტექსტურები, რომლებიც არ დაახშობს ფორებს.

მშრალი კანი ხშირად იქერცლება, მკვეთრად რეაგირებს ყველა გაღიზიანებაზე და ხშირად იწვევს დაჭიმვის შეგრძნებას. მისთვის საუკეთესო გამოსავალი იქნება მკვრივი მკვებავი ტექსტურები. ყურადღება უნდა გამახვილდეს არა მხოლოდ დამატენიანებელ, არამედ ეპიდერმისის აღმდგენ კრემებზე, მაგალითად, ვიტამინი E, პანთენოლი, შიის კარაქი.

კომბინირებული კანის დროს უნდა მოფრთხილდეთ: სახის მშრალი უბნები უნდა გამოკვებოთ, მაგრამ არ გადატვირთოთ ეპიდერმისი. საუკეთესო ვარიანტია მცენარეული ინგრედიენტების შემცველი პროდუქტები, რომლებიც ატენიანებენ და აძლიერებენ კანის დამცავ ფუნქციებს.

ხშირად, კანისა და ასაკის თავისებურებების გამო, არ არის საკმარისი მხოლოდ ერთი დამატენიანებელი ძირითადი პროდუქტის გამოყენება. უპირველესად რაც უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ კანის მოვლის საშუალებებმა რეალურად იმოქმედონ, სპეციალისტთან კონსულტაციაა. ეს ხელს შეუწყობს სიმშრალის, ცხიმიანობის ან ანთების გამომწვევი მიზეზის დადგენას და გამორიცხავს ვიტამინის დეფიციტს, რაც ასევე მოქმედებს კანის მდგომარეობაზე.

წყარო

როგორ ვებრძოლოთ პიგმენტურ ლაქებს- ხალხური მეთოდებით

0
{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":["local"],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{"transform":1},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":true,"containsFTESticker":false}

ზაფხულის დადგომასთან და გარუჯვასთან ერთად მატულობს კანის პრობლემები.

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა პიგმენური ლაქები

როგორ ვებრძოლოთ მას? როგორ ვიმკურნალოთ და არა დავმალოთ ისინი

თუ პიგმენტური ლაქები გაგიჩნდათ, არსებობს მათგან თავის დაღწევის რამდენიმე საშუალება:

1. სხვადასხვა ფირმის მათეთრებელი კრემები. უმჯობესა, კრემი შეგირჩიოთ კოსმეტოლოგმა კანის ტიპის, ფერის და პიგმენტური ლაქების მდგომარეობის გათვალისწინებით. გაითვალისწინეთ ერთი რამ – თავდაპირველად უნდა გამოსცადოთ ეს კრემი და ნახოთ ხომ არ ხართ მასზე ალერგიული.

2. ხალხური საშუალებები – ეს არის მათეთრებელი ნიღბები და ლოსიონები, რომლებიც დამზადებულია წყალბადის ზეჟანგის, ნუშის, ლიმონის, შავი მოხცხარის და ბევრი სახვა მცენარის საფუძველზე.

გაატარეთ ოხრახუში ხორცსაკეპ მანქანაში, აიღეთ 2 სუფრის კოვზი და დაიდეთ პრობლემურ კანზე 20-30 წუთით, შემდეგ დაიბანეთ ცივი წყლით. ამის შემდეგ სახეზე წაისვით მკვებავი კრემი.

მოხარშეთ ოხრახუშის ძირები, აურიეთ ლიმონის წვენი და წაისვით ლაქებზე დილა-საღამოს.

ნუშს აქვს გამათეთრებელი თვისება, ამიტომ მისგან დამზადებულ ლოსიონს იყენებენ ჭორფლისა და პიგმენტური ლაქების მოსაშორებლად: ნახევარ ჭიქა ნუშის გულს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე და 3-5 წუთის შემდეგ წყალი გადაღვარეთ, ნუში კი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. მიღებულ ფაფას დაუმატეთ ნახევარი ლიმონის წვენი და 1 სუფრის კოვზი ანადუღარი წყალი. კარგად ათქვიფეთ და გაიკეთეთ ნიღაბი. 30 წუთის შემდეგ დაიბანეთ.

1 ლიმონის წვენი, 1 კვერცხის ცილა, 10 გრ შაქარი, 100 მლ წყალი აურიეთ კარგად და დაიდეთ წინასწარ გასუფთავებულ კანზე 20-30 წუთით. პროცედურა ჩაიტარეთ დღეგამოშვებით. ნიღაბი მოიშორეთ თბილ წყალში დასველებული ბამბის ტამპონით.

ახალ კიტრს წვრილ სახეხზე გახეხთ, დაუმატებთ 1 ს.კ. ნებისმიერ მკვებავ კრემს. ცხიმიანი სახის კანისათვის კიტრის წვენს უმატებენ იმავე რაოდენობის არაყს, აჩერებენ 24 სთ. ამ სითხეში ასველებენ მარლას და იდებენ სახეზე. კურსი 30 ნიღაბია. კიტრის წვენი შეიძლება მომზადდეს ხანგრძლივად (6 თვე) შესანახად. ამისათვის 100 გრ წვრილად დაჭრილ ახალ კიტრს დაასხით 100 მლ არაყი, გააჩერეთ 8-10 დღე ბნელ ადგილას, შემდეგ გაწურეთ და შეინახეთ დახურული ჭურჭლით მაცივარში.

წყარო

ზეითუნის ზეთი – საუკეთესო მკვებავი კანისთვის

0
{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":["local"],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{"transform":1},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":true,"containsFTESticker":false}

ზეითუნის ზეთი არის კარგი საშულება კანისთვის, ამ მიზნით იგი გამოიყენება უძველესი დროიდან.

 

ზეითუნის ზეთი გამოიყენება კოსმეტიკურ საშუალებებშიც. აღსანიშნავია, რომ კოსმეტიკურ საშუალებებს ხშირად ამზადებენ სახლში.

 

ზეითუნის ზეთის რამდენიმე სასარგებლო თვისება:

გაუფილტრავ ზეთს იყენებენ კოსმეტიკური მიზნებისათვის, რადგან გაუფილტრავი ზეთი უფრო ინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს. ზეითუნის ზეთი ძალიან ბევრ ბიოლოგიურ აქტიურ ნაერთებს შეიცავს, ამიტომაც ის ძალიან კარგად მოქმედებს კანზე.

 

მაღალი კონცრენტრაცია, რასაც შეიცავს ზეითუნი, მკვებავი ელემენტები, მჟავები და ვიტამინები მათ შორის E, სწორედ ეს ახდენს კანზე დადებით გავლენას.

ზეთი ხელს უწყობს უჯრედების რეგენერაციას,ზეთისხილის ზეთი მთლიანად ჰიპოალერგიულია. ზეითუნის ზეთის მიღების მრავალი ხერხი არსებობს. მაგ: თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ზეითუნის ზეთის აბაზანა,ან უბრალოდ ზეთი შეიზილოთ მთლიან ტანზე-კანი მიიღებს მოვლილ და გლუვ სახეს.

ზეითუნის ზეთი უფრო მეტად გამოყენება მშრალი და დამჭკნარი კანისთვის. ის ატენიანებს და ავსებს ფორებს.

ზეითუნის ზეთის გამოყენება კანისთის:

 

ზეითუნის ზეთი გამოყენება კანის გასაწმენდად. გავათბოთ ზეითუნის ზეთი, ან შევურიოთ ჩაის ხის ზეთთან ერთად. თბილი ზეითუნის ზეთი შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც რძე მაკიაჟის მოსაშორებლად. თუ თქვენ გაქვთ მშრალი კანი, შეგიძლიათ დაიტოვოთ ღამე და არ ჩამოიბანოთ.სხვა შემთხვევაში აუცილებელია ცივი წყლით ჩამობანვა ამ შემადგენლობის მოსაშორებლად.

გაითვალისწინეთ რომ სამკურნალოდ მცენარეული და სხვა საშუალებები გამოიყენეთ ექიმის რეკომენდაციის გათვალისწინებით.

წყარო

5 ლუქი, რომელიც შვებულების დროს აუცილებლად უნდა წაიღო

0
{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":["local"],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{"transform":1},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":true,"containsFTESticker":false}

რამდენიმე დღეც და ზაფხული დადგება. ეს კი, შვებულების, მოგზაურობის, განტვირთვის და დასვენების სეზონია.

შვებულების დროს სადაც უნდა მიდიოდეთ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წასაღები სამოსის სწორად შერჩევაა. მით უფრო, თუ მოდას მისდევთ და თქვენთვის სტილი მნიშვნელოვანია, აუცილებლად ყურადღებით უნდა შეარჩიოთ სამოსი, რომელსაც ამა თუ იმ ადგილას წასვლის დროს თან წაიღებთ.

გთავაზობთ 5 სტილის კაბას, რომელიც შვებულების დროს თან უნდა გქონდეთ იმისთვის, რომ იყოთ მოდურები და თავი კომფორტულად იგრძნოთ.

1. თეთრი, მუხლამდე სიგრძის კაბა – ეს კაბა ზაფხულს ძალიან უხდება. ის არის კლასიკური და ქალური სილუეტის სამოსი. შეგიძლიათ რაიმე დეტალი შეუსაბამოთ, მაგალითად, ყელსაბამი. გვერწმუნეთ, თქვენი ვიზუალი საოცრად მომხიბვლელი იქნება.

2.ზოლებიანი კომფორტული კაბა-მაისური – ყოველდღიური სტილისთვის ის იდეალური და ძალიან მოსახერხებელი სამოსია. შეგიძლიათ ჩაიცვათ კედებთან და ჯინსის ქურთუკთან ერთად.

3.შედარებით სქელი ქსოვილის კაბა – ღრუბლიან ამინდში თუ ზღვის სანაპიროზე გასვლას გადაწყვეტთ, ის შეგიძლიათ საცურაო კოსტიუმზე ჩაიცვათ. ასევე იდეალურია სანაპიროს წვეულებისთვის გრილ ამინდში.

4.გრძელი კაბა ყვავილების პრინტით – ასეთი სტილის კაბები ძალიან მოსახერხებელი და კომფორტულია. გარდა ამისა, ის ვიზუალს უფრო რომანტიკულს ხდის.

5. კლასიკური სტილის კაბა, შავ-თეთრ ფერებში – ასეთი კომბინაციის  კაბები 2024 წლის ზაფხულის მთავარი ტენდენციაა. ის მართალია კლასიკურია, მაგრამ ამავდროულად არის კომფორტული და მხოლოდ წვეულებისთვის არ არის განკუთვნილი. შეგიძლიათ მთელი დღის განმავლობაში გეცვათ, ხოლო თუ ამ კაბით წვეულებაზე წასვლას გადაწყვეტთ, მას მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი უნდა შეუსაბამოთ.

წყარო

 

 

 

 

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.