ხუთშაბათი, მაისი 7, 2026
- Advertisement -
Google search engine

როგორ ჩავდგეთ ფორმაში აღდგომის შემდეგ

0
გემრიელი პასქისა და წითელი კვერცხების გარეშე აღდგომა წარმოუდგენელია. მაგრამ თუ გრძნობთ, რომ უქმეების შემდეგ ტანსაცმელი ოდნავ გიჭერთ, მუცელში კი სიმძიმის შეგრძნება გაქვთ, ესე იგი თქვენს ორგანიზმს განტვირთვა სჭირდება. ოღონდ არა შიმშილით, არამედ რაციონალური და დაბალანსებული კვებით.

მაინც რას გულისხმობს სწორი კვება?

სწორი კვება სხვა არაფერია, თუ არა ნუტრიენტების – ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, ვიტამინებისა და მინერალების – დაბალანსებული მიღება.

  • დღიური რაციონი რაც შეიძლება მრავალფეროვანი უნდა იყოს.
  • მთელი რაციონის ნახევარს უნდა შეადგენდეს ხილ-ბოსტნეული, ამასთან, ბოსტნეული უნდა ჭარბობდეს ხილს.
  • მეოთხედზე ოდნავ ნაკლებს – ხორცი, ფრინველი, თევზი, კვერცხი, პარკოსნები, თხილეული.
  • მეოთხედზე ოდნავ მეტს – პური, მაკარონი, მჭადი, ბურღულის ფაფა, კარტოფილი, ბრინჯი.
  • დღის განმავლობაში აუცილებლად უნდა დალიოთ ჭიქა რძე ან მიირთვათ ერთი ულუფა რძის ნაწარმი: მაწონი, ხაჭო, ყველი.
  • ერიდეთ მარილს, ის სხეულში წყალს აკავებს და ქსოვილების შეშუპებას უწყობს ხელს. გახსოვდეთ, რომ მზა საკვებში საკმაოდ ბევრი მარილია.
  • ეცადეთ, უკანასკნელი ულუფა დაძინებამდე, სულ მცირე, სამი საათით ადრე მიირთვათ.
  • სამუშაო მაგიდასთან ან იქ, სადაც ბევრ დროს ატარებთ, დიდი ჭიქით დაიდგით წყალი და ნელ-ნელა დალიეთ, როგორც კი დაიცლება, შეავსეთ.
  • დალიეთ წყალი, როცა შიმშილს იგრძნობთ – შესაძლოა, გეგონოთ, რომ გშიათ, სინამდვილეში კი ორგანიზმი წყალს გთხოვდეთ.
  • ეცადეთ, შუაღამემდე დაწვეთ და იძინოთ იმდენი, რომ გაღვიძებისას თავს დასვენებულად გრძნობდეთ.
  • მეტი იარეთ ფეხით და ბევრი ისეირნეთ.

გახსოვდეთ, რომ სწორი კვება, მოძრაობა და სრულფასოვანი ძილი ჯანმრთელობისა და სილამაზის საფუძველია.

წონა რომ არ მოვიმატოთ

წონის შენარჩუნება, დაკლება თუ მომატება ენერგეტიკულ ბალანსზეა დამოკიდებული. თუ მიღებული ენერგია დახარჯულზე მეტია, წონას მოვიმატებთ, თუ ნაკლები – დავიკლებთ.

 

წყარო

8 ტიპის საკვები ხარისხიანი ძილისთვის

0

მთავარი მიზეზი, თუ რატომ ვზრუნავთ ძილის ხარისხზე ის არის, რომ ღამით კარგი ძილიგვეხმარება გაღვიძებისას თავ ცოცხლად და ახალგაზრდულად ვიგრძნოთ. თუ ამჩნევთ, რომ ღამით ვერ ისვენებთ და გამუდამებით წრიალებთ, უმჯობესია კვების რაციონს მიხედოთ. თუ სასწრაფოდ გჭირდებათ აღნიშნული პრობლემის გამოსწორება, მაშინ გირჩევთ შემდეგ საკვებ პროდუქტებს, რომელიც მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ძილის ხარისხის გაუმჯობესებას უწყობს ხელს:


1. ალუბალი

ალუბალი ან ალუბლის წვენი შეგიმსუბუქებს შფოთვით ძილს, მასში შემცველი მელატონინის მაღალი კონცენტრაციის გამო. მელატონინი ე არის ჰორმონი რომელიც ხელს უწყობს ჩაძინების პროცესს. ჟურნალ European Journal of Nutritionის მიხედვით, ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ალუბლის წვენის დალევა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს საერთო ძილის ხანგრძლივობასა და ეფექტურობას. ალუბლის წვენასევე დიდი როლი უჭირავს უძილობის შემსუბუქებაში.

2. ალაოს რძე

ალაოს რძე, როგორიცაა Horlick’s საღამოს დამამშვიდებელ სასმელად დიდი ხანია გამოიყენება. მიზეზი ისაა, რომ ალაოს ქერი რთული ნახშირწყალია და შეიცავს B და D ვიტამინებს, რაც, სავარაუდოდ, ხელს უწყობს ძილს. ბრიტანულ სამედიცინო ჟურნალში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მონაწილეებს, რომლებიც სვამდნენ Horlick-ს ძილის წინ, უფრო დიდხანს ეძინათ და არ განიცდიდნენ შფოთვას ღამით.

3. კივი

კიდევ ერთი ხილი, რომელიც მშვიდად დაძინებაში დაგეხმარებათ, არის კივი, რომელიც მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით. არაერთმა სამეცნიერო კვლევამ აჩვენა, რომ კივი ხელს უწყობძილს. ერთ-ერთი კველევის თანახმად დადგინდა,რომ ძილის წინ ერთი საათით ადრე ორი კივის მირთმევა აუმჯობესებს ჩაძინების პროცესსა და ხანგრძლივობას. ვინაიდან იგი შეიცავს სეროტონინს, ჰორმონს, რომელიც აუმჯობესებს ძილს.

4. ცხიმიანი თევზი

ვინაიდან ცხიმიან თევზშეიცავს ომეგა -3-ს, მას უამრავი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებაგააჩნია, მათ შორის ტვინისა და გულის ჯანმრთელობის გაძლიერება. ჟურნალში Clinical Sleep Medicine გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მონაწილეები, რომლებიც ორაგულს კვირაში სამჯერ მიირთმევდნენ, ძილში უფრო დადებით ცვლილებებგანიცდიდნენ, ვიდრე საკონტროლო ჯგუფ.აღსანიშნავია, რომ ცხიმიან თევზებს მიეკუთვნება ტუნა, კალმახი და სკუმბრია.

5. თხილეულობა

თხილეულობა, განსაკუთრებით ნუში და ნიგოზი ითვლება ძილისთვის კარგ საკვებად, ისევ და ისევ ომეგა -3-ისა და მაგნიუმის შემცველობის გამო, რომელიც განტვირთვის წყაროდ ითვლება. ამასთან, ერთხელ თაგვებზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ნიგოზს შეუძლია გაზარდოს ძილის ხანგრძლივობა.

6. ინდაური

ინდაური შეიცავს ამინომჟავას ტრიპტოფანს, რომელიც ზრდის მელატონინის გამომუშავებას და ძილიანობის შეგრძნებას იწვევს. რამდენიმე კვლევამ გამოავლინა კავშირი ტრიპტოფანსა და ძილის გაუმჯობესებას შორის. ამით შეიძლება აიხსნას, თუ რატომ გრძნობთ თავს ძალიან დაღლილად ყოველი საშობაო ვახშმის შემდეგ.

7. ბრინჯი

როგორც ცნობილია, არსებობს მტკიცებულება, რომ ნახშირწყლებს შეუძლიათ ძილის გაუმჯობესება. იაპონიაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ისინი, ვინც რეგულარულად მიირთმევდნენ ბრინჯს, უკეთ იძინებდნენ, მათთან შედარებით, ვინც მეტ პურს ან ლაფშს ჭამდა. ამასთან, კვლევებით დასტურდებამაღალი გლიკემიური ინდექსის მქონე საკვებისმნიშვნელობა, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ სისხლში შაქრის დონეზე მოქმედებს, მისმა მიღებამ,ძილის წინ სულ მცირე ერთი საათით ადრე, შესაძლოა გააუმჯობესოს ძილის ხარისხი.გლიკემიური ინდექსის მქონე საკვებში კი მოიაზება თეთრი ბრინჯი.

8. გვირილის ჩაი

მართალია, კოფეინის შემცველი ჩაი არ გეხმარებათ მოსვენებაში, თუმცა მცენარეულ ჩაი საღამოობითბევრ მიირთმევს. გვირილის ჩაი განსაკუთრებით სასარგებლოა კარგი ძილისთვის, რადგან ბავშვთა ჯანმრთელობისა და ადამიანის განვითარების ეროვნული ინსტიტუტის კვლევამ დაადგინა, რომ მას აქვს ბუნებრივი დამამშვიდებელი ეფექტი. 2017 წლის ცალკეულმა კვლევამ კი აჩვენა, რომ მონაწილეებმა, რომლებმაც დაიწყეს გვირილის ჩაის დალევა, ორი კვირის ვადაში აღენიშნათ ძილის სირთულეებთან დაკავშირებული ნაკლები სიმპტომები.

 

 


წყარო

“თუ გინდა დახვეწილი, ელეგანტური და მოქნილი სხეული, ირჩევ პილატესს – ის აკავშირებს გონებას სხეულთან” – ინტერვიუ ნანა რუხაძესთან ✨️

0
{"remix_data":[],"source_tags":[],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":false,"containsFTESticker":false}

ავტორი: თინათინ თავხელიძე

პილატესი უფრო მეტია, ვიდრე, უბრალოდ, ვარჯიში. ეს არის მოძრაობის ფილოსოფია, რომელიც ხელს უწყობს  მოქნილობას და გონებას.

 

მე-20 საუკუნის დასაწყისში ჯოზეფ პილატესის  მიერ შემუშავებული ეს მეთოდი ფოკუსირებულია კონტროლირებად მოძრაობებზე, რომლებიც  სხეულს აკავშირებს გონებასთან.

პილატესი აძლიერებს სხეულის მთლიან ცნობიერებას. მიუხედავად იმისა, ფიტნესის მოყვარული ხართ თუ პროფესიონალი სპორტსმენი, პილატესი გთავაზობთ ჰოლისტიკურ მიდგომას კეთილდღეობის მიმართ, გეხმარებათ წონასწორობის და სიცოცხლისუნარიანობის მიღწევაში როგორც სხეულში, ასევე გონებაში.      

  მედიაჰოლდინგი “შენი” გთავაზობთ ინტერვიუს  პილატესის ინსტრუქტორ ნანა რუხაძესთან.

– განგვიმარტეთ,  ვისთვის არის და ვისთვის – არა  პილატესი?

– პილატესი არის  ყველასთვის, განურჩევლად სქესისა და ასაკისა. ყველასთვისაა,  ვისაც ჯანსაღი ცხოვრება და ლამაზი სხეული სურს. ვისაც  საკუთარ სხეულთან ჰარმონიაში ყოფნა და საკუთარი სხეულის მოსმენა სურს.

– გვეხმარება თუ არა პილატესი წონაში კლებაში ?

– გვეხმარება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კვებაც შესაბამისია. თუ კვებით ხელს არ შეუწყობთ მხოლოდ პილატესი ან თუნდაც სხვა  ნებისმიერი ფიზიკური აქტივობა ვერაფერს  გააწყობს თქვენს წონასთან. სწორი კვება აუცილებელია ნებისმიერ შემთხვევაში. თუმცა პილატესს უფრო სხვა დანიშნულება აქვს. პილატესის მეთოდი ხელს უწყობს ღმრა და სწორ სუნთქვას, ძალას, მოქნილობას, სტაბილურობას და მიმართულია კუნთების დაბალანსებულ განვითარებაზე.

– რა არის თქვენთვის  ყველაზე ღირებული, რაც თქვენმა საქმიანობამ მოგცათ?

 – ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში გავიცანი, ისინი არიან ჩემთვის ყველაზე ღირებული, რაც ჩემმა საქმიანობამ მომცა.

– გყავთ გამორჩეული მოსწავლე, რომლის ცხოვრებაზეც განსაკუთრებულად დადებითი გავლენა იქონია პილატესმა… სულ რომ გეამაყებათ  მის ისტორიაში თქვენი და პილატესის როლი?

– რამდენიმე გამორჩეული მოსწავლე მყავს, რომლებიც განსაკუთრებით აღნიშნავენ თავიანთი პირადი პრობლემების მოგვარებაში პილატესის  დიდ როლს. ერთ-ერთის შემთხვევაში პრობლემა წონა იყო, რაც პილატესმა მოუგვარა, მოერეს შემთხვევაში ფიზიკური ტრავმა და ასე შემდეგ. ყოველთვის, როცა შევხვდებით ხოლმე ერთმანეთს, ამას აღნიშნავენ და ჩემთვის  ძალიან სასიამოვნოა, რა თქმა უნდა.

– ხვდებით რაიმე გავრცელებულ, მცდარ წარმოდგენებს პილატესზე თქვენს მოსწავლეებთან ?

– ბევრჯერ უკითხავთ და გაუიგივებიათ პილატესი იოგასთან, რაც, რა თქმა უნდა, არასწორია. პილატესი საერთოდ სხვა სფეროა, ამას დაწყების შემდეგ ხვდებიან და იმასაც  ხვდებიან, რომ თურმე არც ისე მარტივი ყოფილა,  როგორც წარმოედგინათ.

 – მოსწავლეების მოტივაციის შენარჩუნება და მათი მუდმივად ტონუსში ყოფნა ალბათ ყველაზე რთული მისიაა, გააქვთ რაიმე სტრატეგია ამისთვის ?

– ტონუსის შენარჩუნება არა მარტო მოსწავლეებისთვის არის რთული, ჩემთვისაც ძალიან რთულია, თუმცა ამას ერთად ვახერხებთ.

პირდაპირ კავშირშია მათი მოტივაცია,  ჩემს მოტივაციასთან  და პირიქით. განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევ იმას, რომ ვარჯიში არ იყოს ერთფეროვანი და ერთიდაიგივე.    ყოველ შეხვედრაზე მოვარჯიშეს ვთავაზობ ახალ ვარჯიშს და გემოვნებიან მუსიკას.

 –ყველაზე რთულ ასპექტად რა მიგაჩნიათ პილატესში ?

-იქედან გამომდინარე, რომ  პილატესი არ არის მხოლოდ ვარჯიში, არამედ ეს არის სხეულის და გონების სინთეზი, ყველა ვარჯიში კეთდება გონებით, ამიტომ  ვერ გამოვყოფდი ასპექტს,  რომელიც რთული არ არის.

  – სიმსუბუქის წყარო არის…

– ვარჯიში, იქნება ეს პილატესი თუ სხვა  ფიზიკური აქტივობა!

– ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშესაწყობად უამრავი მეთოდი არსებობს, რატომ უნდა ავირჩიოთ პილატესი მათგან ან რა შემთხვევაში, ჯობნის სხვა მეთოდებს  პილატესი?

– დიდი მნიშვნელობა აქვს – რა გინდა შენ. პილატესი არის ქალური სხეული, ელეგანტურობა, დახვეწილობა, ელასტიურობა. თუ ეს ყველაფერი გინდა, მაშინ  ირჩევ პილატესს. მე  ვერ  შევადარებ  და ცალსახად ვერ გამოვყოფ საუკეთესო ვარიანტად, ეს ჩვენზეა დამოკიდებული, ვის როგორი სხეული უნდა ირჩევს იმისდა მიხედვით.

სოდის გამოყენების საიდუმლო, რაც აქამდე არ იცოდით

0
{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":["local"],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{"transform":1},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":true,"containsFTESticker":false}

სოდის გამოყენების 11 საშუალება, რაც შეიძლება აქამდე არც იცოდით.

1. კანის გასაახალგაზრდავებლად და დასარბილებლად: შეურიეთ ერთმანეთში წყალი და სოდა, პროპორციით 3:1, სქელი ფაფისებური მასა უნდა მიიღოთ. ახლა წაისვით სახის, ხელებისა და იდაყვების გაუხეშებულ ადგილებზე და წრიული მოძრაობით კანი დაგირბილდებათ და გაუხეშებული ნაწილები მოგცილდებათ.

2. ფეხების მოსავლელად: შეურიეთ ერთმანეთს 2 ჩაის კოვზი მარილი და 1 ჩ/კ სოდა. ჩაყარეთ თასში, დაასხით ცხელი წყალი, როგორსაც გაუძლებთ და ჩაყავით ფეხები. ამგვარად ფეხიდან მოიშრებთ ჭუჭყსა და გაუხეშებულ კანს. შეგიძლიათ ფეხებიც წრიული მოძრაობებით დაიმუშაოთ, ისევე, როგორც პირველ პუნქტშია ახსნილი.

3. აბაზანისთვის: აავსეთ სააბაზანო თბილი წყლით და დაუმატეთ ნახევარი ჭიქა სოდა. იგი გაგისუფთავებთ კანს და აბრეშუმისნაირს გაგიხდით. მაგრამ გახსოვდეთ, სოდიანი წყალი კარგად უნდა ჩამოიბანოთ კანიდან.

4. სახის დასაბანად: სოდისა და თბილი წყლის სუსტი ნაყენი იდეალური საშუალებაა სახიდან კოსმეტიკისა და კანის გაუხეშებული ნაწილების მოსაშორებლად.

5. თმის დასაბანად: დაუმატეთ 1/2 ჩ/კ სოდა შამპუნის იმ რაოდენობაში, რაც ერთ დაბანაზე გჭირდებათ. იგი გაგისუფავებთ თმას. არ დაგავიწყდეთ, თმის საფუძვლიანი დაბანა, რათა სოდა თმაზე არ დაგრჩეთ.

6. სოდა – მშრალი შამპუნი: თუ თმა გაგიცხიმიანდათ, მაგრამ მის დასაბანად დრო არ გაქვთ, დააყარეთ სოდა სავარცხელს და დაივარცხნეთ თმა. სოდა ადვილად მოგაშორებთ ცხიმს და გაგიხალისებთ თმას.

7. ნამზეურს დაგიამებთ: მზის აბაზანის შემდეგ კანი რომ დაამშვიდოთ და გააგრილოთ, კანზე სოდისა და წყლის (პროპორციით 3:1) ფაფისებური მასა წაისვით.

8. თმის სავარცხლისა და ჯაგრისის გასაახლებლად: ჯამში ჩაასხით 1 ლიტრი წყალი და დაუმატეთ 4 ჩ/კ სოდა, კარგად მოურიეთ და მასში ჩააწყვეთ თმის სავარცხელი და ჯაგრისი. ამგვარად მათ ლაკს, საღებავის ნარჩენებსა და სხვა კოსმეტკურ საშუალებებს მოაშორებთ.

9. კბილების გასათეთრებლად: ერთმანეთში შეურიეთ თანაბარი რაოდენობით მარილი და სოდა და მიღებული ნარევით გაიხეხეთ კბილები (ნამიანი ჯაგრისი ნარევში უნდა ჩააწოთ). ეს მეთოდი კბილებსაც გაგითეთრებთ, უსიამოვნო სუნსაც მოგაშორებთ და პირში არსებულ მიკროიარებსაც მოგიშუშებთ.

10. ფრჩხილების მოსავლელად: სოდა დაგეხმარებათ გაისუფთაოთ ფრჩხილები და დაირბილოთ ნუნები. ამისათვის სოდა მანიკიურის ჯაგრისზე დაიყარეთ და ფრჩხილები საგულდაგულოდ გაიწმინდეთ.

11. მწერების ნაკბების დასაამებლად: ნებისმიერი მწერის ნაკბენის შემდეგ კანზე ცოტა სოდა დაიყარეთ. იგი კანის სწრაფ შეხორცებასაც უწყობს ხელს.

წყარო

კომპანია “კრისტიან დიორის” გამდიდრების ისტორია

0

“კრისტიან დიორი“ ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი კომპანიაა კოსმეტიკის, ტანსაცმლის და აქსესუარების სფეროში. 2019 წელს მისმა შემოსავალმა 60 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, მოგებამ კი 3.5 მილიარდი დოლარი. “დიორის“ აქტივები 105 მილიარდი დოლარია, ხოლო საბაზრო კაპიტალიზაცია 79 მილიარდი დოლარი. დასაქმებული ჰყავს 163 ათასი ადამიანი.

კომპანია “კრისტიან დიორი“ 1946 წელს, პარიზში ფრანგმა დიზაინერმა კრისტიან დიორმა დააარსა. დიორმა ბიზნესი 1928 წლიდან დაიწყო, მამისგან მიღებული თანხით პატარა გალერეა გახსნა, სადაც ნახატებს ყიდდა. თუმცა, 3 წელიწადში “დიდმა დეპრესიამ“ საფრანგეთიც მნიშვნელოვნად დააზარალა და გელერიის დახურვა მოუწია. 1937 წლიდან ცნობილ დიზაინერთან რობერტ პიგუსთან დაიწყო მუშაობა. პიგუ გახდა მისი მასწავლებელი, ის ასევე ჰუბერტ ჯივენჩის მასწავლებელიც იყო. მეორე მსოფლიო ომის დროს დიორი ლუსიენ ლელონგთან მუშაობდა და ტანსაცმელს ნაცისტი ოფიცრებისთვის და ფრანგი კოლაბორაციონისტებისთვის კერავდა. როდესაც ომი დასრულდა და საფრანგეთი გათავისუფლდა, კრისტიან დიორს დიდი გამოცდილება ჰქონდა დაგროვებული იმისთვის, რომ თავისი ბრენდი შეექმნა. საკუთარი ბიზნესის დაწყებაში ფინანსურად მდიდარი ფრანგი ბიზნესმენი მარსელ ბუსაკი დაეხმარა, რომელმაც დიორის ბიზნესში 6 მლნ ფრანკი ჩადო.

დაარსებიდან რამდენიმე თვეში, 1947 წელს კრისტიან დიორმა ტანსაცმლის თავისი პირველი კოლექცია “New Look” გამოუშვა და პირველი ჩვენება გამართა, რომელშიც 6 მოდელი მონაწილეობდა. პირველივე ჩვენება რევოლუციორი აღმოჩნდა, რადგან იმ დროს ტანზე მჭიდროდ მომდგარი რომანტიული სტილი საკმაოდ თამამი ნაბიჯი იყო. დიორს სურდა, შეექმნა ტანსაცმელი, რომელიც ქალის ფიგურას გაუსვამდა ხაზს. საზოგადოებამ სწრაფად აიტაცა დიორის სტილი. მისი კლიენტები გახდნენ არამხოლოდ პარიზელები, ჰოლივუდის ვარსკვლავები და სხვა ცნობილი ამერიკელებიც კი.

1947 წლიდან “კრისტიან დიორმა“ პარფიუმერიის გამოშვებაც დაიწყო, რომელიც დღეს მის ტანსაცმელზე არანაკლებ პოპულარულია. პირველი იყო სუნამო “Miss Dior“, რომელიც კრისტიანის დას, კატერინა დიორს მიეძღვნა. 1955 წლიდან კი “დიორის“ კოსმეტიკური საშუალებებიც გამოვიდა ბაზარზე.

1949 წელს უკვე პარიზიდან ექსპორტირებული მოდური ტანსაცმლის 75% “კრისტიან დიორზე“ მოდიოდა, რაც საფრანგეთიდან საქონლის ექსპორტის 5%-მდე იყო.

კრისტიან დიორმა 10 წელის მართა კომპანია და ამავე დროს იყო მთავარი დიზაინერი. ყოველწლიურად ორ ახალ კოლექციას ქმნიდა და 10 წელი სრულად საკმარისი აღმოჩნდა, რომ მას პირადად და მის ბრენდს უკვდავი სახელი დაემკვიდრებინა მსოფლიო მოდაში. 1957 წელს, 53 წლის ასაკში კრისტიან დიორი გარდაიცვალა და ბრენდის ისტორია მისმა 21 წლის მოსწავლემ ივ სან ლორანმა განაგრძო. თუმცა, 3 წლით, რადგან 1960 წელს ჯარში გაიწვიეს. ივ სან ლორანი მარკ ბოანიმ ჩაანაცვლა. 1947-1950 წლებში “კრისტიან დიორის“ ატელიეში მუშაობდა ცნობილი დიზაინერი პიერ კარდენიც.

1968 წელს “დიორის“ პარფიუმერიის მიმართულება კომპანია “Moët-Hennessy“-მ შეისყიდა, რომელიც დღეს საფრანგეთის უმდიდრესი ადამიანის ბერნარ არნოს იმპერიის, “LVMH“-ის ნაწილია. 1984 წელს კი “LVMH“-მა სრულად შეიძინა “კრისტიან დიორი“ და დღესაც მის შემადგენლობაშია “Christian Dior SE“ სახელით. 1985 წლიდან “დიორის“ მმართველი (CEO) ბერნარ არნო გახდა. მიუხედავად იმისა, რომ “დიორს“ უკვე ჰქონდა მაღაზიები საფრანგეთს გარეთ, არნომ მათი რიცხვი მნიშვნელოვნად გაზარდა, 1991 წელს კი პარიზის საფონდო ბირჟაზე კომპანიის აქციების გაყიდვა დაიწყო. 1990 წელს კომპანიის წლიური შემოსავალი 130 მლნ დოლარი იყო, გასულ წელს კი 60 მილიარდი. აქედან კარგად ჩანს, რა წარმატება მოუტანა მას არნომ. 1996 წელს მან “დიორის“ მთავარ დიზაინერად ჯონ გალიანო დანიშნა, რომელიც მანამდე “ჯივენჩის“ დიზაინერი იყო. გალიანო კომპანიას 2011 წლამდე უძღვებოდა.

2013 წელს კომპანიის შემოსავალმა 30 მილიარდ დოლარს მიაღწია, მომდევნო 6 წელიწადში კი გაორმაგდა. დღეს კომპანიის მთავარი დიზაინერები მარია გრაცია ქიური და კიმ ჯონსი არიან.

 

 

წყარო

როგორია 2024 წლის Met Gala

0

ყველასთვის ცნობილია, რომ ყოველი წლის მაისის პირველ ორშაბათს, მოდის ინდუსტრიაში ყველაზე მასშტაბური და და მნიშვნელოვანი მოვლენა – Met Gala იმართება. ვარსკვლავური საღამო კოსტიუმების ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ გამოფენას უკავშირდება, რომლის თემატიკაც, ღონისძიებას და მის ,,დრესკოდს” განსაზღვრავს.

 

წლევანდელი გამოფენა ისტორიულად ღირებულ, ხელშეუხებელ სამოსს აერთიანებს. იქიდან გამომდინარე, რომ ექსპონატებმა თავდაპირველი დანიშნულება დაკარგეს და სანახაობრივი ფუნქცია შეიძინეს, მოდის სახლებს, დიზაინერებსა და სელებრითებს, მათი ხედვით, ახლებურად უნდა წარმოეჩინათ, ,,გამოეღვიძებინათ” და პატივი მიეგოთ მივიწყებული ნამუშევრებისთვის. უდავოა, რომ მათ დავალებულ საქმეს, თავი ბრწყინვალედ გაართვეს. ექსპერტების შეფასებით, ლუქების უმრავლესობაში, ბუნების სილამაზე იგრძნობოდა.

2024-ის ივენთს, ტრადიციულად ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმმა უმასპინძლა.

კოსტიუმების წვეულების თემა – ,,მძინარე ლამაზმანები – მოდის გამოღვიძება“, ხოლო ჩაცმის დაწესებული სტილი – The Garden of Time იყო.


წელს, ანა ვინტურს გალა შეხვედრის დაგეგმვასა და განხორციელებაში: ჯენიფერ ლოპესი, ზენდაია, ბედ ბანიდა კრის ჰემსვორტი დაეხმარნენ.

ცნობილ სახეებს შორის, ვინც საზოგადოებას ,,ბუნებრივ” წითელ ხალიჩაზე გამოჩენით თვალი ასევე მოჭრა: დემი მური, ელ ფენინგი, არიანა გრანდე, ტეილორ რასელი, ზოი სალდანა, კოლმან დომინგო, ნიკოლას გალიცინი, პენელოპე კრუსი, ამანდა სეიფრიდი, Lil Nas X, ბრი ლარსონი, კენდალ ჯენერი, ლანა დელ რეი, ნიკოლ კიდმანი, ჰარის დიკინსონი, კიმ კარდაშიანი, ედ შირანი, ნაომი კემპბელი, Doja Cat, დუა ლიპა, კარა დელავინი, ჯეიდენ და უილოუ სმიტები, FKA Twigs, შაკირადა სხვები იყვნენ.

Met Gala 2024-ის წითელი ხალიჩის ყველა ფოტო იხილეთ აქ.

 

 

 

წყარო

ზაფხულში საღამოობით სეირნობის 7 სარგებელი

0
1. ძილის ხარისხი

ისეთი ფიზიკური აქტივობებით დაკავებაროგორიცაა საღამოობით სეირნობა გეხმარებათძილღვიძილის ციკლის დაბალანსებაში. ხელსუწყობს ძილის უკეთეს ხარისხსა დახანგრძლივობას.  

2. ჯანმრთელი გული

სეირნობა გულსისხლძარღვთა დაბალიზემოქმედების ვარჯიშია, რომელსაც შეუძლიაგააუმჯობესოს გულის ჯანმრთელობა, შეამციროსარტერიული წნევა და გულის დაავადებების რისკი.

3. მზის ჩასვლის ხედები

საღამოს გასეირნება საშუალებას გაძლევთდატკბეთ მზის ჩასვლის მშვენიერი ხედებით, რომელიც შეიძლება იყოს დამამშვიდებელი დაესთეტიურად სასიამოვნო, რაც ამცირებს სტრესს.

4. სოციალური ინტერაქცია

საღამოს გასეირნება ხალხისთვის ხშირადასოცირდება პარკებში ან უბნებშიგასეირნებასთან, რაც სოციალური ინტერაქციისკარგი შესაძლებლობაა და ხელს უწყობსერთიანობის გრძნობას.

5. სტრესისგან გათავისუფლება

საღამოს გარეთ სეირნობა ერთგვარი მედიტაციაა, რომელიც გეხმარებათ გონებისგაწმენდაში, სტრესის შემცირებასა დაგანტვირთვაში.

6. სიგრილე

ზაფხულში შუადღესთან შედარებით საღამოსუფრო გრილა, რაც ისეთ ფიზიკური აქტივობებისწამოწყებას, როგორიც სეირნობაა, მეტადკომფორტულს ხდის.

7. კოგნიტური ფუნქციების გაუმჯობესება

სეირნობა აუმჯობესებს კოგნიტურ ფუნქციებს, მათშორის მეხსიერებას, კონცენტრაციას, დამთლიანობაში გონებრივ სიჯანსაღეს.

 

 

 

წყარო

 

გთავაზობთ თმის გაშ­რო­ბის სწორ ტექნიკას

0

თმის გაშ­რო­ბამ­დე აირ­ჩი­ეთ სა­სურ­ვე­ლი ვარ­ცხნი­ლო­ბა. თმის ხა­რის­ხი­ა­ნად და­ვარ­ცხნა ფე­ნით კუ­ლუ­ლებს უფრო ელას­ტი­კურს ხდის და აფიქ­სი­რებს მათ. თუ წი­ნას­წარ შე­არ­ჩევთ ვა­რი­ანტს, არ მო­გი­წევთ ძვირ­ფა­სი დრო­ის ხარ­ჯვა ხელ­მე­ო­რედ თა­ვის და­სა­ბა­ნად. სა­ნამ თმა ჯერ ისევ ნეს­ტი­ა­ნია, და­ი­ვარ­ცხნეთ და და­ყა­ვით ნა­წი­ლე­ბად: სა­ქოჩ­რე, ზედა ნა­წი­ლი, კეფა და გვერ­დი­თი ნა­წი­ლე­ბი. გაშ­რო­ბას ვი­წყებთ კე­ფი­დან, ვას­წო­რებთ პა­ტარ-პა­ტა­რა მო­ნაკ­ვე­თებს თან­მიმ­დევ­რო­ბით. ჰა­ე­რის ნა­კადს ვა­მოძ­რა­ვებთ თმის ძი­რე­ბი­დან ბო­ლო­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

ფე­ნით გაშ­რო­ბა თმის ტი­პის მი­ხედ­ვით


თუ ფენს მხო­ლოდ თმის გა­საშ­რო­ბად იყე­ნებთ, სა­ჭი­როა ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი ფენი, მაგ­რამ თუ თმის გას­წო­რე­ბაც გინ­დათ, სა­ჭი­როა ფენი სამი ფუნ­ქცი­ით:

  • მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რით – წი­ნას­წარ შე­საშ­რო­ბად
  • სა­შუ­ა­ლო ტემ­პე­რა­ტუ­რით – გა­სას­წო­რებ­ლად
  • ცივი ჰა­ე­რით – და­ვარ­ცხნი­ლი თმის გა­საგ­რი­ლებ­ლად.

ქი­მი­უ­რად დახ­ვე­უ­ლი თმის გა­საშ­რო­ბად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ფენი დი­ფუ­ზი­უ­რი საც­მით, სა­ი­და­ნაც ჰა­ე­რის ნა­კა­დი გა­მო­დის დაშ­ლი­ლი და თქვე­ნი კუ­ლუ­ლე­ბი ინარ­ჩუ­ნე­ბენ სა­ჭი­რო ფორ­მას. დი­ფუ­ზო­რი, ეს არის სპე­ცი­ა­ლუ­რი საც­მი, რო­მე­ლიც აღ­ჭურ­ვი­ლია მომრგვა­ლე­ბუ­ლი “თი­თე­ბით”. ისი­ნი შე­საძ­ლოა იყ­ვნენ სხვა­დას­ხვა სიგ­რძის. რაც მთა­ვა­რია, იმე­ო­რე­ბენ თა­ვის კონ­ტურს. ეს სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა, რომ ჰა­ერ­მა თა­ნაბ­რად შე­აღ­წი­ოს თმის ძი­რებ­ში.

ტალ­ღო­ვა­ნი თმა

მოკ­ლე და სა­შუ­ა­ლო სიგ­რძის ტალ­ღო­ვა­ნი თმის გა­საშ­რო­ბად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა დი­ფუ­ზი­უ­რი საც­მი მოკ­ლე “თი­თე­ბით”. გრძე­ლი და ხში­რი თმის­თვის – გლუ­ვი “თი­თე­ბით”. დი­ფუ­ზო­რი ღრუ­ია­ნი “თი­თე­ბით” და­გეხ­მა­რე­ბათ უფრო მო­ცუ­ლო­ბი­თი ვარ­ცხნი­ლო­ბის შექ­მნა­ში. ხვრე­ლე­ბი საც­მის “თი­თებ­ში” გან­ლა­გე­ბუ­ლია გვერ­დებ­ზე: ამ­გვა­რად, ცხე­ლი ჰა­ე­რი პირ­და­პირ არ მი­ე­მარ­თე­ბა, რაც გა­მო­რი­ცხავს კა­ნის დამ­წვრო­ბას. თუ აუ­ცი­ლე­ბე­ლია თმის გას­წო­რე­ბა, გა­მო­ი­ყე­ნეთ საც­მი-დი­ფუ­ზო­რი დამ­ვარ­ცხნი მოქ­მე­დე­ბით.

გრძე­ლი თმა

რო­გორ და­ვი­ყე­ნოთ გრძე­ლი, ხვე­უ­ლი თმა, რომ ლა­მა­ზად გა­მო­ვი­ყუ­რე­ბო­დეთ? რო­გორ მივ­ცეთ ასეთ თმას მაქ­სი­მა­ლუ­რი მო­ცუ­ლო­ბა?
სველ, და­ვარ­ცხნილ თმა­ზე შე­ი­ზი­ლეთ მუსი ან ქაფი სა­შუ­ა­ლო ან ძლი­ე­რი ფიქ­სა­ცი­ით, თმის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ბა­მი­სად.
შე­იშ­რეთ ზედ­მე­ტი სის­ვე­ლე: სწო­რი თმა დი­ფუ­ზო­რის გა­რე­შე, ხვე­უ­ლი – დი­ფუ­ზო­რით. ამას­თან, საც­მი მი­მარ­თუ­ლი უნდა იყოს ზე­ვით, ხოლო თავს ამ დროს წე­ვენ ქვე­ვით. მი­აქ­ცი­ეთ ყუ­რა­დღე­ბა: ამ ეტაპ­ზე თმა ცოტა ნეს­ტი­ა­ნი უნდა დარ­ჩეს.
სწორ თმას რომ მო­უც­ლო­ბა მივ­ცეთ, ფენს მი­ა­მაგ­რეთ დი­ფუ­ზო­რი. გა­აგ­რძე­ლეთ თმის გაშ­რო­ბა სა­შუ­ა­ლო სიჩ­ქა­რე­ზე დი­ფუ­ზო­რის გა­და­ად­გი­ლე­ბით. მო­ცუ­ლო­ბი­თი კუ­ლუ­ლე­ბის შექ­მნა ნა­წილ-ნა­წილ უფრო მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლია: ჯერ თმის ერთი ნა­წი­ლი, შემ­დეგ თან­მიმ­დევ­რო­ბით მი­ვი­წევთ მაღ­ლა.
კუ­ლუ­ლის გაშ­რო­ბი­სას უკე­თეს შე­დეგს მი­აღ­წევთ, თუკი მო­ნაც­ვლე­ო­ბით იხ­მართ დი­ფუ­ზორს და ხე­ლის გულს (კუ­ლუ­ლი მო­აქ­ცი­ეთ ხე­ლის გულ­ზე და შე­კუმ­შეთ ხე­ლის თავ­თან მი­ტა­ნით).
გა­ის­წო­რეთ ყო­ვე­ლი კუ­ლუ­ლი დი­ფუ­ზო­რით და ხე­ლის გუ­ლით. თმის ბო­ლო­ე­ბის­თვის სა­ბო­ლოო ფორ­მის მი­სა­ცე­მად, გა­მო­ი­ყე­ნეთ ფენი-ჯაგ­რი­სი. ახლა მო­და­შია, როცა თმის ბო­ლო­ე­ბი გა­რე­დან ან შიგ­ნი­და­ნაა შეხ­ვე­უ­ლი. შე­საძ­ლე­ბე­ლია შე­რე­უ­ლი ვა­რი­ან­ტიც, რი­თაც მი­ვი­ღებთ მშვე­ნი­ერ სა­ზე­ი­მო ვა­რი­ანტს. თმის სა­მაგ­რი, რო­მე­ლიც და­ა­მაგ­რებს გვერ­დი­თა კუ­ლულს, ან კე­ფას­თან შეკ­რულ თმას, იქ­ნე­ბა სა­ბო­ლოო შტრი­ხი სა­დღე­სას­წა­უ­ლო გა­რეგ­ნო­ბა­ში.

მოკ­ლე თმა

მოკ­ლე თმის­თვის არ­სე­ბო­ბენ ფენი-ჯაგ­რი­სე­ბი, რომ­ლე­ბიც არა მარ­ტო აშ­რო­ბენ, არა­მედ ვარ­ცხნი­ან თმას და მო­ცუ­ლო­ბას აძ­ლე­ვენ ვარ­ცხნი­ლო­ბას. ზო­გი­ერ­თი ფენი და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი მო­წყო­ბი­ლო­ბით, ბი­გუ­დებ­ზე დახ­ვე­უ­ლი თმის სწრა­ფად ან შე­და­რე­ბით ნელა გა­საშ­რო­ბად.

რო­გორ გა­ვიშ­როთ?

გა­საშ­რო­ბი თმის ნა­წი­ლი მთლი­ა­ნად და­ვახ­ვი­ოთ ჯაგ­რის­ზე და მივ­მარ­თოთ მას­ზე ჰა­ე­რის ნა­კა­დი. დიდი დი­ა­მეტ­რის ჯაგ­რი­სი ქმნის მსხვილ ტალ­ღას, ვარ­ცხნი­ლო­ბა დიდ­ხანს ძლებს. ვარ­ცხნი­ლო­ბე­ბი მსხვი­ლი ტალ­ღე­ბით ად­ვი­ლად კეთ­დე­ბა და ტრანსფორ­მირ­დე­ბა სა­ზე­ი­მო ვა­რი­ან­ტე­ბად.

სა­შუ­ა­ლო სიგ­რძის და გრძე­ლი თმა

ნა­ბი­ჯი 1. და­ხა­რეთ თავი. თმა ჩა­მო­უშ­ვით დაბ­ლა.
ნა­ბი­ჯი 2. ახლა, ჰა­ე­რით შე­ბერ­ვას­თან ერ­თად, ივარ­ცხნეთ ჯაგ­რი­სით თმის ზრდის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მი­მარ­თუ­ლე­ბით – უკ­ნი­დან წი­ნი­სა­კენ.
ნა­ბი­ჯი 3. რო­დე­საც თმა ნა­ხევ­რად გაშ­რე­ბა, ას­წი­ეთ თავი და მი­ე­ცით ვარ­ცხნი­ლო­ბას დას­რუ­ლე­ბუ­ლიო სახე.
თმის ვარ­ცხნის დროს, სა­ნამ სხვა ნა­წილ­ზე გა­დახ­ვალთ, პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი კარ­გად გა­აშ­რეთ, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში ვარ­ცხნი­ლო­ბა და­გეშ­ლე­ბათ.

მოკ­ლე თმა


ნა­ბი­ჯი 1. და­ი­ვარ­ცხნეთ თმა სიგ­რძის შე­სა­ბა­მი­სი საც­მით.
ნა­ბი­ჯი 2. “გა­ი­ა­რეთ” ჯაგ­რი­სით თმის ზრდის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ: ამ დროს თავი გად­მო­ხა­რეთ წინ. ფენი ისე გე­ჭი­როთ, რომ ჰა­ე­რი მი­მარ­თუ­ლი იყოს თმის ზრდის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ. ამ შემ­თხვე­ვა­ში, თმის ქერცლო­ვა­ნი ზე­და­პი­რი გლუ­ვი ხდე­ბა და თმა ბზინ­ვა­რე­ბას შე­ი­ძენს. ნუ გა­მო­აშ­რობთ თმას! გაშ­რო­მი­სა და და­ვარ­ცხნი­სას ფენი არ უნდა გე­ჭი­როთ 20 სმ-ზე უფრო ახ­ლოს თმას­თან.

 

 

 

წყარო

გთავაზობთ თმის დაბანის სწორ ტექნიკას

0

თმა ისეთი სიხშირით უნდა დაიბანოთ, რომ თავის კანს გაჭუჭყიანების საშუალება არ მისცეთ.

• კანში ჩამჯდარი ცხიმი, მტვერი და ჭუჭყი აფერხებს თმის ზრდას.
• შამპუნი, რომელსაც აწერია ყოველდღიური მოხმარებისთვის, მაქსიმალურად დელიკატური, ჰიპოალერგიული და ნეიტრალურია; მისი გამოყენება მართლაც ყოველდღე შეგიძლიათ.
• თმის დაბანის სიხშირე ინდივიდუალურია. გასათვალისწინებელია თმის ტიპი და წყლის ხარისხი. თუ ცხიმიანი კანი გაქვთ, 3-4-დღიანი შუალედიც უარყოფითად იმოქმედებს თმის სტრუქტურაზე.

• გამოსაყენებელი შამპუნის რაოდენობა დამოკიდებულია თმის სიგრძეზე. ნუ დაისხამთ შამპუნს პირდაპირ თმაზე, რაოდენობას ვერ გააკონტროლებთ. შამპუნი ჯერ ხელზე აიქაფეთ და მერე გადაინაწილეთ თმაზე.

• თუ თავს ყოველდღე იბანთ, შამპუნის ერთი დასხმა საკმარისია; თუ კვირაში ორჯერ, თავი ორჯერ აიქაფეთ. თუმცა მეორე ჯერზე შამპუნის რაოდენობა უნდა შეამციროთ.

• თმის დაბანამდე და შამპუნის დასხმამდე ჯერ თმა უნდა დაივარცხნოთ. დაიბანეთ თავი თითის ბალიშებით და არა ფრჩხილებით. დაბანის დროს გაიკეთეთ მასაჟი, რათა გაუმჯობესდეს სისხლის მიმოქცევა.

• სწორად შეარჩიეთ წყლის ტემპერატურაც. წყალი არ უნდა იყოს ძალიან ცხელი. იგი თმას უფრო გაგიცხიმიანებთ. ოპტიმალური ტემპერატურა 40-50 გრადუსია.
• დაბანის შემდეგ თავზე აუცილებლად გადაივლეთ გრილი ან ცივი წყალი. ის აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და თმას ბზინვარებას მატებს.

 თუ თმა ძლიერ დაზიანებული გაქვთ, სამკურნალო ნიღბები ყოველ მეორე დღეს წაისვით. 8-10 სეანსში შედეგი გამოჩნდება. პროფილაქტიკის მიზნით კი თმაზე ნიღაბი კვირაში 1-2-ჯერ წაისვით.

• ნიღაბი/კონდიციონერი შამპუნით უკვე დაბანილ თმაზე, მთელ სიგრძეზე უნდა წაისვათ და არამარტო ბოლოებზე. გაიჩერეთ 5-10 წუთი და ჩამოიბანეთ. (ფილიპ მარტინსის ნიღბებში გაერთიანებულია კონდიციონერი (ბალზამი) და ნიღაბი, თუ ნიღაბს თმაზე გაიჩერებთ 3 წუთამდე მიიღებთ კონდიციონერის (ბალზამი) ეფექტს, 5 წუთიდან ზევით იღებთ ნიღაბის ეფექტს.

• თმის ხარისხისა და ტიპის მიხედვით, დაბანილ თმაზე ან სპრეი უნდა შეისხუროთ, ან ზეთი წაისვათ. ინსტრუქციის თანახმად, ზეთი ნამიან თმაზე უნდა წაისვათ და მთელ სიგრძეზე გადაანაწილოთ, ასევე თმის ძირებში (თავის კანზე) გაიკეთოთ მასაჟი. რაც შეეხება სპრეის, ის აუცილებელია, რათა დაიცვას თმა მავნე ზემოქმედებისგან.

 

 

წყარო

შერი: „მე ვხვდები ჩემზე ასაკით პატარა მამაკაცებს, რადგან ჩემხელა ყველა მკვდარია“

0

77 წლის ლეგენდარული მომღერალი შერი, ჯენიფერ ჰადსონის შოუს ესტუმრა და მამაკაცების მიმართ დამოკიდებულებაზე ისაბრა. მისი თქმით, თავისი ასაკის მამაკაცების გარშემო თავს არაკომფორტულად გრძნობს და ახალგაზრდა მამაკაცების წრეს ამჯობინებს. შერიმ იხუმრა კიდეც: „მე ვხვდები ჩემზე ასაკით პატარა მამაკაცებს, რადგან ჩემხელა ყველა მკვდარია“.

333-1714746543.jpg

შერიმ ასევე გაამხილა, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას, ლეგენდარული ელვის პრესლისგანაც გრძნობდა, თუმცა უარის თქმა მოუწია პრესლის რეპუტაციის და მისი გარემოცვის გამო.

444-1714746567.jpg

ამჟამად 77 წლის შერი 38 წლის ალექსანდერ ედვარდს ხვდება, რომელიც მუსიკის სფეროში მოღვაწეობს. მათ ერთმანეთი 2022 წელს პარიზის მოდის კვირეულზე გაიცნეს. ხოლო 2023 წლის მაისში ერთმანეთს დაშორდნენე. თუმცა იმავე წლის სექტემბერში ხელიხელჩაკიდებულები დააფიქსირეს პაპარაცებმა.

 

წყარო

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.